დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: თემურ ქეცბაია
Rustavi 2 Forums > ზოგადი > სპორტი
Giga82.
დავით ყიფიანის შემდეგ ასეთი ფეხბურთელი არ გვყოლია!! ეს იყო ერთადერთი ფეხბურთელი,რომელიც ნაკრებში 100%-ით იხარჯებოდა სხვა ლეგიონერებისაგან განსხვავებით!! პირადად მე ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდ პატივს ამ კაცს ვცემ.


აქ შეგიძლიათ ნახოთ მისი კარიერის მცირე ნაწილი:


http://youtube.com/watch?v=fDjLlsm-138



ყურადღება მიაქციეთ,თუ რა უძლიერესი დარტყმა აქვს ორივე ფეხით!! smile.gif
"FUNNY"
მეც ვიყავი მოტვლეპილი თავიანის ფანი biggrin2.gif
მართლაც უნიკალური ფეხბურთელი.






BeliaR
ბოლომდე იხარჯებოდა კაცი ყოველთვის. Respect
g.o.g.a.
ყოველთვის ყველაზე მდიდარი ქართველი ფეხბურთელი იყო მარა ფულს და არ გაუღორებია და არასდროს დაუზარია საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე თავგანწირული თამაში.


ეხა მე მეჩქარება და მერე კიდე ბევრს დავწერ თემურიზე და ქართველ სხვა ფეხბურთელებზე და ვაივუიფეხბურთელებზეც biggrin2.gif
Laki
როგორც ფეხბურთელი და ქვეყნის პატრიოტი ძალიან ვაფასებ ქეცბაიას, ცხადაძეს, ნემსაძეს და კიდევ ერთი-ორ ნაკრების სხვა ფეხბურთელს!

(გამოკლებით ვარსკვლავბიჭუნებისა mad.gif )

დააბრუნეთ ძოძუაშვილი ნაკრებში!
ეს კაცი სადაც მივიდა ყველგან წინსვლა გამოჩნდა და რატომ შეიქმნა ეს კაცი ასეთი უყისმათო ვერ გამიგია. რატომ არ აჩერებენ???? unsure.gif
davi31
smile.gif
ohyopley
cool.gif
Magdalen
ნუ ეხლა დიდი გულშემატკივარი არ ვარ ფეხბურთის, მაგრამ როცა საქართველო თამაშობდა ვუყურებდიხოლმე და მინდა ვთქვა, რომ ქეცბაია ბოლომდე იბრძოდა და ზოგიერთებივით შუა თამაშში არ იწყებდა პარაჯენცობას smile.gif და ამის გამო ვაფასებ როგორც მებრძოლს
გუთანო
კარგი ფეხბურთელი იყო. მე მგონი ნიუქასლში ინგლისის თასის ფინალისტობა აქვს საუკეთესო წარმატება.
არც მწვრთნელია ცუდი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა ონორთოსისი, უცნობი კლუბი ფაქტიურად.
ჩვენთან ნაკრებში დაუძახეს, მაგრამ რატომღაც უარი თქვა. დასანანია.
anjelika


ქეცბაიას ნაჩუქარი მაიკა მაქვს მისივე ხელმოწერით gijmaji.gif

პ.ს. კვიპროსს ვბალეიშიკობ ხოლმე ქეცბაიას პატივცემით bartki.gif
Laki
ქეცბაიას რუბიკონი
Factnews
15/04/2009 13:23
ADVERTISEMENT




დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსი დატოვა. მან საბოლოოდ დაუკრა თავი იმ “ანორთოსისს”, რომელსაც ჯერ ფეხბურთელის, მერე კი მწვრთნელის რანგში არნახული წარმატებები მოაპოვებინა.ფამაგუსტაში ქრისტეს ტირილია. “ანორთოსისი” შეფები და გულშემატკივრები უსაზღვროდ გულდაწყვეტილები არიან თემურთან გამოთხოვებით. ამაში გასაკვირი არაფერია. კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში კვიპროსელები აღიარებენ, რომ ქეცბაიამ მხოლოდ მიმდინარე წელს “ანორთოსისს”, არსებობის 98-წლიან ისტორიაში, უდიდესი წარმატება მოაპოვებინა. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი კვიპროსელი ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი რომელიმე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებდა, სადაც ევროგრანდებს ტოლს არაფერში დაუდებდა და მერვედფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდებოდა. ეს მხოლოდ ქეცბაიამ მოახერხა და ვეჭვობთ, უახლოეს წლებში კიდევ შეძლოს ვინმემ. არ არსებობს ფეხბურთში ოდნავ ჩახედული კვიპროსელი მაინც, რომელსაც ქეცბაია უხსენო და თვალები არ გაუბრწყინდეს. თბილისში ხშირად ჩამოსულან სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი კვიპროსელები და როდესაც მათთვის თემურზე ჩამომიგდია სიტყვა, უმალვე ყურებამდე გაღიმებულები ცერა თითის აწევით მეუბნებოდნენ, ქეცბაია სუპერ. თემური ჩვენთან ღმერთივითაა და ბედნიერები ვართ, მას რომ ვიცნობთო. მოკლედ, კვიპროსი დატოვა ქართველმა კაცმა, რომელმაც ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა. დასანანია, რომ ქეცბაიას დაუღალავი შრომით, კვიპროსული ფეხბურთი თანამედროვე რელსებზე შედგა, ქართული ფეხბურთი კი, ფაქტობრივად, პოსტსაბჭოურ ხანაშია ჩარჩენილი და სულს ღაფავს...ახლა ყველას ძალიან აინტერესებს თემურ ქეცბაიას სამომავლო პერსპექტივები. ნიჭიერი ქართველი სპეციალისტი უკვე მთელმა ევროპამ გაიცნო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლეულს, თემურს უეფამ დიდი პატივი დასდო და თავის ვებ-გვერდზე სეზონის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში სუპერმწვრთნელთა გვერდით ჩაწერა. ახალგაზრდა, ამბიციურ და პერსპექტიულ სპეციალისტებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა და ქეცბაიასაც სწრაფად გამოუჩნდა მაცდუნებელი წინადადებები. მართალია, იგი ჯერ არ აკონკრეტებს, თუ სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ სავარაუდოდ, უკვე გამონახული უნდა ჰქონდეს სერიოზული ამბიციების მქონე კლუბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დატოვებდა კვიპროსს, სადაც საქმე საათივით ჰქონდა აწყობილი. დანარჩენზე კი თემურ ქეცბაია თავად საუბრობს:

_ ორი აზრი არ არსებობს, რომ “ანორთოსისში” ბრწყინვალე წლები გავატარე. ჩემმა გუნდმა, მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად, ბრწყინვალე შედეგები აჩვენა. თუმცა, ცხოვრებაში მუდმივი არაფერია და, ადრე თუ გვიან, კვიპროსი უნდა დამეტოვებინა._ რა რეაქცია ჰქონდათ “ანორთოსისის” შეფებს, როდესაც კლუბის დატოვების შესახებ ოფიცალური განცხადება წარუდგინეთ?_ როგორც ველოდი, ძალიან დასწყდათ გული. მთხოვეს, კარგად დავფიქრებულიყავი და საამისოდ კიდევ მაძლევდნენ დროს. თუმცა, კვიპროსიდან აბარგება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი მქონდა და ვეღარ გადამათქმევინეს. ერთმანეთს საკმაოდ გულთბილად დავშორდით, დიდი მადლობები გადამიხადეს გუნდისთვის გაწეული სამსახურის გამო._ “ანორთოსისში” ბრწყინვალედ გქონდათ საქმე აწყობილი. იქიდან ისე არ წამოხვიდოდით, უკეთესი ვარიანტი რომ არ გქონოდათ..._ წლეულს, მართლაც, შესანიშნავი სეზონი გვქონდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა “ანორთოსისა” და მთელი კვიპროსისთვის უდიდესი წარმატება იყო. თუმცა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ კარიერა უფრო მაღალი ამბიციების მქონე კლუბში გავაგრძელო. ჩემი აზრით, ამის გაკეთების რეალური საფუძველი მაქვს._ ანუ, მომავალ კლუბთან უკვე შეთანხნებული ხართ?_ ამას ასე გადაჭრით ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან მაქვს რამდენიმე საინტერესო წინადადება ბერძნული და სხვა ქვეყნის კლუბებიდან. ახლა საქართველოში ჩამოსვლასა და დასვენებას ვაპირებ. სამომავლო კარიერას მხოლოდ ამის შემდეგ მივხედავ. _ საქართველოს ნაკრებში მუშაობა ხომ არ შემოუთავაზებიათ?_ არა, ამაზე მხოლოდ კუპერის ჩამოყვანამდე მქონდა საუბარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.

ესაუბრა კობა ხატისაშვილიwww.factnews.ge
grdznobovichi
მაგას ახალკაცი არ დანიშნავს მწვრთნელად. მერე ფულს ვერ გააკეთებს და თან ეს მოტამაშეებს თამას მოთხოვს და აბა უნდათ ახლა თამაში კალაძეს და მის ბრატებს
Laki
13:56 / 01-05-2009
ქეცბაია: მზად ვარ, ოლიმპიაკოსი ჩავიბარო
თემურ ქეცბაიას ახალი სამსახური ჯერ არ მოუძებნია. კვიპროსული და ბერძნული წყაროების მიხედვით, ქეცბაია ათენში ჩაფრინდა და კონფიდენციალური შეხვედრა გამართა "ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტ სოკრატის კოკალისთან. მოგეხსენებათ, უკვე გაჩემპიონებულ "ოლიმპიაკოსს" ესპანელი თავკაცი ერნესტო ვალვერდე დატოვებს და ესპანეთში გააგრძელებს მუშაობას. თუმცა კოკალისი ვალვერდეს დარჩენის ვარიანტსაც არ გამორიცხავს. პირეოსული კლუბის ბოსი ესპანელ სპეციალისტს სპორტული ან ტექნიკური დირექტორის პოსტს შესთავაზებს, მთავარ მწვრთნელად კი ახალი კაცი სურს.

სავარაუდო კანდიდატებს შორის, ქეცბაია ვალვერდეს ყველაზე რეალურ ალტერნატივად სახელდება. აღსანიშნავია კოკალისის სურვილიც - გუნდს ახალი მწვრთნელი უკვე მაისის დასაწყისში ჰყავდეს. სხვათა შორის, თემურის სახელს "ოლიმპიაკოსთან" პირველად არ აკავშირებენ. საინტერესოა თავად ქეცბაიას კომენტარიც, რომელიც ბერძნულ პრესაში ქვეყნდება:

"მზად ვარ, ჩავიბარო მდიდარი ისტორიის მქონე კლუბის სამწვრთნელო პოსტი და ახალი გამარჯვებებისთვის ვიბრძოლო. მეშინია? არაფრისაც არ მეშინია, უკვე მაქვს საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რათა "ოლიმპიაკოსს" გავუძღვე. ეს ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს ქეცბაია "სიგმალაივთან" საუბარში.

შეგახსნებთ, რომ 41 წლის სპეციალისტის გადაბირება პირველ ლიგაში გამარჯვებულ "ატრომიტოსსაც" სურდა. ქეცბაიასთან ერთად, ამ კლუბის სამწვრთნელო ვაკანსიაზე გეორგიოს დონისის კანდიდატურაც განიხილებოდა. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე გაკეთდა, რაც ქეცბაიას "ოლიმპიაკოსში" დანიშვნას უფრო რეალურს ხდის.
korsikeli
ქეცბაია გაანთავისუფლეს ოლიმპიაკოსის მწვრთნელის თანამდებობიდან.


ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თავისი საქმის ერთგული კაცია. ბევრი ბანტიკიანისგან განსხვავებით.
Laki
იქნებ აქეთ მოდის..... rolleyes.gif
Laki
ციტატა(Laki @ 15.09.2009, 17:57) *
იქნებ აქეთ მოდის..... rolleyes.gif



გულთმისანი ვაააააარ biggrin.gif



თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს
14:12 - 16.09.2009
თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. ეჭვი ამის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქეცბაიამ ბერძნულ კლუბ “პანათინაიკოსთან” გაფორმებული კონტრაქტო დროზე ადრე შეწყვიტა. როგორც "პირველს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრში განუცხადეს, კონტრაქტი ამჟამინდელ მწვრთნელთან ვიქტორ რაულ კუპერტან ამ დრომდე ძალაშია, თუმცა ქეცბაიასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ. ქეცბაია თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა. ქართველმა მწვრთნელმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი დროზე ადრე შეწყვიტა. ამის მიზეზად მწვრთნელსა და ფექბურთელებს შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.
lanamindeli
ციტატა(Laki @ 16.09.2009, 15:30) *
გულთმისანი ვაააააარ biggrin.gif



თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს
14:12 - 16.09.2009
თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. ეჭვი ამის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქეცბაიამ ბერძნულ კლუბ “პანათინაიკოსთან” გაფორმებული კონტრაქტო დროზე ადრე შეწყვიტა. როგორც "პირველს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრში განუცხადეს, კონტრაქტი ამჟამინდელ მწვრთნელთან ვიქტორ რაულ კუპერტან ამ დრომდე ძალაშია, თუმცა ქეცბაიასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ. ქეცბაია თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა. ქართველმა მწვრთნელმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი დროზე ადრე შეწყვიტა. ამის მიზეზად მწვრთნელსა და ფექბურთელებს შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.


ასეც ვფიქრობდი rolleyes.gif
მაგრამ ზოგზოგიერთებმა არაოოო
mantineli
ბაია თანაც ქეციანი და მწვრთნელი??? გადაირიეთ??
lanamindeli
გავრცელდა ინფორმაცია,, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ეხლა საინტერესოა რა მოხდება. ალბათ ქეცბაიას ამბებიც ,,დაემთხვა". ისე შემთხვევით ხომ ვამბობ, რომ არაფერი არ ხდებათქო wink.gif ნუ ეხლა, პრეზიდენტობას ვერ ვიტყვი ფედერაციისა, მაგრამ ალბათ ნაკრების მწვრთნელობაზე მაინც იქნება საუბარი. პოსმოტრიიიმ
Dr Evil
ციტატა(Laki @ 16.09.2009, 14:30) *
გულთმისანი ვაააააარ biggrin.gif



თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს
14:12 - 16.09.2009
თემურ ქეცბაია შესაძლოა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. ეჭვი ამის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქეცბაიამ ბერძნულ კლუბ “პანათინაიკოსთან” გაფორმებული კონტრაქტო დროზე ადრე შეწყვიტა. როგორც "პირველს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრში განუცხადეს, კონტრაქტი ამჟამინდელ მწვრთნელთან ვიქტორ რაულ კუპერტან ამ დრომდე ძალაშია, თუმცა ქეცბაიასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ. ქეცბაია თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა. ქართველმა მწვრთნელმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი დროზე ადრე შეწყვიტა. ამის მიზეზად მწვრთნელსა და ფექბურთელებს შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.

თუ ვიტალი? blink.gif
tasmanian wolf
ციტატა(Dr Evil @ 17.09.2009, 10:15) *
თუ ვიტალი? blink.gif


d.gif

პ.ს. კეცბაია ოლიმპიაკოსის ტრენერი იყო და არა პანათინაიკოსის.
ამ ორ გუნდის შედარება არ შეიძლება. ბალელშჩიკები ერტმანეთს ყურებს აჭრიან(სერიოზულად).

Dr Evil
მაგარია, თემო...............................
eddie
ციტატა(pink floyd @ 17.09.2009, 9:02) *
d.gif

პ.ს. კეცბაია ოლიმპიაკოსის ტრენერი იყო და არა პანათინაიკოსის.
ამ ორ გუნდის შედარება არ შეიძლება. ბალელშჩიკები ერტმანეთს ყურებს აჭრიან(სერიოზულად).

არარატი და დინამო d.gif
keti raul
არა რა როგორ ვერ დააფასეს ბერძნებმა ქეცბაია
Laki
ქეცბაია თანხმდება ნაკრების მწვრთნელობასო.
კაია.... smile.gif
lanamindeli
ციტატა(Laki @ 21.09.2009, 21:42) *
ქეცბაია თანხმდება ნაკრების მწვრთნელობასო.
კაია.... smile.gif



blink.gif რაიიი? ეგ კარგი ამბავია მაგრამ ზუსტად იცი? unsure.gif
Laki
"არ ჩაერიოთ ჩემს საქმეში!"
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს ინფორმაცია თემურთან დაახლოებული პიროვნებისგან შევიტყვეთ.
იყო შიში, რომ ქეცბაიას საქართველოში დაბრუნება არ სურდა, რადგან ბევრად უფრო აწყობილ ქვეყნებში სარფიან წინადადებებს სთავაზობდნენ. ბოლო დროს ყველაზე რეალური შეთავაზება 41 წლის სპეციალისტს ბერძნული "პაოკისა" და რუმინული "კლუჟისგან" ჰქონდა.
თუმცა თემურში სპორტულმა აზარტმა იძალა და საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ, ერთი პირობით - მის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს! იმედია, ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ამ გარანტიის გაცემა არ გაუჭირდება.
რაკი ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნაზეა ლაპარაკი, სხვა კანდიდატურებს ამ პოსტზე ვერც მოვიაზრებთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სამუშაოზე თავი ბევრ არაკომპეტენტურ პერსონას წარმოუდგენია. ეტყობა, ბევრი შეცდომაში შეიყვანა სიჭინავას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთმა პუნქტმა, რომელშიც ლაპარაკი იყო ვეტერანთა როლის გააქტიურებაზე. იქ წერია: "აუცილებლად მივიჩნევთ ვეტერანების მიწვევას ნაკრებ გუნდებში, ოფიციალური შეხვედრების წინ მასტერკლასების ჩასატარებლად".
სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსის პუნქტია. ვეტერანებს უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ... ამ სტატუსის გამო მაინცდამაინც ნაკრებში უნდა იმუშაონ? კი, მაგრამ რა დააშავეს მათ, ვისაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა მწვრთნელობაში ბევრად დიდ ფეხბურთელებს აჯობეს?!
დავუბრუნდეთ ქეცბაიას. ვფიქრობთ, შეხედულება, რომ ემოციური ქეცბაია ნაკრების ფეხბურთელებთან საერთო ენას ვერ გამონახავს, უსაფუძვლოა. ეს ფეხბურთელებმა უნდა გამონახონ მწვრთნელთან საერთო ენა და არა - პირიქით. და რაც მთავარია, გაიხსენეთ - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს იმ მწვრთნელებმა, რომლებიც სიმკაცრით გამოირჩეოდნენ - ანდრო ჟორდანია და ნოდარ ახალკაცი სულაც არ იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც მოთამაშეებთან ძმაკაცობდნენ. მათ სიმკაცრეზე ლეგენდები დადიოდა და ეტყობა, ქართველ ფეხბურთელებთან ასეთი ენა უფრო ჭრის.
იმედია, მოლაპარაკება მალე დასრულდება და საქართველოს ნაკრებს პერსპექტიულ ქართველ სპეციალისტს დაუნიშნავენ. შოთა არველაძე ""ალკმაარშია"" დაკავებული და ეტყობა, საქართველოს ნაკრებში მუშაობა ამ ეტაპზე არ სურს; კახა ცხადაძე ბაქოს ""ინტერშია"" და ჯერჯერობით, კლუბიდან წამოსვლას არ აპირებს; ალექსანდრე ჩივაძე ფედერაციის მოხელე ხდება და ისედაც, სამწვრთნელო საქმიანობას შეეშვება.
სხვათა შორის, ""ოლიმპიაკოსიდან"" ქეცბაიას წამოსვლის შესახებ საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: როგორც ცნობილია, თემურის წასვლა ბერძნული კლუბის გულშემატკივრებმა მოითხოვეს. 6 მატჩიდან (ოფიციალურიც და ამხანაგურიც), ქეცბაიამ 5 მოიგო, მათ შორის, ""ლარისასთან"" გასვლაზე, სადაც პირეოსელებს 21 წლის განმავლობაში არ მოეგოთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ისე მოხვდა, ერთი გოლიც არ გაუშვია. ამას გარდა, კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გასვლით 25 მილიონი დოლარი მიიღო. და ვინღა უნდა ყოფილიყო ქეცბაიას წინააღმდეგი? ამბობენ, მას ფეხბურთელობის დროს "ოლიმპიაკოსის" კონკურენტ "აეკში" თამაში ვერ აპატიეს. პირველივე შეხვედრის დაწყებამდე, გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოაკრეს პლაკატი - "ქეცბაია, შენ ვერასდროს გახდები "ოლიმპიაკოსელი""! გულშემატკივართა ჯგუფმა კი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ის ქართველობის გამო შეურაცხყო...
თემურმა ეს ყველაფერი ვერ აიტანა და პრეზიდენტს გადადგომაზე შეუთანხმდა, ახლა კი უნდა გადაწყვიტოს, იმუშავებს თუ არა საქართველოს მთავარ გუნდში.
ერთმორწმუნე ბერძნები d.gif

მერაბ მამულაშვილი, "ლელო"


ღმერთმა ხელი მოგიმართოს თემურ! smile.gif
ასითასძე
ქეცბაიამ რომ გაიყვანოს ნაკრები ევროპაზე წლის მწვრთნელად დაასახელებენ
ასითასძე
რაში უხადეს მილიონები იმ უცხოელებს, ქეცბაია და ძოძუაშვილი ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ
katerina_kk
grand_ioza-მ შემთხვევით რეპლყ-ს ნაცვლად რეპორტს დააჭირა და დაწერა: magaria temo martla seriozuli pexburteli iko da sxvatashoris mwvrtnelic jkargia

გრანდ_იოზა: რატომღაც ვერ გწერ PM-სL
ეტყობა შეგეშალა და პოსტის დადების მაგივრად დამირეპორტე.
თU გინდა პოსტს უპასუხო, პოსტის დაბლა. მარჯვნივ დააჭირე "reply"-ს, ხოლო თუ პასუხის გაცემა კი არა, უბრალოდ პოსტი გინდა დავდო: დააჭირე: "სწრაფი პასუხის ფორმა" smile.gif
grand_ioza
თემო მართლაც ძლიერი ფეხბურთელი იყო და თავის გუნდისთვის შედეგიანიც.ასევეა მწვრთნელიც და აბა ვნახოტ ამ საქმიდან რა გამოვა.
grand_ioza
ოკ კატერინა. შენისვნა მიგებულია wink.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.