დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველო და ნატო
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36
neitrali
ჯიპას (საქ.საზ.საქმეთა ინსტიტუტი) რექტორი ლევან ცუცქირიძე ძალიან საინტერესო მოსაზრებებს წერს საქართველოს ნეიტრალიტეტის არარეალურობაზე...
rolleyes.gif

http://www.apsny.ge/maintheme/1173214529.php
iver
QUOTE(neitrali @ 12.03.2007, 0:23)

[right][snapback]594986[/snapback][/right]

კარგი სტატიაა! მადლობთ ლინკისთვის.
neitrali
QUOTE(iver @ 12.03.2007, 8:51)
კარგი სტატიაა! მადლობთ ლინკისთვის.
[right][snapback]595126[/snapback][/right]

იქნებ კახა შარტავასა და ირაკლი მელაშვილსაც წააკითხონ ეს სტატია
გამგებმა გაიგო rolleyes.gif
Laki
МОСКВА, 12 марта /Новости-Грузия/. Возможное вступление Грузии в НАТО безмерно усложнит разрешение грузино-абхазского и грузино-осетинского конфликтов. Такое мнение высказал посол России в Грузии Вячеслав Коваленко.

"По конфликтам скажу сразу и однозначно: возможное членство Грузии в НАТО лишь отдалит и безмерно усложнит их решение. Оно углубит опасения Сухуми и Цхинвали в отношении методов, к которым намерен прибегнуть Тбилиси, приведет к большему дистанцированию от Грузии народов, населяющих Абхазию и Южную Осетию. Там может укрепиться ощущение, что Грузия делает ставку на силовое разрешение конфликтов", - сказал Коваленко в интервью газете "Время новостей".

Выдержки из интервью цитирует РИА Новости.

Он подчеркнул, что России не безразлично, как будут развиваться события в Закавказье. Москву беспокоит застой в переговорном процессе на абхазском и югоосетинском направлениях, а также то, что Грузия отказывается от подписания соглашения о невозобновлении военных действий, сказал дипломат.

Коваленко напомнил, что Россия - "не участник грузино-абхазского и грузино-югоосетинского конфликтов, но активный посредник в их мирном урегулировании".

"Россия не раз заявляла, что она примет любое решение, которое будет достигнуто в двустороннем диалоге Тбилиси с Цхинвали и Сухуми. Возможно, подкрепленный дополнительными международно-правовыми гарантиями нейтралитет, по поводу которого грузинское общество в последнее время ведет активную полемику, мог бы в полной мере защитить грузинские интересы и учесть интересы России", - сказал посол.

Отвечая на вопрос, как в России смотрят на уверенность грузинской стороны в том, что интернационализация миротворческого контингента является стимулом для урегулирования конфликтов, посол выразил уверенность, что "уход российских миротворцев из зоны неизбежно привел бы к резкому обострению ситуации не только в зонах конфликтов, но и за их пределами".

"Исходя из возможности такой опасной перспективы, убежден, что, пока не произойдет качественного сдвига в политическом урегулировании конфликтов, пока не будет полностью исключена вероятность их силового разрешения, ни о каких изменениях формата миротворческих операций речи быть не может", - подчеркнул дипломат. --0--

ამათ დემაგოგიას რომ საძღვარი არა აქვს!!!!!!!!!! dry.gif mad.gif
bastera
QUOTE(tartar @ 9.03.2007, 22:34)
მე კი მგონია რომ უკანონო არაა, მაგრამ ნორმალურიც არაა, არავინ არ შეძრომია ამერიკას უკანალში ისე როგორც ჩვენ შევუძვერით.

არ მესმის რატომ ებრძვის საქართველო ამერიკის ტერორიზმის საშიშროებას ერაყში. ამაზე აბსურდული სიტუაციის წარმოდგენა ძნელია.

და თუკი საქართველო აშშ-სთვის და აშშ-სთან ერთად ტერორიზმს ებრძვის ერაყში, მაშინ მზად უნდა იყოს იმისთვისაც რომ ეს ტერორისტები შესაძლოა ჩვენ შემოგვიტრიალდნენ როგორც ესპანეთში და ინგლისში. ჩვენი გარღვეული და დაუცველი საზღვრების პატრონებს, გვაქვს კი იმის გარანტია რომ რომ ხვალ-ზეგ, თუნდაც 3 წლის შემდეგ, "ვიღაცეები" სატვირთო მანქანას არ მიაგორებენ უნივერსიტეტთან? თუკი ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბძვით ამერიკის მხარდამხარ, ე.ი. ეს ტერორიზმი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ყოფილა და გვითხრან რა რამე რომ ჩვენც ვიცოდეთ და ფხიზლად ვიყოთ რაღა! გავიხედ-გამოვიხედავთ რამე, მეტროში... სადგურებში... თორემ შემოვა ჭკუის სასწავლებლად ვინმე თვითმკვლელი არაბი ზურგჩანთით და ვკრიფოთ მერე კიდურები.

ეს ამერიკელები კიდე სულ ომობენ, ხვალ რომ აშშ-მ საომარი მოქმედებები დაიწყოს სადმე აფრიკაში ნუთუ იქაც უნდა გავიქცეთ? მერე კორეაში, მერე ირანში, მერე სადმე სამხრეთ ამერიკაში, მერე ისევ აფრიკაში...

ამერიკა დღესაც ცდილობს გაარკვიოს თუ რატომ არიან ერაყში და დღესაც პასუხი არა აქვთ, ჩვენი ხელმძღვანელებისგან უნდა აიღონ მაგალითი - მოგვცეს ფული გავიქეციიიით... ისევ მოგვცემენ ისევ გავიქცევიიიით...

ჩვენი წყალობით ამერიკას ყოველთვის შეუძლია თქვას "ჩვენ", "კოალიცია"... რაის კოალიცია? - ამერიკა და საქართველო! ტერორიზმს ვებრძვით ამერიკა-საქართველოს კოალიცია! ამერიკის ენერგორესურსებს ვიცავთ ამერიკა-საქართველოს კოალიცია, ამერიკის ინტერესები არავინ არ შელახოს თორემ თავს დავესხმით ამერიკა-საქართველო!

მოკლედ ბატონი გამოვიცვალეთ, სად არის აქ დამოუკიდებელი ქვეყანა? მენტალურად, მენტალურად დამოუკიდებელი ქვეყანა სადაა?...
[right][snapback]593544[/snapback][/right]

ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად...smile.gif))
Magen_David
ზემო აფხაზეთის დღევანდელი დაბომბვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას და სქართველოსათვის საციცოცხლო მნიშვნელობას...
AMANDA!
QUOTE(Magen_David @ 12.03.2007, 14:10)
ზემო აფხაზეთის დღევანდელი დაბომბვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას და სქართველოსათვის საციცოცხლო მნიშვნელობას...
[right][snapback]595472[/snapback][/right]

ხოლო ვინც ვეიტრალიტეტზე ღაღადებს ის რუსის მოგზავნილია.
ნეიტალური საქართველო, ამხელს რუსეთის გვერდით ზღაპარია ამ ეტაპზე.
50 წლის მერე,
როდესაც რუსეთიც ისწავლის რა არის დემოკრატია და საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება ,
კიდევ შეიძლება იფიქროს ქართველმა ნეიტრალიტეტზე.
Laki
QUOTE(neitrali @ 12.03.2007, 0:23)
ჯიპას (საქ.საზ.საქმეთა ინსტიტუტი) რექტორი ლევან ცუცქირიძე ძალიან საინტერესო მოსაზრებებს წერს საქართველოს ნეიტრალიტეტის არარეალურობაზე...
rolleyes.gif

http://www.apsny.ge/maintheme/1173214529.php
[right][snapback]594986[/snapback][/right]

ქართულად wink.gif

http://www.opentext.org.ge/07/new7day/08/08-6.htm
neitrali
საქართველოს საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების მემორანდუმი
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების შესახებ

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და საპარლამენტო ფრაქციები,
ვითვალისწინებთ საქართველოში და მის გარეთ არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას, წარმოქმნილს ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების გაფართოების, ევროპის გაერთიანებისა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის გაძლიერების შედეგად,

ვეყრდნობით საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართველი ხალხის არაერთგზის გამოხატულ ურყევ ნებას, იცხოვროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ერთხმად მიღებულ დადგენილებას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ,

ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის ძლიერების, ერთიანობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა,

ვაღიარებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საუკეთესო გარანტია,

ვესწრაფვით, გატარდეს სტაბილური, თანამიმდევრული და წარმატებული საგარეო პოლიტიკა, როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული თანხმობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი,

პრინციპულად არ ვიზიარებთ თვალსაზრისს საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის შესახებ, როგორც ნატოში გაწევრიანების ალტერნატივისა, აგრეთვე სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია მოსაზრება, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი და გაწევრიანება რაიმე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,

ვუგზავნით მკაფიო და ერთმნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სახელმწიფოთა ხელისუფლებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს,

ვესწრაფვით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპასა და რეგიონში მშვიდობის დაცვის, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებისა და თანამედროვე გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში,

ვაცხადებთ, რომ ერთსულოვნად ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულ ინტეგრაციას და შეძლებისდაგვარად სწრაფ გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში).

ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს პოლიტიკური პარტიები და საპარლამენტო ფრაქციები ვთანხმდებით, რომ ვიმოქმედებთ და ვითანამშრომლებთ, რათა:

1. ჩამოყალიბდეს საქართველო სტაბილურ, ლიბერალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ან ხელისუფლების ცვლა საფრთხეს არ უქმნის კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, კერძო საკუთრებისა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დონეზე.

2. განვითარდეს საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, რეგიონული და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისა და თანამედროვე საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით.

3. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგის 2006 წლის სამიტზე მიღებული დეკლარაციის მოთხოვნებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის თანამიმდევრულობა და მემკვიდრეობითობა ნატოსთან ინტენსიური დიალოგისა (ID) და ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის (IPAP) წარმატებით დასასრულებლად, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად და წარმატებით დასასრულებლად, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და წარმატებით დასასრულებლად.

4. განმტკიცდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და განვითარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადეკვატური და გამჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით.

5. გამოვიყენოთ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაჩენილი ფაქტორები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ტერიტორიული და საზოგადოებრივი რეინტეგრაციის დასაჩქარებლად.

6. დავარწმუნოთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფო, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ქვეყნის საბოლოო სუვერენული არჩევანი, რომელიც გაზრდის მთელი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა
და საპარლამენტო ფრაქცია
„ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სახელით: მ. ნადირაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“
და საპარლამენტო ფრაქცია
„მემარჯვენე ოპოზიციის” სახელით: დ. გამყრელიძე

პოლიტიკური მოძრაობა
“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
და საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების” სახელით: ზ. ტყემალაძე

“საქართველოს კონსერვატიული პარტიის”
სახელით: ბ. გუჯაბიძე

რესპუბლიკური პარტიის სახელით: დ. უსუფაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია
„მაჟორიტარების“ სახელით: ბ. ჯუღელი

საპარლამენტო ფრაქცია
“დამოუკიდებელი მაჟორიტარების” სახელით: ი. ჩხარტიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია
“საქართველოს რეგიონების” სახელით: გ. ლიპარტელიანი

საპარლამენტო ფრაქცია
“დემოკრატიული ფრონტის” სახელით: დ. ზურაბიშვილი

კაი ლეიბორისტები და სხვა რუსული ძალები გასაგებია რომ არ აწერენ, მაგრამ სალომეს პარტია სადღაა??? ქალი თუ პარიზშია მოადგილე ან სხვა არავინ ჰყავს აქ?
თუ ამ მემორანდუმის ხელისმოწერაც ქაჯობაა და როგორ ეკადრება?
ძალიან არ მომეწონა სალომეს პარტიის ასეთი განდგომილება!
:
aliko
QUOTE(bastera @ 12.03.2007, 13:59)
ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად...smile.gif))
[right][snapback]595236[/snapback][/right]

dachi91
სააკაშვილის უჯიშო ხელისუფლების სურვილი:
ვეყრდნობით საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართველი ხალხის არაერთგზის გამოხატულ ურყევ ნებას, იცხოვროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ერთხმად მიღებულ დადგენილებას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

ვინც თავის მიმართვას ზემოთ მოყვანილი წინადადებით იწყებს, არა თუ ხელისუფლებაში, მათი ადგილი საქართველოშიც არ უნდა იყოს.
ეს არის უზნეობის და სიცრუის უზადო ნიმუში:
როდის გამოხატა ქართველმა ერმა თავისი ნება "ნატოსთან" დაკავშირებით?
როდის იყო ქართველი ერისათვის მტრების მიერ თავსმოხვეული ე.წ. "დემოკრატიული" ღირებულებები დასაყრდენი და ცხოვრებაში გასატარებელი?
თურმე ნუ იტყვით ქართველმა ერმა ქართულ ღირებულებებზე უარი ვთქვით და შევისისხლხორცეთ ე.წ. "დემოკრატიული" ანუ მამათმავლობა, აღვირახსნილობა, სოდომ-გომორული ცხოვრების წესი.
iver
გამოკითხვა გავაკეთოთ ფორუმზე wink.gif NATO თუ CHГ
თუ თეთრი ცხენზე ამხედრება და ხმლით ხელში ქარის წისქვილების მიწასთან გასწორება...
bastera
QUOTE(iver @ 13.03.2007, 8:33)

[right][snapback]596053[/snapback][/right]

სამწუხაროდ ეგეთი შერეკილები აქაც ბევრი გვყავსsmile.gif))
Magen_David
QUOTE(iver @ 13.03.2007, 8:33)
გამოკითხვა გავაკეთოთ ფორუმზე wink.gif NATO თუ CHГ
თუ თეთრი ცხენზე ამხედრება და ხმლით ხელში ქარის წისქვილების მიწასთან გასწორება...
[right][snapback]596053[/snapback][/right]

ჰა, დადე გამოკითხვა, რაღას ელოდები ივერჯან? ოღონდ ისეთი კი არა ოფტავოი ნიკებით რომ აძლევენ ხოლმე ხმებს ჯგროთ wink.gif ყველამ თავისი ხმა პოსტინგით დაადასტუროს რომ გამჭირვალე იყოს გამოკითხვა smile.gif
iver
QUOTE(Magen_David @ 13.03.2007, 9:41)
ჰა, დადე გამოკითხვა, რაღას ელოდები ივერჯან? ოღონდ ისეთი კი არა ოფტავოი ნიკებით რომ აძლევენ ხოლმე ხმებს ჯგროთ wink.gif ყველამ თავისი ხმა პოსტინგით დაადასტუროს რომ გამჭირვალე იყოს გამოკითხვა smile.gif
[right][snapback]596058[/snapback][/right]

გამოკითხვის ჩატარება არაა პრობლემა, მაგრამ ნიკების კონტროლს ნამდვილად ვერ დაგპირდები...

გეთანხმები რომ პოსტებით უნდა დაადასტუროს და არგუმენტებით.
MP
QUOTE(dachi91 @ 13.03.2007, 3:09)
სააკაშვილის უჯიშო ხელისუფლების სურვილი:
ვეყრდნობით საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართველი ხალხის არაერთგზის გამოხატულ ურყევ ნებას, იცხოვროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ერთხმად მიღებულ დადგენილებას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

            ვინც თავის მიმართვას ზემოთ მოყვანილი წინადადებით იწყებს, არა თუ ხელისუფლებაში, მათი ადგილი საქართველოშიც არ უნდა იყოს.
        ეს არის უზნეობის და სიცრუის უზადო ნიმუში:
    როდის გამოხატა ქართველმა ერმა თავისი ნება "ნატოსთან" დაკავშირებით?
      როდის იყო ქართველი ერისათვის მტრების მიერ თავსმოხვეული ე.წ. "დემოკრატიული" ღირებულებები დასაყრდენი და ცხოვრებაში გასატარებელი?
  თურმე ნუ იტყვით ქართველმა ერმა ქართულ ღირებულებებზე უარი ვთქვით და შევისისხლხორცეთ ე.წ. "დემოკრატიული" ანუ მამათმავლობა, აღვირახსნილობა, სოდომ-გომორული ცხოვრების წესი.
[right][snapback]596046[/snapback][/right]

ძირს მამათმავლური უჯიშო დემოკრატია!
გაუმარჯოს რუს ჯანსაღ ნაშებს! lool.gif
Magen_David
QUOTE(MP @ 13.03.2007, 15:04)
გაუმარჯოს რუს ჯანსაღ ნაშებს!  lool.gif
[right][snapback]596221[/snapback][/right]

buba.gif იFF, კაია კაი buba.gif

dachi91
QUOTE(iver @ 13.03.2007, 8:33)
გამოკითხვა გავაკეთოთ ფორუმზე wink.gif NATO თუ CHГ
თუ თეთრი ცხენზე ამხედრება და ხმლით ხელში ქარის წისქვილების მიწასთან გასწორება...
[right][snapback]596053[/snapback][/right]

ივერი ხუჭუა არ გაგივა მაგ ნომერი!
თურქეთი და ჩინეთი არ გამომიტოვოთ ისინიც გამოდგებიან ბატონებად. biggrin.gif

1991 წელს 31 მარტს საქართველოში ერთხელ უკვე ჩატარდა თავისუფალი საყოველთაო გამოკითხვა :
"გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენა".

საქართველოს მოსახლეობის 98% მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ანუ თავისუფლებას ყოველგვარი ბატონების გარეშე, ეს ამერიკა იქნება, თუ რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ.

ასე რომ ბატონებო არაფერი გამოგივათ, როგორც გინდათ ატრიალოთ კითხვები:
NATO თუ CHГ ? CHГ თუ NATO ?
ბუში თუ პუტინი ? პუტინი თუ ბუში?

არც ერთი ბატონებო, ქართველ ერს სურს თავისუფლებააააა!!!
და იქნება თავისუფალიიიიიიიი!!! და არა მონაააა!!!
erekle12
QUOTE(neitrali @ 12.03.2007, 0:23)
ჯიპას (საქ.საზ.საქმეთა ინსტიტუტი) რექტორი ლევან ცუცქირიძე ძალიან საინტერესო მოსაზრებებს წერს საქართველოს ნეიტრალიტეტის არარეალურობაზე...
rolleyes.gif

http://www.apsny.ge/maintheme/1173214529.php
[right][snapback]594986[/snapback][/right]

ლევან ცუცქირიძე (საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი) – პროგრამის კოორდინატორი, სტრატეგიული კვლევების ლექტორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის კვალიფიკაციით. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში იყო სტუდენტური ჟურნალის “გეოპოლიტიკის” გამომცემელი, პოლიტიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის სტუდენთა კავშირის ასამბლეის თავმჯდომარე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი აქტიურად მუშაობდა საერთო ევროპული ახალგაზრდული თანამშრომლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, არჩევნებისა და განათლების მართვის საკითხებზე ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოში, საქართველოს ახალგაზრდობის ლიგაში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდსა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში”.

ლევან ცუცქირიძე ამჟამად მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის კოორდინატორად. იგი აგრეთვე არის ეუთოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პროექტის” კოორდინატორი - პროექტების მენეჯმენტის კონსულტანტი.

ლევან ცუცქირიძის ლექციების კურსს მხარს უჭერს “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” აკადემიური კვლევების პროგრამა.

სად სოროსი,მისი მოწაფეები და სად თავისუფლება
iver
QUOTE(dachi91 @ 13.03.2007, 19:07)
ივერი ხუჭუა არ გაგივა მაგ ნომერი!
    თურქეთი და ჩინეთი არ გამომიტოვოთ ისინიც გამოდგებიან ბატონებად. biggrin.gif

    1991 წელს 31 მარტს საქართველოში ერთხელ უკვე ჩატარდა თავისუფალი საყოველთაო გამოკითხვა :
"გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენა".

      საქართველოს მოსახლეობის 98% მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ანუ თავისუფლებას ყოველგვარი ბატონების გარეშე, ეს ამერიკა იქნება, თუ რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ.

    ასე რომ ბატონებო არაფერი გამოგივათ, როგორც გინდათ ატრიალოთ კითხვები:
  NATO თუ CHГ ?            CHГ თუ NATO ?
  ბუში თუ პუტინი ?          პუტინი თუ ბუში?

არც ერთი ბატონებო, ქართველ ერს სურს თავისუფლებააააა!!!
და იქნება თავისუფალიიიიიიიი!!! და არა მონაააა!!!

[right][snapback]596437[/snapback][/right]

ერთი თქვენისებური თავისუფლების განმარტება თუ შეიძლება.
91 წელს (როგორც ვიცი) ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე და სსსრ-იდან გამოსვლაზე...

და კიდევ უფრო დიდი ინტერესით მინდა გკითხოთ. დაუშვათ საქართველომ უარი თქვა ყველა ორგანიზაციაში შესვლაზე, და თავის დამოუკიდებლობას თვითონ უზრუნველყოფს (დაუშვათ) თავს რომ დაესხას ან რუსეთი, ან თურქეთი ან ჩინეთი, როგორ ვაპირებთ თავის დაცვას?

და კიდევ უუუუფრო დიდი ინტერესით! NATO-ში შესვლა ნიშნავს დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას? ანუ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას?

p.s. ჩემი გვარი "ძე"-ზე მთავრდება.
Magen_David
QUOTE(iver @ 13.03.2007, 22:28)
p.s. ჩემი გვარი "ძე"-ზე მთავრდება.
[right][snapback]596602[/snapback][/right]

აბა მაშ ხუჭუძე? tongue.gif
iver
QUOTE(Magen_David @ 13.03.2007, 22:33)
აბა მაშ ხუჭუძე? tongue.gif
[right][snapback]596604[/snapback][/right]

прально!
neitrali
მორიგი ძალიან საინტერესო სტატია ნეიტრალიტეტზე, არსებულ რეალობაზე.
დევიდ სმიტი არის პოლიტიკური კვლევების პოტომაკის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, რომელიც ხშირად საინტერესო ანალიტიკურ სტატიებს აქვეყნებს 24 საათში

რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი?

დევიდ ჯ. სმიტი

სპეციალურად "24 საათისთვის"

"ვიმედოვნებთ, მალე საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას მოვხსნით. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და დიალოგის წარმოებისთვის მზად ვართ," - აღნიშნა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 31 იანვარს. კოვალენკო ახლახან დაბრუნდა საქართველოში. იგი ოფიციალურმა მოსკოვმა, თბილისში ე.წ. "გრუ"-ს აგენტობაში ოთხი ეჭვმიტანილის გახმაურებული დაჭერის გამო, გასული წლის შემოდგომაზე გაიწვია. რუსეთი არ ჩქარობს საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას, მაგრამ კოვალენკოს ცოტა დრო დასჭირდა იმის დასასკვნელად, რომ თითქოს საქართველო უკვე აღარ ცდილობს ნატო-ში ინტეგრაციას ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მიზნით. რა იგულისხმება ნეიტრალიტეტში?...

(სრული ვერსია)

http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...2&info_id=17602
dachi91
QUOTE(iver @ 13.03.2007, 22:28)
ერთი თქვენისებური თავისუფლების განმარტება თუ შეიძლება.
91 წელს (როგორც ვიცი) ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე და სსსრ-იდან გამოსვლაზე...

და კიდევ უფრო დიდი ინტერესით მინდა გკითხოთ. დაუშვათ საქართველომ უარი თქვა ყველა ორგანიზაციაში შესვლაზე, და თავის დამოუკიდებლობას თვითონ უზრუნველყოფს (დაუშვათ) თავს რომ დაესხას ან რუსეთი, ან თურქეთი ან ჩინეთი, როგორ ვაპირებთ თავის დაცვას?

და კიდევ უუუუფრო დიდი ინტერესით! NATO-ში შესვლა ნიშნავს დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას? ანუ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას?

p.s. ჩემი გვარი "ძე"-ზე მთავრდება.
[right][snapback]596602[/snapback][/right]

ივერ, სანამ რთულ საკითხებზე გადახვალ, იქნებ უფრო მარტივი ჭეშმარიტებები გაგვერკვია.
იცი თუ არა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია?
შენ რომ სსრკ-დან ანუ რუსეთიდან გამოსვლას უწოდებ.
სანამ "ნატო"-ში გაწევრიანებაზე დაიწყებ საუბარს იქნებ გაგვერკვია "ნატო"-ში ძალით შეთრეული სხვა ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობა, როგორ არის "ნატო"-ს მიმართ განწყობილი.

აი ერთ ერთერთი მაგალითი:
ბელგიაში, 2003 წლის 25 ოქტომბერს "ნატოს" საწინააღმდეგო შეკრება გაიმართა "ნატოს" სამხედრო სათაო შენობის წინ, რომელშიჩ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ბელგიაში მდებარეობს ევროპული ქვეყნების გაერთიანებული "ნატოს" უმაღლესი წარმომადგენლობა.
"პოლიციამ" ასეულობით "ნატოს" მოწინააღმდეგე დააპატიმრა.

Belgium
Hundreds arrested during anti-NATO protest
On Saturday 25 October, 2003 1,000 people protested in Casteau near Mons (in the Walloon area in Belgium) against the NATO military headquarters SHAPE (Supreme Headquarters of the Allied Powers in Europe). The repressive actions of the police led to the arrest of hundreds.
iver
QUOTE(dachi91 @ 13.03.2007, 23:50)

[right][snapback]596636[/snapback][/right]

მე ვიცი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია. 9 აპრილი კი ტრაგედიაა. და ისიც მგონია რომ იმდენი ხალხის სიკვდილი არ იყო აუცილებელი სსსრ-დან გამოსასვლელად. ისედაც ინგრეოდა და უფრო უსისხლოდაც შეიძლებოდა გამოსვლა. (ჩემი პირადი მოსაზრებაა) საბჭოთა კავშირი ყველა ქვეყანამ დატოვა, მაგრამ რაც ჩვენ გადავიტანეთ იმის მაგვარი არცერთს.

სტატიას რაც შეეხება
On Saturday 25 October, 1,000 people protested in Casteau near Mons (in the Walloon area in Belgium) against the NATO military headquarters SHAPE (Supreme Headquarters of the Allied Powers in Europe). The repressive actions of the police led to the arrest of hundreds, including members of Linkse Socialistische Partij / Mouvement pour une Alternative Socialiste (the Belgian CWI affiliate).

http://www.socialistworld.net/eng/2003/10/27belgium.html

ამ სტატიაში წერია პროტესტი ევროპელმა კომუნისტებმა მოაწყვესო. კომუნისტები ვის უჭერენ მხარს? ეს პროტესტი არის ერთი სამხედრო გიგანტის ძალაუფლების შესუსტება და მეორეს გაძლიერება.

სტატიაში წერია რომ ორგანიზატორებს უნდოდათ მონაწილეები დაეპატიმრებინათ რომ ამით არეულობა გამოეწვიათ. ბოლოს ნახსენებია რომ ეს პროტესტი გამოხატა "მუშათა კლასმა" რომელიც მხარს არ უჭერს საკუთარი ქვეყნის ძალების ახლო აღმოსავლეთში გადაყვანას. ერთი ბელგიას დაარტყან მუსულმანებმა როგორ აჭიკჭიკდება ეს "მუშათა კლასი" ძალიან მაინტერესებს.

ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს Socialistische Partij / Mouvement pour une Alternative Socialiste რომ ყავდეთ მხარდამჭერები უფრო სხვა შედეგებით დამთავრდებოდა ის 1000 კაციანი აქცია.

და კიდევ ძალით ვინ შეათრიეს ნატოში ერთი?..
(მაგ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქეთ ეხვეწებოდნენ ოღონდ მიგვიღეთო)
Magen_David
ნუ მოკლეთ ეს საწყალი, დაჩაგრული ბელგიელები... cry.gif
კურცხალი მომადგა თვალზე, კურცხააალი...
cry.gif
neitrali
QUOTE(iver @ 14.03.2007, 1:07)

[right][snapback]596642[/snapback][/right]

lool.gif
ეგ ბელგიური პარტია შალიკო ნათელაშვილის ამხანაგი მუშები არიან, არაფერი შეგეშალოს! mad.gif
lool.gif

P.S. მაინტერესებს საქართველოს ნეიტრალიტეტის არაეალურობაზე რომ დავპოსტე სტატიები იმაზე რას იტყვიან ბელგიის პროლეტარიატის გულშემატკივარნი? rolleyes.gif
iver
QUOTE(neitrali @ 14.03.2007, 1:04)
მაინტერესებს საქართველოს ნეიტრალიტეტის არაეალურობაზე რომ დავპოსტე სტატიები იმაზე რას იტყვიან ბელგიის პროლეტარიატის გულშემატკივარნი?
[right][snapback]596720[/snapback][/right]

აი ბელგიის პროლეტარიატზე ვერაფერს მოგახსენებ, სტატიები კი საინტერესო იყო.
ქართველი ცაგურიშვილის (თუ არ მეშლება გვარი) სტატია საინტერესო იყო. ძირითადად ისტორიაზე დაყრდნობით. ასევე რეალური კონკრეტული ფაქტები რასაც არ შეიძლება არ დაეთანხმო. ის რომ ნაკლები ფულის დახარჯვით შესაძლებელია ქვეყნის მაქსიმალური დაცვა ნატოს წევრობით აშკარაა. ასევე სრული დამოუკიდებლობით რომ უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოგვიწევს და ვერც სათანადოდ ვიქნებით დაცულები ეგეც ფაქტია.

სმიტის (აქც თუ გვარი არ მეშლება) სტატია ცალმხრივი იყო. ეტყობა რომ ამერიკას უნდა საქართველო ნატო-ში იყოს. ამით ქართული არმიის წილის გაზრდას მოითხოვს ალბათ ერაყში. თან ირანთან ახლოს ვართ. ძირითადად ნატოს დადებითი მხარეებია მოყვანილი ცალმხრივად და თითქოს რეკლამას უკეთებს რომ თუ შევალთ ამით ძალიან მოვიგებთ. მოკლედ აშშ-ს რა უნდა საქართველოსგან ეგ კი ვიცით, მაგრამ ჩვენ რაც გვინდა აშშ-სგან ამის მიღებას თუ შევძლებთ? შეძლებს ამერიკა რუსეთზე ისეთ ზეწოლას რომ კოფლიქტურ ტერიტორიებზე უარი თქვას?
ან საქართველო თუ შეიძენს ისეთ კოზირს რაზეც რუსები წამოვლენ და საქართველოს ტერიტორიაზე უარს იტყვიან.

სტატიაში იყო ნახსენები რომ ამერიკა დასავლეთ ევროპის დახმარებით შეძლებს ისეთ ზეწოლას რუსეთზე რომ რუსეთისთვის მოგება უფრო ნაკლები იყოს კონფლიქტის შენარჩუნებით, ვიდრე მისი დათმობით. რეალურად როგორ შეძლებს ამას დასავლეთი ეგაა საინტერესო (კონკრეტული დეტალები)

ამ კითხვების დასმა უფრო აქტუალურია ალბათ ვიდრე იმაზე მსჯელობა თუ რა სიკეთე მოაქვს ნატოს. როგორც მედალს ამასაც 2 მხარე აქვს, მაგრამ არშესვლით ჩემი აზრით უფრო მეტს ვკარგავთ ვიდრე შესვლით.
neitrali
QUOTE(iver @ 14.03.2007, 11:56)

[right][snapback]596998[/snapback][/right]

ცუცქირიძის სტატია მეც ძალიან მომეწონა
სმითის პოზიციაც გასაგებია rolleyes.gif

მე ის მაინტერესებს ამათგან რომელია თურქი ხაზარი? lool.gif

ხუმრობა იქით იყოს და საქართველო-რუსეთის ტოპიკში დღეს დილით აღმოჩენილი სტატია დავპოსტე იმის შესახებ თუ რას წერენ რუსები საკუთარ თავზე თუ რატომ და როგორ დაუსხლტათ საქართველო ხელიდან rolleyes.gif
AMANDA!
QUOTE(dachi91 @ 13.03.2007, 3:09)
სააკაშვილის უჯიშო ხელისუფლების სურვილი:
ვეყრდნობით საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართველი ხალხის არაერთგზის გამოხატულ ურყევ ნებას, იცხოვროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ერთხმად მიღებულ დადგენილებას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

             ვინც თავის მიმართვას ზემოთ მოყვანილი წინადადებით იწყებს, არა თუ ხელისუფლებაში, მათი ადგილი საქართველოშიც არ უნდა იყოს.
        ეს არის უზნეობის და სიცრუის უზადო ნიმუში:
     როდის გამოხატა ქართველმა ერმა თავისი ნება "ნატოსთან" დაკავშირებით?
      როდის იყო ქართველი ერისათვის მტრების მიერ თავსმოხვეული ე.წ. "დემოკრატიული" ღირებულებები დასაყრდენი და ცხოვრებაში გასატარებელი?
  თურმე ნუ იტყვით ქართველმა ერმა ქართულ ღირებულებებზე უარი ვთქვით და შევისისხლხორცეთ ე.წ. "დემოკრატიული" ანუ მამათმავლობა, აღვირახსნილობა, სოდომ-გომორული ცხოვრების წესი.
[right][snapback]596046[/snapback][/right]

dachi91
უჯიშო
არა თუ ხელისუფლებაში, მათი ადგილი საქართველოშიც არ უნდა იყოს.
უზნეობის და სიცრუის blink.gif

პრიმიტივ!
გაუშვით ეს ადამიანი მივლინებაში ნატოს წევრ ქვეყნებში biggrin.gif
ერთი გერმანელ,ს ან ესპანელს უთხარი რომ ამ ერებმა დაკარგეს დემოკრატიით და ნატოს წევრობით,
თავისი სახე lool.gif

ზვიადი! ზვიადი! ზვიადი!
დაზდრასტვუეტ ველიკა რასია biggrin.gif
უკაცრავად!!!
ზვიადის მთევრობაში განათლების მინისტრი მამათმავალი,
თემურ ქორიძე რომ გყავდათ დაგავიწყდა? tongue.gif
რა მაგალითის მიმცემი იყო ახალგაზრდობისთვის თემურ ქორიძე შენი მენტალიტეტით? mad.gif

პრიმიტივ!!
dachi91
QUOTE(iver @ 14.03.2007, 0:07)
მე ვიცი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია. 9 აპრილი კი ტრაგედიაა. და ისიც მგონია რომ იმდენი ხალხის სიკვდილი არ იყო აუცილებელი სსსრ-დან გამოსასვლელად. ისედაც ინგრეოდა და უფრო უსისხლოდაც შეიძლებოდა გამოსვლა. (ჩემი პირადი მოსაზრებაა) საბჭოთა კავშირი ყველა ქვეყანამ დატოვა, მაგრამ რაც ჩვენ გადავიტანეთ იმის მაგვარი არცერთს.

სტატიას რაც შეეხება
On Saturday 25 October, 1,000 people protested in Casteau near Mons (in the Walloon area in Belgium) against the NATO military headquarters SHAPE (Supreme Headquarters of the Allied Powers in Europe). The repressive actions of the police led to the arrest of hundreds, including members of Linkse Socialistische Partij / Mouvement pour une Alternative Socialiste (the Belgian CWI affiliate).

http://www.socialistworld.net/eng/2003/10/27belgium.html

ამ სტატიაში წერია პროტესტი ევროპელმა კომუნისტებმა მოაწყვესო. კომუნისტები ვის უჭერენ მხარს? ეს პროტესტი არის ერთი სამხედრო გიგანტის ძალაუფლების შესუსტება და მეორეს გაძლიერება.

სტატიაში წერია რომ ორგანიზატორებს უნდოდათ მონაწილეები დაეპატიმრებინათ რომ ამით არეულობა გამოეწვიათ. ბოლოს ნახსენებია რომ ეს პროტესტი გამოხატა "მუშათა კლასმა" რომელიც მხარს არ უჭერს საკუთარი ქვეყნის ძალების ახლო აღმოსავლეთში გადაყვანას. ერთი ბელგიას დაარტყან მუსულმანებმა როგორ აჭიკჭიკდება ეს "მუშათა კლასი" ძალიან მაინტერესებს.

ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს Socialistische Partij / Mouvement pour une Alternative Socialiste რომ ყავდეთ მხარდამჭერები უფრო სხვა შედეგებით დამთავრდებოდა ის 1000 კაციანი აქცია.

და კიდევ  ძალით ვინ შეათრიეს ნატოში ერთი?..
(მაგ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქეთ ეხვეწებოდნენ ოღონდ მიგვიღეთო)
[right][snapback]596642[/snapback][/right]

ივერ, შენ რომ გგონია იცი სრულიად არ შეესატყვისება სიმართლეს. შენთვის არავის უკითხავს დამოუკიდებლობის დღედ რომელი დღე მოგწონსო, არამედ რომელია წესით დამუკიდებლობის დღეო?
ახლა მოისმინე სწორი პასუხი:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 9 აპრილი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა.
დღევანდელ ე.წ. სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ წესებშიც ("კონსტიტუცია") იგივე დღეა გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ.
ასე, რომ სანამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყებ კამათს, როგორც საქართველოს მომავალია, ხანდახან საქართველოს წარსულს და აწმყოს უნდა გაეცნო სარწმუნო წყაროებიდან და არა მხოლოდ მიშას ზღაპრებიდან.

მსოფლიოს, ამ შემთხვევაში ბელგიელების "ნატოს" საწინააღმდეგო გამოსვლას რაც შეეხება, არ არის შენი მიდგომა მართებული ბელგიური საზოგადოების დაყოფისა სოფლელებად და ქალაქელებად, სოციალისტებად და კაპიტალისტებად, ქალებად და კაცებად, ბავშვებად და მოზრდილებად, ეს ეშმაკისეული დაყოფები მსოფლიო რვაფეხის მოგონილი ხელოვნური დაპირისპირებებია.
აქ მთავარია რომ ბელგიური საზოგადება მთლიანად წინააღმდეგია "ნატოს" და სხვა სახის მასონური სადამსჯელო ორგანოების გავრცელებისა მსოფლიოში.
შემდეგ წერილებში მოგაწვდით სხვა ქვეყნების "ნატოს" საწინააღმდეგო გამოსვლებს.
მაგალითისათვის საბერძნეთის მოსახლეობის 94% წინააღმდეგი იყო საბერძნეთის "ნატოს" ნატოში შეთრევისა. იმედია მოსახლეობის 94% რომელიმე ჯგუფს არ მიაკუთვნებთ.
Alicia
QUOTE(neitrali @ 11.03.2007, 20:23)
ჯიპას (საქ.საზ.საქმეთა ინსტიტუტი) რექტორი ლევან ცუცქირიძე ძალიან საინტერესო მოსაზრებებს წერს საქართველოს ნეიტრალიტეტის არარეალურობაზე...
rolleyes.gif

http://www.apsny.ge/maintheme/1173214529.php
[right][snapback]594986[/snapback][/right]

საინტერესო სტატიაა ... ძლივს, რაღაც არ წავიკითხე ამ თემის გარშემო ქართველი ექსპერტი დაწერილი... biggrin.gif
მაგრამ... cool.gif მაგრამ... cool.gif

კი, კარგად ასაბუთებს და მაგალითებიც მოყავს - რა უარყოფითი მხარეები აქვს სრულ ნეიტრალიტეტს...
მაგრამ, გვერდს უვლის და არ მოჰყავს სხვა ისტორიული მაგალითებიც - რა ემართებათ ხოლმე, ზოგჯერ, იმ ქვეყნებს, რომლებიც ზედმეტად დამოკიდებულს გახდიან, თავის თავს, მხოლოდ ერთ ძალაზე... და ასეთი მაგალითებიც, ხომ, არსებობს...
"დამოკიდებულების ხარისხსაც" ხომ გააჩნია? cool.gif

საქართველოს შემთხვევაში, სრული ნეიტრალიტეტი - გავიგეთ უტოპიაა (ერთი უკიდურესობაა) ...
მაგრამ, ამის სანაცვლოდ, ფაქტიურად დაუფიქრებლად გვთავაზობს, ყველაფერი მივიღოთ, რასაც ამერიკა "უფასოდ" გვაძლევს... ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ ვარდებით ამით?

გვერდს უვლის კონფლიქტების თემასაც... რის გამოც, უფრო ადვილად ასაბუთებს თავის პოზიციას...
მაგრამ, საინტერესოა, როგორ დაასაბუთებდა თავის პოზიციას, ამ თემაზე უფრო კონკრეტულად რომ ელაპარაკა...

კონფლიქტების მოგვარებასაც "უფასოდ" გვთავაზობს ამერიკა? cool.gif
როგორ წარმოუდგენია ნაბიჯ-ნაბიჯ მას ეს გზა ?
ან არსებობს, რაიმე კონკრეტული სტრატეგია ნატოს მხრიდან შემოთავაზებული?
(ისე, ამ პროფესორის აზრს, ნამდვილად მოვისმენდი სიამოვნებით, უფრო კონკრეტულად, ამ სტრატეგიის გარშემო, თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ - სადმე თუ ისევ გადააწყდით მის სტატიას, ეგებ აქაც დადოთ, pls...)

aliko
QUOTE(dachi91 @ 13.03.2007, 7:09)
სააკაშვილის უჯიშო ხელისუფლების სურვილი:
ვეყრდნობით საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართველი ხალხის არაერთგზის გამოხატულ ურყევ ნებას, იცხოვროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის წევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ერთხმად მიღებულ დადგენილებას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

            ვინც თავის მიმართვას ზემოთ მოყვანილი წინადადებით იწყებს, არა თუ ხელისუფლებაში, მათი ადგილი საქართველოშიც არ უნდა იყოს.
        ეს არის უზნეობის და სიცრუის უზადო ნიმუში:
    როდის გამოხატა ქართველმა ერმა თავისი ნება "ნატოსთან" დაკავშირებით?
      როდის იყო ქართველი ერისათვის მტრების მიერ თავსმოხვეული ე.წ. "დემოკრატიული" ღირებულებები დასაყრდენი და ცხოვრებაში გასატარებელი?
  თურმე ნუ იტყვით ქართველმა ერმა ქართულ ღირებულებებზე უარი ვთქვით და შევისისხლხორცეთ ე.წ. "დემოკრატიული" ანუ მამათმავლობა, აღვირახსნილობა, სოდომ-გომორული ცხოვრების წესი.
[right][snapback]596046[/snapback][/right]
შენ ერეკლე ხარ თუ ერეკლეა დაჩი lool.gif
aliko
QUOTE(neitrali @ 14.03.2007, 1:04)
lool.gif
ეგ ბელგიური პარტია შალიკო ნათელაშვილის ამხანაგი მუშები არიან, არაფერი შეგეშალოს!  mad.gif
lool.gif

P.S. მაინტერესებს საქართველოს ნეიტრალიტეტის არაეალურობაზე რომ დავპოსტე სტატიები იმაზე რას იტყვიან ბელგიის პროლეტარიატის გულშემატკივარნი?  rolleyes.gif
[right][snapback]596720[/snapback][/right]

შალიკომ იმდენი ყიდა თავის პარტიის ყალბი მოწმობები ბელგიაში წამსმლელებზე ასაღა მაშინ იშოვა ფული მაგ შჩვენებულმა, რომ გასაკვირი არაა ახლა ბელგიურ მუშურ-გლეხურ პარტიასაც ჩაუდგეს სათავეში lool.gif
supreme
QUOTE(aliko @ 14.03.2007, 23:59)
შალიკომ  იმდენი  ყიდა  თავის  პარტიის  ყალბი  მოწმობები  ბელგიაში  წამსმლელებზე  ასაღა  მაშინ  იშოვა  ფული  მაგ  შჩვენებულმა, რომ  გასაკვირი  არაა ახლა  ბელგიურ  მუშურ-გლეხურ  პარტიასაც  ჩაუდგეს  სათავეში  lool.gif
[right][snapback]597693[/snapback][/right]

აუ ხო... შენ საიდან იცი მაი ამბავი?? biggrin2.gif ყალბ მოწმობებს მაში ლეიბორისტი ჟვანია აკეთებდა.. ახლა მგონი ნაცებშია... ბიზაჩემი ახლა მაგ სიყალბის წყალობით არის ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით და და დაჯე ოჯახიც წაიყვანა...
bastera
QUOTE(Alicia @ 14.03.2007, 21:22)
საინტერესო სტატიაა ... ძლივს, რაღაც არ წავიკითხე ამ თემის გარშემო ქართველი ექსპერტი დაწერილი...  biggrin.gif
მაგრამ...  cool.gif  მაგრამ...  cool.gif

კი, კარგად ასაბუთებს და მაგალითებიც მოყავს - რა უარყოფითი მხარეები აქვს სრულ ნეიტრალიტეტს...
მაგრამ,  გვერდს უვლის და არ მოჰყავს სხვა ისტორიული მაგალითებიც -  რა ემართებათ ხოლმე, ზოგჯერ, იმ ქვეყნებს, რომლებიც ზედმეტად დამოკიდებულს გახდიან, თავის თავს, მხოლოდ ერთ ძალაზე... და ასეთი მაგალითებიც, ხომ, არსებობს...
"დამოკიდებულების ხარისხსაც" ხომ გააჩნია?  cool.gif

საქართველოს შემთხვევაში, სრული ნეიტრალიტეტი - გავიგეთ უტოპიაა (ერთი უკიდურესობაა) ...
მაგრამ, ამის სანაცვლოდ, ფაქტიურად დაუფიქრებლად გვთავაზობს, ყველაფერი მივიღოთ, რასაც ამერიკა "უფასოდ" გვაძლევს... ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ ვარდებით ამით?

გვერდს უვლის კონფლიქტების თემასაც... რის გამოც, უფრო ადვილად ასაბუთებს თავის პოზიციას...
მაგრამ, საინტერესოა, როგორ დაასაბუთებდა თავის პოზიციას, ამ თემაზე უფრო კონკრეტულად რომ ელაპარაკა...

კონფლიქტების მოგვარებასაც  "უფასოდ" გვთავაზობს ამერიკა?  cool.gif
როგორ წარმოუდგენია ნაბიჯ-ნაბიჯ მას ეს გზა ?
ან არსებობს, რაიმე კონკრეტული სტრატეგია ნატოს მხრიდან შემოთავაზებული?
(ისე, ამ პროფესორის აზრს, ნამდვილად მოვისმენდი სიამოვნებით, უფრო კონკრეტულად, ამ სტრატეგიის გარშემო, თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ - სადმე თუ ისევ გადააწყდით მის სტატიას, ეგებ აქაც დადოთ, pls...)
[right][snapback]597528[/snapback][/right]

არ გავხარ შენ ისეთ უტვინოს, რომ მაგალითებს ვერ ხედავდე. ოღონდ ეგაა, დანახვა უნდა გინდოდეს და წინასწარ ზომბირებული არ უნდა იყო. ისე შეგახსენებ თუ გინდა. მარტო იაპონია და გერმანია კმარა მგონი...
aliko
QUOTE(supreme @ 15.03.2007, 4:08)
აუ ხო... შენ საიდან იცი მაი ამბავი?? biggrin2.gif ყალბ მოწმობებს მაში ლეიბორისტი ჟვანია აკეთებდა.. ახლა მგონი ნაცებშია... ბიზაჩემი ახლა მაგ სიყალბის წყალობით არის ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით და და დაჯე ოჯახიც წაიყვანა...
[right][snapback]597835[/snapback][/right]

აუ მაგის მეტი რა ვიცი ქართველი გასტროლიორები სულ მაგეებით არ იყვნენ არჭურვილები lool.gif და ლტლვილთა კომისარიატის წინ რომ იჭრიდნენ ვენებს "აი ჩვენ საწყან ლეიბორისტებს როგორ გვდევნის შევარდნაძეო" lool.gif მაგარი ყალბის მქმნეი კაცია შალო ბადალი არ ჰყავს დმაგოგიაში ხომ იცი კომპარტიის სკოლა გავლილი თახსირია biggrin.gif
Laki
ჩემი ახლობლებიც წავიდნენ ევროპაში "დაჩაგრული პოლიტემიგრანტების" სტატუსით biggrin2.gif
aliko
QUOTE(Laki @ 15.03.2007, 16:13)
ჩემი ახლობლებიც წავიდნენ ევროპაში "დაჩაგრული პოლიტემიგრანტების" სტატუსით biggrin2.gif
[right][snapback]598088[/snapback][/right]

ხომ გეუბნები რამდენი ქართველიც ვნახე ბელგიაში ყველა ყალბი ლეიბორისტი აღმოცნდა ტუ გავითვალისწინებთ "სტავკას "100დოლარი ასეთ ფასში ყიდიდა შალიკო თავის ყალბ მოწმობებს ესეიგი დაახლოებით 10.000 ცალამდე აქვს სულ გასაღებული კაი ფული აქვს მარტო ამ აფიორით ნაშოვნი.
Magen_David
QUOTE(aliko @ 15.03.2007, 17:06)
ხომ  გეუბნები რამდენი  ქართველიც  ვნახე  ბელგიაში  ყველა  ყალბი  ლეიბორისტი  აღმოცნდა  ტუ  გავითვალისწინებთ "სტავკას "100დოლარი  ასეთ  ფასში  ყიდიდა  შალიკო  თავის  ყალბ მოწმობებს  ესეიგი  დაახლოებით 10.000 ცალამდე აქვს სულ  გასაღებული  კაი  ფული  აქვს  მარტო  ამ  აფიორით  ნაშოვნი.
[right][snapback]598151[/snapback][/right]

ლიმონია რაღა rolleyes.gif
Laki
ჩემები ძიძიგურს იცავდნენ 2003 წლის არჩევნებში rolleyes.gif
Alicia
QUOTE(bastera @ 15.03.2007, 5:41)
არ გავხარ შენ ისეთ უტვინოს, რომ მაგალითებს ვერ ხედავდე. ოღონდ ეგაა, დანახვა უნდა გინდოდეს და წინასწარ ზომბირებული არ უნდა იყო. ისე შეგახსენებ თუ გინდა. მარტო იაპონია და გერმანია კმარა მგონი...
[right][snapback]597904[/snapback][/right]

რას ამბობ... lool.gif ნეტა ზომბირებული ვიყო... biggrin.gif იცი, როგორ მინდა ხოლმე ზოგჯერ ... cool.gif

რა იაპონია / გერმანიაო?
რას გულისხმობ, მართლა ვერ ვხდები...

iver
QUOTE(Laki @ 15.03.2007, 17:13)
ჩემები ძიძიგურს  იცავდნენ  2003 წლის არჩევნებში  rolleyes.gif
[right][snapback]598169[/snapback][/right]

ჩემები შაშიაშვილს 2004-ში, მარა მაინც ქუთეიში არიან... biggrin.gif
(რა ბიზნესი ჩააგდო თემურიმ)
dachi91
"ნატოს" საწინააღმდეგო გამოსვლები მიუნხენში, გერმანია

NATO PROTEST IN GERMENY
Munic: Thousands protest against the NATO

user posted imageuser posted image
user posted imageuser posted image
Magen_David
მალე ალბათ თბილისშიც ვნახავთ ამის მაგვარ გამოსვლებს wink.gif
user posted image

biggrin2.gif
bastera
QUOTE(dachi91 @ 16.03.2007, 1:11)
"ნატოს" საწინააღმდეგო გამოსვლები მიუნხენში, გერმანია

NATO PROTEST IN GERMENY
Munic: Thousands protest against the NATO

user posted imageuser posted image
user posted imageuser posted image
[right][snapback]598466[/snapback][/right]

მერე რა გიკვირს, გარეკილების მეტი რაა იქაც, იგივე წარმატებით შეგიძლის სხვა დემონსტარციებიც აჩვენო ნუდისტების, პედოფილების და ასე შემდეგsmile.gif))
AMANDA!
ვინც ნატოს წინაღმდეგია საქართველოში ,
არის რუსის ინტერესის გამტარებელი.
ასეთია ქართველი ჰუგო ჩავესი - ნათელაშვილი.
ნატო არის გარანტია!!!!!
რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ,
ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია რომლის 100% წევრი უნდა გახდეს საქართველო. ვინც ამის წინაღმდეგია!!!!
ნუ იტყვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას პატივს ცემს mad.gif
ის არის რუსული შოვინისტური კოლინიზატორული ინტერესების გამტარებელი საქართველოში.
კმარა რუსოფილები !!!!
miade
QUOTE(AMANDA! @ 16.03.2007, 11:54)

[right][snapback]598773[/snapback][/right]

არა მხოლოდ რუსეთის აგენტები, ზოგი უბრალოდ იდიოტია biggrin.gif
AMANDA!
QUOTE(miade @ 16.03.2007, 8:11)
არა მხოლოდ რუსეთის აგენტები, ზოგი უბრალოდ იდიოტია biggrin.gif
[right][snapback]598783[/snapback][/right]

არც აგენტი შეიძლება იყოს და არც იდიოტი,
ასეთი ადამიანები საკუთარ იმტერესებს წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებთან შედარებით.
ისინი ვერ აცნობიერებენ,
რომ რუსეთი იქით პრობლემებშია და ყველას ჩათრევა უნდა იგივე პრობლემებში.
უცხოური ინვესტიცია გარბის რუსეთიდან,
პუტინი რუსეთს სსრკ ფესბეს დაქტურისკენ ქაჩავს.
ასეთი ქართველები,
არც ქვეყანაზე ფიქრობენ და არც მათ მომავალ თაობაზე,
ესენი სოსო ორჯონიკიძის ტიპის ხალხია.
ბედის ირონია!!!
სოსო ორჯონიკიძემ დარიგა საქართველო და ვისაც დაურიგა,
იმის ხელითვე მოკვდა.
დღეს კი ფურთხის ღირსიას mad.gif ქართველო სოჭს (სოჩი) რომ მისცემს რუსს,
ნაგავია და მეტი არაფერი.
Biazigaskda
QUOTE(AMANDA! @ 16.03.2007, 12:38)
არც აგენტი შეიძლება იყოს და არც იდიოტი,
ასეთი ადამიანები  საკუთარ იმტერესებს წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებთან შედარებით.
ისინი ვერ აცნობიერებენ,
რომ რუსეთი იქით პრობლემებშია და ყველას ჩათრევა უნდა იგივე პრობლემებში.
უცხოური ინვესტიცია გარბის რუსეთიდან, პუტინი რუსეთს სსრკ ფესბეს დაქტურისკენ ქაჩავს.
ასეთი ქართველები,
არც ქვეყანაზე ფიქრობენ და არც მათ მომავალ თაობაზე,
ესენი სოსო ორჯონიკიძის ტიპის ხალხია.
ბედის ირონია!!!
სოსო ორჯონიკიძემ დარიგა საქართველო და ვისაც დაურიგა,
იმის ხელითვე მოკვდა.
დღეს კი ფურთხის ღირსიას mad.gif  ქართველო სოჭს (სოჩი) რომ მისცემს რუსს,
ნაგავია და მეტი არაფერი.
[right][snapback]598808[/snapback][/right]

biggrin.gif მტყუნის?
მთელი მსფოლიოს ბიზნესი მოსკოვში ჩადის ფულის გასაკეთებლად.
რუსეთიდან გარბი ინვესტიცია და საქართველოში შემორბიხო? lool.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.