დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველოს ისტორია
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > მეცნიერება
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
korsikeli
სამოქალაქო ომის წინ (ტუხაშვილის აღწერა)

ქართულმა ელიტამ არაფერი გააკეთა 9 აპრილის თავიდან ასაცილებლად. ანუ ჯერ თავისი უნიათობით განაპირობა გამსახურდიას გახელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ მოინდომა მისი ძალით დამხობა, რაც (იმთავითვე ცხადი იყო) ეროვნულ – სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უდიდესი, დამანგრეველი შედეგების გარეშე უკვე ვეღარ მოხერხდებოდა.
შედეგი კი მართლაც გამანადგურებელი აღმოჩნდა.
ახლა იმის ლაპარაკი, დამხობის შემდეგ გამსახურდიამ ბრძოლას თავი რატომ არ დაანებაო, - ელემენტარული დემაგოგიაა. არა მხოლოდ გამსახურდია, არამედ ნებისმიერი სხვა ქართველი პოლიტიკოსი მის ადგილზე მოიქცეოდა ზუსტად ასევე (რაკი თავი სრულიად მართლად მიაჩნდა) და უბრძოლველად არ დათმობდა საკუთარ პრიორიტეტს. მით უმეტეს, რომ უამრავი მომხრე ჰყავდა, რომლებიც არათუ მის მხარდამჭერ მიტინგებს მართავდნენ 1992 წლის 7 იანვრის შემდეგ, არამედ «ტყვიაზე მიდიოდნენ».
აბა რომელი პოლიტიკოსი (მით უმეტეს ქართველი) აღიარებს ასეთ პირობებში თავის ისტორიულ დამარცხებას და უჩუმრად განერიდება ასპარეზს სამუდამოდ, რათა ისტორიულ ტაკიმასხარად იქცეს? - არც ერთი!!!

«მშვიდობიანმა» დაპირისპირებამ რუსთაველის გამზირზე 20-21 სექტემბრამდე გასტანა. გია ჭანტურიას დაპატიმრების შემდეგ «მთავარი მოქმედი გმირი» ირაკლი წერეთელი გახდა. იგი დღენიადაგ იმეორებდა მეგობართა და თანამებრძოლთა წრეში: «პროკურატურას ჩემი დაპატიმრების სანქცია უკვე გაცემული აქვს, მაგრამ ვერ მომიხელთესო».
20 სექტემბრის ღამეს წერეთელმა «იმელში» პარტიის წევრთა მორიგი შეკრება მოაწყო. ზვიად გამსახურდიას მან «გარეწარი» უწოდა. თუმცა, იქვე შენიშნა, რომ მაინცდამაინც არც სიგუა–კიტოვანის სჯეროდა და განსაკუთრებით ინტელიგენციის აქტივობა აღიზიანებდა: «თუ გამსახურდიას გადადგომის შემდეგ ესენი კიდევ დაიწყებენ უზენაესი საბჭოს არჩევნებზე ლაპარაკს, მე ამ არჩევნებს ჩავშლი - ჩავატარებ ისეთ აქციას, რომ თბილისში შემოვა რუსის ჯარი».
წერეთელმა იქვე მოუწოდა პარტიის აქტივისტებს, გადაეკეტათ ცენტრალური ქუჩების უმრავლესობა «თორემ გამსახურდია სხვაგვარად ვერ გა-დად-გე-ბა». შემდეგ კი ისინი გააფრთხილა: «დღეს ღამით მოსალოდნელია ჩვენი შტაბბინის დარბევა - მზად იყავით!»
იმ საღამოს «ზვიადისტთა» მიტინგს 5 ათასამდე სოხუმელი შეუერთდა. შუაღამისას ისინი იმელისკენ დაიძრნენ, წერეთლის ბარიკადები ძალით აჰყარეს, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრებს თავპირი დაამტვრიეს, შტაბბინა დალეწეს და ბრძოლით დაიკავეს. ირაკლი წერეთელს ფეხი მოსტყდა და გამძვინვარებულ ბრბოს ძლივს გაასწრო.

მეორე დილით ოპოზიციამ ტელევიზიასთან დაიწყო შეკრება. გვარდიაც ჩამოვიდა შავნაბადადან. ტელევიზიის «შემოქმედებითი კოლექტივი» იმ დროს საპროტესტო აქციებს მართავდა დემოკრატიის მოთხოვნით. გვარდია და მხედრიონის ნარჩენი მათ დასაცავად, რა თქმა უნდა, არაფერს დაიშურებდნენ. იმავდროულად, ტელევიზიის დაკავება (ნებისმიერი საბაბით) უკვე ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალების დასაწყისს.
საერთოდ, ოპოზიცია – ტელევიზიას უცნაურ მოთხოვნას უყენებდა: «დაგვითმეთ საეთერო დრო». 5 წლის შემდეგ, როდესაც «ზვიადისტებმა» ტელერადიოკომიტეტის ხელმძღვანელობას ანალოგიური მოთხოვნა წაუყენეს, მათ სავსებით მართებულად უპასუხეს: «რას ქვია დრო დაგითმოთ და პირდაპირ ეთერში კამერასთან დაგსვათ, - ასეთ მოთხოვნას მსოფლიოში არც-ერთი ტელეკომპანია არ დააკმაყოფილებს. კეთილი ინებეთ, ჩაატარეთ პრეს-კონფერენცია და ჩვენი ჟურნალისტები გააშუქებენ».
მაგრამ იმ დროს (1991 წელს) ამგვარი მოთხოვნა ბუნებრივად ეჩვენებოდათ. მართლაც, რამდენიმე ოპოზიციონერი «ანტიზვიადისტი» პირდაპირ ეთერში გამოვიდა და არსებულ რეჟიმს «უზნეო» უწოდა.

მას შემდეგ, რაც კიტოვანმა ტელევიზია დაიკავა, ქალაქში დაიწყო მცირე შეტაკებები გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს (ქობალიას რაზმის წევრებს) და კიტოვანის გვარდიელებს შორის. ეს სამოქალაქო ომის ერთგვარი «უვერტიურა» გახლდათ. დაახლოებით იმ დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის განყოფილებამ, რომელსაც დავით ზეიკიძე ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი «ნეიტრალიტეტს» აცხადებდა დაპირისპირებაში. ეს პირდაპირი მოწოდება იყო ზოგადად, მილიციის ათასობით თანამშრომლისადმი.
ტელევიზიის შენობასთან ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები. უნივერსიტეტის კიბეებზე «ელიტარული ინტელიგენცია» აწყობდა სალონურ აქციას.
დაპირისპირებაში საპატრიარქოც ჩაერია. მისი შუამავლობით მოწყობილ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თენგიზ კიტოვანისა და ვაჟა ადამიას შეიარაღებული ფორმირებები თბილისიდან უნდა გასულიყვნენ.
ვაჟა ადამია მერაბ კოსტავას ეზოში მართავდა საპროტესტო შიმშილობას - პრეზიდენტის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების შეკვეცის მოთხოვნით. ოღონდ, ამავე დროს, ადამია ცდილობდა კიტოვანს მეტისმეტად არ დაახლოებოდა და ოპოზიციის მიმართ ერთგვარი დისტანცია შეენარჩუნებინა.
საპატრიარქოს შუამავლობით კიტოვანმა ნამდვილად გადაწყვიტა თბილისიდან გასულიყო. თუმცა, ამის მიზეზი კათალიკოს - პატრიარქისადმი განსაკუთრებული პატივისცემა როდი იყო: ტელევიზიის წინ შეკრებილი ოპოზიციონერები გარკვეულწილად შეშფოთდნენ. ბევრი მათგანი ყრუდ გმინავდა: «კიტოვანს ძალები არა ჰყავს და რას აგვიყოლიაო». ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომლითაც (მათივე განმარტებით) «მკვეთრად ემიჯნებოდნენ ყველა ძალას». მაგრამ უკვე გვიან იყო.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ აგრეთვე გია ჭანტურიას წერილს ციხიდან - საკუთარი პარტიის წევრებისადმი: «ვინც ნაბიჯს გადადგავს სტაბილიზაციისაკენ, თავის თავს დააყენებს პარტიის გარეთ».
ჭანტურიას წერილი უდავოდ იმას ნიშნავს, რომ ედპ-ში შესაბამისი განწყობა ნამდვილად არსებობდა. ანუ პარტიის ელიტის ერთი ნაწილი ეჭვობდა (არც თუ უსაფუძვლოდ): «ვაითუ კიტოვანმა და სიგუამ კრემლის დაწერილი სცენარის განხორციელებაში ჩაგვითრიონო».
ქალბატონმა ირინამ, როგორც ჩანს, ეს დაუყოვნებლივ ჩააწვეთა ყურში თავის თანამეცხედრეს, რასაც, თავის მხრივ, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ციხიდან, ვინაიდან ამ განწყობის (კრემლის მიერ აშკარად მართვადი დესტაბილიზაციის შიშის) განხორციელება და «სტაბილიზაციისაკენ ნაბიჯის გადადგმა» ხომ იმას ნიშნავდა, რომ ბატონი გია ციხეში უნდა დარჩენილიყო. მას კი ციხეში დარჩენა სულაც არ უნდოდა.
ზემოთთქმული ძალიან საინტერესო ეპიზოდია ამ პარტიის ისტორიაში. მათ შორის იმ განხეთქილების გათვალისწინებით, რაც «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» 5 წლის შემდეგ მოხდა.

ბოლოს და ბოლოს, კიტოვანმა ტელევიზია დატოვა და თბილისის ზღვაზე გადაინაცვლა - «დისლოკაციის» ახალ ადგილას. მას უმალვე ალყა შემოარტყა ლოთი ქობალიას სამხედრო შენაერთმა. ბევრი თვლის, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი შანსი. მას შეეძლო ებრძანებინა ქობალიასათვის კიტოვანის პოზიციებზე შეტევის განხორციელება. ძალები დაახლოებით თანაბარი ჩანდა. მაგრამ ქობალიას უკეთესი პოზიცია ეკავა. თბილისში დარჩენილმა «ანტიზვიადისტებმა» უმალვე იგრძნეს, რომ კიტოვანის გვარდიის განადგურება მათ დაპატიმრებას ან პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ, რუსთაველზე მძლავრი საპროტესტო აქციები მოეწყო.
გამსახურდიამ ვერ გასცა თბილისის ზღვაზე შეტევის ბრძანება. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქ ნოდარ ნათაძის აქტიურობამ შეასრულა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მოტივაციას, - იგი არც თუ მნიშვნელოვანია. შესაძლოა მართლაც მოერიდა სისხლისღვრას და არ გააკეთა ის, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა დეკემბრის ბოლოს ადვილად «იკისრეს» ან უბრალოდ შეეშინდა.
მეორეს მხრივ, თუ ქობალია დაიწყებდა შეტევას თბილისის ზღვაზე, საქმეში უეჭველად ჩაერეოდა რუსის ჯარი (კერძოდ, ავიაცია) - მოსკოვი არ დაუშვებდა კიტოვანის გვარდიის განადგურებას, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდა.

რუსთაველის გამზირზე შეტაკება კი სროლაში გადაიზარდა. შედეგად, პრეზიდენტის მომხრე დაიღუპა. იგი სამ დღეში იმ ადგილიდანვე გაასვენეს და გამსახურდიამ თქვა; «აი, ჩვენი მოწმე იმისა, თუ ვინ ისროდა სინამდვილეში». მართალია, გადატრიალების შემდეგ ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ კადრებს, თუ როგორ ისროდა ავტომატი უზენაესი საბჭოს შენობის ფანჯრიდან, მაგრამ «ზვიადისტთა» მტკიცებით, ეს ფუჭი ტყვიები იყო და არა საბრძოლო, ხოლო მეორე (ოპოზიციის) მხრიდან საბრძოლო ვაზნებით «მუშაობდნენ». ასეა თუ ისე, უდავო ფაქტია, რომ იმ ღამეს სწორედ ხელისუფლების მომხრე დაიღუპა და არა ოპოზიციონერი.
4-5 ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, ოპოზიცია გაფაციცებით ელოდა გვარდიის ჩამოსვლას თბილისის ზღვიდან მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, სიგუა-კიტოვანმა ვითარება საკმარისად «მომწიფებულად» არ ჩათვალეს.
იმ დღეებიდან, მცირე ხნით, მერყევი წონასწორობა დამყარდა. კიტოვანი კვლავ თბილისის ზღვაზე იყო გამაგრებული. დაახლოებით მაშინ მოხდა მნიშვნელოვანი ინციდენტი: უცნობი პირები თავს დაესხნენ რუსეთის ჯარის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს. ცოლ-შვილის თვალწინ მოკლეს რუსი ოფიცერი და გაიტაცეს ავტომანქანა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კვალი თბილისის ზღვისკენ მიდიოდა. თუმცა, დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: საზარელი მკვლელობა იმ დროს უკვე აგორებული კრიმინალური ანარქიის გამოვლინება გახლდათ.
რუსმა ოფიცრებმა, რომლებიც საქართველოსა და თბილისში მსახურობდნენ, ამ ინციდენტის გამო რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მოაწყო. მიცვალებული «მთავრობის სასახლესთან» (9 აპრილის ტრაგედიის ადგილას) დაასვენეს და მიტინგიც გამართეს.
ეს უკვე ქართული ეროვნული მოძრაობის კრახი იყო.
Kutaiseli
მაგარი თემაა, თითქოს თვალწინ გამირბინა იმ დრომ. ტუხაშვილი მახსოვს პიროვნულად, ჩართულიც იყო ეროვნულ მოძრაობაში.
ისე საინტერესოა ხალხის ფაქტორზე თუ წერს. ხალხმა რატომ დაიჭირა ესა თუ ის პოზიცია.
Sibylla
პაპ პიპინ მოკლეზე ისაუბროს ვინმემ...
კერძოდ:
იყო თუ არა მისი ბიოგრაფია გადაჯაჭვული საქართველოს ბედთან, საკითხის ეგ კონკრეტული ასპექტი მაინტერესებს
lool.gif lool.gif
deiv061
გამსახურდიას პერიოდზე მოყვანილი ფაქტები ძირითადად სწორია, მაგრამ მე ველი, რომ იტყვით სრულ სიმართლეს მისი პოლიტიკის შესახებ. ეხლა არ მცალია, გავდივარ.
Sibylla
ციტატა(deiv061 @ 23.03.2009, 0:07) *
გამსახურდიას პერიოდზე მოყვანილი ფაქტები ძირითადად სწორია, მაგრამ მე ველი, რომ იტყვით სრულ სიმართლეს მისი პოლიტიკის შესახებ. ეხლა არ მცალია, გავდივარ.




ეჰ, რა ოპტიმისტები ვართ ქართველები, დეივ...
სიმართლე რომ თქვა უნდა იცოდე! ცოდნა კი სადაა?-არაა
biggrin.gif biggrin.gif
korsikeli
ციტატა(deiv061 @ 23.03.2009, 0:07) *
გამსახურდიას პერიოდზე მოყვანილი ფაქტები ძირითადად სწორია, მაგრამ მე ველი, რომ იტყვით სრულ სიმართლეს მისი პოლიტიკის შესახებ. ეხლა არ მცალია, გავდივარ.

სრულ სიმართლეში რა იგულიხმება? ეგ სიმართლე დადგენილია განა?
აქ საქმე ქვეყნის სიყვარულზე არაა, არამედ პოლიტიკურ მართვაზეა საუბარი ჩემი აზრით.
deiv061
ციტატა(Sibylla @ 23.03.2009, 0:27) *
სიყვარული რა შუაშია?
ადამიანი კონკრეტულ აზრს გამოთქვამს, შენ კიდე აბსტრაქტულ სიყვარულზე ეუბნები lool.gif
ეგაა რა, იმას ამბობთ რაც ადამიანს თავში აზრად არ მოსვლია
lool.gif

შეიძლება მე დავწერე ცოტა გაუგებრად, სიყვარული მართლაც არ მიგულისხმია და სწორედ პოლიტიკა ვიგულისხმე. ყველაფერი რათქმაუნდა არ ვიცით. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდები, მისი პოლიტიკის შედეგები და პლიუს-მინუსები მინდა, რომ მიუკერძოებლად გავაანალიზოთ.
korsikeli
ციტატა(deiv061 @ 23.03.2009, 0:52) *
შეიძლება მე დავწერე ცოტა გაუგებრად, სიყვარული მართლაც არ მიგულისხმია და სწორედ პოლიტიკა ვიგულისხმე. ყველაფერი რათქმაუნდა არ ვიცით. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდები, მისი პოლიტიკის შედეგები და პლიუს-მინუსები მინდა, რომ მიუკერძოებლად გავაანალიზოთ.

კაი ხვალისთვის შევძლებ კიდე მოვიძიო მასალა იმ პერიოდზე. მაგრამ შენი აზრით რა არის იქ არა ობიექტური და რა აქცენტები ამოიკითხე იქ? მე უფრო ვეთანხმები მაგ ანალიზს და ობიექტურად ვთვლი, თუმცა თავს არ დავდებ.
Sibylla
დაგაინტერესებთ, 92 წლის ქართული პესს ნიმუშები რომ დავდო?
განიხილავთ?
დააფასებთ ჩემს გარჯას თქვენი ყურადღებით? (წერა-იკითხა არ მინდა იყოს biggrin.gif)
თუ წაიკითხავთ და ვინმეს დაგაინტერესებთ, გავირჯები (შრომა ადამიანს აკეთილშობილებს lool.gif)
(კორსიკელი, ხედავ? მოდერი გარჯილა და ჩემი პოსტებისაგან შენი თემა აზატ-ჰყო lool.gif biggrin.gif)
korsikeli
დეკემბერ - იანვარი


დღემდე არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ «ვინ ისროლა პირველმა 22 დეკემბერს» - თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება გამსახურდიას რეჟიმის ძალით დამხობის თაობაზე აშკარად გაცილებით ადრე იქნა მიღებული.
ჯერ კიდევ სექტემბერში, ტელევიზიასთან გამართულ მიტინგზე კიტოვანმა პირდაპირ თქვა: «ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ დავამხობთ სატანას».
არ არის გამორიცხული, პირველმა სწორედ გამსახურდიას მომხრე გვარდიელებმა (ქობალიას ბატალიონის წევრებმა) ისროლეს. თუმცა, სხვა მონაცემებით, პირველი გასროლა კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის სახურავიდან (ანუ მოწინააღმდეგე მხრიდან) გაისმა. პირველი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა რომან გვენცაძე და დაიღუპა გამსახურდიას მომხრე ე.წ. «კარვის ქალი» (ამ ტერმინისა და ცნების დამკვიდრება ზვიად გამსახურდიას მორიგი წარუმატებლობა და ოპოზიციის მორიგი იდეოლოგიური გამარჯვება გახლდათ უდავოდ-ავტ).
დილის 9 საათისათვის «მთავრობის სასახლესთან» უკვე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. კიტოვანის გვარდიამ «თბილისის ზღვიდან» სამხედრო ტექნიკა ჩამოიყვანა. შორსმსროლელი ჰაუბიცი ქაშუეთის ეკლესიასთან დააყენეს და «ბალვანკებს» (ჭურვებს, რომელთაც საბრძოლო მუხტი მოხსნილი ჰქონდათ) სასახლეს უბაგუნებდნენ. ეს კიტოვანის «გენიალური» მიგნება იყო - «საბრძოლო ჭურვები რომ ვესროლოთ, ჩვენც ავფეთქდებით, ამიტომ «ბალვანკები» ვესროლოთ, გამსახურდიას შაქარი აქვს, ინერვიულებს და კომაში ჩავარდებაო».

კიტოვანის შტაბი სასტუმრო «თბილისში» განლაგდა. გვარდიელები მთელი ღამის ნაქეიფარნი იყვნენ. წინა დღეს, 21 დეკემბერს, სასტუმროს საბანკეტო დარბაზში ვიღაცის დაბადების დღეზე გაშლილი სუფრა დახვდათ და კარგადაც მოილხინეს - რა თქმა უნდა პატრონის უკითხავად.
თენგიზ სიგუაც იქვე იყო. მას მწვავე შელაპარაკება მოუვიდა თამრიკო ჩხეიძესთან, რომელიც, მიუხედავად «ანტიზვიადისტობისა», ბოლო მომენტში რატომღაც სისხლისღვრის წინააღმდეგი აღმოჩნდა.
- «თუ არ მოგწონს – წადი!» - უკმეხად მიუგო სიგუამ.
- «თქვენც ისეთივე ნაძირალები ხართ» - უთხრა თამრიკო ჩხეიძემ
და იქაურობას გაეცალა.
«რესპუბლიკელებმა» ქუჩაში პროკლამაცია გამოაკრეს - პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებით 1991 წლის სექტემბერში შექმნილი «თავდაცვის საბჭოს» სიით: ზვიად გამსახურდია, თენგიზ სიგუა, ვაჟა ადამია, თენგიზ კიტოვანი. ამით იმის თქმა სურდათ, რომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედ გამსახურდიას უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან საკუთარმა გარემოცვამ უღალატა. ერთობ მომგებიანი პოზიცია იყო: «ეგენი ერთმანეთს დაერივნენ და აბა ჩვენ რა შუაში ვართო». არადა ამ პოზიციას ქართული პოლიტელიტისათვის ჩვეული „მორალის“ ელფერი დაჰკრავდა: ჯერ ერთი, მათ თავადაც ბევრი გააკეთეს ზვიად გამსახურდიას დასამხობად აუცილებელი ფონის შესაქმნელად 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, როდის გამოაქვეყნეს მიმართვა: მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ და არა სექტემბერში ან ოქტომბერში - მაშინ სიგუასა და კიტოვანის განაწყენებას მოერიდებოდნენ: ვაითუ ისევ პრეზიდენტს შეურიგდნენო.

ირაკლი წერეთელი ამ დროს სვანეთშია. «ნაარყალ-ნახინკლარმა» თვალი ძლივს გაახილა, ტელევიზორი ჩართო და საცოდავი, «შიშველი-გადარეული» გურამ პეტრიაშვილი შერჩა ხელში, ჰაუბიცის ბათქა-ბუთქში რომ გაიძახოდა: «მოგელანდები თენგიზ სიგუა, მოგელანდები!!! თედო პაატაშვილო, შე ნაძირალავ; ნოდარ ნათაძევ, იარაღს რატომ აგროვებდი სახალხო ფრონტის შტაბ-ბინაში; ირაკლი წერეთელო, გაიხსენე ჩვენი ლაპარაკი - გია ჭანტურია ქართველი არასდროს ყოფილა; ირინა სარიშვილო, მოგიწევს სახელის გადაკეთება ირინედ!!!» და ა.შ.
თენგის სიგუა სატელეფონო მოლაპარაკებას აწარმოებდა ზვიად გამსახურდიასთან. თავდაპირველად, პრეზიდენტი დათანხმდა ვერტმფრენით გამგზავრებულიყო აჭარაში. ყოველ შემთხვევაში, სიგუა მაშინ სწორედ ასე ამბობდა: «მე შევთავაზე, შენთან ერთად ჩავჯდები ვერტმფრენში და აჭარაში გადაგიყვანთ მეთქი. . . ჯერ დამთანხმდა, მერე გადათქვა და მითხრა: ეს მხოლოდ ჩემზე არ არისო დამოკიდებული».
სიგუა დღემდე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს მისმა უახლოესმა გარემოცვამ გადაათქმევინა აჭარაში წასვლა. ამ აზრს იზიარებდა და იზიარებს დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა: «გამსახურდიამ აჭარაში თავის შეფარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ გარემოცვამ დაარწმუნა არ წასულიყო - აჯანყებულებს ადვილად გავუმკლავდებითო».
რატომღაც დღემდე აზრად არავის მოსვლია ელემენტარული კითხვა: ასლან აბაშიძე თანახმა იქნებოდა ზვიად გამსახურდიას თავი აჭარისათვის შეეფარებინა?!
დარწმუნებული ვარ, იგი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო!
ასლან აბაშიძე საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსი გამოდგა. მან ზუსტად გათვალა, რა მოჰყვებოდა ზვიად გამსახურდიას თავშეფარებას აჭარაში: თბილისში, რასაკვირველია, გაგრძელდებოდა «ზვიადისტების» მიტინგები; თენგიზ კიტოვანი დაარწმუნებდა შიშით აცახცახებულ «ელიტარულ ინტელიგენციას» და «პოლიტიკურ ელიტას», რომ «პროცესები აჭარიდან იმართება, უნდა მოიშალოს გამსახურდიას ბუდე ბათუმში, თორემ თბილისსა და საქართველოში სიმშვიდე არ იქნება»; ეს კი უეჭველად გახდებოდა აჭარაში კიტოვანის გვარდიის შეყვანის საბაბი - ყველა თანამდევი შედეგით.
გავიხსენოთ: გამსახურდია აჭარაში არ იყო, მაგრამ 1992 წლის გაზაფხულზე, ცოტას გაწყდა, კიტოვანმა კინაღამ მაინც შეიყვანა გვარდია აჭარაში.
ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა გამსახურდია სიტყვებში: «ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული» და არა ცოლის ან ცოლისდის წინააღმდეგობას.
ზემოთთქმულს დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ წარმოუდგენელია ასლან აბაშიძეს პიროვნულად ზვიად გამსახურდიას მიმართ რაიმე სიმპათია ჰქონოდა მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, «ტერორისტი იმნაძე თბილისში დიდი პატივით («სამხედრო რეგალიებით») დაკრძალეს».
თუმცა, აბაშიძე ყოველივე ამას არასდროს შეიმჩნევდა, რათა შემდგომ, ზვიადისტების «შემოჩვევაში» ხელი არ შეშლოდა.

«თბილისის ომის» ყველაზე შემაძრწუნებელი, ამაზრზენი და შემზარავი მხარე იყო არა საკუთრივ სისხლისღვრა, ნგრევა, ძმათაკვლა, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი.
თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (მთელ საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მშვიდ, ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა. ფუნქციონირებდა მეტროპოლიტენი («თავისუფლების მოედნის» გარდა), საქალაქო ტრანსპორტი, ბაზრები, მაღაზიები, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ რაიონში კინოთეატრებიც კი. ადამიანებს სახეზე საშინელი აპათია და გულგრილობა გამოხატვოდათ. ეს უმალვე შენიშნა გაზეთ «Известия»-ს კორესპონდენტმა და სიხარულით აღსავსე კორესპონდენცია აფრინა რედაქციაში.
(აქვე უნდა ითქვას, რომ «თბილისის ომი» და საძულველი «გრუზინების» თავსლაფისდასხმა რუსული საზოგადოებისათვის საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ტკივილის ერთგვარ მორალურ კომპენსაციად იქცა. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ამ «კომპენმზეების» პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო).
თბილისში სისხლიანი მარაზმის დროს მოსკოვში მხიარულობდნენ და ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ. ეგეც თქვენ - ГРЫЗУН(!)-ებს. ახია თქვენზე!
ასეულობით ადამიანი იდგა მდუმარედ, იდიოტური გამომეტყველებით რუსთაველის თეატრთან, «ლაღიძის წმზებთან» და საბრძოლო მოქმედებებს თვალს ადევნებდა. «დემოკრატიული ოპოზიციის» წევრები, რომლებიც სიგუა-კიტოვანმა მაინც დააყენეს ფაქტის წინაშე, შიშით ცახცახებდნენ და ილანძღებოდნენ: «რა გვიქნეს ამ დამპლებმა, - ახლა თუ გაიმარჯვა გამსახურდიამ, ხომ ჩამოგვკიდებენ ყველას ფეხებით?!»

თბილისის ერთ-ერთ რაიონში 24 დეკემბერს ნაცნობი შუა ხნის «ჰუმანიტარი» (დოცენტი) შემხვდა.
ხელში ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთა უჭირავს – ბავშვისთვის რძეზე მივდივარო. სახეზე რაღაცნაირი, ზიზღნარევი გულგრილობა აღბეჭდვია. მთელი საუბრის განმავლობაში რუსთაველიდან «ჰაუბიცის» გრუხუნი ისმის, მაგრამ ამას თითქოს ვერ ამჩნევს: «. . . არა, ამ ჩემს ბიჭს სპალნის კარი უნდა გადავუკეტო. . . მესამე შვილი ეყოლა უკვე. . . ორ ოთახში ვართ . . . აი, რძეზე მივდივარ ეს ოხერი. . . აღარ შემიძლია. . . ჰო კარგი აბა, კარგად იყავი . . .» და გულგრილად წალასლასდა.
სულ რაღაც ხუთიოდე წლით ადრე იგი კვირაში ერთხელ მაინც დადიოდა საინგილოში «ეროვნული ინტერესების» დასაცავად და თბილისში «ტრანსკავკასიური რკინიგზის» საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებდა, - «საქართველოში რუსეთის იმპერიის პოზიციათა შესასუსტებლად».

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან «ზვიადისტების» (ძირითადად ქალების) მიტინგები იმართებოდა. მილიციისაგან «ჩარევასა» და ხელისუფლების დაცვას მოითხოვდნენ. მაგრამ მილიციის ელიტა «ჩარევას» არ აპირებდა. ხაბულიანისათვის თვალებში მჟავა რომც არ შეესხათ «გვარდიელებს» - მის ბრძანებას ხელქვეითები მაინც არ შეასრულებდნენ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: გვარდია და მხედრიონი გულზე არ ეხატებოდათ, ოღონდ ისიც შესანიშნავად იცოდნენ (გრძნობდნენ უცთომელი გუმანით), რომ გამსახურდიას საქმე წასული იყო - რუსეთი მას მხარს არ დაუჭერდა ამბოხებულთა წინააღმდეგ. უფრო პირიქით.
გარდა ამისა, დედალმაშო ეთნომენტალიტეტიდან გამომდინარე, ისიც კარგად უწყოდნენ, რომ თუ აქტიურად დაუჭერდნენ მხარს გამსახურდიას, - ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ციხეშიც ჩაესვათ. მერედა იცით რა ელის მილიციელს (განურჩევლად რანგისა) «კამერაში»? იმას ნამდვილად სიკვდილი სჯობია, რაც იქ მას ელის!

თავდაპირველად, ბრძოლებში ვაჟა ადამიას შენაერთებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი «თავისუფლების მოედნიდან» უტევდნენ უზენაესი საბჭოს შენობას. შემდეგ (ადამიას განცხადებით) «მუზეუმების დაცვაზე» გადავიდნენ. ბოლოს კი ვაჟა ადამიამ საერთოდ მიატოვა რუსთაველი და თავის რაზმთან ერთად შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში გამაგრდა.
22 დეკემბრიდან - 28 დეკემბრამდე საბრძოლო მოქმედებები ძირითადად მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა. მაგრამ 28-29 დეკემბერს გამსახურდიას არც თუ მცირერიცხოვანმა მომხრეებმა საკმაოდ მძლავრი კონტრშეტევა განახორციელეს, რუსთაველის გამზირი ამბოხებულთაგან თითქმის მთლიანად გაწმინდეს და კიტოვანის გვარდიელები «იმელამდე» გარეკეს.
გადატრიალების ორგანიზატორები იმდენად დაფეთდნენ, რომ გოგა ხაინდრავას მტკიცებით, იმ ღამეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილის, სუფიან ბეპაევის კაბინეტში ეძინათ - დივანზე, ერთმანეთთან ჩახუტებულებს. თვით სარდალი, გენერალი პატრიკეევი, ГРУ-ს რჩევით, თბილისში არ იმყოფებოდა. პროცესებს სუფიან ბეპაევი მართავდა. სწორედ მაშინ (29-30 დეკემბერს) გამოჩნდნენ რუსთაველზე Т-72 ტიპის ტანკები და განსაკუთრებული, მოკლელულიანი ქვემეხები, რომლებთანაც ქერათმიანი რუსი სპეციალისტები ფუსფუსებდნენ.
დაახლოებით იმ დროს, თენგიზ კიტოვანმა (მას, როგორც ჩანს, ეჭვი შეეპარა საბოლოო გამარჯვებაში) რუსეთის ტელევიზიით განაცხადა: «Демократичесские силы Грузии оставляют за собой право, в случае необходимости, обратится за помощью к Борису Ельцину». გასაგებია, რომ ელცინი თავად არ წამოავლებდა ხელს «კალაშნიკოვის» ავტომატს და მოსკოვიდან - თბილისში ვერ გამოიქცეოდა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. ანუ, აქ, რასაკვირველია, იგულისხმება კავკასიაში დისლოცირებული რუსული ჯარების მხარდაჭერა.

მაგრამ უდიდესი გამარტივება იქნებოდა იმის თქმა, თითქოს მოსკოვი, ზოგადად «ოპოზიციას» ან ხელისუფლებას უჭერდა მხარს. სინამდვილეში მისთვის მთავარი იყო შეექმნა შეურიგებელი, მძვინვარე სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ფაქტორი საქართველოში.
რუსულმა სპეცსამსახურებმა ზუსტად გათვალეს, რომ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა აუცილებლად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველშივე ჩაიდებოდა ურთიერთსიძულვილისა და დაპირისპირების მუხტი, რაც უეჭველად მძლავრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა სახელმწიფოს შემდგომი აღმშენებლობისას.
მეორეს მხრივ, ისიც გამარტივებაა, თითქოს სიგუა-კიტოვანი «კრემლის აგენტები» იყვნენ. აქ, უბრალოდ ინტერესთა თანხვედრა მოხდა.
გარდა ამისა, კრემლის «ანალიტიკურ ლაბორატორიებში» ზუსტად გათვალეს, რომ სამოქალაქო ომის პირობებში (რომლის დაწყება გარდაუვალი გახდებოდა) ორივე მხარეს ექნებოდა შიში, ვაითუ «ძალის რუსული წყარო» მოწინააღმდეგემ გამოიყენოსო, რაც რუსეთისათვის ხელსაყრელ ვითარებას შექმნიდა.
კიდევ ერთი მიზანი იყო საქართველოს გამოუსწორებელი დისკრედიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. და ამ მიზანსაც ბრწყინვალედ მიაღწიეს.
რაც შეეხება კიტოვანის განცხადებას, გვარდიის სარდალს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში მას ვერავინ მოისმენდა და ვერ ნახავდა, ვინაიდან ტელევიზია გამორთული იყო. ოღონდ მან ვერ გაითვალისწინა, რომ თბილისის ბევრ რაიონში შესაძლებელია აზერბაიჯანის ტელევიზიის გადაცემათა მიღება, რომლითაც იმ დროს პროგრამა «Время»-ს რეტრანსლირება ხდებოდა. ამიტომ კიტოვანის განცხადება (იგი შემდგომ გაზეთმა «Известия»-მაც დაბეჭდა) ათი ათასობით ადამიანმა მოისმინა თბილისში.
იმავე «საკავშირო ტელევიზიით» სიგუამ განაცხადა: «Гамсахурдия выпускает из тюрем уголовников, чтобы использовать их против демократичесских сил – это уже не народ!»
ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რეალურად, კრიმინალები და მათი ახლობლები სწორედ ოპოზიციის მხარეს იბრძოდნენ ჯერ კიდევ სექტემბრიდან. უფრო მეტიც, - იმ დროს უკვე ეს სოციალური ფენა «გვარდიის» ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ისინი იბრძოდნენ ხელისუფლების დასამხობად თუნდაც იმიტომ, რომ მიიღეს დაპირება, გამსახურდიას მოშორების შემდეგ, ფართო ამნისტიის შესახებ - რაც განხორციელდა კიდეც 1992 წლის თებერვალში.

თბილისის ომში, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისათვის. თუმცა საბრძოლო მოქმედებები ორ კვირას გაგრძელდა. ეს იყო განუწყვეტელი მარაზმი. ბუნკერში გაიმართა გულისამრევი ღრეობა, რაც ვიღაცამ ვიდეოფირზე გადაიღო. შემდგომ რუსეთის ტელევიზია ამრეზით აჩვენებდა ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ამ კადრებს: როგორ ცეკვავდა ვიღაც ქართველი მთიელი (კბილებში ხანჯლითა და ქამარში ხელჩაჭიდებით) ცნობილ მთიულურ ცეკვას. შარვალი უკან უშნოდ ჩამოჩაჩვოდა და ფეხებით და მხრებით უგვან მოძრაობებს აკეთებდა.
«ბუნკერში» გამართულ ამ ღრეობას თან ახლდა არანაკლებ გულისამრევი «საახალწლო ზეიმი» შეიარაღებული ოპოზიციის ბანაკში, - სროლითა და შედლუხით.
გადამწყვეტი მომენტი გამოდგა ბესო ქუთათელაძის (იგი ტელეანძას იცავდა) გადასვლა ოპოზიციის მხარეს და სატელევიზიო ანძის ოპოზიციონერთა ხელში გადაცემა. ამის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, გამსახურდიას რეჟიმი უკვე აგონიაში იმყოფებოდა. დაიწყო სატელევიზიო გამოსვლები მოწოდებებით ზვიად გამსახურდიასადმი: «გადადექი, - რა გახდა შე კაცო, ვინ არ გადამდგარა!»
ფსიქოლოგიურად ყველაზე ზუსტი და ეშმაკური იყო ირინა სარიშვილის გამოსვლა: «მოსახლეობის უმრავლესობა ორივე მხარეს ადანაშაულებს. მაგრამ დაე, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და იქ იპოვოს პასუხი კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე?!»

დეკემბრის ბოლოს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ გია ჭანტურიას, გოგა ხაინდრავას და ჯაბა იოსელიანის გათავისუფლება შეძლო. მათთან ერთად ციხეში მყოფმა ოს სეპარატისტთა ლიდერმა, ტორეზ კულუმბეგოვმა იეშმაკა: მანამ არ გამოვიდა ციხიდან (თუმცა მის გათავისუფლებას ოპოზიციონერები «ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა» ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ), სანამ არ მიიღო გარანტია, რომ ცხინვალამდე რუსი სამხედროები გააცილებდნენ. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრებოდა - კულუმბეგოვს უბრალოდ სურდა დაეფიქმზეებინა, რომ იგი რუსებმა გაათავისუფლეს და ოსებს ქართველი «ანტიფაშისტების» სამადლობელი არაფერი აქვთ.
რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა «დემოკრატიულ ძალთა» მიტინგი - ახლახანს გათავისუფლებულთა მონაწილეობით.
გია ჭანტურია: «უფალი მოგვექცა ისე, როგორც მოექცევა კაცი პატარა გოშიას, რომელსაც ცხვირს ჩააკვრევინებს საკუთარ ნასვრილში»
რუსლან მიქაბერიძე: «მე დავით აღმაშენებელსაც არ ვაიგივებ ქვეყანასთან და და ეს ვინ აგდია ეს ნაძირალა?!!! გველი უნდა გაისრისოს, სანამ თავი ისევ წამოუყვია!»
ელდარ შენგელაია: «მე მივედი და დავწვი გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» ნომრები, სადაც ათასი სისულელე იწერება მოსკოვის ГИК-ზე (Государственный институт киноматографии –ავტ.) ; საქართველო უნდა იყოს ლაღი და თავისუფალი ქვეყანა. . . ის საქართველო კი. . . რომელიც მათ უნდათ. . . არ გვინდა ასეთი საქართველო! არ გვინდა ასეთი საქართველო!!!»
ჯაბა იოსელიანი და სხვა მხედრიონელები: «ჩვენ ვიბრძოდით დემოკრატიისათვის და ამიტომ დაგვაპატიმრეს»
მიხეილ ქურდიანი: «ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უარვყავით კონსტიტუცია - ერთადერთი ნამდვილი კონსტიტუცია, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ე.წ. «პრეზიდენტის ინსტიტუტზე». . . ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას! მხოლოდ გვარდიას, დიახ მხოლოდ გვარდიას ექნება უფლება დადგეს ჩვენს გვერდით!!!»
გოგა ხაინდრავა: «მე გეკითხებით თქვენ ყველას (ანუ მიტინგზე შეკრებილ ხალხს-ავტ.): რატომ ხართ აქ?! რატომ არ ხართ იქ?!!! (ბრძოლის ველზე – ავტ.) სად არიან პოლიტიკური პარტიები?! აღიარონ, რომ პოლიტიკური გვამები არიან ყველანი!!!»
ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის იქვე მდგომი, იარაღასხმული წევრი ხმამაღლა შეეპასუხა: «პოლიტიკური პარტიები აქ ვართ და ვიბრძვით დემოკრატიისათვის!»

რამდენიმე დღის შემდეგ, 2 იანვარს, საზოგადოება «ცოდნის» დარბაზში ქართული «პოლიტიკური ელიტა» ანუ „პოლიტოკრატია“ შეიკრიბა. იქ იყო თითქმის ყველა ის «მოღვაწე», ვინც 1988 წლიდან თავის თავს «პოლიტიკოსს» უწოდებდა. ისინი უკვე მაშინ (1992 წლის 2 იანვარს) მსჯელობდნენ «გამსახურდიას შემდგომი» პოლიტიკური მოწყობის საკითხებზე.
გარეთ კვლავ სისხლი იღვრებოდა, ქუჩებში გვამები ეყარა, საზარელი, ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებდა - ეს უზნეო პოლიტიკანები კი ისე მხიარულობდნენ, თითქოს თანაკლასელები შეკრებილიყვნენ კომკავშირის კრებაზე ან საახალწლო სუფრაზე ყოფილიყვნენ დროის სატარებლად.
და საერთოდ, არა მხოლოდ ეს, თითქოსდა უმნიშვნელოდ წვრილმანი ეპიზოდი, არამედ, განსაკუთრებით, შემდგომი წლების უბინძურესი (სიტყვა «პრინციპის» ხსენება მათ კონტექსტში საერთოდ არ ღირს - ავტ) პოლიტიკური ალიანსები ადასტურებს: ასეთი გახრწნილი, ასეთი უნამუსო, უმზეცხვილო, შუბლძარღვგაწყვეტილი, დამპალი და გათახმზეებული «პოლიტელიტა» დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არ ჰყოლია, არ ჰყავს და არც ეყოლება.

2 იანვარს დიდუბეში «მხედრიონმა» ზვიადისტების მიტინგი დახვრიტა. რადიო «Свобода»-მ ამ ამბავს ასეთი კომენტარი დაურთო; «Джаба иоселиани отказался осудить применения силы против мирной демонстрации».
თბილისი მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანიც გამოეხმაურა: «ამერიკის ადმინისტრაცია არ აპირებს სცნოს ახალი ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც მიმართა ძალას პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, თუმცა, პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგულება ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებებისადმი აგრეთვე სერიოზულ ეჭვს იწვევდა».
მანამდე მიხეილ გორბაჩოვმა გააკეთა განცხადება «გადადგომის» შესახებ; საბჭოთა კავშირი დაიშალა; ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები «გაერო»-ში გაწევრიანდნენ - ყველანი, საქართველოს გარდა.

თბილისი ომი 7 იანვარს დასრულდა. შემდგომდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით, აქ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა: რატომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია საქართველოდან? პრეზიდენტმა დილით, უახლოეს გარემოცვასთან ერთად დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა (ანუ «ბუნკერი» - ოპოზიციის კიდევ ერთი პროპაგანდისტულ-სტერეოტიპული გამარჯვება).
კიტოვანის გვარდიელებმა პრეზიდენტის მანქანა გაატარეს, ხოლო მის თანმხლებთ (ისინი ავტობუსებში ისხდნენ) ცეცხლი გაუხსნეს.
კიტოვანსა და სიგუას, რა თქმა უნდა, ადვილად შეეძლოთ გამსახურდიას დაკავება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ, გამსახურდია ცოცხალი ყოფილიყო და თან პოლიტიკურად აქტიური. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ზვიად გამსახურდიას პრობლემა მოიხსნებოდა, მაშინ სიგუა და კიტოვანი იმავე «ელიტარული ინტელიგენციისაათვის», იმავე «პოლიტოკრატიისათვის» უმალვე იქცეოდნენ უსარგებლო ფიგურებად.
მართლაც, თუ ზვიად გამსახურდიას პრობლემა აღარ იარსებებდა, ვის რაღაში დასჭირდებოდნენ სიგუა და კიტოვანი? აი, ამიტომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, თუმცა მისი შეჩერება (ვიმეორებ) და დაპატიმრება ან სხვა რამ სულ ადვილად შეეძლოთ.

«თბილისი ომი» დამთავრდა. მხედრიონელები მთავრობის სასახლესთან შამპანიურს ხსნიდნენ. მძვინვარე ქართველოფობი, თბილისელი რუსი სერგეი ჩერნიხი («Комсомольская Правда-ს კორესპონდენტი) წერდა: «Мировая история получила редчайший феномен: гражданская война за одни идеалы». ანუ ორ მხარეს შორის არანაირი მსოფლმხედველობრივი სხვაობა არ არის და ვეღარ გავიგე, ეს იდიოტი ქართველები ერთამნეთს რაღაზე ხოცავენო.

ტელევიზიით გამოსვლისას აკაკი ბაქრაძემ ომს «უაზრო» უწოდა და საზარელი სიმართლით აღბეჭდილი ფრაზა თქვა: «ქართულ ეროვნულ მოძრაობას ხელები სისხლში აქვს მოსვრილი და საეჭვოა, მან ოდესმე ამ სისხლის ჩამობანა შეძლოს.»

deiv061
შეიარაღებული ადამიანები მიმდგარები იყვნენ მთავრობის სახლს და ამის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ ისროლა პირველმა. ცხადია, რომ მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც მოახდინეს ავანტიურისტებმა რუსეთის დახმარებით და რომელმაც საქართველო ათეული წლებით უკან დაწია. და მაინც კარგად უნდა გაანალიზდეს გამსახურდიას მმართველობის პერიოდი. შევეცდები დავიწყო მაშინდელი სიტუაციის აღწერა.
90-იანი წლების ბოლოს შეუქცევადი ხასიათი მიიღო კომუნისტური ტირანიის რღვევამ, წნეხისგან განთავისუფლდა ბეჭდვითი მედია და ნაწილობრივ ტელევიზია, თითქოს მოხდა წარსულის გადაფასება, იწერებოდა ანალიტიკური სტატიები, ეკრანებზე გამოვიდა "მონანიება" და სხვა ფილმები. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც კომუნისტები პირწმინდად დამარცხდნენ, მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა ბალტიის და სხვა რესპუბლიკებში, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა... მაგრამ რა ხდება შემდეგ? ეროვნული მთავრობიდან მოდის ერთობ გაუგებარი მესიჯები იმის შესახებ, რომ დემოკრატია საჭირო არ არის, სოციალიზმი არც ისე ცუდი ყოფილა, ჩვენ ქართველები ვართ და აქ უცხოური კაპიტალი არ უნდა შემოვიდეს(ანუ, არ უნდა განვითარდეს ეკონომიკა), უარს ამბობენ ინვესტიციებზე, ნელ-ნელა კვლავ წნეხის ქვეშ ექცევა ტელევიზიის ერთადერთი არხი და პრესა, 24 საათის განმავლობაში გვესმის მრგვალი მაგიდის თვითრეკლამა, გამსახურდიას ცაში აყვანა და ბელადად ქცევა, ზვიადი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც განაგრძობს ქვეყნის მიტინგების საშუალებით მართვას, უწყვეტი მიტინგი მიმდინარეობს მთავრობის სახლთან ხელისუფლების მხარდასაჭერად(!), ისმის საზოგადოების პატივსაცემი წევრების გაუთავებელი ლანძღვა-გინება(შეიძლება ბევრი მათგანი მართლაც წარმოადგენდა წითელი ინტელიგენციის გადმონაშთს, მაგრამ მაგრამ სხვანაირად როგორ იქნებოდა, მათ იმ პერიოდში იცხოვრეს, ისინი თავიდან ლოიალურად იყვნენ განწყობილი ზვიადისადმი და სულ არ იყო აუცილებელი მოყვარისგან მტრის შექმნა), ყოველდღე გვესმის პეტრიაშვილის და სხვების მონოლოგები, იწერება მშრომელთა კოლექტიური წერილები, ოცდაათიანი წლების სტილის პასკვილები...ეს უკანასკნელი ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, თურმე კომუნიზმიდან გამოსვლის შემდეგ ვერც ვერაფერი გვისწავლია და ვერც ვერაფერი დაგვივიწყებია...
გამსახურდია განათლებული კაცი იყო, მაგრამ მან რატომღაც მოკავშირედ აირჩია პირდაპირ ვიტყვი, რუხი და უფერული მასა და არა განათლებული საზოგადოება, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, აქაც იყო გარკვეული გამონაკლისები და გაუგებრობები, დაიწყო საზოგადოების დაყოფა ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად, ოჯახებში მიმდინარეობდა გაუთავებელი კამათი და დავიდარაბა... მდგომარეობა დღითი დღე იძაბებოდა... მისი მმართველობის სტილი ყოვლად მიუღებელი და აუტანელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. გარდა ამისა, რუსეთს მაინც ეცალა ჩვენთვის, კომუნისტებიც რევანშისთვის ემზადებოდნენ...
გამსახურდიას ნაციონალიზმზე და სხვა კონკრეტულ შეცდომებზე ვეცდები შემდეგში ვისაუბრო. მანამდე შემისწორეთ, თუ რამე შემეშალა.
korsikeli
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამრთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე ქართული მართლმადიდებლური ეკლეიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-25 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში.

1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზონის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად.

1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.

როდესაც გერმანელებმა დაიპყრეს მთელი ევროპა, მათ შეიტყვეს რომ პატარა ქვეყნის დიდი განძი ინახებოდა პარიზის ბანკში და მის შესაფასებლად მიიწვიეს გრიგოლ ფერაძე, როგორც მეცნიერი და ექსპერტი. გრიგოლ ფერაძემ დასკვნაში რომელიც ლამის სიცოცხლის ფასს უდრიდა ჩაწერა, რომ ეს განძი არანაირ ფასეულობას გარდა ეროვნულისა არ წარმოადგენს და ფაშისტებს დაეკარგათ სურვილი ამ განძის დაუფლების.
იმავ დროულად გრიგოლ ფერაძე ეხმარებოდა ებრაელებს საკვებით და მატერიალურადაც რის გამოც გესტაპოს თანამშრომლებმა დააპატიმრეს 1942 წლის მაისში. მის დახსნას შეეცადნენ გიორგი ნაკაშიძე და მიტროპოლიტი დიონისე თუმცა უშედეგოდ.
4 მაისს დაპატიმრების შემდეგ ფერაძის ბინა დალუქეს, ხოლო 28 მაისს გაჩხრიკეს და ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ოპოვეს ინგლისური ვალუტა. გესტაპო ამტკიცებდა რომ ეს ფული ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა, თუმცა ისტორიკოს გ.საითიძის წერილში, რომელიც ამ ფაქტს ეხება წერს რომ დანამდვილებით ადასტურებს იმას რომ ეს ფული ფერაძეს არ შეუნახავს. იყო წერილობითი(არა ოფიციალური) და ზეპირი მასალა, რომელიც მიუთითებდა პიროვნებებზე(ქართველებზე) რომელმაც ეს გააკეთა, თუმცა იმის გამო რომ მათი შთამომავლები ცოცხლები არიან გვარები მაინც არ დაასახელა.
ფერაძეს მუდმივად ჰქონდა დღიური რომელიც გესტაპოში უნდა ეთარგმნათ და ამაზე ბევრმა ქართველმა უარი თქვა. ბევრმა მაგრამ არა ყველამ.
1942 წლის ნოემბერში გრიგოლ ფერაძე გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ამავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
მისი სიკვდილის გარემოებებიც არ არის გარკვეული და 2 ვერსიას ეყრდნობა:1)მამა გრიგოლი გაზის კამერაში შევიდა ნებაყოფლობით მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად 2) ბანაკში მოკლეს გერმანელი ოფიცერი. მკვლელი ვერ იპოვეს.მთელი ბანაკი გამოიყვანეს ყინვაში დედიშობილა და განუცხადეს რომ სანამ მკვლელს არ ჩააბარებდნენ, იდგებოდნენ ასე. ეს მკვლელობა აიღო მამა გრიგოლმა. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, შემდეგ ბენზინი გადაასხეს და დაწვეს ბანაკის თვალწინ.
1952 წელს ვიქტორ ნოზაძე მიმართავს ქართულ ეროვნულ საბჭოს. ამ მიმართვაში იგი აღნიშნავს რომ გრიგოლ ფერაძეს გარდა უნიკალური წიგნთსაცავისა ჰქონდა საქართველოსთვის დიდად მნიშვნელოვანი საგნები. ამ მნიშვნელოვან საგნებს შორის ნოზაძე ასახელებს ''ძვირფას ქართულ გარდამოხსნას'' რომელშიც ფერაძეს დიდძალ ოქროს სთავაზობდნენ. თუმცა ფერაძეს განზრახული ჰქონდა საქართველოს მუზეუმისთვის გადმოეცა.
დღემდე უცნობია ფერაძის ამ ნივთების და ასევე ძველი ხელნაწერების ბედი.
korsikeli
ციტატა(deiv061 @ 24.03.2009, 18:23) *

დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო გამსახურდიას გაპრეზიდენტებამდე. ამას ხელი შეუწყო კოსტავას მოცილებამ, შემდგომში კი შეიარაღების გამოჩენამ და ბოლოს დაჯგუფებების შექმნა(იოსელიანი, ადამია).
გამსახურდია, როგორც ჩანს უკვე განწირული იყო როდესაც აირჩიეს.მისმა პოლიტიკურმა არაპრაქტიკულობამ და აბსოლიტურად სხვა რეალობასთან შეხებამ სრული პოლიტიკური უმწიფრობა გამოავლინა.
არ უნდა დავუკარგოთ საზოგადოებასაც (ანუ ჩვენ) ამ პროცესებში მერკანტილიზმის და არასახელმწიოებრივი აზროვნების გამოვლინება, რომლის შექმნასაც რუსები ძალიან მარტივად ახდენდნენ.
Laki
http://www.history.ge/index.php?s=2
Sibylla
ისე, ასე არეულად რატომ?
დაგეცვათ ისტორიული ქრონოლოგია biggrin.gif
korsikeli- ინფო პიპინ მოკლეზე შენზეა lool.gif
ხო, კიდე რა:.......... ვარან ხოსრო ტანგის წვლილი საქართველოს ისტორიაში- ამაზე ისაუბრეთ და კიდევ: ქართველ ნაკლებად ცნობილ გმირებზე, რომელთა გარეშეც ჩვენ ჩვენ არ ვიქნებოდით... smile.gif smile.gif
korsikeli
ციტატა(Sibylla @ 24.03.2009, 23:59) *
ისე, ასე არეულად რატომ?
დაგეცვათ ისტორიული ქრონოლოგია biggrin.gif
korsikeli- ინფო პიპინ მოკლეზე შენზეა lool.gif
[b]ტანგი
ს წვლილი საქართველოს ისტორიაში- ამაზე ისაუბრეთ და კიდევ:

ტანგის წარმომავლობაზე და ასევე ინფორმაცია მის როლზე და გავლენაზე პირადად შენს მრავალწახნაგოვან ცხოვრებაში შეგიძლია განათავსო პირადად შენ და ექსკლუზივში. smile.gif
Sibylla
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:12) *
ტანგის წარმომავლობაზე და ასევე ინფორმაცია მის როლზე პირადად შენს მრავალწახნაგოვან ცხოვრებაში შეგიძლია განათავსო პირადად შენ და ექსკლუზივში. smile.gif



რა შუაშია?
მე მხოლოდ გორგასალზე ვიკითხე, მისი სრული სახელით...
ეჰ sad.gif
სკოლებში შემოიღონ ქართველი მეფეების სრული სახელების სწავლება და ფსევდონიმების... რადგან მათი სახელებისარ ცოდნა შემდგომ თაობებში სხვა ასოციაციებს იწვევს და არალამაიზა
huh.gif

P.S. ჩემი მ რავალწახნაგოვანი ცხოვრება'- როგორც შენ უწოდე, არ არის სახსენებელი აქ, რადგან მე არავის პირად ცხოვრებას არ ვეხები, სწორკუხოვანია თუ წრფივი- არც ეგ მაინტერესებს და საერთოდაც ---> biggrin.gif
korsikeli
ციტატა(Laki @ 24.03.2009, 22:53) *

ლაკი ეს ლინკი ითხოვს დაკავშირებას მაილით. mellow.gif
Laki
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:17) *
ლაკი ეს ლინკი ითხოვს დაკავშირებას მაილით. mellow.gif


http://www.history.ge/

ჩემთან პრობლემა არა აქვს. unsure.gif
korsikeli
ციტატა(Laki @ 25.03.2009, 0:20) *
http://www.history.ge/

ჩემთან პრობლემა არა აქვს. unsure.gif

ბმულები
ვებ -გვერდთან თანამშრომლობის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე:
admin@history.ge
ამას წერს ჩემთან.
Laki
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:21) *
ბმულები
ვებ -გვერდთან თანამშრომლობის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე:
admin@history.ge
ამას წერს ჩემთან.


ეგ ბოლოში წერია. სხვას არაფერს აჩენს?


ვერაფრეს ვიტყვი.
ტელეკომიდან შევდივარ...
korsikeli
ციტატა(Laki @ 25.03.2009, 0:22) *
ეგ ბოლოში წერია. სხვას არაფერს აჩენს?


ვერაფრეს ვიტყვი.
ტელეკომიდან შევდივარ...

მასალას ხედავ?
Laki
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:28) *
მასალას ხედავ?



ყველაფერს!
Laki
მოკლე ქრონოლოგია

ვებ -გვერდთან თანამშრომლობის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე:
admin@history.ge

ძვ. წ. 1112 - ტიგლათფილესერის ლაშქრობა ჩრდილოეთით, „სიენის დატყვევება“;
ძვ. წ. 750 - სარდურ II-ის ლაშქრობა კოლხაში;
ძვ. წ. 676 - ფრიგიის სამეფოს განადგურება;
ძვ. წ. 590 - ურარტუს განადგურება;
ძვ. წ. 401 - ბერძენ მოქირავნეთა რაზმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქართველი ტომების ტერიტორიაზე გასვლა;
ძვ. წ. 65 - პომპეუსის ლაშქრობა ქართლში;
ძვ. წ. 83 - აჯანყება კოლხეთში მითრიდატეს წინააღმდეგ;
36 - მარკუს ანტონიუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში;
35 - ქართლის ჯარის შეჭრა სომხეთში ფარსმანის მეთაურობით;
63 - კოლხეთის შესვლა უშუალოდ რომის იმპერიის შემადგენლობაში;
69 - ანიკეტის აჯანყება;
131 - ფლავიუს არიანეს მოგზაურობა შავიზღვისპირეთში;
134 - ფარსმან II-მ ალანები შეუსია რომს და პართიას;
141-144 - წლებს შორის, ფარსმან II-ის ვიზიტი რომში;
325 - ნიკეის საეკლესიო კრება;
326 - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ეკლესიის თვალსაზრისით);
337 - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისით);
465 - გუბაზ I-ის ჩასვლა კონსტანტინოპოლში;
482 - ვარსქენის მოკვლა. აჯანყების დაწყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით;
502 - სამგორის ბრძოლა;
523 - მეფობის გაუქმება ქართლში;
523 - წათეს ხელახალი გაქრისტიანება და გამეფება;
542 - „დიდი ომიანობის“ დაწყება;
549 - „დიდი ომიანობის“ განახლება;
550 - ხურიანეს ლაშქრობა ლაზიკაში. აბაზგების აჯანყება;
554 - გუბაზ II-ის მკვლელობა;
555 - მისიმიელების აჯანყება;
562 - „დიდი ომიანობის“ დასასრული;
608 - საეკლესიო განხეთქილება ქართველებსა და სომხებს შორის;
627 - თბილისის ალყა ბიზანტილებისა და ხაზარების მიერ;
628 - ხაზართა მიერ თბილისის აღება;
654 - „დაცვის სიგელი“;
688 - ბიზანტიელთა ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში;
697 - არაბების დასავლეთ საქართველოში გადასვლა;
717 - ბიზანტიელთა ლაშქრობა ეგრისში;
735 - მურვან-ყრუს ლაშქრობა საქართველოში;
764 - ხაზართა ლაშქრობა ქართლში;
772-773 - ნერსეს დაბრუნება სახალიფოში;
786 - აბო თბილელის სიკვდილით დასჯა;
826 - აშოტ კურაპალატის მკვლელობა;
853 (5/VII) - ბუღა თურქმა აიღო თბილისი;
888 - ადარნასე ბაგრატიონმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული;
914 - აბულ-კასიმის ლაშქრობა;
922-957 - გიორგი II აფხაზთა მეფე;
975 - ბაგრატ III-ის დასმა ქართლში მმართველად;
978-1014 - ბაგრატ III;
979 - დავით კურაპალატი დაეხმარა ბასილი II-ს;
1001 - დავით კურაპალატის გარდაცვალება;
1008-1010 - კახეთ-ჰერეთის შემოერთება ბაგრატ III-ის მიერ;
1008 - გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალება;
1014-1027 - გიორგი I;
1021 - შირიმნის ბრძოლა;
1023 - ზავი საქართველო-ბიზანტიას შორის;
1027-1072 - ბაგრატ IV;
1028 - ბიზანტიელთა ლაშქრობა საქართველოში;
1032 - ამირა ჯაფარის შეპყრობა;
1037-1039 - თბილისის ალყა ბაგრატ IV-ის დროს;
1064 - თურქ-სელჩუკთა პირველი ლაშქრობა საქართველოში;
1068 - თურქ-სელჩუკთა მეორე ლაშქრობა საქართველოში;
1071 - მანასკერტის ბრძოლა;
1072-1089 - გიორგი II;
1073 - ფეოდალთა აჯანყება გიორგი II-ის წინააღმდეგ;
1080 - „დიდი თურქობა“;
1083 - გიორგი II-მ ხარკი იკისრა;
1089-1125 - დავით IV აღმაშენებელი;
1099 - ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. დავით IV-მ შეუწყვიტა ხარკი თურქ-სელჩუკებს;
1104 - რუის-ურბნისის საეკლესიო კრება;
1104 - ერწუხის ბრძოლა;
1106 - გელათის დაარსება;
1110 - სამშვილდის განთავისუფლება;
1115 - რუსთავის განთავისუფლება;
1117 - გიშის განთავისუფლება;
1118 - ლორეს განთავისუფლება. ყივჩაყების გადმოსახლება;
1121 (12/VIII) - დიდგორის ბრძოლა;
1122 - თბილისის განთავისუფლება;
1123 - დმანისის განთავისუფლება;
1124 - ანისისა და შარვანის დაკავება;
1125-1156 - დემეტრე I;
1130 - შეთქმულება დემეტრე I-ის წინააღმდეგ;
1138 - განძის აღება;
1155 - დავით V-ის გამეფება;
1156-1184 - გიორგი III;
1177 - დემნა უფლისწულის აჯანყება;
1178 - თამარის თანამოსაყდრედ დასმა;
1178-1213 - თამარ მეფე;
1179 - საგანგებო კრება, რომელზეც მიიღეს კანონი ქურდებისა და ავაზაკების წინააღმდეგ;
1184 - თამარის ხელმეორედ კურთხევა. დიდგვაროვანთა გამოსვლა „უგვაროთა წინააღმდეგ“;
1188 - თამარის ქორწინება დავით სოსლანზე;
1195 - შამქორის ბრძოლა;
1202 - ბასიანის ბრძოლა;
1204 - ტრაპიზონის იმპერიის შექმნა;
1206 - დავით სოსლანის გარდაცვალება. ლაშა გიორგის თანამოსაყდრედ დასმა;
1210 - ქართველების ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში;
1213-1223 - გიორგი IV;
1220 - მონღოლების პირველი გამოჩენა საქართველოში;
1223-1245 - რუსუდანი;
1225 - გარნისის ბრძოლა;
1226 - ჯალალ ად-დინმა აიღო თბილისი;
1243 - ზავი მონღოლებსა და ქართველებს შორის;
1247 - დავით ულუსა და დავით ნარინის დაბრუნება თბილისში;
1247-1270 - დავით ულუ;
1247-1293 - დავით ნარინი;
1254-1256 - საყაენოს აღწერა;
1260 - დავით ულუს აჯანყება;
1263 - საქართველოს საეკლესიო კრება;
1266 - სამცხის გამოყოფა;
1270-1289 - დემეტრე II;
1289-1292 - ვახტანგ II;
1302-1308 - ვახტანგ III;
1314-1318 - გიორგი VI მცირე;
1318-1346 - გიორგი V ბრწყინვალე;
1346-1360 - დავით IX;
1360-1393 - ბაგრატ V;
1386-1403 - თემურ-ლენგის ლაშქრობები;
1393 -1407 - გიორგი VII;
1403 - ზავი თემურ-ლენგსა და გიორგი VII-ს შორის;
1407-1412 - კონსტანტინე I;
1412-1442 - ალექსანდრე I;
1416 - ყარა-იუსუფის ლაშქრობა სამცხეში;
1439-1439 - ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება;
1442-1446 - ვახტანგ IV;
1446-1466 - გიორგი VIII;
1453 - კონსტანტინოპოლის აღება;
1461 - ოსმალებმა აიღეს ტრაპიზონი;
1462 - გიორგი VIII-ს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი;
1463 - ჩიხორის ბრძოლა;
1465 - ფარავნის ბრძოლა;
1466-1478 - ბაგრატ VI (ქართლ-იმერეთის მეფე);
1476-1511 - ალექსანდრე I კახთა მეფე;
1478-1505 - კონსტანტინე II;
1484-1510 - იმერეთის მეფე ალექსანდრე II;
1490 - ქართლის სამეფოს დარბაზმა აღიარა საქართველოს დაშლა;
1505-1525 - დავით X;
1510-1565 - იმერეთის მეფე ბაგრატ III;
1511-1513 - ავ-გიორგი;
1518-1574 - ლევან კახთ ამეფე;
1520 - ყიზილბაშების ლაშქრობა ქართლში;
1525-1527 - გიორგი IX;
1527-1556 - ლუარსაბ I;
1535 - მურჯახეთის ბრძოლა;
1541-1554 - შაჰ-თამაზის ლაშქრობები ქართლში;
1545 - სოხოისტას ბრძოლა;
1555 - ამასიის ზავი;
1556 - გარისის ბრძოლა;
1556-1600 - სვიმონ I;
1569 - ყიზილბაშებმა დაატყვევეს სვიმონ I;
1574-1605 - ალექსანდრე II კახთა მეფე;
1579 - ჩილდირის საფაშოს შექმნა;
1582 - მუხრანის ბრძოლა. აჯანყება სამცხეში;
1585 (28/IX) - „ფიცის წიგნის“ დადება;
1589 - „წყალობის წიგნი“;
1590 - ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის;
1595 - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ შექმნა;
1599 - გორის განთავისუფლება;
1600 - ოსმალებმა დაატყვევეს სვიმონი;
1600-1606 - გიორგი X;
1603 - აბას I-მა ომი დაუწყო ოსმალეთს;
1604-1639 - გიორგი III-ის მეფობა იმერეთში;
1606-1648 - თეიმურაზ I-ის მეფობა კახეთში;
1606-1614 - ლუარსაბ II;
1609 - ტაშისკარის ბრძოლა;
1611-1657 - ლევან II დადიანი;
1614-1617 - შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში;
1616-1619 - ბაგრატ-ხანი;
1622 - აბას I-ის ბრძანებით მოკლეს ლუარსაბ II;
1624 (12/IX) - ქეთევან დედოფლის წამება;
1625 (25/III) - მარტყოფის ბრძოლა;
1625 (1/VII) - მარაბდის ბრძოლა;
1626 - ბაზალეთის ბრძოლა;
1626-1629 - ნიკიფორე ირბახის ელჩობა ევროპაში;
1633-1658 - როსტომ-ხანი;
1639-1660 - ალექსანდრე III-ის მეფობა იმერეთში;
1642 - შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ;
1648 - როსტომმა კახეთიდან გააძევა თეიმურაზი;
1653 - თეიმურაზმა თავისი შვილიშვილი, ერეკლე გააგზავნა რუსეთში;
1656 - კახეთი ჩამოართვეს როსტომს და გადასცეს განჯის ხანს;
1658-1675 - ვახტანგ V-ის მეფობა ქართლში;
1660 - ბახტრიონის აჯანყება;
1662 - შაჰის ბრძანებით აწამეს ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები;
1664-1674 - არჩილის მეფობა კახეთში;
1675-1688 - გიორგი XI-ის მეფობა ქართლში;
1688-1703 - ერეკლე I-ის მეფობა ქართლში;
1703 - ვახტანგის ჯანიშინობა;
1705 - მოსკოვში დაიბეჭდა „დავითიანი“;
1709 - თბილისში გაიხსნა სტამბა;
1709-1722 - დავით II (იმამ-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1714-1716 - სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში;
1716 - ვახტანგი გამაჰმადიანდა და დაინიშნა ქართლის მეფედ;
1719 - ვახტანგ VI დაბრუნდა ქართლში;
1721-1752 - ალექსანდრე V იმერეთის მეფე;
1722-1732 - კონსტანტინე II (მაჰმად-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1723-1735 - „ოსმალობა“;
1737-1747 - „ყიზილბაშობა“;
1745 (1/X) - თეიმურაზი ეკურთხება ქართლის მეფედ;
1751 (28/VII) - ყირბულახის ბრძოლა;
1752 (IX) - ერეკლემ დაამარცხა აჯი-ჩალაბი;
1752-1784 - სოლომონ I იმერეთის მეფე;
1754 - მჭადიჯვრის ბრძოლა;
1755 - ყვარლის ბრძოლა;
1757 (14/XII) - ხრესილის ბრძოლა;
1758 - ხელშეკრულება თეიმურაზ II-ს, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის;
1759 - საეკლესიო კრება იმერეთში;
1762 - თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. ერეკლე II გახდა ქართლ-კახეთის მეფე;
1765 - შეთქმულება ერეკლეს წინააღმდეგ;
1767 - თურქეთმა იმერეთი ცნო მფარველობაში მყოფ სამეფოდ;
1768-1774 - რუსეთ-თურეთის ომი;
1770 (20/IV) - ასპინძის ბრძოლა;
1772 - ანტონ კათოლიკოსისა და ლევან ბატონიშვილის ელჩობა რუსეთში;
1773 - ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება;
1774 - მორიგე ჯარის შემოღება;
1782 (21/XII) - ერეკლემ მფარველობაში მიღება სთხოვა ეკატერინე II-ს;
1783 (24/VII) - გეორგიევსკის ტრაქტატი;
1784 (24/I) - ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ტრაქტატს;
1785 - ომარ-ხაის შემოსევა;
1789 - იმერეთის შემოერთების საკითხი განიხილა ქართლ-კახეთის სამეფოს დარბაზმა;
1790 - „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა“;
1791 - კანონი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ;
1792 - ერეკლე II-მ საუფლისწულოები გამოუყო შვილებს;
1795 (11/X) - კრწანისის ბრძოლა;
1798-1800 - გიორგი XII;
1800 (18/XII) - პავლე პირველის მანიფესტი;
1801 (12/IX) - ალექსანდრე I-ის მანიფესტი;
თარიღები კიდევ დაემატება . . .
korsikeli
ციტატა(Laki @ 25.03.2009, 0:38) *

ვნახე როგორც იქნა თუმცა ქრონოლოგიაა და გუგლიდან გადაღებული ძეგლების სურათებია.
მასალა არ არის. sad.gif
deiv061
ციტატა
დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო გამსახურდიას გაპრეზიდენტებამდე. ამას ხელი შეუწყო კოსტავას მოცილებამ, შემდგომში კი შეიარაღების გამოჩენამ და ბოლოს დაჯგუფებების შექმნა(იოსელიანი, ადამია).

კი, მართალია. დაპირისპირებისთვის ეროვნულ მოძრაობაში მაშინაც ეცალათ, როცა ჯერ კიდევ ღრმა იატაკქვეშეთში იმყოფებოდნენ. იმას, თუ რაზე კამათობდნენ, ალბათ თვითონაც ვეღარ გაიხსენებენ. ალბათ მაინც ეს იყო პიროვნული შუღლი და ურთიერთსიძულვილი. თუმცა მაშინ ამას ასეთი ტრაგიკული და ყოვლისმომცველი სახე არ ჰქონდა. ცხონებული მერაბ კოსტავა როგორღაც ახერხებდა ყველა მხარესთან საერთოს გამონახვას. ძნელი სათქმელია, შეიცვლებოდა თუ არა რამე ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა უბედურებას ესეც დაემატა. ჩემი აზრით მაინც უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ეჭვები დატოვა უკვე თითქმის გამოჯანმრთელებული ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალებამ.
deiv061
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:12) *
ტანგის წარმომავლობაზე და ასევე ინფორმაცია მის როლზე და გავლენაზე პირადად შენს მრავალწახნაგოვან ცხოვრებაში შეგიძლია განათავსო პირადად შენ და ექსკლუზივში. smile.gif

ეს მგონი ახალგაზრდა ქალბატონის შეურაცხყოფაა და ქართველ მამაკაცს არ ამშვენებს. სჯობს ბოდიში მოუხადოთ.
Laki
ციტატა(korsikeli @ 24.03.2009, 23:49) *
ვნახე როგორც იქნა თუმცა ქრონოლოგიაა და გუგლიდან გადაღებული ძეგლების სურათებია.
მასალა არ არის. sad.gif


გადავამოწმე. ეტყობა დამუშავების სტადიაშია..
Laki
http://most.ge/rukebi/31-bbbbbbbbbbb-bbbbbbbbb-bbbbbb.html

საქართველოს ისტორიული რუკები
დაჩი
საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია * 1939 წლის 31 მარტი ― 2009 წლის 31 დეკემბერი

მამულიშვილი ზვიადი
70 წელი დაბადებიდან


ზვიად გამსახურდია (* 1939 წლის 31 მარტი ― † 1993 წლის 31 დეკემბერი),
- მწერალი,
- საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე,
- ენათმეცნიერი ("ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი",
- ქართული ეროვნული მოძრაობის თავკაცი,
- საქართველოს პირველი "პრეზიდენტი" (1991-1993).


ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მწერალ-"აკადემიკოს" კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის კერაში.
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სასწავლებელი 1957 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და მწერლობის განყოფილება ინგლისური მწერლობის განხრით 1962 წელს.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა რუსეთის საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი თავდასხმის დამგმობი ფურცლების გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული მოქმედება იყო იმ დროს. 1976 წელს გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის "ჰელსინკის ჯგუფი", 1989 წლიდან ჯგუფი იწოდებოდა საქართველოს ჰელსინკის კავშირად. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ კავშირის თავმჯდომარე.
ჰელსინკის კავშირი გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი - ქართველი ერის უფლებების, ქართული სულიერი ძეგლების, ქართული მართლმადიდებლობის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს:
- "საქართველო" ,
- "ოქროს საწმისი" ,
- "საქართველოს მოამბე" და სხვა.
ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის ჯილდოზე წარდგენილ იქნა ამერიკის კონგრესის მიერ. მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა არჩეულ იქნენ ცნობილ საერთაშორისო დაწესებულების "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International", მთავარი-ბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, მთავარი-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად.
ეროვნული საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურის ("კა-გე-ბე") მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ეროვნული მოღვაწეობისათვის“.
დღიდან გათავისუფლებისა, 1979 წლიდან ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც განხორციელდა 1987 წელს. 10 წლის პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა თავისუფლებაზე გამოვიდა.
ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული მოძრაობის თავკასცი. 1987-1990 წლებში ეროვნული მოძრაობის აღზევებისას მან მოაწყო რუსეთის იმპერიიდან დასახსნელი არა ერთი გამოსვლა-მსვლელობა, მათ შორის 1989 წლის აპრილის უდიდესი რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო შეკრება, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, მხეცური დარბევით, რის ამის გამო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა მოთავენი დააპატიმრეს.
1990 წლის 13 ოტომბერს რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურმა ავტო შეჯახება მოუწყო მერაბ კოსტავას, რის შედეგადაც დაღუპა. ასე გამოასალმეს სიცოცხლეს ზვიადის უახლოესი მეგობარიდა თანამებრძოლი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა საზოგადოებრივ გაერთიანებათა კავშირი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" , რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ თავისუფალ და მრავალჯგუფურ უზენაესი საბჭოს არჩევნბში. საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ და ამ მოვალეობას ასრულებდა 1991 წლის მარტამდე. აღდგენილ იქნა საქართველოს (1918-1921) სახელმწიფო ნიშნები (დროშა, ღერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი დრო. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს "პრეზიდენტად", რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო "საპრეზიდენტო" არჩევნებზე ზვიად გამსახურდიას დამაჯერებელი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო გამოკითხვისას შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე?"
საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა გასცა დადებითი პასუხი.
1991 წლის 9 აპრილს, გამოკითხვის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
ღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო დადგენილებით სამართლიანად სცნო 31 მარტის გამოკითხვის შედეგები (იხ. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა" , 11.04.1991).
1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს:
- რუმინეთმა,
- უკრაინამ,
- თურქეთმა,
- ყაზახეთმა,
- მონღოლეთმა,
- ლიტვამ,
- კანადამ,
- მოლდოვამ,
- აზერბაიჯანმა და
- არმენიამ.

სამხედრო გადატრიალება, დევნილობა (1992-1993)

1991 წლის 21 დეკემბერს ამერიკა-რუსეთის მიერ მართვადმა და ხელშეწყობილმა მოღალატე ჯგუფმა, რომელიც დამნაშავე ნაძირალებით შეავსეს, მათ ზურგს უმაგრებდა რუსეთის კავკასიის სამხედრო დაჯგუფების შენაერთები, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული დამნაშავენი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იგი ცოცხალი ძალითა და სამხედრო საჭურვილით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების მომწყობებს (იხ. გაზ. "მოსკოვსკიე ნოვოსტი" , 15.12.1992).
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენელნი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უზენაესი საბჭოს შენობა და საქართველო. დევნილი საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ჩეჩნეთმა შეიფარა. იჩქერიის "პრეზიდენტის" ჯოხარ დუდაევის მიწვევით გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ჩავიდნენ ქ. გროზნოში.
მთელს საქართველოში შეიქმნა წინააღმდეგობის მოძრაობა. სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მუდმივად მიმდინარეობდა ეროვნული მოძრაობის, მშვიდობიანი შეკრებები და მსვლელობები - რომლებიც მრავალჯერ იქნა დახვრეტილი და დარბეული:
- დახვრიტეს 1992 წლის 3, 7, 26 იანვარს, ხოლო 2 თებერვალს მოკლეს 23 და დაჭრეს ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მომხრე 183 ადამიანი. ასობით ეროვნული მოძრაობის წევრი დააპატიმრეს, აწამეს.
დანაშაულებრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა "მხედრიონმა" და "კიტოვან-სიგუას გვარდიამ" წამოიწყეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა დარბევა-დაწიოკება და ძარცვა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.

1993 წლის სექტემბრის დამლევს ზვიად გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). მისი მიზანი იყო აფხაზეთში არსებული ვითარების გამოსწორება და დევნილი ხელისუფლების აღდგენა. მცირე დროის განმავლობაში გამსახურდიას მომხრეთა ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა სამეგრელო და დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი - საქართველოში ორხელისუფლიანობა დამყარდა, გამსახურდიას სამართლებრივი ხელისუფლებისა და შევარდნაძის უსამართლო, თვითმარქვია ხელისუფლების სახით.
ზვიად გამსახურდიას მიზნებს აღსრულება არ ეწერა, ვინაიდან საქართველოს მოღალატე ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის მთავრობის დახმარებით გამსახურდიას ერთგული ლაშქრის წინააღმდეგ მოიწვია რუსეთის საზღვაო-სადესანტო ძალები ადმირალ ბალტინის მეთაურობით, რომლებმაც ჭარბი ძალებით შეტევა განახორციელეს დასავლეთ საქართველოზე სადაც საქართველოს ძირითადი შეიარაღებული ძალები იყო თავმოყრილი. დამარცხების შემდეგ, 1993 წლის ოქტომბრის დამლევს ზვიად გამსახურდია და პირადი დაცვის წევრებთან ერთად იძულებულნი გახდა თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინა.
ამერიკა-რუსეთის დაქირავებულმა მკვლელებმა 1993 წლის 31 დეკემბერს მამულიშვილი ზვიად გამსახურდია მოკლეს წალენჯიხის სოფელ ხიბულაში.
იმავე წლის თებერვალში გამსახურდიას ცხედარი გადასვენებულ იქნა ქ. გროზნოში და დიდი პატივით მიაბარეს ქართველთა მოძმე იჩქერიის მიწას. საქართველოში იმ დროს გაბატონებული მტრული შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან თვით ზვიად გამსახურდიას ცხედარსაც კი საფრთხე ემუქრებოდა, პატივის აყრა და აბუჩად აგდება.

მადლიერმა ქართველმა ერმა 2007 წლის მარტში ზვიად გამსახურდიას ნეშტი გადმოასვენა საქართველოში და 2007 წლის 1 აპრილს დიდი პატივით დაკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელში.
korsikeli
დედოფალი რუსუდანი, ჯალალ ად-დინ მენგიბერდი და საქართველო.

რუსუდანი-საქართველოს დედოფალი 1223-1245 წლებში. თამარ მეფის ასული.
პირველ წლებში საქართველოს ლაშქრობს ირანზე და აზერბაიჯანზე, თუმცა არც თუ წარმატებულად. ეს ბრძოლები არ იყო სტრატეგიული, იგი უფრო დარბევების და ნადავლის აღების ხასიათს ატარებდა და ამაზე დიდი ენერგია იხარჯებოდა.
რუსუდანმა 1223 იქორწინა სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა.
ამასობაში საქართველოს მოადგა ჯალ ალ-ედინი.
საინტერესეოა რომ იმდროინდელი დაზვერვა 0 იყო, რადგან სამეფო კარზე ტრიალებდა აზრი მონღოლთა ქრისტიანობის შესახებ, რითაც ქართველები ისარგებლებდნენ და ჯალალ ედ-დინს უკუაქცევდნენ. ამიტომაც ხორაზმელებთან ქართველებმა არ დაამყარეს კავშირი.
თავად ჯალალ ედინი როგორც მებრძოლი იყო საკმაოდ ძლიერი, თუმცა მის პოლიტიკურ ხედვაზე არაერთგვაროვანი რეაქციებია. დღეისობით მასაც ადანაშაულებენ იმაში რომ ქართველებს არ შეეკრა და მათთან ერთად არ იბრძოლა.
ასეა თუ ისე ქართველების და ხვარაზმელების ბრძოლა გაიმართა გარნისთან 1225 წელს აგვისტოში.
მტერი რაოდენობრივად იყო -150 000-200 000, ქართველები 60 000(დაუზუსტებლად).
აღსანისნავია ამ ბრძოლაში რომელსაც ქართველები ადგილზე ერთი დღე-ღამე ელოდებოდნენ, მტერი იდგა დაბლობზე, ხოლო ქართველები მაღლობზე. ივანე მხარგრძელი(ათაბაგ ამირსპასალარი) იყო ქართველთა მეთაური.
ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ.
4000 ქართველი ხელჩართული იბრძოდა. იბრძოლეს ბოლომდე. 4000-ვე დაიხოცა ისე რომ ივანე მხარგრძელი ზევიდან უყურებდა ამ ყველაფერს. (არსებობს გადმოცემაც თითქოს წინა დღეს დაულევია და გაბრუებული იყოო და ასევე მეორე ვერსია რის მიხედვითაც შური ჰქონდა ახალციხელის მიმართო)
შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.
აღსანიშნავია ისიც რომ გაქცევის დროსაც დიდი რაოდენობით ქართველი დაიხოცა.
შალვა ახალციხელი დიდი პატივით მიიღეს და ქალაქებიც ჩააბარეს სამართად თუმცა მოკლე პერიოდით. აღმოჩნდა მისი ფარული წერილობითი კავშირები თბილისთან და სასტიკი წამების მერე ხანჯლებით აკუწეს. მას დარცა შვილი ფარადავლე ახალციხელი რომელიც მონღოლებთან იბრძოლებს.
დაპირისპირების მიზეზად ათაბაგ მხარგრძელს და ახალციხელს შორის სახელდება რუსუდანის გამეფების პირველივე წელს ყივჩაყთა შემოჭრა საქართველოში დარუბანდიდან, რომლებიც მონღოლებთან იყვნენ დამარცხებულნი. მხარგრძელი მარცხდება ყივჩაყებთან. ამის მერე ხელმეორე დარბევისას შალვა ახალციხელი შეება მტერს და უკვე უკან გაბრუნებულ ყივჩაყებს უსასტიკესდ გაუსწორდა. ბელადმა ძლივს გაასწრო და თავლაფდასხმული დაბრუნდა ქილქუნის ბანაკში. აქედან მან ქუშხარას კაცი გაუგზავნა, მასთან შეხვედრა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გასვლა ითხოვა. უკვე ქართველთა გამარჯვებით დამფრთხალმა განძელმა უარით უპასუხა: ჩემი რჩევა თავის დროზე არ დაიჯერეთ და რაც დაგემართათ თქვენს თავსვე დააბრალეთო. მაშინ ყივჩაყებმა ადგილობრივ მუსულმანთა ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. მაგრამ ქართველებმა აღარ დააცადეს. შალვა ახალციხელს ომის ჟამს პაუზები არ უყვარდა და უწყვეტი იერიშებით მიაწია მტერს. ყივჩაყები ისევ იძლივნენ და უკუიქცნენ ჩრდილოეთისკენ.
კვალში ჩაუყენა შალვამ ქართველები და შირვანელები გაქცეულ მტერს. აუარებელი ყივჩაყი გაწყვიტეს, ან დაატყვევეს. შირვანისა და დარუბანდის ბაზრებზე ტყვე-ყივჩაყი ჩალის ფასად იყიდებოდა.

გარნისი გახდა საქართველოსთვის წელში გაწყვეტის პირველი ნიშანი. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ ედ დინი იღებს თბილისს. რუსუდანი ტოვებს თბილისს. შემდეგ მცირე ხნით იბრუნებენ და კვლავ გადიან. ქალაქს ქართველები გადამწვარს უტოვებენ მტერს.
ჯალ ალ ედ დინს საბოლოოდ მონღოლები ცვლიან. თავად ჯალალ ედ დინს ქურთები მოკლავენ.
gubaz_merve
სასურველია ქრონოლოგიურად დავაწყოდ ისტორია მიხარია რომ ეს თემა გაიხსნა,ვახესსომხები გვყავდა ერთი იუზერი კიდე ქუთაისელმაც უნდა იცოდეს დავიწყოდ სულ თასვიდან რომელი საუკუნეა?
bimo
ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.
რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

თბილისი, მთავრობის სასახლე
1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი
bimo
რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს,ალა
bimo
1195 წელს წმ.შალვა ახალციხელმა-შავლეგომ შამქორის ბრძოლაში თავისი რაზმით მტრის ცენტრი გაარღვია,მტერს დროშა წაართვა და ამან მნიშვნელოვანწილად გადაწყვიტა ბრძოლის ბედი...1202 წელს ბასიანის ბრძოლაშიც იგი გაარღვევს მტრის ჯარის ცენტრს ,მიეჭრება შემაღლებულზე მდგარ სულთნის კარავს,თავზე დაამხობს მას კარავს და სულთანი გაქცევით ძლივს უშველის თავს...ბრძოლია ამის შემდეგ ქართველების გამარჯვებით დამთავრდა...1226 წელს გარნისთან ჯალალედინის წინააღმდეგ წმ. შალვა და მისი ძმა რამოდენიმე ათასით იწყებენ ბრძოლას ცენტრში და შემდეგ გეგმის მიხედვით ივანე ათაბაგს 70 ათასიანი ლაშქარი ბრძოლაში უნდაჩჩაება,მაგრამ მან უღალატა სამშობლოს და მოაბრუნა ჯარი,შალვა და ივანე მტერს შეატოვა...ივანე დაიღუპა,ხოლო წმ შალვა ტყვედ ჩაიგდეს...ჯალალედინმა მას სარდლობა შესთავაზა სამშობლოსა და ქრისტეს ღალატის სანაცვლოდ,მაგრამ შალვა ახალციხელი არ დანებდა და იგი წამებით მოკლეს. მადლიერმა ერმა თავის გმირს გმირობის ჰიმნი-შავლეგო შეუქმნა და ქართველები ამ სიმღერით 1989 წლის 9 აპრილს მიდიოდნენ სიკვდილზე...საქართველოს საპატრიარქომ შალვა ახალციხელი წმინდანად შერაცხა...ხალხის ასეთი სიყვარული ერგოთ- მერაბ კოსტავას-შავლეგო-2,ზვიად გამსახურდიას,წმ.დავით აღმაშენებელს,წმ. თამარ მეფეს...
gubaz_merve
ციტატა(gubaz_merve @ 13.04.2009, 13:09) *
სასურველია ქრონოლოგიურად დავაწყოდ ისტორია მიხარია რომ ეს თემა გაიხსნა,ვახესსომხები გვყავდა ერთი იუზერი კიდე ქუთაისელმაც უნდა იცოდეს დავიწყოდ სულ თასვიდან რომელი საუკუნეა?

korsikeli
სასურველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ქრონოლოგიურად რთულია იმის გამო რომ გამოტოვებულ იქნება რაღაც ფაქტი ან მოვლენა და მაინც აირევა.
gubaz_merve
ციტატა(korsikeli @ 10.05.2009, 23:04) *
სასურველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ქრონოლოგიურად რთულია იმის გამო რომ გამოტოვებულ იქნება რაღაც ფაქტი ან მოვლენა და მაინც აირევა.

საქმე რაშია იცი ?თავში არ ამერევა smile.gif მოკლედ ბერძნებში ვარ და მართლა დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ როცა ვუსმენ ხანდახან მაკვირვებენ , განსაკუთრებით ერთი უძველესი სახელმწიფო საბერძნეთიაო მე კიდე უძველეს ლეგენდას ვახსენებ სადაც იაზონი ჩამოვიდა კოლხეთში ერთი მეცნიერის აზრით ისინი რკინის დამუსავების ხელოვნებას ეზიარნენ საქარტველოში,მაინტერესებს დღემდე არსებული ისტორიული ცნობებით საქართველოს ისტორია როდიდან იწყება?
korsikeli
ციტატა(gubaz_merve @ 12.05.2009, 17:39) *
საქმე რაშია იცი ?თავში არ ამერევა smile.gif მოკლედ ბერძნებში ვარ და მართლა დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ როცა ვუსმენ ხანდახან მაკვირვებენ , განსაკუთრებით ერთი უძველესი სახელმწიფო საბერძნეთიაო მე კიდე უძველეს ლეგენდას ვახსენებ სადაც იაზონი ჩამოვიდა კოლხეთში ერთი მეცნიერის აზრით ისინი რკინის დამუსავების ხელოვნებას ეზიარნენ საქარტველოში,მაინტერესებს დღემდე არსებული ისტორიული ცნობებით საქართველოს ისტორია როდიდან იწყება?

გააჩნია რას გულისხმობ:ტერიტორია(გეოგრაფი
ული, სადაც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ტომები), თუ ქართული სამეფოს შექმნა რომელზეც წერილობითი წყარო არსებობს.
იმ ადამიანთა ჯგუფებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე მოიპოვება საგნები და მათი სამოსახლო ნაგებობები, რომლის მიხედვითაც ჩნდება წარმოდგენები მათ ცხოვრებაზე და იმდროინდელ კულტურაზე.
საქართველოს როგორც უკვე შემდგარი სახელმწიფოს შექმნის და საქართველოს, როგორც გეოგრაფიული ადგილის თავისი მოსახლეობით ისტორია სხვადასხვა დრიოს მონაკვეთებია.
საერთოდ ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება. dry.gif
gubaz_merve
პირველი ევროპელი რომ კავკასიელი იყო რათ უნდა ამას მტკიცება smile.gifამასწინად კოლხური ღვინის 20ლიტრიანი დოქები იპოვეს მემგონი სოჩის ტერიტორიაზე და დიქტორი აცხადებს ბიზანტიის ცენტრიდან , კალხიდაო,რამდენი მარგალიტია გაბნეული ასეთი?ძალიან მაინტერესებს უძველესი ამულეტის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა რომელიც ლაზურ ენაზეა შესრულებული და ნაპოვნი აფრიკაში smile.gifსრულყოფილი წიგნი საქართველოს ისტორიაზე არ არსებობს ეხლაც ახალი გათხრები წარმოებს ყოველ წელს ახალი აღმოჩენებია თავის დადგმაა საწირო და ერთი დიდი ლეგენდა სეიქმნება ტურისტებს რომ აღაფრთოვანებს,7000 წელს ითვლის ჩვენი ისტორია ალBათ, უბრალოდ დანარჩენი დაფარულია,ცალკეული სამეფოების წარმოშობის ტარიღი თუ არსებობს და ყველაზე ძველი რომელია? თქმულება ჰაოსზე და ქართლოსზე დაახლოებით რომელ ეპოქას მიეკუთვნება?ეს ამბავი ძველზე ძველი უნდა იყოს.
AMANDA!
ციტატა(korsikeli @ 27.02.2009, 14:42) *
გადავწყვიტე ეს თემა გავხსნა. ვეძებე მაგრამ ვერ ვიპოვე მსგავსი.
აქ დავდოთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერა, სუბიექტური და ობიექტური მოსაზრებები.
მე მგონი დღეს ბევრი რამ გვაქვს ისტორიიდან სასწავლი და გასაანალიზებელი. ჩვენი ისტორია კი იმდენად მოცულობითია და ნაყოფიერი, რომ ობიექტური დასკვნის გამოტანა მაინც არ გახდება ძნელი. smile.gif

კორსიკელო ბრავო!
ძალიან კარგი და საინტერესი ტოპკია.
korsikeli
ციტატა(gubaz_merve @ 13.05.2009, 13:19) *
პირველი ევროპელი რომ კავკასიელი იყო რათ უნდა ამას მტკიცება smile.gifამასწინად კოლხური ღვინის 20ლიტრიანი დოქები იპოვეს მემგონი სოჩის ტერიტორიაზე და დიქტორი აცხადებს ბიზანტიის ცენტრიდან , კალხიდაო,რამდენი მარგალიტია გაბნეული ასეთი?ძალიან მაინტერესებს უძველესი ამულეტის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა რომელიც ლაზურ ენაზეა შესრულებული და ნაპოვნი აფრიკაში smile.gifსრულყოფილი წიგნი საქართველოს ისტორიაზე არ არსებობს ეხლაც ახალი გათხრები წარმოებს ყოველ წელს ახალი აღმოჩენებია თავის დადგმაა საწირო და ერთი დიდი ლეგენდა სეიქმნება ტურისტებს რომ აღაფრთოვანებს,7000 წელს ითვლის ჩვენი ისტორია ალBათ, უბრალოდ დანარჩენი დაფარულია,ცალკეული სამეფოების წარმოშობის ტარიღი თუ არსებობს და ყველაზე ძველი რომელია? თქმულება ჰაოსზე და ქართლოსზე დაახლოებით რომელ ეპოქას მიეკუთვნება?ეს ამბავი ძველზე ძველი უნდა იყოს.

ჯერ-ჯერობით არ უნდა მტკიცება. smile.gif

უძველესი ქართველების ისტრორიული მდგომარეობა(აბსოლიტურად ყველანაირ ასპექტში) სადავო გახადეს მავანმა და ეს ისევ ალბათ ქართველთა უყურადღებობით და მე ვიტყოდი თავისი ბუნების ბრალიც არის.
წყაროებში ხშირად არის მოხსენიებული ტერმინი ''პირ-იქითა'' და ''პირ-აქეთა'' საქართველო. პირ-იქითა საქართველოში იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი. მაგ:ხევსურეთის პირ-იქითა ნაწილი მოიცავს შატილის, არხოტის და არდოტის ხეობებს და იგი მთავარ ქედს გადაღმა მდებარეობს. თუშეთის უზველესი ნაწილიც მოიცავს მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს. ხევსურების და თუშების უძველესი დროიდან მოსახლეობა ჩრდილოეთ კავკასიის მხარეებში მეცნიერულად დასაბუთებულია.
ასევე სვანებიც. ისინიც პირ-იქითა საქართველოშიც ცხოვრობდნენ, რაც დასტურდება ადგილების სახელწოდებებით, სვანური კოშკებით და ა.შ. ეს არის ყარაჩაი ბალყარეთის ტერიტორიაზე. თუმცა ხევსურების და თუშების საკითხებთან შედარებით სვანების საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი.


ეხლა რაც შეეხება თქმულებას ჰაოსზე და ქართლოსზე, მართლაც საინტერესოა.

ქართველთა საცხოვრისის შესახებ ლეონტი მროველს აქვს ''ქართლის ცხოვრება''. აქ ის ამბობს რომ კაცობრიობა ბიბლიური ნოეს შთამომავალია. და ქართველები თავის კავკასიელ მცხოვრებებთან ერთად ნოეს ჩათვლით არიან მისი შთამომავლობის მეხუთე თაობის წარმომადგენლები. ნოეს შთამომავლობით, თარგამოსის ვაჟები არიან: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს — ესენი არიან ღვიძლი ძმები.
ჰაოსის და ქართლოსის უფროს-უმცროსობის საკითხი დიდი კვლევის და განსჯის საგანია დღემდე. ანუ ლაპარაკია ჰაოსის უპირატესობისა ყველა სხვა ძმასთან, მათ შორის ქართლოსთან. ჰაოსის უფროსობის გარემოებად ის ითვლება, რომ ლეონტი მროველის თანახმად საქართველოში ძირითად ენად აღიარებდნენ სომხურს. და ქართული შემოიღეს მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ტერიტორიაზე შემოვიდა ბევრი უცხო ტომი და მათ შორის ნაბუქოდონოსორისიდან შემოსული ებრაელობა. სწორედ ამათ შემოსვლის შემდეგ შემოიღეს ქართველებმა ქართული(მროველის თანახმად).

აღსანიშნავია რომ ლეონტი მროველის მიხედვით აღწერილი საზღვრები საქართველოსი იწყება მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირიდან, მთელი შავი ზღვის სანაპირო ტამანის ნახევარკუნძულამდე ყოფილა საქართველო.
gubaz_merve
მჯერა თქმულებების...ნაწილობრივ,ქართ
gubaz_merve
მჯერა თქმულებების...ნაწილობრივ,ქართ
korsikeli
ისტორიაში შევა ეს პაჯერო. opizar.gif
gubaz_merve
მოკლედ smile.gif დიდი ნაშრომი მეწერა smile.gif მარა არ გადმოიქაჩა დაკოპირებული მქონდა ,მაინც არ დაიწერა სრული სახით ,აზრი ის იდო რომ ლეონტის მომაჩმახის გააბატილება შეუძლია პატარა ტესტს რომელიც დაადასტურებს ან უარყობს ზღვის არსებობას უშგულში თუ იქ ზღვა არასდროს არ ყოფილა რისი კვალიც სხვაგან შრეების სახით მთებში გვხვდება რაც იმას მოწმობს რომ წარღვნა მეორდება მემგონი ყოველ თორმეტი ათას წელიწადში ერრხელ ლაპარაკობს იმაზე რომ ნოე ვერ შეხვდა მთაში გახიზნულ მოსახლეობას რომლრბიც სვანებთან სტუმრობდნენ.
ეხლა სხვა ...,ქვის ხანა,ნეოლითი პალელითი აი სუ ეს არი რაც ისტორიის გაკვეთილებიდან მახსოვს , ნე ვსლუჟბუ ა ვდრუჟბუ თუ არ გეზარება ჩამოწერე პერიოდები სიძველის მიხედვით და წლები მიაწერე რომ საინტერესო მოსაუბრე გავხდე smile.gif
korsikeli
ციტატა(gubaz_merve @ 19.05.2009, 11:11) *
ეხლა სხვა ...,ქვის ხანა,ნეოლითი პალელითი აი სუ ეს არი რაც ისტორიის გაკვეთილებიდან მახსოვს , ნე ვსლუჟბუ ა ვდრუჟბუ თუ არ გეზარება ჩამოწერე პერიოდები სიძველის მიხედვით და წლები მიაწერე რომ საინტერესო მოსაუბრე გავხდე smile.gif

პალეოლითი- იწყება დაახლოებით 2 მლნ წლის წინათ.
მეზოლითი- დაახლოებით 10 ათასი წლის წინათ.
ნეოლითი-დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ(იგივე ქვის ხანაა, ოღონდ გვიანდელი პერიოდია) ამის შემდეგ სპილენძის ხანაა შედარებით მოკლე ხნით.
ბრინჯაოს ხანა- (სპილენძის ხანის შემდეგ) ძვ.წ 3500 წლიდან დაახლოებით 1100 წლამდე ძვ.წ-ით.
ამის მერე იწყება რკინის ხანა.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.