საინტერესოა ფორუმელების მოსაზრება ამ საკიოთხთან დაკავშირებით!!! :???:
უკვე კაი ხანია მუსირებს აზრი, რომ ბატონი შალიკაშვილი პრეზიდენტად მოგვევლინოს საქართველოში.თქვენი აზრით რამდენად რეალურია ეგ ამბავი და რამდენად საჭიროა ეგ კაცი ჩვენთვის?!
იქნებ სპორტის არ იყოს, აქაც "უცხოელის ხელი" გვჭირდება ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად?!
ჩემი აზრით კარგი იქნებოდა, მას ხომ აქ ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საძმაკაცო არ ელოდება... :roll:
[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-18 12:40 ]
Anonymous
18.06.2003, 13:28
რამდენიმე წლის წინ შალიკაშვილებს დაუბრუნეს კახეთში მამული,მოქალაქეობა მისცეს თუ არა არ ვიცი ,კონსტიტუციით თუ 5 წელი საქართველოში ცხოვრობს აქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მიღოს მონაწილეობა.
ოღონდ ყოფილი კომკავშირელი, ან კომუნისტი, არ მოვიდეს და თანახმა ვარ ნატოს ყოფილ გენერალზე :smile:
გინდაც მამამისი ფაშისტურ გერმანის მხარეზე ყოფილიყოს.
არ მინდა აღფრთოვანებაში ჩამომართვათ მისი კანდიდატურისადმი, მაგრამ ერთს ვიტყვი, მამამისი,კედია და სხვა ემიგრანტები, ფაშისტური გერმანიის მხარეზე მიტომ იბრძოდნენ, რომ იმედი ქონდათ ჰიტლერი მათ საქართველოს გაუთავისუფლებდა და "ლანგრით მიართმევდა" ერთგულებისათვის, და არა იმიტომ, რომ ფაშისტები მოსწონდათ
`Ana-bana`
18.06.2003, 13:42
QUOTE
On `2003-06`-18 13:28, ამანდა wrote:
რამდენიმე წლის წინ შალიკაშვილებს დაუბრუნეს კახეთში მამული,მოქალაქეობა მისცეს თუ არა არ ვიცი ,კონსტიტუციით თუ 5 წელი საქართველოში ცხოვრობს აქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მიღოს მონაწილეობა.
ნწუ!
პრეზიდენტად აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დროსაც საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.
არამგონია ეგ ამბავი რეალური იყოს. აირჩევა, კი არ ინიშნება ხალხო.
თქვენგან რომელი აირჩევთ, რომელი მისცემთ ხმას მას??? მესმის, შეიძლება ვერც აქაურებიდან აირჩიო კაცმა ვინმე, მაგრამ იმ 15 წელიწადს რას უშვებით სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
გადავუსწოროთ მერე პასპორტი, მე შენ გეტყვი და პირველად ხდება ეგ საქართველოში

))
Anonymous
18.06.2003, 13:53
არის ჯონ მალხაზ შალიკასვილის ავტობიოგრაფიული წიგნი.
საინტერესო წასაკითხია.
წაიკითხეთ და იქ ბევრ შეკითხვაზე მიღებთ პასუხს, მე თბილისში ვიყიდე მარჯანიშვილის მეტროსთან.
`Ana-bana`
18.06.2003, 13:54
მაშინ, ბარემ კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება, პასპორტის გადაკეთებას, ყველა თანახმა თუა ასე ჯობია. ქე მაინც გავიგებთ, ვინ რა ცვლილებებს მოამზადებს კიდევ :wink:
ისე, ჭაღარა კია, და ახლანდელი პრეზიდენტის მასკა (ან პლასტიკური ოპერაცია) ხომ არ აჯობებდა, კონსტიტუციაც უფრო ადვილი შეცსაცვლელი გახდებოდა!!! :smile:
Anonymous
18.06.2003, 13:57
`Ana-bana` ჩაგეთვალა
ანა ბანა, მე მივცემ ხმას ისეთ ადამიანს ვისაც საქართველოში არ უცხოვრია... ასე მგონია, ყველას ვისაც საქართველოში უცხოვრია ტვინი უკუღმააქვს მოწყობილი(ქვეყნის მართვის საკითხებში)...
ხოლო მისი მამის და მამის "მეგობრების" ისტორია არ მაინტერესებს... ქართველები სულ წარსულში რო ვიქექებით იმიტომაა "საშველი" პერსპექტივაშიც არაა... ეეჰ
`Ana-bana`
18.06.2003, 14:05
QUOTE
On `2003-06`-18 13:58, lolski wrote:
ანა ბანა, მე მივცემ ხმას ისეთ ადამიანს ვისაც საქართველოში არ უცხოვრია... ასე მგონია, ყველას ვისაც საქართველოში უცხოვრია ტვინი უკუღმააქვს მოწყობილი(ქვეყნის მართვის საკითხებში)...
ხოლო მისი მამის და მამის "მეგობრების" ისტორია არ მაინტერესებს... ქართველები სულ წარსულში რო ვიქექებით იმიტომაა "საშველი" პერსპექტივაშიც არაა... ეეჰ
მოიცა კაცო, სად დავწერე მამამისის და მეგობრების ისტორია მე??? ისე მაც მაგას ვამტკიცებ, თუ ადამიანს საქართველოს გარეთ არ უცხოვრია, ის კაი ქვეყანას ვერ ააშენებს, აბა , იმაზე თუა მისი ტვინი მოწყობილი, როგორ დაარღვიოს კანონი, როგორ შეჭამოს ფული და მერე როგორ გააბას ქსელები, რომ ეს ყველაფერი დაიმალოს, როგორ დაფაროს გადასახადები და ასე შემდეგ, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს, რატო ჯობია კაი ქვეყანა ჩვენისთანას. კანონის პატივისცემაზე აშენებულ ქვეყანაში თუ არ უცხოვრია კაცს რამდენიმე წელი მაინც, პრეზიდენტად კი არა, ისედაც ცოდვაა.
გეთანხმები, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველოში შემოვლით უნდა იყოს ნამყოფი. აქ ძმაო ამბები ხდება, ვერანაირ ფარგლებში რო ვერ მოაქცევ კაცი, არანაირი ანალოგი და ისტორია არ გამოგადგება, თუ არ იცი აქაური თავისებურება, ვერ გახდები ვერაფერს.
მისნაირი კიდევ `3-4` რო მოვიდეს გახდებიან რაღაცას... მთავარია პრეზიდენტს და მის ოჯახს არ შიოდეს :wink:
Anonymous
18.06.2003, 14:19
მასე საზღვარგარეთ და უცხოელი ცოლი კი ყავს სააკაშვილს, მოგწონთ მისი კანდიდატურა?
ამანდა უცხოელი ცოლი რას უშველის სააკაშვილს?
ისტერიკიანია... რო ანერვიულდება ზვიადის მაგონებს და მეცინება... მაგრამ, სექსუალურად, მატერიალურად, მორალურად და ყველამხრივ დაუკმაყოფილებელ პუბლიკას სააკაშვილი "ჭირდება"... სადღაც ხომ უნდა დაიხარჯოს მათში მოზღვავებული ენერგია?!
უცხოელობაზე ნამდვილად არ არის საუბარი, მაგრამ ქართველები ქსენოფობები ვართ + სხვის საქმეში გვიყვარს ცხვირის ჩაყოფა და სწორედ ეს გვიშლის ხელს დავინახოთ "საქმის ვითარება"- როგორიც ის არის რეალურად, და მითუმეტეს მოვძებნოთ სწორი გამოსავალი...
Anonymous
18.06.2003, 14:41
ლოსკი სააკაშვილი 6 წელი ამერიკაში ცხოვრობდა იქ გაიცნო სანდრა, 2 წელი ჰოლანდია ბელგიაში და ამიტომ გითხარი, ხოლო მთელი ბავშვობის არდადეგები ბიძამისთან თემურ ალასანიასთან აქვს გატარებული ვაშინგტონში.
ისე, მაგ "დაუკმაყიფილებობის გრძნობა" რომ მოვუსპოთ "საცოდავ საქართველოს მოსახლეობას", ხომ არ აჯობებდა ისეთი პრეზიდენტი აგვერჩია, პირველ საკითხად ბორდელების გახსნას რომ დააყენებდა და ამას ბევრი მიზეზი ექნებოდა თან თავისივე შედეგებით:
1.არალეგალური პროსტიტუციიდან ლეგალურზე გადასვლა და ამით ხაზინის შევსება(ფულს ხომ სუნი არა აქვს)....(შესაბამისად დარიგდებოდა ხელფასები და პენსიები)!
2."თანამედროვე საზოგადოების ნაწილისათვის" პრეზიდენტი გახდებოდა კერპი, არ გამოჩნდებოდა "გოიმად" და ამავე დროს იქნებოდა "ევროპულობის ეტალონი".თან პირველი კლინეტი (ლენტის გაჭრაც)მისთვის მიგვენდო...
3.დასაქმდებოდა აურაცხელი ხალხი,როგორც ადგილზე მყოფნი ასევე ახლა რომ უცხოეთში "სტიუარდესობენ" თუ თარჯიმნობენ. ოღონდ "რაენაზე" ეგ აღარ ვიცი...
ამანდა რაში მაინტერესებს ან რაში მეხება ეგ ყველაფერი?
ანდა პოლიტიკასთან რა მოსატანია მისი ასეთი დაწვრილებითი ბიოგრაფიული ცნობები? როკის მომღერალი რო იყოს კიდე მესმის... მარა სააკაშვილის ბიოგრაფია?! :???:
Anonymous
18.06.2003, 14:54
მე მიმაჩნია რომ პრეზიდენტი "კერპი "არ უნდა იყოს არასოდეს .
ის უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი, კარგი განათლებით, კარგი ოჯახით და კარგი შვილებით.
შალიკაშვილი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მაგრამ საკითხავი ის არის მას სურს პრეზიდენტობა?
ყველაზე კარგი კანდიდატურა იქნება ის ახალგაზრდა რომელიც ეხლა საზღვარგარეთ პოლიტოლოგიას სწავლობს და საქართველოს დაუბრუნდება რამდენიმე წელიწადში.
დრო გვიჩვენებს ვინ იქნება ის ახალგაზრდა.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-18 14:58 ]
David M
18.06.2003, 14:57
რა გახდა ეს ორი სათაური?
ჯერ ედუარდ გიორგი, მერე ჯონ მალხაზ!
სერიოზულად რომ ვთქვათ, დალაგებული ჯარის და დანგრეული ქვეყნის მართვას სხვადასხვა უნარები ჭირდება.
ყველაზე ცუდი ამ თემაში, და შალიკაშვილის შესახებ აშლილ საუბარში ისაა, რომ გამოსავალს ისევ გარეთ ვეძებთ. ისევ მიამიტური (თუ ზარმაცი) ფანტაზია, რომ ვიღაცა მოვა და ყველაფერს ააწყობს ჩვენს მაგივრად. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ არც საქმე გამოუსწორებია. ასეთი აზროვნებით კი ქვეყანა ვერ აშენდება.
"კაციჭამია ვირთხის" მომენტია აქ!!! ამათ ხელში ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გაძლებს პრეზიდენტად (რათია ჩემზე უკეთესიო), და იქნებ ისეთი კაცი დადგესთქო, ვაივაგლახად რომ ვერაფერს გაუბედავენ და შეკადრებენ, თორემ ხომ ვხედავთ არა, რა დგეშიც არიან "გემი რომ იწვის"...!
[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-18 15:03 ]
დავით, ისე კი მართალი ხარ მაგრამ აბა რეალურად რაგინდა ქნა? აიღე კალაშნიკოვი და დახოცე "უკუღმატვინმოწყობილი თაობა"... მე კიდე "მოსეს" შემოგთავაზებდი... მოსემ ხალხი ბრმად წაიყვანა, და ატარა 40 წელი სანამ ის "უკუღმატვინმოწყობილი თაობა" თავისით არ შეიცვალა...
სად მე და სად რელიგია, მაგრამ ბიბლიაში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მითოლოგიაში ბევრი ჭკვიანური რამ წერია...
Anonymous
18.06.2003, 15:06
დავიდ გეთანხმები.
პრეზიდენტი უნდა იყოს ქართველი, კარგი იქნებოდა საზღვარგარეთ მიღებული განათლებით
ლოსკი ყველა პოლიტიკოსზე რომ გვქონდეს მისი ავტობიოგრაფიული მომაცემები ბევრს აეხდებოდა ფარდა.
ამანდა ვერ დაგეთანხმები... ძალიან პიროვნულია ყველა ეს ინფორმაცია... ხოლო პოლიტიკა მიზან-შედეგობრივი... ავირჩიეთ, არ გაამართლა, გადავირჩიეთ და ავირჩიეთ სხვა, სხვამ გაამართლა და მეორე "სროკზეც" ავირჩიეთ... ხოლო ჩაიში რამდენ შაქარს იყრის, კვირაში რამდენჯერ აქვს სექსუალური კავშირი ცოლთან და მისი მამა პოკერს თამაშობს არაა საინტერესო... მერწმუნე რაც შენთვის მიუღებელია ის ჩემთვის მისაღები შეიძლება იყოს (ცხოვრების ნორმებს და წესებს ვგულისხმობ) და მერწმუნე "პირადი ცხოვრების" ცხოვრების უფლება ყველა ადამიანს აქვს, იმ ზომამდე სანამ ეს საზოგადოებისთვის საშიში არ გახდება!
Pora snimat' yantar',
Pora menyat' slovar',
Pora gasit' fonar'
Naddvernyj...
Fevral' 1941
Marina Cvetaeva
Anonymous
18.06.2003, 16:44
ცვეტაევა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვთვლი უარყოფითათ ხალხმა იცოდეს პოლიტიკოსის ცხოვრებაზე რაც შეიხლება მეტი.
ხომ უნდა იცოდე ვის ირჩევ? აბა ბრმად ამორჩეულებმა რაც ქნეს სახეზეა.
პირადი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ სად? რას აკეთებდა? როგორ და რა განათლება აქვს? კანდიდატს მაინტერესებს.
დაიარკების და კოლმეურნეობის მთავრობამ სად მიყვანა სსსრ სახეზეა.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-18 17:10 ]
`Ana-bana`
18.06.2003, 16:58
მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს ყველაფერი იმის შესახებ, ვისაც ირჩევს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არსებობს საქმე, რომელიც მოეგოს იმ პოლიტიკოსს, რომელიც ჩიოდა, რატომ გამოქვეყნდა ჩემი პირადი ან ინტიმური ცხოვრების დეტალებიო. პირიქით, დასაბუთება სწორედ ისაა, რომ მის შესახებ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს. თუმცა ისიც მართალია, რომ თუ მას არ უნდა, არ გაახმაურებს ცოლთან რამდენჯერაა აქვს სექსი.
თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ღირსების შემლახველი ფაქტები ქვეყნდება, მაინც, რადგან საჯარო მოხელეს უფრო მეტი თმენის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.
[ This Message was edited by: `Ana-bana` on `2003-06`-18 18:37 ]
`Ana-bana`
18.06.2003, 17:06
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ საჯარო მოხელეობა სიამოვნება არაა, როგორც ეს საქართველოშია, მართლა მძიმე ჯვარია (ფორუმელი არა

), რადგან ხალხს ემსახურები, მისთვის იღწვი და კეთილი უნდა ინებო, საზოგადოებას ინტერესი - გამჭვირვალე იყოს ის, ვიზეც იგი არჩევანს აკეთებს, უნდა დააკმაყოფილო
Anonymous
18.06.2003, 17:13
ანა ბანა დედა შემიყვარდი პირდაპირ :smile:
როგორ ერთნაირად ვფიქრობთ.
Anonymous
18.06.2003, 17:21
Христос и Бог! Я жажду чуда
Теперь, сейчас, в начале дня!
О, дай мне умереть, покуда
Вся жизнь как книга для меня.
მარინა ცვეტაევა რა უბედური ცხოვრება ქონდა.
არადა ისტორია სხვანაირად რომ დატრიალებულიყო უბედნიერესი ქალი იქნებოდა
... ჰმმმმმ, მე იმას ვამბობ რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ციდან არ ვარდება... მანამდე მოღვაწეობს საზოგადოებაში... აი იმ მოღვაწეობამდე თუ "მივუშვით" მერე გვიანია მისი ბიოგრაფიული ცნობების გროვება...
Anonymous
18.06.2003, 17:28
როდესაც ადანიანი პრეტენზიას აცხადებს ამბიციურდ და უნდა პრეზიდენტი იყოს, ნება იბოძოს და ხალხს მთლიანი გამჭვირვალე ინფორმაცია მოგვცეს.
იცით რამდენი კაცის მკვლელია დღევანდელ საქართველოს მთავრობაში და პარლამენტში?
`Ana-bana`
18.06.2003, 17:32
QUOTE
On `2003-06`-18 17:13, ამანდა wrote:
ანა ბანა დედა შემიყვარდი პირდაპირ :smile:
როგორ ერთნაირად ვფიქრობთ.
ამანდა, მე ყოველთვის ჭეშმარიტებას ვღაღადებ
შეგიყვარდები აბა რა იქნება???
ამანდა რამე ისეთი თქვი რო გამიკვირდეს! ვიცი! არ მიკვირს! არ არის ფიზიკურად "კადრები" რომ შეცვალო რამე...
Anonymous
18.06.2003, 17:37
რით გაგაკვირვო? მე აგარაფერი არ მიკვირს.
`Ana-bana`
18.06.2003, 17:51
ამანდა
პოსტების წაშლა არაა მაგრობა
პირიქით, მაშინ შლი, როცა დამალვა გინდა, ესე იგი ვიღაცის თვალში თამაშობ, რა კაი ტიპი ვარ, ნახე, მე არ ვპასუხობდი, ის კი მახურავდაო
რას ქვია წავშალო????
Anonymous
18.06.2003, 17:55
შალიკაშვილმა რა დაშავა?
გვაწყობს თუ არა ლაკის წინადადება?
LOL ამანდა, მამაჩემი სულ ამაზე ღადაობს, მსოფლიოში 2 უზრდელური შეკიტხვა არსებობსო:
1) რამდენი გაქვს ხელფასი
2) ვის აძლევ ხმას
ქართველებში ეს კითხვები ყველაზე პოპულარულებია... :smile:
Anonymous
18.06.2003, 20:06
აქაც ეგრეა :smile:შვედეთში.
მაგრამ ფორუმი ხომ რეალ ცხოვრება არაა, კაცმა დაგვისვა შეკითხვა.
ისე, საპრეზიდენტო არჩევნებში ბუშის კანდიდატურა ხომ არ წამოგვეყენებინა?

))))))
ამბობენ მაგარი ბიჭიაო.....
Anonymous
18.06.2003, 20:53
კლინტონი მოვიწვიოთ, ყველაფერს ეს სჯობია :smile: სიხარულით გამოიქცევა, აქ ხომ არავინ მოუწყობს იმპიჩმენტს ქალების სიყვარულის გამო :smile: თან ძველი ნაჰიპარია და ვუდსტოკს მოგვიწყობს საქართველოში :smile:
Anonymous
19.06.2003, 0:29
QUOTE
On `2003-06`-18 14:54, ამანდა wrote:
მე მიმაჩნია რომ პრეზიდენტი "კერპი "არ უნდა იყოს არასოდეს .
ის უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი, კარგი განათლებით, კარგი ოჯახით და კარგი შვილებით.
შალიკაშვილი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მაგრამ საკითხავი ის არის მას სურს პრეზიდენტობა?
ყველაზე კარგი კანდიდატურა იქნება ის ახალგაზრდა რომელიც ეხლა საზღვარგარეთ პოლიტოლოგიას სწავლობს და საქართველოს დაუბრუნდება რამდენიმე წელიწადში.
დრო გვიჩვენებს ვინ იქნება ის ახალგაზრდა.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-18 14:58 ]
ალაბთ თქვენი ვაჟიშვილი? სხვა ვინ იქნება, რამეთუ თქვენ არ აპირებტ იქ დაბრუნებას.
Anonymous
19.06.2003, 17:13
ალექს ჩემო ძვირფასო ჩემი შვილი შვედია და არც კანონით და არც სურვილით მანდ მცხოვრები არაა.
მას რომ კითხო საქართველოში ინფრა სტუქტურა არ მოსწონს.
ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრია ქართველ ახალგაზრდობაში ისეთი კანდიდატურა რომელიც ააყვავებს საქართველოს,
ასევე მიმაჩნია რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი კარგად უნდა იყოს გარკვეული ქართულ მენტალიტეტში, რაშიც ჩემი შვილი საერთოდ ვერ ერკვევა.
მას აქვს მისი სამშობლო რომელსაც წარჩინებით ემსახურება,რომელისაც ბიზნესის 65% უხდის ყოველწლიურად.
რომ მოითხოვო ქვეყნისგან რამ, ჯერ უნდა დაფიქრდე რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის.ეს პრეზიდენტ კენედის სიტყვებია და მიმაჩნია რომ ჭეშმარიტებაა.
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-19 17:18 ]
Anonymous
19.06.2003, 17:41
ეს ამოვიკითხე ერთ ინგლისურ "ინტელიჯენტ სერვიზ" ის ინფორმაციაში, ასე იკვლევდნენ აგენტურას.
ყველაზე ადვილი მეთოდი რომ გაიგო ადამიანი სადაურია სულით.მძინარეს უნდა გააღვიძო და გეტყვის იმ ენაზე პასუხს სადაურიც არის, ან მშობიარე ქალი ყვირის მშობიარობის დროს თავის ენაზე
Anonymous
19.06.2003, 17:51
საერთოდ მიმაჩნია: ადამიანი სადაც დაიბადა და გაიზარდა იმ ქვეყანას უნდა გამოადგეს.
არა აქვს მნიშვნელობა სად გადაგდებს ცხოვრების ქარიშხალი მას.
QUOTE
On `2003-06`-19 17:41, ამანდა wrote:
ეს ამოვიკითხე ერთ ინგლისურ "ინტელიჯენტ სერვიზ" ის ინფორმაციაში, ასე იკვლევდნენ აგენტურას.
ყველაზე ადვილი მეთოდი რომ გაიგო ადამიანი სადაურია სულით.მძინარეს უნდა გააღვიძო და გეტყვის იმ ენაზე პასუხს სადაურიც არის, ან მშობიარე ქალი ყვირის მშობიარობის დროს თავის ენაზე
ნუთუ გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას უყურებდით ახალ ტელევიზორსში მაქ და რადისტმა კეთმა რუსულად რომ დაიყვირა და თავი გასცა, მაშინ გაიელვა თქვენს თვალწინ ამ გენიალურმა აზრმა. კარგია რომ მსოფლიო დონის ფსიქოლოგმა, როგორადაც თავი მოგაქვთ, მხოლოდ ახალ გაიგო ეს ყველასთვის ცნობილი აქსიომა. არ მოველოდი ასეთ რამეს.
Gergezi
19.06.2003, 19:20
5 პრეზიდენტიუნდა ყავდეს საქართველოს რომ აკონტროლონ ერთმანეთის სიპატიოსნე და ამ ხუთ კანდიდატად მე ავირჩევდი
1. არნოლდ შვარცენეგერი
2. სტივენ სიგალი
3. დათა თუთაშხია (ოთარი არა, ნამდვილი)
4. ჯეკი ჩანი
5. ის შავი აფრო-ამერიკელი ზანგი რომაა ჯეკი ჩანის ძმაკაცი
_________________
>>>>> I AM NOT AFRAID <<<<<
[ This Message was edited by: Gergezi on `2003-06`-19 19:21 ]
Anonymous
19.06.2003, 19:21
QUOTE
On `2003-06`-19 17:41, ამანდა wrote:
ეს ამოვიკითხე ერთ ინგლისურ "ინტელიჯენტ სერვიზ" ის ინფორმაციაში, ასე იკვლევდნენ აგენტურას.
ყველაზე ადვილი მეთოდი რომ გაიგო ადამიანი სადაურია სულით.მძინარეს უნდა გააღვიძო და გეტყვის იმ ენაზე პასუხს სადაურიც არის, ან მშობიარე ქალი ყვირის მშობიარობის დროს თავის ენაზე
LOL ამანდა, რავიცი არამგონია... მე კარგი აგენტი ვიქნებოდი ძალიან!!!
Anonymous
19.06.2003, 19:24
ალექსუშკი არ მაქვს ეგ ფილმი ნანახი. მითარი სად შეიზლება შევიძინო?
მე ექსპერიმენტი ჩემ შვილზე და ამხანაგის ბავშვზე გავაკეთე, ჩემმა შვედურად და ამხანაგის შვილმა ივრიტზე გამცა პასუხი.
ლოსკი ისე აგენტი ყველა ვერ გახდება, შენ კარგი მონაცემები გქონია
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-19 19:30 ]
ალექს, მაგარი იყო :smile: :smile:
მარო, როგორც ცნობილია არსებობს ბუნებრივი გადარჩევა და თესლთა სელექციაც! თითქოს, ერთი შეხედვით სხვადასხვა მცნებებია, მაგრამ საერთო მაინც აქვთ!
ბუნება და ცხოვრება ისეთი ულმობელია, რომ მარტო ძლიერი გადარჩება ხოლმე და ჩვენ, ქართველები, ასე მოვდივართ რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე... ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯიში უფრო დაიხვეწა (ქართველს განასხვავებენ ნებისმიერი ერისაგან... მიუხედავად იმისა რომ სომხების მეზობლები ვართ-არ ჰგავს ეს ორი ერი ერთმანეთს)... ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენმა ჯიშმა საუკუნეების ქარცეცხლსაც გაუძლო და კიდევაც გაუძლებს და ქართული ჯიშის თესლი იმდენად ძლიერი და იმდენი ნიშანთვისების მატარებელია, რომ ყველა ცდილობს თავისი სავარგულების ამ თესლით განაყოფიერებას და ის როგორ ნიადაგშიც არ უნდა ჩათესო, საუკენეების მანძილზე შეძენილ საუკეთესო თვისებებს ვერ დაკარგავს...
(იქით თემაში ლაპარაკი იყო სულ ახლახანს თუ როგორ ახტებოდნენ ქართველ ბიჭებს რუსი ქალები-იციან კარგის ფასი და რომ ის ტყუილად "გადაყრილი" არ არის) :smile: :smile:... მარო, მიმიხვდი ალბათ სათქმელს-თესლს ვინც ჩააგდებს ხნულში, მოსავალიც მისია!
დემეტრე