QUOTE
On `2003-11`-12 17:17, gilman wrote:
და შენ ფიქრობ რომ ზვიად გამსახურდია ან მიშა სააკაშვილი ფსიქიურად გაწონასწორებულები არიან? ვერაფერს ხედავ მათში უჩვეულოს?
ნუ ეს შენი პრობლემაა. გამსახურდიას მივიჩნევ დიდ პატრიოტად, მაგრამ რო უბერავდა თავისებურად მაგას წყალი არ გაუვა.
ლოგიკა კი იმაშია რომ ხალხს ასეთი გაუწონასწორებელი და მომიტინგეები მოსწონს.
რაც შეეხება საფრანგეთის და ავსტრიის მაგალითებს. უბრალოდ ვთქვი რომ მსოფლიო საზოგადოება ნაციონალებთან ურთიერთობას ერიდება.
აბა, რა უნდა გელაპარაკოს კაცი, გეტყობა რა გარემოშიც ხარ გაზრდილი... რაო, გიჟიო? ვიცით, რომ პუტჩისტები ფიქრობდნენ ასე!
ეს ლექსი ბატონმა მერაბ კოსტავამ მიუძღვანა ზვიადს!
მეგობარ ზვიადს
შენი სამშობლო არის სულეთი
სხვა სრა–სასახლე, ძმაო, ნუ გინდა
დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,
მამის წინაშე იყავი წმინდა.
დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული
და მიქაელის ცეცხლის მახვილი,
დაე, ღირსად გვცნონ, იქმნა ვნებული,
წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.
არ მიიკარო მწიკული ზადის
შენი ტანია თვით ეკლესია,
სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,
დედამიწაზე დადის მესსია!
ძმას ქრისტესმიერს
ერზე მჭვუნვარე ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახევი
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვნება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალი რაინდნი მწუხარე სახის!
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს
ცხოველმყოფელი საფლავი იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგი
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთისწილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.
და ის არა მარტო ღმერთის წინაშეა წმინდა, არამედ ერის წინაშეც არის ვალმოხდილი, რადგან თავისუფლების ის წმინდა ნაპერწკალი რომელიც ქართველ ერში გაღვივდა არის ამ ორი უდიდესი ქართველის დამსახურება! დღეს, თვით ედიკაც კი დამოუკიდებლობაზე საუბრობს-ესაც ამ ორი ქართველის დამსახურებაა!