დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სექსი ლიტერატურაში
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > F l a m e > ამური
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
bego-19
ციტატა(გუთანო @ 28.09.2010, 15:15) *
ჯგუფ Gnawa Diffusion-ის სიმღერის ტექსტია.
თუმცა ეს ისეა პორნო, როგორც მე - ქალიშვილი biggrin.gif

ქალიშვილი რატო გითხარი იცი?მგონი პირველ გავერძე შენ გეწერა განსხვავება ქალიშვილსა და ქალწულს შორის და იქ გქონდა ნახსენები შენი თავიც...და კიდე ხო,მართლა დიდი გამბედაობა უნდა ამას...ქართველი რომ წაიკითხავს იცი რას იტყვის?აუუუუუუ,რას გაილანძღება?!მაგრამ ვისაც აინტერესებს მარტო იმან წაიკითხოს,თვალების დახუჭვაზე ადვილი რა არის?ისე ნეტა როგორი შეგრძნებაა დაკარგვა...აი მაგალითად ვაჟიშვილობის დაკარგვა დიდი არაფერია...სადგაც ერთ პონტში იქნება... wink.gif
bego-19
ეროტიკა
/ \
/ \
/ \
რომანტიკა პორნო

და მერე მოდის უკვე აღწერა...ჩემი აზრით ეგრეა...
juzi
ციტატა(გუთანო @ 28.09.2010, 23:09) *
ჰო, biggrin.gif რთულია.
ტყუილად კი არ დავარტყი იმხელა "რეჩი" წეღან biggrin.gif
სერიოზულად, კლასიკურად ეგრე არჩევენ, მაგრამ არის შემთხვევბი, როცა არც ისე ნათელია.
მაგრამ როგორც ამბობენ - "გამონაკლისები ქმნიან წესებს".

გამყვა ამაზე ფიქრი smile.gif გეთანხმები, რომ სადაც სასქესო ორგანო ნახსენებია უკვე პორნოა, მაგრამ პოეზიაში შეიძლება ეგრე არ აღვიქვა,საერთოდ მწერლობაში. ისე კი, მხატვრობასა თუ კინოში, ძალიან რთულია პორნოს ქცევა ესთეტიკად.
რავი, ჩვენთან, რაც და ვინც მე ვიცი, ინტიმურ დეტალებს ქევანიშვილი აღწერს ძალიან ლამაზად, სიყვარულითააო გაჟღენთილი, ასეთი შთაბეჭდილებით იკითხება მისი ნაწერი
bawarieli
სექსის ლიტერატურა რა პონტია? :D
გუთანო
ციტატა(bego-19 @ 29.09.2010, 9:17) *
ქალიშვილი რატო გითხარი იცი?მგონი პირველ გავერძე შენ გეწერა განსხვავება ქალიშვილსა და ქალწულს შორის და იქ გქონდა ნახსენები შენი თავიც...და კიდე ხო,მართლა დიდი გამბედაობა უნდა ამას...ქართველი რომ წაიკითხავს იცი რას იტყვის?აუუუუუუ,რას გაილანძღება?!მაგრამ ვისაც აინტერესებს მარტო იმან წაიკითხოს,თვალების დახუჭვაზე ადვილი რა არის?ისე ნეტა როგორი შეგრძნებაა დაკარგვა...აი მაგალითად ვაჟიშვილობის დაკარგვა დიდი არაფერია...სადგაც ერთ პონტში იქნება... wink.gif

აჰაა biggrin.gif
ის ჩემი ნაწერი კი არ არის, არამედ ვინმე "ვირჯინიასი", რაც ზედვეა მითითებული. სახელიც კარგად შეურჩევია ავტორს: ვირჯინია - ქალწული.
რაც შეეხება იმას, რომ ქართველი "გაილანძღება", ეს ხომ ნაკლებად გვაწუხებს?! ეს ხომ არაარსობრივია?! გვკიდია, ასე რომ ვთქვათ biggrin.gif
მე ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნებაა ქალწულობის დაკარგვა, რადგან ქალი არ ვარ. მე ვხედავ რეაქციას, მაგრამ არა შეგრძნებებს. თუმცა დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ქალი დროებით, ქალური ორგაზმის განსაცდელად. დამაინტრიგებელია ფრიად. კლიტორს გაცილებით ბევრი ნერვული დაბოლოება აქვს, ვიდრე პენისს. კულმინაციაც გაცილებით ინტენსიური უნდა იყოს. რომ არაფერი ვთქვათ ვაგინალურ ორგაზმზე.
გუთანო
ციტატა(juzi @ 29.09.2010, 10:42) *
გამყვა ამაზე ფიქრი smile.gif გეთანხმები, რომ სადაც სასქესო ორგანო ნახსენებია უკვე პორნოა, მაგრამ პოეზიაში შეიძლება ეგრე არ აღვიქვა,საერთოდ მწერლობაში. ისე კი, მხატვრობასა თუ კინოში, ძალიან რთულია პორნოს ქცევა ესთეტიკად.
რავი, ჩვენთან, რაც და ვინც მე ვიცი, ინტიმურ დეტალებს ქევანიშვილი აღწერს ძალიან ლამაზად, სიყვარულითააო გაჟღენთილი, ასეთი შთაბეჭდილებით იკითხება მისი ნაწერი

ტექსტებში, გეთანხმები, ნაკლებად აშკარა და ნაკლებად პირდაპირია ეფექტი. პირდაპირ არ გხვდება თვალში. სუპორტია მოკრძალებული. თუმცა არსებობს ტექსტები, რომელთა წაკითხვისას არ შეიძლება მათ პორნო არ უწოდო. ტოპიკის თავში მითითებული სადი, მაგალითად. ან ტუნდაც პალანიუკის "ნაწლავები", რომელიც წინა გვერდებზეა დაპოსტილი. აშკარად პორნოა.
ქევანიშვილის პოეზიაში პორნოს ნაკლებად ვხედავ. თუმცა დავპოსტავ ამ ერთ ნაწარმოებს მისი შემოქმედებიდან და ერთად განვსაჯოთ, პორნოა თუ ეროტიკა, თუ არცერთი?
ყოველ შემთხვევაში, ესაა ყველაზე "სექსი" ლექსი, რაც ქევანასთან მინახავს smile.gif

როდესაც მიყვარხარ

როდესაც მიყვარხარ, ქარს ვყლაპავ.
სამხრეთის ფანჯარა ღიაა.
სუნთქვის გამოზოგვა – სხვისი წესია.
ჩემი უწესობა.

ჩრდილოეთით მეგობარი ცხოვრობს.
ის მეძუძური დედაა და ასეთ დროს უნდა ეძინოს.
ღამე მასთან რძე ბრუნდება.
ეს სიყვარულის დაუჯერებელი შედეგია –
როცა მის კაცს რძის სუნი აბრუებს.
მათი ყოფნა არის ჩემი წესრიგი დედამიწაზე.

ასეთ დროს ჩემი ფეხები შენს წელზეა შემოხვეული.
საშო სავსე.
ხელებით მიჭირავს შენი საფეთქლები და თავი,
როგორც ცეცხლოვანი დისკო,
როცა მხრებზე გადმოვინაცვლებ – ხორცი იწვის და კვამლისგან ვახველებ.
მერე გაბერილ ფილტვებს გაწვდი, როგორც იალქნებს,
ჩემში მინდა შეცურო. საჭე მარჯვნივ, საჭე პირდაპირ. საჭე წრიულად.
სანაპიროს ნისლით გიფარავ,
მიწა უცებ რომ გამოჩნდეს,
საინტერესო აღარ იქნება.

შენი ცურვა გამთენიამდეა.

მერე შენი ენა შტურმანია.
მკლავი სადავე.
ჩემი წელი უნაგირი.
მუხლები სახნისი
მიწა სველია და ბნელი.
ჩვენ კი ვთესავთ.

ნახევარი საათი სადილია.
ჩაუცმელად ვილხენთ.
ხელისგულზე მკოცნი – ამ დაუბანელი ხელით პურს ვაცხობ.

ასეთ დროს,
აღმოსავლეთით ცხოვრობს სხვა მეგობარი.
ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენიმე უბნის მოშორებით მესმის
მისი მშვიდი ცხოვრება.
დანაყრებული დილა.
მშვიდი საღამოები.
ნასწავლი სექსი.
გამოცდილი სიყვარული.
მათი ყოფნა არის ჩემი გამართლება დედამიწაზე.

ჩემთან კი სარკეში ქალი ჩანს.
სარკეში დასახლდა, რადგან მხარეები არ ეყო.
გიჟივით გიყურებს – შეტევა წააგავს კლდის ნგრევას.
როცა შენ ანიშნე მოქცევა, ცა თითქოს კივილით ჩატეხა.

შენი ყოფნა ნიშნავს მის დაბრუნებას დედამიწაზე.

გუთანო
ციტატა(bawarieli @ 29.09.2010, 14:14) *
სექსის ლიტერატურა რა პონტია? :D

სექსი ლიტერატურაში არის სექსუალური ხასიათის მხატვრული ტექსტი.
juzi
ციტატა(გუთანო @ 29.09.2010, 18:44) *
ტექსტებში, გეთანხმები, ნაკლებად აშკარა და ნაკლებად პირდაპირია ეფექტი. პირდაპირ არ გხვდება თვალში. სუპორტია მოკრძალებული. თუმცა არსებობს ტექსტები, რომელთა წაკითხვისას არ შეიძლება მათ პორნო არ უწოდო. ტოპიკის თავში მითითებული სადი, მაგალითად. ან ტუნდაც პალანიუკის "ნაწლავები", რომელიც წინა გვერდებზეა დაპოსტილი. აშკარად პორნოა.
ქევანიშვილის პოეზიაში პორნოს ნაკლებად ვხედავ. თუმცა დავპოსტავ ამ ერთ ნაწარმოებს მისი შემოქმედებიდან და ერთად განვსაჯოთ, პორნოა თუ ეროტიკა, თუ არცერთი?
ყოველ შემთხვევაში, ესაა ყველაზე "სექსი" ლექსი, რაც ქევანასთან მინახავს smile.gif

როდესაც მიყვარხარ

როდესაც მიყვარხარ, ქარს ვყლაპავ.
სამხრეთის ფანჯარა ღიაა.
სუნთქვის გამოზოგვა – სხვისი წესია.
ჩემი უწესობა.

ჩრდილოეთით მეგობარი ცხოვრობს.
ის მეძუძური დედაა და ასეთ დროს უნდა ეძინოს.
ღამე მასთან რძე ბრუნდება.
ეს სიყვარულის დაუჯერებელი შედეგია –
როცა მის კაცს რძის სუნი აბრუებს.
მათი ყოფნა არის ჩემი წესრიგი დედამიწაზე.

ასეთ დროს ჩემი ფეხები შენს წელზეა შემოხვეული.
საშო სავსე.
ხელებით მიჭირავს შენი საფეთქლები და თავი,
როგორც ცეცხლოვანი დისკო,
როცა მხრებზე გადმოვინაცვლებ – ხორცი იწვის და კვამლისგან ვახველებ.
მერე გაბერილ ფილტვებს გაწვდი, როგორც იალქნებს,
ჩემში მინდა შეცურო. საჭე მარჯვნივ, საჭე პირდაპირ. საჭე წრიულად.
სანაპიროს ნისლით გიფარავ,
მიწა უცებ რომ გამოჩნდეს,
საინტერესო აღარ იქნება.

შენი ცურვა გამთენიამდეა.

მერე შენი ენა შტურმანია.
მკლავი სადავე.
ჩემი წელი უნაგირი.
მუხლები სახნისი
მიწა სველია და ბნელი.
ჩვენ კი ვთესავთ.

ნახევარი საათი სადილია.
ჩაუცმელად ვილხენთ.
ხელისგულზე მკოცნი – ამ დაუბანელი ხელით პურს ვაცხობ.

ასეთ დროს,
აღმოსავლეთით ცხოვრობს სხვა მეგობარი.
ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენიმე უბნის მოშორებით მესმის
მისი მშვიდი ცხოვრება.
დანაყრებული დილა.
მშვიდი საღამოები.
ნასწავლი სექსი.
გამოცდილი სიყვარული.
მათი ყოფნა არის ჩემი გამართლება დედამიწაზე.

ჩემთან კი სარკეში ქალი ჩანს.
სარკეში დასახლდა, რადგან მხარეები არ ეყო.
გიჟივით გიყურებს – შეტევა წააგავს კლდის ნგრევას.
როცა შენ ანიშნე მოქცევა, ცა თითქოს კივილით ჩატეხა.

შენი ყოფნა ნიშნავს მის დაბრუნებას დედამიწაზე.


მეც ეს ლექსი მებლანდებოდა თვალსაწიერში smile.gif პორნო არაა, ცოტა ეროტიკაა, სულ ცოტა
გუთანო
ციტატა(juzi @ 29.09.2010, 17:04) *
მეც ეს ლექსი მებლანდებოდა თვალსაწიერში smile.gif პორნო არაა, ცოტა ეროტიკაა, სულ ცოტა

მეც ეგრე ვფიქრობ, ეროტიკაა.
juzi
ციტატა(გუთანო @ 29.09.2010, 19:54) *
მეც ეგრე ვფიქრობ, ეროტიკაა.

პირველმა გვერდებმა დამაინტერესა, ოღონდ ახლა ცოტა კიდე სხვა განწყობაზე ვარ, მერე აუცილებლად გადავათვალიერებ და ცოტათი მეტად გავერკვევი განსხვავებებში smile.gif
prima
juzi

ჯუზი, რა კარგი ავატარი გეყენა რა.. sad.gif
juzi
ციტატა(prima @ 29.09.2010, 20:44) *
juzi

ჯუზი, რა კარგი ავატარი გეყენა რა.. sad.gif

smile.gif არ იყო ჩემი smile.gif) ზღვის მონატრება იყო მხოლოდ და ზღვასთან კი ვიყავი
ესეც არ გამყვება ალბათ დიდხანს, ძიების პროცესში ვარ smile.gif
Fruktik
ციტატა(bego-19 @ 29.09.2010, 11:17) *
ქალიშვილი რატო გითხარი იცი?მგონი პირველ გავერძე შენ გეწერა განსხვავება ქალიშვილსა და ქალწულს შორის და იქ გქონდა ნახსენები შენი თავიც...და კიდე ხო,მართლა დიდი გამბედაობა უნდა ამას...ქართველი რომ წაიკითხავს იცი რას იტყვის?აუუუუუუ,რას გაილანძღება?!მაგრამ ვისაც აინტერესებს მარტო იმან წაიკითხოს,თვალების დახუჭვაზე ადვილი რა არის?ისე ნეტა როგორი შეგრძნებაა დაკარგვა...აი მაგალითად ვაჟიშვილობის დაკარგვა დიდი არაფერია...სადგაც ერთ პონტში იქნება... wink.gif


გაგებით ვერასოდეს გაიგებ და აი ცოდნას კი შეიძენ თუ მოინდომებ, ტუმცა ქართველ კაცს ეს რამდენად "ეკადრება" ეგ სხვა საკიტხია wink.gif
გუთანო

http://boqlomi.blogspot.com/2010/10/blog-post_08.html
juzi
სიგიჟე

გურამ რჩეულიშვილი

ჟანგი, ჯანღი
ღამე ბნელი
დიდთვალება ტყეში მგელი.



ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე,
კოცნა ყოველ ღამე,
ცხელი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში,
კოცნა ბარძაყებში
და
მართლა ღამე, მართლა ღამე,
ცივი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში
ძილი უგრძნობელი.

და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული.



გულგადაღეღილი
ქალები, კაცები;
საუბარი ციკლონზე,
სიმღერა ჯაზების.
ქალები, კაცები,
ღია მანქანები,
კისრამდე შეკრული
მილიციელები.
შუა დღის მოდუნება
სიცხეზე.
კისკისი საღამოს
ბაღებში
და პოდიეზდები
ღია ბარდაგები,
ხოში და ხურუში
გადახლართულები.



ჩემს გოგოს მაღალი წელი,
ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი
აქვს,
აქვს სილამაზე და ის ჩემია,
აქვს სიყვარული და ის ჩემია,
აქვს ერთგულება და ის ჩემია,
ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.
აქვს ყველაფერი და ის ჩემია.
და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.

და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,
საუბრობდნენ,
ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად
მოსაუბრე
და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,
და მაშინ ვნახე მე სიყვარული
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული.


აქ დავდე რაღაცატომ ამჯერად ეს


გუთანო
ეს საფეხბურთო ჩემპიონატი

რა მოსაწყენია ეს საფეხბურთო ჩემპიონატი
რა მდორეა ეს ზაფხული.

ეს დრო იმ და ამ ზაფხულებს შორის
როგორ გადნა და
როგორც კოცნა ერთმანეთის სხეულზე.
როცა ჩვენ - უფულოები, მოღალატეები და უსინდისოები
ერთ ბოთლ კოკა-კოლას ერთმანეთის პირიდან ვსვამდით
და ისევ გვწყუროდა.
როცა შენი ღარიბი მეგობრის სახლში
უსრიცხვილოდ ვსწავლობდით ერთმანეთს.
ის 90 წუთს გვინიშნავდა სიყვარულისთვის
როგორც მკაცრი მსაჯი
და ნაღვლიანი იაფფასიან ლუდს სვამდა მეზობელ ტოტალიზატორში.
ტელევიზორის ეკრანი კი ფეხბურთის ნაცვლად
ჩვენს სხეულებს ირეკლავდა და
გვჯეროდა
რომ ეს არის სიყვარული, ალბათ ეს არის.
90 წუთიანი ტკბილი მრუშობის დასასრული
სიგარეტის ნამწვები იყო საფერფლეზე
დარჩენილი თმის სარჭი სააბაზანოში
შენი მეგობრის უტიფარი მზერა სადარბაზოში
რომელსაც, რა თქმა უნდა, თვალს ვარიდებდი
და ლიფტში აკრეფილი შეტყობინება
"შენი სუნი მაქვს"
და პასუხი -
"მე კიდევ შენი"
როგორ გვიყვარდა ერთმანეთი
იმ საფეხბურთო ჩემპიონატზე.

დრო კი იმ და ამ ზაფხულებს შორის
როგორ გაქრა და
როგორც ტკივილი გამაყუჩებლით
ერთმანეთს რომ ვუზიარეთ
დასავიწყებლად.


ნატალია თი
გუთანო
დენის დიუჰამელ

ცოლი წამართვა დედაჩემმა

ვერ ვიჯერებდი, რაც იქ ვიხილე -
უზარმაზარი, ნაკეცების მქონე სელაპი, მოკლული თოვლზე.
მცირე ხნით მაინც არ მომიწევდა სანადიროდ გასვლა სახლიდან.
ხის ქოხმახამდე ზურგით ვათრიე ულამაზესი ჩემი ცოლის განსაცვიფრებლად,
რამდენიმე დღე რომ არ ვყავდი უკვე ნანახი.
მის სანაცვლოდ კი დედაჩემის გადახსნილ პერანგს მოვკარი თვალი,
ზევით და ქვევით მოძრავი მკერდით,
თანაც მღეროდა: “ჩემთან დაწექი, ჩემო კარგო, ლამაზო ცოლო!”
ქალები, რომლებიც ასე მიყვარდა, ხითხითებდნენ ჩუმად, თავისთვის,.
ჩემი მეუღლე ქალივით იყო, დედაჩემი კაცი გამხდარა,
სელაპის ძვლისგან ნაკეთი ასო წელზე ჰქონდა მიმაგრებული.
რომ დამესაჯა, ისე ჩავარტყი, ხელში ჩამაკვდა,
და ჩემი ცოლი იძულებით თან წავიყვანე
დაწყევლილი ძველი ქოხიდან.
დედაჩემი კი იმ მხეცივით იწვა თეთრ თოვლზე, მე რომ მოვკალი,
ქვედა ტუჩიდან სისხლი სდიოდა,
თოვლი მის ქვემოთ ჩაიზნიქა.
იმდენს ტიროდა ჩემი ცოლი, შოკში ჩავარდა, -
“შენ მომიკალი ძვირფასი ქმარი...”
რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიყურებდა,
რამდენიმე დღე აღარ ჭამდა სელაპის ნაჭრებს,
რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყვეტდა ტირილს...

Serpico
ციტატა(გუთანო @ 14.10.2010, 2:24) *
ეს საფეხბურთო ჩემპიონატი

რა მოსაწყენია ეს საფეხბურთო ჩემპიონატი
რა მდორეა ეს ზაფხული.

ეს დრო იმ და ამ ზაფხულებს შორის
როგორ გადნა და
როგორც კოცნა ერთმანეთის სხეულზე.
როცა ჩვენ - უფულოები, მოღალატეები და უსინდისოები
ერთ ბოთლ კოკა-კოლას ერთმანეთის პირიდან ვსვამდით
და ისევ გვწყუროდა.
როცა შენი ღარიბი მეგობრის სახლში
უსრიცხვილოდ ვსწავლობდით ერთმანეთს.
ის 90 წუთს გვინიშნავდა სიყვარულისთვის
როგორც მკაცრი მსაჯი
და ნაღვლიანი იაფფასიან ლუდს სვამდა მეზობელ ტოტალიზატორში.
ტელევიზორის ეკრანი კი ფეხბურთის ნაცვლად
ჩვენს სხეულებს ირეკლავდა და
გვჯეროდა
რომ ეს არის სიყვარული, ალბათ ეს არის.
90 წუთიანი ტკბილი მრუშობის დასასრული
სიგარეტის ნამწვები იყო საფერფლეზე
დარჩენილი თმის სარჭი სააბაზანოში
შენი მეგობრის უტიფარი მზერა სადარბაზოში
რომელსაც, რა თქმა უნდა, თვალს ვარიდებდი
და ლიფტში აკრეფილი შეტყობინება
"შენი სუნი მაქვს"
და პასუხი -
"მე კიდევ შენი"
როგორ გვიყვარდა ერთმანეთი
იმ საფეხბურთო ჩემპიონატზე.

დრო კი იმ და ამ ზაფხულებს შორის
როგორ გაქრა და
როგორც ტკივილი გამაყუჩებლით
ერთმანეთს რომ ვუზიარეთ
დასავიწყებლად.


ნატალია თი

сool
გუთანო
დენის დიუჰამელ

ქალი, ორი საშო რომ ჰქონდა

(ესკიმოსთა მითოლოგიაზე დაფუძნებული პოეზია )


ქალი, ორი საშო რომ ჰქონდა, მუდამ ცდილობდა,
ისინი ქმრისგან დაემალა. ეს რთული იყო,
რადგან ჩვეულებრივი ადგილის ნაცვლად

ხელისგულებში ჰქონდა ორივე. საცდუნებლად,
ქმარს ასოზე ძუძუსთავით ეფერებოდა
ან უკნიდან აყვარებდა თავს.

შორიდან იყო ჩამოსული, იმ ადგილებზე
საუბარი არასდროს სურდა. ქმარი ფიქრობდა,
იქ შეიძინა ასეთი ცოდნა. ბედნიერად ცხოვრობდა,

სანამ შემთხვევით დაინახა, რომ ქალი
თითებიდან ისე ფსამდა, თითქოს უნდოდა
წყალი პეშვებით დაეჭირა. მაშინ ინატრა -

არ გაეგო, რომ მისი ცოლი, ახალგაზრდა
და ვნებიანი, მოჩვენება ყოფილა თურმე.
მგრძნობიარე სურვილისთვის დრო აღარ იყო -

მოჩვენება თოვლის ქოხში მარტოობას შემოიტანდა.
ამიტომაც კაიაკში დააბა ცოლი და
სახლიდან შორს მოდრეიფე ყინულზე დასვა.

უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მკვდრების სამეფოში,
ქალი - მოძრავ ჩრდილად გაბმული ვერც აქ რჩებოდა,
ვერც ბრუნდებოდა. ზოგი ამბობს,

რომ დღემდე ისმის მისი ტირილი: “ჩემს ქმარს
მე აღარ ვენდომები!” “ჩემს ქმარს მე აღარ ვენდომები!”
მაგრამ არ იცის, ქმარს ისევ როგორ ენატრება

მისი ტყუპი საშოები, როგორ ცდილობს
ეს დაუმალოს თავის ახალ ცოლს. თუმცა
სოფელი პატარაა და ქარივით ვრცელდება ჭორი -

თურმე ახალ ცოლს აიძულებს, სილა გააწნას,
რომ თითების თბილი ჟრჟოლა ისევ შეიგრძნოს და
მერე დიდხანს ქვითინებს მის უნაყოფო ხელისგულებში.




Sophie1918
დენის დიუჰამელ ვინაა? :|
გუთანო
ციტატა(Sophie1918 @ 15.10.2010, 13:43) *
დენის დიუჰამელ ვინაა? :|

ამერიკელი პოეტი ქალი.
ლიტერატურის და მხატვრული წერის პროფესორია ფლორიდის უნივერსიტეტში.



გუთანო
ეკა ქევანიშვილს ინტერვიუ აუღია მისგან.
დავდებ ამ ინტერვიუს, მით უმეტეს, რომ დიუჰამელი, დიდწილად, ეროტიკულ პოეზიას წერს.


დენის დიუჰამელი: ”ვწერ იმიტომ, რომ გაჩერება არ შემიძლია!”

როგორი ბავშვი იყავით, ვინც სტუმრების დროს მაგიდის ქვეშ ძვრება თუ ვინც გამოთქმით ლექსებს კითხულობს სკამზე შემდგარი? მოკლედ, რა არის ის რამდენიმე დეტალი - რაც თქვენი ბავშვობიდან, ოჯახიდან, მშობლებისგან გახსენდებათ უკვე დღეს, ბევრი წლის შემდეგ?

სინამდვილეში კი ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი. თან ასთმით საშინლად ავად და ლამის ბავშვობის მეოთხედი საბავშვო კლინიკაში გავატარე. წიგნებთან, ფურცლებსა და ფერად ფანქრებთან ერთად, რადგან ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავებით გარეთ თამაში არ შემეძლო.

და რასაც დღეს წერთ, რასაც დაწერთ ან რაც დაწერეთ, იმ ამბებში რამდენად მოხვდა თქვენი ბავშვობა, შეგრძნებები, ასოციაციები..

ყველა ჩემს ნამუშევარში ჩემი ცხოვრების გამოცდილებას, როგორც მთავარ ”ნედლეულს” ისე ვიყენებ. ჩემს ლექსებშიც დიდი დოზითაა ჩემი რეალური ცხოვრება.

მაშინ უკვე იცოდით, რომ თქვენ და ლიტერატურას ვეღარაფერი დაგაშორებდათ? ანუ როგორი იყო ის გარემო, სადაც დენისის პირველი წიგნები გაჩნდა, რას კითხულობდით, თქვენი საწოლის გვერდზე რომელი ავტორების წიგნები ეწყო და წლების მიხედვით როგორც იცვლებოდა ისინი?

დიახ, ზუსტად ვიცოდი ბავშვობიდან, რომ მწერალი გავხდებოდი. ბიბლიოთეკიდან იმდენი საბავშვო წიგნი მომქონდა, რამდენის უფლებაც მქონდა ჩემი ბარათით. ვკითხულობდი ნენსი დრიუს წიგნებს, ტრიქსი ბელდონის, ჰარდი ბოის სერიებს.. სელინჯერის ”თამაში ჭვავის ყანაში” ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოები იყო. რაც შეეხება თანამედროვე პოეზიას, მე მას მხოლოდ კოლეჯში გავეცანი და როგორც კი ერთხელ დავიწყე მისი კითხვა, საბოლოოდ მივეჯაჭვე.

და დღეს? დღეს რომ შემოვიხედო თქვენს სამუშაო ოთხახში, რა დამხვდება?

ტროლები , კოქტეილების ციცქნა ქოლგები, ფრთები, ნიღბები.. წვერწათლილი ფანქრები.. ციცქნა ხელნაკეთი თოჯინები.. ე.წ. worry dolls.(რომელთაც გვატემალაში ამზადებენ და მათი წარმოდგენებით, ეს თოჯინა დარდის გაქარვებას უწყობს ხელს).

არაერთი ლიტერატურული პრემია და ჯილდო, უამრავი რეცენზია - როდის მოვიდა ეს საყოველთაო აღიარება, როდის მიხვდით, რომ თქვენი პოეზია მარტო თქვენ აღარ გეკუთვნოდათ? საერთოდ როგორია თქვენი დამოკიდებულება ლიტერატურული პრემიების მიმართ?

ერთ-ერთი კითხვისას ქალი მოვიდა მოვიდა და მითხრა, რომ ბულემიით იყო ავად და რომ ჩემი ლექსების კითხვა ძალიან ეხმარებოდა.. ე ს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მივხდი, რომ ხალხი კითხულონდა ჩემს პოეზიას. და ეს ნიშნავს გაცილებით უფრო მეტს ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი პრემია..

რა გიყვართ, რა არ გიყვართ... უცებ რომ ჩამოთვალოთ, დაფიქრების გარეშე...

მიყვარს ნაღდი, ნამდვილი ადამიანები, აუთსაუდერები, თავისუფლად მოაზროვნე ხალხი, ადამიანები, რომლებიც არასტანდარტულად, სხვებისთვის შესაძლოა, მიუღებლად აზროვნებენ.. მიყვარს ვანილის ნაყინი და ველოსიპედები, ძველმოდური შლაპების შესანახი ყუთები..
არ მიყვარს სნობები, პოზიორები..
არ მიყვარს ჰამერები, ბადრიჯანი, ბევრი პარფიუმი..

როდესაც თქვენს ლექსებს ვკითხულობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არაფერი მაცვია. რომ ყველგან - დენტისტის სავარძლიდან დაწყებული, ნიუ იორკის მე-11 ქუჩით დამთავრებული, ყველგან ასე გახდილი ვდგავარ - ეს ალბათ მხოლოდ ერთი ადამიანის შთაბეჭდილებაა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი, როგორც ავტორის მიზანი რა არის ხოლმე, როდესაც ასეთ ლექსებს წერთ - უსაშველოდ ღიას - ასე გეწერებათ. თუ ცოტათი პროვოკაციულიც ხართ?

ეს უკვე ინტიმურობის საკითხს უკავშირდება. როდესაც ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ დარტყმებს, ჩვენ ვძლიერდებით.მე არასოდეს ვგეგმავ გამიზნულად ვიყო პროვოკაციული, მაგრამ წინაღმდეგი არ ვარ დამიძახონ პროვოკატორი ან ასე ვიყო აღქმული.

ინგლისურენოვანი ქალი პოეტებიდან ჩვენთან იცნობენ და პოპულარულია მაგალითად, სილვია პლათი, ვირჯინია ვულფი, ენ სექტონი, დოროთი პარკერი... თქვენ თუ გყავდათ ისეთი პოეტი, ქალი ან გნებავთ, მამაკაცი, რომლის პოეზიამაც თქვენზე დიდი გავლენა იქონია? და აქვე გკითხავთ, დღეს რას კითხულობს თანამედროვე ამერიკელი ახალგაზრდობა?

ენ სექტონი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტიცაა!. მიხარია, რომ ის თქვენთანაც თარგმნეს. ამერიკული პოეზია კი დღეს საკმაოდ ჯანსაღი და მრავალფეროვანია. მე ვფიქრობ ახალგაზრდა გოგონებში ძალიან პოპულარულია შერონ ოლდსი, დორიან ლოქსი. ისეთივე დოზით როგორითაც წინა თაობისთვის სილვია პლათი და ენ სექსტონი იყვნენ.

ზოგადად გავლენებზე რა აზრით ხართ? ბევრი პოეტისგან მომისმენია, რომ გავლენაში ცუდი არაფერია...

მე ვფიქრობ, გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩემი აზრით, ლიტერატურა არის მუდმივი დიალოგი სხვა ლიტერატურასთან. ჩვენ პატარ-პატარა ეშმაკობებს, გნებავთ, ხელობას ვსწავლობთ სხვებისგან, ისევე როგორც მუსიკოსები და მხატვრები..

მაინტერესებს სახლში როგორია დენის დიუჰამელი - თუ ასეთი რამ - ”დენისი სახლში” არსებობს? თუ არსებობს სამზარეულოს დენისი, რომელიც ამზადებს მაგალითად ეგზოტიკურ კერძებს, ან ტელევიზორის წინ ჯდომა თუ უყვარს? თხილამურებზე თუ დგას? ყველაზე ხშირად სად დადის? და სად ვერ, მაგრამ ძალიან კი უნდა?

”სახლის დენისს” ძალიან უყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ თავად დიდი ვერაფერი მზარეულია. მას უყვარს მარტივი კერძები, რომელთა მომზადებაც თავადაც შეუძლია. თავისუფალ დროს კითხულობს, ველოსიპედით სეირნობს. ცურავს (ის ხომ ფლორიდაში ცხოვრობს J). ხშირად სეირნობს ზღვის სანაპიროზე და დადის კინოში..ბევრს მოგზაურობს და კითხულობს, ასე რომ სულ სასტუმროებსა და აეროპორტებშია.. მაგრამ ის ყველაზე ბედნიერი მაინც სახლშია.

ხშირამ ამბობენ, რომ ტექსტი ავტორთან არ უნდა გავაიგივოთ - მე ძალიან მიჭირს ხოლმე ასე განდგომა და მაინც ძალაუნებურად - განსაკუთრებით პოეზიაში - მივყავარ ტექსტებს ავტორთან - რომ მითხრათ, რომ თქვენს ლექსებში მხოლოდ 20 %-ია დენისი, ალბათ. ძნელად დავიჯერებ, მაგრამ მაინც გკითხავთ.. სულ რამდენი დენისი არსებობს და მათგან რამდენია მის ლექსებში?

უთვალავი დენისია მთელ ჩემს შემოქმედებაში და ყველა დენისმა საკუთარი გზა იპოვა ჩემს ლექსებში.

როგორ აღიქვამდნენ თქვენი მეგობრები, ან თქვენი მამაკაცები იმ ზედმეტად თამამ ლექსებს , რომლებსაც თქვენ წერდით?

სინამდვილეში არასოდეს დამირღვევია კონფიდენციალობა ჩემს ლექსებში. მაგრამ თუ ისინი ძალიან ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან, ყოველთვის ვიღებ ნებართვას იმ კონკრეტული ადამიანისგან, ვიზეც ვწერ, რომ ის მოხვდება ჩემს ლექსში. ამ მხრივ მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები ძალიან ღია და გახსნილები არიან ჩემი ნამუშევრების მიმართ და ასევე მშვენივრად ესმით ეს ერთგვარი ”პოეტური ლიცენზიაც”.

ყველაზე მწარე და ამავე დროს საინტერესო კრიტიკას თუ გაიხსენებდით?

როცა ჩემი რჩეული გამოვიდა (Queen for a Day), Publishers Weekly-ში მიმოხილვა ასე იწყებოდა: ”დენის დიუჰამელის პოეზია სადღაც ”სექსი და ქალაქს”, შარონ ოლდსს და სპოლდინ გრეის (ამერიკელი სცენარისტი, მონოლოგისტი, პერფორმანსების ოსტატი) შორისაა”. საქმე ისაა, რომ ვგიჟდები ”სექსსა და ქალაქზე” - (ტელე შოუა), და შერონ ოლდსიც მიყვარს და სპოლდინ გრეიც.. ასე რომ, ვფიქრობდი, რომ მშვენიერი მიმოხოლვა გამოუვიდოდათ, მაგრამ ცოტათი გადაამლაშეს.

როგორ ფიქრობთ, მამაკაცი ყოველთვის საჭიროა იმისათვის, რომ ასეთი ლექსები წეროთ? თუ თქვენ უკვე გაგიარათ იმ ასაკმა, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე წერა შეუძლიათ პოეტებს და არა სხვის ტყავში შეძრომა?

გულისხმობთ შეუძლია თუ არა ქალს დაწეროს მაგალითად, მამაკაცის სახელით? ვფიქრობ, რომ კი. იცით რატომ? ხალხი ძირითად იმაზე წერს, რაც იცის. მე კი მგონია, გამოიკვლიო და წერო იმაზე, რაც არ იცი და შენი არაა, უფრო დიდ აღმოჩენებამდე მიგვიყვარს.

ერთ-ერთი მთავარი თემა თქვენს პოეზიაში ესკომოსებზის მითოლოგიაა. მაგალითად, გავიხსენებდი ”ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონა”, თუნდაც ამ სერიის ლექსებს. რამ გამოიწვია თქვენი ასეთი დაინტერესება ამ თემით?

სულ ახლახანს დავასრულე მუშაობდა წიგნზე ” როგორ დაეცა ცა”( “How the Sky Fell), რომელიც ძირითადად ზღაპრებზეა აგებული, რომლებზეც გავიზარდე და მიყვარდა - მძინარე მზეთუნახავი, სინდარელა, ფიფქია. როდესაც ზღაპრებს ვიკვლევდი, ანჯელა კარტერის წიგნს გადავაწყდი - ”მთელი მსოფლიოს ზღაპრები” . პოლარული რეგიონის ზღაპრები უბრალოდ გასაგიჟებელი იყო! არაფერს გავდა, რაც კი აქამდე წამიკითხავს.. ამ ამბების გმირი ქალები იყვნენ დიდები, ძლიერები, შეეძლოთ სელაპების მოკვლა. ასეთი ქალები არ არსებობდნენ იმ ამბებში, რაც კი მანამდე წამეკითხა.

არაფერი მიკითხავს მუშაობის პროცესზე - ანუ როგორ წერთ, გაქვთ თუ არა რაიმე საკუთარი რიტუალი წერის დროს?

ვცდილობ ყოველდღე ვწერო. თუნდაც ხუთი წუთი და მნიშვნელობა არა აქვს რაზე დავწერ ან რას. თუ რომელიმე კონკრეტულ ლექსზე არ ვმუშაობ, მაშინ ”თავისუფალი წერა” მაქვს, ანუ ვწერ ყველაფერს, რაც თავში მოვა, და ასე ვწერ და ვწერ გაუთავებლად, უამრავ ფურცელს ვაჭრელებ, სანამ რაიმე საინტერესოს არ მივადგები. მაგრამ ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ თუ კლიშეებით წერის გზით წავალ, სენტიმენტალური მკითხველისათვის, საბოლოოდ პოეზიამდე მივდივარ ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ეხმარება ლიტერატურა ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

დარწმუნებული არ ვარ ამაში. მაგრამ ვიცი, რომ კითხვა მეტად ინტიმური აქტია და რასაც ვკითხულობთ, იმას შეუძლია შეცვალოს სამყაროს ჩვენეული აღქმა და ჩვენი აზროვნებაც საერთოდ ამოატრიალოს. ამ მხრივ, რაღაც დოზით დამოკიდებული ვართ მასზე, რასაც ვკითხულობთ.

იცით თუ არა მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ წერთ?

ვწერ იმიტომ, რომ გაჩერება არ შემიძლია! მთლიანად ჩაძირული ვარ ”დაწერილ სიტყვებში”.

ხშირად კამათობენ - წიგნი თუ ინტერნეტი. როგორია თქვენი აზრი წიგნის მომავალთან დაკავშირებით?

დარწმუნებული არ ვარ, რომ წიგნები ყოველთვის ქაღალდისგან გაკეთდება, მაგრამ ვიცი და მჯერა, რომ მათი წერა არ შეწყდება. მათ აუცილებლად დაწერენ. ელექტრონული წიგნი ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ამერიკაში, მე არ მაქვს, მაგრამ ერთხელ წავიკითხე და არც ისეთი საშინელებაა. მე ისე მიყვარს წიგნები რომ არც წარმომიდგენია, როგორც შეიძლება წიგნი შემიცვალოს ამ მოწყობილობამ მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი ადამიანისთვის ის ჩაანაცვლებს ქაღალდის წიგნს. ინტერნეტის პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი არაპროფესიონალური ტექსტი ვრცელდება და ლიტერატურაში შემოჭრას ცდილობს. ძალიან ძნელია მართლა ღირებულის პოვნა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბევრიკარგი ონლაინ წიგნის მაღაზია არსებობს.

გიყვართ წიგნის მაღაზიები და იქ სიარული?

საშინლად. სულ დავდივარ და უამრავ წიგნს ვყიდულობ. განსაკუთრებით ხელნაკეთ წიგნებს.

როგორ ფიქრობთ, ნამდვილ ლიტერატურას სქესი აქვს?

არა.

როგორ გგონიათ, ”სიმართლეების” წერა უკეთესად ქალებს შეუძლიათ თუ მამაკაცებს და რატომ?

მე ვფიქრობ, რომ ქალს და მამაკაცს თანაბარი შანსები აქვთ გახდნენ დიდი მწერლები. თუმცა ჩემი შემხვედრი კითხვაა, გქონიათ თუ არა ოდესმე შეგრძნება, რომ უკეთესია შენს კაცს უთხრა რისი თქმაც გინდა ვიდრე ზოგადად მამაკაცებს პოეზიის საშუალებით?
დიახ. მე მგონია, რომ ამ ყველაფრის დაწერა პოეზიაში უფრო ადვილია.

როგორ ფიქრობთ, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება არის საჭირო ეროტიკული პოეზიის შესაქმნელად?

მე ძალიან ბევრს ვწერ ჩემი გამოცდილებიდან. მაგრამ როგორც წესი, ეს გამოცდილება წარმოსახვით არის შეზავებული. მე ვფიქრობ, ნაწილი წერს იმას, რაც იცის, ხოლო ნაწილი საკუთარ ცნობისმოყვარეობას და აკვიატებულ აზრებს მიჰყვება. მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც შენ უნდა გამოცადო რამე, რომ მასზე დაწერო. ადამიანები ვართ, შეგვიძლია ყველაფრის წარმოდგენა.

რატომ წერთ ასე ხშირად სექსზე? ხომ არ არის ეს თქვენი მცდელობა უბრალოდ დაანახოთ ეს თემა ქალებს უფრო სხვა ჭრილში, ანუ შეათამამოთ ისინი იფიქრონ მეტი ამ თემაზე და უფრო გახსნილად და არა შეზღულდულად?

ვწერ სექსზე იმიტომ, რომ დავიღალე ამ სტერეოტიპით, რომ ქალი სექსუალური ობიექტია!! მე მინდა, რომ ისინი გახდნენ სექსუალური სუბიექტები, მთავარი გმირები. მე მინდა, რომ ქალებმა თქვან ხმამაღლა რას ფიქრობენ სექსზე, რა არის მათთვის სექსუალური და არა ის, რომ მამაკაცებით დომინირებული კულტურა უთითებდეს მათ რა უნდა მოსწონდეთ და რა არა.

და ბოლოს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი სათქმელი მსოფლიოს კაცების და ქალების მიმართ, რომ ისინი უკეთესები გახდნენ?

სიყვარული.
შესაძლოა, ძალიან მარტივია და ბანალურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი არის გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს როგორც თანასწორი ადამიანები.

გუთანო
დავით ჩიხლაძე

ლოცვაი ნაბიჭვრისაი პოსტ-მოდერნისტისაი

დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი გვიხმარე ტენდენციურად
და უარვყოთ ტენდენციები.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი გადავიდეთ სხვა სამყაროში
სადაც ჰეიდეგერი ებრძვის სუბიექტურს და ობიექტურს,
სადაც კუნი კუნინგს უკეთებს რევოლუციურ მეცნიერებას,
სადაც წაშლილია ზღვარი მორალურს და ამორალურს შორის,
სადაც ახალგაზრდა იდიოტები შენი სახელით ადიდებენ სკაბრეზს,
სადაც ჰეროინზე ზის ბეროუზი და
სადაც ვონეგუტის ბავშვებს გავყვებით ლაშქრობაში,
დედა უნდა მოვუტყნათ ფამუქს !!!
დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი წავშალოთ ყველა საზღვარი
და ჩვენ თვითონ მოვიგონოთ, რამე ახალი.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
წამო დავეჯახოთ მოდერნისტებს,
არ გავჟიმოთ უსექსობით დატანჯული ვირჯინია ვულფი
და დავიკიდოთ მისი ფემინიზი, საერდოდაც იქვე მივაკიდოთ ყველა “ზმი”,
საჯაროდ დავანძრიოთ კაფკას პროცესზე
და ჯოკერი ვეთამაშოთ ჰაშეკის შვეიკს და ფელდკურატს,
პარებში !!!
ხო, არ დაგვავიწყდეს რომ მთვარეა ნობელიანტი პასტერნაკი
და მასზე შეყვარებული რილკეც.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი დავხიოთ პათეტიკურად ტვინის მჭამელი,
დიდაქტიკური წიგნები და
მათი ნარჩენები უკან გავუკეთოთ
დილანისთვის ირონიულად მომღიმარ ამაშუკელს
და საერთოდაც ყველას, ჩახდილები რომ დგანან ახალ-ახალი სისტემების წინ.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი დავარბიოთ სახალხო შეკრებები
და ჩავშალოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღლუმი.
მოდი ამოვთხაროთ ჩეგევარა და კასტროს მოვაბათ ულვაშებზე
და საერთოდ მოდი “ხარება და გოგიას” ფანებს ვაჩვენოთ
ბოლივიელების და მკვდარი ჩეს სურათები
და ერთხელ და სამუდამოდ მიხვდნენ,
არაფერია უნიკალური ფილმის ფინალში.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
მოდი, სოციოპათებთან ერთად მოვაწყოთ ორგიები,
მოდი, ყრუ-მუნჯებთან ერთად ვითამაშოთ გაფუჭებული ტელეფონი
და მოდი ეს ყველაფერი გენიალურ დადგმად გავასაღოთ.
დედაო, პოსტ-მოდერნ.
ნუ გვაფსამ თავზე!!!
ჩვენ შენზე მეტი შეგვიძლია!!!

MISS-UNIVERSE
ციტატა(გუთანო @ 6.08.2010, 1:16) *
ეკა ბურდული

ეჭვი

ღმერთო, გადასწიე ღრუბელი და დააკვირდი
ამ ბიჭს,რომელიც ასე ჩქარობს ჩემთან შეხვედრას
და რომელსაც წუხელ შენ ესიზმრებოდი...

ის იმდენად გულჩვილი და მგრძნობიარეა,
რომ ყოველთვის ტირის, როცა ჩემს შესახებ ვუყვები.

ღმერთო, ერთხელ მაინც შეხედე მისი შარვლის უბეს,
რომელსაც ივლისის სუნი ასდის და ხშირად იბურცება, როცა მიყურებს.
იცი,
მამაჩემი პირველად დაფიქრდა საკუთარ ორიენტაციაზე,
როცა ის გავაცანი და
იმდენად დაიბნა, რომ სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავიდა.
მე კი დამუნჯებული ვზივარ მისაღებ ოთახში,
რამდენიმე წუთში მინეტის გაკეთებას ვაპირებ და ვფიქრობ:
,,განკითხვის ჟამს,რა გიპასუხო,როცა მკითხავ:
რატომ ჩავაძაღლე მამაჩემი..


- 'ივლისის სუნის შარვლის უბე ' რა არომატისაა ვერ გეტყვი, მაგრამ ლექსი აშკარად კრიმინალურია,- როგორ შეიძლება მამა ჩააზაღლო? biggrin.gif
გუთანო
ციტატა(MISS-UNIVERSE @ 26.10.2010, 19:16) *
- 'ივლისის სუნის შარვლის უბე ' რა არომატისაა ვერ გეტყვი, მაგრამ ლექსი აშკარად კრიმინალურია,- როგორ შეიძლება მამა ჩააზაღლო? biggrin.gif

biggrin.gif კიდევ კარგი, რომ სს კოდექსი არ ითვალისწინებს ლექსებში ჩადენილ დანაშაულებს.
გუთანო
ზაზა ბურჭულაძე

ნაწყვეტები რომანიდან adibas

* * *

ბობოს ყველაფერი ეხერხება. პასტაც ზღაპრული გამოსდის, "დაკარგულების" ყველა სეზონიც ნანახი აქვს და მინეტსაც საუკეთესოს აკეთებს: მეტანიით, სასოებით, გულმოდგინედ.
"ბობო". მარტო ამ სახელზე წარმომიდგება მისი მკვრივი ძუძუსთავები, კრემით დაზელილი სხეული, მოქნილი წელი და გამოცდილი ენა.

საბანს ვიხდი, ჩემ მუცელზე გადმოწოლილ მთვარეს ვუყურებ, რომელსაც სისხლი აწვება და სასაცილოდ იბერება, პულსირებს. თვალს ვერ ვაშორებ. My funny Valentine _ ასე დაარქვა ბობომ ჩემ მთვარეს. არის რაღაც ჰიპნოტური ამდგარი ყლის ჭვრეტაში. ნუთუ ყველაფერი კუჭზე და მთვარეზე გადის? რასაკვირველია. ამას აფექსიც ხვდება: ხან ერთს უყურებს, ხან _ მეორეს. ცალ ხელში კრუასანი მიჭირავს, მეორეში My funny Valentine.

თავიდან ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები, ტანის სკრაბით ყელამდე საფუძვლიანად ვიქაფები. ცვილის გრანულები და ქოქოსის ბურბუშელა კანს სასიამოვნოდ მიმასაჟებს. წყალს მაქსიმალურად ვაცივებ, კბილებსაც ჩემებურად ვიხეხავ. ორი რამეა, რასაც ალბათ ვეღარ გადავეჩვევი: დილით ცივ შხაპს და კბილების ხეხვას ღრძილების დასისხლიანებამდე. მაინც არ მივარდება. სკრაბის მოტკბო არომატი ისევ ბობოს მახსენებს. მერე რა, რომ სპერმას არ ყლაპავს, ახლა დიდი სიამოვნებით მივცემდი პირში.
ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა: ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა: პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში მთვარე.

ბობო გუშინწინ წავკისში, ერთი საერთო ნაცნობის აგარაკზე აღმოვაჩინე. სადაც ბლომად იყო შავი სანთლები, მთვრალი ბოდვა, სამოყვარულო ქირომანტია, ხანმოკლე რეივი და ბევრი უხარისხო ექსტაზი. ამ ორ დღეში გავარკვიე, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს შავ ტანსაცმელს, აქვს მტკიცე ხასიათი, ნიკი სკაიპში Alien_style და პირსინგი ჭიპში _ პლატინის პატარა ემბრიონი, უყვარს პირდაპირ ლაპარაკი და უსმენს ელექტრონულ მუსიკას. შუადღეს ბარნოვზე Coffee.ge-ში შერბენა ისედაც იგულისხმება: Wi-fi - ბერძნული-სალათა(უკურკო ზეთისხილით)-ბალახის-ჩაი(უკოფეინო)-ან-ორმაგი-ესპრესოსთვის. შეკრული ტანი, მაღალი მკერდი და მკვრივი ტრაკი აქვს, მაგრამ მთლიანობაში უფრო სექსუალურია, ვიდრე ლამაზი, საბედისწერო ქალის მონაცემებით.
დინამიკთან მარტო იდგა. "რედ ბულს" წკირიდან წრუპავდა. დაექსტაზებულ მოცეკვავეებში ისე გავიარე, რომ დინამიკთან მოვხვედრილიყავი... შემთხვევით დავეჯახე.
_ ბოდიში. _ დავუყვირე.
გაეღიმა. მივხვდი, ვერ გაიგო. დინამიკიდან წამოსულ ბასებში საკუთარი ხმა მე თვითონ ვერ გავიგე.
_ ბორენა. _ დამიყვირა.
მეთქი, ღადაობს.
_ ბორენა?
თავი დამიქნია:
_ უბრალოდ ბობო.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუსიკის რიტმს ავყოლოდით და გვეცეკვა, რაღაც მომენტში როგორღაც თავისთავად აღმოვჩნდით გვერდით ოთახში, სადაც ყბამოქცეულებმა დიდხანს მონდომებით ვიზასავეთ. თითქოს რაღაც ტრანსში ვიყავით. იქვე დივანზე ისე უცბად შემოგვეტყნა ერთმანეთი, მეთქი, მომეჩვენა. მერე მობილურებიდან "ბლუთუსით" ერთმანეთს უკლებლივ ყველა მელოდია გავუცვალეთ, ბევრი ვიცინეთ ათას მთვარეობაზე, თან ყველა და ყველაფერი გავჭორეთ. ბოლოს იქვე ჩაგვეძინა ჩახუტებულებს. როგორც ტელესერიალში. კამერა უკან იწევს. რომანტიკული მუსიკა. საერთო ხედი. ტიტრები.
როგორც ვუყურებ, ყველაფერი თითქმის თავისთავად ეწყობა. ბობო ღრმად და საფუძვლიანად აპირებს ჩემ ცხოვრებაში შემოსვლას. როგორც ევრორემონტი ძველ კომუნალურ ბინაში. მეც მთელი ჩემი არსებით ვაპირებ მივიღო ყველაფერი, რასაც ვხვდები, რომ თან მოიტანს: ფილმებს ჯონი დეპის მონაწილეობით, "ცენტრუმს", დარტ ვეიდერის პლაკატს და მსუბუქ ისტერიკებს თვიურის წინ.

ტაძიო
არნახული რამ გახლავთ, ღმერთმანი!
mac
ნახეთ როგორ აღწერს კონსტანტუნე გამსახურდია რომან ვაზის ყვავილობაში ეროტიულ სცენას გოდერძსა და ნუნუს შორის, როდესაც გოდერძიმ თივის ზვინზე მიაწვინა ნუნუ და დაუწყო ფერება: მთელი რამე გადაუღებლივ სწვიმდა, ხანაც ელავდა, საგაზაფხულო გრგვინვა ბობოქრობდა კავკასიონის მთებში, ქარბორბალა დაჯირითობდა ვაზნარებში, ატოკებდა საყარაულო კოშკს, ალუბლისა და ატმის ყვავილების ნამუსრევებს ზედ აყრიდა სიყვარულისა და ვნებისაგან ცნობამიხდილ ქალ-ვაჟს... smile.gif))) მაგარია კონსტანტინე!!!!
გუთანო
ლესბო ტანკა

ჩემი გოგო ტკიპაა
ის ძლიერად მეკვრის
და ძუძუსთავებს მწოვს
ამ დროს ერთდროულად ვგრძნობ მის წამწამებს სხეულზე
და სისიველეს ფეხებს შორის

patu_patu
ზაზა ბურჭულაძის მანერა მომეწონა. არაა არაბუნებრივი, როგორც სექსზე წერისას გამოუდით ქართველებს.

ვინაა? საინტერესო ლინკები მომეცით smile.gif მთელ მის ნაწერებს ნუ გადამახედებთ smile.gif
გუთანო
ციტატა(patu_patu @ 20.01.2011, 12:15) *
ზაზა ბურჭულაძის მანერა მომეწონა. არაა არაბუნებრივი, როგორც სექსზე წერისას გამოუდით ქართველებს.

ვინაა? საინტერესო ლინკები მომეცით smile.gif მთელ მის ნაწერებს ნუ გადამახედებთ smile.gif

"ადიბასის" გარდა სხვა არაფერი ვიცი მისი, თუ არ ჩავთვლით ერთ, ცოტა არ იყოს ბურჟუა სტატიას, თბილისში მათხოვრებზე.
სტილი მეც მომწონს. "ადიბასში", გამართული, თანამედროვე ქართულით წერს. უშუალოა და არც იუმორი აკლია.

ამ ბმულებში მასზე საუბრობენ:

”ადიბასი”, ანუ ”ლხინი ჟამიანობის დროს” - წიგნი ომსა და სექსზე

ზაზა ბურჭულაძე "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის" სტუმარია

ზაზა ბურჭულაძის ფრთები



patu_patu
ციტატა(Serpico @ 27.05.2009, 11:05) *
ის ქალიშვილის დღიურები კაცის დაწერილსა ჰგავს.
ისე ულაზათოა

ხო, საშინელებაა. ეხლა ვკითხულობდი. მგონი ადრეც წავიკითხე.

გუთანო
ფუნიქს

წინდებიანი ლექსი

რომ დაინახო გოგონები ან რომ თქვა
-მმ
როგორ აფრქვევენ თეთრ წინდებიან ფეხებს მოაჯირზე
ან როგორ ჰგვანან ერთმანეთს ...
მოგინდება იყო ბევრი და მხოლოდ მათი საცვლები ისუნთქო
კრემისფერი ქოლგა თავზე
და მხოლოდ ხანდახან შეიძლება...
ვიწრო სისველეს უფრო ზემოთ
ალბათ სიღრმისკენ.
(ეკლის ყვავილებია ასეთი).
და შეხება რომ შეიძლებოდეს.
ტუჩებით.
შენგან.

რომ დაინახო გოგონები ან რომ თქვა-
მმ
როგორ აფრქვევენ თეთრ წინდებიან ფეხებს მოაჯირზე
და როგორ მოუჩანთ კრემისფერი საცვლები-
მთელი ქალაქი-
მმ
ფერადი
და ბუნების მოვლენებით ...
(ეკლის ყვავილებია ასეთი)
მზე
წვიმა
შენი თითები, სუნთქვა, ფოთოლცვენა, სექსი, ქარი....

გუთანო
ალენ გინზბერგის ერთი ლექსის ორი თარგმანი



სასიყვარულო ლექსი უიტმენის თემაზე

(თარგმანი ინგლისურიდან: შოთა იათაშვილი)

ჩუმად შევალ საწოლ ოთახში და ჩავწვები ნეფესა და პატარძალს შორის.
სხეულნი, ციდან ჩამოცვენილნი, მომლოდინედ გაშოტილან შიშველნი და მოუსვენარნი,
და მკლავები წკვარამიდან გამომკრთალი თვალების ზემოთ მისვენებულან.
მათ გულმკერდში ჩავრგავ სახეს, კანს შევისუნთქავ,
კისრებს და ტუჩებს დავკოცნი და მოვეფერები – ისე ვიზამ, რომ კვლავ გაიპონ,
და ფეხებიც მომლოდინედ გადაიშლება. ასოს შევყოფ სიბნელეში და მივაწვები,
რომ აღვაგზნო სუყველაფერი ნასვრეტიდან თმის ძირებამდე.
სხეულები, შიშვლები და ერთმანეთში ჩახვეულები, შეწებებული ცხელი ტუჩები და დუნდულები,
და თვალები, მათი კვესა, ჯადო, მიბნედა, დაჭყეტილობა,
მოძრაობათაგან აღმომხდარი კვნესა, ხმები, და ხელები ჰაერში და ფერდს და ფერდს შორის,
სველი თითები დარბილებულ თეძოებზე, შეკუმშული მუცლების თრთოლვა,
სანამ აბურდულ ზეწრებს შორის თეთრი სითხე არ გადმოსკდება
და პატარძალი არ დაიყვირებს პატიებისთვის, ხოლო ნეფე რისხვისა და თანაგრძნობის ცრემლებით არ დაიფარება,
და არ ავდგები ლოგინიდან ავსებული უკანასკნელი ინტიმური ჟესტებით და ბოლო კოცნებით -
და გონება არ გაიღვიძებს, დარაბების და დაკეტილი კარებების მიღმა მქრქალ სახლში,
იქ, სადაც ვნებამოუკლავი ოხვრა ისმის მაცხოვრებლების
და მის გარეთ, სიჩუმეში, შიშველი სულები დაეძებენ ერთიმეორეს.

სასიყვარულო ლექსი უიტმენის მოტივზე

(თარგმანი ინგლისურიდან: გ.წურწუმია გ.ხასაია)

შევიპარები საწოლ ოთახში და საქმროსა და საცოლეს შუაში ჩავუწვები.
თითქოს ციდან ჩამოცვივდნენ ეს სხეულები,
შიშვლები და აღელვებულები,
სიბნელეში მომლოდინენი შუბლზე შემოწყობილი მკლავებით.
სახეს ვრგავ მათ მხრებსა და ძუძუებში, კანს ვუყნოსავ
ხელით ვეხები, ვკოცნი ყელსა და ტუჩებში,
ფეხები აწეული და მოხრილია
და უკანალიც მზადაა
რომ სიბნელეში მიიღოს ყლე
ამდგარი და დავდასასხმელად გამაგრებული.
შიშველი სხეულები კანკალმა აიტანა,
ვნებიანი ბარძაყები და ტუჩები ერთმანეთს ეკვრიან
და თვალები, ელვარე და ფართოდ გახელილი მომაჯადოვებელი თვალები , კვნესა, ხმები, ხელები ჰაერში, ხელები ფეხებშუა, ხელები სინოტივეში დარბილებულ ბარძაყებზე,
მუცლის ფეთქვა, დაჭმუჭნულ ზეწარზე თეთრი სითხის გადმოღვრამდე.
და პატარძალი ტირილით ითხოვს პატიებას,
და საქმრო რისხვისა და თანაგრძნობის ცრემლით იხრჩობა
და მე ლოგინიდან ვდგები, ხელახლა ვიგზნები გამოსამშვიდობებელი ინტიმური ჟესტებითა და კოცნებით –
ეს მანამ, სანამ გამომეღვიძება, ფარდებსა და დახურულ კარებს მიღმა,
ჩაბნელებულ სახლში,
სადაც იქაურები დაუკმაყოფილებლობისგან დაწანწალებენ ღამით
შიშველი მოჩვენებები, ერთმანეთს რომ ეძებენ ბნელში.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.