ციტატა(eddie @ 1.07.2009, 21:45)

ფრანგული გამოცემა საქართველოს კვლავ საშიშ ქვეყნად მოიხსენიებს
თბილისი კი აქაც რუსულ ხელს ხედავს
საქართველო ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა „პეტი ფუტში“ უკვე მეორედ ტურისტულად ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის დასახელდა. ფრანგულ გიდგამოცემაში საქართველო ყველაზე საშიში ტურისტული ქვეყნების სიაში მე-11 ადგილზეა.
აზერბაიჯანული სააგენტო “აპა-ეკონომიქსის” ინფორმაციით კი ფრანგული გამოცემის მიერ ტურისტებისთვის საშიში ქვეყნების სიაში საქართველო რუსეთთან არასტაბილური ურთიერთობის გამო მოხვდა. ყველაზე საშიში ტურისტული ქვეყნების სიაში შედიან ავღანეთი, ერაყი, სომალი, ბოლივია, გონდურასი, კოლუმბია, ლიბია, მალაიზია, სამხრეთ კორეა და ფიჯი.
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პეტრე კანკავას აზრით, შესაძლოა ამ შემთხვევაში ადგილი კვლავ რუსულ დეზინფორმაციას ჰქონდეს. „საქმე ისაა, რომ 2–3 თვის წინ რუსულმა საიტებმა „პეტი ფუტზე“ დაყრდნობით მსგავსი ინფორმაცია გაავრცელეს. ჩვენ მაშინვე დავრეკეთ „პეტი ფუტის“ ხელმძღვანელობასთან და აღმოჩნდა, რომ კომპანიას აღნიშნულ ინფორმაციასთან საერთო არაფერი ჰქონდა. პირიქით, მან გამოსცა გიდ–ჟურნალი, სადაც მითითებულია, რომ საქართველო ერთ–ერთი საუკეთესო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა. ასევე მარტივად დავადგინეთ, რომ ეს რუსული დეზინფორმაცია იყო. ამიტომ, დღევანდელ ინფორმაციასაც „პეტი ფუტთან“ გადავამოწებთ“–აცხადებს კანკავა.
``კომერსანტი``
მოვუწოდებ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს გამართონ აქცია პრეზიდენტის სასახლის წინ პარიზში, ლოზუნგით ბათუმი -მოეროე ბარსელონა.
მოვუწოდებ რუსთავი-2 სასწრაფოდ მიაწოდოს ფრანგულ ტელეარხებს მიხეილის გამოსვლა ბათუმში, როდესაც საფუძელი ჩქაეყარა ბარსელონის მშენებლობას!!
ინფოპრმაციული ომი მოსაგებია
მილიონი ფრანგი ტურისტი ქობულეთსა და ახალციხეში