დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველო უცხოეთში
Rustavi 2 Forums > ზოგადი > მოგზაურთა კლუბი > ქართველები საზღვარგარეთ
გვერდი: 1, 2, 3, 4
Isito
რა და როგორ იციან ჩვენს შესახებ საზღვარგარეთ?
Uzrdeli
ნორმალურად ნაცნობები მყავს სხვადასხვა ქვეყნებში და 90% ჩემსგან გაიგეს საქართველოს არსებობა დედამიწაზე
როგორც საქართველო ისე კი იციან რომ სტალინიც და შევარდნაძეც რუსები არიან ეს ისტორიის და გეოგრაფიის სწავლის ბრალია და პროპაგანდის რასაც დასავლეთი უწევდა საფჭოთა კავშირს.100%მა კი ჩემსგან გაიგო რომ მე 2 მსოფლიო ომი სტალინმა და რუსეთმა მოიგეს,ხოლო დაწყებით კი ინგლისელებს დაუწყიათ რაც მე არ ვიცოდი,მე2 მსოფლიო ომს სამამულოში ურევდი რომელიც 41 ში მეგონა რომ დაიწყო ეს კი ნამდვილად ჩემი ისტორიის მასწავლებლის ბრალი იყო ან მე მეძინა გაკვეთილზე და ნიუანსი გამომეპარა,მოკლედ იმ ფაქტს მივხვდი კვეყნებიც ისევე როგორც პიროვნებები თუ საინტერესოები არ არიან თავიანთი ფინანსური სიმძლავრით,ან ძლიერები და მჩაგვრელები არ არიან ისე ქრებიან როგორც მრავალი ადამიანი ქვრება ამ ქვეყნიდან შეუმჩნევლად,მოკლედ არანაერი პრეტენზია არ მაქვს იმ ხალხთან ვინც არ იცის რა არის ან სად არის საქართველო,ჩვენი წინაპრები რომ ყოფილიყვნენ ცოტათი ბოროტები,ან ღმერთმა მიწა რომ გვაჩუქა თავისი იმიტომ კაი მსმელები და მჭამელები მოვეწონეთ,რომ ყოფილიყო ამ მიწაზწ დამატებით ან გაზი ან ნავთი ეხლა ჩვენ არ გვეცოდინებოდა სად არის შტატები თუ შვედეთი
ასე რომ მართლა რც დათესეს იმას ვიმკით :sad:
და მართლა მეცოდება ჩვენი,თქვენი მომავალი ვალების ამღებები რომ მიაკითხავენ 50 წლის მერე და მად მიწიდანაც რომ გახრიან და მრეცხავებად რომ აქჩევენ მასას!
მეტირება
უკაცრავად
თქვენი უზრდელი
icon
შარშან ჩამოვედი აშშ-ში და ძალიან გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ რამდენმა ხალხმა და რა კარგად იცის საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მანამდე ასე `5-6` წლის წინ ვიყავი ჩრდილოეთ ამერიკაში და ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა კავკასიაში მდებარე ჯორჯიის შესახებ. განსაკუთრებით ახალგაზრდობამ ისახელა თავი(ბებრებს ვისაც ვკითხე,საკმაოდ განათლებულებსაც კი,მეტად მწირი ცოდნა ჰქონდათ საქართველოზე). მინახია ხალხი რომლებიც მეკითხებოდნენ აფხაზეთის შესახებ (თვითონ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი :wink:), ფაქტიურად ყველამ იცის სტალინის და ედოს ქართველობა, ერთმა სტალინის გვარიც იცოდა და კიდე ერთმა ისიც კი მითხრა სტალინმა მეტსახელი კობა ხალხური ნაწარმოების გმირისგან ისესხაო. ის ნაწარმოები მთლად ხალხური არ არის მაგრამ პრინციპში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ქართველი წავიდა დასავლეთში და გაუთქვეს საქართველოს სახელი.
Uzrdeli
შარშან გამოვიდა წიგნი სახელად "კობა"სადაც ზუსტად ის წერია რაც შენმა ნაცნობმა გითხრა გამიხარდა რომ წაუკითხავს თუმცა ჰარი პოტერის მერე მე 2 იყო გაყიდვით ისე კი ახალგაზრდობა ისწავლის 10 საბრძოლო თამაშიდან 6 საქართველოში ხდება:პანკისში,აფხაზეთში თუ ოსეთში
ცემი საყვარელია:Ghost Recon სადაც საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით მე და ჩემი თანარაზმელები განადგურებილი თბილისის ქუჩებიდან ამერიკელი დამკვირვებლების და საელჩოს თანამშრომლების გადარჩენით ვართ დაკავებულები,ვანთავისუფლებთ ოსი და რუსი სეპარატისტებისგან,თუმცა მერე "ჩვენებს"რომ გამოვიხვანთ დიდი აფეთქებით იმ სეპარატისტებსაც ვკლავთ იმხელა დეტონაცია ხდება მე მგონი თურქეთიც მივაყოლეთ ტარაკანიც კი არ დავტოვეთ ცოცხალი
Uzrdeli
ცოტა სხვანაერი შინაარსისაა Splinter Sell
იქ უკვე ბოროტი საქართველოს პრეზიდენტია,რომელიც ისეთი ტერორისტია მთელი მსოფლიო ააკანკალა და პირადად ჩემზეა საქართველოს პრეზიდენტის მოკვლა და თავის ტანამზრახველების წამება,დატხვევება მოკვლა და ასე შემდეგ თუ არ ვცდები მთელი საქართველო პანკისია!რომელიც მსოფლიოს აჩოქებს(მაგრამ დროებით)
icon
:smile:
ხო მაგრამ მე ვისაც ველაპარაკე იმათ თამაშებიდან არ იცოდნენ. კაცმა რო თქვას თამაშებით პოპულარიზაციაში ცუდი არაფერია. ისე თუ იცი რომელიმე თამაშში ქართველები ცუდად თუ არიან გამოყვანილი?
QUOTE

On `2003-08`-06 22:48, Uzrdeli wrote:
შარშან გამოვიდა წიგნი სახელად "კობა"სადაც ზუსტად ის წერია რაც შენმა ნაცნობმა გითხრა გამიხარდა რომ წაუკითხავს თუმცა ჰარი პოტერის მერე მე 2 იყო გაყიდვით ისე კი ახალგაზრდობა ისწავლის 10 საბრძოლო თამაშიდან 6 საქართველოში ხდება:პანკისში,აფხაზეთში თუ ოსეთში
ცემი საყვარელია:Ghost Recon სადაც საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით მე და ჩემი თანარაზმელები განადგურებილი თბილისის ქუჩებიდან ამერიკელი დამკვირვებლების და საელჩოს თანამშრომლების გადარჩენით ვართ დაკავებულები,ვანთავისუფლებთ ოსი და რუსი სეპარატისტებისგან,თუმცა მერე "ჩვენებს"რომ გამოვიხვანთ დიდი აფეთქებით იმ სეპარატისტებსაც ვკლავთ იმხელა დეტონაცია ხდება მე მგონი თურქეთიც მივაყოლეთ ტარაკანიც კი არ დავტოვეთ ცოცხალი

Uzrdeli
Splinter Sell გითხარი
Ghost Recon ში კი მაგარი ჩაჯმული აქვთ
ეგ ვერსია სტალინზე კი მაგ წიგნში წერია მარტო სტალინზე ყველა ლიტერატურა მაქვს წაკითხული და კობა მაგიტომ არ დაურქვია იაკობის ბავშვური სახელია კობა
როგორც ერეკლეს ირაკლი და იკა
Uzrdeli
თუმცა მაგი რა გასაკვირია?
ამერიკელი სამხედროები ისე უხურებენ სადამს და ერაყს როგორც ყველაზე დაბალი რასის ხალხს და მათი დაცინვის და ირონიის მეტს არაფერს არ აკეთებენ ტელევიზორში(თქვენც არ დაივიწყოთ ცივილიზაციის ერთ ერთი წარმომქმნელი"ბაბილონი")
ერაყელები 14მილიონზე მეტნი არიან და +ნავთობს მიაქვს იქაურობა.
მეგობარი მხავს სახელად ირაკლი და დასალევად ვიყავით გარეთ გოგოები გავიცანით, თავისმა მეწყვილემ განათლებული სახით უთხრა ირაკი რატომ გკვიაო?ირაკელი ხარო?????? :smile:))))))))))))
იმის მერე ირაკლის ახალი სახელი აქვს ირაკი :wink:
ისე ცნობისთვის გენეტიკურად ახლოს ქართულ სისხლთან ქურთები ყოფილან,აი ზუსტად ის ქურთები სადამი ქიმიურ იარაღს რომ ცდიდა მათზე და ვერ გაწყვიტა,2003 გამოქვეყნდა მაგი მასალები მოვძებნი და განახებთ!ილუზიებს მოვრჩეთ არანაერი ესპანელები და ირლანდიელები არ ყოფილან ჩვენი მსგავსნი!
ქ უ რ თ ე ბ ი!

_________________
Moon screaming for mercy ...

[ This Message was edited by: Uzrdeli on `2003-08`-06 23:32 ]
icon
ho mara iakobi ratom? espanelebze da irlandielebze ra mogaxseno(verc qurtebze getkvi verapers) mara the other day indur restoranshi vikavi da mashin mivxvdi rom chveni monatesave eri aris indoeli (ai leqsebis cerac davicke). supta qartuli supra aqvt dackebuli shotis purebit damtavrebuli ajafsandalit. xinkali ar hqondat. xinkali chinelebma ician mara imat xinkals sashineli gemo aqvs. chinelebi ar arian chveni monatesaveebi. saertod xinkali chventan mongolebis shemotanilia. imat iscavles chinelebisgan tu chinelebma imatgan eg agar vici
icon
ki iko babiloni civilizaciis akvani, xamurapac cerda kanonebs magram dges ro martla dasacinebi arian? chvenc titqmis mag dgeshi vart
Uzrdeli
ინდოეტისგან აქვს ქართველებს ყვითელი ყვავილი და ყველა წმყვანი სუნელი ხინკალი კი მონგოლურია მწვადი კი ცეცხლი ვინც გამოიგონა იმის მოფირებულია
და საერთოდ ალექსანდრე მაკედონელს რომ არ გაეერთიანებია აზია ალბათ სამზარეულოთიც გაჭირვებულები ვიქნებოდით რომაელებმა სულგუნისკეთება ასწავლეს ფაზისელებს(მეგრელებს)კოლუმბმა კი სიმინდი და ღომის დამუშავება და დამზადება :wink:
ასე რომ ქართული სამზარეულო ცენტრალური აზიის სამზარეულოში გადის და ნუ ვიტრაბახებთ ეს გვაქვს და ჩვენიაო სიმართლის თქმა არ არის ცუდი!
თუ ვცდები არ გამლანძღოთ
პატივისცემით:
უზრდელი
icon
yviteli yvavili da sunelebi saqartvelos ki ara mtel msoplios indoetisgan aqvs. aba ra ggonia rato artyavda magelani cres.simindi, lobio, kartofili, tambaqo da a sh yvelaperi kolumbis damsaxurebaa. romaelebma gomi gvascavleso jer arsad gamigia. simindamde gomi iko saqartveloshi da saertod arascoria qartuli samzareulos romelime jgupshi micebeba. shua azielebs aqvt kerzi (bish parmaki qvia) romelic gemoti zalian hgavs xinkals tumca pormit zalian gansxvavdeba. (chinuri xinkali piriqitaa, pormit hgavs gemoti ara.) tumca ara mgonia simindisgan an mcvanileuloba pxaleulobisgan egeni imden rames aketebdnen ramdensac chven. ise es kamati imaze kamats hgavs saqartvelo evropaa tu aziao
Uzrdeli
რომაელებმა გვასცავლე სულგუნი-მოცარელა!!!!!ამერიკელმა ინდიელებმა გაასინჯეს კოლუბს ღომი რომელსაც "მამალიგი"ერქვა მათ ენაზე და მზადდება სიმინდის ატხოდებისგან "ღერღილი"მერე დააყოლა თამბაქო რომელსაც ინდიელები ცხვირით ქაჩავდნენ,ბოლივიის ინდიელებისგან კი პირველად ისცავლეს პაიპით "ჩიბუხით"მოწევა ასე რომ რუსულად ღომს დღემდე მამალიგა ქვია ქართველებმა კი სიმინდის მოყვანის მერე დაიწყეს ღომის მზადება ბრინჯი კი ჩინურია და კიდე რისგან მზადდება ღომი არ გამიგია!

[ This Message was edited by: Uzrdeli on `2003-08`-07 00:36 ]
icon
simindamde gomi mzaddeboda gomisgan(mcenarea aseti). am goms rusulad me mgoni psheno qvia da tutiyushebs achmeven. rogorc vici qartul jarshic girseuli adgili ukavia am sakvebs

mocarela michamia mara sulguntan saerto araperi hqonda. sheizleba is konkretuli mocarela ar iko namdvili mocarela :smile:

[ This Message was edited by: icon on `2003-08`-07 00:42 ]
Uzrdeli
კიდევ ერტი რაღაცით გაგახარებთ
ამას წინებზე ლიბანურ რესტორანში ვსადილობდი არაბებმა ვიგაც დამკვრელი მოათრიეს და ერთხმად ყვიროდნენ:შალახო,შალახო!
მიმტანს ვკითხე შალახო რას ნიშნავს თქო?
გაგვართე გაგვართეო,არ ვიცი იქნებ მომატყუა
:smile:))))))))
მოლლეთ შალახოც ქართულია!
Uzrdeli
მე მგონი კორკოტში გეშლება!
არ ვიცი!ისე ჩურჩხელაც ქართულ ჯარს ომებში რომ დაქონდათ ისიც ლიბანურია!და გოზინაყიც!ტხილი პროტეინს ადსლევდა გლუკოხა კი ენერგიას!
icon
me rogorc vici korkoti moxarshul xorbals hqvia.
churchxela da gozinaki mainc supta qartuli megona. aq zangebs pelamushi gavasinje rogorc qartuli xalxuri kerzi.gadairivnen,recepti chamacerines. e.i. isinic momitkuebia
saertod me mgoni temas avcdit :smile:
Uzrdeli
ყველა ყველაფერს გვატყუებს!ჩვენც ვატყუოთ :wink:
ტუმცა პელამუშიც ანუ თათარა :smile:))))როგორც კახელები პელამუშის ოსტატები უძახიან არის სპარსული 1 რამ მახარებს და მაიმედებს უძველესი ღვინის ნიმუშები კოლხეთის დაბლობზეა ნაპოვნი და ვარაუდია რომ ვაზის კულტურა კოლხეთიდან გავრცელდა ასე რომ არაბები გვიმადლოდნენ თორემ არც თათარა ექნებოდათ და არც ჩურჩხელა
Anonymous
ისიტო
მომეწონა შენი ტოპიკი, საინტერესო თემაა მადლობთ.
მე შვედეთში ისეთ დროს ჩამოვედი, სსსრ დან ჩამოსულს სხვა პლანეტის ადამიანივით რომ უყურებდენ.
1982 წელს დავტოვე საქართველო.
შვედებს ეზიზღებათ რუსები, იმ პერიოდში ქართველი,სომეხი, მოლდაველი ,ყველა რუსად ითვლებოდა.
ეს სსსრ პოლიტიკიდან გამომდინარე.
ყველაზე ძალიან იმან გამაკვირვა რომ, შვედური სოციალიზმი მონარქიასთან ერთად სამოთხეს გავდა. სუფთა ქვეყანაა, არავინ არ იტყვილება, ყველა კანონს ემორჩილება.
საქართველო თითქმის არავინ არ იცოდა რა იყო . გარბაჩოვის შემდეგ გაიგეს რომ სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ენა და დამწერლობა გვაქვს.
შვედები ცივები არიან, მაგრამ თუ სტატუსით მასზე მაღლა დგახარ გიძვრებიან.
საერთოდ ცნობილია რომ შურიანი ხალხია, მაგრამ არასოდეს არ შეგაწუხებენ.
ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, აშშ მოვლილი მაქვს, ევროპა ზეპირად ვიცი, მაგრამ შვედეთი მომწონს მხოლოდ იმიტომ რომ აქ ყველა ადამიანი დაცულია სოციალურად.
ამერიკელები ინფანტილურები არიან
ფრანგები აფერისტები
ყველაზე ძალიან მომწონს გერმანელები, საქმეშიც და დროსტარებაშიც.
icon
ამანდა,
1)არ გგონიათ რომ მთელი ერის ერთი სიტყვით დახასიათება არ არის სწორი?
2)რატომ თვლით რომ კარგია როცა ყველა მოქალაქე სოციალურად დაცულია? ეს ადამიანს უბიძგებს უსაქმურობისკენ.მე მაგალითად აშშ იმიტომ მომწონს რომ არიან სოციალურად დაუცველებიც. როგორც გვასწავლიდნენ ვინც არ მუშაობს ის არ ჭამს.
KUMEO
უზდელ მართალი ხარ! სამზარეულოების ამბავში.
Al-pachino
"ვინც არ მუშაობს არ ჭამს"
არ მკიდია ჭამს თუ არა?
უნდა იყოს
ვინც მუშაობს ის ჭამს.
ამიტომ ვარ ევროპაში.აბა საქართველოშიც ვმუშაობდი მე.
lolski
QUOTE

On `2003-08`-07 00:56, Uzrdeli wrote:
ყველა ყველაფერს გვატყუებს!ჩვენც ვატყუოთ :wink:
ტუმცა პელამუშიც ანუ თათარა :smile:))))როგორც კახელები პელამუშის ოსტატები უძახიან არის სპარსული 1 რამ მახარებს და მაიმედებს უძველესი ღვინის ნიმუშები კოლხეთის დაბლობზეა ნაპოვნი და ვარაუდია რომ ვაზის კულტურა კოლხეთიდან გავრცელდა ასე რომ არაბები გვიმადლოდნენ თორემ არც თათარა ექნებოდათ და არც ჩურჩხელა

მე მოვისმინე კონფერენცია ერთი მოხუცი სიმპათიური არქეოლოგის, რომელიც ამტკიცებდა რომ ღვინო საქართველოში "გამოიგონეს"... ამას ასაბუთებდა უამრავი ფაქტით, მე რათქმაუნდა ამის მეტი არაფერი დამამახსოვრდა სხვადასხვა ჭურჭელში "დეგუსტირებული" სხვადასხვა სახეობის ღვინის შემდეგ :wink:
Anonymous
icon
ბევრი ერის დახასიათება შეიძლöება ერთი სიტყვით:
რუსი შოვინისტი
ფრანგი აფერისტი
გერმანელი პუნკტუალური
აშშ ინფანტილური
ფინელი მსმელი
შვედი ცივი
ნორვეგიელი თბილი
დანიელი ბედნიერი
ბელგიელი ვალონი სნობი, ფლამანი შტერი
ჰოლანდიელი სექუალური
იტალიელი მოლაყბე
ავსტრიელი კათოლიკი გერმანული გადახრებით
შვეიცარიელი კონსერვატორი
ინგლისელი კორეკტული
იუგოსლაველი ლამაზი ბუნტავშიკი
ესპანელი ბედნიერი ზაფოხულში და ასე შ მდეგ
ადრე ქართველი სტუმართმოყვარეობით იყო გამოჩენილი ეხლა კი რითი ჩემზე კარგად თქვენ იცით
lolski
QUOTE

On `2003-08`-07 13:31, ამანდა wrote:
icon
ბევრი ერის დახასიათება შეიძლöება ერთი სიტყვით:
რუსი შოვინისტი
ფრანგი აფერისტი
გერმანელი პუნკტუალური
აშშ ინფანტილური
ფინელი მსმელი
შვედი ცივი  
ნორვეგიელი თბილი
დანიელი ბედნიერი
ბელგიელი ვალონი სნობი, ფლამანი შტერი
ჰოლანდიელი სექუალური
იტალიელი მოლაყბე
ავსტრიელი კათოლიკი გერმანული გადახრებით
შვეიცარიელი კონსერვატორი
ინგლისელი კორეკტული
იუგოსლაველი ლამაზი ბუნტავშიკი
ესპანელი ბედნიერი ზაფოხულში და ასე შ მდეგ
ადრე ქართველი სტუმართმოყვარეობით იყო გამოჩენილი ეხლა კი რითი ჩემზე კარგად თქვენ იცით

ამანდა ეგრე არ გამოდის... სიტკვა კონსერვატორზე ინგლისის ასოციაცია მაქვს... გერმანელზე პუნქტუალური პედანტის, რუსებზე დიდი შოვინისტები ფრანგები არიანwink.gif, ფინელებზე დიდი ლოთები რუსები... დანია ერთერთ პირველ ადგილზეა თვითმკვლელობის მანიშნებლით(შვეიცარიის შემდეგ რათქმაუნდა) და ბედნიერი რანაირადაა?!
Anonymous
საერთოდ თვითმკვლელობა უფრო მეტია აწყობილ და უპრობლემო ქვეყნებში ვიდრე პრობლემიანებში.
წადი დანიაში და ვახავ.
ფრანგებს შოვინისტებს ვერ დაუძახებ ნამდვილად,
ხოლო ფინელები რომ რუსებზე მეტს სვავენ შაბათ კვირას გაისეინე ჰელსინკში თან სტატისტიკა ნახე.
lolski
ისე ქართველს რაც შეეხება... საზვარგარეთ მტრისას...
კვირაში ერთხელ ტელევიზორში აჩვენებენ... ქურდობაზე დაჭერილ ქარტველებს... მთელმა ქვეყანამ ასე გაიცნო საქართველო :wink: სუპერმარკეტებში, ბუტიკებში, "უნივერმაგებში"...
Anonymous
სამწუხაროა აქაც ქურდების სახელი მიკრეს, ტყვილა კი არ არის რამკიანი ქურდი საქართველოში პრესტიჯული იდიოტებისთვის.
Laki
სუპერმარკეტებში ბაცაცობას არც "სუპერვარსკვლავები" ტაკილობენ,ეს ისე,ცნობისათვის...!!! :grin:
lolski
QUOTE

On `2003-08`-07 14:29, Laki wrote:
სუპერმარკეტებში ბაცაცობას არც "სუპერვარსკვლავები" ტაკილობენ,ეს ისე,ცნობისათვის...!!! :grin:

ლაკი არ მაქვს მე ამერიკაზე საუბარი... :grin:
Laki
[quote]
On `2003-08`-07 14:32, lolski wrote:
[quote]
On `2003-08`-07 14:29, Laki wrote:
ლაკი არ მაქვს მე ამერიკაზე საუბარი... :grin:

[/quote]

არ მითხრა ახლა ევროპელები არ ბაცაცობენო...! :wink:
Anonymous
ევროპა ძალიან პატარაა სიგრძესი იქნება 6000კმ სიგანეშიც ეგრე უფრო ნაკლები იმდენი სახელმწიფოა და ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან გაგიჯდები :მენტალიტეთით, კულტურით, გემოვნრებით და ყველა თავისებურად პატრიოტია.
ამერიკა დიდია, ძალიან დიდი და იმდენი ერის, რელიგის და კულტურის ხალხია არეული.
NY მსოფლიოს დედაქალაქად ტყვილა არ არის არჩეული.
ეხლა გადახედე ლაკი ვინ და როგორ შეიქმნა ამერიკა `18-19` საუკუნეეBში ამერიკაში ასახლებდენ იმ საუკუნის კრიმინალებს.
მათ შეზლეს შექმნათ სახელმწიფო: სამოქალაქო ომის,ეკონომიური კრიზისის, ატომური თავდასხმის და სუპერ ფაუერის თამაშით.
ჩემთვის აშშ და რუსეთი ორივე შოვინისტური სახელმჭიფოა.
იმის განსხვავებით რომ აშშ ეკონომიურად უფრო ფეხზე დგას ვიდრე რუსეთი,
ეხლა ამერიკაში მცხოვრებლები მეცემიან ჰაჰაჰაჰაკარგად ვიცი ეს ქვეყანა რომ წარმოდგენა იქონიოთ ნამყოფი ვარ და ნაცხოვრები ვაშინტონი,NY,LA,დალას,სან ფრანცისკო,სანტა ფე,ორლანდო,ახალი ორლიანი,ლას ვეგას.
კანადას და ლათინურ ამერიკაზე ვერაფერ ვერ გეტყვით, სადაც ნამყოფი არ ვარ იმაზე შეხედულებას ვერ გამოვთქვავ.
ასე რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი მინუსები და პლუსები, მთავარია კომპლექსი არ ქონდეს და მიაღწიო ცხოვრებაში მიზანს.

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-08`-07 15:39 ]
Laki
ავსტრალია არ დამივიწყო ძალიან გთხოვ,ის ხომ საერთოდ კატორღელების გაშენებულია.ხოლო ახალ ზელანდიაში მგონი ავსტრალიში რომ დააშავებდა,მას ასახლებდნენ თურმე კაციჭამიებთან."კარცერის" პონტში რა..!!! ასე,რომ არც "მთლაწახდენილნი" ყოფილან ეს ე.წ."კრიმინალები"...!!! :grin:



[ This Message was edited by: Laki on `2003-08`-07 15:41 ]
icon
ეეჰ ამანდა,ამანდა თქვენ უფრო სერიოზული მეგონეთ. ისე ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობთ ამერიკელების შოვინიზმში? თუ რატომღაც ამერიკელები არ გიყვარს შეიძლება რამე სხვა უწოდო(მაგალითად იმპერიალისტები ან ჰამბურგერები ახსენო) მაგრამ შოვინისტები არ არიან და მოკალი.
Uzrdeli
გახრწნილი ბურჟუა და ჯუდაიზმ.კომ რომ უწოდო ხომ არ გაგაბრაზებთ ვინმეს?! :smile:))))))
"ჯანკ ფუდით"და კონტრაცეპტივებით დეგრადირებული ნაცია????
შეიძლება რამე კიდევ მოუფიქრო დრო მომეცით! :smile:
პატივისცემით:
უზრდელი

_________________
Moon screaming for mercy ...

[ This Message was edited by: Uzrdeli on `2003-08`-08 02:29 ]
icon
გაბრაზება რა საკადრისია, რაც გინდა ის უწოდე. ისე მეტი დამაჯერებლობისთვის რო ახსნა რატო უწოდებ ამათუიმ ეპითეტს შეიძლება მეც დაგეთანხმო.

[ This Message was edited by: icon on `2003-08`-08 03:49 ]
Uzrdeli
მაგალითებიდან საქციელიდან და ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ!
დანარჩენ მოსაზრებებს გზაში მოვიგონებ და კიდევ შევამკობ მიამიტ-დიად მეგობრებს!

_________________
Moon screaming for mercy ...

[ This Message was edited by: Uzrdeli on `2003-08`-08 04:01 ]
buskaduka
ისე, მართალი რომ გითხრა ერთი შეხედვიტ შეიძლება რომელიმე ნაციას რაიმე პროტოტიპი მოუძებნო და ერთ სტერეოტიპში გააერთიანო, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით Gირჩევთ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.
ამერიკელებს რაც შეეხება, ერთი შეხედვით ძალიან გაუნატლებელი, ზერელე, უინტერესო ხალხია, მაგრამ ეს განპირობებულია თავიანთი ცხოვრების წესით. როდესაც უკვე ცხოვრობ იგივე გარემოში და აკვირდები მათ ქცევას და ცხოვრების წესს მერე უკვე აგარ გიკვირს არაფერი....
მაგრამ ევროპა სულ სხვანაირია.. აი მაგალითად შვედეთი. მე რამდენადაც ვიცი შვედები საკმაოდ თბილი ხალხია (მე ვისაც ვიცნობ ყოველ შემთხვევაში)და საერთოდ პატარა ქვეყნის ხალხები ყოველთვის მეტი სითბოთი გამოირჩევიან, განსაკუთრებით თუ სამხრეთში მდებარეობენ (აუ იტალიელები მაგარი ჯიგარი ხალხია!!!!) ასე რომ ყველა თავისებურია და ამით არის მსოფლიო უნიკალური და მოგზაურობა და ამ ხალხებთან ურთიერთობაც უფრო საინტერესოა :smile:smile.gif
ისე, ძალიან მაინტერესებს აზიური კულტურის ქვეყნები, თუ ვინმე ხართ ნამყოფი იქნებ მოყვეთ რამე?
KUMEO
ქართული ენა ქურთულ-სომხურ-რუსულ მუტაციას გადის გადაავლეთ პოსტებს თვალი:

ვიზავ
სვავენ
კარებები
დათვარიელე
სპასიბა
პრივეტ

უუუაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაა


[ This Message was edited by: KUMEO on `2003-08`-08 13:05 ]
Uzrdeli
დაჟე სიცილიც კი ამერიკული გისწავლია :wink:
rusudani
არა მარტო სიცილი, სახელი მგონი მართლა რუსულ-სომხურ-ქურთულ მუტაციას განიცდის...ასე ისინი ლაპარაკობენ ვინც უბრალოდ გრამატიკა არ იცის ქართული და ეს სხვათაშორის "კუთხური"გავლენაა და არა "მეზობლების"!
X24X24X24
საწყენად არ მიიღო ჩემო რუსუდან, მაგრამ იქნებ სანამ ქვის სროლას დაიწყებდე...
Anonymous
QUOTE

On `2003-08`-07 19:57, icon wrote:
ეეჰ ამანდა,ამანდა თქვენ უფრო სერიოზული მეგონეთ. ისე ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობთ ამერიკელების შოვინიზმში? თუ რატომღაც ამერიკელები არ გიყვარს შეიძლება რამე სხვა უწოდო(მაგალითად იმპერიალისტები ან ჰამბურგერები ახსენო) მაგრამ შოვინისტები  არ არიან და მოკალი.  


ჩემო ძვირფასო
რას ნიშნავს მიყვარს არ მიყვარს.
სიყვარული პოლიტიკაში მიმაჩნია იდიოტობად და პრიმიტიულობად.
არცერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს.
ან მომწონს მისი პოლიტიკა,ან არა.
რატომ არ მომწონს რუსების?
იმიტომ რომ,ერად არ გვთვლიან და არ გვაძლევენ თავისუფლებად აზროვნების და მოღვაწეობის ულებას.
რატომ არ მომწონს ამერიკელები?
ოოოოოო საქართველოს ვეხმარებითო.
12 წელი ეს მესმის.
რაში?
იმაში რომ აფხაზეთი არ გვიბრუნდება? თუ იმაში რომ რუსი არ გვეშვება? თუ იმაში რომ მოქკავშირს დაეხმარა არჩევნების გაყალბებაში და დაგვიქციეს ქვეყანა ამ მოღალატეთა კავშირმა?

არ მიყვარს ორი სტანდარტების პოლიტიკა.

აი ვისაც აშშ ეხმარება და დაეხმარა ბალტის ქვეყნებია:ლატვია,ლიტვა, ესტონეთი.
მე ხშირად ვარ ამ ქვეყნებში, ბიზნესის გამო, ხალხი შრომობს, სამუშაო ადგილები არის და ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში თუთქმის შესულია.

მე მინდა რეალური პოლიტიკა,
რომელიც ხალხს და ქვეყანას არგებს რამეს.
თორემ ლაი ლაი და როგორც თბილისში ამბობენ "რიჟა ბაზარს" ვერ ვიტან ვერავისგან.
სხვათაშორის ოჯახის წევრები მყავს ამერიკელები და ისინიც იზიარებენ ჩემს აზრს.

მიმაჩნია რომ თვითვითონ ქართველმა თუ არ მიხედა საქართველოს, არც რუსი და არც ამერიკელი არ მოიკლავს თავს, ამ პატარა ქვეყნის გულისთვის .
ნუ გავიწყდებათ რომ საქართველო ალია/ ბალია 5 000 000მოსახლეობა, ხოლო მაგ ქვეყნებში ეგეთი მოსახლეობით ბევრი ქალაქებია.
icon შოვინიზმი არის ნაციონალიზმი ბურჯუაზიული გაგებით.
ვერ ხედავ როგორც ცდილობს ამერიკა სმოფლიოს ამერიკანიზაციას?
თუ არ გახსოვს კუკლუკსკლანები? ან არ მითხრა მდიდრებში , ამერიკელ ღარიბებს ისე ღებულობენ როგორც ძმაკაცებს?
აბა მოსინჯე და პრაივატ პროპეტიზე შეისეირნე, ვნახავთ სად მოხვდები მერე :smile:
მული მყავს ნიუ ჯერსი ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და 20 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავრწმუნდი აშშ დემოკრატიაში :smile:მოვლილი მაქვს ეგ ქვეყანა.
ელემენტარულად გაიარე 5 ავენიუზე დასაწყოსიდან ბოლომდე და ნახავ რამხელა სხვაობაა:სხვადასხვა წრეებს შორის, როგორც ეკონომიური, რელიგიური, რასული.
ასევეა რუსეთში კავკასიელებს ქართველებს ეძახიალ "ლიცა კავკასკოი ნაციონალნოსტი"
მოდი ყველაფერს შევხედოთ საღი თვალებით.

პატარა ქვეყანას უნდა ყავდეს კომპეტენტური პოლიტიკოსები და დიპლომატები რომ არ გაიჭყლიტოს დიდი ქვეყნების ინტერესებში.

ასეთებია: ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი.
აი ეს 3 ქვეყანა რომ შეკრიბო საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არ არის. მოსახლეობაც იგივე აქვთ. განსხვავება ის არის რომ მათ დამოუკიდებლობას მიაღწიეს 2 მსოფლიო ომის მერე, ჩვენ კი ეხლა ვართ მაგ პროცესში და ბევრია დამოკიდებული იმაზე ვინ მოვა 30 წლიანი ერთმართველობის მერე საქართველოში.
პროგრესული დასავლეთზე ორიეტირებული პოლიტიკოსი, თუ რუსეთის მარიონეტი.

ეს არის ჩემი შეხედულება, არავის არ ვახვევ თავს.
ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, მის აზროვნებაში და არ უნდა განიცდიდეს ვინმესგან დაწოლას არცერთ ასპექტში.

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-08`-17 14:02 ]

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-08`-17 22:47 ]
icon
ძვირფასო ამანდა,
როგორც ყოველთვის ძალიან გამეხარდა შენი პოსტინგის წაკითხვა. უნდა ვაღიარო დამარწმუნე შენ სიმართლეში, ამერიკა არ შეიძლება გიყვარდეს(მოგწონდეს მისი პოლიტიკა :wink:). აბრაამ ლინკოლნი, შეიძლება იცოდე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა იყო საკმაოდ წარმატებული ადვოკატი. მას ეკუთვნის ასეთი ფარზა: ყველა საქმეში, ყველა არგუმენტაციაში არის ერთი საკვანძო საკითხი. შეგიძლია ყველა სხვა არგუმენტი დაივიწყო, მხოლოდ ამ ერთს ჩაეჭიდო და საქმეს მოიგებ. მეც მივყევი აბრამის რჩევას და შევეცადე შენს მსჯელობაში მეპოვნა ეს(ბოდიში ამ სიტყვისთვის) key არგუმენტი. შენ წარმოიდგინე ვიპოვე, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

1. ამერიკა არ ეხმარება საქართველოს

არა ეს არ არის მიზეზი. ამერიკა სწორედაც რომ ეხმარება. რატომ არ ჩანს შედეგები? ეგ ჩვენ მთავრობას კითხე. ვისი ბრალია რომ ასეთი უმაქნისი მთავრობა გვყავს? ასეა თუ ისეა მაინც ჩვენი.

2.ამერიკა ცდილობს მსოფლიოს ამერიკანიზაციას.

მერე რა, ამერიკის წყობა და ცხოვრების სტილი ბევრად სჯობია ყველა სხვა შესაძლო სუპერპაუერისას, ასე რომ მე მირჩევნია ამერიკა შეეცადოს თავისი სტილი მოგვახვიოს თავს ვიდრე ჩინეთი, რუსეთი ან ვინმე არაბები. მით უმეტეს რომ ამერიკა არც ისე ძალიან ცდილობს რაიმეს თავზე მოხვევას მსოფლიოსთვის როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. შიგნით ამერიკაში მრავლად არის სხვადასხვა კულტურის ანკლავები რომლებიც სულაც არ ითქვიფებიან საერთო ფონში.

3.ამერიკაში მდიდრები და ღარიბები ხელიხელჩაკიდებულები არ დადიან მე-5-ე ავენიუსა და მარტინ ლუთერ კინგის ბულვარს შორის.

კიდევ ერთხელ როგორც რუსები იტყვიან HE TO. რატომ უნდა იარონ? მდიდრის ადგილი მეხუთე ავენიუზეა, ღარიბის სხვა ადგილებში. ღარიბი რომ გამდიდრდება გადავა მეხუთე ავენიუზე და მდიდარი რო გაღარიბდება გადავა სადმე კვინსში ან ტყვიას იკრავს შუბლში.

4. სრულიად კეთილგანზრახვით ვიღაცის კერძო საკუთრებაზე რომ შეიარო საზიზღარი კაპიტალისტი ციხეში გაგიშვებს.

სწორადაც მოიქცევა

5.დაგავიწყდა კუკლუქსკლანები?

და აი სწორედ ის არგუმენტი რომელსაც ვეძებდი, რომელმაც სულის სიღრმემდე შემძრა და 180 გრადუსით შემოაბრუნა ჩემი მსოფხედველობა. მე კიდევ მეტსაც გეტყვი: გაიხსენე მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეებში რას უშვრებოდნენ ბოროტი კოლონიზატორები საწყალ აბორიგენებს. როგორ შეიძლება ამის მერე ამერიკა მოგწონდეს

P.S.
ოჯახის წევრები რომ გეთანხმებიან ეს კარგია, ოჯახის სიმყარეს ხელს უწყობს :wink:
Uzrdeli
ყველა ქვეყანამ ვინც კოლონიზატორობას თავი დაახწია, პირველი აშს "ამოუდგა" გვერდში :smile:)))))))
იმის მერეეეეეეე ვინც არ უნდა დაეხმაროს მაგ ქვეყნებს ვერავინ ვერ გაასწორებს!ჯუდაიზმ.კომ "ეხმარება"ყველას რომ არ განვითარდნენ, კი მაგაში მაგრა ეხმარებიან!აფრიკის კონტინენტის 90%ამერიკის "დახმარებით" :wink:უღატაკეს ქვეყნებათ იქცნენ,რომელიღაც ამერიკულ ვებ გვერდზე წავიკითხე ამერიკა როგორ მოიხსენიებს საქართველოს"განუვითარებელ" და "სახემწიფო რომელიც ვერასდროს ვერ შედგება"ესეთი სიტყვებით(შემიძლია თუ დაგაინტერესებთ მისამართები მოგცეთ!)
ამერიკელები კეთილი ხალხი არიან :wink:დაგვეხმარებიან!
და ერი კითხვა:
რატომ უნდა დაგვეხმარონ?!
(მაშინ მართლებიც არიან მოხსენებებში,მათხოვრებს კი უნდა დაეხმარო!!)
icon
მოგვეცი აბა მისამართები თორემ მე უკვე წარმომიდგა თვალწინ საიტი ვვვ.ამერიკა.კომ(ან ჯუდაიზმ.კომ :wink:) სადაც პირდაპირ ასე წერია"მე, ამერიკა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ საქართველო ვერასოდეს შედგება როგორც სახელმწიფო." ისე ვისაც ამერიკა დაეხმარა და ვისაც თვითონაც უნდოდა განვითარებულიყო ყველა აყვავდა, ხოლო თუ ქვეყანას თვითონ არ უნდა განვითარება, ხალხს მუშაობას ყაჩაღობა ან უსაქმურობა ურჩევნია, ეგეთი ქვეყანა ვერანაირად ვერ შედგება გინდ დაეხმაროს ამერიკა გინდ არა.
Anonymous
icon
მადლობთ პასუხისთვის.
მითხარი ერთი რაში ეხმარება საქართველოშ გეხვეწები :smile:
შენ რა გონია არ იციან რომ მათი ფულადი დახმარება დემოკრატის ასაყვავებლად არ მოუხმარია მოქ -კავშირს?ერთ ერთ ცერუს აგენტს ვიცნობდი ფრედ ვუთფორდ,საწყალი ისიც საიქიოს გაუშვეს საქართველოში.
იმან მითხრა: ჩვენ საქართველოში ვართ ედუარდ შევადნაძის გამო.
მერე მანახე ერთი დარგი ან რომელიმე საქართველოს მხარე რომელცაც მოხმარდა ეს დახმარებები.
ფაქტია რომ არცერთი კაპიტალისტი ისე ფულს არ მოგცემს, მაგრამ როდესაც ფული არ იხარჯება იმ მიზნისთვის რისთვისაც გამოყოფილი იყო იწვევს ეჭვს.
არ გეგონოს რომ მე ამერიკის წინაღმდეგი ვარ, ჯობია შორს იყოს უფროსი, ვიდრე გვერდით და ყურს გიწევდეს გამუდმებით.
ელემენტარულად 10 წლის განმავლობაში ისეთი პატარა ქვეყნის დაყენება და მითუმეტეს ასეთი ბუნებრივი პირობებითროგორიც საქართველოა ადვილია, ხოლო ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანა გაამათხოვრეს და თავმოყვარეობა დაკარგინეს.
ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მათხოვარი, მირჩევნია წყალზე და პურზე ვიყო ვიდრე ვინმეს დახმარება ვთხოვო.
გული მიკვდება, როდესაც საქართველოს მათხოვრის როლში ვხედავ.
შენ არ გტკივა გული რასაც ხედავ დღეს საქართველოში ?აქ 4 ქართულ არხს უყურებ.არცერთ ქვეყანაში არ ხდება ის რაც საქართველოში,რომელსაც თურმე ამერიკა ეხმარება.
ესეიგი დავიქცეთ, ბანტიტებად ვიქცეთ, მათხოვრები გავხდეთ და ვიძახოთ ამერიკა გვეხმარება.
სანამ თვითონ ქარტვეკლები არ განძრევენ ხელს, არც აშშ და არც რუსი არ დაგეხმარება.
ეგ ილუზიები ბავშვებისთვის არის,
"ჯერ თაო თაო და მერე სხვაო"
ეგ პრინციპი, ყველა ქვეყანაში მოქმქმედებს და პირველ რიგში აშშ ში.
პატივისცემით
ამანდა
პ.ს. მომწონს ციტატებით რომ მესაუბრები, მიყვარს პოლიტიკოსთა ციტატების კითხვა .
ყველაზე ძალიან მომწონს რეიგანის ციტატა პოლიტიკაზე.
KUMEO
QUOTE

On `2003-08`-16 00:29, rusudani wrote:
არა მარტო სიცილი, სახელი მგონი მართლა რუსულ-სომხურ-ქურთულ მუტაციას განიცდის...ასე ისინი ლაპარაკობენ ვინც უბრალოდ გრამატიკა არ იცის ქართული და ეს სხვათაშორის "კუთხური"გავლენაა და არა "მეზობლების"!


რუსუდან ჩემოვ ცოტა გაუგებარია რა სახელზე ამბჰობ ტკბილო? გრამატიკა რა შუასია მორფოლოგი ფონეტიკა ტკბილთატკბილო?
მძღნერის (აქ ბოდიში და) მაგივრად ძღრენის მთქმელმა მაინცდამაინც ჩამოთვლით უნდა იცოდეს ბრუნვები და შემასმენელი რომელია და ზედსართავი სახელი რომელი კალაბრიის მიწის სადარო? და ან კიდევ დასათვალიერას ნაცვლად რომ დაათვარიელეს ამბობ ენის ქორნიკულად ფხანის გამო სვეტუკელა პრანჭია ქართველები მაგენი ნუთუ დავიჯერო გრამატიკის სიღრმეებს ვერ ჩაწვდომიან ? ნუთუ დავიჯერო რომ კატა და ძაღლივით არიან გრამატიკასთან, ნუთუ "ვიზავს" ვინც ამბობს "ვიზამის" ნაცვლად ისინი მწყრალად არიან გრამატიკასთან, ნუთუ ისინი ვერ შეეგუენ გრამატიკას?
ნუთუ ისინი მოიკოჭლებენ გრამატიკაში რუსიკოვ ჩემო?
მე რუსიკოს ნაცვლად რუსვიკო რომ დაგიძაო კონჩენტინას სადარო შენ ჩAთვლი რომ მე გრამატიკაში ვერ ვარ ძლიერი ნუთუ??? და ნუთი იფიქრებ რომ მე სოფლელი ვარ მგზავრი? და კუთხური გავლენის გამო მაგარ "ყ" და რბილ "ლ" გამოისობით ვუშვებ მაგნაირ შეცდომას ვინძლო?

[ This Message was edited by: KUMEO on `2003-08`-19 19:18 ]
lolski
QUOTE

On `2003-08`-22 18:52, Isito wrote:
ქართველები (ყოველ შემთხვევაში მე მაინც) სულ იმას ვამბობთ, რომ ქართულად როგორც იწერება, ისე იკითხება. სინამდვილეში მთლად ასეც არაა საქმე.  

მაგალითად იწერება "გვერდზე" და ისმის "გვერძე", იწერება "სპექტრი" და ისმის "სპეკტრი" და ა.შ. როდესაც ამ ფორუმის ჩანაწერებს ვუყურებ ვამჩნევ, რომ ხალხმა ნელ-ნელა ისე დაიწყო წერა, როგორც ესმით.  

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქულ ენაში უდიდესი რევოლუცია მოხდა და არაბული დამწერლობა ლათინური შრიფტით შეცვალეს, თურქულ დამწერლობაში ზუსტად ის ცვლილებაც მოხდა, რომ როგორც ისმის, ზუსტად ისე იწერება.  

სიმართლე რომ ვთქვა, მე არავითარი მეცნიერული მონაცემები არ გამაჩნია, რომ მანამდე სხვანაირად ხდებოდა - ეს უბრალოდ ერთერთმა თურქმა მითხრა. სამაგიეროდ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახლა ასე ხდება. მაგალითად, ყრუ და მჟღერი თანხმოვნები გავლენას ახდენენ ბოლოსართზე.  

მაგალითად "წასვლა" არის "გითმექ". "მივდივარ" რომ ვთქვათ "მექ" უნდა მოვაცილოთ და "იორუმ" უნდა დავამატოთ. ასე, რომ გრამატიკულად იქნებოდა "გითიორუმ", მაგრამ აბა სცადეთ და თქვით "გითიორუმ" სწრაფად, გამოგივათ  "გიდიორუმ". ასე, რომ როგორც ვთქვი, დამწერლობაშიც შეიცვალა "თ" "დ"-თი და სწორი გრამატიკული ფორმა როგორც გამოთქმით, ისე დაწერით არის "გიდიორუმ".    

გვჭირდება ქართველებსაც ასეთი რევოლუცია? ქართულ ენაში ხომ ძალიან დიდი ხანია რევოლუცია არ მომხდარა. ჩვენი ენის ევოლუციაც თურმე ბევრად ნელა მიმდინარეობს სხვა ენებთან შედარებით. ჩვენ საკმაოდ თავისუფლად ვკითხულობთ შოთას და თუმცა სკოლაში მე პირადად მიჭირდა, მაგრამ შუშანიკის წამებაც გვესმის თანამედროვეებს. ინგლისელები კი თურმე შექსპირსაც დიდი პრობლემებით იგებენ.
 
მოკლედ და კონკრეტულად, მე პირადად მაღიზიანებს, როდესაც ქართულ დამწერლობაში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები შეაქვთ ფორუმის წარმომადგენლებს, მაგრამ ვიცი მეტყვიან: ცივი წყალი დალიეო... :smile:



ისიტო დეარ, სპეკტრ-ის გამოთქმას იოგების დაძაბვის გარეშე ვერ ვახერხებ, ამიტომაც ძალაუნებურად სწორად გამომდის, ხოლო სიტყვა "გვწვრთვნის"-მერწმუნე შეუძლებელია დაამახინჯო :wink:
როგორც იწერება ისე იკითხება და პირიქით,თორენ ფრანგულში ბევრი= ბოკუ= 8ასოა საჭირო... "beaucoup"... უბრალოდ "შვინდისტრები", "ბარბაზნები", "კარაკოშკა" "სტოლსაფარი" "ვანა" "კუხნა" "ტუფლი" "შარვალკოსტუმი" "ბელზინი" "ბიზმესმენი" "ჯულსები" "კალისტრა" "კალიცო-ბეჭედი" და სხვა მრავალი და უამარვი სამარცხვინოა
mango
მიხარია როცა ვკითხულობ რომ არსებობს ქვეკნები სადაც საქართველოს და ქართველობას კარგად იცნობენ. გერმანიასა და შვეიცარიაში ჩამოსული ქართველობის უმრავლესობას თუ გადავხედავთ აგარ უნდა გაგვიკვირდეს თუ რატომ გონიათ აქაურებს კველა ქართველი ქურდი და ნარკომანი
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.