დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქართული ფეხბურთი
Rustavi 2 Forums > ზოგადი > სპორტი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29
TUGIA
წინადადებია მაქვს.ჩვენ გულშემატკივრებმა,შევქმნათ საქართველოს ნაკრები.
TUGIA
ეჭვი არ მეპარება მინიმუმ60% ქალიან-კაციანად,საქართ
ველოში არის ფეხბურთის გულშემატკივარი,მემგონი ეჭვი არავის ეპარება რომ,ქართველებს ფეხბურთში დიდი პოტენციალი გვაქვს,ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იკარგება.ჩემი აზრით ჩვენ უნდა გაუწიოთ სპონსორობა საქართველოს ნაკრებს,ამ გუნდის არცერთი ფეხბურთელი
არ უნდა თამაშობდეს საქართველოს გუნდებში და რა თქმა უნდა საზღვარგარეთის გუნდებში.საქართველოს ნაკრები უნდა იყოს განსაკუთრებული გუნდი,უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები რომ ნებისმიერ ქარტველს კი არა უცხოელებს დაებადოს სურვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა.
jouizaza_1
TUGIA истину глаголите :smile: ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ,რავა, ერთ-ერთ მეცენატს არ შეუძლია თავი ხელში აიყვანოს? :smile: და ერთი ძლიერი გუნდი შექმნას,რო გაჰყვირიან სპორტს ვაფინანსებ,ქველმოქმედი(არ ვიცი შეიძლება ეს სიტყვა მეშლებოდეს :smile: ) ესაო ისაო,ერთი პაწაწკინტელა გუნდი რო თითიომ დააფინანსოს(თან ქართველი ფანების ყურადღება ქართველ ბიჭებზე გადმოიტანონ ელემენტარული სურვილი გაუღვივონ "აზარტნიკებს" ქართულ გუნდებზე მაზონ მაყუთი,ე მაშინ წავა საქმე წინ.არ ვიცი რამდენად მართალია მარა იტალიელებმა მე მგონი სპეციალური კანონიც კი მიიღო იმის შესახებ,რომ არ გაეყიდათ ფეხბურთელები და საკმაოდ მცირე ხანში პროგრეს მიაღწიეს.
vepxia
ხალხო, დალაგდება ქვეყანა და აღორძინდება ფეხბურთიც. მერე სპონსორებიც გამოჩნდებიან. ეხლა სპორტკომიტეტმა და მთავრობამ (სპორტის სამინისტრომ)მიაქციოს უნდა ყურადღება.

საზღვარგარეთ რომ ითამაშონ რა უჭირთ მერე? გამოცდილებას ხომ მიიღებენ და ამ გამოცდილებას ქართულ ნაკრებს მოახმარენ. ასე არ არის, თუ ვცდები? პატრიოტიზმი უნდა ათამაშებდეს ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში და არა ფული.
jouizaza_1
არ ვიცი ვეფხია შენ თვითონ ორჭოფობ და მე რა გიპასუხო?
Laki
სანამ ქართულ ფეხბურთს ჟორდანია უდგას სათავეში.სანამ ქართველ ფეხბურთელებში ისეთივე სული (ენთუზიაზმი) არ დაისადგურებს,როგორიც ეს გააჩნიათ ჩვენს რაგბისტებს,მე მანამ არა მაქვს იმედი რომ საქართველოს ნაკრები რომელიმე ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას!!! :sad:
jouizaza_1
ერთი კარგი მენეჯერი უნდა სათავეში
Vitali
Кушанашвили: меня снова показали по центральным каналам

Как известно, во время игры сборных России и Португалии (0:2) в момент удаления Сергея Овчинникова на поле выбежал Отар Кушанашвили.
«Назло Андрею Малахову, а также Регине Дубовицкой, которые не вылезают из телевизора, меня снова показали по центральным каналам. Даже португальским. На самом деле я просто не смог смотреть на этот беспредел. Ты бы видел, что творилось с моим другом Сергеем, – сказал МК Кушанашвили. – Он вообще хотел вызвать в Португалию грузинскую мафию и разбираться с судьей отдельно. Но я его упредил: пошел сам и на чистом португальском рассказал о правилах игры. Ну ты же меня знаешь. Вот. Они посчитали, что такие вещи недопустимы. Вот у нас в России, в стране демократии, можно свободно говорить и ходить. Да здравствует Россия».
Как уже сообщалось, полиция отпустила Кушанашвили. Представители властей Португалии сделали ему внушение и предупредили о недопущении подобных действий. Суд приговорил его к содержанию под стражей сроком на 90 дней условно.
Источник: «Газета.Ru/Спорт»

---------------------------------------------------------------

ასე ადვილად არ ხდება. სანამ სახელმწიფო არ დადგება ფეხმე, ფეხბურთი საქართველოში
უფრო განადგურდება, თუმცა წელს რა დონეც იყო, ამაზე უარესი მგონი არ შეიძლება !!!
ერთად ერთი გამოსავალია, ახალგაზრდების წასვლა საზღვარ გარეთ და იქ ვარჯიში და მომზადება.
უბედურებაა ის, რომ არ უნდათ მერე იქ ვარჯიში მაღალ დონეზე ?!
მხოლოდ მინიმუმით თავს არ|თმევენ !
ძოძუაშვილმა ლატვიელებს (რიგირ სკონტო ერთი გუნდი ყავთ) ასწავლა თამაში !!!
მერე ხომ ხედავთ რას მიაღწიეს შრომით და ვარჯიშით !!!
პოლონეთს, შვედეთს და თურქეთს მოუგეს !!!
ჩვენი კი ოქროს თაობა სად წავიდა : არველაძეები, ქინქლაძე, დემეტრაძე, და ა.შ.
მხოლოდ კახა კალაძემ მიაღწია თავის დონეს, და კიდევ შეიძლება კობიაშვილი, დანარჩენები
კი დარჩნენ მუდამ პერსპეკტიულები, არადა ნიჭიერებით არავისზე ნაკლები არ იყვნენ ?!
ამას ემატება ჟორდანია-ასათიანის მაფია სპორტკომიტეტში და ფეხბურთის ფედერაციაში...?!
ნოდარ ახალკაცი არ დაბრიდა მაგ მაფიამ ?!
იქნება ეკონომიკა, იქნებიან კლუბები და მერე აზრი ექნება ფეხბურთში ფულის ცადების !
თორემ ეხლა რა, თბილისის მაფიამ გადაუარა ბოლნისს. მე არ ვიძახი, რომ ბოლნისი ღირსი
იყო მოგების, არა, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩაშლილიყო ფინალი !
თორემ არც ვით-ჯორჯია, არც სიონი, არც დინამო არ იყვნენ საცემპიონო გუნდები.
ეს იყო ისეთი დაბალი დონე, რომ ... . ამიტომ ჯერ არ ცანს ფეხბურთის დონის ამაღლების გზები,
მითუმეტეს როცა სპორტის მინისტრია ისეთია..........
არ მინდა ეხლა გინებაზე გადასვლა, მაგრამ წელს ჩემპიონატის ბოლო იყო ჩემთვის ისეთი
სტრესი, რომ არ ვიცი. არადა 1981 წლის 13 მაისიც მახსოვს !!!
ამიტომ ერტად ერთი გზაა, ტალანტების ეხპორტი და იქ სწავლა და ვარჯიში !
--------------------------------------------------------------

В Тбилиси ограблен футболист сборной Грузии


Футболист тбилисского "Динамо" и сборной Грузии Сандро Иашвили подвергся поздно вечером в четверг в Тбилиси нападению, сообщили в пресс-центре МВД Грузии.

Трое неизвестных встретили С.Иашвили в подъезде его дома, под угрозой оружия вынудили отдать ключи от машины "BMW" и угнали ее.

Это не первый случай в Тбилиси, когда жертвами преступников становятся грузинские футболисты.

Двое из них - Отар Хизанеишвили и Мамука Церетели - при оказании сопротивления грабителям были ранены.

http://www.interfax.ru/
Laki
Он вообще хотел вызвать в Португалию грузинскую мафию и разбираться с судьей отдельно. Но я его упредил: пошел сам и на чистом португальском рассказал о правилах игры.

აი, რაა დამაფიქრებელი!!!

ჰო მართლა,"ოქროს თაობა" მე ძველი თბილისის "დინამო" ვიცი და ახლა ვინ ვის დაარქვა ნეტავ??? :grin:
sebastian
ჟორდანიას ნაირები სანამ არიან, ქართულ ფეხბურთს არ ეშველება არაფერი, სულ იმ "ოქროს თაობაზე" მაგარი ბიჭები რომც მოვიდნენ.
მთავარია "ზახოდი" იყოს, რა დროს ფეხბურთია? :grin:
Vitali
"24 საათი "
# 143
პარასკევი, 18 ივნისი, 2004 წელი

FIFA-მ ყრილობა გადაგვიწია

მიხეილ აბაიშვილი

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-7 ყრილობამ უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,
რაც სულაც არ იყო მოულოდნელი. ყრილობას აკლდა მთავარი ინტრიგა - არჩევნები, რისი ჩატარებაც, წესდების მიხედვით, ქართულ საფეხბურთო სამყაროს ორი წლის შემდეგ უნდა უზრუნველეყო. თუმცა, ასე აღარ მოხდება და გუშინდელი ყრილობის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებად პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთვის უფლებამოსილების ერთი წლით გახანგრძლივება შეიძლება მივიჩნიოთ.

თუმცა, ყრილობის გადავადება ვინმესთვის უფლებამოსილების გახანგრძლივების სურვილით ან სხვა რაიმე მოტივით არ იყო ნაკარნახევი. ფიფას და უეფას საკუთარი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობების გამართვა, წესდებით, ასევე, 2006 წელს უწევდა. ამ წელს კი, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ფიფას და უეფას აღმასრულებელმა კომიტეტებმა ჩათვალეს, რომ ჩემპიონატის ფონზე ყრილობის გამართვა არ არის გამართლებული. ამიტომ ამ ორგანიზაციებმა ყრილობის ჩატარების თარიღი ერთი წლით გადაწიეს და ეროვნულ ფედერაციებს სთხოვეს, ისინიც ასევე მოქცეულიყვნენ. ყრილობის დელეგატებმა ასეთი განმარტება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარის არგუმენტად მიიჩნიეს და მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ერთი წლით გადავადებას მხარი დაუჭირეს.

ყრილობა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო 36-მა დელეგატმა, მერაბ ჟორდანიამ საანგარიშო მოხსენებით გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა იმ მოვლენებზე, რაც თან ახლდა ქართულ ფეხბურთს 2003 წელს. ქართული საფეხბურთო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, მსაჯთა აკადემიის გახსნა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მაღალი კვალიფიკაციის ფრანგი სპეციალისტის ალენ ჟირესის მოწვევა, პროფესიული საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბება, სპონსორების მოზიდვა, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება - ამ ძირითად საკითხებზე ააგო საანგარიშო გამოსვლა ჟორდანიამ.

ყრილობამ კიდევ რამდენიმე საკითხის შესახებ იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო. კერძოდ, სფფ-ს წესდებაში შევიდა რამდენიმე სარედაქციო ხასიათის ცვლილება, პროფესიული საფეხბურთო ლიგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს.

ყრილობამ უფლებამოსილება შეუწყვიტა სფფ-ს აღმასკომის წევრს ტარიელ ღვაბერიძეს. აირჩიეს ოთხი ახალი წევრიც. კერძოდ, დღეიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები გახდნენ რევაზ არველაძე, ანდრო აბაშიძე, სერგო კვარაცხელია და დიმიტრი რამიშვილი.

მთლიანად გადახალისდება სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტი, რადგან მისმა ხელმძღვანელმა, საქართველოს სპორტის აკადემიის რექტორმა ომარ გოგიაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

ყრილობის მდივნის რომან შოთაძის განმარტებით, როდესაც ასეთი კომიტეტის თავმჯდომარე ტოვებს პოსტს, ავტომატურად დგება მისი წევრების გადახალისების საკითხიც. იმის გამო, რომ ომარ გოგიაშვილმა ზუსტად ყრილობის დაწყების წინ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, ვერ მოესწრო სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევა. ამიტომ, ყრილობამ მხოლოდ ის გააკეთა, რომ ამ კომიტეტის წევრთა რაოდენობის ხუთამდე შემცირებას უყარა კენჭი. ამ გადაწყვეტილებით, სფფ-ს პრეზიდენტის განმარტებით, სადისციპლინო კომიტეტის ქმედუნარიანობა გაცილებით გაუმჯობესდება. რაც შეეხება ახალ თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს, უახლოეს მომავალში საგანგებოდ ამ საკითხის გადასაწყვეტად შეიკრიბება სფფ-ს აღმასკომი.

საინტერესო იყო ფინანსური ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება. სფფ-ს ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გერა ხეცურიანის განცხადებით, 2003 წელს სფფ-ს შემოსავლებმა შეადგინა 2,9 მილიონი ლარი. 1,225 მილიონი ლარი ფედერაციამ ეროვნული ნაკრების თამაშებიდან ბილეთების რეალიზაციით, სატელევიზიო ტრანსლაციისა და სარეკლამო უფლებების გაყიდვით მიიღო, 1,675 მილიონი ლარი კი - საერთაშორისო გრანტებით. ხარჯებმა გაცილებით მეტი - 3,389 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა 2003 წელს 719 ათასი ლარი აღმოჩნდა.

თუმცა, როგორც "24 საათისთვის" გახდა ცნობილი, სფფ-ს არავის ვალი არა აქვს და უარყოფითი ბალანსი მხოლოდ კალენდარული შეუთავსებლობის ბრალია.

"უეფასა და ფიფას კალენდრის მიხედვით, საფეხბურთო სეზონი ყოველი წლის 1 ივნისს იწყება და მეორე წლის 1 ივნისამდე გრძელდება. სფფ სისტემატურად მონაწილეობს უეფასა და ფიფას დახმარების ფინანსურ პროექტებში. ამიტომ მათი კალენდარი ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, ანუ დღეის მდგომარეობით, ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კი, წესისამებრ, ათვლას 1 იანვრიდან იწყებს. ჩემს მიერ ყრილობაზე ხსენებული უარყოფითი სალდოც ამ მიზეზით არის განპირობებული. ფეხბურთის ფედერაცია პირნათელია როგორც სახელმწიფოსთან, ისე ყველა ორგანიზანიასთან და არავითარი ვალი არა აქვს", - განაცხადა გერა ხეცურიანმა.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კიდევ ერთი წელი იქნება პრეზიდენტი - ჟორდანია ?!
ე.ი. არავითარი ცვლილებები ?!
ერთად-ერთი იმედი დარჩა ჟირესი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფიდან გასვლა შეიძლება, თუ
`120-150`% ვითამაშეთ, თუ არა და ისევ ლატიშებით ვიამაყოთ ?!
სხვა გამოსავალს ხედავს ვინმე ?

[ This Message was edited by: Vitali on `2004-06`-18 20:39 ]
mamluk
ქართული ფეხბურთი... მითი თუ რეალობა?

ჩვენი ფეხბურთი ფეხზე დადგება როცა მართლა ფინანსურად ძლიერი იქნება ქვეყანა, აშენდება მოედნები და ნორმალური მწვრთნელების ჩამოყვანის საშუალება გვექნება. ეს აქსიომააა! ასევე მისახედია ბავშთა ფეხბურთი სადაც თაობების დამახინჟება მიდის და მეტი არაფერი.

ნაკრები კი... მე არ ვიცი ვინაა ბატონი ჟირესი, თუმცა მისი თამაშებიდან დიდი ვერაფერი ვერ დავასკვენი, არც მისი ისტორია გარდა მოთამაშისა რამეზე მიმითითებს. ამიტომ...

ჩემი აზრით ბოსკამპის დებიუტი ბევრად უფრო იმედის მომცემი იყო... რეჰაგელი კი არაა ჟირესი ეგ ნამდვილია და არც ოლსენი და რას გვიზავენ დანია და საბერძნეთი მემგონი ნათელია, იგივეს ვიტყვი თურქეთსა და უკრაინაზე.

მეორეც, რეალობას გაუსწოროთ თვალი, რომ საქართველოს ყავს დღეს 3 ნორმალური ფეხბურთელი, კალაძე, კობიაშვილი და შოთა, ასევე იმედის მომცემი ასათიანი და ხიზანიშვილი. ამ სიას ჰა ჰა იაშვილის დაუმატებდი. ანუ დასკვნა რომ ამ კონტიგენტით რომ რამეს მიაღწიო გჭირდება რეჰაგელის დონის მწვრთნელი, ვნახოთ იქნება თუ არა ჟირესი მისი დონის, ღმერთმა ქნას. კარგი იქნება თუ ამთავითვე ვიტყვით უარს ჯამარაულზე, ნემსაძეზე , ქინქლაძეხე და ყაველაშვილის ასაკის ფეხბუთელებზე. გამონაკლისი ალბათ მხოლოდ შოთა არველაძე უნდა იყოს და უნდა შევეცადოთ ავაშენოთ ახალი ნაკრები და იმედია მომოვალ ევროპაზე ვიმეორებ ევორპაზე გავალთ. მსოფლიო კი ... ვნახოთ.

ამხანაგური თამაშები ჩემთვის მტკივნეული თემა!!! მოლდოვა, აზერბაიჯანი, იზრაელი, სომხეთი და მისი დონის გუნდები, ათასში ერთხელ ცოცხიც გაისვრის პრინციპით რუმინეთისა თუ ნიგერიის სტუმრობა, კარგს არ გვიქადის, და ის ლაპარაკი რომ მოწინავე ნაკრებები 2 წლით ადრე ადგენენ გრაფიკს, მოუყვნენ თავიანთ ბებიებს (ბოდიშს ვიხდი ასეთი ნათქვამისათვის). გავიდა უკვე 10 წელი მემგონი რაც უეფამ და ფიფამ გვცნო და ეს 2 წელი ჩვენთან თუ სხვა დროით ითვლება არ ვიცი... ჟორდანიაც მემგონი უკვე 5 წელზე წავიდა და მასაც რაღაც სპეციფიკური ათვლის სისტემა ექნება, წელიწადში 5000 დღე ალბათ. ისე მიხარია რომ მესმის სომხეთი ეთამაშა არგენტინას, პორტუგალია ყაზახეთს, აზერბაიჯანიც ნორმალურ გუნდებს მარა ნუ რა ვქნათ 2 წლით ადრე უნდა და არ გასულა ეს 5000 დღე ჯერ.

თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ კიდე დავივიწყოთ რომ ჩვენ ვართ დიდი ურუგვაელები და რომ ბასამ მაიმუნი გახია, რომ მიშა მიშას ყვიროდნენ ფრანგები (მესხზეა ლაპარაკი, სააკაშვილს ქედაში უყვირიან ფანები :smile:) და რომ დათო ყიფიანი გვყავდა! ეს უკანასკნელი ჩემი რწმენით იყო მეფე ქართული ფეხბურთის და სამწუხაროდ აღარ დაიბადება მისნაირი ალბათ მაგრამ შევეცადოთ ვისწავლოთ თამაში და მივბაძოთ ამ ბუმბერაზებს!!!

რაც მაღიზიანებს კიდე რომ ყველა ქინზი ვინც მოგვიგებს, გამოვა იდიოტი (ბოდიშით) და ამბობს -ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, სამწუხაროდ არავინ არ ეუბნება და შენ ხო იცოდი და რატომ დაგავიწყდა??? ან კიდე რომ პირველი ტაიმი მოუგეთ მერე მსაჯი და დაღლა, უცხოეთში ვცხოვრობ ამიტომ რამდენჯერმე ვნახე ეს თამაშები (ახალგაზრდულს ვგულისმობ) ცოცხლად ან ტელევიზიით და რა პირველი მოიგე და რა მსაჯი... თავზე გვეჯდნენ ხოლმე მარა ნუ მწვრთნელი მერე სისულეელებს ყვება და 5 ლარად ჯურნალისტები ყიფიანს დედას აგინებდნენ და ეხლა რამე კაი სტატიას ვერ დაწერენ. მეორე კიდე გამღიზიანებელი რომ ქართველებს ჩაგრავენ, თორე ისე ბრდღვნიან! ალექსიძეს რანიერი გადეკიდა თორე გლიჯავდა თურმე (მდა ... თვითონ თუ ჯერა რატის?) და ასე შემდეგ...

რაც შეეხება ჟორდანიას, ჟორდანია დაჭერილი იყო მარა მერე უცბად გამოუშვეს, გადაიხადა ფული და პრეზიდენტთან ერთადაც იმგზავრა და ნუ... კმარა ჟორდანია შეიცვალა აუ ეს რა კაცი ყოფილათი და..., რითი მოხდა ეს ფულით თუ პირადი სიმპათიით (შედეგებით რომ არა ნათელია) სხვა საკითხია, სახეზეა კიდევ ერთი გარიგება, ლამაზი და ტკბილი! ამიტომ ... ვაცალოთ ამ კაცს კიდე 4 წელი ეტყობა და...


მოკლედ ასე... არეულ დარეულად მარა ვისაც ფეხბურთი უყვარს მიხვდება!
მანუჩაო
რაზეა ეს ტოპიკი, ვერ გავიგე. რაც არ არსებობს, იმაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი?
TUGIA
QUOTE

On `2004-06`-19 13:59, მანუჩაო wrote:
რაზეა ეს ტოპიკი, ვერ გავიგე. რაც არ არსებობს, იმაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი?
რომ არ არსებობს,იმაზე მიკვდება გული.
თუ ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას
ველოდეთ,მთლად დაღუპულა ფეხბურთი საქართველოში.გაიხსენეთ ლივერპულთან მოგება,ჰოლანდიაში რა გვიქნეს!3 გოლი არ ჩაგვითვალეს,შენგელიამ ქლად გაიგიჟა იქ თავი,ბოლოს კარლ ცეისთან,გუცაევის და განსაკუთრებით დარასელიას ულამაზესი გამარჯვების გოლი,გახსოვთ
ქართველების ზეიმი,ის ბედნიერი ღამე თბილისში.
ჩვენ ნამდვილად საამაყო გუნდი გვყავდა.მე,წინადადება მაქვს;გაიხსნას საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისთვი ბანკში ცალკე ანგარიში,არა მგონია ყველაზე გაჭივრებულმა გულშემატკივარმაც კი
ერთი ლარი მაინც არ გაიმეტოს წელიწადში,მე მაგალითად წელიწადში 100 დოლარი არ გამაღატაკებს,
ბევრი უფრო შეძლებული 1000 დოლარსაც კი გაიმეტებს.თუ ყველა გულშემატკივარმა ეს თავის ვალი პატიოსნად შეასრულა,წარმოიდგინეთ რამხელა თანხა მოუგროვდება ნაკრებს,ნაკრებს და არა საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციას.ამ თანხით ეჭვი არ მეპარება
შესაძლებელი გახდება,მაღალი კლასის მწვრთნელის დაქირავება,მაღალი დონის ამხანაგური შეხვედრების
გამართვა და ფეხბურთელებისთვის ევროპის დონის ხელფასების გაცემა,საქართველოს ნაკრებში მოხვედრა უნდა გახდეს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის
ოცნება.არცერთი საზღვარგარეთ მოითამაშე ფეხბურთელი არ უნდა აიყვანონ საქართველოს ნაკრებში,
აბა ერთი მითხარით რომელი ქართველი ვარსკლავი თამაშობს ნაკრებში თავგანწირვით?არცერთი ყველა ფეხებს უფრთხილდება,სეთამაშებაც დიდი ფაქტორია.
ყველაფერი ზემოთ ნახსენები თუ ვინმემ ითავა და ჩვენ მხარში ამოუდექით,დამიჯერეთ `2-3` წელიწადში უძლიერესი გუნდი გვეყოლება,ძალა ერთობაშია.
ხო ლამაზად ვოცნებობ?smile.gifsmile.gif
პატივისცემით ტუღია.
Fermina
გადასარევად...გაუშვებს იმ ფულს ჟორდანია და მისთანები ვენაში ლამაზად და კოხტად... (ავსტრიაში კი არა)
Laki
მოაცილონ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციას,მ ო ა ც ი ლ ო ნ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიშაააააააააააააა............!!!!!!!!!!!
დროზე მიხედე ფეხბურთსსსსსსსსსსს!!!!!!
არ გეგონოს ოსეთზე ნაკლებად ჭირდებოდეს ეგ საქართველოს და ქართველ კაცს!!!!!
Makvala
ნეტაი შენ რა ამ მიშას ყვირილი, რომ არ მოგწყინდა
QUOTE

On `2004-06`-25 12:09, Laki wrote:
მოაცილონ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციას,მ ო ა ც ი ლ ო ნ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიშაააააააააააააა............!!!!!!!!!!!
დროზე მიხედე  ფეხბურთსსსსსსსსსსს!!!!!!
არ გეგონოს ოსეთზე ნაკლებად ჭირდებოდეს ეგ საქართველოს და ქართველ კაცს!!!!!

Otar
QUOTE

On `2004-06`-25 12:15, Makvala wrote:
ნეტაი შენ რა ამ მიშას ყვირილი, რომ არ მოგწყინდა
QUOTE

On `2004-06`-25 12:09, Laki wrote:
მოაცილონ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციას,მ ო ა ც ი ლ ო ნ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიშაააააააააააააა............!!!!!!!!!!!
დროზე მიხედე  ფეხბურთსსსსსსსსსსს!!!!!!
არ გეგონოს ოსეთზე ნაკლებად ჭირდებოდეს ეგ საქართველოს და ქართველ კაცს!!!!!


მაყვალ რატო უშლი ხელს ადამიანს, ვერ ხედავ რო მუშაობს?
Laki
აბა ზურიკელას დავუძახო??? laugh.gif
მიშამ ხომ დაგვპირდა,რომ ფეხბურთს მე პირადად გავუწევ კურირებას და პრეროგატივას მივანიჭებო!!! :roll:

_________________
ამ ქვეყნად ყველაფერი იყიდება სამწუხაროდ, ოღონდ ყველა არ ყიდის საბედნიეროდ...!!!

[ This Message was edited by: Laki on `2004-06`-25 12:23 ]
Makvala
აფახუნე თვალები და იყავი.....
QUOTE

On `2004-06`-25 12:19, Laki wrote:
აბა ზურიკელას დავუძახო???  :lol:
მიშამ ხომ დაგვპირდა,რომ ფეხბურთს მე პირადად გავუწევ კურირებას და პრეროგატივას მივანიჭებო!!! :roll:

_________________
ამ ქვეყნად ყველაფერი იყიდება სამწუხაროდ, ოღონდ ყველა არ ყიდის  საბედნიეროდ...!!!

[ This Message was edited by: Laki on `2004-06`-25 12:23 ]
Laki
რა იყო მაყვალ,რაღაც გუნებაზე არ უნდა იყო მგონი.. :wink:
ddddd
მიშას არ ყავდა დაჭერილი რომ გამოუშვა? რომ დომოდა მაგას ნომრალურად ეტყოდა კაი გიშვებ მარა იქიდან წადიო მარა არ უთხრა, ნეტა რატომ? პარიზისკენაც კარგად იმგზავრეს და ასე შემდეგ...

ამიტომ არ გვინდა რა ეს უაზრო იდეალიზმი, მიშას უთხრათ და დედას უტირებს, არ იცის ეტყობა, მასე ამბობდა ედოც არ ვიციო და დაამთავრა კარგად, თუ არ იცის და არ ეუბნებიან მიხედოს ადმინისტრაციას, თუმცა იქ ჩუბინიშვილი არი და მაგის პატიოსნება და წესიერება და კაცობა ცნობილია.

QUOTE

On `2004-06`-25 12:09, Laki wrote:
მოაცილონ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციას,მ ო ა ც ი ლ ო ნ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიშაააააააააააააა............!!!!!!!!!!!
დროზე მიხედე  ფეხბურთსსსსსსსსსსს!!!!!!
არ გეგონოს ოსეთზე ნაკლებად ჭირდებოდეს ეგ საქართველოს და ქართველ კაცს!!!!!

Otar
QUOTE

On `2004-06`-28 08:52, ddddd wrote:
მიშას არ ყავდა დაჭერილი რომ გამოუშვა? რომ დომოდა მაგას ნომრალურად ეტყოდა კაი გიშვებ მარა იქიდან წადიო მარა არ უთხრა, ნეტა რატომ? პარიზისკენაც კარგად იმგზავრეს და ასე შემდეგ...

ამიტომ არ გვინდა რა ეს უაზრო იდეალიზმი, მიშას უთხრათ და დედას უტირებს, არ იცის ეტყობა, მასე ამბობდა ედოც არ ვიციო და დაამთავრა კარგად, თუ არ იცის და არ ეუბნებიან მიხედოს ადმინისტრაციას, თუმცა იქ ჩუბინიშვილი არი და მაგის პატიოსნება და წესიერება და კაცობა ცნობილია.

QUOTE

On `2004-06`-25 12:09, Laki wrote:
მოაცილონ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციას,მ ო ა ც ი ლ ო ნ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიშაააააააააააააა............!!!!!!!!!!!
დროზე მიხედე  ფეხბურთსსსსსსსსსსს!!!!!!
არ გეგონოს ოსეთზე ნაკლებად ჭირდებოდეს ეგ საქართველოს და ქართველ კაცს!!!!!


აფროდიტას რომ ვთხოვოთ, მაგ ჩუბინას მოკლე ბიოგრაფიას ვერ გვიშოვის? გრძელი მაინც არ იქნება.
mamluk
ოთარ მე მოგცემ თუ გინდა ერთი ორი სიტყვით.

ნაძირალა გაუნათლებელი ხეპრე. :smile:
Otar
QUOTE

On `2004-06`-28 10:29, mamluk wrote:
ოთარ მე მოგცემ თუ გინდა ერთი ორი სიტყვით.

ნაძირალა გაუნათლებელი ხეპრე. :smile:
შენ რა გინდა ტქვა , რომ ზოოვეტიც არ აქვს გატავებული?
TUGIA
სუყველას გილოცავთ!ჩვენი პატარა ბიჭების მე-3 ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე,კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ,საქართველოს ყოველთვის ყავდა და ყავს
ნიჭიერი ბავშვები და აქვს დიდი პოტენცია ფეხბურთში.
სანამ ეს ბავშვები საზღვარ-გარეთ გაიტაცეს მიხედვაა საჭირო.(ვინც არ იცის,ჩვენმა ბავშვებმა დაამარცხეს ინგლისელები,ბულგარელები და რუსები,წააგეს ბრაზილიელებთან 0:1).
Anonymous
დაიჭერს და რატომ დაიჭირა რატომ დაიჭირა
გაუშვებს და რატომ არ დაიჭირა რატომ არ დაიჭირა...
აბა ჩავისუნთქოთ და ყველამ ერთად ვთქვათ: "მაშასადამე"!
Anonymous
რუსები ცხარე ცრემლებით ატირეს!!!
მაგრები არიან ძალიან ეგ ბავშვები.. ბრაზილიამ ძლივს მოუგო.


QUOTE

On `2004-07`-02 02:38, TUGIA wrote:
სუყველას გილოცავთ!ჩვენი პატარა ბიჭების მე-3 ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე,კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ,საქართველოს ყოველთვის ყავდა და ყავს
ნიჭიერი ბავშვები და აქვს დიდი პოტენცია ფეხბურთში.
სანამ ეს ბავშვები საზღვარ-გარეთ გაიტაცეს მიხედვაა საჭირო.(ვინც არ იცის,ჩვენმა ბავშვებმა დაამარცხეს ინგლისელები,ბულგარელები და რუსები,წააგეს ბრაზილიელებთან  0:1).
Vitali
ჭიტააა: მორჩა დამალობანა!

posted: July 28, 2004


27 ივლისი. თბილისი. ეროვნული. 5000 მაყურებელი.
ვიტ ჯორჯია 2:8 ვისლა
ვიტ ჯორჯია: მამარდაშვილი, იმედაშვილი, კობიაშვილი, ინწკირველი, დათუნაიშვილი, გველესიანი, დიღმელაშვილი, ნოზაძე, გოჩაშვილი (65. კვარაცხელია), ადამია (75. მერებაშვილი), ებანოიძე (31. სახოკია).
ვისლა: მაჟდანი, ბაჩინსკი, გლოვაცკი, კლოსი, მიხაილოვიჩი (46. სტოლარჩიკი), გორავსკი (46. შიმკოვიაკი), კანტორო, კუკიელკა, ჟიენჩუკი, ჟურავსკი, ფრანკოვსკი (70. კუცბა).
გოლები: 0:1 ფრანკოვსკი (4. გორავსკის პასით), 0:2 ფრანკოვსკი (8. ჟურავსკის პასით), 1:2 კობიაშვილი (13. ადამიას პასით), 1:3 გორავსკი (23. ფრანკოვსკის პასით), 1:4 ფრანკოვსკი (26), 1:5 ფრანკოვსკი (51. შიმკოვიაკის პასით), 2:5 ადამია (52), 2:6 ჟურავსკი (58. ფრანკოვსკის პასით), 2:7 ჟურავსკი (67. შიმკოვიაკის პასით), 2:8 კუცბა (76. ჟიენჩუკის პასით).
გაფრთხილება: ბაჩინსკი (43), იმედაშვილი (79).
არბიტრი: ი. სტაბერგი (ნორვეგია).


"ვიტ ჯორჯიისა" და ბოლნისის "სიონს" შორის გამართული ოქროს მატჩის შემდეგ "სპორტში" უფრო მეტად იმ გულისტკივილის შესახებ ეწერა, რომელიც ამ ე.წ. ოქროს მატჩმა გამოიწვია. სწორედ მაშინ უთქვამს "ვიტ ჯორჯიის" მიერ გასხვისებულ ერთ-ერთ ფეხბურთელს: ფეხბურთზე ეწერათ, ამეების წერა რა საჭირო იყოო...
უფრო მოგვიანებით ვეტერინართა მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შემოგვწყრა და ხან "დინამოსადმი" მიკერძოებაში, ხანაც მსაჯ მალაღურაძის მიერ "დამწვარი" მისი გუნდის "დაძირვაში" დაგვდო ბრალი.
მოკლედ, გაღმა შეედავეს პრინციპს მიჰყვნენ ვეტერინარები და ცა ქუდად არ მიიჩნიეს, დედამიწა ქალამნად, მაგრამ...
მიუხედავად იმისა, რომ წაქცეულს არ სცემენ!
მიუხედავად იმისა, რომ "ვისლამ" სათანადო ადგილი მიგვიჩინა!
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს პოლონეთში სულ სხვა მწვრთნელები წაიყვანენ!
სათქმელი უნდა ითქვას - უნდა ითქვას, რათა მავანნი თავიანთი აწეული ცხვირების ჩრდილიდან გამოძვრნენ!
"ვიტ ჯორჯია" ეს არის გუნდი, რომელმაც მიუხედავად მისივე პრეზიდენტის დაპირებებისა, დღემდე საშველი არ დააყენა ბაზის მშენებლობას!
რომელმაც დღემდე საშველი არ დააყენა სტადიონის მშენებლობას!
რომელიც დღემდე უშუალო მეტოქეს მიჰყიდის ხოლმე წამყვან ფეხბურთელებს!
რომელიც იქმნის იმიჯს, რომ მუშაობს ახალგაზრდებთან და ამ დროს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებთან გარიგებების საფუძველზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს გუნდები!
რომელიც სამარცხვინოდ აგებს ფარერელ ბედოვლათებთან და ამ ამბავს ორრაუნდიანი სპარინგითა და მომდევნო მეტოქისთვის თამაშის დამალვით ხსნის!
რომლის მესვეურიც საქვეყნოდ "აბოლებს" საფეხბურთო საზოგადოებას და როცა ფარერებზე დამარცხებულ ფინურ და ებრაულ გუნდებზე საუბრობს, ხაზს არ უსვამს იმას, რომ ეს ორი გამარჯვება მთლიანად ფარერულმა საკლუბო ფეხბურთმა მოიპოვა და არა კონკრეტულად "ჰაფნარმა"...
ერთი სიტყვით, "ვიტ ჯორჯია" ნაცარს ქექავს და რაც უფრო სავალალოა, ამ ნაცარს თვალებში აყრის ხალხს.
ხალხს, რომელიც სამლარიან ბილეთს ყიდულობს, ეროვნულ სტადიონზე სუპერსაცოდაობა "ვიტ ჯორჯია"-"ვისლას" უყურებს და დღემდე იმას ამტკიცებს, რომ "ჟორდანია უნდა წავიდეს, გუცაევი უნდა მოვიდეს და ნაკრები ძოძუაშვილს უნდა ჩააბარონ"...
და ეს იმ დროს, როცა ფეხბურთი ამ ხალხისთვის არსებობს და "ვიტ ჯორჯია" კი სახეა ქართული ფეხბურთისა.
უმეცრება ამაზე შორს ვერ წავა - ისევე, როგორც სირცხვილი და საკუთარი ტრადიციების უპატივცემულობა ვერ წავა ამაზე შორს.
უპატივცემულობა, რომლის მეოხებითაც ერთი შეცვლაზე გამოსული ვიტჯორჯიელი 2:8 წაგებული მატჩის შემდეგაც კი მაყურებელს აგინებს. მეორეს, დისკვალიფიკაციის გამო დასჯილს რაც შეეხება, ჟურნალისტების თვალსაწიერზე საპრესკონფერენციო დარბაზის წინ დგას და ნაცნობებს სიცილით ეკითხება, "ვისლა" როგორ მოგეწონათო...
გაგვაგებინეთ, ერთი, რა დაგვავალა ამ ხალხმა ასეთი, რომ ასე აბითურებენ წარსულს და მომავალს...
ერთი გვითხარით, რატომ ხდიან სასაცილოდ იმას, რაც მათზე გაცილებით ღირსეულ ხალხს აქამდე მოუტანია?!
და განა საკვირველი არ არის, რომ საქართველოს ჩემპიონს სანატრელად გახდომია ისიც კი, რასაც ალბანური "ტირანა", აზერბაიჯანული "ნეფთჩი" და სომხური "პიუნიკი" აღწევენ?!
კი მაგრამ, აქვთ ამის უფლება?
როდემდე შეიძლება იმის ცქერა, რომ რამდენიმე ღვთის პირიდან გავარდნილი ავანტიურისტი ფეხქვეშ თელავს ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველანაირ ღირსებას?
ნუთუ მართლა ასე ძნელია ამ დაწყევლილი "არ ვიცისა" და "არ შემიძლიას" თქმა, ნუთუ ასე ძნელია, აღიარო, რომ ღირსება ყველაფერზე, მათ შორის ხელის ჭუჭყზეც მაღლა დგას?!
რატომ ახსოვთ საქართველოში ყველაფერი, გარდა ღირსების კოდექსისა და რატომ აღარ იყურებიან საკუთარ ცხვირს მიღმა?!
რატომ იყიდება ყველა და ყველაფერი?
ის, რაც "ვისლასთან" იწერება და ის, რაც ადრე დაწერილა, ეს ყველაფერი ხომ ისტორიაა და რატომ უნდა ზიდოს მთლიანად საფეხბურთო საქართველომ ეს ტვირთი?
რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის მიწისა და ქომაგისთვის ნაცრის მიყრას, ეს ძალიან ადვილია - გაბუტვა მით უმეტეს, შეუძლოდ გამხდარი მთავარი მწვრთნელიც არაერთი გვინახავს ამ დაქცეულ ქვეყანაში, ასე რომ, ვერავინ ვერაფრით გაგვაკვირვებს და ისეთიც არაფერი მომხდარა, აქამდე არ გვენახოს ჩვენი ბედოვლათი კლუბების გადამკიდე, მაგრამ...
წაგებაცაა და წაგებაც, ადამიანებო!
არსებობს შუბლი, არსებობს ძარღვი, სინდისი არსებობს - ბოლოს და ბოლოს.
ის კი, ვიტჯორჯიელებმა ვისლელებს ფარერებზე რაღაც რომ დაუმალეს, ეროვნულზეც კარგად გამოჩნდა:
ქართველები დამალობანას თამაშობდნენ და პოლონელები კი ფეხბურთს...
შესაბამისად: ჭიტააა! ანგარიშიც შესაბამისი შედგა.
კონსტანტინე გოგიშვილი
TUGIA
პაზორნიკები!
`IBERI-MAUZER`
ეხლა ფეხბურთზე არ დამაწყებინოთ საუბარი,თორემ კაციშვილს სიტყვას არ ჩაგაგდებინებთ.(ვხუმრობ)მინდა საერთო სურათის ჩემეული ვარიანტი შემოგთავაზოთ. კითხვა როდემდის არ ეშველება ქართულ ფეხბურთს? პასუხი : 1)მანამდე,სანამ საქართველოში არ იქნება საშუალო დონის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა მაინც.სულერთია სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში.2)მანამდე,სანამ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები არ შეეცდებიან სტრუქტურულად ჩამოყალიბებას( სადაც ყველას თავისი კონკრეტული ფუნქცია გააჩნია) და არა ეგრედ წოდებულ "ორგანიზებულ" და "არაორგანიზებულ ბანდებად" დარჩებიან.სდაც კაციშვილი ვერ გეტყვის ვინ რისი მაქნისია.3)აუცილებელია ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივ დონეზე მხარდაჭერა ქართული ფეხბურთისა (ვგულისხმობ არა მარტო ფედერაციის მხარდაჭერას არამედ საფეხბურთო ორგანოების საერთოდ).4)სისტემატიური კვალიფიკაციის განახლება და მხოლოდ მკაცრი გამოცდების შემდეგ სამწვრთნელო ლიცენზიის გაცემა.( სხვათაშორის არა მარტო მწვრთნელს სჭირდება კვალიფიკაცია,არამედ სხვადასხვაფუნქციების მატარებელ პიროვნებებს საფეხბურთო გუნდებში.მაგ.მოლარე-ბუჰხალტერი,გუნდის უფროსი და ასე შემდეგ).5)რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის მამებს და საერთოდ იქ არსებულ სიტუაციას და მის მიმართ უეფასა და ფიფას და სხვა დიდი საფეხბურთო ქვეყნების მიმართებას ქართული ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას. მაშ ასე, სურათი ასე გამოიყურება.ფედერაციის პრეზიდენტს არ აინტერესებს თუ ფედერაციის წვრილ-წვრილი თანამშრომლები ,როგორ "იზრდიან" საკუთარ ჯამაგირს,ფედერაციის ფინანსების ხარჯზე.სისიტემა ნათელია:სანამ მე არ შევუშლი ხელს თავისი `100-200`$ კეთებაში,ვერავინ ვერ შემიშლის ხელს ათასობით დოლარის კეთებაში.ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ფედერაცია გარკვეულწილად უცხოური საფეხბურთო ორგანიზაციებიზე დამოკიდებული სურათი იქაც ისევე გამოიყურება.გამოყოფილი ასეულ-ათასობით დოლარიდან მხოლოდ რაღაც გარკვეული თანხა "ხმარდება ქართულ ფეხბურთს", დანარჩენი კი თეთრდება და იქვე ევროპაში რჩება.ხოლო ის კი ვინც ამ ასეულ-ათასობით დოლარს გამოყოფს ,სინამდვილეში კი მილიონებს ეთამაშება.ასე,რომ დასკვნა თქვენთვის მომინდია.ჩემი აზრით რაც უფრო მალე გადაეჩვევიან ფიქრს,პრინციპით "მე" და რაც უფრო მალე დაიწყებენ ფიქრს,პრინციპით"ჩვენ და ქართული ფეხბურთი" მაშინ შეიძლება კიდევ ვითარების შემოტრიალება.
zanti
QUOTE

On `2004-07`-02 02:38, TUGIA wrote:
სუყველას გილოცავთ!ჩვენი პატარა ბიჭების მე-3 ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე,კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ,საქართველოს ყოველთვის ყავდა და ყავს
ნიჭიერი ბავშვები და აქვს დიდი პოტენცია ფეხბურთში.
სანამ ეს ბავშვები საზღვარ-გარეთ გაიტაცეს მიხედვაა საჭირო.(ვინც არ იცის,ჩვენმა ბავშვებმა დაამარცხეს ინგლისელები,ბულგარელები და რუსები,წააგეს ბრაზილიელებთან  0:1).

არ ვიცი ეგ როდის მოხდა?
თუ შეგიძლია ლინკი მომცე ან მომიყვე?>
TUGIA
ზუსტად ერთი თვის წინ,რუსთავი ორზე ვუყურე,ბავშვებთან ინტერვიუც იყო,ბავშვები ამბობდნენ;ბრაზილიელებთან მოგება შეგვეძლოო,შემდეგში აუცილებლად მოუგებთო.ამ ამბავმა ნამეტნავად გამახარაsmile.gifsmile.gifsmile.gif
zanti
ამ ფაქტმა ერთი-ორად აამაღლა ჩემი თავმოყვარეობა, ისე ჩემნაირ ერთგულ გულშემატკივარს ეგ ფაქტი ფორუმში არ უნდა გამეგო
soselo
..........
ამოვწიე 1 წლის უკანდელი თოფიქი.რათა ვიტიროოოოოოოოოოოოოოოო
......
მილანმა `3-0` გაანიავა და ქარს გაატანა ჩემპიონთა ლიგის თასი..
კალაძე არა მგონია გაჩერდეს მილანში და აწი როდის იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა შემადგენლობაში ქართველი არავინ იცის...
ჩვენი ფეხბურთიც ფსკერზეა და მოკლედ რა...ეხ!!! :sad:
GRM
საკვირველი თამაში იყო...
ეს რა მეკარე ყოლიათ ლივერპუნიკებს.
soselo
გაუვარდა მე უფრო მგონია ბაბუაჩემის თოფივით და მერე უკვე ბოლოში გაიგიჟა თავი...უხ!
Laki
QUOTE

On `2005-05`-26 04:24, soselo wrote:
..........
ამოვწიე 1 წლის უკანდელი თოფიქი.რათა ვიტიროოოოოოოოოოოოოოოო
......
მილანმა `3-0` გაანიავა და ქარს გაატანა ჩემპიონთა ლიგის თასი..
კალაძე არა მგონია გაჩერდეს მილანში და აწი როდის იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა შემადგენლობაში ქართველი არავინ იცის...
ჩვენი ფეხბურთიც ფსკერზეა და მოკლედ რა...ეხ!!! :sad:


კალაძეზე ამბობენ "ჩელსიში" გადადისო,"ჩელსი" კიდევ ვფიქრობ რომ ხშირად იქნება ნაირნაირ ფინალში :wink:
eddie
QUOTE

On `2005-05`-27 12:22, Laki wrote:
QUOTE

On `2005-05`-26 04:24, soselo wrote:
..........
ამოვწიე 1 წლის უკანდელი თოფიქი.რათა ვიტიროოოოოოოოოოოოოოოო
......
მილანმა `3-0` გაანიავა და ქარს გაატანა ჩემპიონთა ლიგის თასი..
კალაძე არა მგონია გაჩერდეს მილანში და აწი როდის იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა შემადგენლობაში ქართველი არავინ იცის...
ჩვენი ფეხბურთიც ფსკერზეა და მოკლედ რა...ეხ!!! :sad:


კალაძეზე ამბობენ "ჩელსიში" გადადისო,"ჩელსი" კიდევ ვფიქრობ რომ ხშირად იქნება ნაირნაირ ფინალში :wink:



რა ბურთის მომტანად? :grin:
Anonymous
რატომ ბურთის მომტანად, კალაძე ნორმალურად თამაშობს.
eddie
QUOTE

On `2005-05`-27 19:35, პიტერ პენი wrote:
რატომ ბურთის მომტანად, კალაძე ნორმალურად თამაშობს.


მილანში რას აკეთებდა ბოლოს
Alicia
On `2005-05`-27 19:05, eddie wrote:
[quote]
On `2005-05`-27 12:22, Laki wrote:
[/quote]
კალაძეზე ამბობენ "ჩელსიში" გადდისო,"ჩელსი" კიდევ ვფიქრობ რომ ხშირად იქნება ნაირნაირ ფინალში :wink:
[/quote]
რა ბურთის მომტანად? :grin:
[/quote]

რა ჭირს კალაძეს "გასაბანძებელი" ვერ გავიგე? :smile:
კახა ძალიან კარგი (მუშა :smile: ) ფეხბურთელია, ძალიან თანამედროვე სტილის, ფიზიკურად ძლიერი...
ბევრი მწვრთნელი ინატრებს მისნაირს თავის გუნდში.

მილანის შემადგენლობაში ყოფნა, მემგონი, უკვე ბევრს ნიშნავს...
ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, "ჩვენი კაცია" და რატომ არ შეგვიძლია, რომ მისით ვიამაყოთ და არა დავცინოთ.
Alicia
QUOTE

On `2005-05`-27 19:48, eddie wrote:
QUOTE

On `2005-05`-27 19:35, პიტერ პენი wrote:
რატომ ბურთის მომტანად, კალაძე ნორმალურად თამაშობს.


მილანში რას აკეთებდა ბოლოს


თუ წინააღმდეგი არ იქნები, ნება მიბოძე,
მე ვუპასუხო, პიტერ... :wink:

ჟერ ერთი, მაურინიომ მართლა აღნიშნა, კახა, როგორც ერთერთი მისი გუნდისთვის საინტერესო კანდიდატი...
(ეხლა, მაურინიოს მგონი ესმის ასე თუ ისე... :smile: )

მეორეც, კი, შეიძლება ეს სეზონი არ იყო კახასთვის ისე წარმატებული, როგორც წინა. ცოტაც ტრამვები აწუხებდა..მილანმაც სტამი იყიდა, მალდინი გადავიდა მარცხენა მცველად... მოიცა ცოტა, მალდინი, კი არის მგონი უკვე 38 წლის და მიდის კიდეც და ალბათ, კახა ისევ ჩაჯდება ძირითადში. თუ არა და არ დაიკარგება, რახან კაცი მილანში თამაშობს, მგონი, სხვა გუნდებიც არ მასზე იტყოდნენ უარს. :smile:
soselo
მასეა ნამდვილად ალისია,უბრალოდ ისე დამწყდა გული რომ წააგეს...ვერც სკუდეტო,ვერც ლიგა,იქამდე ვერ თასი...
ჩააგდო მილანმა...
კახას კი წარმატებები წინ აქვს კიდევ!
eddie
მალდინის მაგივრად კახას არ დასვამენ. ერთი წლის განმავლობაში ბურთი სტადიონს გარეთ არ უნახია ესეც ცუდათ მოქმედებს. კიდევ არა მგონი კახას მილანზე მეტი ვინმემ გადაუხადოს, თუნდაც იმიტომ რომ ზის ერთი წელია. თუ იმაზე წავა რომ ნაკლებზე წავა არ წააგებს, მაგრამ ვინ იცის.
მილანის წაგება მაგრა მეწყინა , თავიდან არ მიყურებია, სასტავი არ ვიცოდი, იმედი მქონდა კახას ეთამაშა მარა...... საცოდაობა, საწყალი შევჩენკო რა სახე ჰქონდა.
kuluashvili
gvjedodes kartuli fexburtis gulshematkivars germaneli mcvrtnelis tu kidev mravali imedis gacrueba da landzgvit moednis datoveba gvelis?
AMANDA!
ფეხბურთი,
თუ გაინტერესებს შედი აქ:
http://forum.rustavi2.com/index.php?showforum=11
vaxessomxebiravartra
QUOTE(kuluashvili @ 9.10.2006, 4:07)
gvjedodes kartuli fexburtis gulshematkivars germaneli mcvrtnelis tu kidev mravali imedis gacrueba da landzgvit moednis datoveba gvelis?
[right][snapback]479287[/snapback][/right]


ცოტ-ცოტა ყველაფერი იქნება, მაგრამ იმის არ თქმაც არ შეიძლება, რომ ბევრად უფრო მონდომებულები თამაშობენ. საფრანგეთთან დასაწყისში. უკრაინასთან საერთოდაც მართლა კარგად ითამაშეს, მართლა ფორტუნამ დაგვაღალატა.გერმანიასთანაც არ იყო მონდომების ნაკლებობა. უახლესი დიდი წარმატებები მოსალოდნელი სულაც არ არის, გუნდს დიდი ხანია ბრძოლის სურვილი დაკარგული ჰქონდა, არ იყო შემართება და გამარჯვების სურვილი თუნდაც წაგების მოსალოდნელ შემთხვევაში, მაგრამ ღირსეული წაგებისა. გოგიტა გოგუას, იმის გარდა რომ კარგი ფეხბურთელია გულიც კარგი აქვს და თავს არ ზოგავს მინდორზე. ეს კრეტინი მსაჯები კიდევ მიეჩვივნენ მისთვის შენიშვნების მიცემას, ვითომ რადგან საქართველოს ნაკრებია, მონდომებულად არ უნდა ითამაშოს არავინ, ეს გულიანი ბიჭი თავდადების გამო ხშირად წითელ ბარათამდე მიდის, სხვა ფეხბურთელს ასე ვერ დასჯიდნენ მსაჯები mad.gif აი როცა ყველა ასე მონდომებული გამოვა მოედანზე და იმაზე არ იფიქრებს ვარსკვლავებს ვეთამაშებიო და ამის გამო გული რეჩხს არ უზამს, შედეგებსაც მივაღწევთ და სიხარულსაც მოგვიტანს ჩვენი ნაკრები. smile.gif
Fermina
ხალხო, მე ვერ ვუყურე საქარტევლო-გერმანიის შეხვედრას და რა ანგარიშით დამთავრდა (2-ით 0 რომ ვაგებდით ვიცი) და ძალიან საშინლად ვითამაშეთ?
vaxessomxebiravartra
QUOTE(Fermina @ 9.10.2006, 11:31)
ხალხო, მე ვერ ვუყურე საქარტევლო-გერმანიის შეხვედრას და რა ანგარიშით დამთავრდა (2-ით 0 რომ ვაგებდით ვიცი) და ძალიან საშინლად ვითამაშეთ?
[right][snapback]479395[/snapback][/right]


ეს კომენტარი ინტერნეტ გედან წამოვიღე შენთვის smile.gif

გერმანია 2-0 საქართველო
გოლი; შვაინშტაიგერი 24, ბალაკი 67

გერ; ჰილდებრანდი, ა. ფრიდრიხი, ჰიტცპელგერი (ფაჰტი 76), ფრიტცი, მ. ფრიდრიხი ( მადლუნგი 84), ბალაკი, ოდონკორი, შვაინშტაიგერი, პოდოლსკი, ტროხოვსკი (ფრინგსი 76), ჰანკე ( შლაუდრაფი 66)

საქ; ლომაია, კალაძე, მენთეშაშვილი ( ალადაშვილი), კობიაშვილი, ცქიტიშვილი (გოგუა), კანკავა, ხიზანიშვილი, კვირკველია (გიგიაძე), ღვინიანიძე ( ხიზანეიშვილი), მარცვალაძე (ა. იაშვილი), დემეტრაძე (მოდებაძე)


შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და მოულოდნელად დაიწყო და უკვე მე-3-ე წუთზე მარცვალაძის პასით დემეტრაძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა, ამას მე-7-ე წუთზე ტროხოვსკიმ უძლიერესი შორეული დარტყმით უპასუხა და ლომაიამ ბურთი კუთხურზე უკუაგდო, რასაც შედეგად კუთხურიდან ჩაწოდების მერე ბალაკის თავური მოყვა და გადავრჩით, ამის მერე გერმანია სრულ უპირატესობას დაეუფლა.
მე-9-ე წუთზე დაცვის შუა ხაზის შეცდომით კინაღამ ისარგებლა პოდოლსკიმ, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა
მე-11-ე წუთზე კახა კალაძემ უხეში შეცდომა დაუშვა და პოდოლსკიმ სუსტად დაარტყა.
მე-14-ე წუთზე ძალიან რეალური მომენტი შეიქმნა მასპინძელთა კართან, დემემ მარცხნიდან აქტიურად შეუტია და უკან ცქტიშვილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ძელი შეაზანზარა.
მე-18-ე წუთზე მარცვალაძე ჩინებულად და ძალიან თამამად თამაშობს, მაგრამ მხოლოდ კუთხური
24 წუთზე კი ქართველები შვაინშტაიგერმა უძლიერესი ულამაზესი შორეული დარტყმით დააშოშმინა, 1-0 ლომაია უძლური იყო.
28წუთზე მენთეშაშვილმა გაფრთხილება მიიღო ოდონკორთან უხეშობისთვის.
35 წუთზე კი ძალიან რეალური მომენტი შეიქმნა გერმანელთა კართან, კობიაშვილმა ფრიდრიხს უწყინარ სიტუაციაში მოპარა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, გვერძე მყოფ მარცვალაძეს დაუტოვა რომელმაც ცარიელ კარში ვერ გაიტანა, აშკარაა ოთარი პასს არ ელოდა
39 წუთზე კალაძე-ხიზანიშვილის დუეტმა შეუთანხმებლად იმოქმედა რის შედეგადაც პოდოლსკიმ ჰანკე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ლომაიამ ჩინებულად ითამაშა და აშკარა გოლისგან გვიხსნა
45 წუთი, დემეს საჯარიმოს გოლი მოყვა რომელიც მსაჯმა საეჭვოდ არ ჩათვალა (ჩემი სუბიექტური აზრით გოლი აუცილებლად უნდა ჩათვლილიყო)
პირველი ნახევარი დასრულდა

მეორე ტაიმი საკმაოდ უხეშად დაიწყო და უკვე 4 წუთზე ხიზანიშვილი პოდოლსკის უხეშად ეთამაშა რისთვისაც ყვითელი მიიღო, ხოლო პოდოლსკი არასპორტული საქციელისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა, მანამდე კი ლომაიამ ჰანკეს ურთულესი ბურთი აუღო
56 წუთზე უხეშობისთვის ცქიტიშვილიც გააფრთხილეს
გერმანია უდიდეს უპირატესობას ფლობს.
62 წუთზე ბალაკის უძლიერესი დარტყმა და კვლავ ლომაია თამაშობს კარგად
64 წუთზე ხიზანიშვილიც გააგდო მსაჯმა უხეში თამაშისთვის
69 წუთზე გერმანელთა დაწოლამშედეგო გამოიღო, შვაინშტაიგერმა ბალაკს ვალი დაუბრუნა, ამ უკანასკნელმაც აუღებელი დაარტყა 2-0.
72 წუთზე დემეტრაძემ მენთეშაშვილის პასით შეაგდო, თუმცა აქ თამაშგარე აშკარაა
თამაში ოდნავ დაწყნარდა და გათანაბრდა
78 წუთზე დემემ დასარტყმელ პოზიციაზე იაშკა გაუშვა თუმცა დარტყმა სუსტი და არაზუსტი აღმოჩნდა
86 წუთზე ლომაიამ კვლავ შვაინშტაიგერს აუღო.
90-ზე კი ფაჰტმა გაისროლა არაზუსტად
მატჩის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
გერმანიამ საქართველო 2-0 დაამარცხა

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს უშუალოდ, შესანიშნავად გამოიყურებოდა ლომაია, ნუ კობი ცდილობდა ლიდერობას, მაგრამ აშკარად მარტო იყო რა, ყველაზე ცუდი და თვალშისაცემი ისაა რომ ნახევარდაცვა პრაქტიკულად არ იყო, ძალიან დიდია ვაკუუმი დაცვასა და თავდასხმას შორის და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, ნუ კალაძეს აღარ შევეხები ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები, დანარჩენებზე კი რა უნდა ვთქვა... ცდილობდნენ
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.