დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ახალი პარლამენტი
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14
AFRODITA
ჩემის აზრით ახლანდელი პარლამენტი დაკომპლექტდება შემდეგნაირად:

ბურჯანაძე დემოკრატები ~`15-17`%
ლეიბორისტები ~ `14-15`%
ნაციონალები ~ `14-15`%
აღორძინება ~ `10-11`%
სახელისუფლებო ბლოკი ~ 9%
ახალი მემარჯვენეები ~ `7-8`%
მრეწველები ~ `6-7`% (ან გავლენ ან ვერა)

თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე? იქნებ თქვენი სავარაუდო შემადგენლობა დაწეროთ აქ და შეგვიძლია ტოტალიზატორის პონტში გავაკეთოთ რამე.
Laki
აფროდიტა! შენ მართლა აფროდიტა (სილამაზის-სიყვარულის ქალღმერთი) ხარ,თუ "იგონებ"?!smile.gif

[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-22 19:21 ]
Pipo
ჩემი ვერსია ასეთია:
ხელისუფლება, სავარაუდოდ, აიღებს არანაკლებ 25%. ბურჯანაძე-დემოკრატები - 20%
ნაციონალები - `15-17`%
აღორძინება - 20%
ლეიბორისტები - `7-10`%. ისე, არ არის გამორიცხული ,ესენი ისევ მოასრიალონ.
მრეწველები, სავარაუდოდ, ვერ გავლენ.
საეჭვოა ახლების გასვლაც.
ხელისუფლება ალბათ, ყველაზე მეტ მაჟორიტარს გაიყვანს და ისევ უმრავლესობაში მოვა.
მოკლედ, იგივენი და ჩვენ.
მაგარი ბალაგანი გვექნება.......
Laki
და დარჩება პროგნოზები ჩვენი "ხმად მღაღადებლისა..."!!! მარა,"მაი აფერი",სამაგიეროდ ჭკუას ვისწავლით და თან ვასწავლით ....!!! :wink:

[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-22 20:13 ]
Al-pachino
კაი კაცო სულ ჭკუას არ ვსწავლობთ აგერ 14 წელი ხდება!
წინა არ მახსოვს და ისე კი ამბობენ უკვე კაი ოცდაათიც არიო. ჰოდა იმას ვამბობდი რომ მეორედ მოსვლა კიდევ ავიტანეთ და მესამედ თუ კიდევ ეგ მოვიდა მერე ნახვამდის ! მთელი საქართველო შევალთ სტავროპოლსკი კრაის შემადგენლობაში.
Vacho
მეთსაც გეტყვით, სახელისუფლებო ბლოკი ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, ანუ ჯამში 118 კაცზე მეტს გაიყვანს. მერე კი აპროტესტონ რამდენიც უნდათ, გინდ ჰააგაში, გინ სტრასბურგში და გინდ კუალა-ლუმპურში.
AFRODITA
არამგონია პარტიული სიით სახელისუფლებო ბლოკმა გაბედოს მთლად ასე ნაგლად წინ წაწევა. თუ ეგენი მართლაც ლეიბორისტებთან არიან შეკრულები მაშინ შეეცდებიან რაც შეიძლება წინ წაწიონ ეგენი მერე აღორძინება, მერე თვითონ,სადღაც ბოლოსკენ მრეწველებსაც გაიყვანენ და ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობაც მაგათ ხელშია. მაგრამ ამავე დროს თუ პირველ ადგილზე ბურჯანაძე-დემოკრატები გავიდნენ, მეორეზე (ან მესამეზე) ნაციონალები და იქვე ახლომახლო ახლებიც გაიჩითნენ მაგ შემთხვევაში გვეშველება ოპოზიცია მოვა უმრავლესობით და ... გიხაროდენ საქართველოვ! აი მერე კი მართლაც მოხდება გაერთიანება ახალი საქართველოსათვის. ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ ამოვალთ ამ უფსკრულიდან. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ეს ასეც მოხდება თუ არ დავუშვებთ გაყალბებას. ეს კი უკვე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია!
Vacho
ბევრ რამეში გეთანხმები აფროდიტა. მაგრამ მე პირადად არა მგონია, რომ ბურჯანაძე-დემოკრატებს იმხელა დასაყრდენი ქონდეთ რაიონებში. რაიონებში ჩემის აზრით მიანც ან ნაციონალებმა, ან ლეიბორისტებმა უნდა გაიმარჯვონ. თუმცა კი არ დაგვავიწყდეს, რომ რაიონებში გაყალბების გაცილებით მეტი შანსია და ამას ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს. თუმცა კი მიანც მგონია, რომ ლეიბორისტები ისევ გარეთ დარჩებიან, რადგანაც წინა არჩევნებზე რატომღაც მგონია, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი ყავდათ ვიდრე წელს. ახლა უფრო დაიქსაქსა პოლიტიკური სპექტი და ბევრმა ან ბურჯანაზე-დემოკრატებს დაუჭირა მხარი ანდა იგივე საკაშვილს ან აღორძინებას. ახლების გასვლაშიც ეჭვი ემპარება, რადგანაც საკმაოზე მეტად გამოკვეთილი "თბილისური" პარტიაა ხალხის თვალში. რაიონებში არამგონია გაქაჩონ. აღორძინება აუცილებლად გადალახავს 7% და ასევე ხელისუფლება. ნაციონალებმაც უნდა გადალახონ წესით და რიგით.
`Ana-bana`
Vacho მართალია, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, უმრავლესობით რომ მოვიდეს, შეხედეთ ბაქოს ამბებს, სისხლიც დაიღვარა, მაგრამ რა? სიებში რაც მკვდარი სულებია, საკმარისია უმრავლესობისათვის. ამათ რა, რამის შერცხვებათ თუ შეეშინდებათ? პირიქით, რომ ეშინიათ, ამიტომ უნდა შეინარჩუნონ უმრავლესობა, თორემ არ დაადგებათ კაი დღე.

ჩემი პროგნოზით, სიები რომ ზუსტი იყოს და გაყალბებაც არ იყოს (არ გამართლდება ესე იგი ჩემი პროგნოზი არასდროს laugh.gif ), შედეგები თანაბარი იქნებოდა დემოკრატები - ნაციონალები -ლეიბორისტებისათვის (კი მეცინება მარა ამათაც ყავთ მხარდამჭერები). დანარჩენები გაინაწილებდნენ ალბათ სადღაც 25%-ს
AFRODITA
QUOTE

On `2003-10`-23 12:56, `Ana-bana` wrote:

ნუ გეცინება ანა-ბანა მაგათაც კი არა ლეიბორისტებს საკმაოდ ძლიერი და მყარი ელექტორატი ჰყაავთ. თუმცა კი მე ვერ ვხვდები თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ნორმალურმა ადამიანმა ლეიბორისტულ პარტიას.

ალბათ ყველა ვინც "ლ"-ს არბილებს (ასეთები დამეთანხმებით რომ ძალიან ბეევრია)საკუთარი თავის გაიგივებას ახდენს მათთან.

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-23 14:00 ]
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-10`-23 13:59, AFRODITA wrote:
ნუ გეცინება ანა-ბანა მაგათაც კი არა ლეიბორისტებს საკმაოდ ძლიერი და მყარი ელექტორატი ჰყაავთ. თუმცა კი მე ვერ ვხვდები თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ნორმალურმა ადამიანმა ლეიბორისტულ პარტიას.

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-23 14:00 ]

ჰოდა მაგიტომ მეცინება მეც :smile:
AFRODITA
იმაზე რას იტყვი ეთერ კაკულია მაჟორიტარობის კანდიდატად რომ ჰყავთ ლეიბორისტებს?!
თანაც ერთ-ერთი სახე გახადეს პარტიის :smile: :smile: :smile:

აწი ღამის შოუს შეუძლია სცენარისტებზე აღარ დაიხარჯონ, საკმარისი იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთი კამერა დააყენონ ეთერ კაკულიას გვერდით და ეს მასალა სამშაბათს და პარასკევს გაუშვან ეთერში :smile: :smile: :smile:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-10`-23 14:17, AFRODITA wrote:
იმაზე რას იტყვი ეთერ კაკულია მაჟორიტარობის კანდიდატად რომ ჰყავთ ლეიბორისტებს?!
თანაც ერთ-ერთი სახე გახადეს პარტიის  :smile: :smile: :smile:

აწი ღამის შოუს შეუძლია სცენარისტებზე აღარ დაიხარჯონ, საკმარისი იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთი კამერა დააყენონ ეთერ კაკულიას გვერდით  და ეს მასალა სამშაბათს  და პარასკევს გაუშვან ეთერში :smile: :smile: :smile:

laugh.gif
მაგი შენ რეალში უნდა ნახო laugh.gif
აბა აბა როგორ გინდა, ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა, ლეიბორისტი რომ გახდე, გიჟი უნდა იყო
AFRODITA
მე მაინც მგონია რომ თქვენ ყველანი ცდებით როდესაც სახელისუფლებო ბლოკის პირველ ადგილზე გასვლას ვარაუდობთ. მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში.
Vacho
ღმერთმა ქნას ვცდებიოდე ჩემო აფროდიტა, მეც ეს არ მინდა. მაგრამ რა ვიცი მე მაინც ასე მგონია რომ მოხდება. მაინც მგონია, რომ თვითონ ქართველი ერი არ არის სამართლიანი არჩევნებისათვის მზად. ამდენი ხანი ერმა ვერ დაანახა ხელისუფლებას თავისი ძალა და კეთილი ნება იმისა, რომ სურს ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს. ეს ალბათ ჩვენი ბრალიც არის.
Pipo
ბნელაო? თქვენ რა ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? ბესპრედელი როა, ვერ ხედავთ?
AFRODITA
ბნელაო და ბეზპრედელიაო და ნუთუ ვერ ატყობთო?!
ნუთუ თქვენ თვითონ ვერ ატყობთ რომ აღარ ეგუება საზოგადოება ამ ბეზპრედელს?!
Laki
Fუუუ....კაკულიას "ბლატნოი ბაზარი" რომ მოვისმინე ...რა შემზარავია,ქალი რომ მის სახეს არა გავს!!!
ლეიბორისტებმა ჩემს თვალში წონა დაკარგა მის მერე,რაც "მახინჯი" ბაღათურია დაიყენა გვერდში!!!

ჰო,მართლა,ბატონი შალვას "ულიბკა Hოლივუდა" იმხელა შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს! :wink:

[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-23 16:25 ]
Vacho
მე ვერ ვატყობ აფროდიტა და რა ვიცი. ალბათ "დავბრმავდი" და აღქმის უნარი წამერთვა. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ 3 წლის წინანდელ და ეხლანდელ საზოგადოებას შორის.
Laki
QUOTE

On `2003-10`-23 16:16, Vacho wrote:
მე ვერ ვატყობ აფროდიტა და რა ვიცი. ალბათ "დავბრმავდი" და აღქმის უნარი წამერთვა. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ 3 წლის წინანდელ და ეხლანდელ საზოგადოებას შორის.

ვახო!ძმაო!ცოტა,უფრო აქტიური და დაინტერესებული გახდა საზოგადოება-ფაქტია!!! 1999 წელს ამდენს არ საუბრობდნენ!!!
Pipo
თქვენ რაზე ატყობთ? ერთი სიმპტომი დამისახელეთ, რომელიც მიანიშნებს, რომ საზოგადოება ქვეყანაზე, მომავალზე, მშენებლობაზე ფიქრობს .
ასე რომ იყოს, მაშინ ხომ საარჩევო სუბიექტებში წინა არჩევნებისაგან განსხვავებული სურათი გვექნებოდა.

ერთადერთი შესამჩნევი ცვლილება, რასაც ვხედავ ამ არჩევნებისათვის, რევანშისტული განწყობის ზრდაა. ეს სასიკეთო ცვლილებების მომტანია?
AFRODITA
აქ არა ხარ და რას შეატყობ გენაცვალე!
Laki
QUOTE

On `2003-10`-23 16:27, Pipo wrote:

თავად "რევანშისტული განწყობა" მიუთითებს იმას,რომ რაღაცის შეცვლას თხოულობს ხალხი!!!!
Vacho
QUOTE

On `2003-10`-23 16:27, AFRODITA wrote:
აქ არა ხარ და რას შეატყობ გენაცვალე!

კარგი გავჩუმდი :smile:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-10`-23 16:37, Vacho wrote:
QUOTE

On `2003-10`-23 16:27, AFRODITA wrote:
აქ არა ხარ და რას შეატყობ გენაცვალე!

კარგი გავჩუმდი :smile:

მე ვარ აქ და ვამბობ, რომ ხალხი აღარ ეგუება კი არა, გულგრილია უკვე, დაღლილობისაგან ნიჰილიზმი იოლად მიიღწევა. ერთი ორი ვიღაცა თუ არ ეგუება, არ ნიშნავს რომ მასაა მზად

არ ეგუება კი არა, კიდიათ (დიდი ბოდიში, მარა ასეა), არაფერი გამოვა მაინცო და...

და ნუ დამესევით ახლა, მე კი არ მიხარია ასე როა :sad:
Laki
ბევრ სუფრასთან მოვისმინე-"წახვალ არჩევნებზე".უკვე საკითხის დასმა იმაზე მიუთიტებს (ჩემის აზრით რათქმაუნდა :wink: ),რომ უკვე აინტერესებსთ,თუ ვინ გაიმარჯვებს! იმედია მივა ხალხი არჩევნებზე.და,თუ არა,მაშინ დააბრალოს საკუთარ თავს რომ სულ ცოტა 4 წელი (პლუს პრეზიდენტის მომავალი ვადა) კიდევ ჭაობში ცხოვრება რომ მოუწევთ!!!!

[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-23 16:47 ]
AFRODITA
არ ეგუება კი არა, კიდიათ (დიდი ბოდიში, მარა ასეა), არაფერი გამოვა მაინცო და...

და ნუ დამესევით ახლა, მე კი არ მიხარია ასე როა :sad:

[/quote]
ეგ ხალხი ვინც ეგუება ყველანაირ თავზე ....... მეტის ღირსია, ჩემში ასეთი ხალხი ზიზღის მეტს არაფერს იწვევს.
მე მაინც მგონია რომ ასეთი ხალხის რაოდენობა არც თუ ისე დიდია. იმ ხალხის უმეტესობა ვინც ამბობს რომ მკიდიაო სინამდვილეში საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
Pipo
რევანშისტული განწყობა ხალხში არ ნიშნავს ცვლილების სურვილს და ცვლილებებისათვის მზადყოფნას. -

ხალხი ყოველთვის რაღაცას მოითხოვს. თანაც ხალხი და საზოგადოება სხვადასხვა რამაა.

მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს რამე. ჩვენი საზოგადოება და მისი მოწინავე ნაწილი უფრო რეალობასთან ადაპტირებას ცდილობს და რაიმეს შეცვლას არ ცდილობს. ეს არის ყველაზე შემზარავი.
`Ana-bana`
[quote]
On `2003-10`-23 16:53, AFRODITA wrote:

არ ეგუება კი არა, კიდიათ (დიდი ბოდიში, მარა ასეა), არაფერი გამოვა მაინცო და...

და ნუ დამესევით ახლა, მე კი არ მიხარია ასე როა :sad:

[/quote]
ეგ ხალხი ვინც ეგუება ყველანაირ თავზე ....... მეტის ღირსია, ჩემში ასეთი ხალხი ზიზღის მეტს არაფერს იწვევს.
მე მაინც მგონია რომ ასეთი ხალხის რაოდენობა არც თუ ისე დიდია. იმ ხალხის უმეტესობა ვინც ამბობს რომ მკიდიაო სინამდვილეში საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

[/quote]
მე მეტსაც გეტყვი.
ხალხმა აქტიურობა გამოხატა და დაუჩოქა ერთ დროს ამ პრეზიდენტს. მაშინ იქნება ისინი თვლიდნენ ჩემისთანების (ანუ ვინც არწავიდა დაარ დაიჩოქა) საქციელს სამარცხვინოდ. ახლა შენ თვლი რაღაცას სამარცხვინოდ.

თუ ვინმე გულგრილია,არა იმიტომ, რომ ვიღაცა შენზე ნაკლები პატრიოტია და შენზე ნაკლები შეუძლია. არა, აღარ აინტერესებს უკვე, მოუკვდა შიმშილით უკვე თუ ვინმე ყავდა და თვითონაც კვდება. რომელი ხალხი დადგება სადარაჯოზე?? ოღონდ პური რომ დაანახო და საითაც გინდა იქით რომ წამოვა?? მიიყვანეს აქამდე და ახლა ასეა საყვარელო, მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალე. სხვისი იმედი ნუ გექნება, რომ გვერდით დაგიდგებიან. თუ ვინმეს უნდოდა, ჩამოაგდენდნენ ძირს ამდენ ხანს და საშვილთაშვილო ვალებს არ შეაჭმევინებდნენ

ამაზე მეტი საჭიროება მე არ ვიცი და აბა მაჩვენე ერთი სადარაჯოზე დამდგარი ხალხი, მეო რო მითხრა, არ მივიღებ, ხალხი, ანუ ბევრი. უმეტესობა გაიძახის, ამომივიდა ეს მთავრობა ყელშიო, მაგრამ არაფრის გამკეთებელი არაა, მორთმეული უნდა გენაცვალე აბა! უქნარა და უვარგისია უმეტესობა, მიჩერებულია სხვას.
დაიკარგა ხალხში ნდობა და იმედი!

აუფ
დავიღუპე
დამემართა მეც მგონი :sad:
`Ana-bana`
ხო, დამავიწყდა აღნიშვნა:
შენზე უფრო გამიხარდება, თუ ეს ხალხი ერთ მშვენიერ დღეს მართლა გამოავლენს, რომ ცოცხალია ჯერ კიდევ.
AFRODITA
მე მაგას არ ვამბობ რომ უქნარები ვართ, მორთმეული გვინდა ყველაფერი და ამიტომაც მივირთმევთ ......... ამდენი ხანია.

("ცდისა და შეცდომის გზა" რაღაც კონკრეტული ქცევა თუ ზედიზედ რამოდენიმეჯერ არაეფექტური გამოდგა ის ქცევა აღარ უნდა განახორციელო, გადახვიდე სხვაზე. ამასობაში აუცილებლად რომელიმე ცდა გამოიღებს შედეგს და დადებითი შედეგის რამოდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში ხდება ამ დადებითი რეზულტატის მქონე ქცევის დასწავლა. )

უნდა მივხვდეთ რომ პასიურობამ, ვიღაცის მიერ ჩვენთვის აწყობილი ბედნიერი მომავლის ლოდინში ყოფნამ არაფერი მოგვიტანა, დროა შევცვალოთ ჩვენი ქცევა.

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-23 17:43 ]
Laki
ერთი თხოვნა მაქვს შენთან!ზალიან გთხოვ ჟარგონსა და "მისნაირებს" მოერიდო საუბრისას!
ვ ე რ ვ ი ტ ა ნ მანდილოსნისაგან!!!
":)
Anonymous
თითოეულმა ადამიანმა, თვითონ უნდა იბრძოლოს თავისი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის!!!
AFRODITA
გუშინდელის მერე აზრი შემეცვალა. მგონი აქამდე ნაციონალებს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ასე თუ განაგრძეს პირველი ადგილი გარანტირებული ექნებათ. არ მეთანხმებით?
რაც არ უნდა ეძახონ პოპულისტი ხარო, აბა ვინმემ დამისახელოს ამდენი წლის მანძილზე ვის გაუბედია ამდენი ამ გათავხედებული ხელისუფლებისათვის?!
Laki
QUOTE

On `2003-10`-24 11:16, AFRODITA wrote:
გუშინდელის მერე აზრი შემეცვალა. მგონი აქამდე ნაციონალებს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ასე თუ განაგრძეს პირველი ადგილი გარანტირებული ექნებათ. არ მეთანხმებით?  
რაც არ უნდა ეძახონ პოპულისტი ხარო, აბა ვინმემ დამისახელოს ამდენი წლის მანძილზე ვის გაუბედია ამდენი ამ გათავხედებული ხელისუფლებისათვის?!
 
და,ბათონი მიშა სად ბრძანდებოდა გუშინ,ამით არ დაინტერესებულხარ?! :wink:
პრინციპში,იქნებ სწავლობენ კიდეც ოპოზიციონერობას და შესაბამის წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას!!!

პ.ს.გოგიტიძეს ვეღარ ვიტან გუშინს მერე!!! :evil: ასლან ბაბუს სატელიტი!!! LOL

[ This Message was edited by: Laki on `2003-10`-24 11:38 ]
AFRODITA
და,ბათონი მიშა სად ბრძანდებოდა გუშინ,ამით არ დაინტერესებულხარ?!

სხავათაშორის მე დარწმუნებული ვარ რომ მიშა იქ იყო, მიშას ვინც იცნობს ყველამ იცის რომ მიშა ვერ მოითმენდა იქ არ ჩასულიყო, რაც არ უნდა საშიშროება ყოფილიყო ვერ შეძლებდა სხვაგან ყოფნას. უბრალოდ მისი გამოჩენა უარესად დაძაბავდა სიტუაციას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი იქ გამოჩენა, იმიტომაც არ გამოჩნდა.
Laki
QUOTE

On `2003-10`-24 11:50, AFRODITA wrote:
სხავათაშორის მე დარწმუნებული ვარ რომ მიშა იქ იყო, მიშას ვინც იცნობს ყველამ იცის რომ მიშა ვერ მოითმენდა იქ არ ჩასულიყო, რაც არ უნდა საშიშროება ყოფილიყო ვერ შეძლებდა სხვაგან ყოფნას. უბრალოდ მისი გამოჩენა უარესად დაძაბავდა სიტუაციას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი იქ გამოჩენა, იმიტომაც არ გამოჩნდა.

:smile: ჯურნალისტური კორპუსი მთელი დღე დაეძებდა გუშინ მიშიკოს და თვალიც ვერსად ვერ მოკრეს!!! :grin:
Vacho
ამ ყველაფრით მოგებული მაინც სახელისუფლებო ბლოკი რჩება, რადგანაც სტაბილურობის და სიმშვიდის მქადაგებელი პარტია გამოდის ხალხის თვალში. ესენი ერთმანეთს ურტყავენ და ისინი კიდე საქმეს აკეთებენ.
Laki
ნეტავ რას აკეთებენ ასეთს?! :smile: ამ ხელისუფლებამ,ისე გაიტეხა სახელი რომ მე მგონი მაინც ვერაფერი უშველის!!!
Vacho
ან ეს მარკირება რა სირცხვილია მართლა. ბოლოს და ბოლოს ხალხი საახალწლოდ გასაყიდო ღორები ხომ არ არიან,შტამპს რომ ადებენ. მესმის რომ სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ რატომ არ ვსვამთ კითხვას, რომ რატომ დავედით იქამდე რომ დასაშტამპი ერი გავხდით?

[ This Message was edited by: Vacho on `2003-10`-24 12:21 ]
Laki
არჩევნების გაყალბების (ტოტალურად) თავიდან ასაცილებლად სხვა,უკეთესი ვარიანი არა აქვს დემოკრატიულ სამყაროს!!! LOL :grin:
Al-pachino
ძვირია უფრო ჩემო ლაკი თორე არის ცხადია.
Vacho
ესე იგი გამოდის, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ დაშტამპვის ბედნიერება გვექნება. რა კარგია :smile: ამას თუ დავუმატებთ ადგილობრიბ და საპრეზიდენტო არჩევნებს ამ სიამოვნების მიღება ერთი-ორად იზრდება :smile: ფანტასტიურია. კიდევ მერის არჩევნებიც შეიძლება დაემატოს და სულ დავშტამპულვართ და ეს არის. წაშლას ვეღარ მოვასწრებთ რომ ისევ დაგვბეჭდავენ.
Laki
თავს ზევით ძალა არა!!! :smile:
მე ვფიქრობ,კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდეს ასე და დამთავრდეს იქნებ დაშტამპვებიც!!! :smile:

ძვირი რა არის ალ-პაჩინო! ბიულეტენების დაბეჭდვა თუ ქვეყნის ისე მოწყობა,რომ არჩევნების გაყალბების არავის ეშინოდეს ან განიცდიდეს?! :wink:
AFRODITA
LAKI
ის რომ ჟურნალისტები დაეძებდნენ და ვერ იპოვეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს სიტყვებს.

ვახო
მართლა გჯერათ რომ სახელისუფლებო ბლოკი დღეს შეიძლება მოგებული დარჩეს? აღარ კმარა ასეთი სტაბილურობა?! სხვათაშორის მათ მიერ შემოთავაზებული სტაბილურობა სულ მაგონებს რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის შესახებ კომენტარებს "მდგომარეობა სტაბილურია!" ანუ სტაბილურად ცუდი და მძიმეა მდგომარეობა. და წარმოვიდგენ ხოლმე აპარატზე შეერთებულ ადამიანს რომელსაც ასე "აცოცხლებენ" სანამ აპარატი არ გამოირთვება.
მარკირებაზე კი მე არ მესმის რატომ იღებთ შეურაცხყოფად მარკირებას. ცხვრები ვართ როცა ჩვენივე ხმების დაცვის მიზნით დაგვნიშნავენ და არ ვიყავით ცხვრები ამდენი ხნის მანძილზე როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩვენს არჩევნებზე მისვლას და როდესაც გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად სხვები იღებდნენ?!

[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-10`-24 12:39 ]
Laki
აფროდიტა! 2 ნოემბრამდე კიდევ რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს შენი სიმპატიები პოლიტიკურ ბლოკებთან მიმართებაში?! :wink:

ლიდერი,მუდამ ხალხთან უნდა იყოს,ასე მიმაჩნია მე!
არაა სააკაშვილი გენერალი,რომ ფრონტის ხაზს ზემოდან დაცქეროდეს!!! თუმცა,მობილურების საშუალებით იყო იყო თურმე დიდი კონსულტაციები "ვიღაცეებთანს",მაგრამ "რაი მერე"?! :grin:
Vacho
ახლა პირველად უყურე "ახალი საქართველოსათვის" კლიპი რომ არის ჯემალ სეფიაშვილის დაწერილი. რა ნამუსით მღერიან არ მესმის რა, ან რომ წერენ სოხუმამდე 1 კმ დარჩაო, საერთოდ რაზე ფიქრობენ. სინდისი მაინც არ აწუხებთ?
Laki
QUOTE

On `2003-10`-24 14:50, Vacho wrote:
ახლა პირველად უყურე "ახალი საქართველოსათვის" კლიპი რომ არის ჯემალ სეფიაშვილის დაწერილი. რა ნამუსით მღერიან არ მესმის რა, ან რომ წერენ სოხუმამდე 1 კმ დარჩაო, საერთოდ რაზე ფიქრობენ. სინდისი მაინც არ აწუხებთ?    

ვერ ვიტან მაგ კლიპს!!!
AFRODITA
კლიპმა რატომ გამოიწვია ასეთი აღშფოთება. ნუთუ იმის მერე რაც ბლოკს ახალი საქართველოსათვის გაერთიანება დაარქვეს შეძლება კიდევ რამემ გამოიწვიოს აღშფოთება?!
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-10`-23 17:23, `Ana-bana` wrote:
მე მეტსაც გეტყვი.
ხალხმა აქტიურობა გამოხატა და დაუჩოქა ერთ დროს ამ პრეზიდენტს. მაშინ იქნება ისინი თვლიდნენ ჩემისთანების (ანუ ვინც არწავიდა დაარ  დაიჩოქა) საქციელს სამარცხვინოდ. ახლა შენ თვლი რაღაცას სამარცხვინოდ.  

თუ ვინმე გულგრილია,არა იმიტომ, რომ ვიღაცა შენზე ნაკლები პატრიოტია და შენზე ნაკლები შეუძლია. არა, აღარ აინტერესებს უკვე, მოუკვდა შიმშილით უკვე თუ ვინმე ყავდა და თვითონაც კვდება. რომელი ხალხი დადგება სადარაჯოზე?? ოღონდ პური რომ დაანახო და საითაც გინდა იქით რომ წამოვა?? მიიყვანეს აქამდე და ახლა ასეა საყვარელო, მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალე. სხვისი იმედი ნუ გექნება, რომ გვერდით დაგიდგებიან. თუ ვინმეს უნდოდა, ჩამოაგდენდნენ ძირს ამდენ ხანს და საშვილთაშვილო ვალებს არ შეაჭმევინებდნენ

ამაზე მეტი საჭიროება მე არ ვიცი და აბა მაჩვენე ერთი სადარაჯოზე დამდგარი ხალხი, მეო რო მითხრა, არ მივიღებ, ხალხი, ანუ ბევრი. უმეტესობა გაიძახის, ამომივიდა ეს მთავრობა ყელშიო, მაგრამ არაფრის გამკეთებელი არაა, მორთმეული უნდა გენაცვალე აბა! უქნარა და უვარგისია უმეტესობა, მიჩერებულია სხვას.
დაიკარგა ხალხში ნდობა და იმედი!

აუფ
დავიღუპე
დამემართა მეც მგონი  :sad:

ხო, მოკლედ პრივატში მოწერას (ადრესატმა იცის, ვისაც მივმარტავ) აგერ ვამჯობინე, ბარემ წაიკითხონ სხვებმაც და დაანებონ თავი ამ ამაღლებულ ტონს:

ჰოდა ამ დღეს, სანამ მაგას დავწერდი ზუსტად, ვსადილობთ ხალხი, რეკავს დეიდაჩემი, ჩვენთანო კორპუსები და სადარბაზოები ჩამოიარა სახლმმართველმაო, ჩამოკრიბა პ/მოწმობებიო და ჭკუას არიგებს ხალხს, შეგიძლიათ არჩევნებზე არ მოხვიდეთ, და არჩევნების მერე დაგიბრუნებთ ამ მოწმობებსო. შენც გაატანე-მეთქი? არაო, ვიცოდი მომკლავდიო laugh.gif (ტერორში მყავს ხალხი laugh.gif ), წავედი მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, მივედი დეიდაჩემის მეზობლები გამოფენილები არიან, სახლმმართველი ახლა სხვა სადარბაზოშია, მეთქი ხალხნო, რა გიქნიათ ეს, პასპორტის გატანება როგორ იქნება და რამე თქო. ხო მარაო რო გავიდესო ეს სახელისუფლებო ბლოკიო, მერეო დაგვატოვებინებენ სამსახურსო და გვეშინიაო. მეთქი, ვერც გავლენ და რომც გავიდნენ, ეგ არ მოხდება, მოვიყვანოთ რამდენიმე არხი, გავახმაუროთ ეგ ამბავი და იქით ვუტიროთ დედა მაგ სახლმმართველს- მეთქი. ზოგმა კაიო, მარა უმეტესობამ, მე ვერ გამოვჩნდებიო, მეთქი აბა თქვნი უბანია, თქვენ ცხოვრობთ აქ, თქვნი პ/მოწმობები წაიღეს , თქვენ თუ არ იტყვით ამას, მე ისე ვერ დაგეხმარებით მეთქი. ჰოდააა, გამოხტა ერთი დედაკაცი, აბაო თუ არაფერი შეგეძლო, რას მოდიოდი აქო. მეთქი შენი ***************, გგონია მევალება მე აქ შენი ხმების დაცვა? ისე ******* პატრონი, სანამ შენ თვითონ არ მიხვდები, მე არ ვაკეთო შენი საქმე, ვის აძლევ ხმას, ამ ზამთარში სიცივით სულს რო ამოგხდის მეთქი?? ვალდებული გამხადა მე მეყვირა მის მაგიერ,გაიგე?? რომც მომეყვანა ის ტელევიზია, გადაუარავდნენ გაიგე შენ? იტყოდნენ, არა ბატონო სახლში მაქვს პასპორტიო, მე მაგათი... მოკლედ, აგული ერისთავის არ იყოს, ვაგინე, ჩავჯექი და წამოვედი

ეგრე იყო :sad:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.