დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ჭადრაკის სამყაროში
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > სპორტი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65
გუთანო
ციტატა(Deduna @ 24.07.2008, 19:37) *
ამ პარტია ვინ თამაშობს?

გუთანო და Fრუკწიკ
გუთანო
კიდევ ერთი ექსკურსი წარსულში:

1930-იანი წლები. თბილისი. ვიქტორ გოგლიძე – ვასილ სმისლოვი




1970-იანი წლები. თბილისის ჭადრაკის სასახლე. საქართველოს საჭადრაკო კომპოზიტორები და ეტიუდისტები. სხედან (მარცხნიდან): შერგილ სუხიტაშვილი, რევაზ თავარიანი, ველიმირ კალანდაძე, ოთარ ტაბიძე; დგანან: ვაჟა ნეიძე, დავით გურგენიძე, იური აკობია, იოსებ კრიხელი, გიგა კაკაბაძე




ნონა გაფრინდაშვილი და მიხეილ ტალი




1970-იანი წლები. მაია ჩიბურდანიძე და მისი მწვრთნელი მიხეილ შიშოვი




1982 წელი. ლენინგრადი. III საკავშირო ახალგაზრდული თამაშები. პირველი რიგი: დავით ჩაჩიბაია, ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ციალა ქასოშვილი, გოჩა თორია, მიხეილ იაელიანი; მეორე რიგი: გიორგი გაჩეჩილაძე, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ბაღათუროვი, დავით გურგენიძე, ანდრო ღონღაძე (ექიმი), ედუარდ გუფელდი, გ. სიგუა, გია გიორგაძე

გუთანო
Bargue, Charles (1825 - 1883) - The chess game




Deutsch, Ludwig (1855 - 1935) - The Chess Game




Sargent John Singer (1856 - 1925) - The Chess Game




Irvin Gorin (b 1952) - A Game of Chess




Henry Siddons Mowbray (1858 - 1928) - A Game of Chess

Deduna
http://www.zonadeajedrez.com/actualidad/pr...gm-ana-matnadze

მეგობრებო, აბა ნახეთ. ამ საიტზე ანა მათნაძეს უსვამენ შეკითხვებს. ხომ არ დაგვესვა ჩვენც შეკითხვები?
smile
ციტატა(გუთანო @ 24.07.2008, 1:20) *
ქუულ biggrin.gif ახლა მაგათ სათითაოდ ძებნას, მგონი, ჯობია შენ დადო rolleyes.gif

biggrin2.gif როცა მოვიცლი, მივყვები ნელა-ნელა. ეხლა ისე შემოვირბინე
smile
ციტატა(გუთანო @ 24.07.2008, 1:35) *
ვისაც ფედერაციის ვებგვერდზე არ შეუმჩნევია - ქართული (ან ქართველი მოჭადრაკეების შესახებ) საიტები:

იური აკობიას ვებ–გვერდი საჭადრაკო კომპოზიციების და ეტიუდების შესახებ.
http://akobia.geoweb.ge/

ჭადრაკის განვითარების ფონდი
http://chessfond.ge/

ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის სასპორტო სკოლა(ფოთი)
http://chesspoti.ge/

ფ.კაკაბაძეს საიტი საჭადრაკო ამოცანების,მინიატურების და ეტიუდების შესახებ
http://chessstar.com/

თავისუფალი ჭადრაკის საიტი
http://freechess.ge/

ქუთაისის საჭადრაკო სკოლის ვებ–გვერდი
http://kcs.org.ge/

ნამდვილად არ შემიმჩნევია cool.gif
smile

გუთანო
ციტატა(Deduna @ 25.07.2008, 15:32) *
http://www.zonadeajedrez.com/actualidad/pr...gm-ana-matnadze

მეგობრებო, აბა ნახეთ. ამ საიტზე ანა მათნაძეს უსვამენ შეკითხვებს. ხომ არ დაგვესვა ჩვენც შეკითხვები?

ესპანური არ ვიცი huh.gif
Deduna
ციტატა(გუთანო @ 30.07.2008, 2:25) *
ესპანური არ ვიცი huh.gif

ცუდია sad.gif
გუთანო
ციტატა(Deduna @ 30.07.2008, 8:33) *
ცუდია sad.gif

საინტერესოა რა ხდება ანას მიერ 3 წლის წინ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში "ჭადრაკი - მშვიდობის ელჩი".
Deduna
ციტატა(გუთანო @ 31.07.2008, 4:17) *
საინტერესოა რა ხდება ანას მიერ 3 წლის წინ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში "ჭადრაკი - მშვიდობის ელჩი".


[font="Arial"][/font]

როგორც ჩემთვის ცნობილია, დიდ ყურადრებას აქცევენ ბავშვთა ჭადრაკის განვითარებას და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან. ჩავწერე google-ში Chess – a Peace Ambassador Matnadze და ძალიან საინტერესო სტატიები და სურათებიც ვნახე.
smile
გამარჯობა დედუნა smile.gif კარგია, რომ ჭადრაკის თემას შემოემატე. შენც მოჭადრაკე ხარ? rolleyes.gif
Deduna
ციტატა(smile @ 5.08.2008, 16:10) *
გამარჯობა დედუნა smile.gif კარგია, რომ ჭადრაკის თემას შემოემატე. შენც მოჭადრაკე ხარ? rolleyes.gif

მოჭადრაკე არა ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს. მოყვარული ვარ smile.gif
გუთანო
ლა პობლა დე ლილიეტში (ესპანეთი) მიმდინარეობს XVIII ღია საერთაშორისო ტურნირი. 64 მონაწილიდან 3 ქართველია: დიდოსტატი ანა მათნაძე, ოსტატი სოფიკო გურამიშვილი და ფიდეს ოსტატი მარიამ დანელია. ტურნირი 9 ტურად ტარდება. 4 ტურის შემდეგ 3,5 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან მათნაძე და დანელია, ხოლო 3 ქულით მე-6 ადგილს იკავებს გურამიშვილი.
გუთანო
სტამბულში მიმდინარეობს მე-7 დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც 385 მოჭადრაკეს მასპინძლობს. მათგან 12 ქართველია: ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი, გიორგი ბაღათუროვი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, თამარ წერეთელი, მაკა ფურცელაძე, ანა გავაშელი, თამარ ხმიადაშვილი, ნონა დათუაშვილი და თეონა მესხი.
ქართველი მოჭადრაკეები აქაც წარმატებით მონაწილეობენ. მეშვიდე ტურის შემდეგ 6,5 (!) ქულით 1-3 ადგილებს იყოფს დიდოსტატი ლევან ფანცულაია. 6 ქულით მეოთხე ადგილზეა დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილი. 6 ქულა აქვს ასევე დიდოსტატ გიორგი ბაღათუროვს, რომელიც კოეფიციენტის გამო ჯერ-ჯერობით მეცხრე ადგილზეა.
გუთანო
ახლგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში. ვაჟებში 3 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: თორნიკე სანიკიძე, დავით ბენიძე და ნოდარ ლორთქიფანიძე. გოგონებშიც 3 - ნაზი პაიკიძე, ქეთი წაწალაშვილი და მირანდა მიქაძე.
ვაჟებში 4 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-8 ადგილზეა ოსტატი თორნიკე სანიკიძე, ხოლო გოგონებში ასევე 3 ქულით მე-6 ადგილს იკავებს ოსტატი მირანდა მიქაძე.
Deduna
ციტატა(გუთანო @ 6.08.2008, 1:02) *
ახლგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში. ვაჟებში 3 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: თორნიკე სანიკიძე, დავით ბენიძე და ნოდარ ლორთქიფანიძე. გოგონებშიც 3 - ნაზი პაიკიძე, ქეთი წაწალაშვილი და მირანდა მიქაძე.
ვაჟებში 4 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-8 ადგილზეა ოსტატი თორნიკე სანიკიძე, ხოლო გოგონებში ასევე 3 ქულით მე-6 ადგილს იკავებს ოსტატი მირანდა მიქაძე.

გუთანო, საბერძნეთი გამოგრჩა. იქ კავალაშიც ტამაშობენ ქართველები. smile.gif
გუთანო
პოლგარი






გუთანო
ციტატა(Deduna @ 5.08.2008, 23:11) *
გუთანო, საბერძნეთი გამოგრჩა. იქ კავალაშიც ტამაშობენ ქართველები. smile.gif

smile.gif ნამდვილად, კავალაშიც მონაწილეობენ და თანაც ძალიან მრავალრიცხოვანნი. ტურნირი დაყოფილია 3 კატეგორიად.
A-ში თამაშობენ: თამაზ გელაშვილი, მალხაზ სულაშვილი, დავით ჯოჯუა, დავით მაღალაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნანა ძაგნიძე, ნიკოლოზ შავთვალაძე, სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, დავით ლომსაძე, შოთა აზალაძე, ინგა ჭარხალაშვილი, ნოდარ დავარაშვილი, ციალა ქასოშვილი, სალომე ხაჟომია და მერი ჟორჟოლიანი.
B-ში მხოლოდ 2 ქართველი მონაწილეა: ელისაბედ ზარქუა და ანუკი ხაჟომია.
C-ში ქართველები არ თამაშობენ.
A-ში 7 ტურიდან 5 ქულით მე-12 ადგილზეა დიდოსტატი თამაზ გელაშვილი.
B-ში 7 ტურიდან 5,5 ქულით მე-6 ადგილზეა ელისაბედ ზარქუა.
გუთანო
ორელი დაკალორ (საფრანგეთი)



გუთანო
ალეკსანდრა კოსტენიუკ (რუსეთი)





გუთანო
ანრი მატის - "მხატვრის ოჯახი"



როზატი ჯულიო - "მოჭდარაკეები"



ლუი რობერ კარიერ ბელეზ - "მოჭადრაკეები"



ჯოზფ ჰოლსტონ - "შამათი"

გუთანო
"პოლიტიკური ჭადრაკი"

თეთრების მეფე და ლაზიერი - ბუში და რაისი, კუ - მერკელი, მხედარი - შირაკი, ეტლი - ?
შავების მეფე - პუტინი...



გუთანო
ჭადრაკები



















გუთანო
















გუთანო
შოკოლადის ჭადრაკები

















გუთანო
შოკოლადის ჭადრაკები

















smile
რამდენი სურათები დაგიდია cool.gif ასევე ინფორმაცია... ყოჩაღ შენ smile.gif
smile
ციტატა(Deduna @ 6.08.2008, 0:39) *
მოჭადრაკე არა ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს. მოყვარული ვარ smile.gif

რატომღაც მგონია, რომ ალბათ ვიცნობთ ერთმანეთს smile.gif
გუთანო
ციტატა(smile @ 6.08.2008, 17:02) *
რამდენი სურათები დაგიდია cool.gif ასევე ინფორმაცია... ყოჩაღ შენ smile.gif

smile.gif ქარიშხლით დანგრეულ სოფელს ხელახლა უნდა აშენება, თუნდაც ერთ ხმაში wink.gif
გუთანო
სოჭში მიმდინარეობს ფიდეს მეორე "გრან-პრი". ტურნირში მონაწილეობს 14 დიდოსტატი:

ვასილი ივანჩუკ, 2781, უკრაინა
თეიმურ რადჟაბოვ, 2744, აზერბაიჯანი
პეტრ სვიდლერ, 2738, რუსეთი
ლევონ არონიან, 2737, სომხეთი
ალეკსანდრ გრიშჩუკ, 2728, რუსეთი
სერგეი კარიაკინ, 2727, უკრაინა
გატა კამსკი, 2723, აშშ
ბორის გელფანდ, 2720, ისრაელი
ვუგარ გაშიმოვ, 2717, აზერბაიჯანი
დმიტრი იაკოვენკო, 2709, რუსეთი
უანგ იუე, 2704, ჩინეთი
ივან ჩეპარინოვ, 2687, ბულგარეთი
დავიდ ნავარა, 2646, ჩეხეთი
მოჰამედ ალ მოდიახი, 2556, კატარი

ტურნირი წრიული სისტემით - 13 ტურად ტარდება. 6 ტურის შემდეგ 4-4 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ რადჟაბოვი და ჩეპარინოვი.

სოჭი:



ფიდეს პრეზიდენტი ილიუმჟინოვი ხსნის ტურნირს:



ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მონაწილეებისთვის იცეკვა:



იცეკვა ანატოლი კარპოვმაც:



ტურნირის დარბაზი:



"გრან-პრის" ესწრება ზურაბ აზმაიფარაშვილი:



პარტიებიც დაიწყო:







Deduna
ციტატა(smile @ 6.08.2008, 19:04) *
რატომღაც მგონია, რომ ალბათ ვიცნობთ ერთმანეთს smile.gif


შეიძლება )
zurajapara
ციტატა(გუთანო @ 6.08.2008, 3:34) *
შოკოლადის ჭადრაკები


აი, თურმე საიდან მოდის ჟარგონული გამოთქმა "მეტოქის ფიგურა შეჭამა" biggrin.gif


აუ, ეს ფანიმ არ ნახოს, თორემ ნამდვილად შეგიჭამს ფიგურებს თამაშის დაწყებამდე lool.gif
smile
ციტატა(zurajapara @ 7.08.2008, 11:18) *
აი, თურმე საიდან მოდის ჟარგონული გამოთქმა "მეტოქის ფიგურა შეჭამა" biggrin.gif


აუ, ეს ფანიმ არ ნახოს, თორემ ნამდვილად შეგიჭამს ფიგურებს თამაშის დაწყებამდე lool.gif

აუ, რა მაგარი იქნება, ვინმემ შოკოლადის ჭადრაკებით სერიოზული ტურნირი რომ მოაწყოს, ხოდა მოკლულ ფიგურებს შევჭამდით :აღფრთოვანებული სმაილი:
ალბათ სასურველია სწრაფი ჭადრაკის ტურნირი მოეწყოს, შოკოლადი რომ არ დადნეს. ბლიცი არ გამოვა, ფიგურები შემოგვეჭყლიტება ხელებში lool.gif
კიდე ვინმე რომ გაბრაზდება და შოკოლადის ეტლს რომ ესვრის სახეში მოწინააღმდეგეს, ლოლ.
მოკლედ, ჩემს კლუბს უნდა მოველაპარაკო, რომ ჩაატაროს ასეთი ტურნირი biggrin2.gif (ხის საათებით, თორემ ხომ მივაჭყლიტეთ ის საათებიც biggrin.gif )
smile
გუშინ, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებმა ღია წერილით მიმართეს ფიდეს, რათა მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდეს ნალჩიკში, რომელიც დაგეგმილი იყო 28 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე, საქართველოსა და რუსეთში განვითარებული სიტუაციის გამო. ალბათ ფიდე დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას.
გუთანო
ევროპის ორი ქართველი ჩემპიონი ! smile.gif

მონტენეგროში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც 5 ასაკობრივ კატეგორიად იყო დაყოფილი: 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე.
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ორმა ქართველმა მოჭადრაკემ.

14 წლამდე, ევროპის ჩემპიონი გახდა მსოფლიოსა და ევროპის უკვე მრავალგზის ჩემპიონი მერი არაბიძე (რეიტინგი: 2182)




16 წლამდე, ევროპის ჩემპიონი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ასევე მრავალგზის ჩემპიონი ნაზი პაიკიძე (რეიტინგი: 2292)




სხვა წარმატებული შედეგებია:

12 წლამდე - დეა გოგიშვილი მე-5 ადგილი
14 წლამდე - ნათია ჯალაბაძე მე-5 ადგილი
16 წლამდე - ქეთი წაწალაშვილი მე-4 ადგილი
18 წლამდე - მარიამ დანელია მე-5 ადგილი

ვაჟებში, შესამჩნევ წარმატებას არ მიგვიღწევია.

ქართული დელეგაციის ნაწილი:




ტურნირის ამსახველი რამდენიმე სურათი:











გუთანო
გარი კასპაროვს ვიხილავთ Corsican Circuit-ის მე-12 ტურნირის განმავლობაში. 26 ოქტომბერს, აიაჩოში, გარი ითამაშებს საათებიან ერთდროულ სეანსს კორსიკის 5 კაციანი ნაკრების წინააღმდეგ. 27-ში კი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გამართავს პრესკონფერენციას.
ცერემონია გაიმართება ნაპოლეონის მშობლიურ სახლში. ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 €

გუთანო
ბონში (Art & Exhebition Hall of the Federal Republic of Germany) დაიწყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ვიშვანათან ანანდს (2783) და ვლადიმირ კრამნიკს (2772) შორის.
მატჩი გათამაშდება 12 პარტიაში. პირველი 6,5 ქულიანი მოიპოვებს ტიტულს.
საპრიზო ფონდია 1,5 მილიონი ევრო, რასაც, შედეგის მიუხედავად, თანაბრად გაიყოფენ მოწინააღმდეგენი.
პირველი 2 პარტია ყაიმით დასრულდა.

გუთანო
4 პარტიის შემდეგ ანგარიშია 2,5 - 1,5 ინდოელი დიდოსტატის სასარგებლოდ.


მოწინააღმდეგეები მოდიან მეოთხე პარტიის სათამაშოდ:






შეხვედრა:




პარტიაც დაიწყო:








პარტიის შემდგომი პრესკონფერენცია:

nensi
მოგესალმებით ჭადრაკის სამყაროში smile.gif
დიდი იმედი მაქვს რომ მიმიღებთ smile.gif
გუთანო
ციტატა(nensi @ 20.10.2008, 8:25) *
მოგესალმებით ჭადრაკის სამყაროში smile.gif
დიდი იმედი მაქვს რომ მიმიღებთ smile.gif

რა თქმა უნდა, მიგიღებთ biggrin.gif მობრძანდი smile.gif
smile
გამარჯობათ smile.gif ვიცი ძალიან დავიკარგე :დარცხვენილი სმილი:
რა ბედნიერებაა ახალი წევრის მოსვლა (ნენსი), რომელსაც მგონი ვიცნოოობ?! ჰმმ smile.gif

რაც შეეხება მატჩს: რა იდიოტობაა, რომ თანხა შუაზე იყოფა dry.gif
nensi
ციტატა(smile @ 20.10.2008, 17:24) *
გამარჯობათ smile.gif ვიცი ძალიან დავიკარგე :დარცხვენილი სმილი:
რა ბედნიერებაა ახალი წევრის მოსვლა (ნენსი), რომელსაც მგონი ვიცნოოობ?! ჰმმ smile.gif

რაც შეეხება მატჩს: რა იდიოტობაა, რომ თანხა შუაზე იყოფა dry.gif

მიცნობ? unsure.gif
შეიძლება. მე 2 წელია დავანებე ჭადრაკს თავი, შეიძლება გიცნობდე smile.gif
smile
ციტატა(nensi @ 20.10.2008, 19:13) *
მიცნობ? unsure.gif
შეიძლება. მე 2 წელია დავანებე ჭადრაკს თავი, შეიძლება გიცნობდე smile.gif

უპს, მე სხვა მეგონე... ალბათ მაინც გიცნობ smile.gif
nensi
ციტატა(smile @ 20.10.2008, 20:55) *
უპს, მე სხვა მეგონე... ალბათ მაინც გიცნობ smile.gif

შენ რა გქვია? smile.gif
nensi



შამათი 3 სვლაში smile.gif
გუთანო
smile.gif

clever.gif
nensi
სვლა თეთრებისაა ლოგიკურად biggrin2.gif
ადვილია smile.gif
melly
ციტატა(nensi @ 21.10.2008, 1:11) *



შამათი 3 სვლაში smile.gif



მეც მოგესალმები ნენსი smile.gif ცოტა პასიური წევრი ვარ ოღონდ conf.gif 1. ეc8



nensi
ციტატა(melly @ 21.10.2008, 18:02) *
მეც მოგესალმები ნენსი smile.gif ცოტა პასიური წევრი ვარ ოღონდ conf.gif 1. ეc8

სალამი მელი smile.gif
ეგ არაფერი smile.gif

ეს ეტიუდი სამ სვლიანია და სამივე სვლა უნდა დაასახელო smile.gif

გააგრძელე smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.