დარჩა ერთი დღე და მატრიცის ფანები გავარდებიან კინოთეატრებში რათა გაიგონ თუ როგორ მოაშორებს ნიო მატრიცას დამონებულ ხალხს. იქნებ ქართველებიც მიგვახვედროს როგორ მოიშორონ ეგ მთავრობა რომელმაც ყველაფერი წაგვართვა მიწიდან დაწყებული ხმით დამთავრებული.
თქვენც თუ მატრიცის ფანი ხართ, წუთებს ითვლით და აღარ იცით რა ქნათ მანამდე ამის კითხვით გაერთეთ
http://whatisthematrix.warnerbros.com/rl_c...l_chalmers.html
მგელ მე მიყვარს ფანტასტიკური ჟანრის ფილმები.
და ვუყურებ ხოლმე, ამ ბოლო დროს მომეწონა ძალან კარგად გადაღებული ზღაპარი გადიოდა პირველ არხზე:
როგორ აირჩია ხლახმა ხელმესამედ მთავრობა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე საუკუნემდე უკუნეთამდე
ედუარდ შე
4.11.2003, 16:34
მარად ვიქნები
ქართულმა ტელეკომპანიებმა ჯერ არ გაუშვეს ეგ ფილმი ? :eek:
გამოსწორებულან :wink:
მატრიცის ფანი ვარ და მერე როგორი LOL
მარა მეორემ ვერ გაქაჩა. ამბობენ მესამეს რო ნახავთ მეორე უფრო მოგეწონებათო.
ვნახოთ ხვალ გეტყვით თუ ეგრეა.
მე ხვალ მივდივარ
დღეს კი ტელევიზორში იქნება
QUOTE
On `2003-11`-05 14:29, jordano wrote:
მე ხვალ მივდივარ
დღეს კი ტელევიზორში იქნება
წინა სერიაზე ყველაზე მეტად იმაზე ვიცინე, მატრიცის მთავარი "სოფტვეარ არქიტექტი" რომ გამოჩნდა. 15 კაცი ვიყავით წასული, უმრავლესობა პროგრამისტები და ვიგუდებოდით სიცილით.
[ This Message was edited by: jordano on `2003-11`-05 15:11 ]
AFRODITA
5.11.2003, 17:24
ძალიან მინდოდა დღეს წასვლა, მაგრამ ბილეთები აღარ არის :sad:
ვინმეს ზედმეტი 3 ბილეთი ხომ არ გაქვთ?
აფროდიტა
თუ არ წასულხარ, არაფერი დაგიკარგავს. საფურთხელაა!
განმარტება:
მატრიცას ეწოდება გადაგვარებული, თუ მისი დეტერმინანტი ნულის ტოლია.
ჰოდა აი ამ მატრიცის დეტერმინანტი მართლა ნულის ტოლია.
Al-pachino
7.11.2003, 0:41
აქ უკვე იყიდება დვდ ზე
15 ევრო ღირს . ესეიგი არ ღირს საყურებლად?
ნუ, ახლა, XXX -ს (პორნუხა არ გეგონოთ. ფილმია, "სამმაგი იქსი") კი სჯობს. ისეთი კრეტინობა რომ გადაიღო, ალბათ ძალიან უნდა ეცადო. ამათ უბრალოდ ასე გამოუვიდათ.
XXX ისეთი ფილმია, დასაწყისში რომაა "რამშტეინის" სიმღერა, იმას უნდა მოუსმინო და წახვიდე :smile:
ეს - რაღაც მაინც არის, რა. შეიძლება ყურება. უბრალოდ, მეტს მოველოდი. მე მაგათ ადგილას ბოლოში, ტიტრებზე გავუშვებდი "მეტალიკის" ერთ სიმღერას (მაგათი არაა, რომელიღაც პანკ-ჯგუფისაა), რომელიც იწყება:
So fucking WHAT?????????
მართლა ასეთი რეაქცია მქონდა: ეგ ყველაფერი კარგი და მერე რა?
აქ საერთოდ კილომეტრიანი რიგებია უკვე ამ ფილმზე. გუშინ წამათრიეს ძალით კინოში და მივხვდი, რომ თუ სხვა არ გეპატიჯება შენი ჯიბიდან ამ ფილმის საყურებლად ფულის გადაყრა არ ღირს არა :smile:
patsatsu
7.11.2003, 18:28
აუ ხალხის შტვენა უნდა გენახათ. რა უბედურება იყო... ამის მერე ნაღდად უფრო მოგეწონება მე-2 ნაწილი :wink:
AFRODITA
10.11.2003, 15:29
როგორც იქნა მეღირსა და ვნახე გუშინ ეგ ფილმი. მართლაც მეორე სჯობია, მაგრამ აქ ფონია ამ ფილმისთვის საოცრად კარგი. ალბათ გეცოდინებათ რომ მარტიცა რევოლუციის მსოფლიო პრემიერის დღეს დაიწყო სწრედ ოპოზიციის აქციები საქართველოში. ხოდა ამ მიტინგსაც თავიდანვე შეარქვეს მარტიცა რევოლუციები ქართულად. მთავარ როლებში: ნეო-მიშა,ტრინიტი-ნინო ბურჯანაძე,მორფეუსი-ჟვანია. ხოდა გუშინ კინოთეატრში ფილმის დამთავრებისთანავე გაისმა შეძახილები მიშა! მიშა! მიშა! და ფილმის მიმდინარეობისას ნეოს თუ რაიმე გაუჭირდებოდა მიდი, მიდი მიშაო!!!!!!!!!!!!!!!!!
რაღა უჭირს აბა მიშას!ჩაიცვას შავი "პლაში" და.. :smile:
QUOTE
On `2003-11`-10 14:29, AFRODITA wrote:
ალბათ გეცოდინებათ რომ მარტიცა რევოლუციის მსოფლიო პრემიერის დღეს დაიწყო სწრედ ოპოზიციის აქციები საქართველოში. ხოდა ამ მიტინგსაც თავიდანვე შეარქვეს მარტიცა რევოლუციები ქართულად. მთავარ როლებში: ნეო-მიშა,ტრინიტი-ნინო ბურჯანაძე,მორფეუსი-ჟვანია. ხოდა გუშინ კინოთეატრში ფილმის დამთავრებისთანავე გაისმა შეძახილები მიშა! მიშა! მიშა! და ფილმის მიმდინარეობისას ნეოს თუ რაიმე გაუჭირდებოდა მიდი, მიდი მიშაო!!!!!!!!!!!!!!!!!
საოცრად საინტერესო რამეს ყვები აფროდიტა!
ვინ შეარქვა მიტინგს მატრიცა რევოლუციები? ხალხმა?
AFRODITA
11.11.2003, 12:32
ხალხმა და ღამის კურიერშიც იყო მესიჯები რომ მიშა ქართველი ნეოა, მეტრიცას პლაკატებიც გადაუკეთებიათ ამ მესიჯების მერე,სადაც ნეო მიშა იყო, ტრინიტი - ნინო ბურჯანაძე და მორფეუსი - ჟვანია. აი ასე!
ისე ძალიან ვწუხვარ რომ თვითონ ამ ოპოზიციის ლიდერებს არ აქვთ ჯერ საშუალება ამ ფილმის ნახვისა. მართლაც ძალიან ბევრ ანალოგიას დაინახავდნენ.
ოოო! ბევრი სისულელის ყურებაც არაა კარგი :smile: პირიქით! საშიშიცაა! იმედგაცრუებულ ქართველებს ჰოლივუდის გმირები თუ გადაარჩენენ :wink: ისე ღამის ელფები და ტროლებიც კარგი მებრძოლნი არიან! არა?! :mad: :mad: :mad:
ხალხი ავადაა ნეოს-მიშას და მიშას-ნეოს რომ ეძახიან :sad:
მოკლედ მე ჯერ ნაცია არ მინახავს მის ყურებზე დაკიდებული "ლაფშით" ასეთი კმაყოფილი იყოს :wink:
"ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!"
:mad:
AFRODITA
11.11.2003, 14:42
ნეო რჩეულია, მიშა???
მიშა ამ სიტუაციაში მართლაც რჩეულია მგონი,არამგონია სხვამ ვინმემ შეძლოს ამათთან შებრძოლება და მათი მოცილება. ამათი მოცილების მერე დაიწყება ახალი ცხოვრება და სულაც არ არის გამორიცხული რომ მერე სხვა უკეთესი მმართველი გამოჩნდეს. იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ მიშა ამ ეტაპზე აუცილებელია და შეუცვლელიც ახალი ერის დაწყებისათვის.მისი რადიკალიზმიც და ემოციურობაც მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორებია ამ სიტუაციაში. თუმცა შემდგომში მმართველად სასურველია უფრო დადინჯებული და თავშეკავებული მოგვევლინოს (თვითონ ან სხვა ვინმე).
QUOTE
On `2003-11`-11 13:42, AFRODITA wrote:
ნეო რჩეულია, მიშა???
მიშა ამ სიტუაციაში მართლაც რჩეულია მგონი,არამგონია სხვამ ვინმემ შეძლოს ამათთან შებრძოლება და მათი მოცილება. ამათი მოცილების მერე დაიწყება ახალი ცხოვრება და სულაც არ არის გამორიცხული რომ მერე სხვა უკეთესი მმართველი გამოჩნდეს. იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ მიშა ამ ეტაპზე აუცილებელია და შეუცვლელიც ახალი ერის დაწყებისათვის.მისი რადიკალიზმიც და ემოციურობაც მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორებია ამ სიტუაციაში. თუმცა შემდგომში მმართველად სასურველია უფრო დადინჯებული და თავშეკავებული მოგვევლინოს (თვითონ ან სხვა ვინმე).
და,სენ ფიქრობ რომ მიშა ვინმეს დაუთმობს საპრეზიდენტო სკამს?!(არაა ასეთი ამბიციური :eek: )?!მას ხომ ყოველთვის ექნება სათქმელი თუ წამოსაძახებელი ახალი პრეზიდენტისათვის,მე რომ არ დამეწყო,არ მემოქმედა და ა.შ. შენ ალბათ უბრალო დეპუტატობას ვერ გასცილდებოდი,ან ბოლო ბოლო ურბანიზაციის მინისტრად თუ დაგნიშნავდნენო!!!
მე უკვე სერიოზულად მაშფოთებს ის ამბავი ,რომ საქართველოში არ შეიქმნეს ტენდეცია იმისა რომ ყველა არჩეულ თუ "დანიშნულ" პრეზიდენტს მიტინგები (და მისთანები) არ მოუწყონ გადადგომისა თუ "აორთქლების" ,მოთხოვნებით და, არ დაემგვანოს ეს ქვეყანა მართლა "ბანანის სახელმწიფოს",(ახლა ჯერჯერობით "ყურძნისას" რომ ჰგავს :sad: )!!!
გამომდინარე აქედან მე არ ვარ მომხრე იმისა,რომ შევარდნაძე წავიდეს ახლა!!! (არ დამიწყოთ ახლა,ასე ძალიან თუ გინდა რომ გყავდეს,ქუთEისში წაიყვანეო.აქ "ჩემი შევარდნაძეც" მეყოფა თავისი დემაგოგიური ლაყბობითა და და ტვინისწამღები ლაქლაქით :grin: ).დარჩა "სულ რაღაც წელიწადნახევარი".და ჩავატაროთ შემდეგ არჩევნები და ავირჩიოთ უკეთესი უარესებს შორის !!!თანაც,ამით დავანახოთ დანარჩენ სამყაროსა თუ შიდა პოლიტძალებს,რომ ქართველი კაცი აწი აღარ მოითმენს აღარავის პარპაშს,თავზედაჯდომასა თუ თვალშინაცრისშეყრას და თუ "რამე",ყოველთვის გამოჩნდებიან ახალი სააკაშვილები და მისთანნი,რომ ხალხს უთხრას,ეგ არ ვარგა მე ამირჩიეთო!!! :grin:
პ.ს.ახლანდელი პრეზიდენტის გადაყენება გამოიწვევს ქაოსს და შეიძლება მთლად დაიქცეს ისედაც გაუბედურებული საქართველო!!!თანაც,იურიდიული გამყარება ჭირდება მაგ პროცესებს!!!ამიტომ მე ვფიქრობ რომ უნდა აღიარონ პარალელური დათვლის შედეგები,შეიკრიბოს პარლამენტი,დანაწილდეს ფუნქციები და თუკი არ მოითმინება,დააყენონ მერე ბატონო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი,ვინ უშლის!!! :grin:
არაა საპარლამენტო არჩევნები ისეთი ხელწამოსაკრავი რამ,რომ ასე ადვილად იცნობოდეს ბათილად თუ გაყალბებულად!!!პირიქით,ხალხმა უნდა იგრძნოს თუ რამხელა პასუხისმგებლობას ღებულობს საკუთარ თავზე,როდესაც მისთვის სასურველ კანდიდატს აძლევს ხმას (იგივე უნდა იგრძნოს იმავე არჩეულმა დეპუტატმა)!!! და ხელისუფლებაც მიხვდეს აწი,თუ როგორი ორგანიზება ჭირდება ამხელა საქმეს!!!
პ.პ.ს.და კიდევ,აუცილებლად უნდა მოიხსნას სადეპუტატო იმუნიტეტი,და ეს უკვე ბევრს დაუკარგავს სურვილს ფულის ხარჯვისა სარჩევნო კომპანის წარმართვისას თუ ადგილის ყიდვისას!!!რაც,შედარებით დაწმინდავ იმ ჭაობს,რასაც დღევანდელი საქართველოს პარლამენტი ეწოდება!!!
[ This Message was edited by: Laki on `2003-11`-11 15:09 ]
თვითონ ფილმი თუ ნახეთ?
მე ცოტა არ იყოს გამიტყდა და საერთოდ გამიჭირდა გაგება რა მოხდა. თუმცა თუ ბოლომდე ჩაწვდები არც ისეთი ცუდია როგორც ფილმის დამთავრებიდან `1-2` საათი გეჩვენება.
AFRODITA
12.11.2003, 18:28
მე თუ მკითხავ მატრიცა არ არის იმ კატეგორიის ფილმი რომელსაც უნდა ჩაწვდე, მას უნდა უყურო და უნდა აღფრთოვანდე სპეცეფექტებით. და შემდგომშიც ფილმის განხილვაც ამ სპეცეფექტების შეფასეებაა უმეტესად. მეც შევეცადე ჩავწვდომოდი აზრს ჯერ კიდევ პირველი სერიისას, რომ ვერ ჩავწვდი ჯერ დავკომპლექსდი, ნუთუ ასეთი დებილი ვართქო, მაგრამ მერე მიხვდი რომ ამ ფილმში აზრს რომ თუ მიხვდი სწორედ მაშინ გაქვს ცუდად საქმე.
გულწრფელად რომ გითხრათ მე მატრიცაში ყველაზე მეტად სათვალეები მომწონს.
[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-11`-12 17:29 ]
[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-11`-12 17:32 ]
QUOTE
On `2003-11`-12 17:28, AFRODITA wrote:
გულწრფელად რომ გითხრათ მე მატრიცაში ყველაზე მეტად სათვალეები მომწონს.
[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-11`-12 17:29 ]
[ This Message was edited by: AFRODITA on `2003-11`-12 17:32 ]
მეც მომწონს სათვალეები და მორფეუსის სათვალის გამოწერასაც ვაპირებდი, მაგრამ ორიგინალი $229 დოლარი გირს :sad:
QUOTE
On `2003-11`-12 17:57, gilman wrote:
მეც მომწონს სათვალეები და მორფეუსის სათვალის გამოწერასაც ვაპირებდი, მაგრამ ორიგინალი $229 დოლარი გირს :sad:
მე კიდევ "მანტო"-ა თუ "პლაშჩი" ტყავის... ოღონდ სათვალის ფასს 2 ცალი 0 რომ მიუწერო ის ეღირება და ამიტომ ჩავიქნიე ხელი :sad:
ვისაც მატრიცა არ უნახავს და არ უყვარს კინოს შინაარსის ან რამე დეტალების წინასწარ გაგება ჩემი პოსტი არ უნდა წაიკითხოს. ძაან ბევრის დაწერას ვაპირებ.
მატრიცას ფანები ყველას ვისაც მატრიცა არ მოწონს იმას ეუბნებიან რო ვერ გესმისო. მე მგონი გაუგებარი არაფერია. უბრალოდ ვაშკოვსკებმა ჩაახლაფორთეს რო უფრო მისტიური ყოფილიყო. LOL
ადამიანებმა და მანქანებმა იჩხუბეს და მანქანებმა მოიგეს. ადამიანებმა "ცა ააფეთქეს" რადგან მანქანები მხოლოდ მზის ენერგიით იკვებებოდენ და თვითონ ჩავიდნენ მიწის შუაგულში სადაც თბილოდა. მანქანებმა კი ალტერნატიული ენერგიის წყარო მოძებნეს - ადამიანები. ადამიანები ხელოვნურად მოყავდათ და ენერგიას წოვდენ. ცხოვრება რო უფრო მხიარული და საინტერესო გაეხადათ აერთებდენ მატრიცას და სიზმრებს უგზავნიდენ. რეალში მცხოვრები ხალხი ებრძოდა მანქანებს და ათავისუფლებდა მატრიცასთან მიერთებულ ადამიანებს. მატრიცაშიც ყავდათ მტრები-აგენტები. ყავდათ ორაკულიც რომელმაც იწინასწარმეტყველა ნიოს არსებობა. ნიოს არაჩვეულებრივი ძალა უნდა ქონოდა. მორფეუსმა იპოვა ნიო და ნიომ დაამტკიცა რო მართლა მაგარი იყო. პირველი სერიის ბოლოს მოკლა აგენტი სმიტი და ფრენა ისწავლა.
რელოუდიდში ნიოს აგენტები სასაცილოდ აღარ ყოფნის და ცდილობს მატრიცა მოსპოს. ორაკული ჩაუნამიოკებს რო უნდა მოძებნოს გასაღებების მკეთებელი და წავიდეს "მეინფრეიმთან". ორაკულის წასვლის მერე ნიოს აგენტი სმიტი გამოეცხადება. აგენტი მატრიცასგან განთავისუფლდა და ისწავლა როგორ გამრავლდეს ყველაში ვინც მატრიცასთან მიერთებულია. უფრო მეტიც შეძლო და გადავიდა ერთერთ ადამიანში და რეალშიც გადაყვა. ნიო სმიტებს ცემს და ჩხუბი რო მობეზრდება გაფრინდება. დიდი დავიდარების მერე ნიო ტრინიტი და მორფეუსი გასაღებების მკეთებელს დაითრევენ. მანქანებმა კი გადაწყვიტეს გეყოფათ რაც იბოგინეთო და დაიწყეს თხრა დედამიწის შუაგულისაკენ რო ზიონი გაანადგურონ. ნიო შეაღწევს მეინფრეიმში და იქ ნახავს არქიტექტორს. არქიტექტორი მოუყვება რო ეს არი მატრიცას მეექვსე ვერსია. ყველა ვერსიაში არსებობდა ნიო. ებრძოდა მატრიცას და არქიტექტორთან მოხვედრის მერე ეძლეოდა არჩევანი. გავა ერთი კარებიდან და გადაარჩენს ზიონს. უფრო სწორად რამდენიმე რჩეულ ადამიანს ზიონში რო ყველაფერი თავიდან დაიწყოს. გავა მეორე კარიდან და გადაარჩენს ტრინიტის და ზიონს გაწირავს. წინა 5 ნიო ზიონის გადარჩენას ირჩევს. ეს კიდე ტრინიტისკენ გაიქცევა და იმას გადაარჩენს. უკან რო ბრუნდებოდენ სენტინელები გამოეკიდებათ და ნიო მატრიცის გარეთაც კი შეძლებს ხელის გაშვერით დაბრიდოს მარა თვითონ კომაში ჩავარდება.
რევოლუშენში ნიო რომელიღაც მეტროს სადგურზეა გაჭედილი მატრიცაში და იმიტომაა კომაში. ამ სადგურიდან მარტო ტრეინმენს შეულია გამოიყვანოს. ტრეინმენი კი ფრენჩმენის კაცია. ტრინიტი იარაღს მიადებს შუბლზე ფრენჩმენს და ნიოს ძლივს გამოიყვანენ კომიდან. მერე ნიო ნახავს ორაკულს და გადაწყვიტავს წავიდეს იქ საიდანაც მოდის ანუ სადაც ადამიანები სარკოფაგებში წვანან და მატრიცასთან არიან მიერთებულები. ტრინიტი გაყოლას გადაწყვიტავს. სხვა ყველა ზიონშია რო მანქანებს ეჩხუბონ. ნიოსთან და ტრინიტისთან ის კაცი შეიპარება სმიტი რო უზის რეალში. ჩხუბი ატყდება და ნიო ძლივს მოუგებს მარა სმიტი თვალებს ამოუწვავს. დაბრმავებული ნიო მაინც ხედავს რაღაცნაირად. ზიონში მაგარი ჩხუბია და პირველ შემოტევას მოიგერიებენ იმ რაღაცის ჩართვით ყველა მანქანას რო ბრიდავს. (აი პირველ სერიის ბოლოს რო კლავენ სენტინელებს იმით) მარა მეორე ნაკადი შევარდება და უკვე ყველას რო გადაეწურა იმედი რატომღაც მანქანები სტენდბაიში დადგებიან. თურმე იმიტო რო ნიო მთავარ მანქანას მიეახლა. პა ხოდუ როცა მანქანასთან მიდიოდენ იქ დაცვა გამოუვარდა და ავარიაში ტრინიტი დაიბრიდა. მანქანა კითხავს ნიოს რა გინდაო. მშვიდობაო. რას მომცემ სანაცვლოდო. სმიტსო. სმიტი კიდე ისეა გაბლატავებული რო მატრიცაში ყველა სმიტი გახდა ორაკულიც კი. მთავარი მანქანა დათანხმდება და შეიყვანს ნიოს მატრიცაში. იქ ნიოს სმიტი ძვლებს გაუერთიანებს და ნიოსაც გაასმიტებს. მარა აქ დაუშვებს შეცდომას იმიტო რო ეგრევე მთავარი მანქანა ჩაავლებს და ყველა სმიტს ააფეთქებს. სენტინელები ზიონს შეეშვებიან და ცოცხალმკდარ ნიოს მთავარი მანქანის შისტიორკები თავის ხომალდზე დააწვენენ და გაუშვებენ. მშვიდობა დამყარდა და ყველას უხარია. ოღონდ რატო ვერ მესმის. მატრიცას აღადგენენ და ადამიანები ისევ მიწის შუაგულში არიან. ალბათ მეშვიდე ციკლი დაიწყო.
ყველა ამბობდა რევოლუშენს რო ნახავ რელოუდიდი უფრო მოგეწონებაო. მე კიდე ლამის პირველი მატრიცა შემაზიზღა. ლოგიკურ შეუსაბამობებს რო შევეშვათ მაგალითად რატო თხრიდენ მანქანები ამდენს. პირდაპირ იმ კარებთან მისულიყვნენ საიდანაც ადამიანები გამოდიონდენ. ჯერ ერთი ნიო თავიდან სუსტია მერე სწავლობს რაღაცეებს და ხდება მაგარი. რელოუდიდში უფრო მაგარი ხდება და რევოლუშენში კიდე სუ დაჩმორდა. მატრიცაში იყო და ვიღაც ტრეინმენმა ერთი დარტყმით ლამის გათიშა. რეალში იყო და თვალები ამოწვეს. მერე ერთმა სმიტმა სუ ტალახში აგორავა. მარა ეს არაა მთავარი. რაა გასახარებელი ეს ვერ გავიგე. პირველ მატრიცაში მანქანები გულაობენ და ადამიანები მიწაში ცხოვრობენ მარა ნიოს იმედი მაინც აქვთ. ბოლოში კიდე ამდენი ხალხი ამოწყდა. მატრიცა ისევ მუშაობს. ზემოთ ისევ მანქანები ბლატაობენ და ადამიანები ისევ მიწაში არიან. აღარც ნიოს იმედია მაინცდამაინც. თუ ნიოს მთავარ მანქანასთან შეღწევა შეეძლო იმის ნაცვლად რო მშვიდობა ეთხოვა ის რაღაც ჩაერთო და ყველაფერი გაენადგურებინა არ ჯობდა? თან სხვა ხომალდებიც წაეყვანა და ყველა ერთად რო ჩართავდა მანქანებს დედა ეტირებოდათ.
მოკლედ არ მეგონა ასე დურაკულად თუ დაამთავრებდენ. სხვა მხრივ კი რევოლუშენი რელოუდიდს ნამდვილად ჯობია. უფრო დინამიურია. ნაკლები ლაყბობაა. მარა თურმე ჯობდა სიქველები საეროდ აღარ გაეკეთებინათ.
რამ დაგაწერინა ამდენი ბონდ?
მზარავს მაგდენის წაკითხვა და მერე ამ თემაზე კამათი. ბოლო `2-3` ერთ რუსულ ფორუმზე სხვა არაფერს ვაკეთებ.
jordano
12.11.2003, 20:48
მორფეუსის სათვალე მაგდენი ღირს? უფრო სწორად, პენსნეა ის, სათვალე კი არა. ცხვირზე მაგრდება.
აფსუს...
გამოგიტყდებით, მეც მინდოდა. არა, "მატრიცის" ხათრით არა. უბრალოდ, იდეა მომეწონა :smile:
ნეტა, ასლი უფრო იაფად არ იქნება? :grin:
ნუ, ახლა, "რევოლჲუციას" აქვს რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ეს მთლიანობაში ფილმს არ შველის.
[ This Message was edited by: jordano on `2003-11`-12 19:56 ]
jordano
12.11.2003, 20:54
აუ, ბონდ, თხრობის სტილმა "დაგლიჯა", მაგრად ვიკაიფე :smile:
მაგარი იყო, ბრავო :smile:
ვიზიარებ დასკვნას: რა უხარიათ? მაგათ ერთი ლექსი მოუხდებოდათ (ზეონელებს, რა), მგონი მუხრან მაჭავარიანისაა, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ან ავტორი მახსოვს სწორად, ან ზოგიერთი სიტყვა. მთლიანობაში ერთი ფრაგმენტი ასეთია:
დამწუხრებული როა კაცი,
იმ კაცის მესმის
გახარებული კაცის არ მესმის!
ვინც გინდა იყო, გინდ არქიფო, თუ გინდა შაქრო
რა გიხარია, შე შობელძაღლო?
მაგრამ, როგორც დიდი აბონ ციციაშვილი იტყოდა, ფილმის ავტორებს ეს ლექსი დაავიწყდათ.
jordano
12.11.2003, 22:07
gilman
სათვალეები, სათვალეები...
http://sunglassdepot.net/matsimsun.html
ფასდაკლებაა :smile:
[img]http://store1.yimg.com/I/sunglassdepot_1765_470566[/img]
რა არის, რა უბედურებაა, მორფეუსის სათვალე $49.95 მაშინ, როცა ნეოსი სულ რაღაც $19.55? სადაა ნამუსი?
:smile:
ჯორდანო ეგ სათვალეები ტრუხა პადდელკაა ნაგდი აი აქ ჩითავს:
http://www.thematrixshop.com/
შედი BLINDEში. ნაღდი ეგ არის. ძაან ძვირია. ისე ეგ ბლინდე ძაან მაგარი ფირმაა და არ არის რეუბანივით შირპატრები.
ბონდ, მატრიცის უნახავი ვარ და აღარც დამჭირდება შენი პოსტინგის მერე ფილმის ნახვა (უნდა მენახა, მაგრამ სპეცეფექტების დიდი მოყვარული მე არა ვარ).
თუ შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხე: ის ხალხი მიწისქვეშ რომაა, მართლა რეალში ცხოვრობს, თუ ჰგონიათ, რომ რეალში ცხოვრობენ? და ის, რომ რეალში ცხოვრობენ, ფილმში თავიდანვე ნათელია (გაიასნებულია?)? და კონკრეტულად საიდან ჩანს ეს?
სამი შეკითხვა გამოვიდა...
jordano
12.11.2003, 22:31
მაგარი ფასიც ღირს...
მე ეგ პენსნე თავად იდეის გამო მომწონს და არა იმიტომ, რომ "მატრიცულია". ეგრეთი სტილის რამეს დიდი სიამოვნებით ვიყიდი და ვატარებ კიდეც.
ცხადია, ნორმალური მინა უნდა ჰქონდეს და თვალებს არ თხრიდეს. თვალები პროგრამისტის მთავარი იარაღია ტვინის შემდეგ. მერე თითებია :smile:
ჯორდანო მაგ ძვირ და ორიგინალ ვერსიას 100% ულტრაიისფერი სხივების გაუმტარი შუშები აქვს რომელიც თავისთავად ძვირი სიამოვნებაა. მარა კაი და სასარგებლოა.
რაც შეეხება პიპოს კითხვას ვაჩოვსკებმა თქვეს რომ ყველას შეუძლია ფილმი ისე გაიგოს როგორც მას სურს. მე ვფიქრობ რომ ზაიონი მართლა არსებობს, რადგან ბოლოს არქიტექტორი ეუბნება ორაკულს რომ ვისაც მატრიციდან გასვლა უნდა გაუშვებს ზაიონში.
jordano
12.11.2003, 23:18
ჰო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, ვის და როგორ შეიძლება მოუნდეს იქ წასვლა?
მატრიცაში ზუსტად იმიტომ ზის რომ არსად წასვლა არ მოუნდეს. აბა, თუ გაიღვიძა და გამოძვრა, ის კაბელები მოიძრო და მოუსვა, ეგ რაღა გამოვა? მაგისთვის წერეს მატრიცის 6 ვერსია? :smile:
QUOTE
On `2003-11`-12 22:18, jordano wrote:
ჰო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, ვის და როგორ შეიძლება მოუნდეს იქ წასვლა?
მატრიცაში ზუსტად იმიტომ ზის რომ არსად წასვლა არ მოუნდეს. აბა, თუ გაიღვიძა და გამოძვრა, ის კაბელები მოიძრო და მოუსვა, ეგ რაღა გამოვა? მაგისთვის წერეს მატრიცის 6 ვერსია? :smile:
მართალი ხარ მაგრამ ეგრე ამბობს არქიტექტორი. აი ტრანსკრიპტი:
Oracle: Well, ain't this a surprise.
Architect: You've played a very dangerous game.
Oracle: Change always is.
Architect: Just how long do you think this peace is going to last?
Oracle: As long as it can.
{Architect starts walking away}
Oracle: What about the others?
Architect: What others?
Oracle: The ones that want out.
Architect: Obviously they will be freed
Oracle: Do I have your word?
Architect: What do you think I am? Human?
მე პირადად ისეთი აზრი შემექმნა რო დაიღალნენ 2 ნაწილის ერთად გადაღების და ბოლო 5 წუთი მიაფუჩეჩეს ლიშბი დაემთავრებინათ გადაღებები.
jordano
12.11.2003, 23:30
მაგაშია საქმე ზუსტად. შევარდნაძისა არ იყოს, არქიტექტორიც კარგი მელა ბრძანდებოდა.
აი ამაზე კი მაგრად ვიცინე ფილმის ბოლოს:
Oracle: Do I have your word?
Architect: What do you think I am? Human?
ვიღაც ტილიანი კაცუნა კი არა ვარ. ვიიისა, ქალო, ვიიისა, არქიტექტორი ვარ, ჩემი... უუხხ, შენისთანა ორაკულები... :smile:
Al-pachino
13.11.2003, 0:07
როგორ ითარგმნება oracle
QUOTE
On `2003-11`-12 19:10, gilman wrote:
რამ დაგაწერინა ამდენი ბონდ?
მზარავს მაგდენის წაკითხვა და მერე ამ თემაზე კამათი. ბოლო `2-3` ერთ რუსულ ფორუმზე სხვა არაფერს ვაკეთებ.
სიყვარულმა ჩემო გილმან სიყვარულმა LOL
Writing a review needs love, like everything else.
Kublai Khan
14.11.2003, 19:57
BOND წაიკითხე ეს გარჩევა მემგონი ესეც ძაან საინტერესოა და ძირითადად ვეთანხმები
http://forums.matrixfans.net/showthread.ph...?threadid=18223
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.