დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: თბილისი კრემლის ენერგეტირული შანტაჟი
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა > ეკონომიკა
Iko
როგორც იქნა...იმდენი ქნეს სანამ ჩვენი დედაქალაქის ენერგეტიკის სათავეები რუსეთის იმპერიის ბრჭყალებში არ მოაქციეს.
ნუთუ ამ იდეის ქართველმა ავტორმა და მხარდამჭერებმა არ იცოდნენ რომ RAO UES -ის კრავის მანტიას კრემლია ამოფარებული?!

იცით ძვირფასო ფორუმელებო თუ სტრატეგიულად რას ნიშნავს ეს აბსურდული ნაბიჯი საქართველოს მომავლისათვის. თბილისი და შესაბამისად მთელი საქართველო პერმანენტულად იქნება კრემლის ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ. უახლოეს მომავალში, შესაძლოა ეს ფართო მასებისათვის ცნობილი არც გახდეს, თუ რა პოლიტიკურ დათმობებზე წავა საქართველოს მთავრობა იმისთვის რომ ზამთარში თბილისში დენი იყოს.

ჩვენი რეალური დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ არარელურ პერსპექტივად იქცა!
GRM
არა ვართ ჩვენ კარგი ხალხი...

არც თავისუფლების ღირსნი ვართ.
რუსეთი ძალიან პროგრესული ქვეყანაა ჩვენთვის, რაიმე მესამეხარისხოვანი აფრიკული სახელმწიფოს კოლონია უნდა ვიყოთ, ბურუნდი მაგალითად ან ჩადი.

ამას საქენერგოს ყოფილი მუშაკი გეუბნებით, რომელსაც ცოტა მაინც ესმის რას ნიშნავს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე.

ფუი, თქვენი დ.მ...
Iko
აი ძაღლის თავი სად ყოფილა დამარხული!!!

President Considers Cooperation with Russia in Energy Sector was a Proper Decision

In the traditional Monday radio broadcast president of Georgia Eduard Shevardnadze said the government has made a proper decision by deciding to cooperate with Russia in the power and natural gas sector.

...ჯერ ხომ თავი გაიგიჟა სანამ ამერიკელებს არ ჩააბარა თელასი და ეხლა რას აკეთებს...ნუთუ მაგის აპარატში არავის არ გადაუშლია ელემენტარული მაკროეკონომიკის სახელმძღვანელო და არ წაუკითხია, რომ ენერგეტიკა სტარტეგიული დარგთაგანია და რომ ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ეს დარგი პერმანენრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

ეს დალოცვილი და მამაცხონებული, თუ რუსეთის ვასალობა უნდოდა აქამდე ეთქვა და რა თავ-გზას უბნევდა ხალხს დასავლური ფასეულობებითა და ამერიკის ქვეშევრდომობის ტკბილი პერსპექტივებით.

ღმერთმანი, მართლა ვერ გაუგე ამ კაცს... ვერ გავიგე თუ რა გზას ადგას... რომ არ ვიყო გათვიცნობიერებული რეგიონალური პოლირიკისა და სტრატეგიის საკითხებში, ვიტყოდი, რომ ალბად ,რაღაც გეგმა აქვს თქო...გეგმა არა .......

აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამად საქართველო სრულიად გასულია თვითკონდტოლის სზღვრებს მიღმა და "აფთრების" დასაგლეჯადაა მიტოვებული.
Mlle Qartveli
შევარდნაძე თავისის ძალაუფლების შესანარჩუნებლად , თვით სატანასთან თანამშრომლობასა და ვასალობაზეც არ იტყვის უარს!
ასე, რომ სულაც არ გამკვირვებია მისი ეს გადაწყვეტილება.
უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის და მიხვდა, რომ დასავლეთმა ფსონი სხვა ძალაზე გააკეთა და ამიტომაც თავისი სკამის შესანარჩუნებლად, ისევ ძველ ბატონს ჩაუვარდა მუხლებში!!!!!!
Iko
....ერთი გამაგებინეთ ხალხნო თუ როდის უნდა მოეღოს ბოლო საქართველოში "სკამისათვის" ბრძოლას, ნათესაურ კლანებს, მავნებლობას და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას...ამ კაცმა მთელი ერი დაავადა, ახალგაზრდობა მოწამლა და ისეთი თამაშის წესები დაამკვიდრა, რომელთა აღმოფხვრასაც ათწლეულები მოვუნდებით....მის 30-წლიან ბატონობას ჯობდა ცუნამის გადაევლო საქართველოზე..დარწმუნებული ვარ გაცილებით ნაკლები ზარალი იქნებოდა....
Anonymous
სანამ მაგას არ გაიტან გაღმა ღმერთი და ხალხი აზრზე არ მოვა ,არაფერიც არ გვეშველება.
Makvala
GRM!
ეგებ მაინც განგვიმარტო
რას ნიშნავს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე? ჩვენც ხალხი ვართ, გაგება გვსურს
Anonymous
სტრატეგიულო ობიექტები ყოველთვის სახელმწიფოს, ხალხის, საკუთრებაში უნდა იყოს.
ის რაც მოხდა იმას ნიშნავს რომ ედოს აშშ-მ მაგრა დაუქნია თითი და ამიტომ მისი მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის.
რა არის გასაკვირი, თელასი პაატასი იყო, დაყენა თავისი ძმაკაცი უფროსად ნიკოლაიშვილი და მამიკოს სკამის გასამაგრებლად რუსს ჩაეხუტა.
იყიდება საქართველო ვინ რას ყიდის ვინ იცის?
Iko
ამანდას

იალტის სამმიტზე ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს თურმე თავისი ინიციატივით პუტინის სადღეგრძელო შეუსვავს და თან დუყოლებია "ჩვენ ყველას გვიხარია დიდი რუსეთის რომ ჩვენს გვერდით არისო!"
ვტოვებ კომენტარის გრეშე....
სიტყვები აღარ მყოფნის გმოვხტო აღშფოთება...
ფუი.......
Vacho
რა გინდათ რას ერჩით, რაც დაიწყო ბოლომდე მიჰყავს, წარმატებით ამთავრებს. ეხლა პარლამენტის წევრებსაც თავის მოწონების და მიხედვით დააკომპლექტებს ვინც მოეპრიანება და კუთვნილ შვებულებაში გავა. თუმცა ვინ იცის შეიძლება კონსტიტუციაც დაარღვიოს და მესამედ აირჩიოს თავი. ჩვენს ქალაქში ხომ ყველაფერი მოსულა.....
lolski
QUOTE

On `2003-09`-22 16:35, Iko wrote:
ამანდას

იალტის სამმიტზე ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს თურმე თავისი ინიციატივით პუტინის სადღეგრძელო შეუსვავს და თან დუყოლებია "ჩვენ ყველას გვიხარია დიდი რუსეთის რომ ჩვენს გვერდით არისო!"
ვტოვებ კომენტარის გრეშე....
სიტყვები აღარ მყოფნის გმოვხტო აღშფოთება...
ფუი.......

ეს "თურმეს" დონის ინფორმაციაა თუ არსებობს ფაქტები? :wink: რაღაც ჭორის სტილი გაქვს დაცული, მეზობლებს სალაპარაკო რომ გამოელევათ და მერე ამბების მოგონებას რომ იწყებენ სხვა მეზობლებზე, ტიპა: "მინდაძეებს გარაჟში პარკეტი დაუგიათ", ანდა "გეიგე, ლევანას ცოლს ბავშვი არ უჩნდება(16 წლის ასაკში) და უნივერსიტეტში ჩააბარებიეს, ბარემ ისწავლოსო"....
ფუი მართლა...
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-09`-22 17:47, lolski wrote:
QUOTE

On `2003-09`-22 16:35, Iko wrote:
ამანდას

იალტის სამმიტზე ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს თურმე თავისი ინიციატივით პუტინის სადღეგრძელო შეუსვავს და თან დუყოლებია "ჩვენ ყველას გვიხარია დიდი რუსეთის რომ ჩვენს გვერდით არისო!"
ვტოვებ კომენტარის გრეშე....
სიტყვები აღარ მყოფნის გმოვხტო აღშფოთება...
ფუი.......

ეს "თურმეს" დონის ინფორმაციაა თუ არსებობს ფაქტები? :wink:




ჩემო კარგო ლოლსკი

რამ გაგაკვირვა?
რა "ამბროსიევიჩი" არ იკადრებდა, თუ ვერ მოახერხებდა?!

:sad:
lolski
QUOTE

On `2003-09`-22 19:19, Mlle Qartveli wrote:
QUOTE

On `2003-09`-22 17:47, lolski wrote:
QUOTE

On `2003-09`-22 16:35, Iko wrote:
ამანდას

იალტის სამმიტზე ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს თურმე თავისი ინიციატივით პუტინის სადღეგრძელო შეუსვავს და თან დუყოლებია "ჩვენ ყველას გვიხარია დიდი რუსეთის რომ ჩვენს გვერდით არისო!"
ვტოვებ კომენტარის გრეშე....
სიტყვები აღარ მყოფნის გმოვხტო აღშფოთება...
ფუი.......

ეს "თურმეს" დონის ინფორმაციაა თუ არსებობს ფაქტები? :wink:




ჩემო კარგო ლოლსკი

რამ გაგაკვირვა?
რა "ამბროსიევიჩი" არ იკადრებდა, თუ ვერ მოახერხებდა?!

:sad:

LOL არა არა! არ გამკვირვებია, მე მხოლოდ სტილი ავღნიშნე, თორე "მინდაძეებს- ავტოფარეხში პარკეტი რომ დაეგოთ" არც ის გამიკვირდებოდა :wink:
icon
მართლაც შესვა მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ეს სადღეგრძელო
"горд тем, что Россию сейчас возглавляет такой сильный и ответственный руководитель"
აი ასე, ეამაყება კაცს...
http://www.rustavi2.com/view.php?id=5313
Al-pachino
QUOTE

On `2003-09`-23 00:43, icon wrote:
მართლაც შესვა მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ეს სადღეგრძელო
"горд тем, что Россию сейчас возглавляет такой сильный и ответственный руководитель"
აი ასე, ეამაყება კაცს...
http://www.rustavi2.com/view.php?id=5313

ლოლ მიდი შენც ხიე რა ვებ ლინკი აი გარაჟში პარკეტი რომ დააგეს.
Mlle Qartveli
http://www.opentext.org.ge/03/resonance/258/`258-4`.htm

:sad: :sad: :sad:
GRM
QUOTE

On `2003-09`-17 01:12, Makvala wrote:
GRM!  
ეგებ მაინც განგვიმარტო
რას ნიშნავს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე? ჩვენც ხალხი ვართ, გაგება გვსურს






ეს რუსი ჟურნალისტის სტატია, რომელიც კარგად აანალიზებს საკითხს(ნაწყვეტი).

"ЗАКОН ОМА ПО-ГРУЗИНСКИ"
[Вадим Дубнов, Pankisi.info, Российско-Грузинский аналитический сайт ]
История взаимоотношений РАО ЕЭС с Грузией – пиршество для конспирологов. В самом деле, для чего Чубайсу грузинская
электрораспределительная сеть? Над ответом задумываться не принято, все понятно - для того же, для чего «Газпрому» грузинская газовая труба, а российским генералам – военные базы: для того, чтобы держать Грузию под прежним контролем, политическим, военным, а теперь и экономическим. Ведь это же известно: кто владеет Кавказом, тот владеет едва ли не всей Азией, а кто владеет Грузией, как раз и владеет Кавказом… Словом, будто не грузины сегодня, а хасбулатовский Верховный организовывал встречу Чубайса, прилетевшего в Тбилиси покупать электрораспределительную компанию «ТЭЛАСИ».
И ладно бы прилетел, скажем, Ходорковский или Абрамович – с классических олигархов что взять. Нет, тут сам Чубайс, который вовсе не олигарх, и не магнат, копящий деньги на покупку «Челси» или хотя бы тбилисского «Динамо» - у него планы совсем другие. Зачем ему «ТЭЛАСИ», на котором, кстати, особых денег не сделаешь ни завтра, ни послезавтра?
А тут еще и про «Газпром» получилось тоже не к слову: переговоры о создании совместного предприятия «ГрузРосГазпром», полным ходом развернувшиеся два года назад, были потом прерваны – именно из опасений доверить Москве рычаги энергетического давления на Грузию. Сейчас и на этом фронте небывалое оживление. Ходят слухи о едва ли поглощении Россией грузинского телекоммуникационного рынка.
В итоге картина представляется почти законченной: Россия, потерпев неудачу в недавнем военно-политическом наступлении на Грузию в Панкисском ущелье, зашла с другой стороны и окончательно сломила сопротивление Тбилиси, раздавив ее экономически. И, как полагает грузинская оппозиция, Грузия без боя сдала России как стратегические фрагменты ее экономики, так стратегические перспективы своего западного развития.
И все это – в одном из стратегических, разумеется, регионов мира. Один из лидеров грузинской оппозиции, анализируя последствия своей победы на предстоящих выборах, своих планов не скрывает: «Будут национализированы не только предприятия, приобретенные за бесценок представителями клана президента Шеварднадзе, но и компания «ТЭЛАСИ»…



[ This Message was edited by: GRM on `2003-10`-04 21:13 ]
KUMEO
გაყიდა შევარდნაძემ და მირცხულავამ და დააქცია ქეეყანა, აფხაზებმა რომ ქართველებზე გამარჯვების 10 წლისთავი აღუნიშნეს ჩათლახ რუსებს, ზუგდიდში რუსებმა ტანკები გააჯლიგინეს რამე არ მოხდესო (როგორი რუსული პოლიტიკაა ჰეჰე) და ედუარდი გამოთაყვანებული გამოდის და ქაღალდი დაგვეხრჯებაო და მოდი 25 წლით გავუგრძელოთ რუსების "სამშვიდობო" ძალებსო ასეთი რაღაცა თქვა ცოტახანში რუსებსვე მიყიდა ყველაფერი...
ვაი იმ ქართველებს ვინც ეს მოათრია
ვაი იმას ვისაც გაუხარდა ამის მოთრევა
ვაი იმ ქართველს ვაი ვინც დღესაც ფიქრობს რომ ედუარდი არის ნორმალური
ვაი იმ ვაიქართველს ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა თუ რა ჭირს მიჭრილ მოჭრილ საქართველოს, ახლა კიდევ აფხაზებმა დენის ლიმიტი დაგვიწესეს
ვაი ქართველი ამაში რომანტიზმს დაინახავს და ორგაზმიც კი დაემართება როცა ედვარდი გამოვა და იტყვის თუ რომ ეს საჭიროა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის...
ვაი იმას ვინც ხმას მიცემს სამთავრობო ბლოკს
ბლოკი და აგური დაცემოდეს თავზე დეკორატიული ბლოკი.. და ნუ მეტყვით რას იწყევლებიო...
ღირსნი არიან ვინძლო ღირსი არიან
დეე..ვინც სამთავრობო ბლოკს ან მაჟორიტარ დეპუტატს ხმას მისცეს ანგინა დაემართოს და ხმა ვერ ამოიღოს მთელი მისი ცხოვრება. (მასაც ხომ უნდა ცხოვრება)
ხალხნო ყველა მიეცით ხმა ისეთ გიჟებსაც კი როგორიცაა ლეიბ2ისტები, ნაციონალები, დემოკრატები, ბურჯანაძეები, შერვაშიძეები თუ კოჭლამაზაშვილები, მაგრამ არ მისცეთ ამ მთავრობას... ნუ მისცემთ ხმას ამ მთავრ4ობას... დაივიწყეთ ეს მთავრობა რადგან ეგზმომ გვიხმარა ეს წლები ყველანაირად.... დეე 2 მანოემბერმა დაანახოს ნამდვილი ბუღალტრული სიამოვნების მინისმჭრელური შემართების, პირის გაპარსვის დროს გაფიქრებული საჭმლის მომზადების კატისა და თაგვის გენეტიკური სიძულვილის კოღოსებრი ნიაღვრის გადინოზავრება
Mlle Qartveli
რუსები პლანეტაზე ყველაზე უბედური ერია


ბრიტანული სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ხალხი ნიგერიაში ცხოვრობს. თუმცა, აფრიკა მთლიანობაში სამყაროს ოაზისი როდია - ლიდერები არიან ჩრდილო ამერიკა, ლათინური ამერიკის ქვეყნები და დასავლეთ ევროპა. ბედნიერების რეიტინგში ნიგერიელების შემდეგ მექსიკის, ვენესუელას, საოლვადორისა და პუერტო-რიკოს მცხოვრებლები დგანან.

მსგავს გამოკითხვას კომპანია 4 წელიწადში ერთხელ ატარებს. მეთოდი, რომლითაც სოციოლოგები სარგებლობენ, საკმაოდ რთულია. საქმე ის არის, რომ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რეიტინგის მონაწილე 65 ქვეყანაში განსხვავებულია. მაგ. აშშ-ში პიროვნების ბედნიერება დამოკიდებულია მიღწეულ წარმატებაზე, თვითგამოხატვის შესაძლებლობასა და საკუთარი ღირსების გრძნობის დაკმაყოფილებაზე. იაპონელს ბედნიერებას ანიჭებს მეგობრობა, ოჯახური მყუდროება და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და ა.შ.

ბედნიერების ხარისხის კრიტერიუმების მიხედვით პლანეტაზე ყველაზე უბედურ რეგიონებს ქმნიან რუსეთი, რუმინეთი და სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებში ბედნიერების დონეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცვლილება არ განუცდია. სოციოლოგების აზრით, ამგვარი "უძრაობის" მიზეზია მოსახლეობის შემოსავლების მაღალი დონე, რაც, თურმე, მათ ბედნიერებაზე ნეგატიურად მოქმედებს.


ნეტავ საქართველო მერამდენე ადგილზეა?????
:sad: :sad: :sad:
KUMEO
ყველაზე უბედურია აჰა რას ვამბობდი მერე მე?
ჰო და კიდევ უბედურები გვინდა ამ ისედაც უბედურ ქვეყანაში
წავიდნენ დაუბრუნდნენ თავიანთ უბედურ ქვეყანას და იცხოვრონ იქ არაყისა და შავი პურის გარემოცვაში...
უბედური ერი არ გვადგია ჩვენ ძმაკაცებად.. არც ზედმეტად ბედნიერეი როგორიცაა ნიგერია.. ჩვენ ვიძმაკაცოთ ნორმალურად და ზომიერად ბედნიერ ერთან როგორიცაა ამერიკა ვთქვათ..
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-10`-06 21:26, KUMEO wrote:
ყველაზე უბედურია აჰა რას ვამბობდი მერე მე?
ჰო და კიდევ უბედურები გვინდა ამ ისედაც უბედურ ქვეყანაში
წავიდნენ დაუბრუნდნენ თავიანთ უბედურ ქვეყანას და იცხოვრონ იქ არაყისა და შავი პურის გარემოცვაში...
უბედური ერი არ გვადგია ჩვენ ძმაკაცებად.. არც ზედმეტად ბედნიერეი როგორიცაა ნიგერია.. ჩვენ ვიძმაკაცოთ ნორმალურად და ზომიერად ბედნიერ ერთან როგორიცაა ამერიკა ვთქვათ..



ჩვენო კარგო კუმეო

რა სალვადორელ და პუერტო-რიკელ მეგობრებზე უარს ამბობ???????
არც კოლუმბიელებმა იციან ნაკლები მეგობრობა... მერე ნახე, უბანში რა მაგარი ბიჭის სახელი გექნება, კოლუმბიიდან ამანათებს რომ მიიღებ...
:smile: :smile: :smile:
lolski
QUOTE

On `2003-10`-06 21:33, Mlle Qartveli wrote:
არც კოლუმბიელებმა იციან ნაკლები მეგობრობა... მერე ნახე, უბანში რა მაგარი ბიჭის სახელი გექნება, კოლუმბიიდან ამანათებს რომ მიიღებ...
:smile: :smile: :smile:

LOL მადმუაზელ, ჩემი საყვარელი გამოთქმაა "გამოპრანჭულ" ქართველ "ბიჭებს" რომ ვხედავ, "ოქროს ცეპებითა" და ბლანჟეთი: "კოლუმბიელი წამლის ბარიგა" !!!
Iko
მეგობრებო! გთხოვთ, ტოპიკის თემას ნუ გადაუხვევთ...
კოლუმბიური სუვენირები - საინტერესო თემაა, მაგრამ საქართველო-რუსეთის ბატონყმურ ურთიერთობასთან ნაკლები კავშირი აქვს.
KUMEO
რჩეულიშვილი და შევარდნაძე, ჯორბენაზე და მირცხულავა და კიდევ ბევრი მლიქვნელი გამოზარდა საქართველომ
უნიკალური ერი ვართ - საკუთარი თავის მოღალატეების გამოზრდაში
Gabriel
რუსეთზე დამოკიდებულება ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და მისი აღმოფხვრა საკმაოდ ძნელია ძლიერი ეროვნული იდელოგიის გარეშე. ეროვნული იდეოლოგიის მარცვალი კისაქართველოში ვერ ღვივდება მრავალი მედროვის ვიწრო ინტერესების ეკალ ბარდებში. დიდი ხანია ქართველებში მხნე, შემართული, სამშობლოსა და ღმერთის სიყვარულით გულწრფელად გულანთებული ლიდერი არ დაბადებულა, რომელიც რწმენადაკარგულ ხალხს დაანახებდა, რომ არც რომელიმე კაცის არც ქვეყნის იმედზე ყოფნა არ გვარგია. მხოლოდ ერთმანეთის თანადგომითა და რწმენით მივაღწევთ თავისუფლებას.
პასიური, მშიშარა, მერკანტილისტი, ჭაობში ჩამბალანსებელი პოლიტიკის პრეზიდენტის სენი მთელ ერზე შხამივით ვრცელდება და ყველაფრის ფობიას ბადებს ხალხში. არც ისე არასრულფასოვნები უნდა ქარველები რომ ურუსებოდ შიმშილითა და სიცივით დახოცვის შეგვეშინდეს.
Anonymous
QUOTE

On `2003-08`-21 17:32, Iko wrote:
როგორც იქნა...იმდენი ქნეს სანამ ჩვენი დედაქალაქის ენერგეტიკის სათავეები რუსეთის იმპერიის ბრჭყალებში არ მოაქციეს.
ნუთუ ამ იდეის ქართველმა ავტორმა და მხარდამჭერებმა არ იცოდნენ რომ RAO UES -ის კრავის მანტიას კრემლია ამოფარებული?!

იცით ძვირფასო ფორუმელებო თუ სტრატეგიულად რას ნიშნავს ეს აბსურდული ნაბიჯი საქართველოს მომავლისათვის. თბილისი და შესაბამისად მთელი საქართველო პერმანენტულად იქნება კრემლის ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ. უახლოეს მომავალში, შესაძლოა ეს ფართო მასებისათვის ცნობილი არც გახდეს, თუ რა პოლიტიკურ დათმობებზე წავა საქართველოს მთავრობა იმისთვის რომ ზამთარში თბილისში დენი იყოს.

ჩვენი რეალური დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ არარელურ პერსპექტივად იქცა!  



 

ესეც საინტერესო თემაა
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.