დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გურულების ტოპიკი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > F l a m e
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27
tam-a
ციტატა(mantineli @ 8.07.2009, 13:51) *
ახლა კიდომ ეე იმაზე მინდა გავამახვილო მზერა იი რეიზა უწერიათო ,,ოზურგეი,, და ლანჩხუი,,---იმიზა ნენა რომე შენ თვარ იცი გეიკითხე პაწა, მაი გურულენოვან-ანგლიკანური ტიპის სიტყვებია, ააა მიყურე ახლა რომ გეიგო---,,ოზურ,,--აი ნიშნავს ზრუგს,,, გეი ,,---რაია ეგერ კვერღელიძის ბაღანამაც ქე იცის, ხოდა ასთეა მაი ,,უკნიდანგეი,,. ახლა მიორე,,ლანჩხუი,,

,,ლანჩ,,---ქე გეცოდინება რაია ,,ხუი,, მაიც ქე იცი, ხოდაააა ასთე გამოდის რომე,,ნამეტანი ცუდი სადილიო,,----აა ხომ გეიგე? ასთეა ნენა გადახედეთ ზოგჯერ გურულთმეცნიერების საკითხებს და გეიგებთ ყორიფელს.

რაიოოოო? blink.gif

მომკალი ვინცხამ!
ჯიხვი

კარგი ვერსიაა serpiko.gif
mantineli
ციტატა(ჯიხვი @ 8.07.2009, 17:32) *
კარგი ვერსიაა serpiko.gif

ვერსია არაა მაი ფაქტია დაააა ცოდნა-განათლება უნდა მაგას, გეიარე შენ უნარჩვევები ვაცო? ხოდაა რომ არ გეიარე იმიზა არ იცი
ჯიხვი
ციტატა(mantineli @ 8.07.2009, 21:30) *
ვერსია არაა მაი ფაქტია დაააა ცოდნა-განათლება უნდა მაგას, გეიარე შენ უნარჩვევები ვაცო? ხოდაა რომ არ გეიარე იმიზა არ იცი

შენ ცა ნეზვი ხარ, მე რომ ვაცს მიძახი?
tasmanian wolf
ციტატა(ჯიხვი @ 10.07.2009, 16:40) *
შენ ცა ნეზვი ხარ, მე რომ ვაცს მიძახი?

lool.gif

ყოჩაღ ჯიხვო.
მოსწრებული სიტყვა-პასუხი გაქვს.

ჯიხვი
ციტატა(pink floyd @ 10.07.2009, 16:42) *
lool.gif

ყოჩაღ ჯიხვო.
მოსწრებული სიტყვა-პასუხი გაქვს.

აბა რაფერ, ვინცხა ბლაყვი კი არ ვარ, მაგენის მოსაჯაყავი.
tam-a
ვაიმეეე, ვხარხარებ d.gif
mantineli
ციტატა(ჯიხვი @ 10.07.2009, 17:40) *
შენ ცა ნეზვი ხარ, მე რომ ვაცს მიძახი?

აბა ახლა ფურ ირემი ვარ თქვა რომ გითხრა გადმეეშვები ქარაფიდან თუ???
ბლეყვი რავა ხარ კაძახო, ბლეყვს როის აქ რქები ბიჯო?...კაი ახლა ნუ გაკუჭდები
korsikeli
გურულებისაა

1. გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო
2. გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო
3. ქელეხში ისეთი ხაშლამა შემოიტანეს რო ხალხი ერთი საათი ტაშს უკრავდაო
4. მკვდარს ისე სწრაფად მიასვენებდნენ საცოდავს რუჩკებზე ეკიდა ხელებიო
d.gif
gmg2005
ციტატა(korsikeli @ 25.08.2009, 16:13) *
გურულებისაა

1. გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო
2. გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო
3. ქელეხში ისეთი ხაშლამა შემოიტანეს რო ხალხი ერთი საათი ტაშს უკრავდაო
4. მკვდარს ისე სწრაფად მიასვენებდნენ საცოდავს რუჩკებზე ეკიდა ხელებიო
d.gif

ყველაფერი კაი, მარა გურულებს ხაშლამა არა აქვთ გასვენებაში.... lool.gif
korsikeli
ციტატა(gmg2005 @ 25.08.2009, 22:54) *
ყველაფერი კაი, მარა გურულებს ხაშლამა არა აქვთ გასვენებაში.... lool.gif

biggrin.gif ნუ ეგ ჩემი ნათქვამი რომ იყოს, ჩემი ფეხით წავიდოდი ჰაუპვახტში.

ახლახან იყო ტელეში-სოფელი ჯაპანა გაიგო იაპონიის ელჩმა და დაინტერესდა. სად იქნებოდა? იასტნია გურიაში d.gif
ჰოდა ამ ელჩმა გაუხსნა რაღაც საწარმო და ეს მხოლოდ დასაწყისიაო. biggrin.gif მოკლედ პატრონი გამოუცდა ჯაპანას.
tam-a
ციტატა(korsikeli @ 25.08.2009, 20:13) *
გურულებისაა

1. გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო
2. გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო
3. ქელეხში ისეთი ხაშლამა შემოიტანეს რო ხალხი ერთი საათი ტაშს უკრავდაო
4. მკვდარს ისე სწრაფად მიასვენებდნენ საცოდავს რუჩკებზე ეკიდა ხელებიო
d.gif

გურიაში ხაშლამა არ იციან ქელეხში, ეგ კი არა, სუფრა სამარხვოა huh.gif
tam-a
ციტატა(gmg2005 @ 25.08.2009, 22:54) *
ყველაფერი კაი, მარა გურულებს ხაშლამა არა აქვთ გასვენებაში.... lool.gif

lool.gif შენც ეგ თქვი?
korsikeli
ისე რა მაგრები ხართ, ეგებ არაა გურიაზე ნათქვამი და უბრალოდ გურულის ნათქვამია.
რავა ყველაფერს თქვენ თავზე იღებთ? biggrin.gif
tam-a
ციტატა(korsikeli @ 26.08.2009, 9:56) *
ისე რა მაგრები ხართ, ეგებ არაა გურიაზე ნათქვამი და უბრალოდ გურულის ნათქვამია.
რავა ყველაფერს თქვენ თავზე იღებთ? biggrin.gif

რა ვიცი, გურიაშიო და d.gif
tam-a
უყურე ერთი ამათ d.gif
გურიის რესპუბლიკაო, ვიკიპედიაში წერია

წინასიტორია
ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა.[1].

უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები.

მოლაპარაკებები
მთავარი სტატია : ბახვის მანიფესტი.
რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მღელვარება გავრცელდა მთელ საქართველოში. ამ დროს გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბებს სასოფლო თემები. გლეხმა ქალებმა მიიღეს რეზოლუცია მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო.[2]

1905 წლის თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, კრიმ-გირეი, რომელიც ბახვის თემის გლეხებს შეხვდა. გლეხება სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭება მოითხოვეს.

მოლაპარაკებებმა რუსეთის მმართველობასა და მეამბოხეებს შორის შედეგი არ გამოიღო, მთავრობას არ სურდა რევოლუციონერების მოთხოვნების შესრულება. მარტში მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გაგზავნა 100 000 ჯარისკაცი მეამბოხე კუთხისაკენ გენერალ ალიხანოვ ავარსკის მეთაურობით.

აჯანყება
რუსეთის ჯარი სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა, რის გამოც იძულებული გახდდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში. რსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა, ნოემბერში დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა.

1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.

წყაროები
↑ Теодор Шанин, Революция как момент истины: 1905—1907 гг. — 1917—1922 гг., М. «Весь мир», 1997.
↑ Jan-Sep. 1905: Russia in Chaos
tam-a
ააა, კიდო

გურულები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ გურიის მხარეში, (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე). საუბრობენ ქართული ენის გურულ დიალექტზე. გურულები მართლმადიდებლები არიან, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან განსხვავდებიან ყოფისა და კულტურის ზოგიერთი თავისებურებებით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 300.000 ქართველი, გურული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

ვახუშტი ბაგრატიონი გურულებს ასე ახასიათებს:

«... გურული სადგომად იშენებს ფიცრის სახლს, ანუ ოდას... ტანისამოსად გურული იცვამს ჩოხასა და თავზე იხვევს ყაბალახსა; ჩოხის მაგივრად კიდევ ხმარობენ გურიაში მოკლე კოხტა გადასაცმელს წელამდე, რომელიც ძლიერ ჰშვენის გურულებს... გურული კაცი მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა, სწრაფად მოსდის გული, მაგრამ ჩქარავე მშვიდდება. სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები ნიჭიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ...»

ანთროპოლოგიურად გურულები დასავლეთ ქართული, შავი ზღვისპირა ტიპის სახეებითა და აღნაგობით გამოირჩევიან. გურულების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვს (ქერადან წაბლისფრამდე). საშუალოზე მაღალი სიმაღლე და სწორნაკვთოვანი აღნაგობა. ცხვირი სწორი, ტუჩები შედარებით სქელი, სახე მოგრძო.
gubaz_merve
ცოტა უადგილოა მარა იუმორი თუ გადაარჩენს კაცობრიობას და ცოტა გამჭრიახობა,რაც გურულებს არ გვაკლია იმიტომაცაა რომ ნალიებს ვაშენებთ და სარჩო სანოვაგეს მეორე სართულზე ვინახავთ,ფოთელებმა რა იციან?იქნება ურჩიოთ დანარჩენ საქართველოს ნალიები აშენონ ან სარჩო სანოვაგე მეორე სართულზე შეინახონ book1.gif
ჯიხვი
ნალია კაი აზრია, მარა შით შესანახი რომ აღარ იშონება აფერი rolleyes.gif
tasmanian wolf
ნასაკირალის ბრძოლისადმი მიძღვნილი მონუმენტი დღემდე შემორჩენილია.

მეგებება ირემივით
მთასა მყვირალი,
განთიადის მგალობელი
ნასაკირალი.
mantineli
ციტატა(ჯიხვი @ 29.09.2009, 16:24) *
ნალია კაი აზრია, მარა შით შესანახი რომ აღარ იშონება აფერი rolleyes.gif

რეიზა? გაწყდა საჯიხვეთი და ტურას აყმუილებენ თუ??? კაი ჯიხვი ქე იშოვის პაწა ბალახს...პაწა კეჟერა ფხალს და ქე გეიტანს ნალიასაც ,სახლსაც, კარსაც იმ თავის ციცასაც და ბაღნებსაც.
tasmanian wolf
არც მთლად მასე გაღატაკებულია გურულები, მარტო კეჟერაზე და ეკალაზე გადადიოდნენ.
ეგნატეს მოთხრობები არ მიყვარდა, მიზდღემჩი მშივრებზე, გაყინულებზე და უსახლკაროებზე წერდა.
gmg2005
ციტატა(prima @ 1.10.2009, 20:55) *

biggrin.gif კარგი იყო!!!

ამ კლიპის დასაწყისმა, ერთი ამბავი გამახსენა:

80-იანი წლების შუა, ბათუმის (თუ არ ვცდები) გემთმშენებლობის ინსტიტუტის ოთხი, სწავლას თავგადამკვტარი გურული და ერთიც აჭარელი ყაზილარი დილაუთენია, ჩამადნებით და უძილობით თვალებდაპიჟვინებული, მომადგნენ კარზე... ერთი ნათესავი (ბათუმელი გურული!) იყო და ქე ვიცანი, მარა იმ დანარჩენი, აშვლანჭული ოთხი კაძახის დანახვამ, ქე შემაშინა პაწა!
ჩვენო, სესიები გვაქო და თფილიში გამოგვშვენ გეპეი-შიო. თუ გაგვაჩერეფ შენსას ხო კაი, თვარა ვაგზალზე წავალთ და დევეყრებით იქინე, მურადიეს ბებიე მაინც ქე გვიძახის ბეჟენცებსო.
რას ვიზამდი, კარს მომდგარ სტუმარს, ვაგზალზე გოვუშობდი?
შამოლაგდა ხუთი ყაზილარი შიგნით. ადგილი ქე იყო ღვთის წყალობით...
ახალი მიღებული ბინა, თითქმის ცარიელი იყო. ზალა განსაკუთრებით. მიაწყვ-მოაწყვენ ხაბაკი იქით-აქით და გოუტიენ გეპეი-სკენ...
ერთი-ორი დღე ბუსუნი არ ისმოდა მაგენის, ქე იყვენ გაყურსული...
ერთ დღეს შევაღე კარი და რაცხა გაჟღრიალდა ზალაში... შევიხედე და რას ვხედავ; შუა ზალაში ლუსტრის ადგილას, ქვაბის სამი სახურავი კიდია, სხვადასხვა ზომის, იმის უკან ერთი კუხნის და ერთიც 5 მანეთიანი სკამი დგას, ამ ალიაქოთის იქით რბილი სკამი კიდო. ერთი გიტარა ლოჯის კარზეა მიყუდებული, მეორე კუშეტკაზე და მესამე პოლზე წამოწოლილი...
ვდგანვარ თვალებგადმოკარკლული და იქით-აქით ვიყურები, ხო არ შემეშალა და სხვის სახლში ხომ არ მოვხვდი-თქვა.
უცებ, გვერდითა ოთახის კარი გაიღო და ხელში მიკროფონივით, ატვიორკა მომარჯვებული მურადა გამოვიდა, პირდაფჩენილს თავი დამიკრა და რიხიანად დაიწყო;
-პრიდსტავლიაემ, ვია - "მელკი პადხალიმ ველიკომუ ხაზიაკუ" - ჰიმნს!
დასახტყმელი ინსტრუმენტი - კოსლიპა, იგივე თაზო!
პირველი გიტარა - ვიტო, იგივე ბიქტორა!
მეორე გიტარა - ყლარწი, იგივე ნოდარა!
მესამე გიტარა -კვეჟო, იგივე ხაზეინი, თუ დროზე მუა სახში სამსახურიდან!
ფორტეპიანო -შალია, იგივე შალვა!
მაყურებლები - ჩვენი ხაზეიკა და თქვენი მონა-მორჩილი...
თავი დამიქნია და გვერდში მომიდგა...
-ერთი , ორი, სამი! დუმ-დუმ-დუმ - და დეიწყეს, მარა რა დეიწყეს!!!

" საღამოა მშვენიერი, დაა!
ვახშამი გვაქ გემრიელი, დაა!
ხაზეიკა რაფრა გვიტანს-
ლამაზი და ღვთისნიეერი, დაა!

მზე ჩავა, მთვარე ამოვა, დაა!
ჩვენ წავალთ და სხვაი მოვა, დაა!
დღეს თუ მადლი არ ვუთხარით,
ხვალე სტოლზე ბიშტი მოოოვა, დაა!"

ამ "ჰიმნს" ვისმენდი, კაი თვენახევარი...
biggrin.gif

პ.ს. ნეტა სად ხართ ახლა ბოვშებო! ვიტო ქე ვიცი.
ერთ-ერთი აფხაზეთის ომში დაიღუპა sad.gif
dreamer_for_death
ეს რაღააა
tam-a
ფუღუ რას ნიშნავს? unsure.gif
MISS-UNIVERSE
მიუთითეთ ხოლმე , თუ შეიძლება, რომელია ანეგდოტი ..............
tasmanian wolf
ციტატა(tam-a @ 8.10.2009, 11:09) *
ფუღუ რას ნიშნავს? unsure.gif

გურულისგან ხშირად გეიგონეფ: რავა ფუღუსავით ძრომიალობ მაქანე, რავა ფუღუსავით მიყურებ.

მოკლედ ფუღუ არარსებული არსება. პარალელი შეგვიძლია გავატაროთ ბუასთან.
gmg2005
ციტატა(tam-a @ 8.10.2009, 8:09) *
ფუღუ რას ნიშნავს? unsure.gif

lool.gif
ფუღუ, იგივე თხუნელა lool.gif
prima

lool.gif lool.gif lool.gif lool.gif lool.gif lool.gif lool.gif lool.gif
tam-a
დღეს ვიკიპედიაში ერთი დეგენერატობა აღმოვაჩინე. ცემი სოფლის უბნები სოფლებადაა შეყვანილი. მაგალითად, ასე:

ხრიალეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში . მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ. შრომიდან 3 კმ. სოფლეში არის ძველი ეკლესია და ციხე.

არადა ხრიალეთი უბანია, ვაკეც უბანია, მოცვნარიც, საკავიაც. სულელები არიან ესენი რა.

ჰო, კიდე ყველაზე უარესი: ოზურგეთი ურეკთან დაკავშირებულია შიდა სახელმწიფოებრივი გზითო. სადღაა, ნენა, გზაი, აღარააა, ფაფუუუუ.
tasmanian wolf
მშვენიერი გზაა ურეკი-ოზურგეთი. 27 კმ
20-25 წუთი უნდა
tam-a
ციტატა(pink floyd @ 17.03.2010, 11:59) *
მშვენიერი გზაა ურეკი-ოზურგეთი. 27 კმ
20-25 წუთი უნდა

იმ გზაზე წერია ეს, მერიაზე რომ გადის?
tasmanian wolf
ციტატა(tam-a @ 17.03.2010, 12:00) *
იმ გზაზე წერია ეს, მერიაზე რომ გადის?

მე პირადად კმაყოფილი ვარ გზის ხარისხით.
ისე ჩახვალ ოზურგეთიდან ზღვაზე ერთი ორმო არ შეგხვდება. biggrin.gif

tam-a
ციტატა(pink floyd @ 17.03.2010, 12:09) *
მე პირადად კმაყოფილი ვარ გზის ხარისხით.
ისე ჩახვალ ოზურგეთიდან ზღვაზე ერთი ორმო არ შეგხვდება. biggrin.gif

რა გულისხმობ? tongue.gif
tam-a
გურულს ეკითხებიან რაფერ ხარ ძამა გურული პასუხობს მე რომ მინდა ისე ვერ ვარ მარა სხვას რომ უნდა მთლად მასედაც არა ვარო

* * *
ღამით შინ მიმავალი გურული სეტყვაში მოყვება, ყინულები სულ თავში ხვდება.
ამ დროს გაიელვებს, გაბრაზებული გურული ცას ახედავს და იტყვის:
- გუუნათე, გუუნათე, თვარა აცდენს მიზანს!
likusss
მეც გურული ვარ და თან როგორი დედაც გურული მყავს :D d.gif
@exit.xom
ციტატა(gmg2005 @ 2.10.2009, 17:13) *
biggrin.gif კარგი იყო!!!

ამ კლიპის დასაწყისმა, ერთი ამბავი გამახსენა:

80-იანი წლების შუა, ბათუმის (თუ არ ვცდები) გემთმშენებლობის ინსტიტუტის ოთხი, სწავლას თავგადამკვტარი გურული და ერთიც აჭარელი ყაზილარი დილაუთენია, ჩამადნებით და უძილობით თვალებდაპიჟვინებული, მომადგნენ კარზე... ერთი ნათესავი (ბათუმელი გურული!) იყო და ქე ვიცანი, მარა იმ დანარჩენი, აშვლანჭული ოთხი კაძახის დანახვამ, ქე შემაშინა პაწა!
ჩვენო, სესიები გვაქო და თფილიში გამოგვშვენ გეპეი-შიო. თუ გაგვაჩერეფ შენსას ხო კაი, თვარა ვაგზალზე წავალთ და დევეყრებით იქინე, მურადიეს ბებიე მაინც ქე გვიძახის ბეჟენცებსო.
რას ვიზამდი, კარს მომდგარ სტუმარს, ვაგზალზე გოვუშობდი?
შამოლაგდა ხუთი ყაზილარი შიგნით. ადგილი ქე იყო ღვთის წყალობით...
ახალი მიღებული ბინა, თითქმის ცარიელი იყო. ზალა განსაკუთრებით. მიაწყვ-მოაწყვენ ხაბაკი იქით-აქით და გოუტიენ გეპეი-სკენ...
ერთი-ორი დღე ბუსუნი არ ისმოდა მაგენის, ქე იყვენ გაყურსული...
ერთ დღეს შევაღე კარი და რაცხა გაჟღრიალდა ზალაში... შევიხედე და რას ვხედავ; შუა ზალაში ლუსტრის ადგილას, ქვაბის სამი სახურავი კიდია, სხვადასხვა ზომის, იმის უკან ერთი კუხნის და ერთიც 5 მანეთიანი სკამი დგას, ამ ალიაქოთის იქით რბილი სკამი კიდო. ერთი გიტარა ლოჯის კარზეა მიყუდებული, მეორე კუშეტკაზე და მესამე პოლზე წამოწოლილი...
ვდგანვარ თვალებგადმოკარკლული და იქით-აქით ვიყურები, ხო არ შემეშალა და სხვის სახლში ხომ არ მოვხვდი-თქვა.
უცებ, გვერდითა ოთახის კარი გაიღო და ხელში მიკროფონივით, ატვიორკა მომარჯვებული მურადა გამოვიდა, პირდაფჩენილს თავი დამიკრა და რიხიანად დაიწყო;
-პრიდსტავლიაემ, ვია - "მელკი პადხალიმ ველიკომუ ხაზიაკუ" - ჰიმნს!
დასახტყმელი ინსტრუმენტი - კოსლიპა, იგივე თაზო!
პირველი გიტარა - ვიტო, იგივე ბიქტორა!
მეორე გიტარა - ყლარწი, იგივე ნოდარა!
მესამე გიტარა -კვეჟო, იგივე ხაზეინი, თუ დროზე მუა სახში სამსახურიდან!
ფორტეპიანო -შალია, იგივე შალვა!
მაყურებლები - ჩვენი ხაზეიკა და თქვენი მონა-მორჩილი...
თავი დამიქნია და გვერდში მომიდგა...
-ერთი , ორი, სამი! დუმ-დუმ-დუმ - და დეიწყეს, მარა რა დეიწყეს!!!

" საღამოა მშვენიერი, დაა!
ვახშამი გვაქ გემრიელი, დაა!
ხაზეიკა რაფრა გვიტანს-
ლამაზი და ღვთისნიეერი, დაა!

მზე ჩავა, მთვარე ამოვა, დაა!
ჩვენ წავალთ და სხვაი მოვა, დაა!
დღეს თუ მადლი არ ვუთხარით,
ხვალე სტოლზე ბიშტი მოოოვა, დაა!"

ამ "ჰიმნს" ვისმენდი, კაი თვენახევარი...
biggrin.gif

პ.ს. ნეტა სად ხართ ახლა ბოვშებო! ვიტო ქე ვიცი.
ერთ-ერთი აფხაზეთის ომში დაიღუპა sad.gif

lool.gif

.
sad.gif

tam-a
ციტატა(likusss @ 8.03.2011, 14:04) *
მეც გურული ვარ და თან როგორი დედაც გურული მყავს :D d.gif

ვაააა და საიდან ხარ?
masai11
საცხა გურიაში ყოფილა აი biggrin.gif

მარა ამის ვარესი რავა არ იქნება კიდო რამე d.gif
tam-a
ეს სულ არ ვიცოდი და ახლა წავაწყდი

გურული კოლმეურნეების სიმღერა სტალინზე

ანონიმი ავტორი

საამურია ცხოვრება,

დაგვიდგა ხვავი ჩაისო,

მანდალინები მოვიდა

ხვარბეთის და კანჭკათისო.

სტალინის თვალი ტრიალოფს

ეს ხომ მან მოგვცა ჩვენავო,

ქალი, კაცი და ბაღანაი

მაზე ვიმღერით ყველავო.

შენს გამჩენს ვენაცვალები

რომ გიყვარს ხალხი-მუშავო,

რომ მოსპე ტერი, ხუცესი

ხელში მოგვეცი დროშავო.

ერთხელ გვესტუმრე სოფელჩი

გაშინჯე ჩაის ყანავო,

შენმა ნათესმა სიტყვებმა

რა ბაღი მეიყვანავო.

იცოცხლე მუდამ ბელადო,

უანგარიშო ხანიო.

დაუკარ ჩემო ჩეგურო,

აბა, ბიჭებო, ბანიო

N @ N K @
"სტალინის თვალი ტრიალოფს

ეს ხომ მან მოგვცა ჩვენავო" miade.gif lool.gif lool.gif lool.gif
N @ N K @
ციტატა(masai11 @ 30.03.2011, 3:57) *
საცხა გურიაში ყოფილა აი biggrin.gif

sanam tualetshi shevlen, albat "kariskaci" ekitxebat reiza shedixarto lool.gif lool.gif lool.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.