დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: რატომ მიდიან ასე მასიურად ქართველები უცხოეთში?
Rustavi 2 Forums > ზოგადი > მოგზაურთა კლუბი > ქართველები საზღვარგარეთ
bbb13
რა პრობლემას ხედავთ ამაში
Laki
QUOTE

On `2003-09`-25 12:03, bbb13 wrote:
რა პრობლემას ხედავთ ამაში

მოდაშია!-ეს ხუმრობით :wink:
ისე,კი კაცი რომ დილიდან საღამომდის სამუსაოს ძებნაშია და ვერ შოულობს,სხვა რაღა დარჩენია გარდა იმისა ,რომ უცხო ქვეყანაში მოიპოვოს თავის (ოჯახის) სარჩენი საშუალება?!
lolski
"შუქია, წყალი და გათბობა" LOL
Anonymous
მხოლოდ იმიტომ რომ 21 საუკუნეში მართველმა პარტიამ 18 საუკუნის პირობები შეუქმნა ცხოვრების.
არა წყალი, არა სინათლე ,არა გათბობა, არა ჰიგიენა ,სული კი ტკბილია ჯერ თაო თაო და მერე სხვაო.
როგორც კი სიტუაცია შეიცვლება ყველა დაბრუნდება, ემიგრანტობას ყოველთვის ჯობია საკუთარ ლამაზ ქვეყანაში ყოფნა.
Karlos
QUOTE

On `2003-09`-25 12:03, bbb13 wrote:
რა პრობლემას ხედავთ ამაში


პრასვეტი არაა საქარტველოში! ჭკვიასნი კაცი თავს ვერ გაიტან საქართველოში თუ ვინმე ნაცნობი არ ჩაგიწყობს საქმეს...
აქ კი ჭკუას და შრომას გიპასებენ ადამიანს!
lolski
QUOTE

On `2003-09`-25 14:00, ამანდა wrote:
მხოლოდ იმიტომ რომ 21 საუკუნეში მართველმა პარტიამ 18 საუკუნის პირობები შეუქმნა ცხოვრების.
არა წყალი, არა სინათლე ,არა გათბობა, არა ჰიგიენა ,სული კი ტკბილია ჯერ თაო თაო და მერე სხვაო.
როგორც კი სიტუაცია შეიცვლება ყველა დაბრუნდება, ემიგრანტობას ყოველთვის ჯობია საკუთარ ლამაზ ქვეყანაში ყოფნა.


ამანდა, რავიცი მე არ ვარ დამბრუნებელი :smile: პიროვნულობა აქვთ დაკარგული ქართველებს... საზღვარგარეთ არავინ გედავება პიროვნეულობაზე, არც არავინ გეხება :smile:
ვიცი არ შეიცვლება , ანუ მე არ მომესწრება, ხოლო ჩემი შვილის სახლი აქაა, მისი ქართული გვარის მიუხედავად :wink:
Anonymous
მე შეცვლას ვეძახი არა მარტო პირობების შეცვლას რომელიც 21 საუკუნეში ნორმალურ ცივილიზებურ სამყაროშია.
არამედ მენტალიტეტის
1982 წლიდან არაფერი არ შეცვლია: იგივე სახები, იგივე კორუპცია, იგივე მეთოდები.
სანამ ეს ესე იქნება, არც მე ვარ გიჟი ვიღაც იდიოტებს, ცხოვრება ან ნერვები გავაფუჭებინო.
bbb13
და რას ფიქრობთ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?
lolski
რამოდენიმე ცალი ბომბი :wink:
1-პარლამენტს
2-მინ კაბ(ყველა სამინისტრო+კანცელარია+საბაჟო+"ნალოგოვაია"+)
3-აჭარის უზენაესს
4-აფხაზეთს
5-ოსეთს
ვინც გადარჩება -ემიგრაციაში სასწრაფოდ, 15 წელი მინიმუმ... ხოლო მერე ძალით დააბრუნო უნდა საქართველოში და ააშენებინო "ქვეყანა" საწყლებს, დააძალო `5-5` შვილი და თუ არ მოუნდება დახვრიტო :wink:

ისე ხუმრობის გარეშე, მე გამოსავალს ვერ ვხედავ :smile:
bbb13
lolski და გამოსავალს რატომ ვერ ხედავ ნუთუ საშველი არ გვაქ ????
lolski
QUOTE

On `2003-09`-25 15:29, bbb13 wrote:
lolski და გამოსავალს რატომ ვერ ხედავ ნუთუ საშველი არ გვაქ ????

იმიტომ რომ ვართ იდეოლოგიური მსხვერპლები! უნდა ვიყოთ მსხვერპლები- ასეთია ჩვენი აღზრდა...
ვართ მონები, (სხვათაშორის ამაზე ფორუმში უამრავი "ნაშრომი" არსებობს, სამწუხაროდ დრო არ მაქვს მათი ძებნის, მითუმეტეს რომ შეიძლება წაშლილიც იყოს...) აბოს წამებასა და შუშანიკზე გაზრდილი, ვეფხისტყაოსნის მემკვიდრენი, ვართ საწყალი ვიქტიმები! "კომუნისტებმა დაგვჩაგრეს", "მუსულმანებმა დაგვჩაგრეს", "რუსებმა დაგვჩაგრეს" და ვზივართ მორწმუნე, აქტიური მართლმადიდებლები და თავს ვიწყნარებთ იმიტო რომ კი მართალია დაგვჩაგრეს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მეორე ლოყა მივუშვირეთ და სამოთხეში მოვხვდებით...
ეს მენტალიტეტია... გინახავს მონას, კარგი წკეპლიანი უფროსის გარეშე რამე "აეშენებინოს"? რაზე ოცნებობს მონა? საჩკაობაზე! მოკლედ პატრონი აღარაა მარა მონად დაბადებული და გაზრდილი "ერი" მაინც საჩკაობს :wink:
მოკლედ... ვიცი ახლა დამესევიან... მარა მკიდია...
ესეც კაი კაცობა გონიათ :wink: საქართველოს "ღირსებას იცავენ" რომელიც ლოლსკიმ შელახა LOL
პს თუ ვიპოვნე ტოპიკი გადმოვაკოპირებ :smile:
bbb13
lolski მისმინე საკმაოდ კარგად წარიმართა საუბარი მაგრად სასიამოვნოდ ერთი კითხვა მაქვს შენ მონად თვლი შენ თავს?
lolski
:grin: მე არა, მე ინდივიდი ვარ LOL
არა სანამ საქართველოში ვიყავი მჯეროდა "უკეთესი მომავლის"... ეხლა თითქმის 5 წელია შორიდან "ვაკვირდები" და ვხედავ რომ უტოპიაა :smile:
მასა, იდეოლოგია, მენტალიტეტი, "გაგება" არცერთი კრიტერიუმი არ უწყობს ხელს "უკეთეს მომავალს" :wink:
კითხვა იყო რატომ მიდიან... იმიტომ რომ "გათავისუფლდნენ"?!
Anonymous
lolski
სწორს ამბობს რომ განთავისუფლდნენ გარბიან, მეგობარი მყავდა თბილისში ცნობილი ადამიანი იყო თავის საქმის კარგი მცოდნე, ამ დროს უმუშევარი იყო. არაა ეს ადამიანი, არც ვინმეს ტაკოზე მკოცნელი და არც პოლიციის სამსახურში წამსვლელი- პრასვეტი არ ქონდა
აგერ 2 თვეა აქ არის, დაუკავშირდა თასვის პროფესის
ხალხს და დიდი პატივით მიღეს, სამსახურიც აქვს საერთო ინტერესების ხალხთან კავშირიც და დედას და შვილს ეხმარება თბილისში, იქ 3500 დოლარს პარლამენტშიც არ მისცემდენ.
ეხლა ქართულ ტვ რომ უყურებს სულ მაგას ამბობს: ეგ რა ჯოჯოხეთიდან წამოვედიო.
აქ ადამიანს მენტალიტეტი ეცვლება,
არც ბიძა და არც ძმაკაცი არ გიშველის!
ტვინი თუ არ განძრიე, ხოლო საკუთარი ტვინის განძრევა შედეგს ყოველთვის იძლევა ევროპაში, თბილისში კი ჯერ არა.
ამიტომაც გარბის ის ვისაც არ ეშინია სირთულის და საკუთარი თავის იმედი აქვს.
Mlle Qartveli
უცხოეთში ქართველების მასობრივი მიგრაციის უამრავი მიზეზია.
და მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე უმთავრესს (ჩემი აზრით)
1. პროფესიონალური ზრდა
2.ფინანსური მხარე
3.ახლის ძიების სურვილი, რაც თავის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ სამშობლოში არ გაქვს თვითრეალიზაციის საშუალება!
4. თავისუფლების მოპოვების, მაგრამ უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი.
თუმცა ამ დამოუკიდებლობასთან ერთად გემატება პასუხისმგებლობაც, რადგან უკვე ვერავის ვერ დააბრალებ შენს წარუმატებლობას, გარდა საკუთარი თავისა!

და დარწმუნებული ვარ ეს რამდენიმე ძირიტადიმიზეზი რომ არა არავის გაუჩნდებოდა სურვილი სამუდამოდ (ან დიდი ხნით)დაეტოვებინა ოჯახი, მეგობრები, ახლობლები.
lolski
აი ეგრიიი მადმუაზელ! :grin:
თავისუფლებასთან ერთად გემატება პასუხისმგებლობა, რომელის საქართველოში ნაცხოვრს გიხარია კიდეც :wink:
და ისე უპასუხისმგებლო "მასამ" როგორ გინდა "ააშენოს ქვეყანა" ?
rusudani
კარგი პირობები რომაა იმიტომ რა კითხვა უნდა ამას? ყველაფერი ერთადაა, ფინანსური პრობლემაც და პროფესიულიც.
lolski
QUOTE

On `2003-10`-08 00:19, rusudani wrote:
კარგი პირობები რომაა იმიტომ რა კითხვა უნდა ამას? ყველაფერი ერთადაა, ფინანსური პრობლემაც და პროფესიულიც.

შენადა უცხოეთში სასწავლებლად რომ დადიან თუ გაგიგია ? :eek: ან ის თუ გაგიგია მათხოვრებად რომ სძინავთ ქუჩაში ოღონდ საქართველოში არ იყვნენ? :???:
შენ გათბობა და ცხელი წყლისთვის ხარ UK-ში???
საოცარია, რა კითხვა უნდა რომ ასეა! :wink:
Uzrdeli
Me `Bing-Bengi` momcons da ai dsaan male caval UK shi Jer viza avixo!!!!
Ise ra sascaulia? Vis daebada es kitxva?rato midian kartvelebi ucxoetshi!
Igivea dagebados kitxva :ratom dadian kartvelebi mankanebit,ratom dadian kartvelebi zxvaxe,ratom dadian kartvelebi maxaziashi,
ai es ikneboda saintereso
ratom ar dadian kartvelebi rolikebit

Da kidev mravali ram…….
Kutaiseli
კი არ მიდიან გარბიან. გარკვეული კატეგორია
ლუკმაპურს ეზებს, ზოგი კრიმინალია, სტუდენტები, პროფესიონალები, ვისთვისაც აქ დარჩენა გადაგვარებას ნიშნავს.
ისე არც ისე საშიშია ეს ამბავი აქ თუ ნორმალური
ხელისუფლება მოვა, ორ-სამ წელში აქ საჩმლის პრობლემა ადვილად მოიხსნება. ნელნელა პროფესიონალებიც დაბრუნდება. ასე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ დაბრუნდნენ, უნივერსიტეტიც გახსნეს და სკოლებიც დააარსეს.
მეც ძალიან მომწონს ბევრი ევროპული ფასეულობა:შრომის კულტურა, სახელმწიფოსადმი ხალხის დამოკიდებულება, სხვისი აზრის პატივისცემა, მაგრამ ქართველებსაც უამრავი რამ გვაქვს რასაც არასდროს გავცვლიდი ევროპულში.
სხვისი კარგი ავიგოთ, ოგონდ არა ჩვენი ფასეულობების ხარჯზე. რა შუაშია შუშანიკი ვერ გავიგე, რა ვიქტიმი რის ვიქტიმი, კომუნისტებმა დაგვაავადეს მაგრამ მაგასაც მოვიცილებთ მალე.
მე ვამაყობ რომ ქართველი ვარ და თქვენი არ ვიცი

პ.ს. ისე მეც გასაქცევად ვემზადები...
lolski
"რატომ არ დადიან ქართველები როლიკებით" :grin:, ველოსიპედით(უფ, ვარაზისხევი კაი ასატაასვებელია "ველიკით" :wink: ) რატომ არ ცხოვრობენ შეყვარებულები ერთად(ქორწინებამდე), რატომ რჩებიან მშობლებთან ქორწინებამდე და მის შემდეგ, რატომ გრძნობენ თავს ვალდებულად იქონიონ "დიპლომი", რატომ ?... ბევრი რატომაა, პასუხი კი ერთი : -იმიტომ რომ ქართველები ვართ :wink:
Dea
დიპლომის ქონაში არაფერია ცუდი. მთავარია ის დიპლომი თუ შეეფერება შენს ცოდნასა და განათლებას. დიპოლომომანია კი საქართველოში იმიტომ არსებობს, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ და გვინდა თვითრეალიზაცია მოვახდინოთ-ვისწავლოთ და მერე გავცეთ ეს ცოდნა. თანაც პატარა ერი ვართ, მუდმივად ვსაჭიროებთ სხვა, "დიდი ძმების" დახმარებასა და მფარველობას და აუცილებელია შენ თვითონაც გაგეგებოდეს რამე, თორემ დიდ ხანს ვერ გასტან. რადგან უანგაროდ არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს და თვითონ უნდა შესძლო სენი თავის მოვლა. ხო და, სამწუხაროდ, მენაგვეობით და "ქინძი,კამა,პეტრუშკა"-ს ძახილით ამას ვერ მოახერხებ.
ესაა მთავარი მიზეზი, რისთვისაც მიდიან ქართველები უცხოეთში. მერე ყველაფერი დანარჩენი. სხვა თემაა, რატომ რჩებიან უცხოეთში. იქ დახვედრილი ცივილიზაციის გამო.
გუთანო
ციტატა(Kutaiseli @ 10.10.2003, 10:07) *
კი არ მიდიან გარბიან. გარკვეული კატეგორია
ლუკმაპურს ეზებს, ზოგი კრიმინალია, სტუდენტები, პროფესიონალები, ვისთვისაც აქ დარჩენა გადაგვარებას ნიშნავს.
ისე არც ისე საშიშია ეს ამბავი აქ თუ ნორმალური
ხელისუფლება მოვა, ორ-სამ წელში აქ საჩმლის პრობლემა ადვილად მოიხსნება. ნელნელა პროფესიონალებიც დაბრუნდება. ასე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ დაბრუნდნენ, უნივერსიტეტიც გახსნეს და სკოლებიც დააარსეს.
მეც ძალიან მომწონს ბევრი ევროპული ფასეულობა:შრომის კულტურა, სახელმწიფოსადმი ხალხის დამოკიდებულება, სხვისი აზრის პატივისცემა, მაგრამ ქართველებსაც უამრავი რამ გვაქვს რასაც არასდროს გავცვლიდი ევროპულში.
სხვისი კარგი ავიგოთ, ოგონდ არა ჩვენი ფასეულობების ხარჯზე. რა შუაშია შუშანიკი ვერ გავიგე, რა ვიქტიმი რის ვიქტიმი, კომუნისტებმა დაგვაავადეს მაგრამ მაგასაც მოვიცილებთ მალე.
მე ვამაყობ რომ ქართველი ვარ და თქვენი არ ვიცი

პ.ს. ისე მეც გასაქცევად ვემზადები...

ალბათ, ყველას თავისი ინდივიდუალური მიზეზი აქვს, სხვებისგან დამოუკიდებელი. გასაგებია, ყველა წამსვლელში რაღაც საერთოს მოძებნა შეიძლება, უმრავლესობაში მაინც (ის, რომ უკეთეს პირობებს ეძებენ), მაგრამ ვფიქრობ, მაინც თითოეულს თავისი განსხვავებული მიზეზი აქვს.
ნატა
მოკლედ, ამ ბოლო დროს ძალიან იმატა შვედეთში ქართველების რიცხვმა. სამი წელია თარჯიმნად ვმუშაობ და თვეში 1-2 შეკვეთა ან მქონდა ხოლმე ან არა, ისაც რასაც ვთარგმნიდი, იყვნენ ძირითადად სულ ახალგაზრდა ბიჭები ქვეყნიდან ქვეყანაში რომ გადადიოდნენ და ასე დრო გაჰყავდათ. ომის შემდეგ, თითქმის ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში 3-4 შეკვეთას მიგზავნიან. სულ სხვა კატეგორიის ხალხი ეძებს ახლა თავშესაფარს, ქალები ბავშვებით, ოჯახები sad.gif
Fruktik
ციტატა(ნატა @ 27.11.2008, 22:42) *
მოკლედ, ამ ბოლო დროს ძალიან იმატა შვედეთში ქართველების რიცხვმა. სამი წელია თარჯიმნად ვმუშაობ და თვეში 1-2 შეკვეთა ან მქონდა ხოლმე ან არა, ისაც რასაც ვთარგმნიდი, იყვნენ ძირითადად სულ ახალგაზრდა ბიჭები ქვეყნიდან ქვეყანაში რომ გადადიოდნენ და ასე დრო გაჰყავდათ. ომის შემდეგ, თითქმის ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში 3-4 შეკვეთას მიგზავნიან. სულ სხვა კატეგორიის ხალხი ეძებს ახლა თავშესაფარს, ქალები ბავშვებით, ოჯახები sad.gif


ძალიან მესმის იმ ხალხის mellow.gif
gmg2005
ეეჰ! უამრავ მიზეზთა შორის, შესაძლებლობათა რეალიზება აღარ ხერხდება და მირბის ხალხი დღესაც...
george m.
რავიცი, რავიცი....
ყველა როცა გარბოდა(და გარბის), მე იმ პერიოდში დავბრუნდი.
კაცი არ მოიძებნებოდა(და არ მოიძებნება) საქართველოში, რომლის იმედიც
მქონდა ან მაქვს, რომ რამით მაინც დამეხმარებოდა.
როცა მოვდიოდი, ყველაზე უარესისთვისაც კი ვიყავი მზად, მაგრამ უფრო უარესი დამხვდა...
სამაგიეროდ თუ რამეს მივაღწევ, მართლა გულწრფელად და ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის
გარეშე ვიამაყებ ჩემი თავით smile.gif

ადვილია გაიქცე, ყველაფერი აიწყო... და... მერე ამას თავი გავანებოთ, ლოლსკივით ის მენტალიტეტი, ტრადიციები, კულტურა და ხალხი გაკიცხო ილია ჭავჭავაძის სტილში, რომლის წიაღშიც დაიბადე... ურომლისოდაც შეიძლება შენი სახსენებელიც არ ყოფილიყო
დედამიწაზე. რომელმაც ავად თუ კარგად მოიყვანა შენი მშობლები, წინაპრები იმ დღემდე, როცა შენ ყველაზე დიდი
საჩუქარი, სიცოცხლე მოგენიჭა.
ეგოიზმის ამაზე დიდი გამოვლინება მგონი არ არსებობს smile.gif

ძნელია იცხოვრო იმ გარემოში, რომელიც შეიძლება ბევრი რამის გამო არ მოგწონდეს... ძნელია შეცვალო ის მენტალიტეტი,
ცხოვრების წესი, რომელიც შეიძლება აფერხებდეს საზოგადოების განვითარებას... მაგრამ უნდა შეცვალო, იმისთვის
რომ გადაგვარების გარეშე შეძლო ამ უდიდესი საჩუქრის, სიცოცხლის სხვებისთვის გადაცემა.
თუნდაც მერე ისინიც ლოლსკივით მოიქცნენ smile.gif
ამირანი
ციტატა(bbb13 @ 25.09.2003, 12:03) *
რა პრობლემას ხედავთ ამაში

ნაც-დამპყრობლებმა სამშობლო წაგვართვეს.
სანამ არ დავიბრუნებთ, მანამდე ქართველების გაქცევა სამშობლოდან არ დასრულდება.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.