Anonymous
16.10.2003, 6:16
კაცი ვარო შენ უნდა თქვა ჯორდანო!
თუ ვინმე შენთან შემოდის ან შემოდიოდა გაიგებს რისი თქმაც მინდა :smile:
აბა წარმატებებს გისურვებ მომავალშიც! :wink:
გუშინ ჯორდანო დასწვეს კოცონზე
მისი დამწველი ღმერთაც ახსენეს,
დღეს ჯორდანო დგას ღმერთის კვარცხლბეკზე
დამწველის საფლავს ხავსი ამშვენებს!
მალადეც ჯორდანო! :smile:
[ This Message was edited by: ბაჩო on `2003-10`-16 11:38 ]
ლამაზი სიკვდილი!
ერთადერთი რაზედაც მიოცნებია ლამაზი სიკვდილი, ბრძოლაში სიკვდილი იყო!
6 იანვარს დილის 4 საათზე მშრალ ხიდთან ჩემი ბეტეერი ააფეთქეს , დავინახე როგორ გადნა ლითონი, ვერ მომკლა მხოლოდ ერთი თვით დამაყრუა, გადმოვედით და მომხვდურებს ცეცხლი მივეცით.
ალბათ გინახავთ იმ პერიდში გაზეთებში გამოქვეყნებული დამწვარი ბეტერი წინ რომ თეთრი ქართული ჯვარი ეხატა.
მომხდურები ადგილზე განადგურდენ . ზოგი მტკვარში გადახტა და იქ დაეწიათ საბედისწერო ტყვია.
მახსოვს ერთი ხელს იქნევდა თურმე ცურვა არ იცოდა,
თანაც ყვიროდა თურმე, არ მესროლოთ არ მინდა სიკვდილიო!
მე არ მესმოდა, მაგრამ მივხვდი რომ სიკვდილი არ უნდოდა.
შენ ჯოჯოხეთი გელოდება !
ეს იყო ბოლო ფრაზა რაც გაიგონა ჩვენგან!
იმ წუთებში ჩემი მეგობრები დახვრიტეს ავტობუსში მარჯვენა სანაპიროზე.
ეკარუსის მარკის ავტობუსი სისხლში ცურავდა.
შემზიზღრდა სიკვდილი ჩემი მეგობარების სისხლით სავსე ავტუბუსში რომ ავედი.
მერე მრავალჯერ მქონია შემთხვევა, ზოგჯერ ალყაში მოქცეულს, და მაინც მინდოდა სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის რომ მტერი არ გამეხარებია.
უფრო გვიან უთანასწორო ბრძოლაში მოღალატემ ზურგში ჯერი დამაყარა.
მივხვდი რომ ახლოს ვიყავი სიკვდილთან. სუნთქვა შემეკრა, წამართვა მოძრაობის უნარი მხოლოდ ზედა ხელები მუშაობდა რომელიც აბოლებულ იარაღს არ უშვებდა.
სი-ენ-ენის კორესპოდენტი მომვარდა კამერით ხელში ,რომ მნახა რომ სისხლში ვცურავდი, უნდოდა გადაეღო სახე როგორ ვკვდებოდი.
წართმეულ კიდურებში ძალა ვიგრძენი და და კამერას ჩავაფურთხე , მერე ფეხი ვკარი და ნამსხვრევებად ვუქციე!
მერე დიდხანს ვფიქრობდი დაჭრილი რომ ვიყავი, რად უნდოდა იმ ახვარს ჩემი სიკვდილის გადაღება?
იქნებ გადაეღო?
არა..!
ჩვენ არ ვაპირებთ მოვკვდეთ ისე რომ არ მოვიდეთ!
ჩვენ ლამაზი სიკვდილი გვინდა მხოლოდ უკან დასაბრუნებლად!
ჩვენ ბრძოლაში გვინდა სიკვდილი!
რადგან სიკვდილი უბრალოვდება როცა მის ზღვარს ათასჯერ გადადიხარ!
ჩვენ გვინდა მოვკვდეთ ,რომ დავამრცხოთ სიკვდილი!
ნამდვილ ჯორდანოს გაუმართლა!
ჯანა დარკსაც!
ისინი მოკვდნენ რომ ეცოცხლათ!
Anonymous
16.10.2003, 13:32
მოკვდი მერე შე კაცო!!!
შენც გეშველება და ჩვენც, დაისვენებს ფორუმი :wink:
დღეს "აბი გლუკოზა "არა გვაქვს ,შემცვლელად შეგვიძლია შემოგტავზოთ"ვარდის ოყნა" ან" მოტორიანი თხა" ანუ ვიბრატორი.
ხვალ გამოიარეთ გეთაყვა, იქნებ გვექნეს შემოტანილი.
კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში კი დარეკეთ- 911 ნომერზე!
რაც შეეხება ექიმის მიერ გამოწერილ შანტალის მარკის ნიფხვებს, ჯერ მისი ნაშველი პრაქტიკაში ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული.
პატივისცემით:
აფთიაქარი-ზარა
QUOTE
On `2003-10`-16 06:16, antagonisti wrote:
კაცი ვარო შენ უნდა თქვა ჯორდანო!
თუ ვინმე შენთან შემოდის ან შემოდიოდა გაიგებს რისი თქმაც მინდა :smile:
აბა წარმატებებს გისურვებ მომავალშიც! :wink:
რა ქნა ამ ჯორდანომ ასეთი,არ იტყვით?! :wink:
[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-16 13:59 ]
jordano
16.10.2003, 13:50
ამანდა, დათა თუთაშხია ნამდვილად გექნება წაკითხული. ხომ იცი, რამ მოკლა მუშნი ზარანდია? :smile:
jordano
16.10.2003, 13:53
ლაკი
რა ქნა და თქვა: ბრუნავსო
ისე, ეტყობა მთვრალმა თქვა ეგ. გუშინწინ მეც მაგარი მთვრალი ვიყავი და დავრწმუნდი რომ მართალი ყოფილა ის პატიოსანი კაცი.
დედამიწა მრგვალია ,მარტო იდიოტებს ეჩვენება კვერცხების ფორმის! :grin:
მაგი შეკაცო გაგილეიმაც კი თქვა მაგრამ ამ ფორუმში არავის გახსენებია რატომღაც "მაი ამბავი"! :roll:
jordano
16.10.2003, 14:06
ეგრე მარტივად არაა საქმე, ზარა :smile:
პირველ კურსზე ვართ, ინფორმატიკის გამოცდა გვაქვს და ბულის ლოგიკაზე მიდის ბაასი სტუდენტს (ჩემს ჯგუფელს) და გამომცდელს შორის. საწყალი, ახალგაზრდა კაცი იყო. მამა-შვილი დაიღუპა ავარიაში :sad:
ჰოდა, მოკლედ, გამომცდელი ეკითხება სტუდენტს: წინადადება "დედამიწა მრგვალია" ჭეშმარიტიაო? ამანაც - კიო.
წინა მერხიდან ერთი მობრუნდა
დედამიწა პოლუსებთან შებრტყელებულიაო!
:smile:
jordano
16.10.2003, 14:06
ლაკი
გალილეიმ გადათქვა მერე :smile:
არ გადათქვამდა და მისი აჯობებდა
არ იყო ალბათ ლოთი გელილეი და მიტომ გადათქვა!
ისე,მაგ ლოგიკას თუ მივყვებით ჯორდანოს რეპუტაცია ცოტა საეჭვოც კი ხდება...!!! :grin:
jordano
16.10.2003, 14:15
პირიქით, მაგარი კაცი იყო ჯორდანო, სიმთვრალეში დანაქადნები სიფხიზლეშიც ახსოვდა.
საწყალი მეფე გიორგი ქართველებში მაგის არქონას არ დარდობდა სიკვდილის წინ?
:smile:
[ This Message was edited by: jordano on `2003-10`-16 14:15 ]
Sikvdila
16.10.2003, 14:16
ჯორდანო შენ რა ქენი ისეთი ამხელა თემა რომ მოგიძღვნეს ? :smile:
რიტორიკა ქართველების მოქონილი მგონია მე.კერძოდ, მთვრალი ქართველებისა! :smile:
jordano
16.10.2003, 14:19
ეს რაა? აქ თემებია, ათეულ გვერდებს აღწევს :smile:
ასე რომ რეკორდი ნაღდად არ მეკუთვნის.
jordano
16.10.2003, 14:23
ლაკი
უეჭველად
სამწუხაროდ, მთვრალი და ფხიზელი ქართველის რიტორიკა მთლად "თავსებადი" არაა ხოლმე. უფრო სწორად, პიროვნებაზეა დამოკიდებული. აი, მაგ ფრონტზეა მუშაობა ჩასატარებელი. თავსებადობის საშუალო კოეფიციენტი უნდა ავამაღლოთ.
Al-pachino
16.10.2003, 14:56
ჯორდანო გამოყენებით მათემატიკის ფაკულტეტზე ხო არ
სწავლობ ?
თუ კი
ვინ მამაშვილი დაიღუპა მითხარი.ან აქ ან პრივეიტში
[ This Message was edited by: `Al-pachino` on `2003-10`-16 14:57 ]
არავითარი რიტორიკა. ქართველებს თანგანწირვის უნარი აქვთ და გმირობის.
jordano
16.10.2003, 16:20
ვსწავლობდი
მამა-შვილი მურმან და გიგა წულაძეები :sad:
დიდი ხნის ამბავია. მაშინ სტუდენტი ვიყავი. 94-ში ჩავაბარე, 98-ში დავამთავრე ბაკალავრიატი, 2000-ში მაგისტრატურა.
როგორც მივხვდი, შენც "ჩვენებური" ხარ :smile:
jordano
16.10.2003, 16:29
ზარა
რიტორიკისაც გვაქვს და როცა ეს თავგანწირვასა და გმირობასთან ერთად გვხვდება კაცში, დამატებითი პლიუსია.
ხომ იცი:
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი
:smile:
ვა, მიშა, შენზეა ლაპარაკი? :smile: რა არის მაგითანა საარაკო გმირობა რომ ცალკე თემა გიძღვნეს :grin:
jordano
16.10.2003, 17:09
რა ვიცი, ბაჩო, რა ვიცი
ეტყობა, დიდი ჯორდანოსი არ იყოს, მეც მთვრალი ვიყავი :smile:
jordano
16.10.2003, 17:13
უჰ, ახლა ვარ მაგრად:
"ჯორდანო ვნახე დაჭრილი, ინდუსებს ეომებოდა"
მორჩა კინო, წავედი ინდოელებთან სახმალაოდ. ვინმე შამანტ მურთხმა (გვარი ისეთი აქვს, "მურთხს" წააგავს და წესით გარეგნობაც უნდა უწყობდეს ხელს) ჩემს ერთ-ერთ შედევრს თავ-ბოლო ვერ გაუგო და უნდა ვუშველო.
QUOTE
On `2003-10`-16 17:09, jordano wrote:
რა ვიცი, ბაჩო, რა ვიცი
ეტყობა, დიდი ჯორდანოსი არ იყოს, მეც მთვრალი ვიყავი :smile:
აი, ეგრეა, მიშა-დაუდუღებელმა ღვინის სმამ იცის :grin: აცალეთ თქვე ოჯახაშენებულებო :grin:
Al-pachino
16.10.2003, 17:31
პრივეიტში მოგწერ
Anonymous
16.10.2003, 17:31
რავა გული გაუსკა თუ?
შვილს რომ მამა მოაკლევინა?
ისე ხომ იცი შვედურათაც არის ნათარგმნი დათა თუთაშხია :smile:
Al-pachino
16.10.2003, 17:43
QUOTE
On `2003-10`-16 16:20, jordano wrote:
ვსწავლობდი
მამა-შვილი მურმან და გიგა წულაძეები :sad:
დიდი ხნის ამბავია. მაშინ სტუდენტი ვიყავი. 94-ში ჩავაბარე, 98-ში დავამთავრე ბაკალავრიატი, 2000-ში მაგისტრატურა.
როგორც მივხვდი, შენც "ჩვენებური" ხარ :smile:
მაგის გამოცნობას რა უნდა
ერთი კურსით მაღლა ვიყავი. ისე მეც 98 ში დავამთავრე
როგორ ხარ? რას შვები. ნანა როგორ არის ბენიძე ისევ იქ მუშაობს ? სხვები როგორ ხართ შენი კურსელები .
ისე მაგენთან ნაჩხუბარიც კი ვარ ადრე მარა აღარც კი მახსოვს წყენა. სად მუშაობ ?
ბოლო ბოლო გალილეია სწორი თუ გალილეო?
jordano
16.10.2003, 17:59
ინიციალები: ა.გ.?
გმადლობ, კარგად ვარ. თავად?
ნანასი რა მოგახსენო. `2-3` საუკუნეა, არ მინახავს და არც ჩვენი ურთიერთობაა მთლად იდეალური. ახლა უკვე კოლეგები ვართ (ვასწავლი მშობლიურ ფაკულტეტზე)
ჯგუფელები კარგად არიან. ყველანი ვმუშაობთ და მთელი საქართველო ჩვენია :smile: ბანკებში, ინტერნეტ-პროვაიდერებში და სად არა.
მე ახლა ამ პროექტს ვაკეთებ
http://digi.sourceforge.net/
თუ ღმერთმა მშვიდობა ქნა და ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგარი რამე გამოვა. ძალიან მაგარი.
jordano
16.10.2003, 18:00
კუმეო
ედუარდია სწორი თუ შევარდნაძე? :smile:
jordano
16.10.2003, 18:01
პასუხი:
ცალ-ცალკე სწორია და ერთად - გასაიმპიჩმენტებელი
Al-pachino
16.10.2003, 18:15
არც მეგონა თუ გეხსომებოდი .
ჩემი საქმე უფრო რთულადაა
ვარ გადაკარგულში (ათენში)
მად არავინ მომეხმარა რომ რამე მეშოვა სამსახური.
ახლა აქედანაც ვერ მოვდივარ. პროექტს ვაკეთებ და უნდა დაუმთვარო პატრონს . არც მიხდის იმდენს რომ ღირდეს აქ ყოფნად.
ვაკეთებ ფონდებისთვის აღრიცხვის პროგრამას.
სქლ სევერისთვის სი შარფიდან ვაკეთებ კლიენტს წინ აპლიკაციაა კლიენტი ვებ სერვისებზე მაქვს შუა დონე რეალიზებული. მაქვს ოხრად ბაგები და ვარ ასე
მეც მინდა ადმინისტრატორობა დავიღალე ამ კოდისწერით თუ სთორ პროცედურებს ვწერ თუ
ვებ სერვისებს თუ კლიენტის მხარის კოდს.
არა პროფესიას ვიცვლი რომ ჩამოვალ შენ თუ გაქს რამე იდეა რა შეიძლება მოიგონოს კაცმა უფრო ადვილი
მად რომ ჩამოვალ?
მაგი კაი ყველაფერი მაგრამ, ეს ლენოარდო და ვინჩი ვინები იყვნენ?
jordano
16.10.2003, 20:38
კარგი მეხსიერება მაქვს :smile:
რა ადმინისტრირება, კაცო? გაუმარჯოს პროგრამირებას, გაუმარჯოს ოფენ სორსს. ძირს "თელასი". რამდენი რამე მქონდა ნაწერი, თან რაღაც გავუშვი და... დენიც გამოირთო.
ეგენი არიან
რაც შეეხება სამსახურის შოვნას, ეს ჩემთვის მეოთხეა. რა ვიცი, 1997 წლის (ანუ პირველი სამსახურის შოვნის) შემდეგ ეგ პრობლემა არ მქონია და იმედია, მერეც არ მექნება. მეოთხეც იმიტომაა, რომ უკეთეს ხელფასსა და პირობებს ვეძებდი.
ასე რომ ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო საკუთარი პროფესიით.
jordano
16.10.2003, 20:40
კუმეო
მე ვასკო და გამაზე დამემართა ეგ ბავშვობაში. ძალიან მიყვარდა წიგნები მოგზაურობებზე და მოგზაურებზე. კოლუმბი და მაგელანი მაბოდებდა :smile:
ჰოდა ერთხანს მეგონა რომ ვასკო და გამა ორი სხვადასხვა პიროვნება იყო :smile:
ჰო ჩემს მეგობარს დაემართა ბიძია თომას მანის ქოხზე :smile:
ერთმა "ბლონდ"-მა: უი "ისტორია ხიხ ვეკა"(რუსულად) არ მაქვს წაკითხულიო :smile: მაგრამ 7 მუშკეტერი და 3 სამურაი ძალიან ზედმეტი იყო!!!
ვასკო და გამას პონტში ილია და აკაკი არ გამოდგება ?
jordano
16.10.2003, 20:46
ერთი ადგა სუფრაზე: 9 ძმა ხერხეულიძის დედას გაუმარჯოსო.
მეორემ(თხა თხაზე ნაკლებიო) და: 300 არაგველის დედას გაუმარჯოსო :smile:
QUOTE
On `2003-10`-16 20:46, jordano wrote:
ერთი ადგა სუფრაზე: 9 ძმა ხერხეულიძის დედას გაუმარჯოსო.
მეორემ(თხა თხაზე ნაკლებიო) და: 300 არაგველის დედას გაუმარჯოსო :smile:
ისე 26 კომისრის თუ რაგაც მეტრო რომ არის, შაომიანზე(თუ არ ვცდები) 4 კაცის ქანდაკება დგას, მე მართლა ბიითლზები მეგონა ბავშვობაში ჩემი მამიდაშვილის გადამკიდეს :smile:
QUOTE
On `2003-10`-16 20:46, jordano wrote:
ერთი ადგა სუფრაზე: 9 ძმა ხერხეულიძის დედას გაუმარჯოსო.
მეორემ(თხა თხაზე ნაკლებიო) და: 300 არაგველის დედას გაუმარჯოსო :smile:
ის "ერთი" ქართულ ანეგდოტში ოსად არის ცნობილი. ქართველებში ჩავარდნილა ოსი, ნიშნად სტუმრის პატივისცემისა, ქართველებს თამადობა შეუთავაზებიათ მარტოდ მყოფი ოსისათვის :grin: . და მიჰყოლია გახარებული ოსი სუფრის გაძღოლას სამი მუშკეტერიდან (როგორც რაინდები) , როგორც წესი, თამადა ყოველთვის ცდილობს ცოტა მეტი ჩატოვოს ჭიქაში რომ ბოლოს თვითონღა შემორჩეს სუფრას. ჰოდა, თავისი ჭკუით მოუნდა ოსსაც ღვინოში ჩაეხრხო ქართველები-ვერ გამოუვიდა, 300 არაგველთა სადღეგრძელოზე გადააყენეს-ეს რაღაცას გვიწყობსო :grin:
მორალი: ქართველი ქართულ სუფრაზე ათამადეთ,
სხვა ვერ გაგვიწევს თამადობას,
სხვა ვერ გაგვიწევს დავითობას,
სხვა ვერ გაგვიწევს თამარობას! :smile:
[ This Message was edited by: ბაჩო on `2003-10`-17 01:49 ]
Al-pachino
17.10.2003, 1:35
[ This Message was edited by: `Al-pachino` on `2003-10`-17 11:34 ]
მაგ 300 არაგველზე ერთი ლამაზი ლექსი აქვს იოსებ ლონგიშვილს, "შატილის ასული"-ის ავტორს და ის თვლის რომ სამასმეერთეც იყო (ლელა) და ლექსსაც ასე ჰქვია "სამასმეერთე"! მე მაქვს მის მიერ ნაჩუქარი ლექსების წიგნი სადაც ის ლექსიც არის შესული-დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მას ცალკე თემაში "ქართული პოეზია"! საწყალს (უსინათლოა ძია იოსები) არ მოექცნენ კარგად "ერისიონის" ხელმძღვანელები! აგერ ჯორდანოს ფორუმზეც არის "ერისიონის" შესახებ-მაგრად იჭრებიან ბევრ რამეში (კარგით, ეს სხვა თემაა)
_________________
ერის წიაღში ნაშობ მარგალიტს, ობი ვერასდროს ვერ მოედება!
[ This Message was edited by: ბაჩო on `2003-10`-17 03:13 ]
Anonymous
17.10.2003, 5:52
QUOTE
On `2003-10`-16 13:53, jordano wrote:
ლაკი
რა ქნა და თქვა: ბრუნავსო
ისე, ეტყობა მთვრალმა თქვა ეგ. გუშინწინ მეც მაგარი მთვრალი ვიყავი და დავრწმუნდი რომ მართალი ყოფილა ის პატიოსანი კაცი.
ჯორდანო არ გინდა რუსტავი2 ადმინ გახდე?! :wink:
კავკასიე�
17.10.2003, 7:11
სასტავს გაუმარჯოს
არ იცი, ანტაგონისტ, უზრდელი როდის ჩამოვა? არ დაუბარებია, რომ მიდიოდა? :grin: ან იქნებ ლოლამ იცოდეს? "მელა ახსენე, ჯოხი ხელში დაიჭირეო"-ნათქვამია.
jordano
17.10.2003, 11:01
ანტაგონისტ
მაგაზე "ჰო" შეიძლება ძალიან მთვრალს წამომცდეს, თორემ ფხიზელს არა.
კაცმა რომ თქვას, ოფიციალურად თუ შემომთავაზებენ, ხელფასით - კიდევ ჰო, დავფიქრდები მაინც და ისე სად მაქვს მაგის ნერვები? რამდენი ჭაღარა მაქვს თავში, რომ იცოდე.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას რომ მეუბნებიან, გიხდებაო :smile:
არავისთან არ შევდივარ და საუბარი არ ვიცი რაზეა.
მაგრამ სხვა რაღაცისათვის მინდა თემა გამოვიყენო.
პირველი სასიხარულო ცნობა: გერგეზი ცოცხალია!!! კომეტის გაელვება დაფიქსირებულია დღეს 17 ოქტომბერს 11:00-ზე და აღბეჭდილია ნივთმტკიცებად:
ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიყვიროთ: გერგეზი დაბრუნდი!!! (შემოგვიერთდით). აუცილებელი არაა ისეთი სადამსჯელო და ტოტალიტარული მოდერაცია როგორც მაგალითად საფიხვნოზეა. მე გერგეზის სტილი სავსებით მომწონდა, წაშლის პლანკა მაღალზეა, მაგრამ როცა გადაახტა სასტავი - წაშალეს. აქ აყალმაყალია, მაგრამ სამაგიეროდ თავისუფლებაც და ჩემთვის ეს მისაღები ფასია.
jordano
17.10.2003, 12:27
რუსთავი 2-ის ფორუმს სჭირდება დიქტატ 2
:smile: :smile: :smile:
როცა რაიმე ადგილი თავისუფალია, იმ ადგილს ცრუ აღმსრულებელი იკავებს.
მე მაგალითად ერთ დროს მოვითხოვდი სარდლის წოდების გაუქმებას, რადგან შესაფერის კანდიდატურას ვერ ვხედავდი საქართველოში.
მაშინ იფიქრეს ალბათ თავისთვის უნდაო :smile: იყო ქოჩორს ხელი უშვი.
მაშინ შემოვიტანე ტერმინი -შამაგალები
ესეიგი შამანური წესით მოსული ლიდერები, რომლებიც მოულოდნელობამ ამოტივტივა, არა შრომამ და თავდადებამ.
ჩემი არგუმენტი იყო ასეთი :ცუდ სარდალს სულ არა გვყავდეს ჯობია.იმიტომ რომ ხალხი არ დაიხოცება.
ამ ფორუმში ისევ დამჭირდა ამ სიტყვის ხმარება.
ვირტუალური შამაგალები! :smile:
ხალხი , რომელსაც არ წარსული აქვს და არც მომავალში არაფერი ელოდებათ და რაღაც ეიფორიულ უფლებებს იჩემებენ თავისათვის.
მაგალითად ,რომ გერგეზმა ვიღაც უნდა დაბლოკოს და მათი უზნეობა აპარპაშოს?
რატომ?
რანი არიან თვით შამაგალები?
რითი მოიპოვეს ეს უფლება?
მაგალიტად, რა დააშავა ისიტომ რომ ყველა დაეტაკა და დაკორტნა?
ჩვენზე გიჟდებიან რომ ვერაფერს გვიშვებიან, სათქმელიც არა აქვთ და არც არგუმენტი.
ბოლო იმედი ადმინზე დარჩათ :grin:
გერგეზი საერთო ადმინის პაროლია. ის სხვადასხვა ადამიანები შეიძლება იყოს.
შამაგალებზე პრეტენზია რომ გაქვთ მინიმუმ ბიოგრაფია მაინც უნდა ვიცოდეთ!? :razz:
საფიხვნოზე ყველამ იცის ნიკის უკან ვინ დგას.
ასე რომ შამაგალებო- ტყვილად ფაფხურობთ!
არაფერი გამოგივათ რეგრესის მხარეზე ხართ, ეგრე დემოკრატია არაა!
დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის ნებას, უმრავლესობაში ჩვენა ვართ, ყველგან!
ასე რომ დაგერხათ!
რაც თქვენ გინდათ მაგას სხვა ტერმინი ქვია:
"ოლიგარქიული დიქტატი"!
დიქტატურაზე გაგეხსნათ მადა?
ციც...თქვე უწმინდურებო! :grin:
_________________
[ This Message was edited by: zara on `2003-10`-17 13:16 ]
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.