დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: რატომ მოჰყავთ მამაკაცებს სოფლელი მახინჯი ქალები ცოლად?
Rustavi 2 Forums > ზოგადი > ამური(16+) > ვენერა & მარსი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
kissie
მოკლედ, გამწარებულ გულზე ეს ტოპიკი გავხსენი ახლა. საქმე აი, რაშია: ზემოთ დასმული კითხვა ძლიერ და ძლიერ მაინტერესებს, იქნებ "აქოურმა" ჯეელებმა მაინც გამცენ ადამიანური პასუხი...
ჟურნალში, სადაც მისი უდიდებულესობა მე ვმუშაობ და ვწერ, 2 პრაქტიკანტი გოგო მოვიდა, სიღნაღიდან სულ ახალი ჩამოსულები. ერთს ასე თუ ისე არაუშავს, მეორე კი ზუსტად ისეთია, რომ გაივლის და - ნილოსი დაშრაო, რომ მიაძახებდნენ ერთ დროს - დაბალი, მსუქანი, აბიბინებული ულვაშებით, გემრიელი კახური იერით, სიღნაღური კილოთი და ამავე სტილის ჩაცმულობით. ხასიათი კი ამ ერთი თვის მანძილზე, რაც გამოავლინა, არც მთლად ანგელოზურია..ჰოდა ამ ნინოს (სახელის და წარმოშობის დაწერა სრულიადაც არ მერიდება, კომპიუტერი მისთვის უცხო ხილია, ის კიარადა მეტროში ჩასვლის ჭირივით ეშინია) ამ ბოლო დროს ყოველ ნახევარ საათში ურეკავს ბიჭი, მიესიყვარულება გემრიელად და ასე გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. კითხვაზე, ვინ არისთქო, ჩემი საქმროაო, მითხრა და გაიბადრა. გულში ვიფიქრე, ეეჰ, გენა, შენ რომ ვინმე ცოლად წაგიყვაანს...
მერე ისე მოხდა რომ ამ ვაჟბატონმა რედაქციასთან მოაკითხა, იმ დროს გავდიოდი ინტერვიუზე და კართან შევხვდით ერთმანეთს. თუ გული არ გადამიტრიალდებოდა, არ მეგონა. პლეხანოველი ბიჭი, ულამაზესი, ქერა, მაღალი, საკუთარი ბიზნესი აქვს პატარა - ვულკანიზაციების ქსელი ქალაქში, მამამისიც საკმაო თანამდებობაზე კოტრიალობს.. მე და ეს ყმაწვილი ერთ დროს წარმატებით ვუჟუჟუნებდით ერთმანეთს თვალებს, მაგრამ ამის იქით საქმე არც წასულა, ჩემი დიდი გაკვირვების მიუხედავად, იმიტომ რომ უბნის ჭორიკნების ნალაპარაკევით, ფრიად და ფრიად მოვწონდი როგორც მას, ისე მთელ მის საგვარეულოს. მერე ეს ამბავი მოკვდა და კაი ხანი აღარც გამხსენებია მისი არსებობა. ჰოდა სწორედ ეს ბიჭი დააბა სიღნაღიდან ერთი თვის უკან ჩამოსულმა ნინომ! ეჰ რა მეგონა რომ ჩემ მერე კაცი მასეთ ქალს შეხედავდა საერთოდ.. მე ჩემო ბატონო, მაყარში მივდივარ იქით კვირაში სხვათაშორის, ქორწილია უკვე! კი არ მშურს და რამე, იყოს და გაიხაროს თუ გაიხარებს, მაგრამ ნერვებზე ვიშლები რა, სად უკაცრავად და უკანალში აქვთ თვალები ამ კაცებს ა? რატომ მოჰყავთ კაცებს სოფლელი შეუხედავი გოგოები ცოლად, ან მერე არ რცხვენიათ მისი გამოჩენა და თქმა - ეს ჩემი კრახი ცოლიაო? რა პრინციპით ხელმძღვანელობენ ა?
გამეცით ვინმემ პასუხი :sad:


[ This Message was edited by: kissie on `2003-07`-24 21:44 ]
kissie
.
Anonymous
kissie
შენ რა გითხარი, ეს რა თემა წამოგიჭრია :smile:
არადა, ფაქტია, რომ მასე ხდება.
მე მაქვს ჩემი მოსაზრებები მაგ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დაველოდები ჩვენი ჯეელების პასუხს :smile: საინტერესოა, რას იტყვიან :smile:
Mlle Qartveli
:smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile:

როდისმე აუცილებლად გაახელს ჩემო კისსიკო თვალებს...დამიჯერე....
და თუ არ გაახელს .....ე.ი. სხვა რაღაცაშია საქმე.... და ეს კი უკვე სხვა თემაა :smile:

ისე ამ ტოპიკისთვის "ფართოდ დახუჭული თვალები"ხომ არ დაგვერქმია?!

[ This Message was edited by: Mlle Qartveli on `2003-07`-24 22:38 ]
Hypnosis
გამარჯობათ,


ჩვენს მანდილოსნებს მინდა მივმართო ამ ტოპიკში წამოჭრილი საკითხის გამო. ჩემი მეგობრული თხოვნა
იქნება ნუ აფასებთ ადამიანს მისი სოფლური/ქალაქური
წარმოშობით! კარგი ადამიანი ანუ რასაც თქვენ ე.წ. "ქალაქელები" ეძახით , სოფელშიც შეიძლება
მოიძებნოს. ხოლო რაც შეეხება სიმახინჯეს,როგორც
რუსები იტყვიან : ეტო კაკ ბოგ კომუ დალ...:smile: ასე რომ
ჩემო კისსი სადაც არი ბედი შენიო...:smile: კარგად მოგეხსენება.
მეორე ის მინდა გითხრათ ,რომ ამ ტოპიკში უფრო თბილისელობის სინდრომი შეიმჩნევა, ანუ თუ თბილისელი ხარ ხომ კარგი თუ არადა კაცად არ გთვლიან.
მე რომ სოხუმელი ვარ რა ვიზე ნაკლები ვარ?! და იმ კაცმა მახინჯი ცოლი მოიყვანა დედოფლისწყაროდან თუ ჩხოროწყუდან ეგ თქვენი გასარჩევი არ უნდა გახდეს.შენ ხომ არ მოგყავს არა? :smile: მომიტევეთ თუ რამე ზედმეტი ვთქვი.

პატივისცემით,


დათვი :smile:
Anonymous
Hypnosis,
შენ მგონი კარგად ვერ გაიგე რაზეა აქ ლაპარაკი :smile:
და სიტყვას ბანზე ნუ აგდებ. გვიპასუხე თუ შეგიძლია "რატომ ურჩევნიათ კარგ ბიჭებს ცოლად მოიყვანონ ის, ვინც არანაირად არ შეეფერებათ"
ველოდებით ძლიერი სქესის სხვა წარმომადგენლების ნააზრევს ამ საკითხთან დაკავშირებით
:wink:
KUMEO
კისიე! მე დაახლოებით ისეთი ბიჭი ვარ შენ რომ აღწერე ოღონდ უვულკანიზაციებოდ ჰო და მეც გავბრიყვდი და ახლა ცოლად მყავს ქათმისტვინა კონჩენტინა, კალაბრიის მიწასავით დაუმუშავებელი ტვინი რომ აქვს. უბრალოდ ფიგურა კარგი აქვს მაგრამ ხასიათი აქვს შტერული.
იმიტომ მოხდა ეს რომ მე უშუალო ვარ.
Anonymous
კისსი რატომ ასეთი გულის ტკივილით? :smile:
მოიყვანა ის ვინც აწყობდა და უყვარდა :smile:
ისე სილამაზეს, ქალაქელობას, არაფერი პლუსი არ აქვს. არ გინახავს ლამაზი ფუტლიარი? შიგნით რომ არაფერია?
2 დღის წინ ქალი გავიცანი: უშნო, უშნო ,ისეთი რომ გული გაგისკდებოდა. ზუგდიდელი, ისეთი მეგრული აქცენტი ქონდა სიცილს ვერ ვიკავებდი :smile:
შენ რომ მისი ქმარი გენახა გადაირეოდი: ლამაზი, შვედი, მაღალი ,კარგი ექიმი.
ქმარი მოგვიანებით მოვიდა.
იცი რა მოხდა ეს უშნო პრიმიტიული ქალი უცებ გახდა ალერსიანი, თბილი, ყურადღებიანი,
გენახა რაფერ ეფერებოდა იმ ქმარს, სულ მუხლებზე ეჯდა. დარწმუნებული ვარ ზუგდიდში რომ გათხოვილიყო მუხლებზე ქმარი არ დაიჯენდა საზოგადოებაში, ასე რომ ქიმიას და ურთიერთ ლტოლვას დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთიბაში.
მის ქმართან ის ქალი ძალიან ლამაზი გამოჩდა, ეს კაცი კი უბედნიერესია ამ ცოლის პატრონი ლამაზი შვილი გაუჩინა, მამიკოს კოპია და ისეთი ცოლი და დედაა ბევრ ულამაზეს ქალს ჯობია.

ასე რომ კისსი კაცს ჭკუა თავში არ აქვს, სხვა ადგილას აქვს კაცებს უყვართ ალერსიანი და ყურადღებიანი ქალები,თან უშნო და პრიმიტივ ცოლს დიდი პრეტენზიები არ აქვს.
ასე რომ მისი ცხობრება მისი გადასაწყვეტია :smile: შენ ნუ გამწარდები ეგ მატარებელი წავიდა და სხვა მოვა :smile:
შენ გული არ გაიტეხო მალე მოვა შენი პრინციც.

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა



[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-25 21:42 ]
Laki
:wink:))
კისსი.გენაცვა.სადღაც შეცდომას უშვებ და რატომღაც ვერავინ შეამჩნია."კრახს" რომ უწოდენ იმ "კახუნელას",რა იცი რომ კრახია ან გახდება კრახი?!
მე მოვწონდიო,იქნებ მართლა კი მოწონდი,მაგრამ იქნებ შენ შენი ინტელექტით და მაღალი სოც.მდებარეობით დააფრთხე კაცი.იქნებ ცოტა ქედმაღლურადაც უყურებდი და აგრძნობინებდი,შეხედე რა ბედნიერება გეღირსა,მე შენ ულებას გაძლევ "მეფლირტოვო".ან იქნებ იმ ყმაწვილს ცოტა შენი ალერსიც (კოცნა,ხელის გადახვევა და რაღაც ასეთი "სიყვარულის სისულეები")უნდოდა შენთან და შენ მას ნებას არ რთავდი.ან იქნებ ის აფიქრებინე,რომ ეს მე სულ "ზემოდან" ყოფნას მომთხოვსო,კაცებს კი "მრავალფეროვნება" მოგვწონს.ქალების მხრიდან ხანდახან გამოჩენილ ი ჩერჩეტობა კაცებს უფრო აღაგზნებს და აფიქრებინებს:აი ჩემი ბედი,რომელტანაც ცხოვრებაში გამიმართლებსო...:wink:))იმ "კახელუჩკამ" კი იქნებ იმის ნებაც დართო,რომ კაბისქვეშ ხელი შეეყო და დაერწმუნებინა რომ მართლა ქალია...:wink:)))
ისე,ასე თუ მოგწონდა ვერ "მოიტაცე"?wink.gif))
უფრო სერიოზულად კი იმას გეტყვი: რომ ბედია ყველაფერითქო!!!გათხოვება გინდა?"დაგეხმარები" თუკი მოისურვებ .და როგორ იცი:ვისაც სიყვარული ავუხსენი, ზოგი მოიტაცეს,ზოგს ძველი შეყვარებული გამოუჩნდა და მას გაყვა...ანუ,ვაბედნიერებ რა ქალებს და თუ გინდა არც შენ გეტყვი უარს!smile.gif))

პ.ს.საცოლე ყმაწვილი ვარ,თუკი ინებებ სურათი გამომიგზავნე და იქნებ კიდეც დავინტერესდეთ ერთმანეთით!smile.gif)))
Hypnosis
Aurelia--სიტყვას ბანზე არ ვაგდებsmile.gif ცოტათი გადავუხვიე ტოპიკს, ნუ ტაკ სებე სლეგკა :smile:)იმედია არ
გამებუტები :smile:)

რაც შეეხება უშნო ქალებს, მე ვფიქრობ რომ ისინი უფრო
მეტ ყურადღებას იჩენენ მამაკაცის მიმართ და ამით ხიბლავენ მათ :smile: ჩემი აზრით ,არ მამაკაცების უმეტესობა იმათ რიცხვს განეკუთვნება, ვისაც არ გაუმრათლათ ლამაზ ქალებთან "ურთიერთობებში"
ანუ ვერ მიიღეს ის სითბო, ალერსი, ერთგულება , სექსი და ა.შ. რაც ე.წ. უშნო ქალებმა მისცეს :smile:
ვოტ ტაკიე ვოტ პეროგი :smile:)

დროებით,


დათვი
Hardthof
"სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა (დოდი)" :smile:
goliath
ერთი ახლობელი მყავს და ქუჩაში ლამაზ ნორჩ გოგონებს რომ ხედავს ხოლმე, ბუზღუნებს - გნიეიუტ ზაჟივა ეტი სუკი. ე.წ. "უშნო" გოგონები სხვა ხერხებით ცდილობენ მოუჯოკრონ ე.წ. "ლამაზ" გოგონებს, და ხშირად წარმატებითაც. ეგეც შენი მიზეზი ჩემო კისსი !
Laki
ჰო მართალა:რამდენი ლამაზი გოგონა დარჩა გაუთხოვარი თავისი წუნიობით!რამდენი ხდება თავისივე ამბიციების მსხვერპლი,როცა ფიქრობენ:მე ისეთი კარგი ვარ,რომ "ამაზე" უკეთესი მეკუთვნისო და უბზუებენ ცხვირს თაყვანისმცემელს.ანდა ეფლირტავებიან და სერიოზულად რომ დადგება საკითხი,უკანმოუხედავად გარბიან...!!!ჰოდა რაღა რჩებათ მამაკაცებს :ისევ "იძულებულები" ხდებიან, ნაკლები შესახედავი,მაგრამ შინაგანად დამთმობნი და შესაბამისად მომხიბვლელ გოგონებზე იქორწინონ.და ასველებენ მერე ბალიშს ე.წ."ლამაზმანები"!...ანდაც რამდენს ასაკი "დასწევიათ" და იმის შიშით შინაბერა არ დავრჩეო მერე,იმის "ნახევარს" წაყოლიან,ვისაც ბედი სთავაზობდა...KIსსები,ვითომ არაო,მაგრამ შენს გულში მინც ტრიალებს ბოღმა.ეგ ნაწერიდან ჩანს,და კიდევ ,იქნებ არც ისეთი "ნიანგია"ის "კახეკლოჩაკა" შენ რომ აღწერე,იქნებ შურმა დაგაბრმავა და იმას ვერ ხედავ,რასაც ის ბიჭი ჩასწვდა ...
ისე,მეცა მაქვს,საპრეტენზიო "ლამაზმანებთან" მაგრამ ახლა აქ წუწუნს ვერ დავიწყებ...:wink:)

პ.ს.ნათქვამი რომაა "წყალზე ჩაიყვანა და წყურვილი არ მოუკლაო". ნუ იზამთ მასე "ლამაზმანებო",თორემ გამოჩნდება ვინმე თქვენზე მეტი ალღოიანი.და დიდი კოკით მიურბენინებს წყალს მწყურვალს და თავსაც შეაყვარებს.და დაემგვანება თქვენი თვალები იმ წყაროს,საიდანაც წყალი გადმოსჩქებს მაგრამ გემოა მისი მწარე...და ბალიშის მეტი ვერავინ დაინახავს,თუ მთლად ისტერიჩკა არაა ახლა!!! :wink:))
ვოტ ტაკ!!!

[ This Message was edited by: Laki on `2003-07`-25 18:15 ]
Anonymous
უი, ეს რა გავიგე :smile:
რატომ იტყუებით ბიჭებო? ყურადღება მოგვწონს და გვიზიდავსო :smile: გამეცინა რაა. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევ, მით უფრო ინტერესდებიან შენით. წყალი კოკით მიურბენინო კი არა, მართლა წყაროზე უნდა ჩაგიყვანოთ კაცმა(უფრო სწორად -ქალმა) და წყალი არ დაგალევინოთ. კოკით რომ გირბენინოთ წყალი, იმას კი არ იფიქრებთ, უიმე, რა კარგი გოგოა. არამედ იფიქრებთ, ეს რა მაგარი ვარ მეო !
ამიტომ, გოგოებო, წყალი კი არ უნდა ვასვათ, ის კოკა თავზე უნდა დავაცალოთ :smile:
ისე კი, არამგონია კისის "თავისთვის სდომებოდა" ის ბიჭი :smile: მასე რომ ყოფილიყო, ერთი-ორი გაძლიერებული მუშაობა მაგ მიმართულებით და კაცის მოჩანგვლას რა უნდა?! :smile: არაფერი! თანაც კისისნაირი გოგოსთვის.
საქმე სხვა რამეშია: ძაალიან ხშირად ხდება, რომ ბიჭებს ის არ მოყავთ ცოლად, რომელიც შეეფერებათ (ან უყვართ), არამედ, საიდანღაც გამოჩხრიკავენ იმ კრახისნაირს და მიარბენინებენ სახლში.
რატომ? ახსენით.
რატომ აბმევინებთ თავს უშნო გოგოს? ლამაზი გოგონების გეშინიათ?
:grin:
Mixo
ლამაზი ქალი ცოდოა, ეგეც ღმერთის მოგონილია მე მგონი, ღმერთი სამართლიანია. ზოგს სილამაზეს აძლევს, ზოგს კი კარგ ხასიათს. რაც უფრო ლამაზები ხართ მით უფრო ცხვირი გაქვთ აწეული, "შენ თუ ჩემს ჭკუაზე არ იარე, რაა პრობლემა, ეხლავე სხვას ვიპოვი" ესაა, ესე იყო, ესე არის და მუდამ ასე იქნება. კაცნი კი ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ ამების დონისანი ვართ. იმასთან გვინდა ყოფნა, ვისთანაც "კაცად" ვგრძნობთ თავს, არაა აქვს მისი მკერდის სიდიდეს და ფეხების სიგრძეს, ინტელექტს მნიშვნელობა. ინტელექტი სხვაა, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ბევრი ინტელექტუალი ქალი (იმიტომ რომ იცის მისი ინტელექტის ამბავი) ისე გექცევა რომ მადლობა უნდა უთხრა თუ მაგას გაუყადრე თავი. ჩვენ კი იცი რა, უბრალოდ გვიდა რომ ვიყოთ "კაცები" და ქალმა რომ გვაგრძნობინოს რომ ვართ "კაცები". ესაა და ეს. ძალიან მარტივი და "იასნია" მე მგონი. მე თუ ქალთან ვარ, მინდა რომ იგრძნოს რომ "ქალია" და რატომ არ შეუძლიათ ძალიან "თბილისელ ქალებს" იგივეს გაკეთება კაცის მიმართ?.

რაც შეეხება "არათბილისელობას" ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ასე რომ ჩვენი წარუმატებლობის თავი და თავი ისევ და ისევ ჩვენს თავში ვეძებოთ ეგრე აჯობებს.

თქვენი თბილისელი მიხო.

P.ს. ისე ქალს თუ გულიანად სიცილი შეუძლია იმას არა სჯობს რამე.





[ This Message was edited by: Mixo on `2003-07`-26 04:29 ]
Mixo
ისე "არალამაზი" ქალი არ არსებობს, ქალი ღვინოსავითაა, მათრობელაა ორთავე. ღვინო ორნაირი ვიცი მე კარგი და ძალიან კარგი.



[ This Message was edited by: Mixo on `2003-07`-26 03:45 ]
kissie
ეჰჰ მე რომ ეგ ბიჭი ჩემთვის მდომებოდა, უფრო აქტიურად ვიმოქმედებდი :razz: და მე მასეთი ინტერესები ჯერ არ მაქვს, ვოტ. თბილისელობის სინდრომს რას ეძახით? მე სულაც არ ვმალავ იმას, რომ მაღიზიანებს პროვინციალიზმი. იცი, სოფლელი სოფელშია კარგი, ქალაქში რომ ჩამოვა და ყავას დალევს, მერე ქალაქელობაზე რომ აქვს პრეტენზიები, ეს გამაღიზიანებელია. ასევე ცუდად მხვდება ყურში კილო, რომელიც თბილისში უკვე ყველა კუთხეში ისმის...
რაც შეეხება მამაკაცთა მიერ ცხოვრების თანამგზავრებად სრული მახინჯების შერთვას, მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ეს არის გოიმობა, ეს არის ქართველი მამაკაცების კომპლექსი, ლამაზი ცოლის ყოლის კომპლექსი.. ჩემმა რედაქტორმა მითხრა ამასწინათ, ჩემი მსჯელობის მოსმენის შემდეგ - დოდი, შენ იმდენად ჭკვიანი და ამავე დროს ლამაზი ხარ, რომ ძალიან გაგიჭირდება ქართველ მამაკაცთა გვერდით ყოფნა, ამიტომ გულწრფელად გირჩევ ხანდახან თავი მოისულელოო. ჰოდა არის მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალი..
კიდევ ერთი მომენტი - არავინ თქვას, რომ გარეგნულ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, და პირიქით, იმიტომ რომ უშნო ადამიანს ყოველთვის აქვს შურის და ბოღმის მომენტი.
თავისზე ფიზიკურად და ინტელექტუალურად ბევრად ნაკლები ცოლის მოყვანა ხომ დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ კონტრშეკითხვა - თუ ასეთი ცოლები ყველანაირად აკმაყოფილებენ ამ მამაკაცებს, აბა საყვარლებად ლამაზი ქალები რაღატომ უზით?
მოკლედ, დიდ განსჯებში ვარ.. :razz:
Hardthof
პროვინციალიზმი არაა დამოკიდებული საცხოვრებელი ადგილის მდებარეობაზე. სულით პროვინციელი თბილისელი (რაც არც თუ ისე იშვიათობაა) უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე ქალაქელობადაბრალებული სოფლელი. რას უწოდებთ პროვინციალიზმს? არათბილისური აქცენტით ლაპარაკს? და რას უწოდებთ ქალაქელობას? ყავის დალევა რომ უცხო ხილი არ არის? თვითონ თბილისშიც კი ვაკელისთვის გლდანელიც პროვინციელია და ისნელიც. ისნელისთვის კი ვარკეთილელია პროვინციელი. რა უბედურებაა ეს ამიხსენით, გთხოვთ! გაცნობისას პირველივე შეკითხვაა: "რა უბნელი ხარ?" :???: გამაღიზიანებელია პროვინციალიზმი არა? ისიც გამაღიზიანებელია თბილისსაც რომ ქალაქი ჰქვია და ქუთაისსაც (სადაც სოფლური კილოთი ლაპარაკობენ) ან ბათუმსაც. მაგაზე გამაღიზიანებელი ისაა პარიზსაც რომ ქალაქი ჰქვია და თბილისსაც. წადით ცოტა ხნით იცხოვრეთ ნამდვილად ქალაქი რასაც ჰქვია იქ და გაიგებთ მერე რაა პროვინციალიზმი და რაა "სვეტობა".
დიდი ბოდიში, ყველა თბილისელზე არ მაქვს ლაპარაკი მაგრამ ძალიან ბევრს ჩემზე მეტი ჰგონია თავი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ის ვაკეში ან ფიქრის გორაზე ცხოვრობს და მე კი სამგორში :smile:



და კიდევ, კისსის :razz: : "ლამაზი ცოლის ყოლის კომპლექსი" რას ნიშნავს? (ჩემს ქორწილში რომ ხარ დაპატიჯებული არ დაგავიწყდეს :wink: )

[ This Message was edited by: Hardthof on `2003-07`-26 21:09 ]
Anonymous
კისსი
19 საუკუნეში თბილისში პროცენტულად უფრო მეტი რუსი და სომეხი ცხოვრობდა ვიდრე ქართველი ნუ გავიწყდება რომ რუსეთის გუბერნია იყო.
თბილისი გაქართველდა რევოლუცის და 2 მსოფლიო ომის მერე
ისე გაიკითხე და ნახავ თითქმის ყველა თბილისელის 3 თაობით უკან რომელიმე სოფლიდან არის ჩამოსული.
ყავას ბათუმში უფრო მეტს სვავენ :smile: ვიდრე ვაკეში და ვერაზე, ხოლო თუ პროვინციული აქცენტი ხშირად გესმის ეგ თბილისის მთავრობის დანაშაულია.
მე ჩემი სოხუმელი დაქალი ბევრ თბილისელს მირჩევნია.
დაუბრუნეთ ხალხს აფხაზეთი,სამაჩაბლო, დასაქმეთ პროვინცია და არავის აქცენტს არ გაიგონებთ.
პარიზსაც აქვს თავისი აქცენტი, მაგრამ არცერთი პარიზელისგან არ გამიგია პროვანსის ან ავინიონიდან ჩამოსულზე ეთქვას რა უნდა პარიზშიო :smile:

ბევრ კარგ ბიჭს ყავს ლამაზი ცოლი.
იქნებ იმ ბიჭმა ის სილამაზე დაინახა კახელ გოგოში რაც შენ არ გაქვს? რა იცი, გემოვნებზე არ კამათობენ.
ნუ დაიდარდებ.
კისსი, სვანეთის უბნელები ვაკელებს გოიმები რომ გონიათ რა ვუყოთ? :smile: ეს ხუმრობით
აგერ ჩემს კედლის მეზობელს ვაკეში, თიკა ფაცაცია ყავს ცოლად და დათო სულ არ არის სუპერ მენი :smile:
თუ ლამაზი გოგო ხარ და ლამაზი სული გაქვს, მოეშვი იმ ახალი ოჯახის ხსენებას და უსურვე ბედნიერება, სიმრავლე, თვალი არ ეცეთ გოგო!!! თაფლობის თვე შეარგე :smile:
მითუმეტეს რომ ქორწილში დაგპატიჟეს :smile:

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა







[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-27 00:21 ]
Hardthof
http://www.radio105.wanex.net/Audio_Arts/q...laqi_sofeli.mp3


ეს კიდევ პროვინციელ გოიმებს:

http://www.radio105.wanex.net/Audio_Arts/S...me_ra_donea.mp3




[ This Message was edited by: Hardthof on `2003-07`-26 22:07 ]
Laki
კისსები.გენაცვა!ყავა არ მიყვარს!!!თუმცა სტუმრად ყოფნისას როცა მთავაზობენ იმდენი ზრდილობა კი გამაჩნია,რომ მასპინძელს ფინჯანზე ხელი არ ავუკრა! (ქუთEისელი ვააარ)!! :wink:))არც პროვინციული კილო გამაჩნია არც ლამაზი ცოლის "მეშინია",არა ვარ მთლა კვაზიმოდო.ინტელექტუალობა პირად საუბარში გამოჩნდება.ლამაზი ცოლი კიდევ ჩემი ოცნებაა (სულით და ხორცით)!!!! და მიუხედავად ყოველივე (ჩემის მხრიდან)ასეთი დადებითი თვისებებისა,შენ მაინც იგნორირება გაუკეთე ჩემს წინადადებას (ანუ თხოვნას) და მიუკადრისე, და ამავე დროს წუწუნებ:არა ვარ წუნიაო..აბა რას გავს ყოველივე ეს...?!:")))აი რატომ რჩება ლამაზი ქალი გაუთხოვარი (უქმროდ)....:wink:))

ასეთის თქმა თუ მომიწევდა ოდისმე,არ მეგონა ხალხო,მგონი შეყვარებული ვააარ.ოღონდ არ ვიცი ვისზედ..!wink.gif))
kissie
უიჰ ლაკი შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, როგორ გამომრჩი :razz: წამოი ერთი პრივატში :razz:
kissie
ჩემზე ხარ შეყვარებული, ჩემზე :roll:
GRM
საქართველო ქვეყანა აღარ არის თავის სოფლებით, ქალაქებით და პროვინციებით?
საეჭვო პოზიციაა. საეჭვო კი არა, მავნე. ინდივიდუმზე მისი პირადი თვისებებით იმსჯელეთ თუ შეიძლება. ყველა კარგ, ღირსეულ ქართველს შემოვევლე თავის ადგილ-მამულში.

ამას ასე ვთქვათ, 100%იანი თბილისელი გეუბნებით. 101%იანი.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვერ ვიტან საკუთარი ხალხის დაყოფას კუთხური ნიშნით. ამ თემის საერთოდ განხილვა სამარცხვინოდ და მიუღებლად მიმაჩნია. განსაკუთრებით ამ რაკურსით. ასე არე არის kissie, ჰა?! რაო, ამაზრზენი და დებილი თბილისელები არ გეგულებათ თუ როგორაა მაგი საქმე?

შეჩერდით და დაფიქრდით რას ლაპარაკობთ. მანდ არ მომიყვანოთ. აიტ!


[ This Message was edited by: GRM on `2003-07`-27 09:43 ]
Anonymous
ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია, თუ სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო!!!
dearwitch
იცით, რა აი, ეს თქვენი ნაწერი წავიკითხე, ადამიანის გარეგნულ და შინაგან სილამაზეზე და ერთი რაღაც მინდა გითხრათ. მე პირადად ძალიანაც მსიამოვნებს, როცა სილამაზეს ვუყურებ....
საქმე სხვა რამეშია. მე მყავს მეგობარი, ულამაზესი გოგო, რომელზეც მართლა "ეცემიან" და ამ გოგომ ცოლაბაზე უარი უთხრა მასზე შეყვარებულ საშუალო გარეგნობის ბიჭს(დღევანდელ საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანს) და ცოლად გაჰყვა ერთ ულამაზეს ბიჭს, დააჩინეს ულამეზესი შვილი...........და აღმოჩნდა რომ ამ ბიჭის ულამაზეს სხეულში უსაშინლესი სული იმალებოდა.
დღეს ეს ულამაზესი გოგო წლინახევრის შვილს მარტო ზრდის. აჰა!
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-07`-26 21:05, Hardthof wrote:
პროვინციალიზმი არაა დამოკიდებული საცხოვრებელი ადგილის მდებარეობაზე. სულით პროვინციელი თბილისელი (რაც არც თუ ისე იშვიათობაა) უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე ქალაქელობადაბრალებული სოფლელი. რას უწოდებთ პროვინციალიზმს? არათბილისური აქცენტით ლაპარაკს? და რას უწოდებთ ქალაქელობას? ყავის დალევა რომ უცხო ხილი არ არის? თვითონ თბილისშიც კი ვაკელისთვის გლდანელიც პროვინციელია და ისნელიც. ისნელისთვის კი ვარკეთილელია პროვინციელი. რა უბედურებაა ეს ამიხსენით, გთხოვთ! გაცნობისას პირველივე შეკითხვაა: "რა უბნელი ხარ?"  :???:  გამაღიზიანებელია პროვინციალიზმი არა? ისიც გამაღიზიანებელია თბილისსაც რომ ქალაქი ჰქვია და ქუთაისსაც (სადაც სოფლური კილოთი ლაპარაკობენ) ან ბათუმსაც. მაგაზე გამაღიზიანებელი ისაა პარიზსაც რომ ქალაქი ჰქვია და თბილისსაც. წადით ცოტა ხნით იცხოვრეთ ნამდვილად ქალაქი რასაც ჰქვია იქ და გაიგებთ მერე რაა პროვინციალიზმი და რაა "სვეტობა".  
დიდი ბოდიში, ყველა თბილისელზე არ მაქვს ლაპარაკი მაგრამ ძალიან ბევრს ჩემზე მეტი ჰგონია თავი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ის ვაკეში ან ფიქრის გორაზე ცხოვრობს და მე კი სამგორში :smile:




[ This Message was edited by: Hardthof on `2003-07`-26 21:09 ]



აბსოლუტურად გეთანხმები!!!!!!!!!

მაგრამ ასეთი დამოკიდებულება პროვინციალების მიმართ მარტო თბილისური მოვლენა არ არის ...
ზუსტად ასევე უყურებენ მაგალითად, პარიზელები არაპარიზელებს!
ისე კი მინდა დავამატო, რომ ჩემი მეგობრის თანასოფლელი, უბრალო გლეხი ავთანდილა, ბევრად უფრო "კარგი ტიპი " იყო, ვიდრე ერთი ჩემი მეზობელი,ძირძველი ქალაქელი...

მაგრამ ისიც უნდა დავამატოთ, რომ პროვინციიდან ჩამოსული ხალხის უმრავლესობას , თავად აქვთ დიდი კომპლექსი! აქაო და პროვინციალობა არ დამწამონო, მაქსიმალურად ცდილობენ მოახდინონ თავიანთი ქალაქელობის დემონსტრირება (გოგონები მომენტალურად იწყებენ სიგარეტის წევას და გამომწვევად ჩაცმას, ბიჭები კი კი რაღაც გაურკვეველი ტონით საუბარს და სხვადასხვა ხერხებით, "მაგარი ბიჭობის" დემონსტრირებას!)
ამას ისინი ძალიან არაბუნებრივად აკეთებენ, რადგან ეს არ ზის მათ ხასიათში, და პირიქით უფრო თვალშისაცემი ხდება მათი არაბუნებრივი ქცევა.
ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა , ყველგან უნდა შეინარჩუნო შენი მეობა და ინდივიდუალიზმი, თორემ დაემსგავსები ღამურას...
ახალი სამყარო არასდროს არ გაგითავისებს და ძველისთვისაც გაუცხოვდები!
Anonymous
Mlle Qartveli

როდისმე გაგიგია პარიზში ფრანგს ეთქვა რა უნდა ამ სოფლელს აქო? მე არასოდეს გამოგია.მითუმეტეს რომ პარიზელების აქცენტი ძალიან განსხვავდება მაგათგან.
შვედეთშიც სტოქოლმელი სულ სხვა შვედურით ლაპარაკობს ვიდრე სკონელი მაგრამ შვედები არ ყოფენ ერთმანეთს.


[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-28 20:16 ]
KUMEO
წავიდა მოკლა ხოხობი და ააშენა ქალაქი (თბილი წყალი უფასოდ იყო) მერე ყველა სოფლიდან ჩამოვიდა ხალხი გარკვეული ხანი იცხოვრეს და მერე მიუბრუნდნენ თავისიანებს და სოფლელები ხააართო.
წადი ძმაო შენც ცხელი წყლები ბევრია საქართველოში, მოკალი ხოხობი ააშენე ქალაქი და მერე დაუძახე სხვებს სოფლელები
რაა აქ გასაკვირი.
Dea
კისსი, არ გეწყინოს, მაგრამ იმას გეტყვი პირდაპირ, რაც სხვებმა ცოტა შელამაზებულად გითხრეს: შენ რომ ზემოდან უყურებ, იმ პროვინციალიზმის საკმაო დოზა გამოსჭვივის შენი პირველი პოსტინგიდან. წარმოიდგინე, ჩამოვიდნენ ევროპაში ნაცხოვრები გოგოები და შენ რომ ეყვარები და ცოლად მოგიყვანს იმ ბიჭზე თქვან, ეს ვინ თბილისელუკა მოიყვანაო. რას იფიქრებ, ა?
ლამაზი ცოლის კომპლექსზე კიდევ რა მოგახსენო... ეგ რომ მართალი იყოს, ახლა ჩემი დები სახლში ისხდებოდნენ და მე 3 ქმარი მეყოლებოდა გამოცვლილი (საყვარლებზე აღარაფერს ვამბობ).
არ გინახავს ულამაზესი გოგო უშნო ბიჭს რომ გაჰყოლია ცოლად? გავხსნათ ტოპიკი სათაურით: რატომ მიყვებიან ლამაზი გოგოები მახინჯ კაცებს? და გავმართოთ დებატები. ხომ იქნება სასაცილო?
რაც დავწერე არ გეწყინოს. დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ ის ბიჭი ახლაც მოგწონს და მაგან გაგამწარა, თორემ არ იქნები ისეთი, როგორიც ახლა გამოჩნდი.

პატივისცემით დეა
Dea
ისე, ქალს რომ მეორის შური გაუჩნდება და საქვეყნოდაც გამოამჟღავნებს, მგონი მეორის სასარგებლოდ უფრო საუბრობს, არა?
Laki
კისსები! სურათს ველოდი და არ მოვიდა.ისე ვერ შეგიყვარებ ჭირიმე,მიუხედავად იმისა რომ "კარენოი დედაქალაქელი" ბრძანდები.მე ქალებთან დაკავშირებით საკუთარი გემოვნება გამაჩნია და არც ვემდური.ეს ისე,ცნობისათვის ..:wink:)))
განსაკუთრებით ვერ ვიტამ "გატყლარჭული აქცენტით" მოსაუბრეებს...სორრი! :wink:))
lolski
QUOTE

On `2003-07`-26 18:18, kissie wrote:
ეჰჰ მე რომ ეგ ბიჭი ჩემთვის მდომებოდა, უფრო აქტიურად ვიმოქმედებდი :razz: და მე მასეთი ინტერესები ჯერ არ მაქვს, ვოტ. თბილისელობის სინდრომს რას ეძახით? მე სულაც არ ვმალავ იმას, რომ მაღიზიანებს პროვინციალიზმი. იცი, სოფლელი სოფელშია კარგი, ქალაქში რომ ჩამოვა და ყავას დალევს, მერე ქალაქელობაზე რომ აქვს პრეტენზიები, ეს გამაღიზიანებელია. ასევე ცუდად მხვდება ყურში კილო, რომელიც თბილისში უკვე ყველა კუთხეში ისმის...  
რაც შეეხება მამაკაცთა მიერ ცხოვრების თანამგზავრებად სრული მახინჯების შერთვას, მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ეს არის გოიმობა, ეს არის ქართველი მამაკაცების კომპლექსი, ლამაზი ცოლის ყოლის კომპლექსი.. ჩემმა რედაქტორმა მითხრა ამასწინათ, ჩემი მსჯელობის მოსმენის შემდეგ - დოდი, შენ იმდენად ჭკვიანი და ამავე დროს ლამაზი ხარ, რომ ძალიან გაგიჭირდება ქართველ მამაკაცთა გვერდით ყოფნა, ამიტომ გულწრფელად გირჩევ ხანდახან თავი მოისულელოო. ჰოდა არის მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალი..  
კიდევ ერთი მომენტი - არავინ თქვას, რომ გარეგნულ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, და პირიქით, იმიტომ რომ უშნო ადამიანს ყოველთვის აქვს შურის და ბოღმის მომენტი.  
თავისზე ფიზიკურად და ინტელექტუალურად ბევრად ნაკლები ცოლის მოყვანა ხომ დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ კონტრშეკითხვა - თუ ასეთი ცოლები ყველანაირად აკმაყოფილებენ ამ მამაკაცებს, აბა საყვარლებად ლამაზი ქალები რაღატომ უზით?
მოკლედ, დიდ განსჯებში ვარ.. :razz:



კისსი, მე არ ვეთამხმები შენს ბოსს, პირიქით ასეთი ამბიციებით მხოლოდ საქართველოში თუ იცხოვრებ :wink:
ხოლო შენ ასეთ გამოსვლაზე უფო დიდი პროვინციალიზმი აღარ მგონია თუ სადმე არსებობს... რაც გარეგნობას შეეხება აქაც ცდებიwink.gif ქართული კრიტერიუმით "აზომილი" სულაც არ არის მიღებული ნორმა სკანდინავიის ქვეყნებში...:wink: ხოლო საქართველო ქართველებისთვის, ქალაქი ქალაქისთვის და უბანი უბნისთვის(wink.gifხაზს ვუსვავ უბანს) ვერ გააჯანსაღებს საზოგადოებას... სისხლი უნდა აღრიო და გააჯანსაღო თორემ ლამაზ შთამომავლობას იმახინჯე და გონებასუსტობა ემუქრება...
მოკლედ გეტყობა რომ რევოლიუციონერი ახალგაზრდა ხარ მაგრამ შენს ცხვირზე ცოტა შორს რომ გაიხედო შენტვისვე უკეტესიაwink.gif
Anonymous
დეა ჭეშმარიტებას ამბობ :smile:
ანტირეკლამა ყველაზე დიდი რეკლამაა. მე მაგალითად კახელ გოგოს სიმპატით უყურებ თავის ქმართან ერთად.
მომწონს ისინი ვინც მიზანს დაისახავს და შეასრულებს.
ღმერთმა ხელი მოუმართოს და ბევრი ,ბევრი, ბაიები იყოლიონ.
Cactus
ხალხნო, რატომ არ ვუშვებთ ერთი წამით თავში იმას, რომ ამ ქერა, ცისფერთვალება მზეჭაბუკს შეიძლება თავისი ანაბანა პრობლემები ჰქონდეს როგორიცაა თავის თავის დამკვიდრების, ბიჭად/კაცად დადგომის (მეზიზღება ეს ტერმინი)თუ რაც არის. გამოჩნდა ქალი, რომელმაც აბსოლუტურად უპრობლემოდ , ასე ვთქვათ ბლიუდზე (დიდ თეფშზე ანუ) მიუტანა ამ საკითხთა გადაწყვეტა. იმას კიდევ ეს გულზე მოეფონა.

თუ ნაღდად ასეთია აგი გოგო ჩემო კისი, მაგის მეტის ღირსი არ ყოფილა ჩვენი პრინცი და ნუ ინერვიულებ ამიტომ მაგაზე. უ კაჟდოგო გორშკა სვოია კრიშკა..

კუმეომ დაგლიჯა..
აბა ჰე
მე-კაქტუსი
Anonymous
სკანდინავიაში მოსწონთ მაღალი ქერა სპორტული აღნაგობის ბიჭები, საქმიანები.
გოგოებიც ქერები, სპორტულები,
შავგვრემანები იჩაგრებიან აქ რატომღაც ყველა არაბი გონიათ.

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-29 18:08 ]
Cactus
ჰე-ჰე, სულ სხვა რამეზე ლაპარაკობთ ქ-ნო ამანდა.
ისე კი ვერ ვიტყოდი მაგას-შავგრემნებს საკმარის ყურადგებას აქცევენ სკანდინავიაში იმის გამო, რომ ეს სწორედ რომ უცხო და ეკზოტიკური ხილია მათთვის. ეს ეხება როგორც ქალებს ისე კაცებს....ცხადია ბომბებს არ უნდა აფეთქებდეს ახლა ეს ჩვენი შავგრემანი ..

კაქტო
Anonymous
ყველაზე უბედურება ისაა რომ ამათვის ეგზოტკა არის ზანგები და ტაივანელები :smile: და არა შავგრემანი ხალხი :sad:
ესაა პრობლემა.
ისე წარმოიდგინე ნორვეგის პრინცი ქართული გაგების რომ ყოფილიყო თავის ცოლს რა დაუძახებდა :smile:


[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-30 00:36 ]
lilu
საერთოდ, რატომ აშინებთ კაცებს (განსაკუთრებით ქართველებს) ქალის ინტელექტი??? რატომღაც დებილი ქალების გვერდით უფრო კაცებად გრძნობენ თავს ვიდრე ჭკვიანების გვერდით?? იმიტომ რომ ეგოისტები და მშიშარები არიან. საერთოდ, რომელი ქალიც სულელად და ქარაფშუტად აჩვენებს კაცებს თავს ის ქალი უფრო ჭკვიანია.ბევრ თბილისელს კაცობად ის მიაჩნია,რომ სოფლელს, მახინჯს და დაშინებულს (არ მიმატოვოსო)დააშნირებს. იმ ლამაზმანებს კი ამდენს ვერ უბედავენ, იმიტომ რომ იმათ იციან თავისი ფასი.
Hardthof
ლილუჩკუნი შენ რომელ კატეგორიას ეკუთვნი თუ საიდუმლო არ არის? ლამაზ სულელს, ლამაზ ჭკვიანს, უშნო სულელს, უშნო ჭკვიანს, ლამაზ ჭკვიანს თავს რომ ისულელებს თუ უშნო სულელს თავს რომ იჭკვიანებს?

[ This Message was edited by: Hardthof on `2003-07`-30 01:14 ]
lilu
შენ თვითონ გადაწყვიტე ძვირფასო...:smile:
Laki
ლილუ!მე არ მეშინია ლამაზი ჭკვიანების,(პირიქით,ჩერჩეტი ქალი არ შემრჩეს ხელში მეშინია,და თან ქალის გარეგნობაც უნდა მომწონდეს აუცილებლად) და თუკი თავის იმედი გაქვს იქნებ გავცნობოდით ერთმანეთს? :wink:))
Anonymous
laugh.gif
Dea
ჩემო ლულუ,

მე ვფიქრობ, რომ ჭკვიან კაცებს ჭკვიანი ქალები ურჩევნიათ, რადგან კარგად იციან, რომ ოჯახში ძალიან ბევრი რამე მასზეა დამოკიდებული. ალბათ სულელ კაცებსაც იმიტომ მოჰყავთ ჭკვიანი ქალები, რომ თავის იმედი არა აქვთ.
მაგრამ მაინც, ასე დაყოფა ძალიან ძნელია.
კაცები, იქნებ არც უკვირდებოდნენ ქალის ინტელექტს. ერთი ორგანო თავს რომ შეახსენეთ მერე, ალბათ სულ ერთი ფასი აქვს, ის ქალი მეცნიერებათა კანდიდატია, თუ 9 კლას დამთავრებული.
Anonymous
ერთი ანეგდოტი გამახსენდა ამ ტოპიკზე
კაცს ქალს ურიგებენ უშნოს მაგრამ მდიდარს შეახვედრეს და გული გაუსკდა
მე ამდენის ვერ დავლევო :smile:
ისე კაცი არ უნდა იყოს ლამაზი უნდა იყოს საქმიანი ფულიანი და ჯენტლმენი აბა
შტერი კაცი ვის რათ უნდა ან ჭკვიან ან უჭკუო ქალს კაცი რომ სათრევი გახება ამაზე საშინელება არაფერია.არადა თბილისში ამ ეკონომიურმა კრიზისმა ბევრი ჩაგდო ეგეთ პრობლემებში.
დეა სწორია ჭკვიან კაცებს ყოველთვის ჭკვიანი ქალები მოსწონთ, ქარაფშუტები კი ნერვებს უშლიან.როგორია შტერის ყურება მთელი ცხოვრება.
მე მომწონს ქალები რომლებიც საქმიანები არიან და ვაიდა ქმარს გაუჭირდა, გვერდით რომ დადგებიან უღელი ხომ ორივესია.

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-30 18:57 ]
lolski
აჰ! ჭკვიანი ქართველი კაცი არ გამიგია მეsad.gif
Anonymous
არც მე :smile:ქართველი ებრაელის გარდა

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-07`-31 00:08 ]
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-07`-30 19:00, lolski wrote:
აჰ! ჭკვიანი ქართველი კაცი არ გამიგია მეsad.gif  




:smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile:

ზოგადად გეთანხმები, მაგრამ შიგადაშიგ ქართველებშიც გამოერევა ხოლმე ჭკვიანი!!!!!!

ასე, ერთი ხელის მოსმით ნუ გავადავუსვამთ ხაზს!
ისე კი, ჩემი აზრით, კაცების ჭკუას, (ისევე როგორც ქალებისას) ეროვნება არ აქვს.
Anonymous
მე რომ გოგო მყავდეს მომინდებოდა ქართველი სიძე რომელიც ევროპაში მუშაობს და ცხოვრობს.
ესეთი ქართველები სუპერ არიან სასიძიდ
lolski
მადმუაზელ, სამწუხარო აქვსsad.gif ერთი დეტალია... ქართველებს ბევრი ამბიციააქვთ, ჭკუა, სილამაზე... სწორედ ესაა რომ აკარგინებს ქართველებს ეშხს :wink:

Pს. ხოლო ამბიციას მოაქვს შური, გესლი, ჭორი... მოკლედ პანდორას ყუთია რა!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.