გამარჯობათ ჩემო კარგებო,
ვერ მოვნახე ჯანმრთელობის ტოპიკი და გავხსენი ახალი --
მე ახალი პრობელმა მაქვს: რაღაც უცნაურ სისუსტეს და არანორმალურ თავბრუსხვევებს ვგრძნობდი საკმაო ხნის მანძილზე/ორი-სამი კვირა/, დავიღალე ლოდინით, როდის გამივლიდა და გადავწყვიტე სისხლის შემოწმება, რაც რამდენიმე წელია, არ გამიკეთებია --
მოკლედ, გასაგებია თემის სათაურიდან, რომ საუბარია ჰემოგლობინზე, რომელიც თურმე სახიფათო მაჩვენებლის დონეზე მქონია -
ერთი რჩევა მინდა: რა გავაკეთო , რომ არ მოვიმატო წონაში და ჰემოგლობინი "გავზარდო" ?
ველი თქვენს რჩევებს- მივიღებ და გავითვალისწინებ ყველას --
აღარ შემიძლია გაძლიერებულ კვებაზე ყოფნა- ვიტამინები ცალკე, საჭმელები ცალკე- უკვე იმდენად ბევრს მივირთმევ, რომ შიმშილის გრზნობა რა არის, დამავიწყდა- იმის შიშიტ, რომ თავბრუსხვევამ "თავი გამანებოს" --
მოკლედ, ველი თქვენს გამოხამურებებს დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემასთან ბევრს გქონიათ შეხება და გამოცდილებასაც გამიზიარებთ--