QUOTE(smile @ 19.04.2007, 0:35)
გამარჯობათ ფორუმელებო!

ალბათ ყოველ თქვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიცდიათ წარმოგედგინათ მომავალი. ამ თემის სახელწოდება "22-ე საუკუნე" სიმბოლურია. იგი უბრალოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აქ საუბარია მომავალზე.
თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც ახლო მომავლის საკითხები (მაგ. საქართველო 20 წლის შემდეგ), ისე შორეული მომავალი. (პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, ხელოვნება...).
სასურველია მოიყვანოთ დასაბუთებული ვერსიები და ივარაუდოთ თქვენს მიერ განხილული მოვლენის მიახლოებითი თარიღი.
პირადად მე, გთავაზობთ შემდეგი საკითხების განხილვას:
როგორ განვითარდება საქართველოს, ევროპის, აშშ-ს პოლიტიკა? (მაგ. ევროკავშირის მომავალი, აშშ-ს დამპყრობლური პოლიტიკა და სხვა)
მოეგება თუ არა ბოლო ომს დედამიწაზე? (ასევე როგორ გადაწყდება ბირთვული იარაღის საკითხი?)
რა სამედიცინო მიღწევები მოხდება? (სიცოცხლის მაქსიმალური გახანგრძლივება და სხვა)
რა მოხდება რელიგიაში? (მაგ. მოიცავს თუ არა ათეიზმი მსოფლიოს?)
იარსებებს თუ არა რასიზმი?
რა სიახლეებს მოიტანს ტექნოლოგიის განვითარება? (საინტერესოა კიბერნეტიკა)
როგორ გადავჭრით გლობალური დათბობის საკითხს?
მოხდება თუ არა ადამიანთა კლონირება?
და სხვა მრავალი და მრავალი... (დანარჩენ თემებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ისედაც ძალიან ფართო თემაა)
თქვენ არ ხართ ვალდებულნი, რომ მხოლოდ აქ ჩამოთვლილ თემებზე ისაუბროთ. შემომთავაზეთ თქვენი საკუთარი იდეებიც.
[right][snapback]629093[/snapback][/right]
ერთ ერთი ბედნიერი ადამიანი ვარ, რომელიც მოესწრო საქართველოს დეგრადაციულ მდგომარეობიდან,
პროგრესულ მდგომარეობაში გადასვლას.
საშინელება იყო!!!
ყველა ნორმალური ქართველისთვის, როდესაც მის ერს , მის ენას და მის სახელმწიფოებრივობას ადგილი არ ეჭირა მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე და რუქაზე.
არ მგონია,
ადამიანისთვის იმაზე მეტი შეურაწყოფა არსებობდეს ცხოვრებასი,
როდესაც მის ეროვნებას, აიგივენენ სხვა ეროვნებასთან
რომელთან არც ენის და არც კულტურული მემკვიდრეობის კავშირი არ არსებობს და მხოლოდ რელიგიას ახვევდნენ ხალხს თავზე .
ერთი დამპყრობელია, მეორე დაპყრობილი,
რომელსაც ენას ართმევდნენ ბრეინ ვოშს უკეთებდნენ და ქართველობას აკარგვინებდნენ.
იყო ბნელი დრო საქართველოში,
როდესაც ბარათაშვილები, ბარათოვები ხდებოდნენ 19 საუკუნე.
როდესაც ანდრონიკაშვილები, ანდრონიკოვები ხდებოდნენ 20 საუკუნე.
სად კავკასიელი და სად სლავი.
რუსეთის და საბჭოთა პროპაგანდამ ვერ მოახერხა ბოლომდე აღმოეფხვრა ქართული გენი,
მართალია ძალიან უწყობდა ხელს ქვეყნის მოსახლეობის ნარკომანიზაციას და კრიმილალიზაციას.
არავითარი სურვილი არასოდეს მქონია საქართველო იყოს პროპრუსული,
ან პროამერიკული.
საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას უნდა ქონდეს ქართული
ევროპული პოლიტიკა.
ძალიან ადვილია პარალელის გავლება საბჭოთა საქართველოს და მალტას შორის,
ორივე დაპყრობილი იყო.
ერთი რუსის მიერ , მეორე გაერთიანებული სამეფოს მიერ.
როგორც ქართველი ერი, ასევე მალტელებიც იბრძოდნენ ინგლისელი დამწრობლისგან გასანთავისუფლებლად მეოცე საუკუნის 70 წლებში.
დღეს მალტა დამოუკიდებელი ქვეყანაა !
ევროკავშირის წევრი და სრულ უფლებიანი წევრი მსოფლიოს პროგრესულ სახელმწიფოების.
რა იყო მალტის და მალტელების გამარჯვების საიდუმლო?
ე რ თ ო ბ ა!!!
თუ ქართველმა ერმა,
დროებით გადადო პირადი ინტერესები და ქვეყნის ინტერესებს მიაქცია ყურადღება საქართველო 20 წლის შემდეგ,
მალტაზე უკეთესი ქვეყანა იქნება.
უნდა მოვიცილოთ წარსულის კომპლექსი, შიში და ყველაზე დიდი ყურადღება, შრომა გადავიტანოთ ევროპაში ინტეგრაციაზე.
ევროპა ისეთივე პატრა ქვეყნებისგან შედგება როგორიც §საქართველოსა.
ბელგია ჰოლანდია და ლუქსენბურგი ერთად აღებული არის საქართველოს ტერიტორიის ტოლი.
ზუსტად ევროპის ერთობან და გაერთიანებამ მოუხსნა ევროპელებს შიში,
აშშ და რუსეთის მიმართ.
ზუსტად ამ ორი ქვეყნის გამო შეიქმნა ევროკავშირი.
ამერიკა იყოს მეგობარი, მაგრამ არა
რუსის ადგილის შემცვლელი
საქართველოს პოლიტიკაში ან განვითარებაში.
საქართველო დამოუკიდებელი, ნატოს წევრი და ევროპის დიდი ოჯახის სრულ უფლებიანი წევრი!
ეს არის ჩემი ოცნება 1970 წლიდან და ვხედავ რომ ქართველი ერი მიდის ამ გზისკენ მიზანდასახულად.