ციტატა(Opizar @ 14.08.2008, 23:23)

ომში, დუელში თუ სარეცელზე
რამდენი მოკვდა, ღმერთო, რამდენი:
ჩემზე უმცროსი და უკეთესი
მართლაც საგმირო საქმის ჩამდენი.
მათ ასაკს უკვე გადავაბიჯე,
მაგრამ ის წლები, რაც უნდა განვვლო,
ვაითუ ჰგავდეს ჭრელ_ჭრელ აფიშებს
და, აურზაურს არაფრის გამო.
ძველად სიბერე როდი ეწერა
ჭეშმარიტ ვაჟკაცს,
ჭეშმარიტ პოეტს.
იქნებ, ლაჩარი არის დღეგრძელი,
სულის სიმშვიდეს ვინც შიშსი ჰპოვებს?
და თუ ვიცხოვრე და ვიხმაურე
და თუკი ბედმა არ გამიმეტა,
ხომ არ მიმიძღვის დანაშაული
ჩემს თავთან, ღმერთთან ანდა ვინმესთან?
არ მოგხვედრია სხვისთვის ნასროლი?
არ მოგიხდია სხვისი სასჯელი?
სიკვდილ_სიცოცხლის დამფრთხალ სასწორზე
შვება მეტია თუ სატანჯველი?
ვისაც სიცოცხლის ჟინი ფერფლავდა
და წინათგრზნობა ჰქონდა სიკვდილის.
ბევრი მოასწრო
და რაც ემართა
გადაიხადა თავთან ჭიდილით.
მათი ასაკი მართლაც მაოცებს:
ოცდაჩვიდმეტი...
ოცდარვა...
____________
ღმერთო, იმდენი წელი მაცოცხლე,
რამდენჯერც დღემდე მოვმკვდარვარ...
შოთა ნიშნიანიძე