დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: აზერბაიჯანი
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > უცხოეთი
melania
"კურიერმა " აჩვენა ბაქოში დემონსტრანტების დარბევის კადრები.განსაკუთრებით შემზარავი იყო მოკლული ბავშვის დანახვა........ჩვენც იგივე გზაზე ხომ არ ვდგევართ ასეთი გაყალბებული საარჩევნო სიების პატრონები და ყველანაირად დაქსაქსულები?........
აქვე გილოცავთ რუსეთთან ცივი ომის დასასრულს! ედუარდ ამბროსიევიჩი გვირჩევს რუსულ ენას მივხედოთ ...... ბუდემ ჟიტს დრუჟნო!!!!! ჩრდილოეთიდან სინათლე უკვე შემოვიდაააააააააააააააა .
Vacho
ნუ ნერვიულობ ჩემო მელანია. აზერბაიჯანში იმიტომ მოხდა არეულბა, რომ მათ არ ჰყავთ მღებრიშვილი :smile: ის ხომ ყველას ჩურხელებით უმასპინძლდება :smile:
Anonymous
მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის საქართველოში?
MDN
saqartveloshi mze ar amodis vabshems
გუთანო
აზერბაიჯანით დაინტერესებულია ზესახელმწიფოები.
ბაქოზე რუსეთის დიდი გავლენა აშკარაა.
აშშ-ს აინტერესებს აზერბაიჯანის სტრატეგიული მდებარეობა კავკასიაში და მისი ნავთობრესურსი.
ირანიც ძალიან დაუახლოვდა აზერბაიჯანს. ირანში ცხოვრობს 20 მილიონამდე აზერი. თანაც ირანს სურს აღნიშნულ რეგიონზე თურქეთის გავლენის დაკონტრბალანსება.

2003-ში, ავადმყოფმა პრეზიდენტმა ალიევმა საკუთარი ვაჟი აარჩევინა პრეზიდენტად, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. თუმცა დაუყოვნებელმა რეპრესიამ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ნაკლებობამ (საქართველოსგან განსხვავებით) ეს პროტესტი ჩაახშო.
ილჰამ ალიევი ხელმეორედ "აირჩიეს" 2008-ში.
ეუთომ ეს არჩევნები "არადემოკრატიულად" გამოაცხადა.
გუთანო
ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოების პოზიციით უკმაყოფილოა



პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა თვალი არ დახუჭოს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ ღირს სომხების დაიმედება, რამაც შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვიოს.
ალიევს მიაჩნია, რომ დადგა დრო, როდესაც სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ეუთო-ს მიერ შექმნილი მინსკის ჯგუფის წინადადებებს პასუხი უნდა გასცეს.
ამასთანავე, ალიევმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სომხური მხარე უკვე ორ თვეზე მეტია არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას შუამავლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებთან დაკავშირებით.
Laki
МИД Грузии выразил глубокое сожаление по поводу автокатастрофы в Азербайджане, где на дороге Баку-Тбилиси столкнулись два пассажирских автобуса и погибли 8 человек, а 15 пострадали.

Как говорится в распространенном внешнеполитическим ведомством заявлении, МИД выражает соболезнования семьям погибших.

Автокатастрофа в Азербайджане произошла сегодня утром. Среди погибших одна гражданка Грузии - жительница Тбилиси Тахмина Гамбарова, 1974 года рождения. Граждане Грузии есть и среди пострадавших.
გუთანო
აზერბაიჯანის არმიაში მთელი ქვედანაყოფი გააუპატიურეს, მისი მეთაურები კი, დახოცეს.
აზერბაიჯანული სააგენტო “აპას” ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები ემინ რაგიმოვი, თოღრულ ბაგიროვი და იუსუფ იუსუფოვი გაბეზრდნენ სამსახურის ერთფეროვნებით და თანამომსამსახურეების გაუპატიურება დაიწყეს და ფაქტობრივად, მთელი ქვედანაყოფი ჰარემად გადააქციეს.
ხელშეუხებელნი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაური და მისი მოადგილე დარჩნენ, რომლებიც მომხდარს არ იმჩნევდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ მათ საქმეში გარკვევა მოსთხოვა. გამოძიება ქვედანაყოფის უფროსმა ელშან თაგიევმა დაიწყო.
რაგიმოვმა, ბაგიროვმა და იუსუფოვმა “სექსუალური უფლების” ხელყოფა ვერ აიტანეს და ელშან თაგიევისა და მისი მოადგილის რამალ ემრახოვის მოკვლა გადაწყვიტეს. ჯარისკაცებმა ავტომატები გაიტაცეს, ემრახოვი საქვაბეში, თაგიევი კი, სამზარეულოში მოკლეს. ამის შემდეგ, ჯარისკაცები გაიქცნენ, თუმცა, ისინი მალე დააკავეს.
ბაქოს სამხედრო სასამართლომ “განზრახ მკვლელობისა” და “არაერთგზის განმეორებითი ჯგუფური სექსუალური ძალადობის” მუხლებით რაგიმოვსა და ბაგიროვს სამუდამო, იუსუფოვს კი, 15 წლითYთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს დაზარალებულის სტატუსით 28 ადამიანი ესწრებოდა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=11356

alexandro.gif
anjelika
ციტატა(გუთანო @ 11.06.2010, 17:12) *



დეისაძეს შედევრები წაიკითხეს უთუოდ და გადაირიენ alexandro.gif
გუთანო
ციტატა(anjelika @ 11.06.2010, 16:49) *
დეისაძეს შედევრები წაიკითხეს უთუოდ და გადაირიენ alexandro.gif

biggrin.gif ან თავიანთი დეისაძე ჰყავთ, რომელმაც სამხედრო ორგიები იქადაგა.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.