დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სიზმრის ახსნა
Rustavi 2 Forums > ზოგადი > ალთა-ბალთა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26
kissie
არ მახსოვს ფორუმში ეს თემა თუ იყო, ნუ, იყო იყო, თუ არა და აგერ მე გავხსენი. იმიტომ რომ საშინელი სიზმარა ვარ. ღამე არ გავა რაიმე არ დამესიზმროს. ათი წუთი რომ წავიძინო, მაინც მესიზმრება მილიონი რამ. ისე ამასწინათ მაგარი სიზმარი მესიზმრა :smile: ვითომ ლევან გაჩეჩილაძე დიიიდი ლამაზი თეთრი სასახლე მაჩუქა. შიგნითაც სულ თეთრი იყო ყველაფერი, დიდი მარმარილოს კიბეები, ჩუქურთმები, რომლებსაც ოქროსფერი კანტები დაჰყვებოდათ, და ყველაფერი თეთრი ტიტებით იყო სავსე, ჰო, აუზი იყო კიდევ, სადაც ასევე თეთრი ტიტები ეყარა, და ჩემს ბუდუარში დიდი ფარდებიანი საქწოლი, ასევე თეთრი ტიტების ფურცლევბით სავსე.
მერე მოვიდა ვინ, იცით? დავით გამყრელიძე :razz: და მოიტანა უზარმაზარი საზამთრო :razz: მოვაწყეთ დიდი ფართი, ბევრი ბავშვები იყო და ეს საზამთრო დავჭერით.
დედას რომ მოვუყევი, ასე მითხრა, ნაკლებად უნდა უყურო ტელევიზორს, განსაკუთრებით - წინასაარჩევნო რეკლამებსო...
თქვენც მოყევით სიზმრები რა :razz: და იქნებ კიდევ ვინმე გამოჩნდეს, სიზმრების ახსნა რომ შეუძლია, ათასერთი კითხვა მაქვს!

_________________
სიყვარული, სითბო და kissები გადაარჩენს სამყაროს!

[ This Message was edited by: kissie on `2003-09`-19 11:50 ]
Laki
ფრთხილად იყავი კისუნია!შეიძლება მალე მოგიტაცონ და...!!! :razz:
kissie
მე ვინ მომიტაცებს, ლაკი ბატონო, ხომ მიცნობ რა აუტანელი ხასიათის დევუშკა ვარ :razz:
Laki
ყველა ხილს მისი მუშტარი ყავს..!!! :smile:

[ This Message was edited by: Laki on `2003-09`-19 11:58 ]
kissie
laugh.gif გენიალურია laugh.gif
სიზმარი მოჰყევი, ადამიანო, რამე ისეთი, ყველაზე მეტად რაც დაგამახსოვრდა.
AFRODITA
მე ვფიქრობ რომ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე ამ სიზმარში მეორე ხარისხოვანია. უბრალოდ ჩაყოლილია. აი თეთრი სასახლე და თეთრი ტიტები კი უკვე ყურადღებას მოითხოვს. მაგრამ ასე ვერავინ აგიხსნის სიზმარს რაგან ზოგადად სიზმრის განხილვა არ ხდება ხოლმე საჭიროა კონკრეტულ სიტუაციაში,კონტექსტიდან გამომდინარე განხილვა. უფრო ახლოს რომ გიცნობდე ალბათ რაღაცაში დაგეხმარებოდი. ისე კი ჯობია ნაკლები ყურადღება მიაქციო ასეთ დეტალებს, ტყუილად ირთულებ ცხოვრებას.ყველაფრის ახსნა რომ მინდომო რაც ამ ქვეყნად დხება მერე დედაჩემის პაციენტი გახდები (დედა კი ფსიქიატრი მყავს).

ზოგადად ძალიან დადებითი სიზმარი უნდა იყოს.
lolski
LOL არ უთხოვია ამ ადამიანს ახსნა :smile:
შერეკილები ხართ ეს ფსიქოები :wink:
კაიფობს თავის სიზმარზე... დაიტე ჩელოვეკუ პამიჩტატ' ბლინ! :wink:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-09`-19 11:37, kissie wrote:
ამასწინათ მაგარი სიზმარი მესიზმრა :smile: ვითომ ლევან გაჩეჩილაძე დიიიდი ლამაზი თეთრი სასახლე მაჩუქა. შიგნითაც სულ თეთრი იყო ყველაფერი, დიდი მარმარილოს კიბეები, ჩუქურთმები, რომლებსაც ოქროსფერი კანტები დაჰყვებოდათ, და ყველაფერი თეთრი ტიტებით იყო სავსე, ჰო, აუზი იყო კიდევ, სადაც ასევე თეთრი ტიტები ეყარა, და ჩემს ბუდუარში დიდი ფარდებიანი საქწოლი, ასევე თეთრი ტიტების ფურცლევბით სავსე.
_________________
სიყვარული, სითბო და kissები გადაარჩენს სამყაროს!

[ This Message was edited by: kissie on `2003-09`-19 11:50 ]

ვაიმეეეეეე, არ გავარდეეეეეეეეეეს
როგორ გაქვს სიზმარი დაცდილი??? ახლა ელენიკო გამახსენდა და შემეშინდა, ცუდად არ აგიხდეს ეგ სიზმარი... მარა ნუ გეშინია, აგერ ვართ ფორუმელები
kissie
laugh.gif
ლოლსკი, გმადლობ

დაცდილი კიდევ რავიცი მე, ყველა სიზმარს ხომ არ დავცდი. თეთრი ტიტა არ მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ერთი ოცნებად ჩამყვა მაგ სიზმრის მერე :razz: ასწორებს სიზმრები!
ოო ხო, გამახსენდა, ადრე ვნახე - ვითომ ბილ კლინტონთან სექსი მქონდა, მესიზმრა :razz: მაგარი იყო, ამერიკაში ვიყავით და კლინტონი ქართულად მელაპარაკებოდა (-ეს ის დრო იყო, მონიკა ლევინსკიზე ერთი ამბები რომ მიდიოდა).
აბაა :roll:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-09`-19 14:40, kissie wrote:

laugh.gif გოგო შენ სიზმრებს შეკვეთით ხომ არ ნახულობ??? laugh.gif , ფანტაზიას არ უნდა უჩიოდე აშკარად , მონიკას რომ მოესწრო, მერე ნახავდი თუ იყო მაგარი laugh.gif laugh.gif
თეთრი ტიტა არ გინახავს მართლა?
და კიდო ერთი: მონიკას და კლინტონის ამბავი რო იყო, რამდენი წლის იყავი მაშინ????? ოოოხ, სკოლაში რო კიდე სექსუალური განათლება დაინერგოს , მერე ნახეთ თქვენ laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
lolski
[ This Message was edited by: lolski on `2003-09`-19 15:04 ]
lolski
LOL კიდზ,
კისი სიზმრები ჩაიწერე, დავიწყება იცის :wink:
ჩემს მეგობარს დაესიზმრა, სოლაში ვსწავლობდით მაშინ, სტალინი მისდევდა გასაუპატიურებლად... :sad: საწყალი ბავშვი...
მე მესიზმრება ხოლმე, აღელვებულ ზღვაში შევდივარ და ვერ გამოვდივარ :smile: რის მერეც აუცილებლად ავად ვხდები, ან მე ან ჩემი შვილიsmile.gif
სულ ცოტა ხნის წინ დამესიზმრა, მოსკოვში ვიყავი ტვერსკაიაზე და სასტუმრო საქართველო გაიჩითა, და კაზინოში ვთამაშობდი მთელი ღამე, ევრო იყო ფულის ერთეული რატომღაც... დილით რომ გამეღვიძა გამიკვირდა რომ სიზმარი იყო :smile: ჩანთაში მაინც ჩავიხედე ფული რომ მოვიგე სიზმარში ხომ არ გამომყვათქო... ეს კი იმის ნიშანია AUრELIA რომ მაგრა მომენატრა კაზინოოოოო!!!!!!! :smile:
zara
მეშინია კისს რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაესიზმროს აწი :razz:
ან კუჭ ნაწლავის ინსტიტუტი :smile: :razz:
Mlle Qartveli
[ This Message was edited by: Mlle Qartveli on `2003-09`-19 19:14 ]
Mlle Qartveli
[quote]
On `2003-09`-19 14:40, kissie wrote:
თეთრი ტიტა არ მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ერთი ოცნებად ჩამყვა მაგ სიზმრის მერე :razz: ასწორებს სიზმრები!

:smile: :smile: :smile:

ისე სიზმრებს გაჩნია ჩემო კისსუნია...

მე პირადად ფრიად არასასიამოვნოდ მაქვს დაცდილი, დედაჩემის სიზმრები!!!! (LOL)
რადგან დილაადრიან (7 სააათზე) მაღვიძებს მისი ზარი:" როგორ ხარ? წუხელ ცუდი სიზმარი ვნახეო..."...

ისე კი, თეთრი ტიტები ჩემზე იყოს :smile: :smile: :smile:.......ქორწილში მოგართმევ!!!!!!
მოკრემისფერო-მოვარდისფრო (ძალიან ღია ტონებში) საშუალოზე მეტად გაშლილ ვარდებზე რა აზრის ხარ?????
:smile:

[ This Message was edited by: Mlle Qartveli on `2003-09`-19 19:17 ]
Anonymous
კისსი ცოტა სიზმრის ახსნა მეგობარმა მასწავლა.
თეთრი კარგია მალე ახალ ამბავს გაიგებ.
ის რომ პოლიტიკოსი დაგესიზმრა
სამსახურში შემოგთავაზებენ საქმეს ,რომელიც დაგაწინაურებს :smile:
ისე ისეთი სიზმარი თუ ნახე რომელიც ცუდია, არავის მოუყვე.
მიდი ონკანთან და წყალს გატანე, მერე კი შეგიძლია მოყვე
Laki
სხვისი არ ვიცი და მე როცა სასიამოვნო სიზმრის შემდეგ ეგრევე გამღვიძებია,უნარი გამაჩნია დავხუჭო თვალები და სიზმრის გაგრძელებას ვუყურო..! მართლა.. :razz: :wink:
kissie
ჰეე ეგ მეც გამაჩნია, საერთოდ ერთი პერიოდი "სერიულ სიზმრებს" ვხედავდი, თავისი გაგრძელებებით და ა.შ, ძლიერ მაგარი იყო, რაღაც მალიბუს მაშველების პონტში, ისეთივე დიდი მკერდი მქონდა, როგორც იქ მყოფ ქალებს და ათას ხალხს ვარჩენდი ხოლმე, ნუ, ოღონდ პლიაჟი არ იყო :smile:
ამანდა, ისე მაგ სიზმრის ნახვის შემდეგ (პოლიტიკოსების), მართლა "დამაწინაურეს", ჟურნალის დამატების რედაქტორობა შემომთავაზეს :razz: ახლა რომ წავიკითხე შენი ახსნა, მერე გამახსენდა ეს დიადი "კავშირი".
:wink:
zara
კისსი თუ მე დაგესიზმრე სიზმარში მაშინ მეორე დღეს შეგიძლია მომთხოვო ცალკე ინეტჟურნალის გახსნა სადაც რედაქტორიც შენ იქნები და გენერალური რედაქტორიცsmile.gif :razz:
ოღონ გთხოვ ფანტაზიებში ნუ გაუტევtongue.gif
ისე უსიზმროდაც შემიძლია გაჩუქო..ისე სიცილის გამოც! :smile: :razz:
KUMEO
მე გუშინ მოშიშინე ტელევიზორი მესიზმრა
Laki
QUOTE

On `2003-09`-21 11:20, kissie wrote:
ისეთივე დიდი მკერდი მქონდა, როგორც იქ მყოფ ქალებს და ათას ხალხს ვარჩენდი ხოლმე,  

ვერ გავიგე კისუნია,ხალხს დიდი მკერდით როგორ არჩენდი,არ მითხრა ახლა მშიერი კვდებოდნენო და... :razz: :grin:
lolski
QUOTE

On `2003-09`-21 16:21, KUMEO wrote:
მე გუშინ მოშიშინე ტელევიზორი მესიზმრა

LOL
kissie
ლაკი, გადავარჩენდი - იგულისხმებოდა, ჰეჰეე მშივრები არა, ზოგი ხეზე ადიოდა და ვეგარ ჩამოდიოდა, ზოგს გული მისდიოდა და ა.შ. ისე ადამიანებო, შინდის მურაბა მომინდა და სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვერსად და დიად განცდებში ვარ. სასოწარკვეთილი. ეს ალბათ იმის ბრალია რომ კუმეოს მოშიშინე ტელევიზორი ესიზმრა.
Anonymous
კისსი რა ნახე ახალი?
არჩევნები თუ დაგესიზმრა მოგვიყევი, იქნებ მაგაშიც ახსნა ვიპოვნოთ :smile:
Laki
QUOTE

On `2003-09`-23 22:44, kissie wrote:
ლაკი, გადავარჩენდი - იგულისხმებოდა, ჰეჰეე მშივრები არა, ზოგი ხეზე ადიოდა და ვეგარ ჩამოდიოდა, ზოგს გული მისდიოდა და ა.შ. ისე ადამიანებო, შინდის მურაბა მომინდა და სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვერსად და დიად განცდებში ვარ. სასოწარკვეთილი. ეს ალბათ იმის ბრალია რომ კუმეოს მოშიშინე ტელევიზორი ესიზმრა.  

ეეჰჰ...ნეტაი მას,შენ რომ გთხოვს გადამარჩინეო და შენც უარს არ ეტყვი...!!! :wink:
Anonymous
დღეს ჩემი სიზმარი ახდა!!!!

ისე მინდოდა ბებიობა, სულ სიზმარში ვხედავდი პატარა ლამაზ გოგონას :smile:
ხო და დღეს გავხდი ბებია!!!
დაიბადა 4,500კგ 54 სმ,შავი თმით და ცისფერი თვალებით
ისეთი ლამაზია 3 თვის ბავშვს გავს. მთელი კლინიკა ამბობს: ასეთი ლამაზი ბაია დიდი ხანია არ გვინახიოაო
დავარქვით დედაჩემის სახელი
სანდრა ფრანსინ
ისეთი გახარებული ვარრრრრრრრრრრრრრრ
ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს.
Laki
QUOTE

On `2003-09`-24 15:09, ამანდა wrote:

ღმერთმა გაგიზარდოს და გაგიხაროს ამანდა შენი "კლასიკური სილამაზის" ბაია! :smile:))

[ This Message was edited by: Laki on `2003-09`-24 15:18 ]
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-09`-24 15:09, ამანდა wrote:
დღეს ჩემი სიზმარი ახდა!!!!

ისე მინდოდა ბებიობა, სულ სიზმარში ვხედავდი პატარა ლამაზ გოგონას :smile:
ხო და დღეს გავხდი ბებია!!!
დაიბადა 4,500კგ 54 სმ,შავი თმით და ცისფერი თვალებით
ისეთი ლამაზია 3 თვის ბავშვს გავს. მთელი კლინიკა  ამბობს: ასეთი ლამაზი ბაია დიდი ხანია არ გვინახიოაო
დავარქვით დედაჩემის სახელი
სანდრა ფრანსინ
ისეთი გახარებული ვარრრრრრრრრრრრრრრ
ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს.

გილოცავთ, გილოცავთ....!!!!!!!!

ტაკაია მალენკაია ა უჟე სანდრა ფრანსინ :wink: ეტო იზ ობლასტი იუმორა :wink:
გილოცავ! ყოფილიყოს ლაღი, ქარივით თავისუფალი და ჯანმრთელი :smile:
Anonymous
გმადლობთ !!!!
გ არ გამომრჩეს თორემ ვაი ვაი :smile:
თქვენთვისაც მომელოცოს ბედნიერება, ჯამრთელობა და ბარაქა.
სულ ისეთი გახარებული გევლოთ ცხოვრების გზაზე, როგორც მე ვარ დღეს.
AFRODITA
ამანდა
გინდა ჩემი სიზმარი მოგიყვე?
იცით რატომ გამოვყავი ამანდა? იმიტომ რომ წუხელის ამანდა დამესიზმრა. რატომ? რას ნიშნავს?
ვითომ სადღაც რესტორანში ვიყავი ოჯახთან ერთად და დედაჩემს ვუზიარებდი ფორუმის ამბებს და ვახსენე ამანდამ ასე და ასე თქო ამ დროს ვიღაც ქალმა რომელიც შორიახლოს მიდიოდა "რეზკად" მოიხედა და მე მაშინვე მივხვდი რომ ეს ამანდა იყო. რათქმა უნდა მერე ბევრი ვისაუბრეთ,მაგრამ ეგ უკვე აღარ მახსოვს. მახსოვს ის დიდი სიხარული. რა უცნაურია ან რატომ დამესიზმრა ან როგორ ვიცანი, ან მან როგორ მიცნო, და რატომ გამიხარდა ასე ძალიან???
დილით სამსახურში მოსვლისთანავე ჩვეული ერთი ჭიქა ყავის ნაცვლად ეგრევე შემოვედი ფორუმში და გიზიარებთ ჩემს სიზმარს.
რას იტყვით რავარი სიზმარი იყო?!

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-06 11:08 ]
Anonymous
აფროდიტა საინტერესოა,
შენ ხომ არ იცი ვინ ვარ და როგორი ვარ ვიზუალურად :smile:
ღმეთმა კარგად აგიხდინოს სიზმარი და კარგი ფსიქოლოგი გამოსულიყავი :smile:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-10`-06 11:06, AFRODITA wrote:

რო ვიცოდე, რომ არ გეწყინება, გეტყოდი რა სიზმარიცაა, მარა არა ვარ დარწმუნებული laugh.gif
lolski
ეჰ რავიცი მე აფროდიტას ასაკში ხან პარაშუტით ვხტებოდი თვითმფრინავიდან (სიზმარში რათქმაუნდა :grin:) ხანაც ფორმულა1-ის შეჯიბრი მქონდა..(მანქანას 9 წლიდან ვატარებ)
ხანაც ომობანას ვთამაშობდი, ნუ უფრო ჯეიმს ბონდის სტილში და არა ომში...
ზაფხულში თხილამურზე ვიდექი სიზმარში და ზამთარში მზით გამთბარ ზღვაში ვცურავდი...
ეხლა კი გამუდმებით მესიზმრება, რომ ხან რაღაც რომანს და ხანაც დეტექტივს ვკითხულობ :???: და ნერვები მეშლები როდესაც გაგრძელება მიწყდება!
ისე ვორქრაფტი მესიზმრება კიდევ "სენარიუსს"(ბოროტი კენტავრი) როგორ ვამარცხებ ჩემს თამაშში :smile: მოკლედ ძილში არ მწყინდება :grin:
AFRODITA
QUOTE

On `2003-10`-06 13:57, ამანდა wrote:
აფროდიტა საინტერესოა,
შენ ხომ არ იცი ვინ ვარ და როგორი ვარ ვიზუალურად :smile:
ღმეთმა კარგად აგიხდინოს სიზმარი და კარგი ფსიქოლოგი გამოსულიყავი :smile:

მერე ეგ არის ყველაზე საინტერესო, არ გაინტერესებს როგორი იყავი?
იყავი იმაზე ნაკლები ასაკის ვიდრე რეალურად ხარ (ყოველშემთხვევაში მე რა ასაკისაც მგონიხარ), დაახლოებით `30-35`-ის ფარგლებში, საშუალოდ მრგვალი ფორმების და წაბლისფერი (ოდნავ მორიჟაო) ფერის თმებით,საკმაოდ სადად ჩაცმული.

ნეტავი რეალობასთან ახლოს თუა ეს ყველაფერი?

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-06 16:43 ]
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-10`-06 14:45, lolski wrote:
ეხლა კი გამუდმებით მესიზმრება, რომ ხან რაღაც რომანს და ხანაც დეტექტივს ვკითხულობ :???: და ნერვები მეშლები როდესაც გაგრძელება მიწყდება!  

:grin:

მე კი რომანების ან დეტექტივების კინოვერსიები მესიზმრება :smile: :smile: :smile: :smile: :smile: და "ნა სამომ ინტერესნომ მომენტე" ვიღვიძებ!

და კიდევ ხშირად ძილში თბილისში ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად და ისე ცხადად მახსოვს მერე ყველაფერი, რომ გაღვიძების შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს , რომ ისინი მართლა ვნახე.

რა ჭკვიანი კაცი იყო ის მეფე, ძილის მინისტრი რომ ჰყავდა... :smile: :smile: :smile: :smile: :smile:
Francois Rables
გამარჯობა გენცვალე მონიკა რასაც შვრებოდა ეგ სექსი არაა, ფელაციოს აქტს უფრო დაარქმევდი, რაც შეეხება ბილ კლინტონს: ერთი მაგის დახავსებული ჯიგარიც, თბილისში ჯანიანი ბიჭების მეტი რა არი, ისე სიზმრები მშვენიერი გაქვს, ერთი ეი-ემ-ჯი 55 ეს-ელი გინდა და ეგ არი რა,
პოსტ ქე რო სკრიპტუმი ქვია, კიდე მოგვიყევი რამე აქამდე დაგესიზმრებოდა რაცხა კიდო . :smile:
GRM
მე უშველებელი, დაახლოებით 1 მეტრი დიამეტრის შემწვარი ხინკალი მესიზმრება ამ ბოლო დროს.

პარანოიაა რაღაც...
KUMEO
ტიბეტელი ბერები მესიზმრა, მწვანე ნამცეცს ვეთამაშებოდი თავში წკიპურტის ჩარტყმაზე და სულ მე ვიგებდი..
Laki
აბა მე კია არ დავესიზმრები ვინმეს :wink:
AMANDA!
კისულა!
შენი ტოპიკი ვიპოვნე :smile:
kissie
ვაიიი ჩემი სიზმრები :smile:) რა კარგია ამანდა, რომ იპოვე :smile: თეთრი ტიტები უკვე ვნახე რეალში :smile:) ბილ კლინტონი ჯერეთ არ მინახავს :razz:
გუშინღამ მესიზმრა ვითომ რაღაც ძალიან ბრჭყვიალა ტანსაცმელი მეცვა და სულ ვანათებდი, და ვბრჭყვიალებდი. :smile:)) რა გენიალური შეგრძნება იყო უჰჰჰჰჰ!
Tolia
მე კი ამ ბოლო დროს სულ შეუპავარის ციხე მესიზმრება, ბირთვისში - როგორ ავდივართ მთელი ჯგუფი მაღლა და იქ ვხვდებით მზის ამოსვლას, როგორი სილამაზე და სიდიადეა გარშემო... მერე ჩემი გოგოები და ბიჭები მღერიან, მე კი სიხარულით და სიამაყით ვტირივარ და აქ მეღვიძება...
nina77h
ამასწინათ სიზმარში უშბაზე ავდიოდი (რაზმეჩტალას :grin: ).. ავაღწიე მწვერვალზე, გადმოვიხედე და ქვემოთ მისისიპი დავინახე..ვიფიქრე, ეს აერთი რაღაცა იყო სუგუბა ქართული და ისიც ამერიკელებისთვის მიუყიდიათთქო..
kissie
უი ეგ ძალიან კარგია, მწვერვალზე ასვლა! ცხოვრებაში წარმატებაა და წინსვლა! :smile:
N A N K A
kissie
კისს,შვინდის მურაბა კლინტონთან სექსის მერე (სიზმარში) მოგინდა? :roll: :grin:
kissie
laugh.gif laugh.gif laugh.gif
შინდის მურაბა როდის და რატომ მომინდა, ნაღდად არ მახსოვს (ძველი ტოპიკია ეს და იმიტომ :smile: )
nina77h
ბეიბაჩემის გაკეთებული შინდის მურაბა მომინდა;
გამჭვირვალე წითელი, პუტკუნა შინდებით.. :sad:
pako
QUOTE

On `2003-09`-19 14:40, kissie wrote:
laugh.gif
ლოლსკი, გმადლობ  

დაცდილი კიდევ რავიცი მე, ყველა სიზმარს ხომ არ დავცდი. თეთრი ტიტა არ მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ერთი ოცნებად ჩამყვა მაგ სიზმრის მერე :razz: ასწორებს სიზმრები!  
ოო ხო, გამახსენდა, ადრე ვნახე - ვითომ ბილ კლინტონთან სექსი მქონდა, მესიზმრა :razz: მაგარი იყო, ამერიკაში ვიყავით და კლინტონი ქართულად მელაპარაკებოდა (-ეს ის დრო იყო, მონიკა ლევინსკიზე ერთი ამბები რომ მიდიოდა).
აბაა :roll:

ვაა შენ ან ასაკს გვატყუებ, ან სიზმარს...მაშინ 15 წლისა იყავი ქალაუ და უკვე ეგეთი სიზმრებიიი...სულ წავიდა ახალგაზრდობა ხელიდან
ან მე ჩამოვრჩი დროებას
:???: :???: :???: :???: :???:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.