დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: პ ო ჰ ე ზ ი ა
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77
elegia
ციტატა(juzi @ 17.06.2010, 19:21) *
უჟმური კვირა

ტიციან ტაბიძე

ექვსი წელია ვემზადები

დავწერო ლექსი: - Dimancpe,

ამას ჰქვია ლაფორგის კვირა.

ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს,

ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ -

ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული.

ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა,

ნაღველი გულში ჩამექცეოდა.

შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის

ნამდვილი ღმერთი ვარ.

და თუ ამას დაემატება,

რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -

ჩემზე ეროვნული პოეტი

არ ყოფილა საქართველოში.

კოტე მარჯანიშვილი,

სანდრო ახმეტელი,

შალვა დადიანი

და უშანგი ჩხეიძე,

ზიან ტანტების ცირკში -

კულა გლდანელის იუბილეზე.

ვინ მისცათ ყარაჩოღელებს

ამდენი ტემპერამენტი?

საწყალი გლდანელი დგას

გაკოტრებულ სოვდაგარივით.

მის წინ ძველი პორტრეტია,

- რკინაჩამოსხმულ ადამიანად.

პაოლო იაშვილის მაგიერ

სიტყვას ამბობს „არბიტორი”:

„შენ დაუკა, ვანუა”.

თავისმკვლელებივით მოდიან რუსთაველზე

გაფრინდაშვილი და ნადირაძე

და შემდეგ ერთად ვიხრჩობით

„მხიარულ ქვრივზე”.

ეს ლექსი ვარიანტია

ერთ გაუქმებულ კვირის.

შემდეგ ალბათ ამისთვისაც

ვეღარ მოვიცლით -

ყველაფერი წინ მიდის,

იწყება ლექსის ელექტროფიკაცია.


ივლისი,

1923 წ.


საკუთარი თავის ძაან მოწონს, დიდ პატივს ცემს. ძაან...

23-ში ამისთვის ცხელოდა ცხონებულს?




elegia
ციტატა(BARTKI @ 16.06.2010, 15:06) *
ნუ დავამცირებთ ეშმაკს, ბოროტ სულს,
ტყე–ღრე რომ დაძრწის დედიშობილა:
რაკი სუყველას ასე ძლიერ სძულს,
მართლა მაგარი ვინმე ყოფილა!

გოეთე


რა კარგი თარგმანია, ვისია?


Fernando
ციტატა(elegia @ 29.06.2010, 20:52) *
რა კარგი თარგმანია, ვისია?

ლევან ბრეგაძის ყოფილა
Magen_David
ღვინო მარჯვენას მიმშვენებს,
ნაჟური რქაწითლისაო,

გულში ჰანგები იჟღერებს,
ნამღერი წინაპრისაო,

ნამი თვალს შემომისველებს,
ცრემლი მონატრებისაო,

იმედი დარდს გამინელებს,
კვლავ შენთან შეხვედრისაო.

juzi




ჟაკვაშე

მოკვდე იდეისთვის (ჟორჟ ბრასენს)
თარგმანი
2010.06.17
------------------------------------------------

მოკვდე იდეისთვის - იდეაა კარგი.
მე კი უიდეოდ ყოფნამ მომინელა.
თუკი ვინმეს ეპყრა იდეების თარგი,
საომარი გზნებით თავს დამატყდა ყველა.
დამარწმუნეს, და მეც ვაღიარე მოკლედ
ცდომილება ჩემი, და მივენდე მასას,
თუმც, პირობა ერთი წავუყენე მასაც:
“მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.”

ნუ ვიჩქარებთ გზაზე. ამ გზაშია გემო
ამქვეყნიურ ყოფის სიამეთა განცდის,
სიცოცხლეს ხომ, ხშირად, აჩქარების გამო,
იმ იდეას ვწირავთ, ხვალ რომ ყავლი გასდის.
და ვიხილავთ როცა საიქიოს კბოდეთ,
რა იქნება, განა, იმ გრძნობაზე მწარე,
რომ იდეა ჩვენი აღმოჩნდება მცდარი?!
მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.

წმინდა ოქროპირნი მოუხმობენ მარტვილთ,
თუმც იმქვეყნად, თავად, არ ჩქარობენ წასვლას.
მოკვდნენ იდეისთვის - მიზეზია მათთვის
ამქვეყნიურ ტკბობის, არ იკლებენ რასაც.
შეიძლება, თვალში ისეთებიც მოგხვდეთ,
ტოლს რომ არ უდებენ წლებში მათუსალას
და უმხელენ ერთურთს საიდუმლოდ ამას:
“მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.”

იდეათა გროვა თავგანწირვას ითხოვს
და სექტებიც რაზმებს ამზადებენ მისთვის.
ახალბედა მსხვერპლი სვამს ერთადერთ კითხვას:
“მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ - რომელ იდეისთვის?”
და რადგანაც ერთურთს გვანან სიბობოქრით,
ერთნაირი გზნებით აღელვებენ ალამს,
ბრძენი ეჭვით უცქერს ყოველივე ამას.
მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.

სიკვდილს რომ მოჰქონდეს სამუდამო ზავი,
რაც აქ ძალადობას და ომს გუნდრუკს ვუკმევთ,
რაც აქ სისხლი ღვრილა და მოჭრილა თავი,
ამქვეყნიურ ედემს ავაგებდით უკვე.
მაგრამ ოქროს ხანა მას არასდროს მოსდევს,
კვლავ სწყურიათ ღმერთებს, სისხლს ითხოვენ ახალს
და ერთ სიკვდილს ბევრი სხვა სიკვდილი ახლავს...
მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.

მოციქულნო, იქნებ, თქვენი ჯერიც დადგა!
წადით, მოკვდით თავად, დაგვითმია რიგი.
სხვებს აცალეთ, ოღონდ, აქ სიცოცხლე, რადგან
მათი ერთადერთი ქონებაა იგი!
სიკვდილი ხომ თავის ცელს ისედაც მოგვდებს,
ჩვენგან წაქეზება არ ჭირდება სულაც.
ფარდა - სასაკლაოს ამ სევდიან სურათს!
მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ, ნელა მოვკვდეთ.






გავგიჟდი, ისე მომეწონა.
გუთანო
სენი

სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო,
დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ,
შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს,
მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.

სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში,
ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი:
ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე,
გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.

მე ვერ გითხარი, რომ ბავშვები ორი დღის წინათ
მიწის ქვეშ ისე დამემალნენ, რომ ვერ ვიპოვე,
შენ სიცხე გქონდა, გემსხვრეოდა თვალებში მინა,
და მათი წასვლა მე უშენოდ გამოვიგლოვე.

შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა
გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია,
ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ,
ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.

ნინო ტეფნაძე
Magen_David
გუთანო, კაი რა ძმაო.. კაი ხასიათზე ვიყავი და ეს რა ლექსი წამაკითხე?
ცუდად გავხდი ლამის smile.gif
გუთანო
ციტატა(Magen_David @ 7.07.2010, 17:30) *
გუთანო, კაი რა ძმაო.. კაი ხასიათზე ვიყავი და ეს რა ლექსი წამაკითხე?
ცუდად გავხდი ლამის smile.gif

smile.gif
ეს ნიშნავს, რომ ლექსი კარგია.
სხვა რაღაცეებიც წავიკითხე ამ სრულიად ახალგაზრდა ავტორის (პროზა, ესე...) და მინდა ვთქვა, რომ გამოკვეთილად სუფთად, გამართულად, ნიჭიერად წერს. მასში იგრძნობა სოლიდური ლიტერატურული ძალა და არ გამიკვირდება, რომ მომავალში მან დიდ წარმატებებს მიაღწიოს. იგრძნობა, რომ კითხულობს ბევრს. აქვს კლასიკური ბაზა და თანამედროვეობის ალღო.
Magen_David
ციტატა(გუთანო @ 7.07.2010, 21:45) *
smile.gif
ეს ნიშნავს, რომ ლექსი კარგია.
სხვა რაღაცეებიც წავიკითხე ამ სრულიად ახალგაზრდა ავტორის (პროზა, ესე...) და მინდა ვთქვა, რომ გამოკვეთილად სუფთად, გამართულად, ნიჭიერად წერს. მასში იგრძნობა სოლიდური ლიტერატურული ძალა და არ გამიკვირდება, რომ მომავალში მან დიდ წარმატებებს მიაღწიოს. იგრძნობა, რომ კითხულობს ბევრს. აქვს კლასიკური ბაზა და თანამედროვეობის ალღო.

მერე კაი რაღაცეებზე ვერ დაწეერს? unsure.gif რა ბავშვების დახოცვა აუტყდა კაცო?
გუთანო
ციტატა(Magen_David @ 7.07.2010, 20:00) *
მერე კაი რაღაცეებზე ვერ დაწეერს? unsure.gif რა ბავშვების დახოცვა აუტყდა კაცო?

biggrin.gif სიყვარულზე, მეგობრობაზე, მშვიდობაზე და ტკბილ მოგონებებზე... სადღეგრძელოში რომ გამოდგება.
elegia
ციტატა(Magen_David @ 7.07.2010, 19:00) *
მერე კაი რაღაცეებზე ვერ დაწეერს? unsure.gif რა ბავშვების დახოცვა აუტყდა კაცო?


ნეტა რა სენი იყო ამისთანა ამ 21 საუკუნეში?


გუთანო
ციტატა(elegia @ 9.07.2010, 15:52) *
ნეტა რა სენი იყო ამისთანა ამ 21 საუკუნეში?

ეპოქა არ ჩანს ლექსში.
და არც XXI საუკუნეა უსენო: http://forum.rustavi2.com/index.php?showforum=30
BARTKI
ციტატა(გუთანო @ 7.07.2010, 19:09) *
სენი

სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო,
დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ,
შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს,
მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.

სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში,
ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი:
ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე,
გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.

მე ვერ გითხარი, რომ ბავშვები ორი დღის წინათ
მიწის ქვეშ ისე დამემალნენ, რომ ვერ ვიპოვე,
შენ სიცხე გქონდა, გემსხვრეოდა თვალებში მინა,
და მათი წასვლა მე უშენოდ გამოვიგლოვე.

შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა
გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია,
ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ,
ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.

ნინო ტეფნაძე

.............
juzi
დასაქოქი თოჯინა

ფორუყ ფაროხზადი
თარგმანი სპარსულიდან - ნინო თუშიშვილი


ამათზე მეტად,ოჰ,დიახ,
ამათზე უფრო მეტად შეიძლება გაყუჩდე..
შეიძლება ხანგრძლივი საათების განმავლობაში
მიცვალებულათა მზერის მსგავსად სახე გაგეყინოს,
თვალი გაგიშტერდეს სიგარეტის კვლამზე,
თვალი გაგიშტერდეს ფინჯნის გამოსახულებაზე,
ხალიჩის უფერულ ყვავილზე,
კედელზე წარმოსახულ ხაზებზე..
შეიძლება ძალაგამოცლილი ხელებით
ფარდა გადასწიო და დაინახო:
ქუჩაში კოკისპირულად წვიმს,
პატარა ბავშვი ფერადი ფრანებით ხელში
შენობის თაღს აფარებს თავს,
ძველი, მოშლილი საზიდარი
ხმაურიანი სიჩქარით ტოვებს დაცარიელებულ მოედანს..

შეიძლება ფარდის უკან ერთ ადგილზე წუთით გაქვავდე
ისე, რომ ვერაფერს ხედავდე,
ისე,რომ არაფერი გესმოდეს..

შეიძლება იყვირო
არაბუნებრივი ,მეტად უცნაური ხმით:
“მიყვარს”,
შეიძლება ერთი მამაკაცის ძლიერ მკლავებში
მშვენიერი,სრულყოფილი ქალი აღმოჩნდეს,
ტყავის სუფრის მსგავსი მოქნილი ტანით,
მკვრივი მკერდით.
შეიძლება საწოლში
ერთმა ლოთმა, გიჟმა ან მაწანწალამ
ერთი სიყვარულის უმანკოება შელახოს..

შეიძლება განზრახ აბუჩად აიგდო
ყოველი გასაოცარი ქარაგმა.
შეიძლება მარტო შეუდგე კროსვორდის ამოხსნას
და უბრალო, სულ რაღაც ხუთ-ექვს ბგერიანი
პასუხის მიგნებითაც გული გაიხალისო.

შეიძლება ერტმა სიცოცხლემ მორჩილად
მუხლი მოიდრიკოს ცივი სამარის ფერხთით,
შეიძლება ერთ უცნობ საფლავში ღმერთი აღმოაჩინო,
შეიძლება ერთი უმნიშვნელო მონეტით რწმენა იპოვო
და მეჩეთის სენაკში გაიხრწნა ლოცვისას
მოხუცი მწირის მსგავსად.

შეიძლება როგორც
ნულს, ცალკე შეკრებისას თუ გამრავლებისას
ერთნაირი შედეგი გქონდეს.
შეიძლება შენი თვალები მრისხანე ქუთუთოებს მიღმა
გაცვეთილი წაღის უსახურ ღილს მიემსგავსოს.
შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე
და სილამაზის წუთით გაელვება
მოულოდნელად გადაღებული შავ-თეთრი სურათივით
სადღაც ყუთში გადამალო.

შეიძლება ერთი დღის ცარიელ ჩარჩოში
მსჯავრდებულის, ჯვარცმულის ან დამარცხებულის სურათი ჩამოჰკიდო,
შეიძლება ნიღბებით დაფარო კედლის ბზარები
და თვითონვე დაიკარგო მათში უაზროდ.

შეიძლება შენც დასაქოქ თოჯინებს ჰგავდე
და შუშის თვალებით საკუთარ სამყაროს ხედავდე,
შეიძლება ჩალით გატენილი ტანით
წლების განმავლობაში მაუდის ყუთში გეძინოს
ბადესა და ბრჭყვიალებს შორის
და ხელის უმნიშვნელო შეხებისას
უმიზეზოდ შეჰყვირო:
“ოჰ,მე უზომოდ ბედნიერი ვარ”.…

juzi
მზე ამოდის
ფორუყ ფაროხზადი
თარგმანი სპარსულიდან - ნინო თუშიშვილი


შეხედე, ჩემს თვალებში ჩამდგარი სევდა
როგორ იღვრება წვეთებად,
ჩემი დაუმორჩილებელი შავი ჩრდილი
მზის მკლავებში როგორ ტყვევდება!
შეხედე!
მთელი ჩემი არსება ინგრევა...
ჩემი ნაპერწკალი ნატვრას ისრულებს,
ავყავარ მწვერვალზე,
მახეში მიტყუებს.
შეხედე!
შეხედე!
ჩემი ცა მთლიანად
ციმციმა ვარსკვლავებით როგორ ირთვება!

შენ შორიდან მოხვედი, ძალიან შორიდან,
სურნელებათა და სხივთა ქვეყნიდან..
ჩემო იმედო, ახლა კი ჩამსვი
ბროლის და ღრუბლების ნავში
და წამიყვანე
ლექსთა და ვნებათა ქალაქში!

ვარსკვლავებით მოჭედილ გზას მივიკვლევთ,
მნათობთა მაღლა მივიწევთ..

შეხედე!
ვარსკვლავით დავიწვი,
ვარსკვლავებით პირთამდე ავივსე
და გავთბი, სითბო შევიგრძნე..
გულუბრყვილო ცეცხლისფერი მთვარეების მსგავსად
ღამის ტბორთა ვარსკვლავთმჭერად გარდავიქეცი.
რა შორი იყო ჩვენი დედამიწიდან
ცის კაბადონთა სილაჟვარდამდე!
ახლა კვლავ ჩამესმის შენი ხმა-
ანგელოზთა ქათქათა თეთრი ფრთების ხმა.……
შეხედე, სადამდე მივაღწიე-
გალაქტიკამდე, უსასრულობამდე, უკვდავებამდე!

ახლა, როცა მივაღწიეთ მწვერვალებს,
ტალღების ღვინით განმბანე,
შენი კოცნის აბრეშუმში გამხვიე
და დაუსრულებელ, ხანგრძლივ ღამეებში მისურვე!
მეტად აღარ გამიშვა ხელი!
მეტად აღარ მომწყვიტო ამ ვარსკვლავებს!

შეხედე,ჩვენს გზაზე ღამის ცვილი
წვეთებად როგორ იღვრება!
ჩემი თვალების ღვინით სავსე შავი სურა
შენს თბილ უბეში,
ჩემი ლექსების აკვანში,
როგორ…იძინებს!
შეხედე, შენ მშვიდად სუნთქავ
და მზეც ამოდის!

BARTKI
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

*****


აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...


ნ.გომელაური
katerina_kk
მუნჯი ტკივილი

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

გელა დაიაური sad.gif

ნიჭიერი იყოო დავწერე თავიდან, მერე შესწორება მინდოდა, ის ხომ გადარჩა. მაგრამ არ შევასწორე. მისი დიდი ნაწილი ხომ მის ოჯახთან ერთად მოკვდა ;(
Tusia26
sad.gif
juzi
(...დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია)
გურამ გეგეჭკორი

დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
და დიდ იმედებს ვიღაც მპირდება,
ამ გულმკერდს ლაღად მზეს შევაგებებ
ის კი შავ ღამით მიმასპინძლდება.
ვერ გავექეცი ამ შავ ღამეებს,
შავი ლანდები ჩემს წინ დადიან,
თუმცა ეს ქარი ამ დარდს ანელებს
მაგრამ ეს ქარი თვითონ დარდია.
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილი.
deutscha
მზეს მოგიწყვეტდი ,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი....
მოგეფერებოდი შეციებულს
გულში ჩაგიკრავდი...
სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ
ხელით გატარებდი...
ერთად შეგკრავდი და ატირებულს
ისევ დაგაბნევდი...
სევდას გაგიქრობდი უპეებთან
ჩუმად მიჩქმალულებს...
შენი მონა ვარ და გამიბედე
შენთვის მიმსახურე...
შენივ სევდისაგან შენივ ლამაზ
სულით დაგიცავდი...
მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი!!!
juzi
თეთრი ნიღბები
ბაჩანა ჩაბრაძე




აქ ვერ იტირებ, აქ ფარდებია
და შეიძლება მხოლოდ როლები,
პრემიერაზე ჩაგბარდებიან
თეთრი ნიღბები და პაროლები.
გამოგონილი სევდის მორგებით
არ იღლებიან, მე კი ვიღლები.
არ შეიძლება აქ აბორგება,
აქ თარეშობენ თეთრი ნიღბები.
აქ ტყუპებივით ერთმანეთს გვანან
და იმეორებს ყველა გუშინდელს
და საკვირველი არ არის, განა,
ამ წარმოდგენებს არ შევუშინდე?!
მაგრამ ვერ ვტირი. აქ ვერ იტირებ,
აქ ვერ იქნები ცრემლით მაღალი.
ყველა ბგერიდან აფრქვევს სიკვდილებს
აქ მსახიობთა აყალმაყალი.
აქ, თითქოს, ყველა არის ფრთამალი,
მაგრამ სუყველა ლპება მალულად.
აქ მხოლოდ პოზა არის მთავარი
და გახელებულ აზრთა მარულა.
აქ სიამოვნებთ ყოფნა ამგვარი
და ერთმანეთის არ სურთ დანახვა.
მე ამ სცენებმა გადამაგვარა
და თვითმკვლელობის ჟინით დამნაღმა.
აქ, თეატრისთვის, თეთრულ სვეტებზე
არ ავიწყდებათ ყალბი ოდები.
მე მათ ვემსხვერპლე, როგორც მეთევზეს -
თევზი ანკესის წვერზე მოდებით...
მე ძველი ქარი მიბნევდა თმაში
მზეს - დიოგენეს ეულ ჩირაღდანს.
ვერ აიტანა სულმა თამაში
და აკლდამაში გაუჩინარდა.
juzi
(გოგონა კითხულობდა...)

მურმან ლებანიძე

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...

g.o.g.a.
მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ცამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს ტავში,
თითქოს პაპაცემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის - ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი საზოგადოდ ქალის,
სუნი საზოგადოდ მდედრის.

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს, შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ეგ სურნელი მესმის,
სანამ ეგ სურნელი ვიგძნო.

ლებანიძე

ლექსის დაზეპირება მიჭირს, არც ეს გამადვილებია თუმცა მაინც დავიზეპირე, ზეპირად ვიცი, სხაპასხუპით d.gif
juzi
ციტატა(g.o.g.a. @ 12.08.2010, 10:04) *
მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ცამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს ტავში,
თითქოს პაპაცემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის - ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი საზოგადოდ ქალის,
სუნი საზოგადოდ მდედრის.

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს, შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ეგ სურნელი მესმის,
სანამ ეგ სურნელი ვიგძნო.

ლებანიძე

ლექსის დაზეპირება მიჭირს, არც ეს გამადვილებია თუმცა მაინც დავიზეპირე, ზეპირად ვიცი, სხაპასხუპით d.gif

blink.gif ამ ტოპიკშიც თუ შეგხვდებოდი არ მეგონაააააააა d.gif თვალები "დავაღე" lool.gif lool.gif
juzi
ციტატა(prima @ 13.08.2010, 13:10) *

ძალიან ნიჭიერია smile.gif
prima
პოეზიის ბუმია სამარგალოში როგორ სჩანს... smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=iiidcBDJ9Yw...feature=related
prima
არა რა, ნამატენი ნიჭიერი ხალხია ეს მეგრელები! biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=wCboDADJ_B4...feature=related
prima
ისევ ელიავა smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=11LlCb0oJf0...feature=related
juzi
(დიაცი ჯინსით...)

მურმან ლებანიძე

(იუმორესკა)

დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
_ გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! _
ის იღიმება:
_ ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!

prima
პოემა 2

ყველაზე რთული დაცვაა ზომის
და ვერ გვიშველის თავის მართლება
გამარჯვებაა მიზანი ომის
გაბედულება და გამართლება
აგვისტოს ღამით დაიწყეს სროლა
რაზედაც ლექსად ეხლა მეთქმება
იყო ცხინვალზე გრადების სროლა
და ათასნაირ ჭურვთა ფეთქება
თითქმის დილამდე გაგრძელდა ბრძოლა
და ყუმბარების თავში ხეთქება
ხალხშიც პანიკა შიში და ძრწოლა
რაც გმირობაში ზოგ ზოგს ეთვლება
ვერ გამიგია მართლა რა ხდება
და აზროვნებაც არ მიდუნდება
ნუთუ ოცნება ჩვენი ახდება
და სამაჩაბლოც დაგვიბრუნდება
სიმახინჯეში ყოფნა მომწყინდა
სიტყვა ვერ ხარობს სულში ნამალი
და სილამაზე ისე მომწყურდა
როგორც ავადმყოფ სხეულს წამალი
აზრი ამართლებს როცა საღია
თუმცა სჭირდება სანამ ომი ღორს
ეს პოეზია იარაღია
რომ აგრესიის ბოლო მოიღოს
სხვა არც სჭირდება პოეტს მისია
თუკი ოცნებას სულში აახდენს
მისი ლექსები უვარგისია
ზემოქმედებას სანამ არ ახდენს
ჩემთვის ბუნებას რაც მოუცია
და მართალია არ მაქვს ხმა ბოხი
ეს ლექსებია რევოლუცია
და უშიშარი სიტყვის ამბოხი
სიტყვა ყველაფერს სახელებს არქმევს
მან შეიძლება დროც კი გაჭიმოს
და სწორედ მაშინ აკეთებს საქმეს
ყველა საქმეზე უფრო საჭიროს
სიტყვას აქვს ძალა გარშემო სივრცეს
განზომილება სხვა და სხვა მისცეს
იცის სიცხეში როგორ აგრილდეს
მას შეუძლია გადაადგილდეს
სიტყვა სულია ანუ სახელი
საგნის არსების გამომსახველი
საიდუმლოთა მათთა გამთქვამი
სიტყვა მხატვრული ენით ნათქვამი
სიტყვა ნივთი და სიტყვა სხეული
სულის ჯურღმულში შუქით ჩამწვდომი
ემოციებში ამოხვეული
შიგნით სიკეთის თესლის წამწყდომი
სიტყვა ურცხვი და სიტყვა მარადი
პოეტის ფარი და მუზარადი

სიტუაცია არეულია
ჯარისკაცებიც ბევრი დახოცეს
პოეტიც თითქოს მთვარეულია
ლექსად სიმართლეს ცდილობს გადმოსცეს
რომელიც ვეღარ გაურკვევია
რადგან ყველაფერს წყვიტავს წამი დღეს
და გზა რომ ვეღარ გაუკვლევია
თვითონ არ იცის საით წავიდეს
ბედიც სასტიკად ყველას ექცევა
რადგან წრესავით ოვალურია
და ახლობლისგან ზურგის შექცევა
გასაჭირის დროს ნორმალურია
წლები სჭირდება მიღწევას სიბრძნის
მას ვერ შეიძენ დახლებზე ბაზრის
და ჩემი სულიც მუდმივათ იბრძვის
გამოსატანათ განცდიდან აზრის
ცქერით ცხოვრების გული მომკვლია
დრOოთა ამდენი ტრიალ ბრუნებით
კაცის ცხოვრება მეტად მოკლეა
ხელოვნებაა გრძელი ბუნებით
ლექსიც არ ვიცი თუ რას ეძღვნება
თუმც საქართველო პოეტთ მხარეა
რა საშინელი გახლავთ შეგრძნება
როცა ცხოვრობ და არ გიხარია
ვიღას ჭირდება სულისკვეთბა
ანდა ფიქრები სულზე მარადზე
დღეს მთავარია ფულის კეთება
და ანგარიში ვიზა ბარათზე
ცრემლის თვისება მელანს ქონია
სიტყვაც გამქრალი ოქროს საწმისი
პოეტისათვის მელანქოლია
შემოქმედების არის საწყისი
სულიც ტყუილით მოქონილია
რომ მოგვაჩვენოს ყოფა სხვა ფერი
ადამიანის მოგონილია
ამ ქვეყანაზე სულ ყველაფერი
გადაიკეტა ჩვენი გრანტები
ყველას მოგვიწევს ალბათ ომი წელს
ყველა გავხდებით ემიგრანტები
უცხო ქვეყნებში წასვლა მოგვიწევს
ყველას მოგველის მძიმე გამოცდა
რადგან სიკვდილი ვატყობ მყისია
თუმც უამრავი ხალხი ამოწყდა
მაგრა ეს თურმე დასაწყისია
წარმოდგენა კი ეხლა იწყება
ბოლო კოშმარიც ვატყობ მზადდება
ქვეყანა სისხლით გადაირწყვება
და ყველაფერი ცხადი გახდება
პოემას რო ვწერ განა ვალია
თუმცა სასმენად დრო დახშულია
პოეზია ხომ განავალია
რაც ჩვენ სულებში მოხარშულია
ყველა ვინც მოჩანს განა გმირია
კარგზეც არ გვიკვირს ცუდი აღმოჩნდეს
და ჩემი აზრით გასაკვირია
ამ საბანძეთში გმირი აღმოჩნდეს
ბედთან არა ღირს თან გაურჩება
რადგან არავის ირგლივ არ ინდობს
სიკვდილს ვერავინ გადაურჩება
ოღონდ მოუწევს ყველას თავის დროს
ადამიანიც თითქოს მწერია
როცა სიკვდილი უყრის თვალს თვალში
არვის აცდება რაც უწერია
უფლის სახელით იღბლის დავთარში
გადის ცხოვრება მუქთა გარჯაში
და ქვეყანაზე მოსულთ დროებით
ზოგს სული ხდება ფულის ხარჯვაში
ზოგიც თავს იკლავს მისი გროვებით
ყველაფერს ალბათ ვიხილავთ თავად
ხედვის დროს კარგად იაზროვნება
მთავარი არის არ გავხდეთ ავად
რომ არ ჩაგვშხამდეს სიამოვნება
ხდება ყველაფრის გადაფასება
უცქერ და ტვინი გაგეთიშება
წარჩინებულთა არ დაფასება
არარაობის გაფეტიშება
უსამართლობის ამომზევება
კმაყოფილებით გადასირება
უნაყოფობის ამოღზევება
და სიყვარულის გათახსირება
თან თუ ყველაფერს ხაზი გავუსვით
სანამ ლაფია თითქმის უძირო
შენ ამ ყველაფერს სუფთა ნამუსით
მეტად ძნელია მშვიდად უცქირო
ხვდები ხალხია რანაირები
და თუ არ წერე გადაირევი
მეც რა თქმა უნდა უქმად არ ვცდები
თან აზროვნებაც ფაქტებს ეყრდნობა
ხოდა ფიქრი და მთელი განცდები
ენით ლექსებად გადაედნობა
და თუ ამითი ერთ ხანს დავკავდი
რითმის მიგნება აზრს დასჩემდება
მოდის ფიქრების მწყობრი ნაკადი
და აღარასდროს აღარ ჩერდება
მეც თვალს ვადევნებ გულდაწყვეტილი
რადგან ვგრძნობ დავსვა უნდა წერტილი
თუმც ლექსის არსი პოეზიაა
რასაც არქმევენ შემოქმედებას
ლექსების წერა პროფესიაა
და ყოველდღიურს ითხოვს ქმედებას
მადლობელი ვარ ღმერთის წყალობით
დილა იწყება ფრინველთ გალობით
და მზეს ამოსვლა რომ უხარია
ჩემი ეზოსკენ მოუხარია

ქვეყანაშია ომის სურნელი
ვფიქრობ ამაღამ სახლში არ დავრჩე
ალბათ ჯობია იყო სულელი
რომ აფეთქებას ჭურვის გადარჩე
თუ რა თქმა უნდა ჭურვი აგვცდება
სიკვდილი მაინც რამდენს მისწვდება
ჩანს საქართველო დაქუცმაცდება
ადრე რაც იყო დაგვავიწყდება
ვხედავ ეკრანზე ნანგრევს შენობის
პატიოსნებაც როგორც ნარკოზი
როკის გვირაბში ტანკი შემოდის
ეთათბირება პუტინს სარკოზი
აეროპორტიც მგონი დაგვიწვეს
მოკვდა რამდენი ადამიანი
შავი ზღვიდანაც სროლა დაგვიწყეს
შტურმია ფართომაშტაბიანი
ჰოსპიტალებში რომ ვერ ეტევა
გორში იმდენი დჭრილებია
თანაც კოდორზე მიდის შეტევა
ყველას თავისი გსჭირვებია
იღებს იარაღს ვინც მსურველია
ბრძოლაც სასტიკი გაიმართება
თუმც ყველა ხვდება სისულელეა
ეს ყველაფერი რაც გვემართება
სახიფათოა უკვე მგზავრობა
ვზივზრთ სახლებში Dდა სულ ეგ არი
თანაც რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა
არის სრულიად გაუგებარი
აბა უხსენი ეხლა ამ ბრიყვებს
რომ დღეს რუსებმა თითქმის დაგვიპყრეს
გამოიყენეს როკის კარები
შემოიყვანეს თავის ჯარები
და დაიკავეს რადგან ცხინვალი
ისევ წამოვლენ ალბათ წინ მალე
გაწმენდილია ტერიტორია
შტურმის მიზანი ახალგორია
რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა
შეცდომებზედაც რომ ვერ ვიზრდებით
ნუთუ არასდროს არ გვეშველება
და ვერასოდეს გამოვფხიზლდებით
თუმცა ძნელია რუსსზე მინდობა
Eღია კომფლიკტში ვატყობ გვათრევენ
გვინდა ქართველებს ყველას მშვიდობა
მაგრამ სამშობლოს რატომ გვართმევენ
ჩვენი საზღვრები ფეხქვეშ გათელეს
გადაგვივლიან სხვა წინ რა უდგათ
რადგანაც ვატყობ უკვე ქართველებს
მართლაც განკითხვის ჟამი დაუდგათ
ყველა კითხულობს რა გვეშველება’
თუკი შემთხვევით სადმე მიხვედი
ჩვენ წინ კი ხდება საშინელება
და არავინ ჩანს კაცი მიმხედი
ისტერია კი ისე მატულობს
ეჭვიც არ რჩება უკვე მცირედი
რომ თუმც მშვიდობას ყველა ნატრულობს
მისი მიღწევის ქრება იმედი
მეც სიმართლის თქმას არვინ მავალებს
მაგრამ ასაკი სამოცთანაა
და მოძიება გამოსავალის
ჩემთვის მთავარი ამოცანაა
მშვიდობის გამო ომის მზადება
გამოიგონეს არამზადებმა
როგორ დამყარდეს აბა მშვიდობა
ხალხი თუ ომს არ დაემშვიდობა
შრომას სჭირდება სულისკვეთება
ომიაა მუქთი ფულის კეთება
პირველ ადგილზე დგება ნაცია
მსხვერპლიც უცნობი ჯარისკაცია
როგორც ეტყობა დღეს კრიზისია
უარესი კი ალბათ წინ არი
თუმცა ვერ ვხვდები ბრალი ვისია
ან დამნაშავეც მართლაც ვინ არი
ხელისუფლება უვარგისია
ოპოზიცია გასაცინარი
თან თვალს გვიხვევენ უქონლად რიდის
ხოდა ცხოვრებაც ჩიხისკენ მიდის
ჩანს საქართველო სასაკლაოა
ბევრი ტანკია ბევრი ქვემეხი
შესაკრებელიც სასაფლაოა
დასაფლავება მერე ქელეხი
ზუსტად ვერ ვამბობ სახელს დროების
თუმც ეს ძილშიაც აღარ მასვენებს
გავს დიქტქტატურას სამხედროების
თან ბოლშევიკურ მარაზმს მახსენებს
დრო ბოროტებამ დააორსულა
ირგვლევ მშვიდობას ყველა ნატრულობს
ჩანს ყველაფერი უკვე მოსულა
ნახავ ვინ რაღას აღარ კადრულობს
თან ვინ რა იცის ვის რა მოუვა
შიშმა მსჯელობის ძალა წაგვართვა
ყველას გონია რომ გამოუვა
ქვეყნის საქმეთა სწორედ წარმართვა
ხალხიც არავის აღარ ენდობა
ნუთუ ვერ იქცა ერად ნაცია
სახეზე გახლავთ უიმედობა
და გონებრივი დეგრადაცია
გამოსავალი გახლავთ მარტივი
როგორც ძაღლები ნუ ვყეფთ ავები
დროა ერთმანეთს რომ ვცეთ პატივი
და შევიყვაროთ ჩვენი თავები

თორემ ასეთით ზიზღით ერთურთის
ერთ გუნდს ვერ შევქმნით თუნდაც ფეღბურთის.

(კოტე ყუბანეიშვილი)
prima
არ გამაზოთ!!! biggrin.gif

http://www.myvideo.ge/?video_id=1028583
Serpico
ციტატა(prima @ 13.08.2010, 13:33) *

მაგარია
Serpico
ციტატა(გუთანო @ 7.07.2010, 19:09) *
სენი

შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა
გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია,
ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ,
ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.

ნინო ტეფნაძე

Yოჩაღ ავტორს
და მადლობ გუთანო
Serpico
ციტატა(juzi @ 25.07.2010, 16:35) *
თეთრი ნიღბები
ბაჩანა ჩაბრაძე




აქ ვერ იტირებ, აქ ფარდებია
და შეიძლება მხოლოდ როლები,
პრემიერაზე ჩაგბარდებიან
თეთრი ნიღბები და პაროლები.
გამოგონილი სევდის მორგებით
არ იღლებიან, მე კი ვიღლები.
არ შეიძლება აქ აბორგება,
აქ თარეშობენ თეთრი ნიღბები.
აქ ტყუპებივით ერთმანეთს გვანან
და იმეორებს ყველა გუშინდელს
და საკვირველი არ არის, განა,
ამ წარმოდგენებს არ შევუშინდე?!
მაგრამ ვერ ვტირი. აქ ვერ იტირებ,
აქ ვერ იქნები ცრემლით მაღალი.
ყველა ბგერიდან აფრქვევს სიკვდილებს
აქ მსახიობთა აყალმაყალი.
აქ, თითქოს, ყველა არის ფრთამალი,
მაგრამ სუყველა ლპება მალულად.
აქ მხოლოდ პოზა არის მთავარი
და გახელებულ აზრთა მარულა.
აქ სიამოვნებთ ყოფნა ამგვარი
და ერთმანეთის არ სურთ დანახვა.
მე ამ სცენებმა გადამაგვარა
და თვითმკვლელობის ჟინით დამნაღმა.

აქ, თეატრისთვის, თეთრულ სვეტებზე
არ ავიწყდებათ ყალბი ოდები.
მე მათ ვემსხვერპლე, როგორც მეთევზეს -
თევზი ანკესის წვერზე მოდებით...
მე ძველი ქარი მიბნევდა თმაში
მზეს - დიოგენეს ეულ ჩირაღდანს.
ვერ აიტანა სულმა თამაში
და აკლდამაში გაუჩინარდა.

მატეო ფალკონეს ტყვიასავით ზუსტია
Serpico
მადლობა მეგობრებო
juzi
'პოეზია უსაზღვროა ისევ და გულია პოეზია მხოლოდ.." smile.gif
juzi
ჟაკვაშე

ელიზა (სერჟ გენსბურგ)
თარგმანი
2010.07.01
------------------------------------------------

ელიზა,
შემახტი ზურგზე,
ელიზა,
დამიფრთხე მუზა.
შეაცურე თითები
ნატიფი, ფაქიზი,
ჩემი თმების
უღრან ტყეში, ლიზა.

ელიზა,
შემახტი ზურგზე,
ელიზა,
დამიფრთხე მუზა.
დამიწანი მძივ-მძივად,
გამიყავი თმები.
ბავშვები ვართ,
ერთიჭკუისები.

ელიზა,
სხვებზე ნუ დარდობ.
ამქვეყნად,
ჩვენა ვართ მარტო!
და შენ თუ ოცის ხარ და
მე კი – ორმოცისა,
აი, დარდი!
ეჰ... კარგი რა, ლიზა...

ელიზა,
შემახტი ზურგზე,
ელიზა,
დამიფრთხე მუზა.
შეაცურე თითები
ნატიფი, ფაქიზი,
ჩემი თმების
უღრან ტყეში, ლიზა.



ასე ზუსტად და ლამაზად ნათარგმნი smile.gif მთელი ემოცია მოყვება
juzi
რამ შემქმნა ადამიანად

ვაჟა–ფშაველა



რამ შემქმნა ადამიანად?

რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ ვყოფილიყავი მუდამა

ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,

მიწაზე გადმოსაგდებად

ცვარად ან თოვლად ცივადა?

არ გამწირავდა პატრონი

ასე ოხრად და ტივლადა!


ცაშივე ამიტაცებდა,

თან მატარებდა შვილადა.

ასე არ დამჭირდებოდა

სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.

მზის მოტრფიალე ვივლიდი

სიკვდილის გამაწბილადა;

მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი

მე მექნებოდა წილადა.


გავიხარებდი, მთა-ბარსა

ოდეს ვნახავდი მწვანედა,

მორწყულსა ჩემის ოფლითა,

ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულ-მკერდსა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი

მომაკვდავ არე-მარესა.


თოვლად ქცეულსა გულშია

ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

რომ ისევ ჩემი სიკვდილი

სიცოცხლედ გადიქცეოდა

და განახლებულ ბუნებას

ყელ-ყურზე მოეხვეოდა.
prima
http://www.youtube.com/watch?v=0955wqkEMRM

ვახ როგორ არ მიყვარს ამბიციური და თვითკმაყოფილებით
შეპყრობილი ბალღოჯიანელი ტიპები..! rolleyes.gif
prima
კოტე - ჯუნგლების კანონი

http://www.youtube.com/watch?v=2CnDtBTiLl4
prima
ესეც მაგარი ლექსია!

http://www.youtube.com/watch?v=RjJyBAqXpBY...feature=related
prima
სავენი ნიშნები

ცხოვრება ჩევენი ,
თავის მორევში გვითრევს
იმედს შანსისგან -
+ სიცოცხლეს გვწირავს
= მთლიანს და -----
გზების ! ნიშანს
საკითხს არ გადაწყვეტილს
უამრავ ????? ნიშანს
პასუხს და მრავალ .....
შორეულობის ხილვას
სიკვდილი უსვამს .
ამ ჩვენს ყოფას და გმინვას


დაწერეთ სიტყვიერათ აბა ეს ლექსი smile.gif
juzi
ოჰ პრიმა smile.gif წამოვეგები ანკესს smile.gif მიმზიდველია მაინც tongue.gif
ვიცი რო მესამე_მეოთხე ხაზი მეშლება smile.gif))

სავენი ნიშნები

ცხოვრება ჩევენი მძიმე
თავის მორევში გვითრევს
იმედს შანსისგან წყვიტავს
პლიუს სიცოცხლეს გვწირავს
უდრის მთლიანს და წყვეტილს
გზების ძახილის ნიშანს
საკითხს არ გადაწყვეტილს
უამრავ კითხვის ნიშანს
პასუხს და მრავალ წერტილს
შორეულობის ხილვას
სიკვდილი უსვამს წერტილს
ამ ჩვენს ყოფას და გმინვას


აბა, რამდენი შეცდომაა? smile.gif
prima
ციტატა(juzi @ 27.08.2010, 18:13) *
ოჰ პრიმა smile.gif წამოვეგები ანკესს smile.gif მიმზიდველია მაინც tongue.gif
ვიცი რო მესამე_მეოთხე ხაზი მეშლება smile.gif))

სავენი ნიშნები

ცხოვრება ჩევენი მძიმე
თავის მორევში გვითრევს
იმედს შანსისგან წყვიტავს
პლიუს სიცოცხლეს გვწირავს
უდრის მთლიანს და წყვეტილს
გზების ძახილის ნიშანს
საკითხს არ გადაწყვეტილს
უამრავ კითხვის ნიშანს
პასუხს და მრავალ წერტილს
შორეულობის ხილვას
სიკვდილი უსვამს წერტილს
ამ ჩვენს ყოფას და გმინვას


აბა, რამდენი შეცდომაა? smile.gif



მალადეც! smile.gif
juzi
(ქალია დილა...)
მუხრან მაჭავარიანი

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.
juzi
ციტატა(prima @ 29.08.2010, 18:24) *
მალადეც! smile.gif

სულ ბოლომდე სწორია? smile.gif)
tam-a
ციტატა(juzi @ 30.08.2010, 1:45) *
(ქალია დილა...)
მუხრან მაჭავარიანი

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


ეს ლექსი ძალიან მიყვარს smile.gif
juzi
ციტატა(tam-a @ 30.08.2010, 13:29) *
ეს ლექსი ძალიან მიყვარს smile.gif

აიტ, გამაგიჟებ smile.gif
რო დავპოსტე ეგ გავიფიქრე, თამას უნდა უყვარდესთქოო smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.