დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან
Rustavi 2 Forums > ზოგადი > სპორტი
"FUNNY"
საპროტესტო აქციები კი რატომ არა როდესაც უკმაყოფილო ხარ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საქმე ისე კეთდებოდეს, რომ არანაირი ყვირილი და წივილი არ გჭირდებოდეს ადამიანს
საუბედუროდ რომ არ ხდება ასე, უნდა გარეთ გახვიდე იყვირო რომ მიხვდნენ, რომ რაღაცა ვერ ტრიალებს კარგად.

ისა და
8 აპრილს 13საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის წინ

და რას მოითხოვენ ამ აქციაში მონაწილლენი და ნოდარ ახალკაცის გადადგომას ფედერაციის თავიდან.

რაც უფრო მეტნი იქნებიან უფრო საინტერესო იქნება
ხო და ვისაც შეუძლია და სხვა რამე უკეთესით არ ხართ დაკავებულები
უკვე იცით რა ხდება 8 აპრილს გაისეირნეთ ვაკეში ან დილას კუს ტბაზე აირბინეთ და ჩამორბენისას კიდე შეემატეთ მომიტინგეებს : ))))

დიდი მადლობა ყურადღებისთვის !!!
prima
არ გვჭირდება 2 და 3 მილიონ დოლარიანი მწვრთნელები ამ ეტაპზე. დავნიშნოთ ქართველი შედარებით კვალიფიცირებული მწვრთნელი და ის თანხები რასაც უცხოელ მწვრტნელებში ვხარჯავთ, ჩვენი მწვრთნელების კვალიპიკაციის ამაღლებას მოვახმაროთ. მაინც ვერ ვხვდები ასეთ ძვირად ანაზღაურებად მწვრტნელებს რატომ ვისწვევთ?.. თქვენი აზრით რა დაინტერესება შეიძლება ქონდეთ ჩვენს ეგრედწოდებულ საფეხბურთო მამებს?
vaxessomxebiravartra
პროტესტს ვინ გამოხატავს? rolleyes.gif ვისაც იმ სფფში მოკალათების გვრემა აქვს, თუ იმ უსამართლობაზე იქნება პროტესტი, რასაც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი ნიჭიერი ფეხბურთელების შეგნებული გაძევება ჰქვია?! ფეხებდაბრგვილებული ვაიფეხბურთელების ფეხბურთიდან გაძევების მოთხოვნაც თუ იქნება, ეგება წასვლაზე დავფიქრებულიყავი rolleyes.gif
Laki
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 5.04.2009, 17:56) *
პროტესტს ვინ გამოხატავს? rolleyes.gif ვისაც იმ სფფში მოკალათების გვრემა აქვს, თუ იმ უსამართლობაზე იქნება პროტესტი, რასაც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი ნიჭიერი ფეხბურთელების შეგნებული გაძევება ჰქვია?! ფეხებდაბრგვილებული ვაიფეხბურთელების ფეხბურთიდან გაძევების მოთხოვნაც თუ იქნება, ეგება წასვლაზე დავფიქრებულიყავი rolleyes.gif

lool.gif

დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი smile.gif
Serpico
მე ასეთი მოსაზრება მაქვს, სევეშვათ ფეხბურთს და მივაწვეთ რეგბს.
ფეხბურთი განავითაროს ბიზნესმა თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ბიზნესს ექნება. ის ტანხები რაც ფეხბურთში სახელმწიფოსგან იხარჯება მომხრე ვარ იმის 60%-ით დაფინანსდეს ახალი რაგბის მოედნები და რაგბის ახალგაზრდული კლუბები. მაგალითად ქუთაისში შეილება 2 ბაზის გაკეთება. აქ სულ კაი ტაობაა რაგბისტების, რაგბისტები კი ნანათხოვრებ მოედნებზე ტამაშობენ სულ, ან ჩამოერთვას ტორბედოს და გადაეცეს რაგბს, გამოვაცოცხლოთ ადგილობრივი ლიგა რაგბის.
vaxessomxebiravartra
ციტატა(Laki @ 5.04.2009, 18:17) *
lool.gif

დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი smile.gif

biggrin.gif

ციტატა(Serpico @ 5.04.2009, 18:49) *
მე ასეთი მოსაზრება მაქვს, სევეშვათ ფეხბურთს და მივაწვეთ რეგბს.
ფეხბურთი განავითაროს ბიზნესმა თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ბიზნესს ექნება. ის ტანხები რაც ფეხბურთში სახელმწიფოსგან იხარჯება მომხრე ვარ იმის 60%-ით დაფინანსდეს ახალი რაგბის მოედნები და რაგბის ახალგაზრდული კლუბები. მაგალითად ქუთაისში შეილება 2 ბაზის გაკეთება. აქ სულ კაი ტაობაა რაგბისტების, რაგბისტები კი ნანათხოვრებ მოედნებზე ტამაშობენ სულ, ან ჩამოერთვას ტორბედოს და გადაეცეს რაგბს, გამოვაცოცხლოთ ადგილობრივი ლიგა რაგბის.

ქართული რაგბით ვამაყობ და წარმატებებს ვუსურვებ მართლა ლომგულა ბიჭებს. ღირსები არიან ყველა აუცილებელი და საჭირო დახმარებისა, მათ ეს დაიმსახურეს. მართალია არ მესმის და არ მიყვარს, მაგრამ დიდი მცოდნესავით მიხარია მათი ყოველი გამარჯვება. ჩემი ოჯახი ფეხბურთითაა დაავადებული და მეც გადმომედო. მესმის კიდეც და მიყვარს. ვბრაზდები იმით რასაც ვხედავ, მას შემდეგ, რაც "დინამოში" სინჯებზე მისულ ჩემს შვილს უთხრეს, მაღალი დონის ფეხბურთელი ხარ, მაგრამ ჯერ ერთი შენისთანა ფეხბურთელებისა არ ესმით და არ უყვართ საქართველოში, მეორეც, რომც აგიყვანო, სამსახურს დავკარგავო ohmy.gif გასაგები გახდა ჩემთვის, "მითი" ნიჭიერებისა და პატიოსნების შესახებ სპორტში, ყოველშემთხვევაში ფეხბურთში მაინც. თუმცა საქართველოში ნიჭი ყველა სფეროში კარგა ხანია "იგნორშია" როგორც ამერიკუმეები იტყვიან და მას რუსეთუმეებივით "ნივიჟუს" უკეთებენ ძლევამოსილნი ამაქვეყნისანი, ხოდა ფეხბურთიც ვერ იქნება გამონაკლისი, რაა?! პრიმიტივია თუ გოიმი?! wink.gif biggrin.gif
Serpico
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 5.04.2009, 20:05) *

ნიჭიერს რატომ ეუბნებიან უარს? ეს მათთვის მომავალი სარფიანი გარიგების საფუძველია
george m.
ციტატა(Serpico @ 5.04.2009, 21:53) *
ნიჭიერს რატომ ეუბნებიან უარს? ეს მათთვის მომავალი სარფიანი გარიგების საფუძველია

იმიტომ რომ, როგორც ყველგან, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ
იმ უნიჭოს "გაქაჩვისთვის" აღებული, თორემ ხვალ შეიძლება აღარც იყვნენ
ფედერაციაში და "გარაჟი" აუშენებელი დარჩებათ.
vaxessomxebiravartra
ციტატა(Serpico @ 5.04.2009, 21:53) *
ნიჭიერს რატომ ეუბნებიან უარს? ეს მათთვის მომავალი სარფიანი გარიგების საფუძველია

ვერ გეტყვი. ბევრი ფიქრის შემდეგ ათასი ვერსია მიგროვდება, არ გადაგღლით მათი მოსმენით. თუმცა რომ დაინტერესდებოდეს ვინმე პატიოსანი ჟურნალისტი, გვარებსაც მივაწვდიდი, დიალოგებსაც, ფაქტებსაც დიდი სიამოვნებით. გამოიძიონ რა მოხდა, რატომ მოხდა, იქნება ვიტყუები კიდეც და ცილს ვწამებ ვინმეს. biggrin.gif მაგრამ ჩემზე უკეთ იციან სხვა დიალოგები, იგივე გვარები და სხვა მსგავსი ფაქტები, მაგრამ თევზებივით პირში წყალი აქვთ დაგუბებული, იმ ლომისა თუ ვეფხვისა არ იყოს, საკუთარ შვილს ხომ ვერ დავსჯიო rolleyes.gif

ციტატა(george m. @ 5.04.2009, 21:55) *
იმიტომ რომ, როგორც ყველგან, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ
იმ უნიჭოს "გაქაჩვისთვის" აღებული, თორემ ხვალ შეიძლება აღარც იყვნენ
ფედერაციაში და "გარაჟი" აუშენებელი დარჩებათ.

lool.gif lool.gif მაგარია და მართალია!
"FUNNY"
___
"FUNNY"
ვეღარ ვნახე ამ პოსტის ჩამბერი d.gif

გახდა 2 როგორ ჩაიარა ერთი მაინტერესებს smile.gif))
katerina_kk
ციტატა("FUNNY @ 8.04.2009, 9:57) *
ვეღარ ვნახე ამ პოსტის ჩამბერი d.gif

გახდა 2 როგორ ჩაიარა ერთი მაინტერესებს smile.gif))

მამაჩემი აპირებდა მისვლას, და მობილზე არ მპასუხობს. ინტერესნოო unsure.gif
prima
როგორც ყოველთვის, ეს აქციაც ძალიან დაგვიანებულია მაგრამ არაუშავს. სჯობს გვიან...
ისე, ვინაა აქციის ორგანიზატორი?
CARRIE
ციტატა(prima @ 8.04.2009, 12:17) *
როგორც ყოველთვის, ეს აქციაც ძალიან დაგვიანებულია მაგრამ არაუშავს. სჯობს გვიან...
ისე, ვინაა აქციის ორგანიზატორი?

პრიმ!
ა ერთი ეგ მითხარი, სულ პელე რომ ჩაუყვანო rolleyes.gif
მკვდარს გააცოცხლებს?
არ თამაშონებ ეგ ბიჭები,
მოედანზე დასეირნობენ!
ახალი ფეხბურთელებია საჭირო.
prima
ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს განვითარება და საქართველოს ჩემპიონატში უნდა ჩაიდოს ფული. და არამხოლოდ უმაღლეს ლიგაში. ფული რომ ჩაიდოს, დაინტერესება უნდა ქონდეს ბიზნესმენს. მოკლედ სანამ სახელმწიფო და მთავრობა არ შეუწყობს მაგ საქმეს ხელს, არაფერი გამოვა.
დღესვე რომ დავიწყოთ, შედეგს 8-10 წელიწადში მივიღებთ. თურქეთმა კარგი მაგალითი გვანახა რამოდენიმე წლისწინ და ეხლა მას აზერბაიჯანმაც მიბაძა. 4-5 წლიწადში, აზერბაიჯანის ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ყველასათვის. თუ ასე გააგრძელეს რასაკვირველია
korsikeli
ბატონი ნოდარ ახალკაცი თბილისში არ იმყოფება.
gij maji2
ციტატა(korsikeli @ 8.04.2009, 11:17) *
ბატონი ნოდარ ახალკაცი თბილისში არ იმყოფება.
ბატონი ქავთარაძე?
Jo Wilfried Tsonga
ციტატა(gij maji2 @ 8.04.2009, 16:19) *
ბატონი ქავთარაძე?

ეგეც
"FUNNY"

მაგრა მაინტერესებს რამდენი აქვს ხელფას ნაკრების მოთამაშეს
საშვალო ხელფასი როგორაა?

კი ძალიან ცუდათ თამაშობენ მაგრამ არიან კარგი ელემენტებიც რომლებზეც შეიძლება იმედების დამყარება
სახელები არ ვიცი ვინაა კაი და ვინაა ცუდი ...

ჩემი აზრით არაა საჭირო მწვრთნელი ვიღაცა გერმანელი, ფრანგი, არგენტინელი და რა ვიცი კიდე ვიღაცა საიდანღაცა "ფირმიდან" ჩამოიყვანო მილიონები გადაუხადო და იმედი გქონდეს რომ ეს მწვრთნელი მათგან ყველას მარადონას გამოიყვანს ან ზიდანს

როგორ დავიჯერო რომ არაა საქართველოში ერთი ძველი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ნაკრებიდან რამე გამოიყვანოს...

ამ მილიონების ყრაში და უშედეგობაში არ აჯობებს,
რომ გაკეთდეს ნორმალური სტრუქტურები სადაც ფეხბურთელს ღირსეული წვრთნა ექნება?

არ ჯობია ის მილიონები ისევ იქ ჩაიდოს სადაც მართლა გამოადგება მომავალ თაობას ვიდრე ვიღაცა უცხოელ მწვრთნელს გაატანონ ვისაც მართლა ფეხებზე ჰკიდია ნაკრებიც და მისი მომავალიც

მოხალისედ ვმუშაობდი(ხელფასი არ მქონია ერთი წელი კვირაში ერთხელ ვეხმარებოდი) ერთ ფეხბურთის კლუბში. ბავშვები გვყავდა 4 წლიდან
მწვრთნელი იყო ისე ავარჯიშებდა და ისეთ რამეებს აკეთებინებდა პატარები მეცოდებოდნენ მაგრამ ისენიც კაი მონდომებით იყვნენ ...

მოკლედ ფახბურთელს 25 წლის ასაკში ვერ ჩამოაყალიბებ როდესაც უკვე პენსიაზე გადის ...
ისენი უნდა ჩამოყალიბდნენ ადრეულ ასაკში დისიპლინა უნდა ჰქონდეთ ... ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი და ამათ მარტო "ფირმა" მწვრთნელები ვერ უშველიან ...
vaxessomxebiravartra
ფანიჯან შეღი, რეებს ამბობ გეთაყვა? rolleyes.gif

<<<როგორ დავიჯერო რომ არაა საქართველოში ერთი ძველი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ნაკრებიდან რამე გამოიყვანოს...>>>

ზუსტად ეგ ძველი ფეხბურთელებია, ვინც ამტუტებს ქართულ ფეხბურთში ყველაფერს, მიუმატე მაგათ არაკვალიფიციური სპორტული ჟურნალისტების ელიტაც და წაგებული თამაშების მიზეზიც სახეზეა. კაცოო, ვააჰ! ნიგოზი რომ არ მოგიტანონ, მარტო ქათმის ნახარშში ნაქნარი უცხო სუნელით საცივი გაკეთდება?! აი ეგრეა მანდაც! ან რა ხელფასებზეა ლაპარაკი? no.gif ერთი თამაში მაინც ითამაშეს იმდენად ღირსეულად, რომ ხელფასები მოითხოვოს ვინმემ?! ხელფასი კი არა, მაგდანას ლურჯასავით ხევშია გადასაყრელი მთელი ნაკრები. რადგან ნაკრების ფეხბურთელი ჰქვია, მართლა გგონიათ მაგ სახელის ღირსი?! უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, იმდენი თაგვია, ვერ დაითვლი, მაგრამ განა აკადემიკოსების წოდებას ურიგებენ. უცხოელმა მწვრთნელმა კიდევ რაღა ქნას? რა ხესაც აწოდებენ, იმისთანა ბურატინოებსაც სთლის და მოედანზე აწყობს.
vaxessomxebiravartra
აი, ეხლა ვნახე კადრები სფფის შენობიდან, 15 კინკილა კაცი იყო, ანუ გულშემატკივრის სახელს ამოფარებული თხუთმეტიოდე სკამზე მბოდავი, სკამზე აბოდებთ, აბა რა ოხრობაა, ახალკაცი გადადგეს, შეგვატყობინეთ როდის დანიშნავთ არჩევნებს, თორემ პერმანენტულ აქციებს მოგიწყობთო. საწყალი ფეხბურთიიი, რატომ ენა არა აქვს, იქით მოუწყოს საპროტესტო აქციები, თავი მაინც დამანებეთ, ვბითურდები თქვენს ხელშიო. რა მნიშვნელობა აქვს ახალკაცი იქნება იქა, თუ ძველკაცი, თუ გულშემატკივარი ხარ, გამარჯვება მოითხოვე რაა კატეგორიულად, რაში გენაღვლება სფფ-ს არჩევნები, რა შენი საქმეა ეგ? აი ხელფასები კი მანდ ნამდვილად გასარკვევია, ვიდრე ნაკრები ზესვლას არ დაიწყებს, უხელფასოდ იმუშაონ, დიდი რამე, არაფერი უჭირს, ხელფასი თუ მოუნდებათ, გაიმარჯვონ და მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა biggrin.gif აბა წაგებების სერიალში რატომ უნდა უხდიდნენ მაგათ ხელფასს?!
"FUNNY"
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 8.04.2009, 19:28) *

არამას tongue.gif(კარგად მახსოვს მემგონი შენი სახელი ) გაუმარჯოს!!!
მე მაგ ძველ ფეხბურთელებზე არ მაქვს ლაპარაკი
მე ღირსეულ ადამიანზე ვფიქრობ ვიზეც შეიძლება იმედების დამყარება და იმედებს რეალიზაცია მოჰყვება უკან smile.gif
შEიძლება ვიღაცა არ იყვეს მაგარი ფეხბურთელი მაგრამ იყვეს კაი ტრენერი ...

კიდევ მე ვინმე რომ მკითხავდეს საქართველოს ნაკრები სულ გასათიშია ყველანაირი უცხოური შეხვედრისთვის რამოდენიმე წლის მანძილზე და მხოლოდ ნაციონალური შეხვედრები უნდა მოეწყვეს სხვა და სხვა ქალაქებს შორის ეს ნაკრების წევრები სადღაცა კლუბებში ხომ არიან ...
vaxessomxebiravartra
არამას კი არა დარტანიანი და ათოსა კიდევ lool.gif ხო კარგი, ეგრე იყოს, როგორც შენ იტყვი, ოღონდ არამაზე კი არ გეუბნები, ფეხბურთზე lool.gif
CARRIE
ციტატა(prima @ 8.04.2009, 13:14) *
ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს განვითარება და საქართველოს ჩემპიონატში უნდა ჩაიდოს ფული. და არამხოლოდ უმაღლეს ლიგაში. ფული რომ ჩაიდოს, დაინტერესება უნდა ქონდეს ბიზნესმენს. მოკლედ სანამ სახელმწიფო და მთავრობა არ შეუწყობს მაგ საქმეს ხელს, არაფერი გამოვა.
დღესვე რომ დავიწყოთ, შედეგს 8-10 წელიწადში მივიღებთ. თურქეთმა კარგი მაგალითი გვანახა რამოდენიმე წლისწინ და ეხლა მას აზერბაიჯანმაც მიბაძა. 4-5 წლიწადში, აზერბაიჯანის ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ყველასათვის. თუ ასე გააგრძელეს რასაკვირველია

დინამოს ბიჭებს ( ყიფიანი, მაჩაიძე, გუცაევი, დარასელია)შემოსავალი ცეხავიკებისგან ქონდათ,
სსრკ ს როს მათი ხელფასი მიზერი იყო!
იგივე მეტოდი გააკეთონ!
თითო გოლი უნდა იყოს შეფასებუკლი და ბიზნესმენებმა დააფინანსონ.
დღEვანდელ სიტუაციაში ,რა შუაშია დაფინანსება?
დღევანდელი ფერხბურთელებუი კი არ თამაშობენ,
დასეირნობენ მოედანზე!
"FUNNY"
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 8.04.2009, 20:16) *
არამას კი არა დარტანიანი და ათოსა კიდევ lool.gif ხო კარგი, ეგრე იყოს, როგორც შენ იტყვი, ოღონდ არამაზე კი არ გეუბნები, ფეხბურთზე lool.gif

რა ვიცი შენ არ მითხარი არამა ვარო ადრე? rolleyes.gif unsure.gif
grg
ციტატა("FUNNY @ 8.04.2009, 19:20) *
რა ვიცი შენ არ მითხარი არამა ვარო ადრე? rolleyes.gif unsure.gif

ადრე არამა იყო, ეხლა არამარო lool.gif ... რა მნიშვნელობა აქვს? ფეხბურთში ფანნისე ბევრად კარგათ ერკვევა! უბრალოთ ერთ პატარა პუნკტზე გაუჩერდა აზრი - ფეხბურთელზე- და მშვენივრად გიხსნის, რომ მწვადი ხორცის გარეშე არ იქნება. მაგაში მართალია და კამათი ზედმეტია!

მე ეხლა ფეხბურთს ცალი თვალით ვუყურებ, ზოგჯერ ზურგითაც. იმიტომ, რომ კარგათ მახსოვს რამდენი მათლაფა ხარჩო დავამტვრიე, როცა ტაშკენტიდან რადიორეპორტაჟს უსმენდი.... ბოლო ჩემპიონატზე არც ერთი მატჩი არ მინახია და როცა ერთ სპეციალისტს 1 საათი ველაპარაკე ნახევარფინალების წინ, ყველაფერში დამთანხმდა .... არ მიყურებია ესპანეთი-რუსეთი (მარტო ინტერნეტრეპორტაჟს ვკითხულობდი) მაგრამ რუსეთი რომ წააგებდა დილით ვიცოდი, მატჩი რომ დაიწყო რამდენიმე ფაცტის მიხედვით დავრწმუნდი რომ მართალი წინათგრძნობა მქონდა და გამართლდა კიდევაც... ეს ყველაფერ გამოცდილებაზეა დამყარებული.

კოტეს ვეთანხმები, როცა ტრაგიკული დასკვნა გამოიტანა: "я разлюбил футбол!" და კიდევ კოტეს ვეთანხმები, რომ რუსეთის ნაკრებზე და საქართველოს ნაკრებზე ევროპაში ნახევარი ხმით უნდა ვილაპარაკოთ.

რამდენჯერ გააცრუეს იმედი ქართველმა ფეხბურთელებმაააა!!! უკვე დასკვნის გამოტანაც აღარ უნდა ჭირდეს ჩვენთვის... მაგრამ გულს რომ ვერაფერს უბრძანებ!!! მე (როგორც დღესაც მოქმედ სპორტსმენს) ისეთი უხეში შეცდომები მეცემა თვალში, რომ ისევ ის წინათგრძნობა ისეთ რამეებს მიკარნახებს, რომ..... რომ დღევანდელ ნაკრებზე ლაპარაკიც უაზროა.

ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები vaxessomxebiravartra. მაგრამ, მაგის ბიჭი რომ არ მიიღეს გუნდში (ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ის, რაც წავიკითხე მაგის ბიჭზე) იმ ფაქტის იქით არ ცდილობს აზრი განავითაროს. არა და ბევრი რამე რჩება ყურადღების მიღმა. ეს პირველ რიგშია - ფული! ფულმა გააფუჭა ფეხბურთი. ფულით გაფუჭებულ ფეხბურთზე აიყარა გული კოტემ, ავიყარე გული მე, აიყარეს გული ბევრმაააა.....
ქართველი და ფული lool.gif დამთავრდა ქართული ფეხბურთი.... იმედია საბოლოოდ არ დამთავრდა! მაგრამ ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს....

აუფფფ...კარგი იყო 9 აპრილის პირველი პოსტი პოლიტიკაზე არ დავწერე biggrin.gif
მგონი შარდენმა თქვა "თეატრი საოცრებაა - ბრბოსაგან ხალხსა ქმნისო". მგონი ქართული ფეხბურთიც ეგრე გვაერთიანებს. და ყველა ქართველ ფეხბურთის მოყვარულს ვუგზავნი მე სიყვარულს!!! ყოველთვის შუბლ გახსნილი და მომღიმარე მენახეთ!!!
Kutaiseli
სისულელეა ნაკრებში ფულის ჩაყრა, როცა დანარჩენი სისტემა დაქცეულია და მექრთამეობის ბუდედაა ქცეული. ფული უნდა დაიხარჯოს საბავშვო ფეხბურთში და ადგილობრივ ჩემპიონატში. სანამ ეროვნულ ნაკრებამდე მივალთ, მანამ ბევრი წყალი ჩაივლის.
მწვრთნელი აიყვანონ აქაური, ამ ეტაპზე ჩვენ სხვა არ გვჭირდება, უცხოელი მწვრთნელის ხელფასი წყალში ჩაყრილი ფულია .
vaxessomxebiravartra
გრგ, გეთაყვა, ჩემი შვილისთვის ოცნებების დანგრევა იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, რომ რასაკვირველია სუბიექტურობას ვერ გავექცევი. ოცნებებიც იქით იყოს, ის მართლაც უღირსეულესი ფეხბურთელი დადგებოდა, არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის საამაყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, წინ ვერ და არ წასულიყო. აი ერთ მაგალითს გეტყვი. ლოკომოტივის ფარმკლუბში თამაშობდა, სოსო მზეაძე ჰყავდა მწვრთნელად, დათოს მამიკო, ხოდა ლოკომოტივის მწვრთნელი ჟორიკა, იგივე გიორგი კიკნაძე ფეხბურთელების შესარჩევად მოვიდა ერთ თამაშზე. გიორგი კიკნაძე ყენიას ბიძაა, გეცოდინება ალბათ, ხოდა ჩემი შვილი მოხვდა თვალში, ლოკომოტივში გადაყვანის ღირსი ფეხბურთელების სიაში უნდა ჩაეწერა და სოსოს ჰკითხა რა გვარი იყო ის 10 ნომერი, სოსომ უპასუხა, მე მივხედავ, ეგ ჩემიანიაო rolleyes.gif მაშინ ჩემი შვილი 18 წლის იყო, მეორედაც იგივე განმეორდა, სოსოზე დაყრდნობილი ჩემი შვილი უკვე 20 წლის იყო მაშინ და კიდევ მოექცა ჯორიკას თვალთახედვის არეში, მაშინ სოსომ უთხრა, დიდიაო უკვე mad.gif ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები პეპელა გაითამაშა სოსომ ისე, რომ სინდისის ძარღვი არ ატოკებია, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ასე შეგნებულად შეუშლიდა ხელს ჩემი შვილისთვის ზესვლის ამ შესაძლებლობას უკვე მეორედ. ასე რატომ მომექეცითო, ჰკითხა ჩემმა შვილმა, უჰ, ეგ როგორ მომივიდაო, აი ტელეფონი, დაურეკე ჟორიკას და მიდიო, მივიდა ესეც, იქ კი უკვე ჟორიკამ მოუხადა ბოდიში, ახალი კანონის ძალით დიდი ხარო mad.gif კარგი რაა, 20 წლის ბიჭი როგორ უნდა ყოფილიყო დიდი, 18 წლის პატარა იყო, აბა რამხელა უნდა ყოფილიყო? 18 წლისა და ერთი დღის თუ ერთი წამისა, რომ ... მაგრამ მე ჩემი სუბიექტური აზრით დარწმუნებული ვარ, რომ სოსო მზეაძე ჩემს შვილში საკუთარი შვილის ღირსეულ მოწინააღმდეგეს ხედავდა და ამიტომაც მოიქცა ასე უსინდისოდ, ლოკომოტივის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდის ფეხბურთელობა, ასეა თუ ისეა, გზაა ნაკრებში მოსახვედრად. ეს გზა კონკრეტულმა მწვრთნელმა შეგნებულად წაართვა! ამისთანა მაგალითები კიდევ მრავლად მოგვეპოვება და ძალიან ძნელია სუბიექტურობის გრძნობას გავექცე, ამიტომ ნუ დამძრახავთ. ჩემმა შვილმა მოინელა ფეხბურთზე გაცრუებული იმედები, მე კი სადაც შემეძლება ჩემს სუბიექტურ გრძნობებს ვიტყვი ხმამაღლა, იქნება სხვისი ოცნებები მაინც არ დაინგრეს მომავალში და სხვის დედას არ გაუჩნდეს სუბიექტური გრძნობები, რომელიც სინამდვილეში, სასტიკი, უსინდისო უსამართლობით გამოწვეული ტკივილია!
"FUNNY"
ციტატა(Kutaiseli @ 9.04.2009, 0:34) *
სისულელეა ნაკრებში ფულის ჩაყრა, როცა დანარჩენი სისტემა დაქცეულია და მექრთამეობის ბუდედაა ქცეული. ფული უნდა დაიხარჯოს საბავშვო ფეხბურთში და ადგილობრივ ჩემპიონატში. სანამ ეროვნულ ნაკრებამდე მივალთ, მანამ ბევრი წყალი ჩაივლის.
მწვრთნელი აიყვანონ აქაური, ამ ეტაპზე ჩვენ სხვა არ გვჭირდება, უცხოელი მწვრთნელის ხელფასი წყალში ჩაყრილი ფულია .

1000 % მართალი ხარ
უბრალოდ არ ჰყავს პატრონი ამ ნაკრებს ვინმე უნდა ჩაერიოს არაა სპორტის მინისტრი ან ვინმე ფედერაციის ზევით ?

ციტატა(vaxessomxebiravartra @ 9.04.2009, 10:37) *
იქნება სხვისი ოცნებები მაინც არ დაინგრეს მომავალში და სხვის დედას არ გაუჩნდეს სუბიექტური გრძნობები, რომელიც სინამდვილეში, სასტიკი, უსინდისო უსამართლობით გამოწვეული ტკივილია!

sad.gif ეჰ.... ერთ კლუბში თამაში ამხელა ომი ყოფილა ჰუმ...

ვაჰ ეს ლოკომოტივის კლუბი რა განთქმული ყოფილა smile.gif))
ჩემი ერთი ნაცნობი მანდ თამაშობდა და მერე ქუთაისში თუ არ ვცდები.
ნეტავი დღეს რას აკეთებს საინტერესოა :D
vaxessomxebiravartra
ციტატა(grg @ 9.04.2009, 0:28) *
ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები vaxessomxebiravartra. მაგრამ, მაგის ბიჭი რომ არ მიიღეს გუნდში (ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ის, რაც წავიკითხე მაგის ბიჭზე) იმ ფაქტის იქით არ ცდილობს აზრი განავითაროს. არა და ბევრი რამე რჩება ყურადღების მიღმა. ეს პირველ რიგშია - [b]ფული! ფულმა გააფუჭა ფეხბურთი. ფულით გაფუჭებულ ფეხბურთზე აიყარა გული კოტემ, ავიყარე გული მე, აიყარეს გული ბევრმაააა.....
ქართველი და ფული lool.gif დამთავრდა ქართული ფეხბურთი.... იმედია საბოლოოდ არ დამთავრდა! მაგრამ ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს....[/b]

ზუსტად ეგ ფულია მიზეზი ნიჭის დაკარგვისა და შესაბამისად ქართული ფეხბურთის მისიკვდილებისა, მეტი არაფერი!

განვრცობა გნებავთ? შევეცდები! rolleyes.gif

ჩემი აზრით კარგი იქნებოდა "დასის" მსგავსი რეალური გადაცემის პროექტი ფეხბურთელების შესარჩევად. biggrin.gif ერთი გუნდის შესადგენად. პრეტენდენტები 17-დან 25 წლამდე ასაკის ჩათვლით. ხომ არის "რეალი" სამეფო კლუბი?! რა მოხდება საქართველოსაც ჰყავდეს სახელმწიფო კლუბი?! rolleyes.gif არა მგონია ასეთი კლუბის დაარსება სახიფათო იყოს სხვა კლუბებისთვის, ყველა კლუბის მფლობელი საქართველოში, საკმაოდ ჯიბესავსეა და ჯიბეგაფხეკილობის საშიშროებას მე ვერ ვხედავ. რაც ვიცი, იმ კლუბების მეპატრონეები სიღარიბეს ნამდვილად ვერ დაიჩივლებენ biggrin.gif ზოგი ნავთობშია, ზოგი სამშენებლო მაგნატია და რა ვიცი, ფული მაგათაც თუ უჭირთ, აღარ ყოფილა საშველი. ასე რომ, თუ "რეალი" ვერ აჭრის ხოლმე ყურებზე ხახვს "ბარსას" lool.gif ( "რეალის" ფანებთან ბოდიში, მეც "რეალის" გულშემატკივარი ვიყავი ოდესღაც biggrin.gif ), საქართველოს სახელმწიფო კლუბმა რატომ უნდა დაჩაგროს ვინმე?! ასეთი კლუბით სახელმწიფო გამოხატავს, რომ დაინტერესებულია ფეხბურთის განვითარებით, სხვა სახეობებს ნუ ეწყინებათ, მათი წარმატება გვიხარია, მაგრამ პრიორიტეტი სპორტის ყველა სახაობათა შორის, ქართველისთვის მაინც ფეხბურთია სამხრეთამერიკელი ხალხებივით და არაფერი საგანგაშო არაა ამაში. მთელ თბილისში ააშენეს უბნის მოედნები, 3-4 მოედნის აშენება ასეთი კლუბისთვის, ფინანსური კატასტროფის გამომწვევი რატომ იქნება? . ესემესებითაც კაი გვარიან თანხას აგროვებენ ხოლმე მობილურების კომპანიები, დარწმუნებული ვარ, საარაკო ციფრებს მიიღებენ ასეთი პროექტით, ამ ციფრებიდან შემოსული თანხა ამ კლუბს მოხმარდეს, საბოლოო ჯამში სახელმწიფო კი არა, სახალხო კლუბს მივიღებთ "ბარსასავით" და ცუდი იქნება? რა კარგია ოცნება lool.gif მერე, ეს ქართული ოცნების "ბარსა" რომ აფრინდება, სხვა კლუბებს ამბიციების მიოკარდია დაემართებათ და მინიმუმ პრიმერას ბოლო ადგილობაზე იჩალიჩებენ "ესპანიოლივით". ( ისე როგორ მოხვდა ასეთი სიმპატიური კლუბი დღეს ბოლო ადგილზე?! rolleyes.gif ).

ოცნება კარგია! გასავრცობი კი არაფერია ოცნების გარდა! ტაშკენტში ტორპედოსთვის მოგებული 4-1 მეც კარგად მახსოვს, არც კარლცაისთან მოგებული 2-1 მავიწყდება, ან ვის დაავიწყდება, მაგრამ მაშინ სახალხო კლუბი იყო "დინამო" სახალხოობის განცდით, ამიტომ ფრენდა ასე მაღლა და მაღლა.

grg
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 9.04.2009, 7:37) *
გრგ, გეთაყვა, ჩემი შვილისთვის ოცნებების დანგრევა იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, რომ რასაკვირველია სუბიექტურობას ვერ გავექცევი. ოცნებებიც იქით იყოს, ის მართლაც უღირსეულესი ფეხბურთელი დადგებოდა, არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის საამაყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, წინ ვერ და არ წასულიყო. აი ერთ მაგალითს გეტყვი. ლოკომოტივის ფარმკლუბში თამაშობდა, სოსო მზეაძე ჰყავდა მწვრთნელად, დათოს მამიკო, ხოდა ლოკომოტივის მწვრთნელი ჟორიკა, იგივე გიორგი კიკნაძე ფეხბურთელების შესარჩევად მოვიდა ერთ თამაშზე. გიორგი კიკნაძე ყენიას ბიძაა, გეცოდინება ალბათ, ხოდა ჩემი შვილი მოხვდა თვალში, ლოკომოტივში გადაყვანის ღირსი ფეხბურთელების სიაში უნდა ჩაეწერა და სოსოს ჰკითხა რა გვარი იყო ის 10 ნომერი, სოსომ უპასუხა, მე მივხედავ, ეგ ჩემიანიაო rolleyes.gif მაშინ ჩემი შვილი 18 წლის იყო, მეორედაც იგივე განმეორდა, სოსოზე დაყრდნობილი ჩემი შვილი უკვე 20 წლის იყო მაშინ და კიდევ მოექცა ჯორიკას თვალთახედვის არეში, მაშინ სოსომ უთხრა, დიდიაო უკვე mad.gif ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები პეპელა გაითამაშა სოსომ ისე, რომ სინდისის ძარღვი არ ატოკებია, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ასე შეგნებულად შეუშლიდა ხელს ჩემი შვილისთვის ზესვლის ამ შესაძლებლობას უკვე მეორედ. ასე რატომ მომექეცითო, ჰკითხა ჩემმა შვილმა, უჰ, ეგ როგორ მომივიდაო, აი ტელეფონი, დაურეკე ჟორიკას და მიდიო, მივიდა ესეც, იქ კი უკვე ჟორიკამ მოუხადა ბოდიში, ახალი კანონის ძალით დიდი ხარო mad.gif კარგი რაა, 20 წლის ბიჭი როგორ უნდა ყოფილიყო დიდი, 18 წლის პატარა იყო, აბა რამხელა უნდა ყოფილიყო? 18 წლისა და ერთი დღის თუ ერთი წამისა, რომ ... მაგრამ მე ჩემი სუბიექტური აზრით დარწმუნებული ვარ, რომ სოსო მზეაძე ჩემს შვილში საკუთარი შვილის ღირსეულ მოწინააღმდეგეს ხედავდა და ამიტომაც მოიქცა ასე უსინდისოდ, ლოკომოტივის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდის ფეხბურთელობა, ასეა თუ ისეა, გზაა ნაკრებში მოსახვედრად. ეს გზა კონკრეტულმა მწვრთნელმა შეგნებულად წაართვა! ამისთანა მაგალითები კიდევ მრავლად მოგვეპოვება და ძალიან ძნელია სუბიექტურობის გრძნობას გავექცე, ამიტომ ნუ დამძრახავთ. ჩემმა შვილმა მოინელა ფეხბურთზე გაცრუებული იმედები, მე კი სადაც შემეძლება ჩემს სუბიექტურ გრძნობებს ვიტყვი ხმამაღლა, იქნება სხვისი ოცნებები მაინც არ დაინგრეს მომავალში და სხვის დედას არ გაუჩნდეს სუბიექტური გრძნობები, რომელიც სინამდვილეში, სასტიკი, უსინდისო უსამართლობით გამოწვეული ტკივილია!

აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით. შვილის ოცნების დანგრევის ყურება უსასტიკესია მშობლისთვის! მე გული მტკივა... მაგრამ შვილმა არ უნდა ჩამოუშვას ხელები. იმიტომ რომ ნიჭთან ერთად ხასიეთიც უნდა ჰქონდეს დიდ სპორტსმენს! თუ ხასიეთი არ ექნება, მაშინ ვერც მწვერვალებს დაიპყრობდა.... მე ვერაფერს ვერ ვურჩევ. მაგრამ რამე გზა თვითონ იქნებ გამოძებნოს. გზა ნაკრებისკენ კი არა, გულშემატკივრების გულისკენ!
გულშემატკივრების სიყვარული თვითონ არის გზა .... ნაკრებისკენ!!

როგორც მწრთვნელი მეუბნეოდა "შენ თამაში აჩვენე და შედეგი თვითონ მოვაო!"
წარმატებას გისურვებთ შვილსაც და თქვენც!!!
grg
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 9.04.2009, 8:26) *
ზუსტად ეგ ფულია მიზეზი ნიჭის დაკარგვისა და შესაბამისად ქართული ფეხბურთის მისიკვდილებისა, მეტი არაფერი!

განვრცობა გნებავთ? შევეცდები! rolleyes.gif

ჩემი აზრით კარგი იქნებოდა "დასის" მსგავსი რეალური გადაცემის პროექტი ფეხბურთელების შესარჩევად. biggrin.gif ერთი გუნდის შესადგენად. პრეტენდენტები 17-დან 25 წლამდე ასაკის ჩათვლით. ხომ არის "რეალი" სამეფო კლუბი?! რა მოხდება საქართველოსაც ჰყავდეს სახელმწიფო კლუბი?! rolleyes.gif არა მგონია ასეთი კლუბის დაარსება სახიფათო იყოს სხვა კლუბებისთვის, ყველა კლუბის მფლობელი საქართველოში, საკმაოდ ჯიბესავსეა და ჯიბეგაფხეკილობის საშიშროებას მე ვერ ვხედავ. რაც ვიცი, იმ კლუბების მეპატრონეები სიღარიბეს ნამდვილად ვერ დაიჩივლებენ biggrin.gif ზოგი ნავთობშია, ზოგი სამშენებლო მაგნატია და რა ვიცი, ფული მაგათაც თუ უჭირთ, აღარ ყოფილა საშველი. ასე რომ, თუ "რეალი" ვერ აჭრის ხოლმე ყურებზე ხახვს "ბარსას" lool.gif ( "რეალის" ფანებთან ბოდიში, მეც "რეალის" გულშემატკივარი ვიყავი ოდესღაც biggrin.gif ), საქართველოს სახელმწიფო კლუბმა რატომ უნდა დაჩაგროს ვინმე?! ასეთი კლუბით სახელმწიფო გამოხატავს, რომ დაინტერესებულია ფეხბურთის განვითარებით, სხვა სახეობებს ნუ ეწყინებათ, მათი წარმატება გვიხარია, მაგრამ პრიორიტეტი სპორტის ყველა სახაობათა შორის, ქართველისთვის მაინც ფეხბურთია სამხრეთამერიკელი ხალხებივით და არაფერი საგანგაშო არაა ამაში. მთელ თბილისში ააშენეს უბნის მოედნები, 3-4 მოედნის აშენება ასეთი კლუბისთვის, ფინანსური კატასტროფის გამომწვევი რატომ იქნება? . ესემესებითაც კაი გვარიან თანხას აგროვებენ ხოლმე მობილურების კომპანიები, დარწმუნებული ვარ, საარაკო ციფრებს მიიღებენ ასეთი პროექტით, ამ ციფრებიდან შემოსული თანხა ამ კლუბს მოხმარდეს, საბოლოო ჯამში სახელმწიფო კი არა, სახალხო კლუბს მივიღებთ "ბარსასავით" და ცუდი იქნება? რა კარგია ოცნება lool.gif მერე, ეს ქართული ოცნების "ბარსა" რომ აფრინდება, სხვა კლუბებს ამბიციების მიოკარდია დაემართებათ და მინიმუმ პრიმერას ბოლო ადგილობაზე იჩალიჩებენ "ესპანიოლივით". ( ისე როგორ მოხვდა ასეთი სიმპატიური კლუბი დღეს ბოლო ადგილზე?! rolleyes.gif ).

ოცნება კარგია! გასავრცობი კი არაფერია ოცნების გარდა! ტაშკენტში ტორპედოსთვის მოგებული 4-1 მეც კარგად მახსოვს, არც კარლცაისთან მოგებული 2-1 მავიწყდება, ან ვის დაავიწყდება, მაგრამ მაშინ სახალხო კლუბი იყო "დინამო" სახალხოობის განცდით, ამიტომ ფრენდა ასე მაღლა და მაღლა.

"კარლ ცეის"-თან დივანი ჩავამტვრიეთ სამმა მეგობარმა biggrin.gif
ფეხბურთი და ფული, ფეხბურთი როგორც ბიზნესი სერიოზული ხალხისგან არის აწყობილი მსოფლიოში (საქართველოს არა ვგულისხმობ) და ნიჭიერ ფეხბუღტელს ისინი არ დაკარგავენ (ფულს არ დაკარგავენ!). მთელ მსოფლიოს არიან მოდებული ფეხბურთის სელექციონერები და თქვენ შვილი უნდა სხვებმაც ნახონ ქართველი "სპეციალისტების" გარდა. თეთრაძეს დაუკავშირდით, სარსანიას რჩევის მისაღებად.....
vaxessomxebiravartra
ჩემმა შვილმა დაასრულა ფეხბურთელობა, ამიტომ ვლაპარაკობ ასე ხმამაღლა ეხლა, ის რომ ისევ ფეხბურთელი ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გავბედავდი, მოვერიდებოდი სიმართლის თქმას. თქმით, ისევ მასვე დავაზარალებდი და ასეთი, სიმართლის თქმის გმირობანას თამაში, ნამდვილად ვერ წაადგებოდა. ეხლა კი არ მენაღვლება! ეხლა მას ვერ დავაზარალებ, სამაგიეროდ იქნება სხვას ვუშველო. ეხლა სხვებისთვის ვლაპარაკობ, სხვისი ოცნებების დანგრევა რომ არ მოხდეს, მაინც რუსთავი2-ის ფორუმია, ეგება ფეხი აუცდეს ვინმეს, შემოვიდეს, წაიკითხოს, იქნება შერცხვეს კიდეც rolleyes.gif მოკლედ, მე ოცნებას ვერ ვეშვები, რა ვიცი აბა?! შეძახილმა ხე გაახმოო და შევუძახებ მეც, ეგება გავახმო უსინდისობა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად კი არა, საერთოდ არაა მისი ადგილი. biggrin.gif
Tusia26
ციტატა(Serpico @ 5.04.2009, 11:49) *
მე ასეთი მოსაზრება მაქვს, სევეშვათ ფეხბურთს და მივაწვეთ რეგბს.ფეხბურთი განავითაროს ბიზნესმა თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ბიზნესს ექნება. ის ტანხები რაც ფეხბურთში სახელმწიფოსგან იხარჯება მომხრე ვარ იმის 60%-ით დაფინანსდეს ახალი რაგბის მოედნები და რაგბის ახალგაზრდული კლუბები. მაგალითად ქუთაისში შეილება 2 ბაზის გაკეთება. აქ სულ კაი ტაობაა რაგბისტების, რაგბისტები კი ნანათხოვრებ მოედნებზე ტამაშობენ სულ, ან ჩამოერთვას ტორბედოს და გადაეცეს რაგბს, გამოვაცოცხლოთ ადგილობრივი ლიგა რაგბის.

ეს შევეშვათ ფეხბურთს მაგარი გამოთქმაა...
ექსპერტებო და პროYურორებო! გაერთანდიიიიიითთთთთთ.........
magda_gijmaji
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 8.04.2009, 18:44) *
აი, ეხლა ვნახე კადრები სფფის შენობიდან, 15 კინკილა კაცი იყო, ანუ გულშემატკივრის სახელს ამოფარებული თხუთმეტიოდე სკამზე მბოდავი, სკამზე აბოდებთ, აბა რა ოხრობაა, ახალკაცი გადადგეს, შეგვატყობინეთ როდის დანიშნავთ არჩევნებს, თორემ პერმანენტულ აქციებს მოგიწყობთო. საწყალი ფეხბურთიიი, რატომ ენა არა აქვს, იქით მოუწყოს საპროტესტო აქციები, თავი მაინც დამანებეთ, ვბითურდები თქვენს ხელშიო. რა მნიშვნელობა აქვს ახალკაცი იქნება იქა, თუ ძველკაცი, თუ გულშემატკივარი ხარ, გამარჯვება მოითხოვე რაა კატეგორიულად, რაში გენაღვლება სფფ-ს არჩევნები, რა შენი საქმეა ეგ? აი ხელფასები კი მანდ ნამდვილად გასარკვევია, ვიდრე ნაკრები ზესვლას არ დაიწყებს, უხელფასოდ იმუშაონ, დიდი რამე, არაფერი უჭირს, ხელფასი თუ მოუნდებათ, გაიმარჯვონ და მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა biggrin.gif აბა წაგებების სერიალში რატომ უნდა უხდიდნენ მაგათ ხელფასს?!

გენაცვალე 15 კაცი არ იყო იქ, უფრო მეტი იყო,მაგრამ რაოდენობა ეს ქარტVელების ამოკვიატებული ცუდი ჩვევააა!!!!ვინციყო, მე ვიყვი დაარანაირი სკამზე მბოდავი არ გახლავართ გენაცვალე და ისადამიაი ვარ, ვინც ქართული ფეხბურთის გამო, ყოველ შაბათ კვირას ხან გორში ვარ თAმაშზე დ ხან ზესტაფონსა და რუსთAვში, ასე როოომ იმ ხალხს პატივის ეცით ქარტUილი ფხბურთის სიყვარუოლმა მიიყვანა იქ. რაც შეეხბე მწვრთნელების თEმას, ყველას გაიოზ დარსაძეს გაგახსენებთ, 16წლამდე ნაკრებს რომ წვრთნიდა, მაშIნ მაგას ზბორზე ბავშვბეი გერმანიაში მიჰყავდა, ბევრს გეცოდინებათ გია(გივი) კავარცხელია, რომელიც ნაკრების წევრი იყო,მივიდა გაიოზა და ეუბნება სასტავის კაცი ხარო,მარა ახლა გერმანიაში ვერ წაგიყვან, მეგობრის ბავშVები მიყავსო, გასაგები იყო ო ვიღAცის შვილებიმიჰყავდა და ფულცი აიღო, მერე წავიდა წააგო და კვარაცხელიას ეუბნებოდ,ა როგორ მიღAლატეო, აი ასეთები გვყავს ქვეყანაში და ესენი აფუჭებენ ხალხს ,თორემ კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელების დაკარგავ რომ არ შეიძLება ჩVEნ კარგად ვიცით ეს დაარცპირველია დაარცუკანასკნელი!
vaxessomxebiravartra
ციტატა(magda_gijmaji @ 11.04.2009, 2:10) *

ძალიან კარგი, თუ ეგეთი ხალხი იყო მისული. უპატივცემულობა მე გულშემატკივრის მიმართ კი არა, არავის მიმართაც არ გამომიხატავს, მითუმეტეს ისეთების მიმართ, როგორიც თქვენ ბრძანდებით. დაახლოებით ეგეთი, შეიძლება გაცილებით მეტი გულშემატკივრის შვილი ვარ თავად, სიმართლის თქმას რომ უპატივცემულობას ვარქმევთ, იმიტომაა შესაშურად ჩვენი საქმე გინდა ფეხბურთში და გინდა სხვაგან. ვერაფრით ვიკადრებდი ჭეშმარიტი გულშემატკივრის უპატივცემულობას. ნურც 15 კაცის ხსენებას გააპოლიტიზირებ, საპროტესტო აქციის სიმცირე პოლიტიკური სპეკულაციის საგანია პოლიტიკური პაექრობების დროს, მაშინ როდესაც ჩემი ნაწერი აბსოლუტურად შორს იყო პოლიტიკისგან, ის ცოცხალი ფაქტებით და ტკივილით დავწერე. მე ვერ დავიჯერე უბრალოდ, რომ პოლიტიკური გამოსვლების პარალელურად, გულშემატკივრის პროტესტი სფფ-სთან გულწრფელი იყო და ნამდვილი. არ მჯერა ასეთი დამთხვევების. ცოტა ადრე, ან უფრო გვიან რომ ყოფილიყო, შესაძლოა სკამებზე ნადირობის ეჭვი არ გამჩენოდა, მაგრამ თუ ყველაფერი გულწრფელი იყო, სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს ჩემი ეჭვებისთვის. ხო მართლა, ნაკრების ნახევარი ჩვენი უბნელები ბრძანდებიან და ზუსტად თუ არა, სიზუსტეს მიახლოებულად ვიცი ვინ რას წარმოადგენს, როგორც ფეხბურთელი. rolleyes.gif ნაკრებისა და ქართული, უმაღლესი კლუბების 3-4 ფეხბურთელი, უბანში, 5 კაცა ფეხბურთში, ნაძლევზე გამართულ თამაშს, წესით მარტო ნაძლევის გამო კი არა, თავმოყვარეობის გამო უნდა იგებდეს. biggrin.gif ასეთი რამ ჩვენ უბანში რატომღაც ერთხელაც ვერ მოხდა rolleyes.gif ხოდა აბა მითხარი ჩემო ძვირფასო გულშემატკივარო, ვის უნდა მოუგონ მაგათ? მესის? ჯერარდს? რონალდუს? ხავის? ანრის? როსის? აბა ყველა როგორ ჩამოვთვალო ეხლა? sad.gif
magda_gijmaji
ციტატა(vaxessomxebiravartra @ 11.04.2009, 13:39) *

დამთXვევა კი არ იყო ,პირადა ჩემი მოსაზრება იყო ,რომ 8აპრილს გაგვეკეთEბინა ეგ აქცია, რადგან 9აპრილის აქციების ფონზე უკანა პლანზე გადაიწყევდა ფედერაციის და ფეხბურთის საკითხი და აღAრავის დააინტერესებდა და სესაბამისად იყო ლოგიკური დაარა პრპვკაციული wink.gif)) მე არ შემაქვს ეჭვი თQვენს ნათQვამში, ვიცთ რაცხდებაამ ქვეყანაში დაიმიტომ
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.