remedios_rebeka
23.03.2007, 10:55
ვიფიქრე ვიფიქრე და დიდი დრო კი დამჭირდა მაგრამ მივედი დასკვნამდე, რომ პიტერი იმსახურებს მისი შემოქმედება ერთ დიდ ტოპიკად გამოიცეს.
მე ბოლო დღეების ნაწერები მოვიძიე და გადავწყვიტე, სიცოცხლეშივე დავაფასოთ ეს ნიჭიერი ადამიანი.
შემომეხმარეთ, ამასობაში თანდათან. აი, ზოგიერთი მარგალიტი მისი დიადი შემოქმედებიდან, რომელსაც ვერ ტოპიკი ვერ დაიტევს, და ეს მცდელობა მხოლოდ..... ვეღარ მოივიფქრე ამ წინადადების დასრულება. პიტერ, თუ გინდა თავად დაასრულე

მომეხმარე, ვსმისლე
remedios_rebeka
23.03.2007, 10:55
ჩვენი კადრების მენეჯერი რომ შემოვიდა გუშინ დილით დამლაგებელს დარჩენია ახალი მტვერსასრუტი გრძელი მილი და ბრტყელი პირი აქვს. დააბიჯა მაგას შემთხვევით, წამოიმართა ეგ სახელური და ბრტყელი ბოლო გაშლილად მოხვდა სახეში.
აგერ აგერ უნდა გათხოვდეს და არ ვიცი ასეთი მტვერსასრუტ სახეშიმაგრად მონახვედრს ვინ მოიყვანს აწი ცოლად.
ისე ტონუსისთვის მაგარია მთელი დღე დაჩქარებულად მუშაობდა.
peter pen
remedios_rebeka
23.03.2007, 10:56
რა მაგის პასუხია და წარმოდგენებში წუხელ კატა მაგრად ვცემე.
მოჭუტავდა თვალებს მე რომ ცხვირში სილას ვაწნავდი. მოჭუტავდა კიდე ხელს რომ გავშლიდი.. და მერე გავაწნავდი.. უცებ ერთხლეაც გავშალე ხელი და მოჭუტა თვალები და ველოდე სანამდე ექნებოდა თვალები მოჭუტული.. პარასკევამდე მოჭუტული ჰქონდა თვალები. მერე მორიდებით ამოიკნავლა და გავაწანი ისევ სილა. და გავშალე ხელი ისევ მოჭუტა თვალები და ყურები სადღაც გადამალა. უცებ რაღაც ხმა მომესმა.. მივაყურადე და არ კრუტუნებს??
მლიქვნელობას არ აქვს საზღვარი გავიფიქრე და ირანის გამოშვება ხალიჩის საბერტყი რომაა რაღაც გაუგებარი გადახლართული დიზაინით მაგით ვცემე სანამ არ გაიღიმა.
რა უცნაური მუზები მოდიან რა არის. (ბუზღუნით) გაზაფხულია მაინც და რა ვიცი ალბათ მაგიტომ აღვეგზნეთ ყველა.
გავიხედოთ ამ დილით და გამეღვიძა კინაღამ გავიზმორე მაგრამ გადავიფიქრე, რა დოზანაა ეს ვფიქრობ ვიღაცის ქერა თმებიანი თავი მოჩანს საბნის იქითა ბოლოდან. წამოვხტი გადარეული და საბანი წავიყოლიე რა იცი რა ხდება მეთქი. ვუყურებ წევს მაგრამ რა წევს, მარჯვენა მოხრილი ფეხი ნაზად ეხახუნება გაზმორებით გაჭიმულ მარცხენა ფეხს, ფეხები ისეთია ერთმანეთს რომ მიადგმევინო ძალით და ფეხებშუა ერთი ვედრო წყალი რომ ჩაასხა წვეთი არ გავა მეორე მხარეს.. ვუყურებ გაგიჟებული საბანი დიაგონალზე მიჭირავს ლამის ვერტიკალურად. ამოიზმორკრუსუნა... და ხელიც სადღაც უმისამართოდ გაჭიმა...
ვინ არის ვინ ოხერია ვფიქრობ წავიდე ერთი ვედრო წყალი დავასხა და გამოვლანძღო მაგრად? ეჰ რა შტერი ფიქრები გაქვენ ბიჭო შენა? მითხრა შინგანმა ხმამ მიდი ეხალვე დაყურში ჩააყვირე! მანვე განაგრძო.
მეც მივედი და ჩავაყვირე მაგრად. დააჭყიტა ლამაზი თვალები მუშტი შეკრა ამოატრიალა და ნიკაპში ისეთი დამარტყა ბარონ მიუნჰაუზენის ნაპერწკლები მონაგონია, გაჩდა ხანძარი დავავლე ამ ქალს ხელი შევათრიე აბაზანაში მივადგმევინე ფეხები ძალით ერთმანეთზე ჩავასხი ერთი ვედრო წყალი ავიტატე ხელში მივიყვანე ხანძრთან და ვუჩქმიტე დუნდულაზე, მანაც გაშალა ფეხები და ჩაქრა ხანძარი.
ჭირი იქა ლხინი აქა
ქატო იქა ფქვილი აქა
ერთი აიტი მენეჯერი მყავს მეგობარი ვინდოუს 3.1 არის მაგის ზოდიაქო.
ჩემი მტერი ეფარცქვალა ლამარრას.
წარბებს რომ ათამაშებს წმინდა ელმას ცეცხლი ინთება ირგვლივ ყველაფერზე პლასტმასის რაც კი არის.
როგორ გითხრა საერტოდ ვბეჭდავ, ერთხელ ავიღე პასტა და ისეტი ოკრო ბოკრო ასოები გამომივიდა მაგის მერე კალამი ხელში არ ამიღია. ბატის ფრთასაც ვერ ვიტან სულ მინდა ვინმეს ვუღიტინო ცხვირში.
გადავიკითხე ჩემი პოსტი და ვიფიქრე... გინდა არ გინდა გაზაფხულია...ნაჯახი.. ნაჯახი უნდა მოვძებნო... (ბუზღუნით)
გამეღვიძა ამ დილით და ერთაზროვნად გაზაფხული ვიგრძენი საბანი ჩამოვიღე და გვერდზე გადავდე, წამოხტი საწოლიდან და იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს გადავაბიჯე... აივანზე გავედი გადავიხედე და ჰოი საკვირველებავ... იქე მდგომი რომელიღაც ხე სულ ყვავილებშია გახვეული... მეზობელი ბალკონიდან წარბების თამაშით მიღიმის ლამარა.. მისთვისაც გაზაფხულია ვიფიქრე და სასწრაფოდ შევედი ოთახში და კარს შევასკდი მეთქი დავწერდი მაგრამ ფართოდ იყო გაღებული და არაფერი მაგდაგვარი არ მომხდარა..ახლა დეტალები რომ არ მოვყვე ქუჩაში ვარ უკვე.. მივდივარ რატომღაც ოდნავ უფრო გრძელი ნაბიჯებით და ძეხორციელის ჭაჭანება არაა, 6 საათზე ვინ უნდა ადგეს მეეზოვეებისა, მექუჩეების, მეტროტუარებისა და მემოედნების გარდა რომლებიც გვიან დაჯღანული სახით. ვაჰ ვის ვეფარცქვალო ვფიქრობ, ნეტა რა არის ეგ ფარცქვალი.. ერთი მინდა მეც ვიფარცქვალოო ვიფიქრე და უცებ რას ვხედავ...
ჩემსკენ მორბის შენელებულად წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალი კი არა ბიემდაბლიუ ზეტ რომელიღაცაა....მკერდი .. თუმცა მკერდი რა უძრავად აქვს მაგრამ ძუძუკები შენელებულად ზევით ქვევით კი არა და რაღაც სპირალურად უმოძრავებს ქერა თმებში ისე გაბლანდულა სადღაც ჩალისფერ ბინდში უჩანს ცისფერი თვალები აჰა ხელები გაშალა და ვაიმე რა უნდა ამას ქუჩაში დილის 6 საათზე ვფიქრობ ისე ისევ გამეღვიძა...ამ დილით და ერთაზროვნად გაზაფხული ვიგრძენი საბანი ჩამოვიღე და გვერდზე გადავდე, წამოხტი საწოლიდან და იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს გადავაბიჯე... აივანზე გავედი გადავიხედე და ჰოი საკვირველებავ... იქე მდგომი რომელიღაც ხე სულ ყვავილებშია გახვეული... მეზობელი ბალკონიდან წარბების თამაშით მიღიმის ლამარა.. მისთვისაც გაზაფხულია ვიფიქრე და სასწრაფოდ შევედი ოთახში და კარს შევასკდი მეთქი დავწერდი მაგრამ ფართოდ იყო გაღებული და არაფერი მაგდაგვარი არ მომხდარა..ახლა დეტალები რომ არ მოვყვე ქუჩაში ვარ უკვე.. მივდივარ რატომღაც ოდნავ უფრო გრძელი ნაბიჯებით და ძეხორციელის ჭაჭანება არაა, 6 საათზე ვინ უნდა ადგეს მეეზოვეებისა, მექუჩეების, მეტროტუარებისა და მემოედნების გარდა რომლებიც გვიან დაჯღანული სახით. ვაჰ ვის ვეფარცქვალო ვფიქრობ, ნეტა რა არის ეგ ფარცქვალი.. ერთი მინდა მეც ვიფარცქვალოო ვიფიქრე და უცებ რას ვხედავ... კამარა შეჰკრა ტანილერწამი თეთრი რძისფერი გოგო ვინმე ბიკინი შავთმიანი თვალები მწველი რამე... ჰაერში შპაკატი მოჭიმა??? მეეზოვეებიც კი გაირინდნენ და გამეღვიძა ამ დილით და ერთაზროვნად გაზაფხული ვიგრძენი საბანი ჩამოვიღე და გვერდზე გადავდე, წამოხტი საწოლიდან და იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს გადავაბიჯე... აივანზე გავედი გადავიხედე და ჰოი საკვირველებავ... იქე მდგომი რომელიღაც ხე სულ ყვავილებშია გახვეული... მეზობელი ბალკონიდან წარბების თამაშით მიღიმის ლამარა.. მისთვისაც გაზაფხულია ვიფიქრე და სასწრაფოდ შევედი ოთახში და კარს შევასკდი მეთქი დავწერდი მაგრამ ფართოდ იყო გაღებული და არაფერი მაგდაგვარი არ მომხდარა..ახლა დეტალები რომ არ მოვყვე ქუჩაში ვარ უკვე.. მივდივარ რატომღაც ოდნავ უფრო გრძელი ნაბიჯებით და ძეხორციელის ჭაჭანება არაა, 6:5წთზევინ უნდა ადგეს მეეზოვეებისა, მექუჩეების, მეტროტუარებისა და მემოედნების გარდა რომლებიც გვიან დაჯღანული სახით. ვაჰ ვის ვეფარცქვალო ვფიქრობ, ნეტა რა არის ეგ ფარცქვალი.. ერთი მინდა მეც ვიფარცქვალოო ვიფიქრე და უცებ რას ვხედავ... მოდის ახალი ჰოლანდიური ავტობუსი ჩერდება და აღებს კარებს.. კინაღამ თავლები ამოვითხარე მაგრამ არ გამეღვიძა, ავედი და დავდექი მოფიქრალი სახით.
peter pen
ძალიან სახალისო იდეაა
ოღონდ, სხვა პოსტებში რო არ აირიოს, ბოლოში მივაწეროთ peter pen
remedios_rebeka
23.03.2007, 10:58
მართალია.
QUOTE(remedios_rebeka @ 23.03.2007, 10:58)
მართალია.
[right][snapback]606501[/snapback][/right]
ან განსხვავებული ფერით (ფონტით)დაიწეროს
ჯორჯინა
23.03.2007, 11:00
QUOTE(remedios_rebeka @ 23.03.2007, 10:58)
მართალია.
[right][snapback]606501[/snapback][/right]
პირდაპირ დაქუოთებულად გადმოიტანე და აღარ დაჭირდება სახელის მიწერა
remedios_rebeka
23.03.2007, 11:01
იდეებს ვღებულო. რა ფერი მოუხდება პიტერ? რა ფერის წარმოგიდგენიათ პიტერი? ჰეჰეჰეჰე
მერე წავა პად პიტერამ წერა, მისი სტილის გადაღება და პიტერისტები გაიჩითებიან
ninikela
23.03.2007, 11:18
QUOTE(remedios_rebeka @ 23.03.2007, 11:01)
იდეებს ვღებულო. რა ფერი მოუხდება პიტერ? რა ფერის წარმოგიდგენიათ პიტერი? ჰეჰეჰეჰე
მერე წავა პად პიტერამ წერა, მისი სტილის გადაღება და პიტერისტები გაიჩითებიან

[right][snapback]606509[/snapback][/right]
მე ვარ პიტერისტი!!!
QUOTE(ninikela @ 23.03.2007, 11:18)
მე ვარ პიტერისტი!!!
[right][snapback]606527[/snapback][/right]
ალჯერია არ აეჭვიანო
ninikela
23.03.2007, 11:21
QUOTE(Marfa @ 23.03.2007, 11:19)
ალჯერია არ აეჭვიანო

[right][snapback]606528[/snapback][/right]

ალჯერ,პიტერიკო ისეთი საყვარელია,არ შეიძლება შენაც,რომ არ გიყვარდეს.
ninikela
23.03.2007, 11:43
გავიკითხე და გაგრძელება:
ბებიასთან ამ გზით რა გინდა მამა??? (გეი მგელი იყო)
- აბა რომელი გზით უნდა წავიდე მგელო..
- აგერ მოკლეზე გადადიუუუ (მგელმა წარბები გაისწორა და ფრჩხილები შეითვალიერა)
- კარგი! უთხრა ნინიკელამ და შეხტომაკუნტრუშით გზა განაგრძო.
მგელმა ნინიკელას გახედა და უფრო მოკლე გზით ბებიასთან მიირბინა.
ნინიკელას ბებია ერთი ბუზღუნა და ბოხხმიანი ბებია იყო, მგელმა სანამ დააკაკუნა მანამ გააღო კარი და შიგ ცხვირპირში მოახვედრა მგელს ურდული..
გაიხედ გამოიხედა და იქვე მისვენებული მგელი ამოიიღლიავა და სახლში როხ როხით შევიდა...
ცოტა ხანში მგელი შეანჯღრია ბებიამ თან სახეზე ჩამოშლილ თმას სული შეუბერა მგელი კარგად რომ დაენახა.. შენ მგელი არა ხარო ისე დაუღრიალა მგელს ცოტანახანი სმენა გაეთიშა.
კი,მამა კიიიი... ამოღერღა მგელმა..
მერე ლურჯი რატომ ხარ?? გაუკვირდა ბებიას.
ლურჯი კი არა ცისფერიუუუ.. გაინაზა მგელი,
კაგი ჩაწექი საწოლში მე პურზე წავალო ბებიამ და მგელი მიაგდო საწოლზე..
ამსობაში მოვიდა ნინიკელაც
კაკ კუკ...
ვინ არის მამა?!! იკითხა მგელმა,
ბებია ნინიკელა ვარო.
არ გინდა ლაილაი შვილო პირდაპირ ჩამიხტი საწოლშიი, ამოიკრუსუნა მგელმა
ნინიკელა ჩაწვა საწოლში
ბებია ბებია რატომ გავხარ მგელსო?? ჰკითხა ნინიკელამ
მგელი ვარ და იმიტოომ უპასუხა მგელმა გადაბრუნდა და ხვრინვა ამოუშვა..
ეეეჰ არ ყოფილა ჩემი საშველიო და ქალიშვილი ნინიკელა დედას დაუბრუნდა...
ჭირი იქა / ლხინი აქა.
პიტერი
Sophie1918
23.03.2007, 11:49
უჰუჰუჰუჰუუუ © პიტერ პენ
remedios_rebeka
23.03.2007, 14:41
როგორია, პიტერ?
London Eye
23.03.2007, 15:05
მეც ვარ პიტერისტი.....
პიტერ, პიტერ, პიტერ......
აბა ერთხმად:
პიტერს გაუმარ.......... ჯოს.....
კარგიააააააააა
მაგი ჯეკის ნაწერებიც უნდა იყოს აქ მაშIნ!
ჯეკი მევასება მე
ხხხხხხხხხხხხხხხხ
პიტერი ყველაზე დიდი გულია ჩემთვის ამ ფორუმში, დიდი გული - დიდი გულთამხილავი და პატრონი!
Mord-sith
23.03.2007, 16:15
მე მიყვარს პიტერი და იმასაც ვუყვარვარ, ვოტ.
ninikela
23.03.2007, 16:20
QUOTE(Mord-sith @ 23.03.2007, 16:15)
მე მიყვარს პიტერი და იმასაც ვუყვარვარ, ვოტ.

[right][snapback]606749[/snapback][/right]
აბაბაბაბბაბაბაბაბაბ(როგორც პიტმა იცის),ეგეთები არ იყოს ეხლააააააა
Algeria
23.03.2007, 16:43
ამ ფორუმში ორი ადამიანი მეგულება, ვისაც პიტერის უნიკალური ხელნაწერები (კლავიატურანაწერები) აქვს შემონახული. რომლებსაც ფორუმის არქივშიც კი ვერ იპოვით!
თუ კარგად მოიქცევით ცოტას წაგაკითხებთ!(ამაყად)
ninikela
23.03.2007, 16:47
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 16:43)
ამ ფორუმში ორი ადამიანი მეგულება, ვისაც პიტერის უნიკალური ხელნაწერები (კლავიატურანაწერები) აქვს შემონახული. რომლებსაც ფორუმის არქივშიც კი ვერ იპოვით!
თუ კარგად მოიქცევით ცოტას წაგაკითხებთ!(ამაყად)
[right][snapback]606762[/snapback][/right]
საინტერესო იქნება ზვირფასო
Algeria
23.03.2007, 16:51
QUOTE(ninikela @ 23.03.2007, 12:47)
საინტერესო იქნება
ზვირფასო 
[right][snapback]606765[/snapback][/right]
წესივრად მოიქეცი შენ!!!
lelka-lel
23.03.2007, 16:51
mokled shenit amakobs piter mteli forumi:)< forumis mama xar raaaa
dackebuli braziani forumelebit damtavrebli uckinarit:)
lelka-lel
23.03.2007, 16:53
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 16:51)
წესივრად მოიქეცი შენ!!!
[right][snapback]606769[/snapback][/right]
nini shens mimart mocharbebul aresias vgrznob zogiertebisgan raatoommmm
Mrs. Smith
23.03.2007, 16:53
ახალია, კოჭებში ეტყობაო...
მაგრამ თხა თხაზე ნაკლებიო...
მე მიყვარს პიტერი!
ninikela
23.03.2007, 16:54
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 16:51)
წესივრად მოიქეცი შენ!!!
[right][snapback]606769[/snapback][/right]
მეეეე?

უწესოდ ვიქცევი?
miss_niss
23.03.2007, 16:55

მიყვარს
Kutaiseli
23.03.2007, 17:00
მართლა მაგარია.
ისე დიოგენეს ჰქონდა იდეა ფორუმის ''მარგალიტების'' პატარა ნაკრების გამოცემის(მუზას, მასაის და მეგუნას ემახსოვრებათ), სპონსორია საჭიროო. მე რუსთავი-2სკენ გავიშვირე თითი
Algeria
23.03.2007, 17:08
ეჰ, გულზე რუსები და მაკსიმ გორკები გასკდნენ თუ კაია!
ეეჰ რა გვიქნა ამერიკამ, გაგვაამერიკანა.. მალე ინდაურის ფრთებს გავიყრით თავში და დავიწყებთ ხტუნვას ცალ ფეხზე... არ ჯობდა რუსეთიზაცია?
საბეჭდი მანქანა და რუსული თუ იცოდი ყველგან მოეწყობოდი სამუშაოდ, ხელფასიც მთელი 150 მანეთი გქონდა და იყიდდი სქელ ქაღალდში გახვეულ კარაქს.. და კონუსსი ჩაქრილ შაქარს..
ანდა რას გავს ეს რა პოპულიზმია მერი გამოდის ლაფათქით ხელში და ასუფთავებს ქუჩებს, შეურცხვა ცხვირი! ანდა რას გავს ეს ჩვენი ჯარი კარგად ჩაცმული და გამოწკეპილი.. სოროსის ფანდებია ეგ და ევრაზიის ფონდის და აირექსის უფრო!! დასაჭერია ეს აირექსი განსაკუთრებით. ასწავლიან აქ მენეჯმენტიო მარკეტინგიო, არ გვქონდა ეს მენეჯმენტი მაგრამ 100 მანეთად რესტორანს დახურავდი.
კი ვერ დახურავდი მაგრამ ცოტათი მიხურავდი მართალი რომ ვთქვათ..
არა მიხურვითაც ვერ მიხურავდი მაგრამ ოფიციანტსა დაახურავდი მაგრად... თუ გინდოდა.
უმსგავსობა და საბუზღუნო ესაა თუ გინდა..
ძირს ჰამბურგერები გაუმარჯოს კატლეტს!! არ გვინდა კოკა კოლა დავლიოთ ჩასუქებული თეთრწინსაფრიანი ქალის მიერ ჩამოსხმული უნიკალური ლაღიძის წყალი რომლის დალევის მერე მომენტალურად რჩება იშიაზი!!
საერთოდ ამირკანიზაცია დიდი ხანია დაწყებულია ამიტომ ამოვიღოთ რაციონიდან კარტოფილი, პამიდორი, ვხარშოთ წაბლი მხოლოდ. მოვიყვანოთ ღომი და მჭადი გავზარდოთ. ხეზე.
დროა დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სამურაის ცხოვრება. ჩვენი გამოზრიდილი შვილები ბუში, ჰელმუტ კოლი და კანასაკე სანსიე, დავუბრუნოთ ქართულ მიწას, ვინც ცოცხალია იმას მიწა იქით გავუგზავნოთ.
Algeria
23.03.2007, 17:17
ჰოოო მე კდიევ ნანახი მაქვს ხრვრინვის ენერგიაზე მომუშავე ხვრინვერატორები... ერთ ოჯახს ვიცნობდი უცებ გამდიდრდნენ ამ ენერგო კრიზისში.
ორივე ხვრინავდა თურმე თან მონოტონურად, ერთი რომ ამოიოხვრინავდა მეორე ჩაიხვრინავდა და მოკლედ როტორი გაშმაგებული ბრუნავდა და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიას ყიდიდნენ მეზობლებში თურმე.
Algeria
23.03.2007, 17:18
ვჩეხავ.. შეშას, დიდ მორებს ვჩეხავ, ალესილი ნაჯახით.. მთელი ზამთრის მარაგს დავჩეხავ ხოლმე.
განსაკუთრებით მიყვარს მორიანი ნაჯახის ჰაერში ატაცება შემოტრიალება და ყუაზე დასკდომა..
მაწყნარებს ძილის წინ ინტიმურად.
Algeria
23.03.2007, 17:22
ერთი ნაჭერი და სიყვარული გარანტირებული გაქვს!
სირაქლემას კვერცხი უნდა ათქვიფო კარგად.. ჩაამატო ერთი უნცია გოგირდმჟავა, სამი წილი ჰიდროქლორიდი, ცოტა ქვიშა, ერთი პარკი ცელოფანის წვრილად დაჭრილი. შემდეგ წამოადუღო უნდა ცოტა და გაცივების შემდეგ დაამატო სამშენებლო ბლოკი კარგად დაფშვნილი, მერე გატარებული ჰალსტუხი, მოურიო უნდ ასე 1 წუთი და ისევ წამოადუღო, მერე ბისკვიტი უნდა აიღო რამე დაასხა მიღებული მასა და ფორმები მისცე გემოვნების მიხედვით ტკბილად და გემრიელად
Algeria
23.03.2007, 17:24
რჩევა დარიგებები მოჩვენებების დასაწყნარებლად
იმისთვის რომ დავაწყნაროდ რომელიმე შლანგის თავიანი მოჩვენება, საჭიროა ავიღოთ ფანქრის 8 სათლელი, ერთი აგური, გამხმარი ვირთაგვა, და მეზობლის ფოცხის ტარი, შემდეგ ესენი უნდა ჩაყარო სარეცხ მანქანა სიმენსში ან ბოშში და ჩAმრთველისკენ უნდა წაიღო ხელი.. მოჩვენება გამოვარდება და დაიწყებს ყვრისილს არ ქნა არ ჩართო გააფუჭებს გააფუჭებსო..
შენ ტკბილად უხსნი რომ არაფერსაც არ გააფუჭებს თურუქლი კი არაა ბელგიური კარგი სარეცხი მანქანაა და იტალიური ფხვნილი ყრიაო..
და მოჩვენება დაწყნარდება.
თუ მოჩვენება არ დაწყნარდა მაშინ ჩAსცხეთ თავში საგანგებოდ ასეთი შემთხვევებისთვის გადანახული მაცივრის ფრეონის მოსარევი ჯოხი.
ninikela
23.03.2007, 17:25
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 17:22)
ერთი ნაჭერი და სიყვარული გარანტირებული გაქვს!
სირაქლემას კვერცხი უნდა ათქვიფო კარგად.. ჩაამატო ერთი უნცია გოგირდმჟავა, სამი წილი ჰიდროქლორიდი, ცოტა ქვიშა, ერთი პარკი ცელოფანის წვრილად დაჭრილი. შემდეგ წამოადუღო უნდა ცოტა და გაცივების შემდეგ დაამატო სამშენებლო ბლოკი კარგად დაფშვნილი, მერე გატარებული ჰალსტუხი, მოურიო უნდ ასე 1 წუთი და ისევ წამოადუღო, მერე ბისკვიტი უნდა აიღო რამე დაასხა მიღებული მასა და ფორმები მისცე გემოვნების მიხედვით ტკბილად და გემრიელად
[right][snapback]606790[/snapback][/right]
ჩვენი გენიოსი
Algeria
23.03.2007, 17:25
ეჰ,ეჰ, ჰე ბავშვობა, კარგი დრო იყო.ნუთუ მთვრის მოკბეჩა მართლა აუხდენელი ოცნება დარჩება პატარა ადამიანის, რომელიც ფანჯარასთან რომ იდგა მაცივრის მოტეხილი სახელურით ხელში, რომ აჰყურებდა ფანჯარაში წამოგორებულ მთვარეს... სადღაც იატაკზე ლამაზი წითელ-ლურჯ ორნამენტებიანი ხალიჩა ეფინა დ ხალიჩაზე კუბიკები ეყარა უხვად... ფინური ოთხი იყო ფინურ ლამაზ სახლში, მაგიდის ქვეშ კი ძველი ამერიკული ჟურნალი ეგდო მთვრეზე მოსიარულე მანქანის ფერადი სურათებით, ვერცხლისფერი ექვსბორბლიანი მთვარემავალი ჩანდა, ჟურნალის გვერდზე პიკო მატარებლის გრძელი ლიანდაგი და რკინიგსგზიდან გადმოყენებული ელმავალი და 5 საოცრად ნამდვილივით ვაგონები ეწყო. აქეთ კი ჩამწკრივებული რატომღაც ფრანგული რკინის ალფა რომეო მანქანები, იქით დედა იყო და მამა.გამორთული ტელევიზორი ფეხებზე იდგა. და ფეხებზე ეკიდა ჩართვა გამორთვა. ეზოში დიდი მსხლის ხე იდგა,ხეს ფუღურო ჰქონდა პატარა. ზევით კი ეკიდა მთვარე ისევ ასეთი.
ყველაფერი დიდი იყო, და უფრო ახლოს და უფრო მკაფიო და უფრო მძაფრი გაუგებარი და კარგი იყო ფარდის სამაგრიც კი.
ეეეჰ გავიზარდეთ და ბუღა/კამეჩი/ხარი მოყმეები გავხდით (გოგოებს არ ვეუბნები) დ ახლა ძალიან ახლოს რომ მიიტანო პასტა რომ მისი წვერში ჩასმულ ბურთულაზე დახატული ზღვები დაინახო გეტკინება თვალები..
და ქვეყანა გამარტივდა საფიქრელად, და საცხოვრელად გართულდა... ეეეჰ ერთი ჯადოსნური მტვერი რად არ გადავეყარა... რა ჯობია ფუღუოში ძრომიალს დ თოკის ქნევით გართობას.
და საბანს არავინ არ შემოგიკეცავს და გეტყვის ძილი ნებისა სიზმარი ტკბილი დაძინებისა თუ რაღაც არც მახსოვს უკვე..
Peter Pan
23.03.2007, 18:04
აუ სხვებსაც აქვს ძალიან კარგი კვიმატობები დაწერილი და ერთად დაგედოთ რარი ახლა იტყვიან გაბლატავდა მაგი პიტერი (გახარებული და უკვე გაბლატავებული სახით)
MISS-UNIVERSE
23.03.2007, 18:11
QUOTE(Kutaiseli @ 23.03.2007, 17:00)
მართლა მაგარია.
ისე დიოგენეს ჰქონდა იდეა ფორუმის ''მარგალიტების'' პატარა ნაკრების გამოცემის(მუზას, მასაის და მეგუნას ემახსოვრებათ), სპონსორია საჭიროო. მე რუსთავი-2სკენ გავიშვირე თითი
[right][snapback]606779[/snapback][/right]
ქუტაისელო, კი იფიქრებ ახლა რას გადამეკიდა ეფ ფორუმელშაო , მაგრამ შენი "ფოტო-პროზა " ნამუშევრები , მეტი თუ არაა,არ ჩამოუვარდეპა ბატონ პიტერის შემოქმედებას.
მე მგონი არ იქნება ურიგო, ვისაც შეძლია და დრო+სურვილი გააჩნია, გააკეტოს
forum.lib და ერტად მოატავსოს ეს მართლაც აღსანისნავი ნამუშევრები.
აქტიურ ფორუმელებს სხვა "კაი ფორუმელებიც" ეცოდინებატ და მივცეტ თითოეულს თავისი თარო ამ ბიბლიოთეკაში.
რას იტყვით ?
miss_niss
23.03.2007, 18:16
QUOTE(Peter Pan @ 23.03.2007, 18:04)
აუ სხვებსაც აქვს ძალიან კარგი კვიმატობები დაწერილი და ერთად დაგედოთ რარი ახლა იტყვიან გაბლატავდა მაგი პიტერი (გახარებული და უკვე გაბლატავებული სახით)
[right][snapback]606814[/snapback][/right]
ვაიმეეე რა სიცოცხლეაა

ისე არ ხარ ჩემი შვილი ?

ესენი მეუბნებიან არაოოოო
Algeria
23.03.2007, 18:26
QUOTE(MISS-UNIVERSE @ 23.03.2007, 14:11)
ქუტაისელო, კი იფიქრებ ახლა რას გადამეკიდა ეფ ფორუმელშაო , მაგრამ შენი "ფოტო-პროზა " ნამუშევრები , მეტი თუ არაა,არ ჩამოუვარდეპა ბატონ პიტერის შემოქმედებას.
მე მგონი არ იქნება ურიგო, ვისაც შეძლია და დრო+სურვილი გააჩნია, გააკეტოს
forum.lib და ერტად მოატავსოს ეს მართლაც აღსანისნავი ნამუშევრები.
აქტიურ ფორუმელებს სხვა "კაი ფორუმელებიც" ეცოდინებატ და მივცეტ თითოეულს თავისი თარო ამ ბიბლიოთეკაში.
რას იტყვით ?
[right][snapback]606817[/snapback][/right]
მის უნივერს, მერე დაგიშალა ვინმემ ტოპიკის გახსნა?
რაც შეეხება შეფასებას, ჩამოუვარდება თუ არა მაგას ჩვენ გადავწყვეტთ! კაი კრიტიკის ქარ-ცეცხლში კი მოგიწევს გავლა
MISS-UNIVERSE
23.03.2007, 18:31
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 18:26)
მის უნივერს, მერე დაგიშალა ვინმემ ტოპიკის გახსნა?
რაც შეეხება შეფასებას, ჩამოუვარდება თუ არა მაგას ჩვენ გადავწყვეტთ! კაი კრიტიკის ქარ-ცეცხლში კი მოგიწევს გავლა

[right][snapback]606836[/snapback][/right]
ვინ "თქვენ" ???!!!
და რატომ ჰგონია იმ "თქვენს", რომ მაგათი გადაწყვეტილი ჩემსაზე ჭკვიანურია?
გემოვნებას მარტო პირის ღრუში არ უნდა ვეძებდეთ ....
რა ჩაგიმწკრივებიათ კაი გამოსამშვიდობებელი სიტყვებივით ეს პოსტები!

კომპლიმენტი კარგია, მარა რაცხა გული აუჩუყდება კაცს
პიტერ, ბიძაჩემო გვიყვარხარ და გვენატრები, შენი ძმიშვილ-დიშვილების სახელით მოგმართავ, მალე ჩამოდი, არ გინდა ამ პინგვინების ცხოვრების სტლის შესწავლა რა!

(არა, როგორ უყვარს თავისი საქმე

)
Algeria
23.03.2007, 18:49
QUOTE(MISS-UNIVERSE @ 23.03.2007, 14:31)
ვინ "თქვენ" ???!!!
და რატომ ჰგონია იმ "თქვენს", რომ მაგათი გადაწყვეტილი ჩემსაზე ჭკვიანურია? გემოვნებას მარტო პირის ღრუში არ უნდა ვეძებდეთ .... 
[right][snapback]606843[/snapback][/right]
ეს რა ჭკვიანური აზრების კორიანტელი დაგიფრქვევია, მაგრამ მომიტევეთ ჩემი უმეცრება და აზრი ვერ გამოვიტანე!
MISS-UNIVERSE
23.03.2007, 18:56
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 18:49)
ეს რა ჭკვიანური აზრების კორიანტელი დაგიფრქვევია, მაგრამ მომიტევეთ ჩემი უმეცრება და აზრი ვერ გამოვიტანე!
[right][snapback]606877[/snapback][/right]
მოტევებული ხარ

რჩევას კი მოგცემ, - როცა აზრი ვერ გამოგაქვს, განზე გადექი .
არაა აუცილებელი წინა პლანზე "ჩაკარტოჩკება"
Algeria
23.03.2007, 19:05
QUOTE(MISS-UNIVERSE @ 23.03.2007, 14:56)
მ
ოტევებული ხარ

რჩევას კი მოგცემ, - როცა აზრი ვერ გამოგაქვს, განზე გადექი .
არაა აუცილებელი წინა პლანზე "ჩაკარტოჩკება"

[right][snapback]606893[/snapback][/right]
ჰო, ძალიანი სასარგებლო რჩევაა, კიდევ კარგი მითხარი! ლოღიკის კურსებზეც ვივლი, შენი გამონათქვამები გავიგო, ვინძლო!
ახლა კი, პიტერს უთხარი მადლობა! ძალიან მიყვარს და მაგის ტოპიკს აღარ დავანაგვიანებ, თორემ
ნახავდნენ ფორუმელები აქ შენს ბუნდღას, გაშლილს ველადა!!!
MISS-UNIVERSE
23.03.2007, 19:13
QUOTE(Algeria @ 23.03.2007, 19:05)
ჰო, ძალიანი სასარგებლო რჩევაა, კიდევ კარგი მითხარი! ლოღიკის კურსებზეც ვივლი, შენი გამონათქვამები გავიგო, ვინძლო!
ახლა კი, პიტერს უთხარი მადლობა! ძალიან მიყვარს და მაგის ტოპიკს აღარ დავანაგვიანებ, თორემ
ნახავდნენ ფორუმელები აქ შენს ბუნდღას, გაშლილს ველადა!!!
[right][snapback]606910[/snapback][/right]
ალგერ,
"ოფ. განცხადებებიდან" პასუხს ველოდები და მერე დაგაკვალიანებ.
მანამდე წაი, გეიპარსე , რას გიგავს ულ'ვაში?!
remedios_rebeka
23.03.2007, 19:26
QUOTE(MISS-UNIVERSE @ 23.03.2007, 18:11)
ქუტაისელო, კი იფიქრებ ახლა რას გადამეკიდა ეფ ფორუმელშაო , მაგრამ შენი "ფოტო-პროზა " ნამუშევრები , მეტი თუ არაა,არ ჩამოუვარდეპა ბატონ პიტერის შემოქმედებას.
მე მგონი არ იქნება ურიგო, ვისაც შეძლია და დრო+სურვილი გააჩნია, გააკეტოს
forum.lib და ერტად მოატავსოს ეს მართლაც აღსანისნავი ნამუშევრები.
აქტიურ ფორუმელებს სხვა "კაი ფორუმელებიც" ეცოდინებატ და მივცეტ თითოეულს თავისი თარო ამ ბიბლიოთეკაში.
რას იტყვით ?
[right][snapback]606817[/snapback][/right]
აბსოლიტურად გეთანხმები და არავის განაწყენებ არ მინდოდა ამ ტოპიკით (არც განაწყენებულა მგონ ვინმე). ქუთაისელო, სენც ძაან მაგრად მომწონხარ. ოღონდ სენ სხვა პონტში ხარ კაი, პიტერი სულ სხვა პონტში.
ma_tuta
23.03.2007, 19:35
მეც მინდა პიტერის წიგნი მქონდეს...
remedios_rebeka
23.03.2007, 19:37
პიტერ, აქ რომ გასუსულხარ და ოცნებობ, გაანძრიე ხელი და მიეცი საშუალება სენს მკითხვეს ხელთ ჰქონდეს სენი წიგნი, სენ ხო ეს ეგიძლია, ნუ ხარ ასე თავმდაბალი
Peter Pan
23.03.2007, 19:55
აუ მაცალე... დაფნის გვირგვინი წარმოვიდგინე მედგა თავზე და თეთრ ზეწარში ვიყავი ამაყად გახვეული. გულმკერი მაგრად შესუნთქული ჰაერით მქონდა გამობურცული
და წარბები აწეულ ერთმანეთთან მიახლოებულად მოჭუტული თვალებით ერთი ხელი უკუღმა დოინჯით მქონდა და მეორეტი ნიკაპს ვეძებდი - თავი გვერდზე გადახრილი და ისე ვკითხულობდი თან საქებარ სიტყვებს. (ამაყად)
კიდე ერთი ფეხი მედგა რაღაცა ლოდზე.
QUOTE(remedios_rebeka @ 23.03.2007, 15:37)
პიტერ, აქ რომ გასუსულხარ და ოცნებობ, გაანძრიე ხელი და მიეცი საშუალება სენს მკითხვეს ხელთ ჰქონდეს სენი წიგნი, სენ ხო ეს ეგიძლია, ნუ ხარ ასე თავმდაბალი

[right][snapback]606977[/snapback][/right]
MISS-UNIVERSE
23.03.2007, 20:00
QUOTE(remedios_rebeka @ 23.03.2007, 19:26)
აბსოლიტურად გეთანხმები და არავის განაწყენებ არ მინდოდა ამ ტოპიკით (არც განაწყენებულა მგონ ვინმე). ქუთაისელო, სენც ძაან მაგრად მომწონხარ. ოღონდ სენ სხვა პონტში ხარ კაი, პიტერი სულ სხვა პონტში.
[right][snapback]606953[/snapback][/right]
არც არავინ განაწყენდება , თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ჰორმონ-ლეველ-დისორდერ - კას
მარტლაც, ხომ არაა ცუდი აზრი?
მე მგონი დასაფიქრებელია. ცოდოა კარგი ნამუშევრების ასე მიმოფანტვა ფორუმში.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.