nanuchki
17.10.2003, 12:38
გუშინ შევიტყვე,რომ ჩემს ახლობელს ფილტვის კიბო აქვს.
რას შეიძლება გამოიწვია ეს საშინელი ავადმყოფობა,როცა სიგარეტი ბავშვობის შემდეგ არ მოუწევია???
თუ იცით არის რაიმე შანსი რომ იგი განიკურნოს?!
ნანუშკი კიბოს განკურნვის შანსი არ არის, მაგრამ პროცესს ან ყინავენ ან ანელებენ, სხვათაშორის სიგარეტზე არ არის დამოკიდებული, თუ არის კიბოსადმი მიდრეკილება, რათქმაუნდა სიგარეტი თავისას შვრება...
ფილტვს ჭრიან :smile: ცალი ფილტვით ბევრს უცხოვრია, აი ღვიძლი არ იკვეთება :sad:
თუმცა გაგიხეთქე გული ეხლა, სულაც შეუძლება არ აღმოჩნდეს მართალი :smile:ხშირად ცდებიან დიაგნოზში...
Mlle Qartveli
17.10.2003, 19:06
QUOTE
On `2003-10`-17 12:38, nanuchki wrote:
გუშინ შევიტყვე,რომ ჩემს ახლობელს ფილტვის კიბო აქვს.
რას შეიძლება გამოიწვია ეს საშინელი ავადმყოფობა,როცა სიგარეტი ბავშვობის შემდეგ არ მოუწევია???
თუ იცით არის რაიმე შანსი რომ იგი განიკურნოს?!
სამწუხაროა...
ონკოლოგიური დაავადებებისადმი ჩვენი ავადმყოფური შიში მთლად გამართლებული არ არის.
სტატისტიკურად მსოფლიოში (და საქართველოშიც) ბევრად უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ონკოლოგიურით.მაგრამ ავადმყოფისთვის ბევრად უფრო მძიმეა ე.წ. კიბოს დიაგნოზის მოსმენა , ვიდრე ინფაქტისა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ სენთან საბრძოლველად.
ჩვენთან კი ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და სანამ ძალიან არ შეაწუხებთ სენი ხალხი ექიმთან არ მიდის და ამ დროს, კი უკვე დაგვიანებულია.
ფილტვის კიბოს წარმოშობაში ნიკოტინის როლის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის...არ დაგვავიწყდეს დღევანდელ საქართველოში (და არამარტო საქართველოში) რამდენნაირი გამონაბოლქვია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცეზიუმს და სხვა მრავალ კანცეროგენულ ნივთიერებებს.
ყველა ადამიანს აქვს ონკოგენები, რომლების ჩაკეტილია ე.წ. ჩამკეტი გენებით, სწორედ ამ ე.წ. ჩამკეტ გენებზე მოქმედებს ეს გარემო ფაქტორები და მათი დათრგუნვა იწვევს, სწორედ ამ ონკოგენების გააქტიურებას. თუმცა ზოგად გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ანუ თუ წინაპრებსი ვინმე იყო ამ დაავადებით უფრო მეტი შანსი აქვს ადამიანს , რომ დაავადდეს. ამან კი პანიკაში კი არ უნდა ცაგვავგდოს, არამედ მეტი გულისყურით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას და მინიმუმ წელიწადში 1-ჯერ ჩავიტაროთ პროფილაკტიკური გამოკვლევა.
ეს ასევე ეხება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულებსაც!!!!!!!!!!!!!!
რაც შეეხება თქვენს ახლობელს, გააჩნია მას რა სტადიაზე აქვს დააადება, მისი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თქვენი, ახლობლების, უპირველესი მოვალეობაა არ ჩავარდეთ პანიკაში და ავადმყოფს არ აგრძნობინოთ მისი მდგომარეობა. რადგან, როდესაც ავადმყოფი ხელს ჩაიქნევს გამოჯანმრთელებაზე, იქ უკვე სასწაულიც კი ვერაფერ შედეგს ვერ მოიტანს!
ბრძოლაა საჭირო ბოლომდე!!!!!
nanuchki
18.10.2003, 0:38
მადლობა MLLE-სა და ლოლსკის გულისხმიერებისათვის, დიდი მადლობა ჩემო კარგებო.
იცით გუშინ ეს იყო ჩემთვის შოკი და მთელი საღამო ვტიროდი;მაგრამ დღეს ცოტა რაღაც იმედი ჩამესახა;გადავიკითხე მთელი ლიტერატურა ინტერნეტში რაც კი არსებობდა კიბოს შესახებ_ ამოვიკითხე,რომ შეიძლება ერთი ფილტვის მოკვეთა,რის შემდეგაც ადამიანი ჩვეულებრივ აგრძელებს სიცოცხლეს;თუმცა ეს დამოკიდებულია მის ავ თუ კეთილ თვისებაზე.მაგრამ ჯერ არ ვიცით რა სტადიაშია და რა თვისების მატარებელია.ყველაფერი სამშაბათს გამოკვლევების შემდეგ გვეცოდინება,მაგრამ მანამდე ...
მე დიდ ბოდიშს მოვიხდი თუ ვინმესთვის არასასიამოვნო თემა შემოვიტანე ფორუმში,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო-ყველგან ვიქექე რომ ყველაფერი გამეგო.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის.
Al-pachino
18.10.2003, 20:23
საშინელებაა პირდაპირ.
ისე კი რა ვიცი მოკვეთა დადებით შედეგს იძლევა თუ არაა მეტასტაზები გასული სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილებში . თუ გასულია
მაშინ შედარებით ცუდადაა საქმე ანუ ამოპკვეთა გამორიცხულია. შენელებით კი პროცესს ანელებენ
სხვადასხვა წამლობით.
რაც შეეხება ინფარქტს ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმე დაავადებაა ვიდრე კიბო შედარებაც არ შეიძლება.
საერთოდ ინფარქტი კვდომას ნიშბნავს ამა თუ იმ ორგანოსი (მარტო გულის კი არაა)
კიბო კი უჯრედს სიკვდილით ემუქრება.
ის უკვე სიკვდილია.კიბო ჯერ არა.
ინფარკტს ლოკალიზება უხერხდება ანუ შეიძლება გვერდით უჯრედზე აღარც გავრცელდეს.კიბო კი გადამდებია
მეზობელ უჯრედებს აზიანებს ბოლოს კი კლავს.
შედარება თქვენთვის მომინდია.
Anonymous
19.10.2003, 0:02
QUOTE
On `2003-10`-18 20:23, `Al-pachino` wrote:
საშინელებაა პირდაპირ.
ისე კი რა ვიცი მოკვეთა დადებით შედეგს იძლევა თუ არაა მეტასტაზები გასული სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილებში . თუ გასულია
მაშინ შედარებით ცუდადაა საქმე ანუ ამოპკვეთა გამორიცხულია. შენელებით კი პროცესს ანელებენ
სხვადასხვა წამლობით.
რაც შეეხება ინფარქტს ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმე დაავადებაა ვიდრე კიბო შედარებაც არ შეიძლება.
საერთოდ ინფარქტი კვდომას ნიშბნავს ამა თუ იმ ორგანოსი (მარტო გულის კი არაა)
კიბო კი უჯრედს სიკვდილით ემუქრება.
ის უკვე სიკვდილია.კიბო ჯერ არა.
ინფარკტს ლოკალიზება უხერხდება ანუ შეიძლება გვერდით უჯრედზე აღარც გავრცელდეს.კიბო კი გადამდებია
მეზობელ უჯრედებს აზიანებს ბოლოს კი კლავს.
შედარება თქვენთვის მომინდია.
შედარება რომ გავაკეთო ასეა ჩემთვის,
კიბოთი სიკვდილს ინფარქტით სიკვდილი მირჩევნია :sad:
Anonymous
19.10.2003, 18:07
ნანუშკი, ვიზიარებ შენს მწუხარებას :sad:
ნანუშკი, გააჩნია, ავთვისებიანი სიმსივნის რომელი სტადია აქვს. თუ პირველია, შანსი აქვს, წლები და ათწლეულებიც კი იცოცხლოს, ოღონდ სულ უნდა იმკურნალოს და აკონტროლოს დაავადება.
შარშან ჩემს ახლობელს აღმოაჩნდა ყელის კიბო, პირველი სტადიაა და რამდენიმე თვეში ერთხელ რადიოთერაპიას უტარებენ. და ყოჩაღად არის, მუშაობს კიდეც. მაგრამ ესაა, ექიმმა აგვიკრძალა, გვეთქვა, რა სჭირს.
ისე, მე ვარჩევდი, ჩემთვის ეთქვათ. არჩევანს გავაკეთებდი, როგორ გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება...
აჰა, პიპო მეც მირჩევნია ვიცოდე... მაგრამ უცოდინრობა არ მემუქრება რადგან ჩემით დავდივარ ექიმებთან და ისევ მე ვიქნები პირველი გავიგო რამჭირს :smile:
სხვათაშორის საქართველოს გარდა არცერთ ქვეყანაში არ აქვთ უფლება დაუმალონ ასეთი რაღაცა ადამიანს... თუმცა ეხლა ისევ და თავიდან ადამიანის უფლებებზე საუბარს არ დავიწყებ :smile:
Mlle Qartveli
21.10.2003, 20:16
ეს პაციენტს გააჩნია...
ზოგიერთი ისე მტკივნეულად განიცდის ამ დიაგნოზს, რომ უკეთესი იქნება თუ არ ეცოდინება.
ჩემს უახლოეს ადამიანს გავყევი ასეთ გამოკვლევაზე, ოღონდ სანამ მასთან ერთად მივიდოდი , წინასწარ შევუთანხმდი ექიმებს რომ მასთან ნამდვილ დიაგნოზს არ მეტყოდნენ, მით უმეტეს , რომ პაციენტიც ექიმი იყო... საბედნიეროდ არაფერი არ აღმოჩნდა, მაგრამ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ არ ეცოდინებოდა.
სხვათაშორის არასდროს არ დამავიწყდება იმ ექიმის ბედნიერი სახე, როდესაც გამოკვლევა დაასრულა, სხვებსაც დაუძახა, რომ შეემოწმებინათ და რაიმე შეცდომა არ გაპარულიყო...
მე მისი ძალზედ მადლობელი ვარ ამისთვის...
Anonymous
21.10.2003, 20:17
ერთ მემს მეგობარ ქალს აღმოაჩდა მკედის კიბო :sad: ამოკვეთეს ქიმიოტერაპია გაიკეთა და დღეს კარგად არის,შვედეთში მომღერალია და უკვე კონცერტებ აწყობს და გასტროლებზეც იყო აშშ ში.
მეორე ჩემს ნაცნობს ქონდა ინფაქტი.
ექიმება უთხრეს 6 თვეში გულის ოპერაცია უნდა გაკეთდესო, 6 თვე დიეტა მიცეს რომ დაეცვა.
იმ კაცმა ისე მკავრად დაიცვა დიეტა რომ 6 თვეში არც ოპერაცია დასწირდა და დღეს გოლფს თამაშობს გამწარებული.
ასე რომ თუ ადრე აღმოაჩინეს დაავადება გადარჩენის შანსი არის.
ნანუშკი იქვებ შენი ახლობელიც გადარჩეს, მთავარია ავადმყოფობას მოერიოს, იმედი არ დაკარგოს და დეპრესია არ მიიკაროს.
Universe
7.11.2003, 15:50
ნანუშკი მართლაც საშინელებაა,
არ ვიცი რითი დაგამშვიდო,
თუმცა
ამას წინათ ერთ წიგნს მივაგენი, ავტორი ლაზარევია და წიგნს კარმის დიაგნოსტიკა ჰქვია, არის საიტიც ლაზარევ.რუ
საინტერესოდ აქვს ახსნილი დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გზა თუ როგორ უნდა განიკურნო. მის კლიენტებს შორის კიბოთი დაავადებულებიც იყვნენ და განიკურნენ. წიგნებში ცოტა განსხვავებული მსოფლმხედველობაა და ცხოვრების ხედვა მოცემული და რომ გაეცნოს შენი ახლობელი ცუდი არ იქნება.
წარმატებებს გისურვებ
jouizaza_1
28.04.2004, 1:21
კამელინი კურნავს და მე მინდა რომ დავიჯერო ეს!
ნანუშკი, როგორც უკვე გითხრეს, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ოღონდ მკურნალობაში ყველა სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ ალბათ - ზოგი ტრადიციულ, კლასიკურ მედიცინას, ზოგი ალტერნატიულს, ზოგი კარმის გაწმენდას, ზოგი დიეტის დაცვას... ძალიან ახლობელია შენი ტკივილი ჩემთვის, რამეთუ თითქმის 7 წლის წინ (რა მალე გარბის დრო) ჩემს საყვარელ დედიკოს აღმოუჩნდა საყლაპავი მილის კიბო. სამწუხაროდ ძალიან, ძალიან გვიანი იყო უკვე. ვიბრძოლეთ, მაგრამ ვეღარ მოვერიეთ.
ბევრჯერ მიფიქრია, მე რომ მქონდეს კიბო, რომელ გზას ავირჩევდი. პირველ რიგში ვისურვებდი დიაგნოზის ზუსტ ცოდნას, პრობლემის გადაჭრა თუ გინდა, თვალებში უნდა შეხედო (თუმცა მისის ქართველსაც ვეთანხმები - ყველა არ არის მზად ასეთი ამბის მისაღებად), მერე ამანდას ამბისა არ იყოს, დიეტას დავიცავდი; აუარებელი ინფორმაცია გადავამუშავე დედიკოს ავადმყოფობის გამო და ვიცი, რომ დიეტა ერთ-ერთი უპირველესია - არავითარი ტკბილეულობა და რძის პროდუქტები. ძალიან კარგია სპეციალური ტიბეტური ვარჯიშები, ცივი წყლის თუ მთლიანი გადავლება ვერა, ფეხებზე გადასხმა მაინც - არ უყვარს კიბოს ცივი წყალი :smile:
ნანუშკი, კიბო სერიოზული დაავადებაა, ამიტომ სრული სერიოზულობით სჭირდება ბრძოლა და ძალების მობილიზაცია. უამრავი შემთხვევაა როდესაც ადამიანი "სასწაულებრივ" განიკურნა, მაგრამ თუ კარგად ჩაეძიები ამ ისტორიებს, ერთ სახასიათოს დაინახავ - ეს ადამიანები ძალიან ძლიერი ნებისყოფისანი არიან და პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ განკურნებაზე.
სამწუხაროდ ადამიანთა უმეტესობა როდესაც ავად ხდება, მთელს პასუხისმგებლობას იხსნის და ექიმებსა და ზოგადად მედიცინას გადააბარებს. გახსოვს ალბათ - გაანძრიე ხელი და გეშველებაო.
მთავარია, რომ დაავადება უკანასკნელ სტადიაში არ იყოს და აუცილებლად ეშველება თუ მოინდომებს.
აბა, გისურვებთ წარმატებებს.
კიბო მართლაც უვერაგესი დაავადებაა, ღმერთმა გვაშოროს ყველას! გამიგია, რომ ბევრი რწმენით, ლოცვებით განკურნებულა ამ და სხვა საშინელი სენისგან. არ ვიცი, რამდენად შველის ღვთის რწმენა, მაგრამ თუ ადამიანს იმედი გადაწურული აქვს, ეს ფაქტი ავადმყოფობას აჩქარებს. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, არ დაკარგოთ იმედი, გწამდეთ, რომ არსებობს სასწაული და ის თქვენს შემთხვევაშიც მოხდება!!! ეს სიტყვები შეიძლება ზოგს ძალიან გულუბრყვილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ნამეტანი ოპტიმისტი ვარ და სხვებსაც ვამხნევებ ყოველთვის!
მომისმინე!
რადგან სტრასბურგში ხარ,ტირილს და მოთქმას თავი დაანებე და ეძებე ვარიანტები ავადმყოფის საფრანგეთამდე ჩამოყვანისა!
-მერე კი აი უძლიერესი ონკოლოგიური ცენტრის მისამართი:
-ქ. Grenoble .
-Michallon-ის კლინიკა.
კანცეროლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი.
-ონკოლოგიური განყოფილება.
-ჩაწერა და კონსულტაცია:
04 76 76 54 51
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
[ This Message was edited by: tadzio on `2004-05`-01 18:45 ]
tadzio
კეთილი ადამიანი ხარ, შენ.
ეს თემა 2003-ში დაფიქსირებულა და ღმერთმა ქნას, ის ადამიანი კარგად იყოს.. თოლიას ვეთანხმები,, ადამიანს გაცილებით მეტის შესაძლებლობა გააჩნია ვიდრე თავად ჰგონია. იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი სასიცოცხლო რესურსები 100%-ით გამოიყენოს პროფესიონალის დახმარება სჭირდება. მას მერე რაც აგნი-იოგას მივყავი ხელი, ასე მგონია, რომ აღარფრის შიში არ უნდა მქონდეს. შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ რწმენა ბევრს ნიშნავს, მოგეხსენებათ. თბილისში თუ ხართ, ვიცი, რომ პლეხანოვზეარსებობს რერიხის საზოგადოება, სადაც იოგას ვარჯიშებით ბევრს დაავადებას კურნავენ.ერთ-ერთი პროფესიონალი თავად არის ყოფილი პაციენტი, რომელსაც სათესლე ჯირკვლების კიბო ჰქონდა. დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ეს ისე, რომ რამდენიმე ობშენი არსებობდეს... თუ დაგაინტერესებთ, დეტალებს გაგიგებთ.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
პატივისცემით..
QUOTE
On `2004-05`-01 23:16, nina77h wrote:
ეს თემა 2003-ში დაფიქსირებულა და ღმერთმა ქნას, ის ადამიანი კარგად იყოს.. თოლიას ვეთანხმები,, ადამიანს გაცილებით მეტის შესაძლებლობა გააჩნია ვიდრე თავად ჰგონია. იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი სასიცოცხლო რესურსები 100%-ით გამოიყენოს პროფესიონალის დახმარება სჭირდება. მას მერე რაც აგნი-იოგას მივყავი ხელი, ასე მგონია, რომ აღარფრის შიში არ უნდა მქონდეს. შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ რწმენა ბევრს ნიშნავს, მოგეხსენებათ. თბილისში თუ ხართ, ვიცი, რომ პლეხანოვზეარსებობს რერიხის საზოგადოება, სადაც იოგას ვარჯიშებით ბევრს დაავადებას კურნავენ.ერთ-ერთი პროფესიონალი თავად არის ყოფილი პაციენტი, რომელსაც სათესლე ჯირკვლების კიბო ჰქონდა. დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ეს ისე, რომ რამდენიმე ობშენი არსებობდეს... თუ დაგაინტერესებთ, დეტალებს გაგიგებთ.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
პატივისცემით..
ნინა,
რა ყურადღებიანი ხარ. როგორ აღმოაჩინე, რომ ძველი თემა იყო. რომ კითხულობ, განგაში ჩაგესმის მხოლოდ და დროს ვერ აფიქსირებ. იმედია, ახლა ყველაფერი კარგადაა !
არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ მაგრამ მე ფაქტებიტ შემიძლია გავამაგრო მკურნალობის მეთოდი.
ჩემი მამა 20 წელია კიბოთი არის ავად.
დაახლოებით 16 ოპეაცია გაიკეთა. ორჯერ კლინიკური სიკვდილი ქონდა.
ბოლოს ექიმებმა ყოველგვარი იმედი გადაწყვიტეს და მკურნალობაზე უარი უთხრეს.
საბედნიეროდ აღმოჩნდა ჯერ ეთი ტიბეტელი მკურნალი, ხოლო მერე მისმა მეგობარმა ქალმა აღმოაჩინა გერმანელი ექიმი, რომელიც მკურნალობს ნატურალური ვიტამინებით.
ამ მეთოდმა, (ავტორი აღარ მახსოვს , ისე კი ამერიკელი იყო) 1993 -94 წლებში ორჯერ ნობელის პრემია დაიმსახურა.
მამა უკვე ერთი წელია კარგად არის აღარ აწუხებს,კიბო და კომპიუტერ ტომოგრაფიის ბოლო მონაცემებით კიბო გაქრა.
დღეს მამა კარგად არის , თევზაობს, ფეხბურთსაც თამაშობს და რა ვიცი ღვინოსაც ცოტას სვავს.
თუ გაინტერესებთ აი აქ არის ის ვებ გვერდი.:
http://www.drrath.com/index_us_english.html
შეიძლება ვინმეს ფანტასტიკა ეგონოს მაგრამ ფაქტი ფაქტია.
მამას ექიმმა კინაღამ უარი თქვა შემდგომში ექიმობაზე როდესაც კომპიუტერ ტომოგრაფიის ბოლო სურათი ნახა.
აი კიდევ:http://www4ger.`dr-rath`-foundation.org/DIE_FOUNDATION/dr_rath/wiss_publikationen.html
სცადეთ აბა. ოღონდ ძვირი ღირს.
jouizaza_1
16.05.2004, 5:23
QUOTE
On `2003-10`-17 12:38, nanuchki wrote:
გუშინ შევიტყვე,რომ ჩემს ახლობელს ფილტვის კიბო აქვს.
რას შეიძლება გამოიწვია ეს საშინელი ავადმყოფობა,როცა სიგარეტი ბავშვობის შემდეგ არ მოუწევია???
თუ იცით არის რაიმე შანსი რომ იგი განიკურნოს?!
ნანუშკი,ჩვენთან საქართველოში გადის აპრობირებას კამელინი არანაირი ტიბეტი,თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ატარებს ასევთქვათ ტესტირებას ,მე პირადად ვნახე ის ადამიანები რომლებიც მორჩნენ,ეს პრეპარატი 40 წელია დაპატენტებულია და ეხლა მიეცა საშვალება თავისი უპირატესობანი გამოავლინოს,ეს უკვე სახეზეა!
nanachka
10.11.2004, 22:41
ნანაჩკა, ღმერთი იყოს მისი მფარველი,ისე კი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მინდა იცოდეთ რიმ ლოცვა პირველი წამალია,საკუთარი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით :smile: :smile: :smile:....მე ვილოცებ მასზე...დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ :smile:
[ This Message was edited by: imedy on `2004-11`-10 22:07 ]
nanachka
11.11.2004, 3:30
იმედი, ეს თემა უბრალოდ ამოვწიე, ერთ ფორუმელს აინტერესებდა ინFო და იმისთვის. საბედნიეროდ, ჩემს ახლობლებში არავის აქვს ეს დაავადება.
ლოცვის მეც მჯერა, ყოველ შემთხვევაში დადებით ენერგიას 'აგზავნი' ავადმყოფისკენ.
Anonymous
11.11.2004, 4:43
ყოჩაღ ტაძიო!
კეთილი საქმის გამო სიკვდილს გადაურჩები...
:smile: :smile: :smile: ნანაჩკა ,ძალიან კარგი!

...და მაინც ,ყველას ღმერთი გვფარავდეს ! :smile:
[ This Message was edited by: imedy on `2004-11`-11 03:49 ]
TUTANHAMONI
15.11.2004, 9:03
QUOTE
On `2004-05`-02 14:30, berdia wrote:
არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ მაგრამ მე ფაქტებიტ შემიძლია გავამაგრო მკურნალობის მეთოდი.
ჩემი მამა 20 წელია კიბოთი არის ავად.
დაახლოებით 16 ოპეაცია გაიკეთა. ორჯერ კლინიკური სიკვდილი ქონდა.
ბოლოს ექიმებმა ყოველგვარი იმედი გადაწყვიტეს და მკურნალობაზე უარი უთხრეს.
საბედნიეროდ აღმოჩნდა ჯერ ეთი ტიბეტელი მკურნალი, ხოლო მერე მისმა მეგობარმა ქალმა აღმოაჩინა გერმანელი ექიმი, რომელიც მკურნალობს ნატურალური ვიტამინებით.
ამ მეთოდმა, (ავტორი აღარ მახსოვს , ისე კი ამერიკელი იყო) 1993 -94 წლებში ორჯერ ნობელის პრემია დაიმსახურა.
მამა უკვე ერთი წელია კარგად არის აღარ აწუხებს,კიბო და კომპიუტერ ტომოგრაფიის ბოლო მონაცემებით კიბო გაქრა.
დღეს მამა კარგად არის , თევზაობს, ფეხბურთსაც თამაშობს და რა ვიცი ღვინოსაც ცოტას სვავს.
თუ გაინტერესებთ აი აქ არის ის ვებ გვერდი.:
http://www.drrath.com/index_us_english.html
შეიძლება ვინმეს ფანტასტიკა ეგონოს მაგრამ ფაქტი ფაქტია.
მამას ექიმმა კინაღამ უარი თქვა შემდგომში ექიმობაზე როდესაც კომპიუტერ ტომოგრაფიის ბოლო სურათი ნახა.
აი კიდევ:http://www4ger.`dr-rath`-foundation.org/DIE_FOUNDATION/dr_rath/wiss_publikationen.html
სცადეთ აბა. ოღონდ ძვირი ღირს.
და რა ღირს მაინც, რა თანხაზეა საუბარი?
TUTANHAMONI
15.11.2004, 9:05
http://www.biogenius.ru/
ამაზე ვინმეს რამე თუ გსმენიათ?
N A N K A
15.11.2004, 10:53
ბერდია,აბა მე რომ ფული არ მაქვს,უნდა მოვკვდე??? :sad:(
[ This Message was edited by: N A N K A on `2004-11`-15 09:54 ]
jouizaza_1
15.11.2004, 11:22
სტოპ,მე კამელინს ვიკეთებ 4 დღე გავიკეთე გავჩერდი,შედეგი მომცა,მარა კუნთმა ძლივს შეიწოვა ის მასა,ვაცალე იმის მერე არ გამიკეთებია,ეხლა ვიწყებ და მთლიან კურს ჩავიტარებ!ცადეთ როგორც ირწმუნებიან უარყოფითი შედეგი არ ააქვს,90%თაფლია და ბუნებრივი კომპონენტები,არც ქიმია და არაფერი არ შველის მაგ დაავადებას,უბრალოდ დროს უხანგძლივებს ავადმყოფს,ეს კი სხვაა,მე ჩემ აზრს არავის ვახვევ!ნანკა თუშენ ეგ პრობლემა გაქ,ცადე არფერს კარგავ,სამასი ლარი ჯდება სულ,შედეგს პირველივე კურსიდან იგრძნობ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ექიმთა კავშირის’’ ორგანიზებით, 6 და 7 ივნისს კიბოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქცია ჩატარდება 6 ივნისს, 11:00 საათზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, ხოლო 7 ივნისს, იმავე დროს მეტროპოლიტენ ‘’რუსთაველის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და მასში მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიციური ექიმი ონკოლოგები. კიბოს პირველად პრევენციასთან დაკავშირებით ჩაატარებენ სათანადო კონსულტაციას და ასევე ამ დაავადებასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას უპასუხებენ. ამ პროცესში ასევე მონაწილეობას მიიღებს ჩვენს ორგანიზაციაში კიბოს პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე და კოორდინატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი პაატა ხორავა.
აქციის განმავლობაში დარიგდება სააგიტაციო ბროშურები და ფურცლები.
LDCYP4503A4
14.08.2009, 11:12
ციტატა(jouizaza @ 16.05.2004, 6:23)

ნანუშკი,ჩვენთან საქართველოში გადის აპრობირებას კამელინი არანაირი ტიბეტი,თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ატარებს ასევთქვათ ტესტირებას ,მე პირადად ვნახე ის ადამიანები რომლებიც მორჩნენ,ეს პრეპარატი 40 წელია დაპატენტებულია და ეხლა მიეცა საშვალება თავისი უპირატესობანი გამოავლინოს,ეს უკვე სახეზეა!
*****
საინტერესოა როგორ იქნა დაპატენტებული კამელინი 40 წლის წინ? იმ დროს სსრკ არ სცნობდა ინტელეკტუარ საკუთრების ქონის უფლებას. ამასთანავე კამელინი არ არის სინთეტური გზით მიღებული პროდუქტი (ის ნატურალურ პროდუქტთა ნარევია) რომ ავტორს ჰქონდეს მისი ქიმიური სტრუქტურის ანდა სინთეზის ორიგინალური მეთოდის დაპატენტების საშუალება.
იგივე გზით შეიძლება სცადოთ ხაჭაპურის დაპატენტება. მაგრამ მას არავინ სცნობს და ყველას ექნება მისი მომზადების უფლება ყოველგვარი ჯარიმის ანდა საავტორო უპლების გადასახადის გადახდის გარეშე.
სამი წლის წინ მამაჩემი დაავადა პროსტატის სომსივნით რომელიზ კიბოში გადაიზარდა. ჩემი დიდი წინააღმდეგიობის მიუხედავათ სასოწარქვეთილმა ოჯახმა კამელინსაც მიხედა, მაგრამ უშედეგოთ.
უნდა ვაღიაროთ რომ ბევრი თერაპევტიკური წამალიც (ექსპერიმენტული თუ FDA-ს მიერ დამტკიცებული) ვერ შველის კიბოს, ანდა მისი თერაპევტული ეპექტურობა ძალიან მიმიმალურია. მაგრამ ეს არ იძლევა იმის საპუძველს რომ პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა მთელი იმედები რაღაცა გაურკვეველ და კლინიკურად შემოწმებელ მიქსტურებს დააყდნონ.
ბევრი ვეძებე ინფორმაცია კამელინზე. არ არსებობს არანაირი გამოქვეყნებული პატენტი ანდა რაიმე სამეცნიერო ნაშრომი. არ არსებობს რაიმე პუბლიკაცია კამელინის ლაბორატორიულ ანდა კლინიკური ტოქსიკურობის შესახებ. კამელინის თერაპიულ ეპექტიურობაზე (პუბლიკაცია) ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ყვითელ პრესას.
ყოფილ სსრკ-ში უამრავი სულელური (ზოგიერთ საინტერესო პუბლიკაციის ფონზე) და ყოვლად გამოუყენებელი "სამეცნიერო" ნაშრომები ქვეყნდებოდა. ანუ სადღაც რაიმე "სამეცნიერო ნაშრომის" გამოქვეყნება არანაირ სოძნელეს არ წარმოადგენდა. ძნელად დასაჯერებელია რომ კამელინის ავტორები გაუძლებდნენ ცდუნებას რომ ამ ათწლეულების განმავლობაში რაიმე ნაშრომი გამოექვეყნებინათ ეს პრეპარატი "კამელინი" თერაპიურად ეფექტური რომ ყოპილიყო (ვგულისხმობ მყარ სტატისტიკურ მონაცემებს).
ის რომ სასოწარკვეთილი პაციენტი და ოჯახის წევრები ნებისმიერ საშუალებას ეძებენ რომ პაციენტის პირობები შემსუბუქდეს - ყოვლად ბუნებრივი მოვლენაა. ამაზრზენი ისაა როდესაც ყოვლად დემორალოზებული და კორუმპირებული ექიმბაშები ასე ბოროტად იყენებენ პაციენტის ნდობის ფაქტორს.
mantineli
17.12.2009, 14:33
მშვენიერია
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.