დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > უცხოეთი
გუთანო
CNDP-ის (ეროვნული კონგრესი ხალხის დასაცავად) მეამბოხეები მოადგნენ ქალაქ გომას (პროვინცია კივუს დედაქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთით). კონგოს არმიამ უკან დაიხია და ქალაქი დატოვა. თუმცა, მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ გომასთან ახლოს მდგარი გაეროს მისიის ჯარისკაცები.

გომადან გამოქცეული ხალხის ნაკადი არ წყდება:

კონგოს აღმოსავლეთში, უკვე რამდენიმე წელია მძვინვარებს კონფლიქტი ქვეყნის არმიასა და გენერალ ენკუნდას მეამბოხეებს (CNDP) შორის. ლორან ენკუნდა კონგოელი ტუტსია და უპირისპირდება კინჩასას ცენტრალურ ხელისუფლებას "რუანდას განმათავისუფლებელ დემოკრატიულ ძალებთან" თანამშრომლობის გამო. ამ უკანასკნელს ქმნიან ჰუტუ მილიციელები და რუანდას 1994 წლის გენოციდის მონაწილე ჯარისკაცები.
გაეროს უსაფრთხოების საბჭო დღეს საგანგებოდ შეიკრიბა ამ საკითხთან დაკავშირებით.

გენერალი Laurent Nkunda (სრული გვარი: Nkundabatware)

გუთანო
ლონდონი არ გამორიცხავს კონგოში სამხედრო მისიის გაგზავნას, მაგრამ თვლის, რომ ჯერ ამის დრო არ მოსულა, მით უმეტეს, რომ გენერალმა ენკუნდამ ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
"ახლა დამატებითი ძალები კიდეც რომ გადავისროლოთ კონგოში, მაინც არ ვართ დარწმუნებული, რომ დროზე ჩავლენ", განაცხადა ბრიტანეთის საგარეო სახელმწიფო მდივანმა.
თუ დაპირისპირება განახლდა, გაძლიერდება მონუკი (გაეროს მისია კონგოში) ან გაიგზავნება დამატებითი ევროძალები.
ამ დაპირისპირებამ მრავალათასობით ადამიანს სახლი დაატოვებინა, რაც იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გომაში დროებით სიწყნარეა. ქალაქში პატრულირებს კონგოს სამთავრობო და გაეროს ძალები

გუთანო
საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, კონგოში გაემგზავრნენ კრიზისიდან გამოსავლზე მოსალაპარაკებლად.
"ალბათ, ასეთი ჟლეტა, ამდენი ლტოლვილი აფრიკას არ ახსოვს" - განაცხადა კუშნერმა.

ლტოლვილთა რიცხვი ათეულობით ათასია

გუთანო
კუშნერმა კინჩასაში გამართა მოლაპარაკება კდრ-ის (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილასთან. შემდეგ კი კრიზისის ეპიცენტრ ქალაქ გომასკენ გაემართა. ბოლოს კი ეწვევა რუანდას და შეხვდება პრეზიდენტ პოლ კაგამს.
საერთაშორისო თანამეგობრობას აღელვებს, მეზობელი რუანდის 1994 წლის გენოციდის შემდეგ, ამ მუდმივად დაძაბულ რეგიონში ძალმომრეობის ახალი ტალღის აგორება.

კონგოს ხელისუფლება ბრალს დებს რუანდას (რომლის ხელისუფლებაშიც დომინირებს უმცირესობა ტუტსი) მეამბოხეთა მხარდაჭერაში. რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამი ამ ბრალდებას უარყოფს.

პოლ კაგამი და ჟოზეფ კაბილა

გუთანო
დღეს, კონგოში ბრძოლები ისევ განახლდა მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის.
mns
ძალინ ცუდია რომ მსოფლიო ყურადრების ცენტრში ახლა კონგო ექცევა. სად მათი პრეზიდენტი და სად ჩვენი მიხეილი. რაღაც ნდა მოვიმოქმედოთ, ტუნდაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ნაციონალებმა
გუთანო
გაეროს წარმომადგენლისა და მეამბოხეთა მეთაურის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, კონგოს აღმოსავლეთში ბრძოლები განახლდა. ცეცხლი გახსნეს მძიმე არტილერიიდან და ავტომატური იარაღიდან.

ლტოლვილთა ბანაკი კიბატიში
ზარა
ციტატა(გუთანო @ 16.11.2008, 19:57) *
გაეროს წარმომადგენლისა და მეამბოხეთა მეთაურის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, კონგოს აღმოსავლეთში ბრძოლები განახლდა. ცეცხლი გახსნეს მძიმე არტილერიიდან და ავტომატური იარაღიდან.

ლტოლვილთა ბანაკი კიბატიში

ასე ადვილად მანდ არ შეწყდება ეგ ომი. ისევ ამერიკის და ჩინეთის ინტერესების დაჯახებაზეა საქმე, თუმცა ამაზე არავინ არაფერს წერს. ჩინელებმა მოგეხსენებათ იყიდეს კონგო თავის ბუნებრივი სიმდიდრეებიანად.ოფოციალური ხელშეკრულება დაიდო ჩინეთსა და კონგოს შორის ამაზე. ბელგიელები და ფრანგები აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ამას ამერიკა რა თქმა უნდა არ შეურიგდება. რუანდელები ამერიკის ინტერესებს წარმოადგენენ მანდ. ევროპაში რუანდის ოფიციალური პირების მიმართ დაწყებული სასამართლო პროცესებიც ამ პროცესისი ნაწილია. ტყუილად კი არ ცდილობდა სარკო ბუშისთვის კბილის გაკვრას. ბევრი წინააღმდეგობებია, საქართველოს გარდა. აფრიკის რესურსებისთვის ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი. ამერიკა ყოველმხრივ ეცდება იქ ისეთი სიტუაცია შექმნას რომ ჩინეთმა ვერ შეძლოს ამ პროექტის განხორციელება და რესურსების აქტიურად გამოყენება.
გუთანო
ციტატა(ზარა @ 16.11.2008, 18:46) *

მართლა უცნაური და აუხსნელია სარკოს მიერ ბუშისთვის კბილის გაკვრა იმ კონტექსტში, რომელშიც მან ეს გააკეთა. არ უნდა იყოს მთლად უსაფძვლო ამ "საყვედურის" მიზეზის ძებნა საქართველოს გარეთ, რატომაც არა კდრ-ში?!
ზარა
ციტატა(გუთანო @ 16.11.2008, 20:01) *
მართლა უცნაური და აუხსნელია სარკოს მიერ ბუშისთვის კბილის გაკვრა იმ კონტექსტში, რომელშიც მან ეს გააკეთა. არ უნდა იყოს მთლად უსაფძვლო ამ "საყვედურის" მიზეზის ძებნა საქართველოს გარეთ, რატომაც არა კდრ-ში?!

ასეა, ასე გუთანო. არ ვიცი რამდენად იცნობ რუანდის საქმეს. იქ სწორედ კონგოს გამო მოხდა რაც მოხდა. თუმცა ამის შესახებ არსად არაფერს არ წერენ. უბრალოდ სიტყვას ვერ ნახავ. კონგო არის უმდიდრესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. არ არსებობს ბუნებრივი რესურსი, მანდ რომ არ იყოს. კონგოს ჩინელების ხელში საბოლოოდ ჩავარდნა დიდი დარტყმას მიაყენებს ამერიკის ინტერესებს. არადა ბელგიელებმა და ფრანგებმა დიდი ფულები ჭრეს ამ შეთანხმებით და ტრილიონებს მოჭრიან კიდევ თუ ჩინელებმა დაიწყეს პროექტის განხორციელება. მაგის ჩიტია ამერიკა? მოკლედ დიდი ამბებია. აქეთ ესენი ერთმანეთს ურახუნებენ ღიად და ფარულად თავებს, იქეთ ჩინეთი წყნარად, მშვიდად თავის საქმეს აკეთებს. გაისად ჩინეთი პირველად ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი ექსპორტიორი. დიდი ამბებია მოსალოდნელი თუ ეს სირი ევროპა დროზე არ მოვიდა აზრზე და ტრაკის ქიცინს არ მოეშვა.
გუთანო
ციტატა(ზარა @ 16.11.2008, 18:31) *

რუანდასთან დაპირისპირებებზე მსმენია. "ფულის ჭრაზეც" მსმენია, ოღონდ განსაკუთრებით ბელგიის შესახებ.
ახლა კდრ-ის ხელისუფლება დებს ბრალს ოფიციალურ რუანდას მეამბოხეებთან თანამშრომლობაში.
ზარა
ციტატა(გუთანო @ 16.11.2008, 21:17) *
რუანდასთან დაპირისპირებებზე მსმენია. "ფულის ჭრაზეც" მსმენია, ოღონდ განსაკუთრებით ბელგიის შესახებ.
ახლა კდრ-ის ხელისუფლება დებს ბრალს ოფიციალურ რუანდას მეამბოხეებთან თანამშრომლობაში.

კდრ მართალია. ოფიციალური რუანდა დგას ამ ამბების უკან. იმის უკან კიდევ ამერიკული ინტერესები. საქართველო ამ ტრუბას გადააყოლეს და მანდ ეგეთი გზები, ტრუბები და საბადოები ათობით უნდა გააკეთოს ჩინეთმა თუ სიტუაცია დაწყნარდა და საფრანგეთიც პირდება დავაწყნარებო. მოკლედ სარკო "დიდი დამაწყნარებელია". რუსეთმა ნავთობის საბადო უსაჩუქრა, ჩინეთი კიდევ უფრო მეტს პირდება და "აწყნარებს", რა ქნას. biggrin2.gif
გუთანო
კონგოში, ქლაქ ბაკავუში მოკლეს რადიო Okapi-ს ჟურნალისტი. მკვლელთა თუ შემკვეთთა ვინაობა უცნობია.
შარშან იგივე ვითარებაში მოკლეს იმავე რადიოს კიდევ ერთი ჟურნალისტი.
რადიო ოკაპი ფუნქციონირებს 2002 წლის თებერვლიდან გაეროსთან პარტნიორობით.
გუთანო
Human Right Watch-ის დღევანდელ რაპორტში ვკითხულობთ, რომ მინიმუმ 150 ადამიანი იქნა მოკლული 4 და 5 ნოემბერს Kiwanja-ში მეამბოხეების (ეროვნული კონგრესი) მიერ.

მეამბოხეთა გენერალი Nkunda

Laki
Лидер оппозиции Конго обвинен в массовых изнасилованиях
12 января 2009 | 16:18

Прокуроры международного уголовного суда обвинили бывшего лидера оппозиционного движения республики Конго Жана-Пьера Бемба в том, что для запугивания мирных жителей по его приказу устраивались массовые изнасилования. Такое обвинение было выдвинуто ему во время судебного слушания в Гааге, где он сейчас пребывает под стражей.

Бемба был арестован в мае 2008 года. Обвинение в массовых изнасилованиях Бемба отрицает. d.gif

По материалам: Газета.ru
გუთანო
ციტატა(Laki @ 12.01.2009, 17:38) *

ბელგიაში დაუკავებიათ.
არც ისე დიდი ხნის წინ, კდრ-ის ვიცეპრეზიდენტი იყო - ჟოზეფ კაბილას "მოადგილე". მულტიმილიონერის შვილია.
გუთანო
კონგოელი ყოფილი ბავშვი-მეომარი ამხელს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას ბავშვების ექსპლოატატორებთან

ლუსიენ ბადჯოკო 12 წლის ასაკიდან 17 წლამდე იბრძოდა (1996-2001 წლებში), კაბილას მეამბოხეების გვერდით.
22 წლის ასაკში მან გამოსცა წიგნი: "ვიყავი ბავშვი-მეომარი".
იგი ამხელს შეიარაღებულ კონფლიქტებში არასრულწლოვანთა ექსპლოატაციის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის შეგნებულ ლოიალურ პოლიტიკას და იარაღით არალეგალურ ვაჭრობაში თანამზრახველობას.

გუთანო
ცისტერნიანი სატვირთო მანქანის აფეთქებამ მინიმუმ 230 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 60-მდე ბავშვია.

სატვირთო მანქანა, რომელსაც საწვავით სავსე ცისტერნა გადაჰქონდა, სოფელ სანგში გადაბრუნდა. ეს სოფელი მდებარეობს ბურუნდის საზღვართან.
ავარიის შედეგად საწვავი დაიღვარა, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. ცეცხლი ირგვლივ მდებარე სახლებსაც მოედო.
მანქანის გადაბრუნების მიზეზად ერთნი გადაჭარბებულ სიჩქარეს, ხოლო მეორენი გზაზე არსებულ ღრმულს ასახელებენ.
ადგილზე მყოფთა გარდა, აფეთქებამ იმსხვერპლა მახლობელ სახლებში მყოფი ადამიანებიც, რომლებიც ფეხბურთის მსოფლიო თასის მეოთხედფინალს უყურბდნენ. მსხვერპლთა შორის არიან ისინიც, ვინც დაღვრილი საწვავის მოგროვება სცადა.

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.