kkukkaracha
12.09.2006, 0:32
კვირის პალიტრაში ისეთი შემზარავი ინფორმაცია ვნახე რომ შემძრა.....
სამი თვის ანას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება გერმანიაში.
მთელი საქართველო, ცნობილი თუ უცნობი, ფეხზე დგას რომ ამ ანგელოზივით ბავშვს 150000 ევრო შეუგროვდეს.
შევიტანოთ ჩვენც ჩვენი წვლილი უმანკო სიცოცხლის გადასარჩენად!!!
http://www.kvirispalitra.ge/archive/2006/3...frp_palitra.htm - სტატიის წასაკითხად დააწკაპუნეთ "დედათბილისი"
დავეხმაროთ ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის - 442 334 ; ჯეოსელის - 700 439);
თუ ვინმეს მოზრდილი თანხის გადარიცხვა შეუძლია, ან სულაც უცხოეთშია და ზარის განხორციელება არ შეუძლია, პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილის სახელზე ). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...
ასმა ფორუმელმა რომ ასი ზარი გააკეთოს ეგეც საქმეა!
ყველა განყოფილებაში რომ გაიხსნას ეს თემა აჯობებს....
QUOTE(kkukkaracha @ 12.09.2006, 0:32)
კვირის პალიტრაში ისეთი შემზარავი ინფორმაცია ვნახე რომ შემძრა.....
სამი თვის ანას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება გერმანიაში.
მთელი საქართველო, ცნობილი თუ უცნობი, ფეხზე დგას რომ ამ ანგელოზივით ბავშვს 150000 ევრო შეუგროვდეს.
შევიტანოთ ჩვენც ჩვენი წვლილი უმანკო სიცოცხლის გადასარჩენად!!!
http://kvirispalitra.ge/palitra/htm/dedatbilisi.htm დავეხმაროთ ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის - 442 334 ; ჯეოსელის - 700 439);
თუ ვინმეს მოზრდილი თანხის გადარიცხვა შეუძლია, ან სულაც უცხოეთშია და ზარის განხორციელება არ შეუძლია, პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილის სახელზე ). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...
ასმა ფორუმელმა რომ ასი ზარი გააკეთოს ეგეც საქმეა!
ყველა განყოფილებაში რომ გაიხსნას ეს თემა აჯობებს....
[right][snapback]460843[/snapback][/right]
საშინელებაა სულ უცხოეთს და სხვებს შეჰყუროს ადამიანმა ხელებში
როგორ თუ ის აპარატურა არ ააქვთ? რას ქვია არ ააქვთ, ვიცი ეხლა აქ კამათის დრო არ არის მაგრამ რომ არ დავწერო არ შEიძლება ვერ მომითმენია როდამდე უნდა იყოს საქართველო ესე როდამდე რამდენი ადამიანი უნდა ტიროდეს იმას რომ შვილს ისევ უცხოეთში უცხო ექიმი გადაურჩენს? კარგად მესმის მშობლის ამბავი და საწყენია ის რომ ადამიანს ვერ ეხმარები, მაგრამ სადაა სამართალი ქვეყანა რომელიც ქვეყანა ფულს ხარჯავს უაზროდ ერთი აპარატი ვერ უყიდიათ ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინონ
არა რაა უკვე არც ღირს ლაპარაკი !
ეს უკვე მერამდენე ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ღმერთმა ყველას ოჯახს აცილოს მსგავსი ამბავი.
გატოკდეს ეს სახელმწიფო და უაზროდ ფულის განიავებას რაღაცა ქნას რომ ხალხი ასე ნადგურდება
kkukkaracha
12.09.2006, 0:43
nanachka
12.09.2006, 0:43
kkukkaracha
12.09.2006, 0:50
დედა ვატირე მე ჯანდაცვის მინისტრის!!!!!!!
QUOTE(kkukkaracha @ 12.09.2006, 0:50)
დედა ვატირე მე ჯანდაცვის მინისტრის!!!!!!!

[right][snapback]460854[/snapback][/right]
იქნება რამენაირად ქართველ ბიზნესმენებს მივაწოდოთ ხმა? რა იცი რა ხდება და გაუწოდონ დახმარების ხელი პატარა ბავშვს
kkukkaracha
12.09.2006, 0:53
ძალიან გახმაურებული ამბავია და მემგონი უნდა იცოდნენ.
როგორ უნდა მივაწვდინოთ?
მერე გამოვლენ ჩვენი ნასწავლი პოლიტიკოსები და იტყვიან საქართველო ევროპის დონეზეაო. ისე მაგათ რა უთხარი მე, მაგათმა რა იციან რა არის ევროპის დონე? მაგათ გონიათ ერთ ყურძენს დაკრიფავენ გაასაღებენ და არიქაა ღვინო გვაქვს ვანახოთ სამყაროსო. უნდა სცხვენოდეს ყველა იმ ადამიანს პირველ რიგში ჯამრთელობის მინისტრს(თუ არსებობს) რომ ასეთი რამე ხდება სავადმყოფოში
ისე ყველა ვითომ დამნაშავეებს კი ყრიან ციხეებში და ეს არ არის დანაშაული ბავშვის სიცოცხლე ერთი დეგენერატი აპარატის გამო ? საცოდაობა კი არა სატირელია ცუდათ გახდომისაც უნდა გეშინოდეს. და 15000 ევრო რა არის ამით დახმარება სასაცილოდ აგდებაა
არა რა შუა აფრიკაშიც არარაა მგონი ასე როგორც საცოდავ ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია
(ბოდიშით მაგრამ ეს ალბათ ემოციების ბრალია)
nanachka
12.09.2006, 0:56
QUOTE(kkukkaracha @ 11.09.2006, 20:50)
დედა ვატირე მე ჯანდაცვის მინისტრის!!!!!!!

[right][snapback]460854[/snapback][/right]
საერთოდ, როცა ცუდი რამ ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. იქნებ ახლა მაინც იფიქრონ ისეთი აპარატურის შეძენაზე, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში სჭირდებათ?
მახსოვს, გაეროს ექიმები წავიყვანე ზუგდიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში (თავის დროზე ძალიან კარგი იყო). გაგიჟდნენ, ასეთ პირობებში ოპერაციებს როგორ ატარებთო. მთავარი ექიმი ქირურგი იყო, კარგი ხუმარა კაცი. მთხოვა, უთხარიო მათ, რომ როცა კეტგუტი არ მაქვს ფურთხით ვაწებებ ჭრილობებსო
kkukkaracha
12.09.2006, 0:57
QUOTE("FUNNY" @ 12.09.2006, 0:55)
მერე გამოვლენ ჩვენი ნასწავლი პოლიტიკოსები და იტყვიან საქართველო ევროპის დონეზეაო. ისე მაგათ რა უთხარი მე, მაგათმა რა იციან რა არის ევროპის დონე? მაგათ გონიათ ერთ ყურძენს დაკრიფავენ გაასაღებენ და არიქაა ღვინო გვაქვს ვანახოთ სამყაროსო. უნდა სცხვენოდეს ყველა იმ ადამიანს პირველ რიგში ჯამრთელობის მინისტრს(თუ არსებობს) რომ ასეთი რამე ხდება სავადმყოფოში
ისე ყველა ვითომ დამნაშავეებს კი ყრიან ციხეებში და ეს არ არის დანაშაული ბავშვის სიცოცხლე ერთი დეგენერატი აპარატის გამო ? საცოდაობა კი არა სატირელია ცუდათ გახდომისაც უნდა გეშინოდეს. და 15000 ევრო რა არის ამით დახმარება სასაცილოდ აგდებაა
არა რა შუა აფრიკაშიც არარაა მგონი ასე როგორც საცოდავ ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია
(ბოდიშით მაგრამ ეს ალბათ ემოციების ბრალია)
[right][snapback]460857[/snapback][/right]
მართალი ხარ, მაგრამ 15000 კი არა 150 000 ევროა საჭირო
kkukkaracha
12.09.2006, 0:59
“ოღონდ შვილი გადამირჩეს”
ამბობენ, ბავშვის ცრემლი დედამიწას გადასწონისო, სიცოცხლე - მით უმეტეს. თქვენ არ იცით, სამი თვის ანა ხუციშვილი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვის... ცხვირში - ზონდით, ხორხში - ზონდით, თვალებში - ტანჯვით. ექიმებმა, - ალბათ, გეჩვენებათო, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თვალებით შველა ანამ მეც მთხოვა. რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
ჩვენ რომ ეს აპარატურა გვქონოდა, ანა გაგიღიმებდათ, თითზე ჩაგებღაუჭებოდათ და “თავის ენაზე” დაგელაპარაკებოდათ. ახლა კი მხოლოდ მის თვალებს შეუძლია საუბარი. გოგონა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებით შეიძლება გადარჩეს. ჩვენგან განსხვავებით იქ საჭირო აპარატურა აქვთ, მაგრამ ოპერაცია გვიანდება და ბავშვის გადარჩენის შანსი იკლებს. ის, რასაც ანა დაბადებიდან უძლებს, არ იზომება. გაზომვა მხოლოდ იმ ჟანგბადის რაოდენობით შეიძლება, რომელსაც პატარას ცხვირსა და ხორხში ჩადგმული ზონდით აწვდიან. პატარა ისე ახველებს, რომ მნახველს შესაძლოა, გული გაუსკდეს. თუმცაღა ეს ხველა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვს დაბადებიდანვე ხორხში ჩადგმულმა მილმა დამართა. უცხო სხეულმა გოგონას საყლაპავი მილი დაუზიანა. სუნთქვის უკმარისობამ კი ცენტრალური ნერვული სისტემა მოუშალა და სისხლჩაქცევები განუვითარა... მილის მოსაშორებლად ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთი ოპერაცია ჩაეტარებინათ და ყელსქვემოთა ხორხის მიმდებარე ნაწილი გაეკვეთათ. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ანას დედამ აიღო...
- როცა ექიმებმა მითხრეს, ბავშვს დაკარგავ, ამდენ ხანს პირში ჩადგმულ აპარატურას ვერ გაუძლებსო, დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ჩემს შვილს ამისთვის ვეღარ გაეძლო, მაგრამ ვეღარც მილს უძლებდა... ახლა თორმეტი დღეა, სასუნთქი ზონდი გარედან ჩადის ჭრილობაში და თუ ამას სუნთქვა ჰქვია, თავისით სუნთქავს. რაიმე რომ დაემართოს, რა მეშველება. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩეს...
თბილისში დიაგნოსტირების საშუალება კი არის, მაგრამ ოპერაციები არ კეთდება... სხვა საშველი არ მაქვს, უცხოეთში უნდა წავიყვანო. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, მაგრამ ამას ფული უნდა. ერთმა გერმანულმა კლინიკამ 150.000 ევრო მოგვთხოვა(!). გამწარებულმა ყველა შევაწუხე, - უცნობი და ნაცნობი, ტელევიზია, პრეზიდენტმაც კი იცის, რაც მჭირს. მის ადმინისტრაციაში მითხრეს, - 15.000 ევროს გადმოგირიცხავთო... ჩვენს ქვეყანაში ეს რომ პატარა ფული არ არის, ვიცი, მაგრამ ჩემს შვილს რომ არ ჰყოფნის? არადა, როდემდე გაუძლებს? ზოგჯერ ვფიქრობ, ან გავგიჟდები, ან მოვკვდები-მეთქი. ხომ თან ჰყვებიან ექიმები, მაგრამ აუტანელ სიცხეებში ნასიცხარი ლაქები გაუჩნდა. თანაც თავზე რომ ვადგავარ, სულ ასე მგონია, თვალებით შველას მთხოვს... და ვერ ვშველი.
დავით ფულარია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: - ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემგზავროს უცხოეთში. უცხო სხეულით ამდენ ხანს სუნთქვამ შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განუვითაროს. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. დღემდე პატარას სიცოცხლეს ექიმები და დედამისი ბრძოლით ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე, ალბათ, ამას ვეღარ შევძლებთ... კლინიკასაც ვეძებთ, რომელიც შედარებით იაფად დათანხმდება ოპერაციაზე... სხვა ჩვენ, სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია...
P.S. არაერთხელ გვითხოვია დახმარება ისედაც გაწამებული და გაუსაძლისი ყოფით დამძიმებული ჩვენი მკითხველისთვის... მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი არსებობა გავამართლოთ და თან დატანჯული ჩვილის თვალები არ დაგვყვებოდნენ, კიდევ ერთხელ (და მეათასედაც!) სხვისი ტკივილი უნდა გავინაწილოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის 442 334 ჯეოსელის - 700 439); ზოგმა - მეტითაც. პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...
ეთერ ერაძე
QUOTE(nanachka @ 12.09.2006, 0:56)
საერთოდ, როცა ცუდი რამ ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. იქნებ ახლა მაინც იფიქრონ ისეთი აპარატურის შეძენაზე, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში სჭირდებათ?
მახსოვს, გაეროს ექიმები წავიყვანე ზუგდიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში (თავის დროზე ძალიან კარგი იყო). გაგიჟდნენ, ასეთ პირობებში ოპერაციებს როგორ ატარებთო. მთავარი ექიმი ქირურგი იყო, კარგი ხუმარა კაცი. მთხოვა, უთხარიო მათ, რომ როცა კეტგუტი არ მაქვს ფურთხით ვაწებებ ჭრილობებსო

[right][snapback]460858[/snapback][/right]
ეს არ არის პირველი შემთხვევა ასე რომ არამგონია ჭკუა ისწავლონ და საჭირო აპარატურით მოამარაგონ თუნდაც ერთი საავადმყოფო (სამწუხაროა მაგრამ ეს რეალობაა)
nanachka
12.09.2006, 1:02
150 000 ევროს გარდა ხომ ტრანსპორტირებაც არის საჭირო და კიდევ იქ (გერმანიაში) ხომ უნდათ მშობლებს საცხოვრებელი და ფინანსები?
აქ არის ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეგობარი იცნობს მათ წარმომადგენელს. რამდენიმე თვის წინ ჩამოიყვანეს რუმინელი 16 წლის გოგო, რომელსაც ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს ხერხემალზე. მთელი თანხა ამ ორგანიზაციამ გაიღო. ხვალ დავურეკავ და ვკითხავ, ანას შემთხვევვასაც თუ გაითვალისწინებენ. ხშირად ასეთი ორგანიზაციები ფოკუსირებას ერთ ქვეყანაზე ახდენენ ხოლმე და შეიძლება, მხოლოდ რუმინთთან მუშაობდნენ, მაგრამ მე მაინც ვკითხავ, იქნებ რამე გამოვიდეს?
kkukkaracha
12.09.2006, 1:06
QUOTE(nanachka @ 12.09.2006, 1:02)

[right][snapback]460862[/snapback][/right]
მაგან თუ გაამართლა მართლა, უბრალოდ არ ვიცი როგორ გითხრა. ძალიან მაგარი რამეს იზამ
nanachka
12.09.2006, 1:09
QUOTE(kkukkaracha @ 11.09.2006, 21:06)
იმედი მაქვს, რაღაცა მაინც გამოვა. ან მათ თუ არა, იქნებ სხვას მიმასწავლონ? მოკლედ, მე რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთმა ქნას, დადებითი შედეგი მოყვეს!
მოკლედ, გავიგებ თუ არა, აქ დავპოსტავ.
QUOTE(nanachka @ 12.09.2006, 2:02)
150 000 ევროს გარდა ხომ ტრანსპორტირებაც არის საჭირო და კიდევ იქ (გერმანიაში) ხომ უნდათ მშობლებს საცხოვრებელი და ფინანსები?
[right][snapback]460862[/snapback][/right]
ეჰჰ ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი ფალსირებულ ღვინოებს დასდევს უკან ბოლოჯერ კურიერს რომ ვუყურე რაღაცა რესტორანს მაგნეს კრაკოვში და იქ დახვდათ ფალსირებული ღვინო, კაცი გადაირია და ამბობს: თვითფრინავის ბილეთის ფულს გადავუხდიო ოღონდ მოვიდნენ და ნახონ ჩვენმა ხალხმა(ვისაც ეხება საქართველოში ეს ღვინის პრობლემა) აქ რა ღვინო იყიდებაო. მოკლედ კაცს ღვინის პრობლემა უფრო ადარდებს ვიდრე ჯამრთელობა

ამას რომ გაიგებ, არ გაიფიქრებ ჰე აშენდა საქართველო ღვინის პრობლემის გარდა აღარაფერი არისო
ეხლა ეს ბავშვის ამბავი მაღელვებს ტანში ჟრუანტელივით მივლის და მეცოდება და არა მარტო ეგ.
kkukkaracha
12.09.2006, 1:11
QUOTE(nanachka @ 12.09.2006, 1:09)
იმედი მაქვს, რაღაცა მაინც გამოვა. ან მათ თუ არა, იქნებ სხვას მიმასწავლონ? მოკლედ, მე რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთმა ქნას, დადებითი შედეგი მოყვეს!
მოკლედ, გავიგებ თუ არა, აქ დავპოსტავ.

[right][snapback]460865[/snapback][/right]
ღმერთმა ქნას რო გამოვიდეს რამე!
უნდა შეაზიზღონ ქართველს საქართველო! აქეთ მიდის ყველაფერი
kkukkaracha
12.09.2006, 1:29
QUOTE(tartar @ 12.09.2006, 1:23)
დიაგნოზი რა არის?
[right][snapback]460869[/snapback][/right]
QUOTE
დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
nanachka
12.09.2006, 13:38
ველაპარაკე ჩემს მეგობარს და მან მითხრა, რომ ის ალბანელი (და არა რუმინელი, როგორც ადრე ვთქვი) გოგონა ჩამოიყვანა არა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, არამედ ესექსის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლმა. თურმე მრევლის წევრი ყოფილა ჩასული ალბანეთში და უნახავს, თუ რა საშინელ მდგომარეობაში იყო ის გოგო. დაბრუნებულზე მოახერხა ფულის შეგროვება ადგილობრივ მოსახლეობასა და მრევლს შორის და ასე, ეკლესსი თავდებით, ჩამოიყვანეს თურმე ის ბავშვი.
ჩემმა მეგობარმა მომაწოდა იდეა, რომ იქნებ ადგილობრივ პრესას დავუკავშირდე და თუ დაინტერესდებიან, იქნებ სტატიაც გამოაქვეყნონ. ამისთვის კი აუცილებლად მჭირდება ზუსტი მონაცემები: დიაგნოზი და რა სახის ოპერაცია სჭირდება; ასევე, ანგარიშის ნომრები (ეგ მგონი, უკვე არის წინა გვერდზე მითითებული).
მაგრამ ჯერ რედაქციაში უნდა დავრეკო და გავიგო, თუ დაინტერესდებიან.
remedios_rebeka
12.09.2006, 13:47
ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თუ გინდათ დარეკეთ, თუ გაქვთ საშუალება. მე დავრეკე და გაითიშა. მაინც დაირიცხებოდა? რაღაცეები კი მითხრა, ფასიანია ზარიო და რაღაც აკრიფეო. ეგ არის?
QUOTE(remedios_rebeka @ 12.09.2006, 13:47)
ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თუ გინდათ დარეკეთ, თუ გაქვთ საშუალება. მე დავრეკე და გაითიშა. მაინც დაირიცხებოდა? რაღაცეები კი მითხრა, ფასიანია ზარიო და რაღაც აკრიფეო. ეგ არის?
[right][snapback]461152[/snapback][/right]
კი, მერე დაგაკავშირებდა და რო გაითიშა ეგ ნიშნავს, რომ ზარი მიიღო
Babale.
12.09.2006, 19:16
QUOTE("FUNNY" @ 12.09.2006, 0:42)
საშინელებაა სულ უცხოეთს და სხვებს შეჰყუროს ადამიანმა ხელებში
როგორ თუ ის აპარატურა არ ააქვთ? რას ქვია არ ააქვთ, ვიცი ეხლა აქ კამათის დრო არ არის მაგრამ რომ არ დავწერო არ შEიძლება ვერ მომითმენია როდამდე უნდა იყოს საქართველო ესე როდამდე რამდენი ადამიანი უნდა ტიროდეს იმას რომ შვილს ისევ უცხოეთში უცხო ექიმი გადაურჩენს? კარგად მესმის მშობლის ამბავი და საწყენია ის რომ ადამიანს ვერ ეხმარები, მაგრამ სადაა სამართალი ქვეყანა რომელიც ქვეყანა ფულს ხარჯავს უაზროდ ერთი აპარატი ვერ უყიდიათ ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინონ
არა რაა უკვე არც ღირს ლაპარაკი !
ეს უკვე მერამდენე ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ღმერთმა ყველას ოჯახს აცილოს მსგავსი ამბავი.
გატოკდეს ეს სახელმწიფო და უაზროდ ფულის განიავებას რაღაცა ქნას რომ ხალხი ასე ნადგურდება

[right][snapback]460849[/snapback][/right]
აგერ სამაგიეროდ ალგერია თავს იწონებს 600 000 ლარიანი ახალი შადრევანი გაიხსნება თბილისშიო, მაგრამ უკმაყოფილოა უმადურები ხართ და სილამაზე არ გიყვართ ქართველებსო
kkukkaracha
12.09.2006, 21:02
აუ მიდით რა როგორც შეგიძლიათ დაეხმარეთ რა!
15 ლარის დავრეკე უკვე მანდ და თუ კიდე გავჩითავ დავრეკავ
16 წლის ვარ და სხვა ვერანაირად ვერ ვეხმარები
nanachka
13.09.2006, 19:54
თბილისში მყოფ ფორუმელებს მივმართავ თხოვნით!

პატარა ანაზე მჭირდება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ჩემი რეგიონის ორ მთავარ გაზეთს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ e-mail-ში ამეხსნა მათთვის ყველაფერი. მე კი ზუსტი დიაგნოზიც კი არ ვიცი. სანამ მივწერდე, მანამ მინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები მაინც რომ ვიცოდე. საჩქარო საქმეა, ცხადია და გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამიგოთ რაც შეიძლება მეტი ამ ბავშვზე. იქნებ მშობლების საკონტაქტო ნომერი გაარკვიოთ? მე თვითონ დავურეკავდი და ვკითხავდი ყველაფერს. ან გაზეთის (სადაც დაიბეჭდა) ტელ. ნომერი გამიგოთ? ჟურნალისტის სახელი, მგონი, მითითებულია სტატიის ბოლოში.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დაბეჭდავენ თუ არა სტატიას ანაზე, არავინ იცის. მე კი მივწერ წერილს და მაქსიმალურად შევეცდები, რომ 'მავანდომინო' დაბეჭდვა. ამიტომ არც მშობლების დაიმედება მინდა. უბრალოდ ვცდილობ, გამოვნახო გზა, რომ როგორმე დავეხმარო ამ ბავშვს.
ეს ჩვენმა მთავრობამ უნდა ითავოს ასეთი უბედურებები ...
ქვეყანას რომელსაც მაშველთა ორგამიზაცია არ ჰყავს რაზეა ლაპარაკი.
ბიზნეს მაგნატებმა გაიღონ მოწყალება რა იქნება.
თორე ფორუმში სუყველას თავიანთი ცხოვრება და პრობლემები აქვთ ისიც ძნელია ემიგრანტის ტვირთს რომ ვატარებთ საკუთარი ქვეყნიდან გადმოხვეწილები.
ქუვეითის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს ჩამოვიდა. იგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
მხარეები ხელს მოაწერენ რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება. ქუვეითის პრემიერმა საქართველოში 17 მილიონიანი დახმარებაც ჩამოიტანა, რაც, ძირითადად, გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
კი სულ გზების რეაბილიტაციას მოხმარდება

დავიჯერე
POLEMIST
14.09.2006, 6:43
QUOTE
მხარეები ხელს მოაწერენ რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება. ქუვეითის პრემიერმა საქართველოში 17 მილიონიანი დახმარებაც ჩამოიტანა, რაც, ძირითადად, გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
სომხურ ტერორიზმს არ მოხმარდეს და გინდა წყალში გადაყარონ.

რატომღაც სხვა სუნი უდის ქუვეითის წაცვეთილის თოვლის ბაბუასავით ჩამოსვლა სომხური ხელისუფლების დასახმარებლად.
ალბათ გაირკვევა მოგვიანებით ყველაფერი.
რაც შეეხება ანას მდგომარეობას რა ხდება? რა არის ეხლა სიახლე? ბავშვი როგორ არის? გროვდება ფული?
N A N K A
14.09.2006, 6:50
სატელეფონო კარტით დარეკვის შემთხვევაშიც დაერიცხება თანხა? თუ ასეა,მაშინ 3 დღე ვრეკავ შეუსვენებლივ...
და კიდევ კითხვა,რომ მიპასუხონ,რა ვუთხრა?
nanachka
15.09.2006, 13:27
QUOTE(nanachka @ 13.09.2006, 15:54)
თბილისში მყოფ ფორუმელებს მივმართავ თხოვნით!

პატარა ანაზე მჭირდება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ჩემი რეგიონის ორ მთავარ გაზეთს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ e-mail-ში ამეხსნა მათთვის ყველაფერი. მე კი ზუსტი დიაგნოზიც კი არ ვიცი. სანამ მივწერდე, მანამ მინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები მაინც რომ ვიცოდე. საჩქარო საქმეა, ცხადია და გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამიგოთ რაც შეიძლება მეტი ამ ბავშვზე. იქნებ მშობლების საკონტაქტო ნომერი გაარკვიოთ? მე თვითონ დავურეკავდი და ვკითხავდი ყველაფერს. ან გაზეთის (სადაც დაიბეჭდა) ტელ. ნომერი გამიგოთ? ჟურნალისტის სახელი, მგონი, მითითებულია სტატიის ბოლოში.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დაბეჭდავენ თუ არა სტატიას ანაზე, არავინ იცის. მე კი მივწერ წერილს და მაქსიმალურად შევეცდები, რომ 'მავანდომინო' დაბეჭდვა. ამიტომ არც მშობლების დაიმედება მინდა. უბრალოდ ვცდილობ, გამოვნახო გზა, რომ როგორმე დავეხმარო ამ ბავშვს.
[right][snapback]461998[/snapback][/right]
???
nanachka
15.09.2006, 17:49
გავაგზავნე E-MAIL ორ სხვადასხვა გაზეთში, პასუხი ჯერ არ მოუწერიათ.

ვნახოთ, რა გამოვა.
და ხალხნო, გთხოვთ, დამეხმაროთ, თუ დადებით პასუხს მივიღებ. მათ ხომ დაწვრილებით ენდომებათ ინფორმაციაც და ალბათ ანნას სურათიც.
nanachka
15.09.2006, 18:02
ხალხნო, ამ წუთას მივიღე საპასუხო მაილი, ჟურნალისტი Suzie Smith დაგირეკავთო

. ფოტო თუ გაქვთო, მკითხეს

. აუცილებლად ენდომებათ, ისედაც ვიფიქრე. რადგან დაინტერსედნენ, ე.ი. კარგი პირი უჩანს (იმედი მაქვს!). ვთხოვე, 30 წუთში დაერეკათ; ახლა გავდივარ სკოლაში, ბავშვი უნდა მოვიყვანო.
ძალიან გთხოვთ, აქ მალე ვიკ-ენდი დაიწყება და დამეხმაროთ ხვალ და ზეგ იმ ინფოს შეგროვებაში, რაც მათ სჭირდებათ. მშობლების ტელეფონის ნომერი და კლინიკისაც, ან ექიმის, ალბათ დაგვჭირდება. ძალა ერთობაშია!!! გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დამხმარეთ, მე აქედან მეტს ვერაფერს შევძლებ. ტელეფონით კი დაველაპარაკები, თუ საჭირო იქნება, მაგრამ ნომრები დამჭირდება.
მოკლედ, როგორც კი დაველაპარაკები სიუზის, ეგრევე დავწერ აქ, რა მოხდება.
nanachka
15.09.2006, 18:53
ჟურნალისტს ამ წუთას ველაპარაკე; ამ ვიკ-ენდზე მოამზადებს სტატიას და ორშაბათს უკვე გაზეთში იქნება. ბავშვის სურათი მჭირდბეა სასწრაფოდ!
გუგლში იაშვილის კლინიკა კი არის მოხსენიებული, მაგრამ ტელეფონის ნომერი არსად წერია. გთხოვთ, ეს მაინც გამიგეთ, რომ დღესვე დავურეკო და იქნებ მშობლებმა თვითონ გამომიგზავნონ სურათი მაილით. ან ვისაც ციფრული აპარატი გაქვთ და შეგიძლიათ, წახვიდეთ და სურათი გადაუღოთ და მერე მე გამომიგზავნოთ, გთხოვთ აქვე მითხრათ და მაილს პრივატში მოგწერთ.
გმადლობთ!
აბა, გელოდებით
Fermina
15.09.2006, 18:54
QUOTE(nanachka @ 15.09.2006, 14:53)
ჟურნალისტს ამ წუთას ველაპარაკე; ამ ვიკ-ენდზე მოამზადებს სტატიას და ორშაბათს უკვე გაზეთში იქნება. ბავშვის სურათი მჭირდბეა სასწრაფოდ!
გუგლში იაშვილის კლინიკა კი არის მოხსენიებული, მაგრამ ტელეფონის ნომერი არსად წერია. გთხოვთ, ეს მაინც გამიგეთ, რომ დღესვე დავურეკო და იქნებ მშობლებმა თვითონ გამომიგზავნონ სურათი მაილით. ან ვისაც ციფრული აპარატი გაქვთ და შეგიძლიათ, წახვიდეთ და სურათი გადაუღოთ და მერე მე გამომიგზავნოთ, გთხოვთ აქვე მითხრათ და მაილს პრივატში მოგწერთ.
გმადლობთ!
აბა, გელოდებით
[right][snapback]463109[/snapback][/right]
ნანაჩკა, 5 წუთი დაიცადე, ახლავე...
ტელეფონებია 51 77 98, 53 18 52.
nanachka
15.09.2006, 19:16
QUOTE(Fermina @ 15.09.2006, 14:54)
ნანაჩკა, 5 წუთი დაიცადე, ახლავე...
ტელეფონებია 51 77 98, 53 18 52.
[right][snapback]463112[/snapback][/right]
დიდი მადლობა!

მეც ვიპოვე თბილისის 'იელოუ ფეიჯიზ' და იქ სხვა ნომერი ეწერა. უკვე ველაპარაკე ერთ გოგოს, რომელიც იმ განყოფილებიდან შორს იყო და მითხრა 10 წუთში დარეკეო. (მაინტერესებს, მშობლები თუ არიან იქ ახლა, რომ დაველაპარკო მათ).
ფერმინა, ეს ნომრები უშუალოდ განყოფილების ნომრებია, თუ მშობლების, თუ?..
Dea-Dea
15.09.2006, 19:24
ფანი, რა საყვარელი ხარ - და რა ჭკვიანი იზრდები --
QUOTE("FUNNY" @ 11.09.2006, 20:42)
საშინელებაა სულ უცხოეთს და სხვებს შეჰყუროს ადამიანმა ხელებში
როგორ თუ ის აპარატურა არ ააქვთ? რას ქვია არ ააქვთ, ვიცი ეხლა აქ კამათის დრო არ არის მაგრამ რომ არ დავწერო არ შEიძლება ვერ მომითმენია როდამდე უნდა იყოს საქართველო ესე როდამდე რამდენი ადამიანი უნდა ტიროდეს იმას რომ შვილს ისევ უცხოეთში უცხო ექიმი გადაურჩენს? კარგად მესმის მშობლის ამბავი და საწყენია ის რომ ადამიანს ვერ ეხმარები, მაგრამ სადაა სამართალი ქვეყანა რომელიც ქვეყანა ფულს ხარჯავს უაზროდ ერთი აპარატი ვერ უყიდიათ ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინონ
არა რაა უკვე არც ღირს ლაპარაკი !
ეს უკვე მერამდენე ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ღმერთმა ყველას ოჯახს აცილოს მსგავსი ამბავი.
გატოკდეს ეს სახელმწიფო და უაზროდ ფულის განიავებას რაღაცა ქნას რომ ხალხი ასე ნადგურდება

[right][snapback]460849[/snapback][/right]
"FUNNY"
15.09.2006, 19:30
QUOTE(Dea-Dea @ 15.09.2006, 20:24)
ფანი, რა საყვარელი ხარ - და რა ჭკვიანი იზრდები --
[right][snapback]463179[/snapback][/right]
არა უბრალოდ დეა-დეა გუLი შემტკივა
ტელევიზორის ყურება აღარ მინდა ხან რას ნახავ ხან რას ერთი კურიერს ვუყურებ სულ იშვიათად და იქაც საშინელებები
ხან ვინ გარდაიცვლება ხან ვინ და ისე როცა გადარჩენა შEიძლება
არა რაა უკვე ნერვების მომშლელია ეს სიტუაცია უბრალოდ გაძლებას ვუსურვებ ხალხს.
"FUNNY"
15.09.2006, 19:30
რა ნომერია სად რა ირიცხება უცხოეთიდან როგორ დაირეკება იმ ნომერზე ან თუ შEიძლება ვისაც შEუძლია დარეკავს !
"FUNNY"
15.09.2006, 19:33
nanachka მართლა დიდი დიდი მადლობა ასეთი კეთილი საქმისთვის
ამ სიკეთეს რომ იჩენ! სამადლობელს ვიცი არ ელი , მაგრამ სიკეთე არასდროს იკარგება
nanachka
15.09.2006, 19:54
QUOTE("FUNNY" @ 15.09.2006, 15:33)
nanachka მართლა დიდი დიდი მადლობა ასეთი კეთილი საქმისთვის
ამ სიკეთეს რომ იჩენ! სამადლობელს ვიცი არ ელი , მაგრამ სიკეთე არასდროს იკარგება

[right][snapback]463189[/snapback][/right]
გმადლობ, ფანი
ახლა ისე ვნერვიულობ, ვერ წარმოიდგენ! ორშაბათს უკვე დაიბეჭდება და ვნახოთ, რა გამოხმაურება ექნება. მშობლების მობილური უკვე მაქვს, მაგრამ გამორთულია ამჟამად.

მე არ მოვეშვები და დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაველაპარაკები.
Lika-Moscow
15.09.2006, 20:08
ნანაჩკა, აღფრთოვანებული ვარ შენი მონდომებით!
nanachka
15.09.2006, 20:29
QUOTE(Lika-Moscow @ 15.09.2006, 16:08)
ნანაჩკა, აღფრთოვანებული ვარ შენი მონდომებით!
[right][snapback]463234[/snapback][/right]
გმალობ, ლიკუშ

.
მოკლედ, ამ წუთას ბავშვის დედას ველაპრაკე. რა თქმა უნდა გაუხარდა

; ჩვენთან უკვე გვიანიაო და ხვალ დილიდან შევუდგებიო ამ სქმეს (სურათის გამოგზავნა მაილზე). თვითონ არ აქვთ კომპი და ციფრული აპარატი, მაგრამ არა მგონია, ეგ პრობლემა იყოს, აუცილებლად დაეხმარებიან.
ბავშვს მემბრანა ადრე ხორხის შუაში ჰქონდა, ახლა კი გვერდებზე გადაუვიდაო

.
ისიც მითხრა, რომ 'კვირის პალიტრაში' ლარის გადასარიცხი ანგარიში შეცდომით დაბეჭდესო, მაგრამ დოლარის ანგარიში სწორიაო.
თან კარგ ხასიათზე ვარ

, თან მაგრად ვნერვიულობ!
Lika-Moscow
15.09.2006, 20:50
QUOTE(nanachka @ 15.09.2006, 20:29)
გმალობ, ლიკუშ

.
მოკლედ, ამ წუთას ბავშვის დედას ველაპრაკე. რა თქმა უნდა გაუხარდა

; ჩვენთან უკვე გვიანიაო და ხვალ დილიდან შევუდგებიო ამ სქმეს (სურათის გამოგზავნა მაილზე). თვითონ არ აქვთ კომპი და ციფრული აპარატი, მაგრამ არა მგონია, ეგ პრობლემა იყოს, აუცილებლად დაეხმარებიან.
ბავშვს მემბრანა ადრე ხორხის შუაში ჰქონდა, ახლა კი გვერდებზე გადაუვიდაო

.
ისიც მითხრა, რომ 'კვირის პალიტრაში' ლარის გადასარიცხი ანგარიში შეცდომით დაბეჭდესო, მაგრამ დოლარის ანგარიში სწორიაო.
თან კარგ ხასიათზე ვარ

, თან მაგრად ვნერვიულობ!

[right][snapback]463247[/snapback][/right]
ნანაჩკა, ჩვენც შეგვატყობინე მერე რა როგორ იქნება!
მართლა ცოტათი გამაოცა შენმა გულისხმიერებამ!
прими мой нижайший поклон!
მემბრანა არ ვიცი რა ავადმყოფობაა და სულ ცოტახნის წინ გავიგე, ჩემს შორეულ ნათესავ 7 წლის ბავშვს(ჩემი ბიძაშვილის დეიდაშვილს) მუცლის კიბო გაჩენია

ძალიან მძიმედაა თურმე და ჩვენი ექიმები ვერ შველიან. ამიტომ იმ ონკოლოგიური საავადმყოფოდან 10 მყველაზე მძიმე ავადმყოფი მიყავთ გერმანიაში სამკურნალოდ. როგორც მითხრეს ბადრი პატარკაციშვილს გადაურიცხავს ამ ბავშვებისთვის 200 000 ევრო. იქნებ ამ პაპარასაც გამოუჩნდეს ვინმე სპონსორი?!
ღმერთი იყოს ამათკენ!
nanachka
15.09.2006, 21:04
QUOTE(Lika-Moscow @ 15.09.2006, 16:50)
სულ ცოტახნის წინ გავიგე, ჩემს შორეულ ნათესავ 7 წლის ბავშვს(ჩემი ბიძაშვილის დეიდაშვილს) მუცლის კიბო გაჩენია

ძალიან მძიმედაა თურმე და ჩვენი ექიმები ვერ შველიან. ამიტომ იმ ონკოლოგიური საავადმყოფოდან 10 მყველაზე მძიმე ავადმყოფი მიყავთ გერმანიაში სამკურნალოდ. როგორც მითხრეს ბადრი პატარკაციშვილს გადაურიცხავს ამ ბავშვებისთვის 200 000 ევრო. იქნებ ამ პაპარასაც გამოუჩნდეს ვინმე სპონსორი?!
ღმერთი იყოს ამათკენ!
[right][snapback]463261[/snapback][/right]

იმედია, გერმანიაში უშველიან პატარას.
მუცლის კიბოზე არ ვიცი, მაგრამ ნაწლავების კიბოს თუ ადრე აღმოაჩენენ, წარმატებულადაც მკურნალობენ, 100%-იანი შედეგები აქვთ ხოლმე. ღმართმა კიდევ მეტი მისცეს პატარკაციშვილს! ასეთ ხალხს ნამდვილად უნდა ჰქონდეს ბევრი ფული!
N @ N K @
15.09.2006, 21:31
ნანაჩკა, ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას და აღფრთოვანებას,რასაც მე ვგრძნობ ახლა შენს მიმართ ...
ღმერთმა დალოცვილი და კურთხეული გატაროს მუდამ, ყველა შენი ერთგული და კეთილი ადამიანებით!
nanachka
15.09.2006, 21:43
QUOTE(N @ N K @ @ 15.09.2006, 17:31)
ნანაჩკა, ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას და აღფრთოვანებას,რასაც მე ვგრძნობ ახლა შენს მიმართ ...
ღმერთმა დალოცვილი და კურთხეული გატაროს მუდამ, ყველა შენი ერთგული და კეთილი ადამიანებით!
[right][snapback]463276[/snapback][/right]
დიდი მადლობა!
nanachka
15.09.2006, 21:49
მართალი გითხრათ, უკვე უხერხულად ვგრძნობ თავს. აქ იმიტომ ვწერ იმას, რასაც ვაკეთებ, რომ უბრალოდ საქმის კურსში იყოთ. უმადურობად არ ჩამითვალოთ

, გთხოვთ, მაგრამ ვინც მიცნობს პირადად, იცის, რომ მართლა მრცხვენია ხოლმე, როცა მაქებენ

.
N @ N K @
15.09.2006, 21:52
"ოქროს გული რომ გქონდა,კი ვიცოდი მაგი ,მარა, თუ ამნაირი ბაჯაღლო გედო მაი გამხმარ მკერდში,ამას ვერ მევიფიქრებდი"

("მე,ბებია,ილიკო და ილარიონი")

-ჩემო ნანაჩკა! ეგ მხოლოდ სამადლობელი და ქება კი არაა,ესაა გაოცებაც და აღფრთოვანებაც იმის გამო,რასაც შენ აკეთებ ახლა. ამ "საკუთარი სატკივარით" გაძეძგილ ხალხში და ამ გაყინულ გულთა სამეფოში გვიკვირს კიდეც ალბათ ესოდენი გულისხმიერების მატარებელი
ადამიანის აღმოჩენა და გაფართოებული თვალებით ვუყურებთ
შენ კი სწორედ რომ ეს
ადამიანი ხარ!