Gergezi
13.01.2003, 11:52
სიგარეტის მოწევა საშინლად გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში. უკვე ისეთი ჩვეულებრივი რამე გახდა მოწევა აქ რომ ვინმეს შენიშვნა რომ მისცე ბავშვებიან ტრანსპორტში უზრდელი შენ გამოხვალ.
საშინლად ვერ ვიტან სიგარეტის სუნს. სამარშრუტო ტაქსებში, უბრალო ტაქსებში, ქუჩაში უამრავი ხალხი ეწევა, ქუჩებში დგანან მთელი დღე სიგარეტის გამყიდველები და მანქანიდან გადმოსვლა არცაა საჭირო პირში ჩაგიდებენ (და მოგიკდიებენ კიდეც) სიგარეტს.
ჩვენი ხალხი ჩემი აზრით ვერ აცნობიერებს თუ რა მავნეა სიგარეტი არა მარტო მისთვის ირგვლივ არამედ მყოფებისთვისაც. ან მეორე ვარიანტი:იციან მაგრამ, ყველას ფეხებზე კიდია ირგვლივ მყოფი ადამიანები.
მოწევა ბევრ ბიჭს ვაჟკაცობა გონია ადრეულ ასაკში, ბევრ გოგოს კიდევ უკომპლექსობა და სვეტობა... სინამდვილეში კი მოწევა არის მომწამვლელი კვამლის ფილტვებში ჩაშვება ნაგავის იქ დატოვება და ნახშიროჟანგთან ერთად აქეთ საშინელი თამბაქოს სუნის ამოშვება, რომელიც ტოვებს ცხვირსა და პირში უსიამოვნო სუნს, ფილტვებში კი კუპრს, ნიკოტინს და კიდევ რაღაც საშინელებებს.
[ This Message was edited by: Gergezi on `2003-01`-13 10:55 ]
აბსოლუტურად გეთანხმები გერგეზი. ასეთი სიმართლით გევლოს. ერთი ეს მითხარი თუ შეგიძლია თბილისში ძველით საახალწლო განწყობა როგორია?
Anonymous
13.01.2003, 14:52
Gergezi ყველაფერში გეთანხმები.
დაიჯერებ, შვედეთში საერთოდ არ ვეწევი. თბილისში საშინლად, ეტყობა დადზაბყლი სიტყაცია მოქმედებს.
Gergezi
13.01.2003, 14:59
ვახოსთვის:
არაუშავს ძველი ახალი წლის წინა განწყობას თბილისში, მთუმცა 31 დეკემბერს ვერ შეადარებ მაგრამ იგივე მინი ვარიანტში :smile:. ამინდი ნორმალურია, მე სამსახურში და ვფიქრობ სამსახურის მერე სად წავიდე.
QUOTE
საბერძნეთში აკრზალეს მოწევა აბტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში, და სამთავრობო დაწესებულებებში (ვპიქრობ კარგი გააკეთეს)
Gergezi
21.01.2003, 11:34
ძალიან კარგი გააკეთეს, ეტყობა იქ არის ვიღაც მთავრობაში რომელიც რაღაც სასარგებლოზე ფიქრობს, ჩვენთან ჯერ ჯერობით ფიქრობენ მხოლოდ ფულის მოტეხვის გზებზე
Gergezi
21.01.2003, 11:36
სიგარეტს არ აკრძალავენ იმიტომ რომ ვინც ხმა უდნა მისცეს მანდ ის სიგარეტის ბიზნესის წილშია,
ჯართ და სანაგვიდან მოყვანილ მივტოავტობუსებს არავინ შეცვლის ახალი ნორმალური ავტობუსებით, იმიტომ რომ ხაზები მერიას განაწილებული აქვს და შემოსავალი შემოუდით.
ქუჩები რომ გადატვირთულია პოლიცია ჩუმადაა იმიტომ რომ თოთოეული მიკროავტობუსიდან ბეგარას იღებს. მოკლედ ფული კეთდება მარგამ უკუღმა ისე რომ ხალხი გაწვალდეს, შეიძლებოდა ამ ფულის კეთება წაღმა მარამ აქ ცოტა მეტი ჭკუა და შრომაა საჭირო, გასდის იმ კაცს და რატომ შეიწუხებს თავს?
სიგარეტის მოწევას ვერავის აუკრძალავ, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევას ჯარიმა უნდა ედოს ჩემი აზრით. შენს თავს თუ ვნებ, შენი საქმეა, მაგრამ როცა ეს მავნებლობა სხვა ადამიანებს ეხება, ეს უკვე - დანაშაული.
საქართველოში ჯერ ეგეტი კანონი არ იქნება . აქ სიგარეტის ფასიც საგრძნობლად გაზარდეს რომ ღირდა 2 ევრო ეხლა ღირს 3. 3,50.ამან აიძულა ხალხი შეემცირებინათ მოწევის რაოდენობა ზოგმა კი სრულიად დაანება. გამორიცხულია აქ ბერძენს ერთი ღერი სიგარეტი სთხოვო და მოგცეს. ვარაუდობენ იმასაც რომ რამდენიმე წელიწადში საგრძნობლათ შემცირდება მწეველთა რაოდენობა "თითქმის აღარ გვეყოლება მწეველები" ამბობს თავად პრეზიდენტი.
Mlle Qartveli
22.01.2003, 20:20
გუშინ ტვ-ს ვუყურებდი და ბევრი ვიმხიარულე....
აქ გადაწყვიტეს დველი ფოტოებიდან ამოიღონ სიგარეტები...(მაგალითად ჩერჩილის, ბიტლების და სხვათა ძველი ფოტოებიდან...)
Gergezi
22.01.2003, 20:38
Mlle Qartveli:
მაგარია!! :smile:
:smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: ) :smile:
სრულიად გეთანხმებით სიგარეტზე, რომ ადამიანისათვის მავნებელია, იწვევს თურმე უშვილობას
საფრთხეს უქმნის ნაყოფის შექმნას და განვითარებას, მაგრამ სიგარეტს თურმე თავისი დადებითი თვისებაც ქონია,ანეიტრალებს უარყოფით ქოლესტერინს.
რაც შეეხება ქუჩაში მოწევას, მართლაც არ არის ლამაზი მითუმეტეს გოგოსათვის, ნამდვილად ვერ ვიკადრებ დადგომას და ქუჩაში მოწევას.ისე სიგარეტი როგორც ასეთი კარგი საშვალებაა ნერვების დასაწყნარებლად.
ნერვების დასაწყნარებელიოო :smile: ეგ არის ჩემი აზრით მაგარი სისულელე! სხვათაშორის ქსოვა ბეეევრად უფრო აწყნარებს ნერვებს, არც ჯანმრთელობისთვისაა მავნე და ცხოვრებაში კი ძლიერ სასარგებლოა. ასე რომ თუ ნერვები გაწუხებთ, ქსოვეთ.
:razz:
მართალია მოწევა ქუჩაში საზიზღრობაა და ამაზრზენია მითუმეტეს გოგო. ფუუუუ.
რაც შეეხება ქსოვას ხომ,მე პირადად მაგრად მიშლის ნერვებს.
ცხოვრებაში გამოსადეგი შეიძლება არა მარტო ქსოვა არამედ ჭრა-კერვაც იყოს, მაგრამ.........
მე ქსოვა მაგრად მიშლის ნერვებს,შენ თუ გიწყნარებს არ ვიცი.
ხოდა ეგ ვთქვი ჩემო ნინი ზუსტათ რომ ყველას ერთნაირი ნერვები არ გვაქვს შენ თუ სიგარეტი გიწყნარებს ნერვებს კისის ქსოვა ნუ ეგ არ არის აუცილებელი რომ სენც ქსოვა გიწყნარებდეს ნერვებს. ყველას სხვადასხვა ხერხი აქვს ნერვის დასაწყნარებლათ ხომ მასეა? :smile:
გეთანხმები, მასეა ჩემო კარგო. :smile:
ხოდა თუ გაიგე ჩემო კარგო დაანებე მაშინ თავი სხვისი ნერვების დამაწყნარებელ საშუალების კრიტიკას თავი კაიიი??
დანებებული მაქვს და მემგონი მე არავის არ ვაკრიტიკებ,ჩემო კარგო.
ხოდა ძალიანაც კარგი თუ არ აკრიტიკებ. :smile:(ეგრე ჯობია) "ჩემო კარგო"
Anonymous
28.02.2003, 5:31
Ravendark
1.03.2003, 6:32
რატო აღიზიანებს ყველას გოგომ რომ ქუჩაში მოწიოს ვერ ვხვდები. რა არი ამაში ასეთი საშინელი? აბა სახლში, აბაზანაში უნდა გამოიკეტოს ისე რომ არავინ არ დაინახოს, თუ როგორ? ეჰ, ევროპელები ვართ არა ტოროლა...
ევროპელობა რა შუაშია, ევროპელები ბევრ რამეს აკეთებენ, ჩვენც კი არ უნდა გავიმეოროთ ცხვრებივით!!! ქალი ქალია და საერთოდ არაა ლამაზი როცა ქალი ეწევა(უფრო სწორედ ეს მხოლოდ ფილმებშია მომხიბვლელი, გრძელი ხელთათმანები, მუნდშტუკი, მინავლული თვალები, თლილ თითებში გრძელი სიგარეტი.. რეალურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი არ არის ისე როგორც ეკრანზე, და რაც არის, ის მეტად არამომხიბვლელად გამოიყურება). ქალს სიგარეტის სუნი არ უნდა ასდიოდეს ბოლოსდაბოლოს, მიახლოვება რომ შეგეზიზღება ისეთი..
Ravendark
1.03.2003, 15:00
მოწევა რომ არასასურველია და თანაც არა მარტო ქალებისთვის - გასაგებია. მაგრამ თუ ეწევა ქალი რატომ უნდა მალავდეს ამას? თავის დამცირებაა ეს და მეტი არაფერი. თანაც ვერ დაგეთანხმები, რომ ეს "ცუდად გამოიყურება". გააჩნია ვინ ეწევა და როგორ :wink:. და გინდაც ასე იყოს, აქ არის ლაპარაკი შინაგან თავისუფლებაზე და არავის საქმე არ არის, სხვა როგორ გამოიყურება, მე თუ მკითხავ.
ეხ ეგრე ქუჩასი მთლად შიშველმა რომ იარო არაპერს გეტყვიან მაგრამ პროსტა არაა ლამაზი რა. მაგის ტქმა მინდა რომ ქალი სიგარეტით ხელში (ქუჩაში) არაა ლამაზი და სასიამოვნო დასანახი.
Ravendark
1.03.2003, 15:18
მესმის რას გულისხმობ, მაგრამ აქ ლაპარაკია საკუთარი თავის უაზრო გათრგუნვაზე. რამდენ ქალს უნდა რომ ტიტველმა ირბინოს ქუჩებში? არა მგონია რომ ბევრს. რამდენი ქალი ეწევა? ძალიან ბევრი. ჰოდა კიდე ერთი კომპლექსის ჩამოყალიბებას ისედაც საკმაოდ დაკომპლექსებული ქართველი ქალების ფსიქიკაში ჯობია ყველამ საკუთარ თავებს მივხედოთ.
ხო ხო მიხედე მიხედე ურეგო არ იქნებოდა. ჩვენც რა თქმა უნდა.:smile:
ქისი გეთანხმები ყველაპერში,მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრა.კი ამაზრზენია როდესაც ქალს სიგარეტის სუნი ასდის არის იმდენი საშუალებები რაც ამ სუნს შველის,კაცს რომ მაგარი ნიკოტინის სუნი ასდიოდეს ის არ არის გულის ამრევი? თუ ის კაცია და მისთვის ყველაფერი შეიძლება!!!!!!! მე თუ მკითხავ არც ერთს და არც მეორეს არ უნდა ასდიოდეს ნიკოტინის სუნი.
მე ძალიან მომწონს როდესაც ქალი ეწევა.
Mlle Qartveli
3.03.2003, 18:15
ამ ტოპიკს , რომ ვკითხულობდი საკუთარი თავი გამახსენდა სტუდენტობისას...
როგორ აქტიურად ვცდილობდი მესწავლა სიგარეტის მოწევა...მაგრამ პირველივე მცდელობა ფრიად არასასიამოვნოდ მახსოვს...
ასე გავხდი არამწეველი..
თუმცა ჩემი ერთი მეგობარი არ შეუშინდა დისკომფორტს და ერთი წლის თავზე, როგორც იქნა ისწავლა ნაფაზის დარტყმა :smile: ....
ახლა ფრიად აქტიური მწეველია და ცდილობს თავი დაანებოს...
აიიიიხედააა? შენც რომ გაგეგრძელებინა მოწევა ახლა შენც მაგ გზაზე იდგებოდი. ასე რომ კაი ქენი რომ არ გაიწყე. :smile:
შემიძლია ვიჯაყჯაყო, გემით მიმოგზაურია თავს მშვენივრად ვგრძობდი, თვითმფრინავი რაც ჩქარა მიფრინავს მით უფრო ბედნიერი ვარ, არანაირი ტრანსპორტი არ მწყინს მაგრამ: როცა ავტობუსში ვზივარ და ვიღაცეები ეწევიან სული მეგუბება, გული მერევა, ცხვირიდან ვერ ვსუნთქავ... და რატომღაც თვალების წინ სულ აკვარიუმიდან ამოვარდნილი თევზი მიდგას. მერე თუ ავტობუსში ბავშვები ან ფეხმძიმე ქალია დავცხებ მწეველებს როგორ ეწევი აქ ბავშვები არიან მეთქი, თუ არ არიან ასეთები ვითმენ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში სირცხვილია შენივნის მიცემა ნებისმიერ აყროლებულ სუნზე, მათ შორის სიგარეტზეც :sad:
Mlle Qartveli
4.03.2003, 18:34
ძვირფასო გერგეზ
რა სასიამოვნოა არა, დილით,როცა "მარშრუტკაში" ზიხარ უკან, პატარა "ტაბურეტკაზე" ... აქეთ-იქით ფუმფულა მეზობლების გარემოცვაში, ხარბად ისუნქავ საწვავ გაზს, და ამ დროს რომ ამოვა ვინმე წინაღამის ნაქეიფარი(!!!!) და სიგარტს შეგაბოლებს!
:smile:
თავად ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი შეგნება რომ "მარშუტკაში" არ უნდა მოწიოს უნდა შEიგნოს ის რომ ყველას მასავით არ სიამოვნებს სიგარეტის სუნი.
Anonymous
4.03.2003, 19:34
პირველი სიგარეტი მომაწევინეს გოგოებმა 10 კლასში მახსოვს სიგარეტს "სილვა" ერქვა ისე დამეხვა თავბრუ 35 წლამდე არ მომიწევია.
14 ივლისის მერე იმდენს ვეწევი

მაგრამ როგორც კი გადავწყვიტან პრობლემებს უნდა დავანებო
ყველაფერი დაიცხო ცამხედურობიტ და ტინეიჯერობიტ...4ტვეა,სჰევესჰვი სიგარეტს და სუნიც კი აგარ მსიამოვნებს..ტუმცა,სოგჯერ ხელი ცამიცდება ხოლმე ტუ ცოტა ალკოჰოლური სასმელი მივიგე,მასჰინ ტავს ვერ ვიკავებ,მაგრამ საბედნიეროდ ეს დსალიან ისჰვიატად ხდება
გირსჰევტ ყველას ყველას გახდიტ არამცეველები!!
სიგარეტი პრობლემებს ვერ გადაგვიცხვიტავს,ეგ სჰვენ გვგონია იმ მომენტსჰი,პრობლემას კი პრობლემებს ვუმატებტ.
Anonymous
5.03.2003, 5:03
ერთი ჩემი მეგობარი გოგო 9 კლასიდან ეწეოდა.
3 კურსზე გაიცნო ბიჭი შეუყვარდა, ერთხელ იმ ბიჭმა უთხრა "რა არის ეს გინდა შენთვის მიკოცნია და გინდა საფერფლისთვის"
ის გოგო, დღეს 45 ქალია და ბებიას არის, იმ დღის მერე იმ ბიჭმა რომ უთხრა, სიგარეტს აღარ გაკარებია
QUOTE
On `2003-03`-05 04:03, ამანდა wrote:
"რა არის ეს გინდა შენთვის მიკოცნია და გინდა საფერფლისთვის"
:smile: :smile: :smile: :smile: ეგ მაგარი უთქვამს :smile: მართალიც უთქვამს აბა რა პონტია სიგარეტის სუნათ რომ ყარს ადამიანი და მითუმეტეს გოგო.
QUOTE
On `2003-03`-05 04:03, ამანდა wrote:
ერთი ჩემი მეგობარი გოგო 9 კლასიდან ეწეოდა.
3 კურსზე გაიცნო ბიჭი შეუყვარდა, ერთხელ იმ ბიჭმა უთხრა "რა არის ეს გინდა შენთვის მიკოცნია და გინდა საფერფლისთვის"
ის გოგო, დღეს 45 ქალია და ბებიას არის, იმ დღის მერე იმ ბიჭმა რომ უთხრა, სიგარეტს აღარ გაკარებია :smile:
სიყვარულო ძალსა შენსა

)
dudutava
7.03.2003, 15:41
მივესალმები აქციას ძირს სიგარეტი და მწეველები. მე მთელი ჩემი ოჯახით ვეწევი ჯანმრთელ, არამწეველ ცხოვრებას. იყავით ჯანმრთელნი. ხალხნო, ხომ არის საშინელი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ქალის კოცნა. და არამარტო კოცნა არამედ გადაკოცნა?
dudutava
7.03.2003, 15:42
მივესალმები აქციას ძირს სიგარეტი და მწეველები. მე მთელი ჩემი ოჯახით ვეწევი ჯანმრთელ, არამწეველ ცხოვრებას. იყავით ჯანმრთელნი. ხალხნო, ხომ არის საშინელი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ქალის კოცნა. და არამარტო კოცნა არამედ გადაკოცნა?
თუ როდისმე დავიწყეფ მოწევას ალბათ ღრმად მოხუცებულობაში. (ფეხებზე რომ მეკიდება ჩემი ჯანმრთელობა) :smile:
zaza_za37
10.03.2003, 4:33
სამი წელია აგარ ვეწევი და აგარც მინდა, სუნსაც ვეგარ ვიტან, გაუმარჯოს ჯანმრტელობას
ჩემს ხატვის მასცავლებელს ტურმე იციტ როგორ დააწყებინეს მოწევა? სიგარეტის სუნს ვერ იტანდა და ექიმმა უთხრა შენც მოწიე და გეშველებაო
David M
15.04.2003, 20:32
ევროპასა და ამერიკაში ქუჩებში იმიტომ ეწევა ხალხი, რომ შენობებში მოწევა აკრძალულია. ჩვენთან კი ხალხი იმიტომ ეწევა, რომ "სვეტობა" გონიათ.
მოწევა საშინელი ჩვევაა, და მისთვის თავის დანებება ძალიან ძნელია. მე არც არასოდეს დამიწყია, მაგრამ სხვების წარუმატებელ მცდელობას ბევრს შევსწრებივარ.
თბილისში ბოლოს რომ ვიყავი, ტრანსპორტში მწეველი არავინ მინახავს. ეტყობა, მაგრად გამიმართლა. პასიური მოწევა კი ჯანმრთელობისთვის უარესია, ვიდრე თვითონ სიგარეტის მოწევა, რადგან გაუფილტრავი კვამლის ჩასუნთქვა ხდება. ჩემი აზრით, ტრანსპორტში უნდა განთავსდეს ნიშნები "მოწევა აკრძალულია". ამის შემდეგ, თუ ვინმე მოწევს, დანარჩენებმა უნდა ჩააქრობინონ სიგარეტი. ეს შენიშვნის მიცემა კი არა, თავის დაცვაა. ვინმემ ჯიბეში რომ ჩაგიყოს ხელი, ხომ შეუღრენ, დაახვიე აქედანო? ასევე მწეველიც ჯანმრთელობას იპარავს.
Mlle Qartveli
22.04.2003, 16:52
თბილისში აბა გაუბედე ვინმეს , და ტრანსპორტში შენიშვნა მიეცი, ნუ მოსწევთ ბატონოოო.....
შეურაცხყოფად ჩათვლიან და ისე გამოგლანზღავენ, როგორც ერთ ანეგდოტშია:"აგინებმა , რომ იგინებს აგინეს და იგინებმა, რომ აგინებს აგინეს ...ბოლოში მე დავრჩი ნაგინებიო (იკითხება მეგრული კილოთი :smile: :smile: :smile: )"
Gergezi
22.04.2003, 21:06
მიკროავტობუსის მძღოლები 1 საათი დგანან სანამ საკუთარი რიგი მოვა და რომ დაიძრებიან მერე მოუკიდებენ და ახრჩოლებენ. მიკროავტობუსი რა თქმა უნდა გერმანიის სანაგვედან მოყვანილი ყოფილი დამკრძალავი ბიუროს მომსახურე მანქანაა რომელსაც თურქეთში სახელდახელოდ თუნუქით სახურავს უმაღლებენ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სავარძლებს ჩააკვეხებენ, სალონში გაზის დიდ ბალონს ჩადგამენ, ნოხს დააგებენ და ვერც ერთ ფანჯარას ვერ გააღებ ამ დროს.
ეწევა ის შეჩვენებული გაუპარსავი ხელმაზუთგუდრონიანი მძღოლი ამ კონსერვის ბანკაში სიგარეტს და კაცი შვილი შენიშვნას არ აძლევს. მაგრამ აბა გაბედე და 5 ლარიანი მიაწოდე ისე გაგლანძღავს რატომ ხურდა არა გაქვსო?
ფეხები მაქვს დალურჯებული ისე ახლოსაა სკამები ერთმანეთთან მეტი რომ დაეტიოს და დაამატეთ ამას საძაგელი სიგარეტის ბოლი, ლამისაა ანდროგენული სუნთქვა დავიწყო (ჟანგბადის კანიდან შეთვისება)
შენიშვნის მიცემა კი სირცხვილია თითქოს..
Mlle Qartveli
22.04.2003, 21:25
:sad: :sad: :sad:
თან უმეტეს მიკროავტობუსებში "სვარკა" წესიერად არ აქვთ გაკეთებული ....
განსაკუთრებით საშინელი "შუაში ჩამდგარი"ტაბურეტკა"-ა....
კარგით მოწევას კიდევ ესველება, მაგრამ ის გაზის უზარმაზარი ბალონები, ხომ სიკვდილთან თამაშია......
ვინმე ფიქრობს ამას? ვინმეს ანაღვლებს ეს?
:sad: :sad: :sad:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.