საინტერესოა უცხოეთში ნყოფი ქართველებიდან რამდენი აპირებთ საქარველოში დაბრუნებას. თუ შეიძლება ყალბი პატრიოტიზმის გარეშე. მე პირადად დიდი ხანი არაა რაც წამოსული ვარ და დაბრუნების სურვილი ჯერჯერობით მაქვს.
დაბრუნება მინდა მაგრამ არა დიდი ხნით, ეს უბრალოდ მონატრებაა , არ ვიცი მინდა თუ არა საცხოვრებლად დავბრუნდე, ხან მინდა ხან არა
Anonymous
8.01.2003, 14:10
საქარტველოდან წამოვედი 1982 წელს ვერ ვეგუებოდი კომუნისტურ უსამართლობას.
სასაცილოა- მაგრამ ისევ ის ხალხია სათავეში, კოპილი რაიკომის მდივნები -გამგებლები არიან. ცეკას მდივანი კი პრეზიდენტი.
არაფერი არ შეცვლილა .
სანამ ნორმალური, ნაციონალისტური, დემოკრატიყლი, ახალი აზროვნების ხალხი არ მოვა და კოპილი დზველი ბიცები და ნარკომანები არ წავლენ მთავრობიდან, იკ დაბუნებიც არც სურვილი მაქვს და არც მოთხოვნილება .
ეს იდიოტები რამდენად პრიმიტივები არიან ზფხულში ვაკვირდები როდესაც იკ ვისვენებ მიტუმეტეს პირადად ვიცნობ უმეტესობას და მახსოვს რა სტუდენტებიც იკვნენ.ესენი მიცვეულები არიან სხვის უბედურებაზე ცხოვრების შენებას ხომ არ გონიათ რომ ეხლა ისწავლეს?
ხო, მაგრამ ვინ შეცვლის ყველაფერს? ეგ ღიპიანი ბიძები და ნარკომანები ხო ასი წელი არაფერს გააკეთებენ ხალხისთვის? თან ყველანი თავისნაირ შვილებს ზრდიან და მემკვიდრეობით უტოვებენ თანამდებობებს?
მოკლედ მე მგონი ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოში და ოპტიმიზმის საფუძვლებსაც მაინცდამაინც ვერ ვხედავ. მითუმეტეს თუ უცხოეთში მყოფი ქართველები არ დაბრუნდებიან.
ვთქვათ და ჩამოვიდნენ უცხოეთში წასულები... მერე? ? ? რას გააკეტებენ, რას შეცვლიან? არა მგონია უცხოეთში მყოფებზე გირდეს იმედის თვალის მიპყრობა!
_________________
siyvaruli, sitbo da kissebi gadaarchens samyaros!
[ This Message was edited by: kissie on `2003-01`-09 16:45 ]
სამწუხაროდ მართალი ხარ, ალბათ ვერავის დაბრუნება ვერ უშველის მანდ საქმეს. ძალიან ბევრი ვიცი დიდი ოპტიმიზმით და იდეებით შეიერაღებული რომ დაბრუნდა და მალევე დაუკარგეს ყვალაფრის სურვილი და უკან გააბრუნეს.
მე პირადად ახლა ტოკიოში ვსწავლობ და ნამდვილად ვაპირებ დაბრუნებას საქართველოში ყალბი პატრიოტიზმის გარეშე ვამბობ ამას. ასე თუ ვიმსჯელებთ არასოდეს არაფერი არ გვეშველება და სულ ასეთი სიტუაცია იქნება ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად ძალიან მენატრება თბილისი და ჩემი გარემო, მაგრამ აქ იმიტომ ვარ რომ მერე რაღაცით მაინც გამოვადგე ქვეყანას. მარტო ის ხომ არ არის რომ კარგად იცხოვრო უცხოეთში: კარგი ფული, კარგი ბინა. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი თუმცა კი ასე რომ ეაზროვნათ ჩვენს წინაპრებს აქამდე მოვიდოდით? გავიხსენოთ მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც სიღარიბეში და ყველასგან მიტოვებული მოკვდა,სამაგიეროდ საქართველოს საგანძური შეუნარჩუნა. ხომ შეეძლო გაეყიდა რამოდენიმე მათგანი და ჟარგონს თუ ვიხმარებ "საკაიფოდ" ეცხოვრა. ნამდვილად შეეძლო. მაგრამ....
[ This Message was edited by: Vacho on `2003-01`-10 12:55 ]
Anonymous
10.01.2003, 18:04
მეც ასევე, საქარტველოს არასოდეს არ გავცვლი. მართალია ერი ორჯერ დამჭრეს, მაგრამ მაიც ჩავდივარ და ვეხმარები.
მთავარია ყელამ ვაკეთოთ სამშობლოსთვის რამე, თორე არავინ არაპერს დაგეხმარება.
Anonymous
13.01.2003, 23:02
ბევრ რამეზეა დამოკიდებული, კერძოდ შვილებზე, სადაც იცინი იქნებიან, მეც იქ ვიქნები.მე სიამოვნებიტ დავბრუნდებოდი, მაგრამ ვატკობ რომ გამიჭირდება.იცვლება ბევრი რამ და რაც მთავარია ადამიანები იცვლებიან.მაინც არ ვკიდი სახლს, იმ იმედით რომ ერთ დგეს უკან წავალთ ყველანი.ისე დგევანდელ დგის საქართველოს სიტუაციიდან გამომდინარე, მირჩევნია აქ ვიყო სადაც ვარ და აქედან დავეხმარო ახლობლებს, ვიდრე მანდ ვიყო და თავად ვიკო დასახმარებელი.დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს, წინასწარ ძნელია განჭვრიტო ადამიანმა მომავალი ცხოვრება, ისევე, როგორც არასდროს არ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ვიცხოვრებდი იქ სადაც ვარ.
სხვა მომენტიც არის...შვილები აქ სწავლობენ, თავისთავად ეჩვევიან უცხო ქვეყანას,და მოინდომებენ შემდგომში ისეტ ქვეკანაში ცხოვრებას, როგორიც დგეს საქართველოა? არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურად არა სტაბილურობას, კორუფცია და უკანონობა ბატონობს.და რაც მთავარია დაცული არ ხარ არანაირად როგორც ადამიანი.
Mlle Kartveli
17.01.2003, 21:18
იტ'შ MY BEშთ ჭIშH... BUთ....
აNYჭAY I HOPE თHAთ I ჭILL...
Anonymous
18.01.2003, 15:49
არც ერთ ერსში არ აქვს ნოსტალგის გრდზნობა ისე განვითარებული როგორც ქართთველებს. მე, ვიცი რომ ყველა დაბრუნდება.
1 000 000 ადამიანია წასული. ის ადამიანები თავიანთ ახლობლებს არ ივიწყებენ, მატერიალურად ეხმარებიან. ერთ ერთმა ქართველმა ბანკირმა მითხრა "იმდენს რაც ქართველები უცხოეთიდან თანხებით ეხმარებიან ახლობლებსო, არცერთ ქვეყანაში არ არის ყოფილი სსსრ" დანო.
ასე რომ, ადვილი შესადზლებელია რომ ისინი დაბრუნდნენ. როდესაც კანონიერი არჩევნები ჩატარდება.
ისე, საინტერესოა ყველა ქართველი ახალგაზრდა თუ გამოიქცა საქართველოდან და შორიდან დაელოდა იქ სიტუაციის დარეგულირებას, ეს ვინ უნდა მოახდინოს ნეტა. მე ორი წელია რაც წამოსული ვარ და არამც თუ გამინელდა, დღითი-დღე მიძლიერდება უკან დაბრუნების სურვილი.
მე ყოველ ზაფხულ-ზამთარ საქართველოში ვარ არ შემიძლია მეტ ხანს ვერ ვძლებ უსაქართველოდ. თან ჩემი მდგომარეობა განსხვავებულია, ფეხბურთელი ვარ და გუნდი მაძლევს ამის საშუალებას რომ ჩავიდე საქართველოში.
მე ყოველ ზაფხულ-ზამთარ საქართველოში ვარ არ შემიძლია მეტ ხანს ვერ ვძლებ უსაქართველოდ. თან ჩემი მდგომარეობა განსხვავებულია, ფეხბურთელი ვარ და გუნდი მაძლევს ამის საშუალებას რომ ჩავიდე საქართველოში.
Anonymous
21.01.2003, 7:12
ჩასვლით მეც ჩავდივარ, ადრე უფრო ხშირად, ეხლა უფრო ნაკლებად, იმ მიზეზით, რომ ძვირი ჯდება და ამდენი საშუალება არაა,მეორეც რამდენი წავედი, იმდენი გულგატეხილი წამოვედი უკან,მოგეხსენებათ მიზეზები,გარდა იმისა რომ არავითარი უკეთესობ შეიმჩნევა და პირიქით უკანსვლა გვაქვს, დავიტანჯე ხალხის უბედურების მოსმენით,და რაც მთავარია და სამწუხარო, რომ არ ესმით უცხოეთში მყოფი ხალხის,მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საკმაოდაა, მაინც.მორჩა შენ ამერიკაში ცხოვრობ და ხმა არ უნდა ამოიღო, გონიათ აქ ხეებზე იკრიფება ფული.და არც უნდა გაგება კი არა მოსმენაც, თუ რა პრობლემებია აქ და როგორი სხვანაირი ცხოვრებაა, თუ პატივი დაგდეს და მოგისმინეს, ან არ სჯერათ ან არ უნდათ დაიჯერონ რომ ფული არ გაქვს აქ ადამიანს.მითუმეტეს თუ წამოგაცდევინეს ხელფასი.ეჰ კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ თევზის არ იყოს პირი წყლით მაქვს სავსეო!

)
მეც ზაფხულში თბილისში ვაპირებ დაბრუნებას არდადეგებზე. აქ ასპირანტურის საბოლოო დამთავრების შემდეგ კი საქართველოში მინდა დაფუძნება და ნორმალური სამუშაოს შოვნა. იმედია წარმოუდგენლად ძნელი არ იქნება. ბოლოსდაბოლოს ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ და სხვა რომ არაფერი მშობლები მეცოდება. საქართველოში მაინც ხომ იცით მშობლების და შვილების ურთიერთობა გაცილებით მჭიდროა და არ შეედრება ევროპულ ოჯახებში არსებულ სიტუაციას.
100% გეტანხმები ეგ ეგრეა და ყოველთვის ეგრე იქნება ის სხვა სანამ არ აღმოჩნდება შენს ადგილზე მანამდე ვერ გაიგებს ქართველი ხალხის გაჭირვებას საზღვარგარეთ.
მეც ვაპირებ ზაპხულოში ჩასვლას , მაგრამ ჯერ საბოლოოდ დარჩენას არ ვაპირებ, თავიდან რომ ჩამოვედი ვამბობდი წავალ თბილიში და აგარ ჩამოვალთქო მაგრამ ეხა ვუპიქრდები რომ ჯობია დავრჩე კიდე ცოტა ხანი , იკნებ ასე უპრო გამოსადეგი აგმოვჩნდე კველასთვის
მე უკვე 5 წელია არ ვყოფილვარ საქართველოში არ მინახავს ჩემი საყვარელი თბილისი,ისე წაიმართა ჩემი ცხოვრება ვერ ჩავედი და ეხლა კიდევუარესი პაქტის წინაშე ვდგები...სულ რაგაც 2 თვეში ვხდები ამერიკის მოქალაქე და ეს იმას ნიშნავს რომ უარი უნდა ვთქვა საკართველოს მოქალაქეობაზე რადგან ჩვენმა ჭკვიანმა მთავრობამ აკრძალა ორმაგი მოქალაქეობა, მე ეს სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია, იმის მაგივრად ის დიდი რაოდენობა ხალხისა რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოკალაკე უნდა გახდეს ავტომატურად ისედაც საკართველოს დაშორებული საერთოდ აშორებენ მას....
ბევრი მეუბნება საქართველოს მოქალაქეობა თორე შენც დიდ რამეს კარგავო, ეს კი ესეა მაგრამ მაინც ქართველი რომ ხარ და ქართული სული გიდევს უტეხავს რაა....შენ საკუთარ კვეყანაში ტურისტის სტატუსით ჩასვლა.
ოოოო ეგ ტეხავს. ტეხავს ის რომ საქართველოზე უარი უნდა თქვა, მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა ჩემი გუნდი მიკეთებდა საბერზნეტის მოქალაქეობას და უარი ვთქვი ეგღა მაკლია ჩემი სახელის და გვარის გამოცხადების შემდეგ თქვან ბერძენიაო. მე ის უფრო მსიამოვნებს ჩემი გვარის შემდეგ რომ წერია დიდი ასოებით (გეორგია) არანაირათ არ მინდა ამის შეცვლა. ყველა იმას მეუბნება გახდი ბერძენიო მაგრამ არაა დძმაო არ მინდა და მომკალით ტუ გინდატ მეთქი :smile: 1 თვის წინ სპორტულები დაგვირიგეს გუნდში ყველა სპორტულს უკან ეწერა "ჰელას" არ გამოვართვი მე ბერზენი არ ვარ რომ ეს ჩავიცვა მეთქი სულ გაგიჟდნენ, წაიღეს უკან და მომიტანეს სპორტული რომელსაც ეწერა "გეორგია"ნათქვამია მადა ჭამაში მოდისო, კამერუნელი,ალბანელი და შვედი გუნდელებიც მყავს ახლა მათმაც გაატანეს თავიანთი სპორტულები და დააწერინეს თავიანთი ქვეყნის სახელები (მერე მადლობასაც მეუბნეობოდნენ ალბათ შენ რომ არა ჩვენ ვერც გავბედავდით მაგის თქმასო)
denziro
22.01.2003, 16:22
თქვენ ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ხართ.
მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა რომ ყველა ხალხი ამ დედამიწაზე უცნაურია და ძალიან განსხვავებული ყველასაგან. მაგრამ მე მგონია ამ განსხვავებულობის მუდამ მტკიცება (განსაკუთრებით სუფრის გარშემო კარგი მსმელი თამადის თამადობით) არის რაღაც ალბათ ქვეშეცნეული მცდელობა საკუთარი თვითმყოფადობის დამკვიდრებისა და არასრულფასოვნების კომპლექსის დაფარვისა.
მართლა გჯერათ რომ ქართველებივით არავინ ეხმარება უცხოეთიდან თავისიანებს? მართლა მარტო ქართველებს უყვართ თავისიანები ?
ამას მეორე მხარეც აქვს: საკუთარს ანუ შენიანს რომ დაეხმარო რა გასაკვირია? ამას ცხოველებიც კი აკეთებენ. მტავარია იმასაც დაეხმარო შენთან საერთო რომ არაფერი აქვს და შენგან განსხვავებულიცაა...
კი ადამიანები და ერები არიან განსხვავებული და უნიკალური მაგრამ ძირისეული გრძნობებით, ემოციებითა და სურვილებით, ანუ ყოველივე ამ ეთერული და სულისმიერი საწყისებით ყველა ერთია.
ქართველებს კი ამის დაჯერება არ გინდათ.
რა თქმა უნდა მარტო ცუდი კი არაა ქართველში თუ ქართველობაში. ამას მოგზაურობაში უფრო აღიქვამს ადამიანი, ანუ სხვადასხვა ქვეყნების შედარებაში...
მოკლედ ღრმად რომ არ წავიდე ერთ რამეს ვიტყვი რეალობასთან მიმართებით:
უცხოეთში ნამყოფი და ნასწავლი ქართველობა შეძლებს მხოლოდ საქართველოს ახალ ქვეყნად ჩამოყალიბებას. ამაში 2 აზრი არ არის: შეხედეთ ისტორიას თუნდაც: თერგდალეულები ყველანი თუმცა რუსეთში მაგრამ უცხოეთში ნამყოფნ/ნასწავლნი იყვნენ, მერე კიდე მესამე დასელები (მათი შედეგი შეილება სადავო იქნეს, მაგრამ პირველ დამოუკიდებლობას ისინი ექაჩებოდნენ), მერე უნივერსიტეტის დამფუძნებლები... თუკი საბჭოთა პერიოდში სხვებზე უკეთ ვარსებობდით და ვაზროვნებდით სწორედ იმ ხალხის ანუ ინტელექტუალების წყალობით (სიტყვა ინტელიგენცია ამოსარებია ლექსიკონიდან იმ გაგებით რითაც დღემდე ხმარობს უმრავლესობა ყოფილ საბჭოთა სივრცეში) რომლებმაც განათლება ძირითადად გერმანიაში მიიღეს... გვარების ჩამოთვლა ალბათ ძალზე შორს წაგვიყვანდა...
ჩემი დირექტიული აზრია: ყოველი ქართველი იძულებითი წესით უნდა იქნეს გაგზავნილი უცხოეთში: სასწავლად თუ უბრალოდ სამოგზაუროდ.
იტყვით ალბათ ვინ დაბრუნდებაო?
100 დან მხოლოდ 2 რომ დაბრუნდეს უკვე დიდი წარმატება და შესაძლებლობა იქნება ქვეყნისთვის.
თუ არადა ისეთ ინტელექტუალურ და სულიერ ვაკუუმშია ქვეყანა მოქცეული რომ იმის იქიტ თუკია საერთოდ არსებობა არც გონიათ.
ამიტომაცაა რომ არ ჯერათ რომ უცხოეთში კეთილდღეობა ქუჩაში ფოთლებივით არ იხვეტება.
ისეთი უცნაური დამოკიდებულებაა საქართველოში თითქოს უცხოეთში გრავიტაციული კანონებიც კი სხვაგვარად ფუნქციონირებს...
უცნაური ხალხი ხართ, კი
SOXUMELI
22.01.2003, 22:01
საქართველოში დაბრუნება ალბათ ყველა ემიგრანტისთვის მეტ-ნაკლებად აკტუალური თემაა. განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ რომლთა კულტურა, ტრადიციები და ეროვნულობა სავსებით განსხვავდება ქართულისაგან. მაგალითისვის შეიძლება ამერიკის აღება. მაგრამ როგორც ყოველთვის, მედალიონს ორი მხარე აქვს. იგივე ამერიკაში მცხოვრები ქართველისთვის, რომელსაც გაცილებით მეტი გასაქანი აქვს ცხოვრებაში ამერიკაში, და იმავე დროს საქართველოში კი არანარი, ძალიან ძნელია დაავალდებულო საქართველოში დაბრუნება. ამერიკაში რამოდენიმე წელია რაც ვცხოვრობ და საქართველო ძალიან მენატრება. მაგრამ თვით საქართველოში ცხოვრების დროსაც, ისეთი სიტუაცია მქონდა რომ მენატრებოდა ჩემი სამშობლო, აბხაზეთი, სოხუმი. უკვე მე-10 წელია რაც არ ვყოფილვარ და არ მინახია ჩემი სამშობლო და სიმართლე გითხრათ, არც არანარი პერსპექტივა არ ჩანს რომ რაიმე შეიცვლება კიდევ რამოდენიმე წელიწადში. მონატრების და ნოსტალგიის გრძნობას კიდევ უპრო მიოკებს რუსთავი2-ს საინფორმაციო გამოშვებები. "60 წუთი" კი საერთოდ მიკარგავს ყველანაირ სურვილს დასაბრუნებლად. ასე რომ ცხოვრება გრძელდება და წლები მიდის და სამშობლოში დაბრუნებაც ნატვრად რჩება.
Anonymous
23.01.2003, 15:29
სოხუმელო- ესე წავიდა ბაბუაჩემი სოხუმიდან 1921 წითლების გამო, მთელი ცხოვრება აშშ იცხოვრა სანტა- როზაში. არ მინდა იმედი დაკარგო, სოხუმი დაბრუნდება ისე როგორც ბაბუაჩემი იყო დარწმუნებული რომ წითლები საქართველოს დატოვებდენ.
87 წლის უნდა გენახატ სუფტა ამერიკელი, მეგრულად როგორ ლაპარაკობდა.
Jimmy T
25.01.2003, 22:52
მე მგონი ყველა ქართველი უნდა დაბრუნდეს, სამუდამოდ თუ არა რაღაც პერიოდით მაინც. იმიტომ რომ აუცილებლად დადგება ნამდვილი გარდატეხის დრო, როდესაც შევარდნაძისნაირი ხალხი ვეღარ შეიმაგრებს თავს ქვეყნის სათავეში და დადგება საკითხი: ვის ერგება წილად საქართველო, მაგათ ლეკვებს თუ ნორმალურ ადამიანებს. მაშინ დაჭირდება ქვეყანას ყველა ის ვინც უცხოეთშია და იმედია მაშინ ყველა ვივარგებთ. ჩემთვის პირადად თბილისში ჯდომა და უხოეთში პრინციპის გამო არწასვლა დიდი პატრიოტისმის და ჭკუის ნიშანი არაა.
მოკლედ, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა შეგვიძლია (და უნდა) გავუგზავნოთ საქართველოს მმართველ წრეებს და პირადად პრეზიდენტს ასეთი მესიჯი:
I’LL BE BACK.
QimeriGirl
26.01.2003, 2:56
ჯერ მინდა მოგესალმოთ,იმიტომ რომ აქ ახალი ვარ და პირველად გეხმაურებით.
ეხლა რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას;მართალი გითხრათ ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე,მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის უკან ვიხევ,რადგან ვიცი,რომ დავბრუნდე დიდხანს ვეღარ გავჩერდები და ისევ აქეთ გამომიწევს გული,შეიძლება მხოლოდ როგორც სხვები ფიქრობენ იმიტომ ჩავიდე, რომ მონატრებული ხალხი მოვინახულო და ისევ უკან წამოვიდე.
ეს ყველაფერი კი ჩვენი მთავრობის ბრალია,მან მიგვიყვანა ამ დონემდე და მართლაც არა მგონია ჩვენი იქ დაბრუნებით რამე შეიცვალოს,მაგრამ კიდევ მაგრამ,4 წელია აქა ვარ და ჯერჯერობით ქართველობა არ დამიკარგავს და ყოველთვის მეყვარება ჩემი სამშობლო და ჩემი ერი
მუდამ თქვენი ერთგული ქიმერიგოგონა

:როლლ:
Anonymous
26.01.2003, 4:28
25 საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეა.
უყურე 1 არხს, საქართველოში რომ არ ვყოფილიყავი ამ ზაფხულს, რაც პრეზიდენტს მოუსმინე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა:
ქვეყანა კი არა სამოთხე აუშენებია.
Magneto
26.01.2003, 14:39
საინტერესოა, პასუხად რას მოიწერებიან? :smile:
QUOTE
მოკლედ, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა შეგვიძლია (და უნდა) გავუგზავნოთ საქართველოს მმართველ წრეებს და პირადად პრეზიდენტს ასეთი მესიჯი:
I’LL BE BACK.
Magneto
26.01.2003, 15:18
საინტერესოა, რატომ განიხილავთ საქართველოში დაბრუნება _ არ დაბრუნების საკითხს ასე დრამატულად? ნუთუ XXI საუკუნეში, პიროვნების გეოგრაფიულ მდებარებას ამხელა მნიშვნელობა აქვს _ თუ მას რაიმეს გაკეთების სურვილი, უნარი, საშუალება ანდა რეალური გარემო პირობები გააჩნია? და საერთოდ "საქართველოს დახმარება" ნამეტანი აბსტრაქტული ფრაზაა და ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ვისაც რაიმე ჩამოყალიბებული, რეალისტური, პრაქტიკულად განხორციელებადი გეგმა (გლობალური თუ ლოკალური)ანდა პროექტი გააჩნდეს ამ სფეროში.
ზოგი დაბრუნდება, ზიგი არა ანდა ვერა, ზოგიც საზღვარგარეთ დაბადებულ გაზრდილ და ჩამოყალიბებულ შვილებს ვეღარ დატოვებს "უცხოეთში" (საკითხავია რას თვლიან უცხოეთად ისინი) რათა სამუდამოდ დაბრუნდეს და საკუთარი პატრიოტული პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს თბილისის მიშენებულ_მოშენებული "ლოჯების" და სხვა თანამედროვე ღირსშესანისშნეობების მზერით, ა.შ. ყველაფრი დამოკიდებულია პიროვნების ბიუჯეტზე, რომ ყოველ კვირას იფრინოს ლოს ანჯელესიდან თბილისში, თორემ ბილეთები ყოველთვის იშოვება :smile:
პიროვნება შეაფასეთ იმის და მიხედვით თუ რა წვლილი შეტანა ქვეყნის ინდუსტრიულ, ტექნოლოგიურ და სოციალურ განვითარებაში _ და არა იმით თუ სად გაატარა უმეტესი ცხივრება. ეს საწყალი და გაბინძურებული დედამიწა არც ისეთი დიდია რომ მის ამა თუ იმ წერტილში ყოფნა მსჯელობის საგნად ღირდეს.
Gergezi
26.01.2003, 17:38
დენზიროს კარგადა აქვს დაწერილი. საზღვარგარეთ ძალით უნდა გავუშვათო.. რომ მართლა არ იყოს ის ვაკუუმი რაც საქართველოშია, ეს ჩაკეტილობა იწვევს სწორედ იმ არასწორ წარმოდგენებს რაც ჩვენს საზოგადოებაშია გამჯდარი, კერძოდ კი ის რომ ჩვენი ყველაფერი სხვის ყველაფერზე უკეთესია. ამაზე იყო ადრე საუბრი და ახლა არ მინდა რომ ისევ დავუბრუნდე. მაგრამ რა არის იმაში ცუდი რომ ნახონ რომ კალიფორნიული წითელი ღვინო არაფრით ქართულზე უარესი არაა.
შვეიცარიული თეთრი ღვინო შეიძლება ჯობია კიდეც ქართულ თეთრს. ივერდონში, ჯუმბოში როგორ მოაგვარეს კალათებს რომ სუპერმარკეტების ავტოსაგომზე ტოვებდა ხალხი ის პრობლემა კი არ იწუწუნეს და მღებრიშვილის რაზმი კი არ გამოიძახეს - მოაგვარეს პრობლემა, მერე რა. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს კარგი მაგრამ იქითაც უამრავი რამეა კარგი. და ავიღოთ ის კარგი და შევცვალოთ კარგისკენ რაღაცით ჩვენი უბედური ქვეყანა.
და დავივიწყოთ ის ცუდი, რა ქვია რუს.. თუ რასითი.. თუ.... დამავიწყდა იმ დიდი ქვეყნის სახელი სულ რომ გვამწარებს >:)
[ This Message was edited by: Gergezi on `2003-01`-26 16:41 ]
Mlle Qartveli
27.01.2003, 17:28
ძვირფასო გერგეზ
ახლა უკვე ქართველებს აგარ გვგონია, რომ ყველაზე კარგები ვართ, პირიქით....ახლა გვგონია, რომ ჩვენზე უფრო დაკნინებული და საცოდავი ერი მსოფლიოში არ არის! ნიჰილიზმში ჩაძირვა , კი არაფერ კარგს არ გვიქადის!
რაც შეეხება დაბრუნებას, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ!
denziro
28.01.2003, 20:06
კარგო ხალხო...
ვხედავ ყველას რაღაცა აქვს სათქმელი იმიტომ რომ გული შეგტკივათ და ა.შ.
თუმცა ბანალობამდე დასული არაკისა არ იყოს სომღერით თუ წუწუნით არ შენდება არაფერი (ნგრევით კი ინგრევა).
ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი თქვენი რეაქციით (უფრო სწორად არანაირი რეაქციით (თუკი გერგეზს არ ჩავთვლით)). მე კონკრეტული რამ შემოგთავაზეთ და თქვენ ერთი სიტყვითაც არ გამოგიხატიათ თქვენი აზრი, გააგრძელეთ თქვენეული მუსაიფ-კბილებღჭიალისმაგვარობანი...
იმას კი არ ვამბობ რად არ მომიწონეთ აზრი-თქვა. უბრალოდ აზრი არ უნდა გამოგეთქვათ? ცუდია და მოიშორე თავიდან ეგ აზრი ამისა და ამის გამოო ანდ კიდე სხვა..
შენც არ მომიკვდე.
ამაშია ქართველთა უბედურება: ქმედების ნების უქონლობა ანუ ნება ნებისა თითქმის არარსებულია და ამის გარეშე არაფერი არ აშენდება.
ისე ჩაიარა ამ პატარა ინიციატივამ თითქოს არ არავის დაუპუტუნია. მითხარით რაა მიზანი ამ თავყრილობებისა? გულის მოფხანა თუ რა? DIXI Eთ ANIMAM LEVAVI?
არა მგონია...
გულდასაწყვეტი იყო თქვენი გაცნობა....
მშვიდობით და ყველას ღმერთმა გიშველოთ.
პ.ს. ალბათ გერგეზის მონათხრობებია მხოლოდ აქ შემოლაჯებად ღირდეს... თორემ წყლის ნაყვა და მენტალური მასტურბაციაა ესე ყოველი(ბოდიში ყველასთან)
ყველაფერი არა მაგრამ ბევრი რამე მართლაა გონების მასტურბაცია. თუნდაც ერთი რამე რომ წაიკითხო შენთვის საინტერესო მემგონი ღირს გაჩერება.
ისე კი ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას :smile:
sasha kutaisseli
30.01.2003, 9:45
ქუთაისში უნდა მოვკვდე, შაუმიანის ქუჩაზე. საფიჩხიის მოედანზე რომ ლურჯი სახლებია ის მენატრება სიგიჟემდე. გორა და ცაცხვების ქუჩა. გოგი გვახარიას სიცოცხლე "არაჩვეულებრივი გამოფენის" ჩვენებისთვის. ორჯერ ავტირდი კაცი ფილმის დროს. კიდევ კარგი არავინ მიყურებდა. ბიჭო რა ყოფილა ეს მონატრება, 23 წელია წამოსული ვარ.
ვენაცვალე რეზო გაბრიაძეს, რეზო ჭეიშვილს, ოტია იოსელიანს და ყველა ამისთანა ქუთაისელს. მადლობა რუსტავი 2 ინტერნეტზე ლაივის გაკეთებისთვის.
Anonymous
2.02.2003, 3:59
ქუთაისო ქუთაისო შენთან არის გული ჩემიიიიიიიიიი
კურდღელაურელ ალექსს:
"ზემლიაკი" გამოგიჩნდი, მე თელაველი ვარ :smile:))
შენ ეხლა რომელ ქვეყანაში ხარ?
SMALL... CAT...
3.02.2003, 4:39
საშა ქუთაისელო
სხვათაშორის მამაჩემი ქუთაისიდან არის და ახლაც იქ იმყოფება.ძალიან ბევრი ,ახლო ნათესავი იქ მყავს.
Anonymous
3.02.2003, 5:11
მარჯვენა მხარზე ხალი ხომ არა აქვს და მარცხენა ფეხზე 6 თითი? (joking) :smile:
ბატონებო და ქალბატონებო,
ნუ მოიტყუებთ თავს, არ დაბრუნდებით!!!
არ დაბრუნდებით სულ მცირე იმ დროის განმავლობაში, სანამ აქტიური მუშაობა და რაიმეს შექმნა შეგიძლიათ, რადგან საქართველოში არაფერი არაა გასაკეთებელი. სიცოცხლეც ერთხელ გაქვთ ბოძებული. ზოგი თქვენგანი ასაკის გამო ვერაფერს ვერ მოიპარავს და საპენსიო ფონდებს ჯიბეში ვერ ჩაიდებს, ზოგს ხელი არ მიუწვდება, ზოგსაც სინდისი არ მისცემს ამის უფლებას, ამიტომ თქვენს უმეტესობას საქართველოში არაფერი არ საქმე არა აქვს. ის გაუცნობიერებული აზრი რომ იქ ყველას უჭირს და ამიტომ მეც უნდ იქ ვიყო და მიჭირდეს იმდენად არალოგუკურია რომ ამაზე ლაპარაკსაც აზრი არა აქვს.
ასე რომ თავს ნუ დაისჯით ტყუილად, არავის თქვენ იქ არ სჭირდებით (ოჯახს და მეგობრებს არ ვგულისხმობ), უფრო მეტიც, ბევრს არ გაუხარდება კარგი სპეციალისტის (კონკურენტის) ჩასვლა, რომელმაც თავისი საქმეც იცის და მუშაობის აქაურ რიტმს და მოთხოვნებს არის მიჩვეული.
QUOTE
On `2003-02`-01 21:37, noodles wrote:
მე ვერაფრით ვუყურებ ლაივს, იქნებ ამიხსნათ რა უნდა გავაკეთო? გმადლობთ
realoneplayer-ი უნდა გადმოწერო და დააინსტალირო.ყრია ინტერნეტში.თუ გაქვს imesh, kazaa, winmx ან სხვა ნებისმიერი საძებნი პროგრამა,იოლია:მოძებნე სიტყვით realoneplayergold და ეგ არი...თუარა, შედი
მათ საიტზე და იქიდან წამოიღე უფასო ვერსია ამ
პროგრამის.
http://www.realone.com (თუ არ ვცდები ასეა).
Anonymous
7.02.2003, 4:23
Zaza ვერ დაგეთანხმები.
20 წლის წინ წამოვედი სსსრ დან იმ პერიოდში არ ჩავდიოდი, იმიტომ რომ ვიზა და მთელი პრობლემები იყო.
მე ძალიან კარგად ვცხოვრობ ევროპაში, ბევრად უკეთესად ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩავდივარ და ჩავალ ყოველთვის.
ეს მთავრობა რომ წავა კი ნამდვილად დავბრუნდები, აი აჭარასავით რომ იყოს მთელს საქართველოში ყველა დაბრუნდებოდა, აჭარაში ახალგაზრდა სწეციალისტებს არავინ ჩაგრავს, თბილისში კი რატომღაც მოქალაქეთა კავშირის წევრებს გონიათ რომ მარტო ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები.
სანამ ეს მენტალიტეტი არ შეიცვლება კარგი სპეციალისტებიც არ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ მათ პერსპეკტივა არ მიეცემატ. სანამ ამ პარაზიტების ხელში იქნება საქართველო.
Anonymous
7.02.2003, 4:36
ამანდა აქაც ვერ დაგეძთანხმები...აჭარაში მარტო აჭარლები არიან კარგად, იქაც ასლანის კლანია.
Anonymous
7.02.2003, 5:39
antagonisტ როგორ გეკადრება ვინც კი ნორმალური იყო უნივერსიტეტში 70 წლებში უმეტესობა აჭარაში მუშაობენ და აჭარლები არ არიან.
აჭარაში კარგ სპეციალისტებს პატივს ცემენ, ეს მონაყოლით არ ვიცი ვიცნობ იმ ხალხს.
ბევრს დაეხმარა და ფეხზე დაყენა, ასლანს არ უყვარს აფერისტები თუ საქმე გიყვარს და აშენებ ხელს არასოდეს არ შეგიშლის.
Anonymous
7.02.2003, 5:48
არა ამანდა ,გეტყობა არ იცი კარგად მე რძალი მყავს ბათუმელი და ნამდვილად ვიცი ხალხის აზრი და არა ერთი ორი ვიღაცისგან.
იმას კი ვიტყვი რომ თბილისზე ეკეთესი სიტუაცია შეიძლება იყოს,მაგრამ მაინც გაჭირვებაა მასაში.
Anonymous
7.02.2003, 5:49
70 წლებში? დგეს 2003 წელია ამანდა
Anonymous
7.02.2003, 5:53
QUOTE
On `2003-01`-18 14:49, ამანდა wrote:
არც ერთ ერსში არ აქვს ნოსტალგის გრდზნობა ისე განვითარებული როგორც ქართთველებს. მე, ვიცი რომ ყველა დაბრუნდება.
1 000 000 ადამიანია წასული. ის ადამიანები თავიანთ ახლობლებს არ ივიწყებენ, მატერიალურად ეხმარებიან. ერთ ერთმა ქართველმა ბანკირმა მითხრა "იმდენს რაც ქართველები უცხოეთიდან თანხებით ეხმარებიან ახლობლებსო, არცერთ ქვეყანაში არ არის ყოფილი სსსრ" დანო.
ასე რომ, ადვილი შესადზლებელია რომ ისინი დაბრუნდნენ. როდესაც კანონიერი არჩევნები ჩატარდება.
ძველი მიგრაციიდან დაბრუნდა ვინმე ანამდა?
შენ გეცოდინება ეგ ყველაზე უკეთ
ან ვინმემ რამე გაუკეთა საქართველოს?
ვიცი იტყვი საშიში დრო იყოო, გეთანხმები მაგრამ ყველა დროს თავისი მიზეზები აქვს..ასე რომ მე დიდი ეჭვი მაქვს დაბრუნებასთან დაკავშირებით.
Anonymous
7.02.2003, 5:59
70 წლებში ასლანი და ეგრეთცოდებული დამოუკიდებლობა არ იყო, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და სიტუაციაც განსხვავებული აქედან გამომდინარე. და თუ ვინმე წავიდა ალბათ დროებით, საჭიროებისდამიხედვით, თორემ არა მგონია თბილისელი აჭარაში კარიერისთვის წასულიყო ან საცხოვრებლად, იმიტომ კი არა რომ აჭარა ცუდია....
აჭარა და დანარჩენი საქართველო. საინტერესო დისკუსიაა ნამდვილად :smile:
რატომ ადრით ამ ორ წყალწაღებულ "ქვეყანას" ერთმანეთს? მათი შედარებით რა დასკვნამდე მიხვალთ? ეს ორი, სოციალურად, ეკონომიურად თუ პერსპექტიულად დაჭაობებული ვაი-ქვეყანა, იმდენად ნაკლებად მიმზიდველია უცხოეთში გადახვეწილ-დაფუძნებული ქართველებისთვის, რომ მხოლოდ უზომოდ მიამიტ ხალხს თუ ეყოფა "ძალა" რომ დაიჯეროს ეს ლამაზი ზღაპარი: ქართველი სპეციალისტები (ახალგაზრდები თუ თმაშევერცხლილნი)დაბრუნდებიან საქართველოში თუ იქ სიტუაცია "რადიკალურად გაუმჯობესდება" და დაემსგვასება აჭარას. ვისაც ამისი სჯერა, ნამდვილად თეთრად შემშურდება მისი უზომო ფანტაზიის და შეიძლება ითქვას რომანტიზმისაც კი.
ცივი და შავ-თეთრი რეალობა კი სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. საერთო ჯამში ყველა ჯურის ადამიანი ერთნაირია თავისი ბედის გადაწყვეტის საკითხში. ყველა ისწრაფვის ისეთი სიტუაციისკენ, სადაც შეძლებისდაგვარად ადვილად და ნაკლები ძალისხმევით მიაღწევს საწადელს: სოციალური კომფორტი, პიროვნული და ოჯახის უსაფრთხოება, აღმავალი კარიერა, ფინანსური უზრუნველყოფა, დასახული გეგმების პრაქტიკული განხორციელება, ა.შ.
ამ,პრაქტიკული თვალსაზრისით არის კი აჭარა რაიმეთი უკეთესი საქართველოსთან, ჩადთან, მოლდოვა ანდა ბოლივიასთან შედარებით?
ქართველთა მასიურ დაბრუნებას (თუ კი ეს თეორიულად კიდევ შესაძლებელია)მხოლოდ მას მერე უნდა ველოდოთ, როდესაც საქართველოში ცხოვრება მხოლოდ გასაძლისი კია არა, საინტერესოც გახდება.
თუ არა და - მაშინ ქალბატონ ამანდას მსგავსათ თუ ვივლით საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტებით. ხოლო ვიზიტების ხანგრძლიოვობა საგრძნობლად გაიზრდება ადრეულ პენსიაზე გასვლის შემდეგ (ყველას მიგვაღწევინოს ღმერთმა მაგ ასაკამდე) :smile:
კეთილი სურვილები ყველა დაბრუნებულ თუ გადახვეწილ კაი ქართველს.
მაგნეტო