ვახო,
რამდენი ხანია იაპონიაში ხარ?
შენ მე-6 სკოლა დაამთავრე?
ველოდები პასუხს..
პატივისცემით ირკო
Mlle Qartveli
8.09.2003, 16:03
ვახო
დილა მშვიდობისა...
თუმცა ალბათ, ახლა შენთან უკვე სადილობის დროა...
როდესაც მოიცლი იქნებ გვიამბო რაიმე იაპონიაზე,მათ ტრადიციებზე, კულტურაზე...საინტერესოა შენი თვალით დანახული იაპონია...
უდიდესი მადლობა მოკითხვისათვის. აქ ისე სადილის დრო კი არა უკვე ღამეა :smile: მე მგონი 10 საათია განსხვავება თუ არ ვცდები დიდ ბრიტანეთთან :smile: ამ თემაზე კი მოსაყოლი მართლაც ბევრია :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 18:14
ღამე მშვიდობისაა ...
ისე კი იაპონურზე მწყრალად არც ისიტოა, ლოლსკიმაც გამოავლინა იაპონურის გარკვეული ცოდნა(ყოველ შემთხვევაში იაპონური გამოთქმის)...
ასე, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს და ერთმანეთის პირადი ცხოვრების გამოძიებას,მგონი აჯობებს რაიმე საინტერესოზე ვისაუბროთ...
ჩემთვის, იაპონია ყოველთვის იყო ყველაზე საინტერესო ქვეყანა, ტიბეტის შემდეგ...
ასე, რომ მოუთმენლად ველი საინტერესო ამბებს ამომავალი მზის ქვეყანაზე.
ვუერთდები მლლეს წინადადებას.
ანათა ვა რაქუდა დეს. ვათაში ვა ვაქარიმას. :smile:
ამ სისულელეს ვეუბნებოდი იაპონურზე სიარულის დაწყების მერე ხალხს, რომ მენახებინა რა მაგარი იაპონისტი ვიყავი :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 18:43
ვალიკოოოოოო (ანუ ისიტო) რაო რა მინდაო???????????????????????
შენ აქლემი ხარ. მე მესმის. :smile:
"მესმის" თუ "ვიცი" აღარ მახსოვს უკვე. ეეჰ, სიბერე, სიბერე... :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 18:51
შეცდომააააა: ალიგატოოოოოოოო......რ
სწორია: ალიგა-ტოოოოოოოოო
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
ისე, ლოლსკი ან კარატე არ გაგიგია ან კარაოკე?
თუმცა იაპონური "რ" მთლად ქართულს არა გავს, რაღაც საშუალოა "რ"-სა და "ლ"-ს შორის. გოძილა ხომ გაქვთ ნანახი, იმიტომაც გადმოთარგმნეს ასე, რომ "ლ"-დ ისმის. გახსოვთ იქ რომ არის მომენტი, იაპონელი რომ ამბობს "გოჯილა" (ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მესმის) ოღონდ "ჯ"-ს ნაცვლად "ჯ"-სა და "ძ"-ს შორის რაღაც ბგერა და "ლ"-ს ნაცვლად მეგრულ "ლ"-სა და "რ"-ს შორის რაღაც ბგერა უნდა თქვათ. :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 19:10
აბა, ჩემო ისიტო, თუ მაგარი ხარ კოზაკი როგორაა იაპონურად?
:smile:
კოზაკი არ ვიცი და დელფინი ირუკაა :smile:
მე ირინა მქვია და ირიკოს მეძახდნენ პატარაობაში ასე, რომ ცოტათი იაპონურ დელფინს გავს ჩემი სახელი.:smile:
სამაგიეროდ თურქულად "ირინ" ჩირქს ნიშნავს :sad:
უხ როგორ გაუხარდებათ ზოგზოგიერთებს :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 19:18
QUOTE
On `2003-09`-08 19:13, Isito wrote:
კოზაკი არ ვიცი და დელფინი ირუკაა :smile:
მე ირინა მქვია და ირიკოს მეძახდნენ პატარაობაში ასე, რომ ცოტათი იაპონურ დელფინს გავს ჩემი სახელი.:smile:
სამაგიეროდ თურქულად "ირინ" ჩირქს ნიშნავს :sad:
უხ როგორ გაუხარდებათ ზოგზოგიერთებს :smile:
დიარესთ ირუკისიტო
კიდევ კარგი ირა(ირლანდიის განთავისუფლების ორგანიზაცია) არ გქვია, თორემ აქ ვისთვის მეთქვა ირა-სთან მაქვს მიმოწერა-თქო?
:smile: :smile: :smile:
ძალიან მაგარი იყო :smile:
ისე, ირა (უფრო სწორად აირა) ამერიკაში კაცის სახელია.
აქ ყველა აირინს მეძახის :sad:
თანაც მილიონჯერ შევუსწორე :smile:
ერთი პატარა კურიოზი გამახსენდა. ნაცნობი მყავდა თბილისში, ნინო ერქვა. ჰოდა, ფენფალს ეძებდა და სადღაც დატოვა მონაცემები. ცოტა ხანში მიიღო ამერიკელი თინეიჯერის წერილი. თურმე იმ გოგოს ეგონა, რომ ეს ჩვენი ნინო იყო იტალიელი ბიჭი ჯორჯიას შტატიდან (ალბათ მოგეხსენებათ, რომ ნინო იტალიაში კაცის სახელია) :smile:
Mlle Qartveli
8.09.2003, 19:35
:smile:
ნინოს რაც შეეხება...
აქ იტალიელი ბოსს-ი მყავს და ჩემი თბილისელი მეგობრების 75,57%-ს ნინო ჰქვია! არც თუ ისე ხშირად მირეკავენ,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მათ (ნინოების) სიმრავლეს, ნინოებთან ტელეფონით საუბრის სიხშირე არც თუ ისე დაბალია....და როდესაც მე არ ვიღებ ყურმილს, ჩემი ბოსს-ი პასუხობს და როდესაც მიძახიან და მე ხმამაღლა შევყვირებ ხოლმე აღტაცებული: ...ოოო ნინო ნინო....! ბოს-ი ფრიად გაკვირვებული სახით მიყურებდა....ერთხელ მკითხა ნინომ ინგლისური არ იცის ხომ , თორემ სულ გოგონებს რატომ არეკინებსო? სანამ ავუხსნიდი, რაშიც იყო საქმე, ნინო ჩემი მეგობარი ბიჭი ეგონა....
იტალიელებს ჰყავთ ნინა...
ისე ნონო -ბაბუაა, ნონა კი ბებია...
ნანა - ფრანგულად "გოგჩო"-ს ნიშნავს LOL
ნინია- ესპანურად პატარა გოგოს...
მე კი უნიკალური სახელი მქვია, ხან რაღაც აფრიკულ მცენარეს და ხან კიდევ თევზის "მოპაშტეტო" კერძს... ჰიჰიჰი გამოცანებში უნდა დამეწერა ეს LOL
Anonymous
8.09.2003, 20:00
ისიტო აი ლავ ვიუ :smile:
ისიტო, აი ამიტომ გეკვრება ეგ ეშმა რომ ჩაგაბას მისებურ უზნეობაში!
ესა მაგათი მეთოდი! რომ სუფთა ხარ და ადამიანი, ასე რომ ამიტომ მოგეკრა ეშმა. კითხე შენს ახლობლებს ,ყველაფერი გამოკითხე!
მერე კი გააკეთე დასკვნა!
აი ეშმაკის სისისნი!
ისიტო აი ლავ ვიუ :smile:
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
Anonymous
9.09.2003, 2:06
მძიმე შემთხვევაა,
სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ 03
Noooooooooooo, nobody loves me.
Only my hubby and my daughter love me.
But if you at least respect other members and me please stooooooooop!
ვუერთდები ისიტოს თხოვნას ტორონტოდან :smile: ამდენი ლამაზი სიტყვა გვაქვს ქართველებს და ჩვენ კიდე სულ ლანძღვაში ვართ. ისე თემას გადაუხვიე და მინდა ვთქვა ბანალური ფრაზა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ადამინი ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიდეს იაპონიაში :smile: სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა კულტურა და ხალხიც სულ სხვანაირია თავისი მენტალიტეტით და ბუნებით. თუმცა კი მე პირადად ახალი ჩამოსული რომ ვიყავი ყველაზე ძალიან მომხიბლა კიმონოში, ამ ულამაზეს ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხის ხილვამ. ეს მართლაც დაუვიწყარი იქნება ჩემთვის, იმხელა სილამაზის მატარებელია ეს ტანსაცმელი. მართალია ახლა უმეტესწილად დღესასწაულებზე აცვიათ, თუმცა კი ყოველდღიურად უფრო ასაკოვანი ადამიანები დადიან ამ იაპონურ ძველებურ ტანსაცმელში გამოწყობილები და ეს მართლაც ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ იაპონელები ამბობენ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ამერიკანიზაცია განვიცადეთო და ხშირ შემთხვევაში ეს აშკარად ეტყობა ქვეყანას, მაინც ტრადიციები ღრმად არის შემორჩენილი ოჯახებში. ამ ტრადიციებმა კიმონოს შემდეგ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
Mlle Qartveli აბა "კოზლი აჩოკი"როგორ იქნება იაპონურად?ან უელსურად? :wink:
`Wales-The` Animal With The Bigest Dick In The Ocean :wink:
Mlle Qartveli
9.09.2003, 16:38
ბატკანი უელსურად იქნება own( გამოითქმის, როგორც - oin)!
:smile:
Siwrnai dda !
[ This Message was edited by: Mlle Qartveli on `2003-09`-09 19:26 ]
Mlle Qartveli
10.09.2003, 19:11
ჩემო ისიტო და ვახო
რატომ აღარაფერს აღარ სწერთ იაპონიაზე?
ვახო, იაპონური ტრადიციებიდან მაინც რას გამოყოფდი განსაკუთრებულს , რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენი ტრადიციებისგან?
[ This Message was edited by: Mlle Qartveli on `2003-09`-10 19:12 ]
Anonymous
11.09.2003, 2:57
ვახო დამასწრეს :smile:
მოგვიყევი იაპონურ ტრადიციებზე?
ვახო,
ეს ტოპიკი რატომ დაივიწყე,
სხვებიც სად არიან?
სხვა ტოპიკებში სულ გინება და ლანძღვაა ისევ და აქ მაინც გავცვალოთ ცივილიზებულმა ხალხმა (ანუ ვისაც არ გვეზიზღება ერთამანეთი და მთელი სამყარო) ერთი-ორი სიტყვა.
[ This Message was edited by: Dea on `2003-12`-02 01:40 ]
Mlle Qartveli
12.02.2004, 15:35
ძვირფასო ვახო
რაღაც დიდი ხანია, რაც არ გამოჩენილხარ ფორუმზე...
იმედია, ყველაფერი კარგადაა.
:smile:
MLLE
დღეს ვიპოვე ეს ტოპიკი და გამიხარდა - მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც იაპონია უყვარს და აინტერესებს. ინსტიტუტში საკურსოს ვამუშავებდი იაპონიის საგანმანათლებლო სისტემაზე, კერძოდ საბავშვო ბაღების პროგრამებზე. აღტაცებული ვიყავი იმ მასალით, რაც მოვიძიე. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო.
ვახო, იქნებ მოიცალო და გაგვიზიარო შენი თვალით დანახული იაპონია?
:smile:
ანათა ვა რაქუდა დეს. ვათაში ვა ვაქარიმას.
al fine
24.03.2009, 21:33
ვა, მეგრულს გავს იაპონური
ციტატა(al fine @ 24.03.2009, 19:33)

ვა, მეგრულს გავს იაპონური


ეჭვი კი მქონდა, იაპონური არ უნდა იყოს მეთქი.
al fine
24.03.2009, 22:59
კი, ქართველები და იაპონელები მონათესავე ერი ვართ
ენები გვანან ერთმანეთს: არიგატო-არიქათო, კამიკაძე-მიქელაძე, ტაკაში-თიკუში და ასე შემდეგ
al fine
24.03.2009, 23:00
პატარა ჯაპანაც გვაქვს აჭარაში
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.