***
თოვს, ჩემთან უშენოდ თოვს,
ფიფქები ცვივა და ცვივა..
გარეთ ნელ-ნელა თეთრდება ბინდი
ჩემთან უშენოდ ცივა...
მთების ხაზი მიფარავს შენს გზას
ისევ თოვს აქეთ...
მინდა ვიყო იქ, სადაც შენ ხარ...
უშენოდ ვდგები
დილის ბურუსში
ფანჯრიდან მიცქერს ცა
ნაცრისფერ ბურნუსში...
მცივა უშენოდ.
მაგრამ ვინ ჩივის...
სიცივე რაა?
ცეცხლი არ შეედრება სულის ტკივილს...
უშენოდ ვმღერი..
ნეტავ, რა მემღერება?
უშენოდ ვთვრები..
არა ღვინით, ესაა, მონატრება..
სულ მენატრება
თეთრი გზები და თეთრი რტოები...
მე მენატრება ჯვრის გზა,
და თბილისის გზები
და ჩუმი ყოჩივარდები, ორთა მარტოობით...
ვტირი უშენოდ.
კი, უშენოდ, აბა, შენთან რა მეტირება...
მე ის ვიცი, რომ ყველაფერი გადის
და მხოლოდ არა- სიყვარული...
ეს სიმარტოვეც გავა,
გაივლის თავის გზას,
მაგრამ დღეების გაცილება
უშენობით მკლავს
და მცივა, მცივა...
მე ავხედავ ცას
და დავიფიცებ შენს თავს..
უშენოდ...
უშენოდ რა მოსდის ჩემს თავს..
და თოვს უშენოდ და შენი სიყვარული
უშენობისგან მიცავს...
25 დეკემბერი 2001 წელი
Юნა