დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4
keit
ოოოოოოოოო გალაკტიონიიიიიიიიიიიიიი,უდი
keit
უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს მისი ყველა ნაწარმოები........,განსაკუთრებით..
...უსიყვარულოდ და მესაფლავე............ only.gif
გუთანო
ციტატა(leli @ 20.12.2009, 17:49) *
ვერხვები

ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად;
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ.
სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან, არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.
ციტატა(გუთანო @ 20.12.2009, 19:41) *

http://www.youtube.com/watch?v=MXnp4AgUUPw...feature=related
გუთანო
http://www.youtube.com/watch?v=20YVTp3L69Q

შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?

გუთანო
შოთა ნიშნიანიძე - გალაკტიონზე



ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
- როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?!

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი!
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებას ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც!

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ?
მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულით მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ საქართველოში!

...იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა
წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა
გალაკტიონი.
გუთანო
ლადო ასათიანი - გალაკტიონს



საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!

ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი,
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი,
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი, -
შემოდგომისას ძირს დაცვენილი.

რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს,
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი:
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ,
რომ სიცოცხლე და ლექსები გშვენის!
გუთანო
დავით კასრაძე


მოგონებები გალაკტიონზე


კონსტანტინე ბალმონტი, ია ეკალაძე, გალაკტიონი




გალაკტიონი ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ გავიცანი. ჩვენი გაცნობა დაემთხვა ჩემს პირველ ჩასვლას ქუთაისში, მაისის ულამაზეს თვეში.
მაშინდელი ქუთაისი მიყრუებულ, პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა. საფიჩხიასა და საღორიას მიდამოებში გაუთავებელი ღრეობა იყო, ბალახვანთან გაუთავებლად ჭყვიტინებდა ერემია ქუთათელაძის განთქმული გარმონი, რიყეზე, ჭაბუკებში, ქართული ჭიდაობა იყო გაჩაღებული, თეთრი ხიდიდან და რესტორან „იალტის“ სახურავიდან სხვადსხვა „ფასონებით“ ხტენოდნენ რიონში ბიჭები, ხონის გადასახვევზე სამტრედიისაკენ, წყალტუბოსკენ, ხონისკენ მიჰქროდნენ ეტლები. ასათიანის ჭალაში, ქართულ სუფრაზე საგანგებოდ ცოცხლდებოდა შოთა რუსთაველი და აკაკი, ომახიან „მრავალჟამიერს“ მოჰყვებოდა პრასი და ლობიო, წვრილ-წვრილი მჭადები და ცივი, სვირული ღვინო, მცვრიანი მწვადები და შუაზე გაკაფული, ან თხილის შამფურზე მთლიანად შემწვარი „ტუხუს გოჭი“...
მაგრამ ეს სხვათაშორის. მივდიოდი ქუთაისში და ვფიქრობდი გალაკტიონზე! ძლიერ მაინტერესებდა მისი გაცნობა...
ქუთაისში ჩასვლისას, სადგურზე დამხვდა მხცოვანი მწერალი ია ეკალაძე, გალაკტიონის სათაყვანებელი აღმზრდელი.
ია დიდი სიყვარულითა და სტუმართმოყვარეობით გამიძღვა წინ.
საღამოს გალაკტიონი გავიცანი. მეც და იაც მიგვიპატიჟა ჯაჭვის ხიდის თავზე, დიანოზ კობერიძის სახელგანთქმულ რესტორანში. გულუხვად გვიმასპინძლდებოდა გალაკტიონი. მაშინ ის ფერმკრთალი ყმაწვილი იყო, ღრმა, მეოცნებე, უძირო თვალებით. შავი გრუზა თმებით, ევროპულად პირგაპარსული, მაგრამ არცთუ ისე ენაწყლიანი მოსაუბრე.
რამოდენიმე ბოთლის შემდეგ მასპინძელს ვთხოვე ქეიფი დამთავრებულად ჩაეთვალა და ჩემთვის ეჩვენებინათ ბაგრატის დიდებული ტაძრის ნანგრევები, ან გელათი.
გალაკტიონმა გაიცინა:
- როგორ, ჩემო დავით! პირველად ბრძანდებით ქუთაისში?
მე პასუხად თავი დავხარე და მწვანილი გავწიწკნე კბილით.
- საოცარია, ამდენი ქვეყნები მოიარე და ქუთაისში არ ყოფილხარ?!

* * *

ნელ-ნელა გავუდექით გზას გელათისაკენ.
გალაკტიონს ვინ არ იცნობდა?!
ერთი წაუსტვინა და ისე მომეჩვენა, თითქოს წინ გაფრინდა კიდეც.
თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ ორცხენიანი ეტლი გაჩნდა.
მეეტლემ ქუდი მოიხადა და მაღლა აიშვირა.
იჯდა ასე, კოფოზე, აშვერილი ქუდით.
- აბა, გოგია ჩემო! ნელი სვლით გელათისაკენ.
- გახლავართ ოცდახუთი ცხენოსნით, - მიუგო მეეტლემ - გოგია კარანაძემ და ქუდი დაიხურა.
ეტლი გასცდა ქუთაისის დაბრეცილ, ორსართულიან სასტუმროს - „გრანდ ოტელს“.
- ესაა ქუთაისი - პატარა პარიზი, - მითხრა გალაკტიონმა.
მე გამეღიმა:
- ეიფელის კოშკი აკლია.
გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო:
- აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი?
მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა.
- ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა.
- სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“.
- ეს რა კიოსკებია?
- ო, ეს კი ლაღიძის წმთვარების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ.
ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია.
მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი.
გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე.
- აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, - მითხრა გალაკტიონმა.
მე თვალები დავაჭყიტე:
- რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?!
გალაკტიონს საშინლად ეწყინა:
- მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?..
- არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ...
- რა მაგრამ... მითხარი! - შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები.
- რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია.
- არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც.
რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება!

* * *

გელათის კარი ღია დაგვხვდა. ვიდრე შიგნით შევიდოდით, ბერი მოგვეეგება, მათე კერესელიძე.
ის ჩემი ნაცნობი გამოდგა, თბილისიდან. მაშინ საერო კაცი იყო და სტამბის შემოსავლით ცხოვრობდა. ძირითადად სახარებებს ბეჭდავდა. იმთავითვე დიდი მორწმუნე იყო. მთელი საქართველოს კუთხეები საკუთარი ფეხით შემოიარა, თან დაჰყავდა მუსიკის მცოდნე დირიჟორი ფილიმონ ქორიძე და თავის საფასურით ნოტებზე გადაჰქონდა საგალობლები: „შენ ხარ ვენახი“, „შენ გიგალობ“, „ღირს არს ჭეშმარიტად“ და მრავალი სხვა.
სხვათა შორის, მათე კერესელიძე სწორედ ის ბერი გახლდათ, შემდეგ წლებში რომ მოჰკლეს ყაჩაღებმა, ჯვრის მონასტერში.
მესტამბე და ახლანდელი ბერი დიდი სიხარულით შემოგვეგება. გალაკტიონი ვერ შეიცნო და შეცბა თითქოს.
- ნუ გეშინია, ეს ხომ ჩვენი სახელოვანი პოეტია, გალაკტიონი!
ამ სახელის გაგონებაზე მათე შეკრთა და უაღრესი პატივისცემითა და მოწიწებით აღივსო.
რა საოცრებაა ჩვენი კორიფეების სახელები! ახსენეთ შოთა, აკაკი, ილია, ვაჟა, ბესიკი და...
- გალაკტიონიო?!
გალაკტიონმა ხელი გაუწოდა. ბერმა გაიხარა.
- მე წამიკითხავს თქვენი ლექსები. ძალიან კარგია, შედევრებია!
გელათში შევედით.
- ბედნიერი ვარ, რომ გალაკტიონი გავიცანი! - თქვა ბერმა და წინ გაგვიძღვა.
- მობრძანდით, აი აქეთ, გეთაყვა. თქვენს წინაშეა გელათის მონასტრის მთავარი ტაძარი... არქეოლოგიური გათხრები ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ თამარის სანატრელი სამარე მაინც მოინახება. ლეგენდა ადასტურებს, რომ თამარმა გიორგი ლაშას უანდერძა, როცა მოვკვდები, იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში გადამიტანეთო...
გალაკტიონი სრულიად გამოგვეთიშა. იგი ხარბად შეჰყურებდა გელათის გუმბათს, მის დიად აღნაგობას, მის მშვენიერ თაღებს, კაბადონებს, მის მოზაიკურ მხატვრობას.
- ჟამგარდაუვალი დარაჯია გელათი!
მეუბნება გალაკტიონი, ოცნებაში ჩაძირული, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
- მოდი ვიმღეროთ, ჩემო დავით.
- ვიმღეროთ. რა ვიმღეროთ?
- „შენ ხარ ვენახი“.
დავთანხმდი. მე, როგორც მღვდლის ვაჟმა, ზედმიწევნით ვიცოდი თითქმის ყველა საგალობელი. მე პირველს ვამბობდი, მასპინძელი მეორეს, გელათის გუმბათი ზარივით რეკდა. გალაკტიონი შეეცადა ბანი ეთქვა, მაგრამ პირზე ხელი მივაფარე.
- ნუ, შენი ჭირიმე, გალაკტიონ, სხვა დროს ვიმღეროთ.
მიმიხვდა.
- ჩემო დათა, ილიაც არ მღეროდა, მაგრამ სუფრის პირველი თამადა იყო.
- ილია როცა თამადად იდგა, ილია წინამძღვრიშვილის ჭინკა მოწაფეები ავსებდნენ სიმღერებით ილიას ნაკლს.
გალაკტიონი არ დამეთანხმა.
- აბა ერთი ილიას გულშიც ჩაგეხედათ მაშინ, რა სიმფონია გუგუნებდა. ილიაობაზე ილიას არ უმღერია, მაგრამ „განდეგილზე“ კი ფიქრობდა.

* * *

ასე გავიცანი გალაკტიონი. საღამოთი თბილისისაკენ მიმაფრენდა მატარებელი.
მივემგზავრებოდი და თან მიმყვებოდა გალაკტიონის სითბო, როგორც მგზნებარე პოეტის, მოქალაქისა და დიდი მეგობრის...
გუთანო
გიორგი ჩიქობავა :

რამდენჯერ მინახავს, გალაკტიონის კაბინეტში ფანჯრის დარაბა მიხურული იყო და ბნელით მოცულ ოთახს საწერ მაგიდაზე დადგმული ერთი ან ორი სტეარინის სანთელი ანათებდა. შთაგონებული პოეტი წინწახრილი იჯდა და გამალებით წერდა. სანთლის მოლიცლიცე შუქი მის მაღალ შუბლს მკრთალ ნათელს ჰფენდა და ერთგვარ რომანტიკულ რიდედ ებურებოდა იქაურობას.
ეგ თავისი საკვირველი საქციელი პოეტმა ასე ამიხსნა:
- სანთლის შუქი მყუდროებასა და სიმშვიდეს მგვრის - მხოლოდ ვიწრო არეს ანათებს ჩემს ირგვლივ და ამიტომ მარტო საწერ ქაღალდს ვხედავ და მთელი ყურადღება მასზე გადამაქვსო...

* * *

გალაკტიონი წყნეთში სახლს აშენებდა. ერთხელ მშენებლობის კანტორაში ფეხით მივედით და საქმეთა მმართველს უთხრა:
- მე ტაბიძე ვარ.
- გიცნობთ, ბატონო, დაბრძანდით! - სკამები მოგვართვა ქალიშვილმა.
- ერთი რამ მინდა გთხოვოთ. წყნეთში სახლს ვიშენებ...
- ვიცი, როგორაა მშენებლობის საქმე?
- კარგად, მაგრამ... მინდა ცოტათი შეცვალოთ პროექტი გზისა, რომელიც ჩემი სახლის წინ უნდა გაიყვანოთ.
- ???
- იქ ლამაზი ხეებია, ძველი, დაბურული ხუჭუჭა ხეები. თუ გზას პროექტის მიხედვით გაიყვანეთ, ხეები განადგურდება. არ შეიძლება, ჩემი ხათრით იმ გზამ ოდნავ რკალი გააკეთოს, რომ ხეები გადარჩეს?
ქალიშვილი შეპირდა, ყოველ ღონეს ვიხმარო.

* * *

გალაკტიონს ყველაფერი სძულდა ვულგარული - ლაყბობაც, სიმღერაც, ტანისამოსიც.
ერთხელ მის კაბინეტში ახალგაზრდა კაცი შევიდა და ბარათი გადასცა. სანამ პოეტი უპასუხებდა, ჭაბუკი ჩამოჯდა, ბრიოლინით გასლექილ თმაზე ვერცხლის ბეჭდიანი თითები მოითათუნა და ფეხი ფეხზე გადაიდო. სამაჯურის სიგანის შარვლის ტოტებიდან ჭყეტელა ფერის წინდები მოუჩანდა, მკერდი ჩაეღეღა...
გალაკტიონმა როცა სტუმარი ჩვეული თავაზიანობით გააცილა, ჯერ ჩაიცინა, მერე ჩაფიქრდა და თქვა:
- მძულს, როცა კაცი უშნოდ იკლაკნება. ბეჭედი... დეკოლტე... ფუ, რა ვაჟკაცის საქმეა!

როგორ იშვა „მთაწმინდის მთვარე“

გალაკტიონმა ერთხელ მიამბო, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მას და გიორგი ქუჩიშვილს ფოთის მუშებმა შეხვედრა მოუწყვეს. მათ დაათვალიერეს ფოთი და პალიასტომის ტბა. ღამის გასათევად ერთი მუშის ბინაზე მიიწვიეს.
გალაკტიონს ძილი არ ეკარებოდა. გიორგიმ რამდენჯერმე უთხრა, სინათლე ჩააქრე და დაიძინეო, მაგრამ ამაოდ, პოეტი გაეტაცა ფიქრებს: ქართველ პოეტებს მომაკვდავი გედის თემაზე, მგონი, არაფერი დაუწერიათ... სიცოცხლეში გედი მხოლოდ ერთხელ მღერის... ისიც სიკვდილის წინ... მხოლოდ მაშინ ებადება თავისი სიმშვენიერისა და სილაღის განცდა... იშვიათი მოვლენაა ბუნებაში!.. უნდა ითქვას ეს პოეტური სიტყვითო.
ჰოდა, ამ ფიქრებით შეპყრობილმა მგოსანმა იმ ღამეს ჩაამწკრივა კიდევაც თოთხმეტმარცვლიანი ტაეპები.
- არ დაიძინებ, კაცო? - ერთი პირი ძილის მოთავების შემდეგ უკმაყოფილოდ შეეკითხა გიორგი ქუჩიშვილი.
- მაცალე, თუ ძმა ხარ! - ჩაიბუტბუტა გალაკტიონმა და ლექსის გაჩალხვას შეუდგა.
შემდეგ ლექსის წყობა და რიტმი იგივე დარჩა, მაგრამ შინაარსი გადასხვაფერდა. შეიცვალა მოტივიც. პოეტის წარმოსახვაში გასხივოსნდა თბილისისა და მთაწმინდის პროფილები, ცისფერი ლანდები, მტკვრისა და მეტეხის თეთრი ელვარება, აკაკის ლანდი, ბარათაშვილის „ობლად სიარული“...
გუთანო

გალაკტიონი - პორტრეტი


მხატვარი დავით კაკაბაძე




მხატვარი უჩა ჯაფარიძე




მხატვარი გოგი თოთიბაძე




მხატვარი ბორის ჯიმშარაული




მხატვარი კორნელი სანაძე









juzi



(გვადალკვივირი...)
გალაკტიონ ტაბიძე

რომ გაქრა სხივის

ალერსი ძვირი, -

შფოთავს და ჩივის

გვადალკვივირი:

“რად მინდა ვაზის

ნაზი ოცნება,

ან სილამაზის

გაჯადოსნება,

ანდა ჩრდილები

მძიმე მტევნების,

ან ყვავილები

ძველ ხეივნების,

ზვირთების სუნი,

მეთევზის მღერა,

ფუტკრის ზუზუნი,

ნიავის ბგერა,

ლაჟვარდი ელვით

მშუქარე ტბები,

ზურმუხტის ველით? -

ვერა, ვერ ვტკბები!

მე მფარავს ისლის

შავბნელი სვეტი.

ჩემს ზვირთებს სისხლის

დაეცა წვეთი.

მას შემდეგ მეტი

არ მეფერების,

თუნდ ერთი წვეთი

ბედნიერების!”

ხშირი ზეფირი

ტირის, ვით მზე,

ჩივის და ოხრავს

გვადალკვივირი.


1935
Serpico
გუთანო, ყოჩაღ, ძალიან კარგად დალაგებული თემაა, დღეს შენზე იყოს ჩემი უფროსის საყვედურები დროულად ანგრიშის არ წარდგენის გამო.
Fruktik
ციტატა(გუთანო @ 4.01.2010, 0:34) *
გალაკტიონი - პორტრეტი

მხატვარი გოგი თოთიბაძე



მე აი ეგეთი გალაკტიონი "მახსოვს"

ციტატა(გუთანო @ 4.01.2010, 0:34) *

ეგ პორტრეტი ბაირონის მეგონა უცებ d.gif
juzi
1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში,(მაშინ შორაპნის მაზრა) სოფელ ფარცხნალის სკოლაში ქართულის მასწავლებლად, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.
ეს გალაკტიონის ბიოგრაფიის ერთი პატარა შტრიხი, მაგრამ ჩემთვის, და ბევრი ხარაგაულელისათვის ძალიან საამაყოა... იმ მიწაზე, იმ სახლთან, სადაც იგი რამოდენიმე წელი იყო, სადაც მრავალი უცნაური და უმაგრესი რამ დაწერა. ბევრი მოგონებაა მასზე რაიონში, ამბობენ, გალაქტიონი ხშირად დადიოდა კახორის სალოცავზეო, და იქ ბევრს ფიქრობდა, რწმენასა და ურწმუნოებაზეო.... მეც მიხარია, რა? ისიც, რომ ქართველებს გვყავდა გალაქტიონი და ისიც, რომ ხარაგაულელებს გვყავდა, მცირე დროით smile.gif



სწორედ ხარაგაულის რკ. სადგურში დაინახა მან აკაკი წერეთელი პირველად, რომელსაც თავის თავს ხშირად ამგვანდებდა


შემდეგ გალაკტიონი ხარაგაულის რკ. სადგურზე დაწერს

მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური
მისი ყრუ სამკაული_
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი...
გალაქტიონი...


juzi
მცირე ეპიზოდი გალაკტიონის ცხოვრებიდან.

გალაკტიონი ყვება:,,მე დავესწარი სალიტერატურო საღამოს, გამართულს ხელოვნების სასახლეში. წარმოსთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები. მაგრამ მე ვიგრძენი საშინელი სიცხადით, თუ რა მსუბუქი და მჩატეა ყოველგვარი სიტყვა გრძნობათა გამოსახატავად. იოტისოდენადაც არ ხვდება გულს არავითარი რითმა, არავითარი აწეული პათოსი, არავითარი დაფასება. ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ცვივიან უგულო კაკლებივით. არ ვიცი რანაირი პოეზია მოახდენს ეხლა ჩემზე რაიმე შთაბეჭდილებას საზოგადოდ...
მაგრამ ჩუმად! სალიტერატურო საღამოზე უცებ პიანინოს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი. მან მისცა მუსიკა განცდებს და ყველაფერი ჩემთვის განათლდა, ვიგრძენი ნამდვილი ხელოვნება..."
ნეტავ ის კაცი ვინ იყო? გრანელი?
გუთანო
ციტატა(Serpico @ 5.01.2010, 13:19) *
გუთანო, ყოჩაღ, ძალიან კარგად დალაგებული თემაა, დღეს შენზე იყოს ჩემი უფროსის საყვედურები დროულად ანგრიშის არ წარდგენის გამო.

biggrin.gif
თავს ვიზღვევ.
გალას ბრალია,
ჩემი არა.

მადლობა smile.gif
გალაკტიონი ჩემი სიცოცხლეა.
უძვირესი ფასი აქვს ნებისმიერ დეტალს მისი არსებობიდან.

თუ ვინმეს რამე აქვს...
გუთანო
ციტატა(Fruktik @ 5.01.2010, 14:02) *
მე აი ეგეთი გალაკტიონი "მახსოვს"


ეგ პორტრეტი ბაირონის მეგონა უცებ d.gif

biggrin.gif კი გავს, ხო იცი შენ, ჯორჯ ნოელ გორდონს.
გუთანო
ჯუზი მადლობა! smile.gif ამ ჩემთვის უცნობი დეტალებისთვის და ლექსისთვის smile.gif
juzi
ციტატა(გუთანო @ 5.01.2010, 17:27) *
ჯუზი მადლობა! smile.gif ამ ჩემთვის უცნობი დეტალებისთვის და ლექსისთვის smile.gif

რას ამბობ გუთანო smile.gif პირიქით, გმადლობ ამ ტოპიკისთვის ... smile.gif
Fruktik
ციტატა(გუთანო @ 5.01.2010, 18:26) *
biggrin.gif კი გავს, ხო იცი შენ, ჯორჯ ნოელ გორდონს.



დიდი მაიმუნი კი იყო ჯორჯი d.gif
ultras
კონსტანტინე გამსახურდია
გალაქტიონ ტაბიძე


შენ თუ იქნები მიუდგომელი მის მიმართ,
ეს რომ არა, სამართლიანობით ჩვენ შორს
ვერ წავიდოდით:არა, შენ მოიგონე იგი
იმ წუთებში, როცა იგი გიყვარდა.
რაინერ მარია რილკე

მე წილად მერგო უბედურება --მუდამ ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრების გლოვა--ჩემი სიყმის მეგობრები დავიტირო..... მე დავკარგე ათეული წლების მანძილზე უძვიეფასესი მეგობრები: გიორგი ნიკოლაძე, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე ჭიჭინაძე... ჩემი საყვარელი ძმები ალექსანდრე და ვიქტორი.
რა ვქნა, განგების ნებას ვინ გადაუვა!
მას შემდეგ რაც გალაკტიონი დაგვეღუპა, იგი სიზმრბში მეცხადება ხშირად.
ჩვენ მეგობრობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. 1910 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გალაკტიონი ჩემთან მოვიდა, მთხოვა: ქართულ გიმნაზიაში მოწყობაში დამეხმარეო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს . იგი ფიზიკურად ლამაზი იყო , სულით უმანკო და სათნო.
მე მისი სიჭაბუკის ლექსები წაკითხული მქონდა და დაუყოვნებლივ ვეახელი ჩემს პედაგოგებს:ქართული გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ დიდი სიამოვნება გამოთქვეს ამის გამო და დამპირდნენ : მას გამოუცდელად ჩავრიცხავთო მეშვიდე კლასში.
გალაკტიონს ეს ვამცნე, მაგრამ მან რატომგაც არ ინდომა სკოლაში შესვლა. მე უცხოეთს გავემგზავრე, წასვლის წინ ქუთაისში ვეძიე ამაოდ.
მრავალი წელი გავიდა ამის შემდეგ . გალაკტიონს შევხვდი ტბილისში 1918 წელს. იგი შეხვედრისას მუდამ მკოცნიდა: შენთან მოვალო მპირდებოდა და ჩემს ბინაზე კი იშვიათად ყოფილა.
საკმაოდ უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა. ყოველი ჩემი წიგნის გამოსვლისას იგი დამირეკავდა და მომილოცავდა. მარწმუნებდა:სხვანიც რომ არ იყვნენ , ამ საუკუნეს მე და შენც ვეყოფოდითო. ძალიან სურდა ჩემთან ქეიფი , ჩემს სახლსი ვიწვევდი , იგი რესტორნისკენ მიმეზიდებოდა.
ერთხელ ასეთი სკანდალიც მომიწყო: სახელგამის წინ მე ჩემს მანნას ვუცდიდი. გალაკტიონი დამეძგერა--წამოდი, დავლიოთო, მე მწერალთა კავსირში ვიყავი წასასვლელი იმ დღეს და არ გავყევი.
იმ ჯამად ნადირობის დროს ფეხი მქონდა ნაღძობი, ამიტომაც ჯოხს ვატარებდი, გამომტაცა ჯოხი და მიწაზე დაანარცხა...
ასეთი იყო გალაქტიონი თავის მეგობრების მიმართ.
დრესაც ვქირდავ კიდევაც ჩემს თავს, რომ მე ერერგიულად არ ჩავერიე მის ცხოვრებაში.
ცხოვრება სად ქონდა მას. გალაქტიონმა ედგარ პოს გადააჭარბა თავისი შესანიშნავი ლირიკით, მაგრამ მე მგონია, ედგარ პომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.
გადიოდნენ წლები. გალაქტიონი ყოველ ახალ წელს მილოცავდა, მპირდებოდა მოსვლას, მაგრამ დანაპირებს მაინც არ მისრულებდა. მე არაერთხელ გმღვიძებია ღამით და გალაქტიონი მომლანდებია . მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი: ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით სალვა დადიანის გამოსასვენებლად , გალაქტიონი გალაქტიონი ფოიეს ერთ კუთხეში იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა და კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე და ცივად გავეყარე . შემეშინდა, დიდხანს არ გამაჩეროს - მეთქი.
ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ მე არ მეყო შორსმჭვრეტელობა და მასთან არ დავყოვნდი იმ დღეს.
მერმე ის იყო იმ დღეს დაგვეღუპა გალაქტიონი. ჩვენი სასიქადულო დიდი გალაქტიონი. ჩვენი უბედურება ის არის, როცა დიდი ადამიანი ცოცხალი გვყავს, არაფრად ვაგდებთ მას, როცა გაგვეცლება, ვტირით.
გალაქტიონის შემოქმედების შესახებ რა უნდა ვთქვა ნაუცბადევად ახლა.
საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჯა-ფშაველა და გალაქტიონ ტაბიძე. მე ხანდახან აგრე მგონია, რომ ვერც რუსთაველი, ვერც ვაჯა გალაქტიონის უფაქიზეს ლირიულ შედევრებს ვერ დასწერდნენ.
მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაქტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება.
იგი ვირტუოზია არა მარტო ლექსისა, ქართული ენის დიდი შემოქმედიცაა. ქართული ენა მის ხელში მორჩილია როგორც გადნობილი ცვილი...არსად იგი ძალას არ ატანს ენას.
გოეტე ბრძანებდა :მწერლობა , პოეზია ენის მიმართ ძალდატანება არისო. გალაკტიონი ამას არ ჩადის. იგი სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი კლასიკოსებისაგან.
მისი ლექსი არ არის რაღაც უჩვეულო და გაუგონარი ფეერია, მისი პოეტური სახეები აროდეს ნახული შეუდარებელი და ბრწყინვალე ფეერიაა. გლაკტიონის პოეზია , ისე როგორც რუსთველისა, სამწუხაროდ, კავკასიონს გადაღმა ვერ გადაცდა, მაგრამ ისინი ისე ღმად არიან შესული ქართული ენის უსიერ ტევრში, მეორე რუსთაველი და გალაქტიონია საჭირო რომ აქედან გამოიყვანოს.
ამაოდ დაშვრნენ ამ გენიოსების თარგმნელები: დანტე , ვერც გოერე და ვერც რილკე ვერ აჟღერდებიან სხვათა და სხვათა ენაზე. გენიოსების ეკვივალენტების შექმნა რომ შეიძლებოდეს, მათი დუბლიკატები გვეყოლებოდა. დეე იყოს გალაქტიონი მარტოოდენ ჩვენი, საქართველოს გალაქტიონი, განუმეორებელი ორფეოსი ქართული სიტყვის მუსიკისა.
* * *
ჩვენი ახალი თაობის გასაგებად ვამბობ:
პირადი ცხოვრება ადამიანისა ერთგვარი ხელოვნებაა, უსაწიროესი ხელოვნებაა. ვინც ამ ხელოვნებას ვერ დაეფლება , მას ფიასკო მოელის უთუოდ.
გოეთე დიდი ხელოვანი იყო როგორც პოეზიაში , ისე ცხოვრებაშიაც. იგი ფინანსთა მინისტრის პოსტს ამსვენებდა ვაიმარში, ულამაზესი ქალები ჰყავდა საყვარლებად , აქაც დიდ ტაქტს იჩენდა. შესანიშნავი მამა იყო თავისი ოჯახისა, მიჯნურობაში მან კარგად იცოდა, რომ სულიერი კულტურა ადამიანისა ვნების დაოკებაში ცნაურდება უპირატესად.
საგულისხმოა ბალზაკის კალამბური: უნდა იაზროვნო როგორც ღმერთმა და იცხოვრო როგორც ფრანგმა ბურჯუამ. ეს ჭეშმარიტება რომ შეეგნოთ ლორდ ბაირონს, ედგარ პოს, ბოდლერსა და გალაქტიონ ტაბიძეს, ეს ოთხი გენიოსიასე უდროოდ არ დაიღუპებოდა.
ედგარ პო უკანასკნელ ვაგაბუნდსავით თვრებოდა, ბოლოს სული ამოხდა როგორც უპატრონო ლაცარონის. ლორდ ბაირონივრ დააოკა ვერც დიდმა სახელმა, ვერც ულამაზესი სიძვის დიაცებმა, აქაც სკანდალისტი იყო და ავხორცი. როცა იგი თავის საყვარლებითა და მამუნებით დატვირთუი ჩავიდა გენტს, მისოლუნგს მიმავალი, შუაღამეს თავს დაესხა სასტუმროს მრეცხავებს და ნამუსის ახდა მოუნდომა მათ.
მე პირადად აგრე მგონია: მისი მისოლუნგს გამგზავრება თვითმკვლელობის მოსახდენი ხერხი იყო. არა ერთხელ გამოვლაპარაკებივარ ბაირონის გამო ინგლისელ ინტელიგენტებსა და დამებს. მისი უსაქციელობა დრესაც კი არ დავიწყებიათ ინგლისელებს. "შოცინგ", " შოკინგ" პირზე აკერიათ მათ ამ გენიოსის ხსენებაზე.
ბოდლერმა ოპიუმითა და თრიაქით დაიმიკლა სიცოცხლე.
გალაქტიონ ტაბიძის დარუპვაში ღვინის სმამ განსაზღვრული წილი აქვს.
ყოველი შემოქმედი თავისებურად იტანჯება, ყოველ ჩვენგანს ათასი დემონი უღადრავს გულს, მაგრამ ვიმეორებ: კულტურა სულისა ეგ არის ვნებათა დაოკება.
*
* *
აღარა გვყავს ჩვენი ძვირფასი გალაქტიონი, მაგრამ "სდგას საქართველო ოქროს თასივით მისი ლექსებითს ბადაგით სავსე". ცხადია, ასე ნაუცბადევად ვერავინ შეაფასებს ახალი ქართული პოეზიის ორფეოსის კოლოსალურ მემკვიდრეობას, ჩემს წინაშეა მისი "Craine aux fleurs artistique" და მისი ასი ლექსი.
რომელი ერთი ვახსენო , მისი სედევრები ზეპირად იციან ქართული პოეზიის მოყვარულებმა. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება პოეთი, რომელსაც ამდენი შედევრები ქონდეს. მისი განსაცვიფრებელი მუსიკით აჯღერებული " ლურჯა ცხენები" , " სილაჯვარდე", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენთი", " მე და ღამე", " მთაწმინდის მთვარე",
" მზეო თიბათვისა" .
ათვალიერებ ამ მარგალიტებს და გაოცება გიპყრობს...
de la musiqua avant tout choses--მუსიკისათვის, უწინარეს ყოვლისა , მღეროდა ველრენი.
მე აგრე ვარაუდობ , გალაკტიონზე მის სიჭაბუკეში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ველრენმა და ედგარ პომ, მაგრამ მიუდგომლად ვამბობ: გალაქტიონმა გადააჭარბა მასწავლებლებს. მე ვიტყოდი, შორს გადააწარბა. ეგ არის მხოლოდ, ეგ არის მხოლოდ გალაქტიონმა ამაოდ სინჯა გზა ეპიკისაკენ. მაგრამ ასეთი განსაცვიფრებელ მუსიკალობის პოეტს სიდინჯე არ ეყო ეპიკისათვის.
ედგარ პოც დიდი ჯადოქარი იყო ლექსისა, მაგრამ პარალელურად მან მსოფლიო პოეზიას დაუტოვა სედევრები ნოველასტიკაშიაც.
არც აკაკის , არც ვაჯას ლირას გალაქტიონისდარი ლირიული შედევრები არ მოუციათ. სამაგიეროდ მათ პოემებსა და პროზაშიც თავი ისახელეს ფრიად.
როცა გალაქტიონის გული გაქკვეტეს ექიმებმა ჭაბუკური სიჟანსაღის აღმოჩნდა ეს გული.
ვაგლახ, რა ადრე სეწყდა ამ დიდი არფეოსის გულისცემა ! გალაქტიონის დაღუპვის გამო ვიგონებ გოეტეს ლექსს ლორდ ბაირონის სიკვდილიდ გამო დაწერილს:

" ის ღმერთების სწორია მას სერჩება გლორია
და ქუხილის ნაქადი; ჩვენ კი ცრემლის ნაკადი."
1963წ.
juzi
გალაქტიონ ტაბიძეს
(ფრაგმენტი)




ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,

ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.

ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები

და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...

გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,

რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.

ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,

ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.


მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,

მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.

მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები

და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.

მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,

შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.

მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,

ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.


ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები

და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,

დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები

და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.

და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,

რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,

კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,

თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...

ტიციან ტაბიძე
ultras
გალაქტიონი party.gif ძმაა. მაგრა ხომ სვამდა გალაქტიონი ეს ალბათ ყველამ ვიცით.ერთ დრესაც გადაწყვიტა თურმე არ დაელია. ჩაუარა ერთ დუქანს და თავისი თავისთვის უთქვია მოითმინე, გაუზელი, გააგრძელა გზა, მეორე დუქანთანაც შეჩერდა და როგორც იქნა დააჯერა თავს რომ გზა გაეგრძელა და არ დაელია, მესამე დუქანს რომ მიუხალოვდა უთქვია მოდი ამდენი გაძლების მაღარიჩი ავგნიშნოოო და კარგად გამომთვრალა იმ დღესაც. gau.gif

ქალავ!
გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი:- დაიცა, ქალავ!
ქალი:-- დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
-არა!- ჩურჩულებს ქალი.
-კარგი!- ამშვიდებს ვაჟი.
გულო ოცნებას მალავ,
ცაო,ლურჯდება ზოლი.
ისევ:-დაიცა ქალავ!
ისევ:-დაგიბრმა თოლი!

bye2.gif bye2.gif bye2.gif
juzi
ციტატა(ultras @ 4.02.2010, 20:26) *
გალაქტიონი party.gif ძმაა. მაგრა ხომ სვამდა გალაქტიონი ეს ალბათ ყველამ ვიცით.ერთ დრესაც გადაწყვიტა თურმე არ დაელია. ჩაუარა ერთ დუქანს და თავისი თავისთვის უთქვია მოითმინე, გაუზელი, გააგრძელა გზა, მეორე დუქანთანაც შეჩერდა და როგორც იქნა დააჯერა თავს რომ გზა გაეგრძელა და არ დაელია, მესამე დუქანს რომ მიუხალოვდა უთქვია მოდი ამდენი გაძლების მაღარიჩი ავგნიშნოოო და კარგად გამომთვრალა იმ დღესაც. gau.gif

smile.gif გალაქტიონი...
გუთანო
ციტატა(ultras @ 30.01.2010, 15:46) *
კონსტანტინე გამსახურდია
გალაქტიონ ტაბიძე


შენ თუ იქნები მიუდგომელი მის მიმართ,
ეს რომ არა, სამართლიანობით ჩვენ შორს
ვერ წავიდოდით:არა, შენ მოიგონე იგი
იმ წუთებში, როცა იგი გიყვარდა.
რაინერ მარია რილკე

მე წილად მერგო უბედურება --მუდამ ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრების გლოვა--ჩემი სიყმის მეგობრები დავიტირო..... მე დავკარგე ათეული წლების მანძილზე უძვიეფასესი მეგობრები: გიორგი ნიკოლაძე, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე ჭიჭინაძე... ჩემი საყვარელი ძმები ალექსანდრე და ვიქტორი.
რა ვქნა, განგების ნებას ვინ გადაუვა!
მას შემდეგ რაც გალაკტიონი დაგვეღუპა, იგი სიზმრბში მეცხადება ხშირად.
ჩვენ მეგობრობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. 1910 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გალაკტიონი ჩემთან მოვიდა, მთხოვა: ქართულ გიმნაზიაში მოწყობაში დამეხმარეო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს . იგი ფიზიკურად ლამაზი იყო , სულით უმანკო და სათნო.
მე მისი სიჭაბუკის ლექსები წაკითხული მქონდა და დაუყოვნებლივ ვეახელი ჩემს პედაგოგებს:ქართული გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ დიდი სიამოვნება გამოთქვეს ამის გამო და დამპირდნენ : მას გამოუცდელად ჩავრიცხავთო მეშვიდე კლასში.
გალაკტიონს ეს ვამცნე, მაგრამ მან რატომგაც არ ინდომა სკოლაში შესვლა. მე უცხოეთს გავემგზავრე, წასვლის წინ ქუთაისში ვეძიე ამაოდ.
მრავალი წელი გავიდა ამის შემდეგ . გალაკტიონს შევხვდი ტბილისში 1918 წელს. იგი შეხვედრისას მუდამ მკოცნიდა: შენთან მოვალო მპირდებოდა და ჩემს ბინაზე კი იშვიათად ყოფილა.
საკმაოდ უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა. ყოველი ჩემი წიგნის გამოსვლისას იგი დამირეკავდა და მომილოცავდა. მარწმუნებდა:სხვანიც რომ არ იყვნენ , ამ საუკუნეს მე და შენც ვეყოფოდითო. ძალიან სურდა ჩემთან ქეიფი , ჩემს სახლსი ვიწვევდი , იგი რესტორნისკენ მიმეზიდებოდა.
ერთხელ ასეთი სკანდალიც მომიწყო: სახელგამის წინ მე ჩემს მანნას ვუცდიდი. გალაკტიონი დამეძგერა--წამოდი, დავლიოთო, მე მწერალთა კავსირში ვიყავი წასასვლელი იმ დღეს და არ გავყევი.
იმ ჯამად ნადირობის დროს ფეხი მქონდა ნაღძობი, ამიტომაც ჯოხს ვატარებდი, გამომტაცა ჯოხი და მიწაზე დაანარცხა...
ასეთი იყო გალაქტიონი თავის მეგობრების მიმართ.
დრესაც ვქირდავ კიდევაც ჩემს თავს, რომ მე ერერგიულად არ ჩავერიე მის ცხოვრებაში.
ცხოვრება სად ქონდა მას. გალაქტიონმა ედგარ პოს გადააჭარბა თავისი შესანიშნავი ლირიკით, მაგრამ მე მგონია, ედგარ პომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.
გადიოდნენ წლები. გალაქტიონი ყოველ ახალ წელს მილოცავდა, მპირდებოდა მოსვლას, მაგრამ დანაპირებს მაინც არ მისრულებდა. მე არაერთხელ გმღვიძებია ღამით და გალაქტიონი მომლანდებია . მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი: ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით სალვა დადიანის გამოსასვენებლად , გალაქტიონი გალაქტიონი ფოიეს ერთ კუთხეში იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა და კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე და ცივად გავეყარე . შემეშინდა, დიდხანს არ გამაჩეროს - მეთქი.
ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ მე არ მეყო შორსმჭვრეტელობა და მასთან არ დავყოვნდი იმ დღეს.
მერმე ის იყო იმ დღეს დაგვეღუპა გალაქტიონი. ჩვენი სასიქადულო დიდი გალაქტიონი. ჩვენი უბედურება ის არის, როცა დიდი ადამიანი ცოცხალი გვყავს, არაფრად ვაგდებთ მას, როცა გაგვეცლება, ვტირით.
გალაქტიონის შემოქმედების შესახებ რა უნდა ვთქვა ნაუცბადევად ახლა.
საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჯა-ფშაველა და გალაქტიონ ტაბიძე. მე ხანდახან აგრე მგონია, რომ ვერც რუსთაველი, ვერც ვაჯა გალაქტიონის უფაქიზეს ლირიულ შედევრებს ვერ დასწერდნენ.
მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაქტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება.
იგი ვირტუოზია არა მარტო ლექსისა, ქართული ენის დიდი შემოქმედიცაა. ქართული ენა მის ხელში მორჩილია როგორც გადნობილი ცვილი...არსად იგი ძალას არ ატანს ენას.
გოეტე ბრძანებდა :მწერლობა , პოეზია ენის მიმართ ძალდატანება არისო. გალაკტიონი ამას არ ჩადის. იგი სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი კლასიკოსებისაგან.
მისი ლექსი არ არის რაღაც უჩვეულო და გაუგონარი ფეერია, მისი პოეტური სახეები აროდეს ნახული შეუდარებელი და ბრწყინვალე ფეერიაა. გლაკტიონის პოეზია , ისე როგორც რუსთველისა, სამწუხაროდ, კავკასიონს გადაღმა ვერ გადაცდა, მაგრამ ისინი ისე ღმად არიან შესული ქართული ენის უსიერ ტევრში, მეორე რუსთაველი და გალაქტიონია საჭირო რომ აქედან გამოიყვანოს.
ამაოდ დაშვრნენ ამ გენიოსების თარგმნელები: დანტე , ვერც გოერე და ვერც რილკე ვერ აჟღერდებიან სხვათა და სხვათა ენაზე. გენიოსების ეკვივალენტების შექმნა რომ შეიძლებოდეს, მათი დუბლიკატები გვეყოლებოდა. დეე იყოს გალაქტიონი მარტოოდენ ჩვენი, საქართველოს გალაქტიონი, განუმეორებელი ორფეოსი ქართული სიტყვის მუსიკისა.
* * *
ჩვენი ახალი თაობის გასაგებად ვამბობ:
პირადი ცხოვრება ადამიანისა ერთგვარი ხელოვნებაა, უსაწიროესი ხელოვნებაა. ვინც ამ ხელოვნებას ვერ დაეფლება , მას ფიასკო მოელის უთუოდ.
გოეთე დიდი ხელოვანი იყო როგორც პოეზიაში , ისე ცხოვრებაშიაც. იგი ფინანსთა მინისტრის პოსტს ამსვენებდა ვაიმარში, ულამაზესი ქალები ჰყავდა საყვარლებად , აქაც დიდ ტაქტს იჩენდა. შესანიშნავი მამა იყო თავისი ოჯახისა, მიჯნურობაში მან კარგად იცოდა, რომ სულიერი კულტურა ადამიანისა ვნების დაოკებაში ცნაურდება უპირატესად.
საგულისხმოა ბალზაკის კალამბური: უნდა იაზროვნო როგორც ღმერთმა და იცხოვრო როგორც ფრანგმა ბურჯუამ. ეს ჭეშმარიტება რომ შეეგნოთ ლორდ ბაირონს, ედგარ პოს, ბოდლერსა და გალაქტიონ ტაბიძეს, ეს ოთხი გენიოსიასე უდროოდ არ დაიღუპებოდა.
ედგარ პო უკანასკნელ ვაგაბუნდსავით თვრებოდა, ბოლოს სული ამოხდა როგორც უპატრონო ლაცარონის. ლორდ ბაირონივრ დააოკა ვერც დიდმა სახელმა, ვერც ულამაზესი სიძვის დიაცებმა, აქაც სკანდალისტი იყო და ავხორცი. როცა იგი თავის საყვარლებითა და მამუნებით დატვირთუი ჩავიდა გენტს, მისოლუნგს მიმავალი, შუაღამეს თავს დაესხა სასტუმროს მრეცხავებს და ნამუსის ახდა მოუნდომა მათ.
მე პირადად აგრე მგონია: მისი მისოლუნგს გამგზავრება თვითმკვლელობის მოსახდენი ხერხი იყო. არა ერთხელ გამოვლაპარაკებივარ ბაირონის გამო ინგლისელ ინტელიგენტებსა და დამებს. მისი უსაქციელობა დრესაც კი არ დავიწყებიათ ინგლისელებს. "შოცინგ", " შოკინგ" პირზე აკერიათ მათ ამ გენიოსის ხსენებაზე.
ბოდლერმა ოპიუმითა და თრიაქით დაიმიკლა სიცოცხლე.
გალაქტიონ ტაბიძის დარუპვაში ღვინის სმამ განსაზღვრული წილი აქვს.
ყოველი შემოქმედი თავისებურად იტანჯება, ყოველ ჩვენგანს ათასი დემონი უღადრავს გულს, მაგრამ ვიმეორებ: კულტურა სულისა ეგ არის ვნებათა დაოკება.
*
* *
აღარა გვყავს ჩვენი ძვირფასი გალაქტიონი, მაგრამ "სდგას საქართველო ოქროს თასივით მისი ლექსებითს ბადაგით სავსე". ცხადია, ასე ნაუცბადევად ვერავინ შეაფასებს ახალი ქართული პოეზიის ორფეოსის კოლოსალურ მემკვიდრეობას, ჩემს წინაშეა მისი "Craine aux fleurs artistique" და მისი ასი ლექსი.
რომელი ერთი ვახსენო , მისი სედევრები ზეპირად იციან ქართული პოეზიის მოყვარულებმა. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება პოეთი, რომელსაც ამდენი შედევრები ქონდეს. მისი განსაცვიფრებელი მუსიკით აჯღერებული " ლურჯა ცხენები" , " სილაჯვარდე", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენთი", " მე და ღამე", " მთაწმინდის მთვარე",
" მზეო თიბათვისა" .
ათვალიერებ ამ მარგალიტებს და გაოცება გიპყრობს...
de la musiqua avant tout choses--მუსიკისათვის, უწინარეს ყოვლისა , მღეროდა ველრენი.
მე აგრე ვარაუდობ , გალაკტიონზე მის სიჭაბუკეში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ველრენმა და ედგარ პომ, მაგრამ მიუდგომლად ვამბობ: გალაქტიონმა გადააჭარბა მასწავლებლებს. მე ვიტყოდი, შორს გადააწარბა. ეგ არის მხოლოდ, ეგ არის მხოლოდ გალაქტიონმა ამაოდ სინჯა გზა ეპიკისაკენ. მაგრამ ასეთი განსაცვიფრებელ მუსიკალობის პოეტს სიდინჯე არ ეყო ეპიკისათვის.
ედგარ პოც დიდი ჯადოქარი იყო ლექსისა, მაგრამ პარალელურად მან მსოფლიო პოეზიას დაუტოვა სედევრები ნოველასტიკაშიაც.
არც აკაკის , არც ვაჯას ლირას გალაქტიონისდარი ლირიული შედევრები არ მოუციათ. სამაგიეროდ მათ პოემებსა და პროზაშიც თავი ისახელეს ფრიად.
როცა გალაქტიონის გული გაქკვეტეს ექიმებმა ჭაბუკური სიჟანსაღის აღმოჩნდა ეს გული.
ვაგლახ, რა ადრე სეწყდა ამ დიდი არფეოსის გულისცემა ! გალაქტიონის დაღუპვის გამო ვიგონებ გოეტეს ლექსს ლორდ ბაირონის სიკვდილიდ გამო დაწერილს:

" ის ღმერთების სწორია მას სერჩება გლორია
და ქუხილის ნაქადი; ჩვენ კი ცრემლის ნაკადი."
1963წ.

დიდი მადლობა კონსტანტინეს ამ საინტერესო მოგონებებისთვის! smile.gif
გუთანო
ჯუზი, შესანიშნავი ილუსტრატორი ხარ smile.gif
გუთანო
"იმაზეც ედავებოდნენ - გალაკტიონი დაეწერა თუ გალატიონი:

- რატომ "გალაკტიონი" და არა "გალატიონი?", იმიტომ, რომ ბავშვობიდან ეგრე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი წიგნის ავტორია: გალაკტიონ ტაბიძე. - ავტორს უფლება აქვს, მოაწეროს თავისი სახელი და გვარი ისე, როგორც სურს, - არავის უფლებას არ მივცემ ჩემს სახელთან თამაშისა.

ხელთ გვაქვს პოეტის წერილები, რომელიც ყოველთვის ასე იწყება: ჩემო ძვირფასო და ყოველ წუთში მოსაგონარო გალაკტიონ.

ცნობილია, რომ როდესაც პოეტი დაიბადა, მამამისი ცოცხალი აღარ იყო, სახელი მას დაარქვა დედამ და, ჩვენ გვგონია, დედის მიერ დარქმეული სახელის შეცვლის უფლება არ გვაქვს.
როგორც ჩანს, ეს "პრობლემა" დიდხანს და ხშირად იდგა დღის წესრიგში. 1947 წელს ცალკე ბლოკნოტი შეურჩევია და ცალკეულ გვერდებზე ცამეტი კონტრსაბუთი წარმოუდგენია - "ბრძოლა გალაკტიონსა და გალატიონს შორის და რით გათავდა ეს ომი". ცდილობს სახელის მართლწერაც გაამართლოს და მხოლოდ სახელის მოწერაც: იმოწმებს მეტრიკულ ამონაწერს, დედის წერილებს, ადრეულ პუბლიკაციებს, ცალკეულ გამოცემებს, მოძღვნილ ლექსებს, აგიოგრაფიულ თხზულებებში პიროვნებათა მხოლოდ სახელით მოხსენიების მაგალითს, და ბოლოს და ბოლოს - ქაღალდის, მელნის და წარმოთქმისას დროის ეკონომიასაც კი იშველიებს. არც თვალის ჯანმრთელობა ავიწყდება.

ერთხელ კიდევ უბრუნდება ამ მტკივნეულ საკითხს, წარმოგვიდგენს დამატებით არგუმენტს და ასკვნის:
- ამგვარად, არავის არ აქვს უფლება ყოველივე ამის შემდეგ შეუცვალოს პოეტს სახელი, მკვეთრს მკვეთრი ეწყობა, მჟღერს - მჟღერი. ხალხურ გამოთქმაში არის "კტე" (კლდე), "მომიკტი" (მომიკვდი)."გაუმარჯოს გალაკტიონს!"

ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი"
გუთანო
ვახტანგ ჯავახაძე - გალაკტიონს



ოპერიდან გამოვიდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
იუბილარს ეცვა მუქი პალტო
(ჯერ შორს იყო მარტი)

რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს
(ჯერ შორს იყო მარტი)

და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს
(ჯერ შორს იყო მარტი)

დადგა მარტიც,
ამაღლებულს,
ჩაძინებულ არწივებთან…
მთაწმინდისკენ,
ნახევარი საქართველო აცილებდა…
გუთანო
გრანელი

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული
.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

Fruktik
ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსია ჩემთვის yes.gif
გუთანო
ლილი გოგოხია

4 მოგონება გალაკტიონზე

1

ჩემს ბავშვობაში ომი იყო, მეორე მსოფლიო ომი. წიგნების გამოსაცემად ნაკლებად ეცალათ. მკითხველი ბევრი იყო, წიგნები კი ცოტა. ჩვენ, გალელი გოგო ბიჭები, ბიბლიოთეკაში დავდიოდუთ. ბიბლიოთეკა ორი იყო – ერთი საბავშვო, ერთიც სადიდო. საბავშვოში შინაურულად გვექცეოდნენ, სადიდოში ჩვენ თვითონ გვერიდებოდა შესვლა – კრძალვით ავუვლიდით და ჩავუვლიდით ხოლმე. ერთხელაც შევბედეთ, მერე კი იქაც გავშინაურდით. გალაკტიონი პირველად იქ ვიპოვეთ. ვიპოვეთ და ვეღარ მოვეშვით.
მეათე კლასში რომ ვიყავი, ქართული ლიტერატურის მასწავლებლად შალვა ფარულავა მოგვივიდა. ოცი-ოცდაერთი წლისა თუ იქნებოდა. პირდაპირ მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პირველივე შეხვედრაზე გვკითხა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები თუ წაგიკითხავთო. ჩვენ “თავი გამოვიჩინეთ“ – ბევრ რამეში ჩავფლავდით და გალაკტიონმა, ცოტა არ იყოს, ამოგვწია.
ჩვენმა მასწავლებელმა ერთ დღეს გალაკტიონის “რჩეული“ მოგვიტანა, საკმაოდ მოზრდილი. მოშავო-მოყავისფრო ფურცლები ჰქონდა. თეთრ, მაგარ ყდაში იყო ჩასმული. გვათხოვა. ეს წიგნი მალე წიგნის მაღაზიაშიც გამოჩნდა, ასი მანეთი ღირდა. რა თქმა უნდა, ვერ შევიძინეთ.
1945 წელი დადგა. ომი დამთავრდა.
უკვე სტუდენტი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. წიგნის მაღაზიებში რამდემჯერმე წავაწყდი ასმანეთიან გალაკტიონს. ას მანეთს თავი ვერ მოვუყარე. ვერა და ვერ ვიყიდე.
უნივერსიტეტში უამრავი გალაკტიონის მოყვარე გავიცანი. თვითონ გალაკტიონიც ვიხილე, რასაკვირველია, შორიდან. ზოგი პირადად იცნობდა. ერთს გალაკტიონის ნაჩუქარი წიგნიც კი ჰქონდა. გვშურდა მათი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, პირადი ნაცნობობა არად რომ მიაჩნდათ. ერთი ჩვენი მეგობარი, მაშინ სტუდენტი, ახლა ცნობილი ენათმეცნიერი თედო უთურგაიძე ამბობდა, ამაღლებული და მშვენიერი ქმნილებაა მომხიბვლელი და არა მისი შემქმნელიო.
თედო მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, უნივერსიტეტიდან ასიოდე ნაბიჯზე და მასთან ხშირად ვიკრიბებოდით. თედოს ჰქონდა ასმანეთიანი გალაკტიონი. მასზე ვმკითხაობდით-ხოლმე. ვთქვათ და ვსაუბრობდით დროზე. რომელიმე იტყოდა, აბა რას გვეტყვის გალაკტიონიო და გადავშლიდით ნებისმიერ გვერდზე. პასუხს აუცილებლად ვპოულობდით: “დროს არ უყვარს დიდხანს დგომა…“ ან “ყოველ დროს ხომ თავისი ჰყავს ბოდოკია…“ ან კიდევ – “დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა“ და ა. შ.
ერთ დღეს თედოსთან შევიარე. ალვანში მივდიოდი და ზურგჩანთაში რაღაცეებს ალაგებდა. რამდენიმე წიგნიც ჩადო. გალაკტიონსაც წაავლო ხელი, ოღონდ მე გამომიწოდა – სანამ აქ არ ვიქნები, შენთან ედოს ბინაო. გამეხარდა და ჩანთაში ჩავიდე.
იმ დღეს არც ამომიღია.
მეორე დღეს ამოვაბრძანე ჩანთიდან გალაკტიონი. გადავშალე და რას ვხედავ – ტიტულზე წარწერაა: “ლილის ნოდარისაგან… საჩუქარი კი არა, ხსოვნააო ძვირფასი“.
1947 წელი დადგა. ჩემი დაბადების დღე იყო.
სიხარული, რომელიც მაშინ დამეუფლა, დღემდე მახლავს…


2

ორმოცდაათიანი წლებიდან ერთ-ერთი.
მცხეთაში ვართ მე და ჩემი მეუღლე – ნოდარ ალანია. აპრილი იწურება. მწვანედ ხასხასებს მინდორ-ველი, მთის კალთები. ეზოების სიმწვანეში ფერები ნაირნაირია – წითელი, ყვითელი, თეთრი…
სვეტიცხოვლიდან გამოვედით და ქუჩას მივუყვებით. მამულაშვილის ბაღში უნდა შევიაროთ. ქუჩა ცარიელია. არავინაა ჩვენს მეტი, ცრის… გამოცნობანას ვთამაშობთ: ჩემი მეუღლე ლექსებს მიკითხავს, მე უნდა გამოვიცნო, ვისია. ზოგს უცებ ვცნობ, ზოგზე ვყოვნდები, ზოგზე ვჩუმდები. რომ შემეშელოს, არ მინდა. ჩემი მეუღლე ისე გაიცინებს, მგონია, დამცინის. ალალად კი იცინის-ხოლმე, მაგრამ მაინც გული მეთანაღრება.
დაიწყო კითხვა:

ვერის ხიდზე მძიმე ღამით
თმაგაშლილი ქარი მღერის…
ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე,
ლანდი თოვლის და ნამქერის…
ვერის ხიდზე ქარი ზუის,
მწვანე ზღაპარს ანიავებს:
ჰე! არული გაუმართავთ
ვერის ხიდზე კუდიანებს…

ნელა მივაბიჯებთ. ქუჩის თავში კაცი და ქალი გამოჩნდნენ. კაცი ქალს რაღაცას უმტკიცებს, რაღაცას აჩვენებს. ჩემი მეუღლე იმათ ვერ ხედავს, ლექსების კითხვითაა გართული. მე კი მივშტერებივარ და უცებ ჩურჩულით აღმომხდა: გალაკტიონი…
- არა გრცხვენია?… ეგ რა სთქვი!… – კი არ გაიცინა, შეწუხდა ნოდარი.
- გალაკტიონი…- გავიმეორე ისევ ჩურჩულით.
- გაჩუმდი, რას ამბობ!… – გამიბაზდა ნოდარი და უცებ თვივონაც დაინახა მომავალნი.
ამასობაში გალაკტიონი და მისი თანამგზავრი მოგვიახლოვდნენ. ჩვენ შევჩერდით. ისინიც შეჩერდნენ. გალაკტიონი მოგვესალმა და შეგვეკითხა:
- დიასამი ხომ იცით, ხომ გაგიგიათ?… – ისე თავდაჯერებულად გვეკითხებოდა, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვიცოდით, ვინ იყო დიასამი. არადა, ნამდვილად არ ვიცოდით.
ნოდარი არ დაიბნა.
- როგორ არა, ბატონო გალაკტიონ!… – შეჰღიმილა მან.
გალაკტიონმა გამარჯვებულის სახით გადახედა თანმხლებ მანდილოსანს და მიმართა:
- ხომ გითხარი, იციან მეთქი. ყველამ იცის დიასამის ამბავი.
მერე ჩვენ მოვიბრუნდა და გვითხრა:
- ჩემი გადამრჩენელია!…


3

1988 წელია.
რუსთაველზე მივდივარ ჩემს ქალიშვილთან ერთად. ქალიშვილი ოთხი წლისაც არ არის.
სექტემბრის შუადღე. კარგი დარი დგას.
პროსპექტზე გალაკტიონი მიაბიჯებს. ნელა, დინჯად მიდის. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით.
ბავშვმა იცის, ვინცაა გალაკტიონი. უხმოდ მომდევს. ლაღიძის წმთვარებთან ჩუმად მითხრა, წყალი მინდაო. წავუყრუე. იფიქრა, ვერ გაიგონაო და ხმამაღლა მომთხოვა, წყალი მინდა, მწყურიაო. ვერა, შენი ჭიქა შინ დაგვრჩადა სხვისი ნაპირალი ჭიქიდან ვერ დაგალევინებ მეთქი. ჭიქას გარეცხავენ და ნაპირალი არ დააჩნდებაო.
მობრუნდა გალაკტიონი. ბავშვს გაუცინა: წამო ჩემთან, წყალს მე დაგალევინებო და ხელი გაუწოდა. ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს, მე ზედაც არ მიყურებენ, მიდიან წინ. მე უკან მივდევ.
გალაკტიონმა ფეხს აუჩქარა.
თავისუფლების მოედანთან, იქ, სადაც რუსთაველის პროსპექტი იწყება, მეორე მხარეს გადავიდნენ. პირდაპირ კაფეს მიადგნენ. სანამ შიგ შევიდოდნენ, ბავშვმა გამომხედა. სახე უბრწყინავდა.
მე მივყევი.
კაფეში გამაგრილებელი წმთვარების სექციის წინ ხალხი ირეოდა. გალაკტიონს გზა დაუთმეს. გამყიდველი ქალები შეძახილებით შეხვდნენ, ერთხმად ეპატიჟებოდა ყველა, მობრძანდით, მობრძანდით, რა ჩამოგისხათო.
გალაკტიონი რაღაცნაირად შეკრთა. შეიმუშნა. ბავშვს ხელი უშვა.
მომეჩვენა, რომ ათახთახდა.
გაირინდა.
ბავშვი ჩემკენ გამოიქცა.
ჩვენ დავტოვეთ გარინდებული გალაკტიონი.


4

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვმუშაობდი. ზემოთ, სადაც ახლა სამების ტაძარი აშენდა, ინსტიტუტს ერთი კორპუსი ჰქონდა. იქ ინსტიტუტის ავტუბუსით ავდიოდით. მასწავლებელები თავს სანკტ პეტერბურგის ქუჩის კუთხეში ვიყრიდით. მაშინ ლენინგრადის ქუჩა ერქვა. ხან ავტობუსი გველოდებოდა, ხან ჩვენ ველოდებოდით.
იმ დღეს ჩვენ ველოდებოდით, რვა-ცხრა კაცი. თითქმის ერთდროულად ვკიდეთ თვალი, რომ ერთი სახლის კედელთან ზურგშექცევით იდგა გალაკტიონი. ირწეოდა. გეგონებოდათ, ნიავის ქროლას აჰყოლიაო. ყველანი უხმოდ მივაჩერდით. არ ვიცი, შეგვამჩნია თუ ვერა, მომეჩვენა, რომ დუდუნებდა, აი ისე, მდინარე რომ დუდუნებს, ნელა, თვისთვის.
ჩვენი ავტუბუსი ჩამოდგა. მძღოლი ჩამოვიდა, ბრგე კაცი იყო, ახოვანი. არ მოგვსალმებია. გალაკტიონისაკენ გაექცა თვალი. გალაკტიონმა ხელები გაშალა და ჩვენკენ გამოემართა. მძღოლს სახე გაუნათდა და მიეგება. გალაკტიონი მოეხვია, გულში ჩაიკრა. ზურგზე ხელებს უთათუნებდა. ეფერებოდა. მერე მხრებზე დააწყო ხელები, წინ დაიყენა. ჩვენგან გალაკტიონის სახე ჩანდა. შეჰღიმოდა. რაღაცას ელაპარაკებოდა.
ათი-თხუთმეტი წუთი იდგნენ ასე. გალაკტიონი ხელს არ უშვებდა. არც ჩვენი მძღოლი ჩქარობდა. ბოლოს ისევ მოეხვია გალაკტიონი, ისევ მიეფერა, მძღოლი ამოვიდა. უხმოდ მიუჯდა საჭეს. ჩვენც ავლაგდით. სანამ დაძრავდა ავტობუსს, მოგვიბრუნდა და გვითხრა, მთვრალი არ გეგონოთ, ჩვენ კარის მეზობლები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ოლია მე გავაცილე. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
ეს იყო და ეს.
შემდგომში რამდენჯერმე ჩამოვუგდეთ სიტყვა გალაკტიონზე. ვერ ავიყოლიეთ.

გუთანო


ზღვა ხმაურობდა
ყრუ ხმაურობით,
ანძა გრიგალის
მეთაურობით
მოგზაურობდა.
ძარღვებს თანდათან ეს უცნაური
წეწდა, არღვევდა აურზაური,
ზღვა ხმაურობდა.
ძარღვებში სისხლის
წვეთი ყოველი,
იმ სიმფონიის
ვერ დამტეველი,
გრიგალს სწყურობდა,
დენის ყოველი
მცირე ატომით,
ძალგამეტებით,
ძალგადაკვდომით
ზღვა ხმაურობდა.
და მე ვიგრძენი
უეცრად, მკაცრად -
არა ჩემს გარეთ,
არა რამე სხვა -
არამედ ჩემში
ახმაურდა ზღვა,
ზღვა ახმაურდა.
გუთანო
აკაკი ხინთიბიძის მონაყოლი



***
როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს. ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა. ერთ-ერთი მწერალი წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა:
შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო.
გალაკტიონი მშვიდად შეეკითხა:
- შენ ძამია, ღვინო არ გიყვარს?
- არაო! – ამაყად წარმოსთქვა მოწინააღმდეგემ.
- არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე?
- არა, არასოდეს! – კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე.
- ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად! – შეუძახა გალაკტიონმა.


***
ფარცხნალაში გალაკტიონის მასწავლებლობისას ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე ვერ მისულა;
გალაკტიონს სახლში მოუკითხავს იგი და თავისთვის რა ჰქონდა, ბავშვის დედისთვის ფული დაუტოვებია, რადგან, ეს ბავშვი სკოლაში იმიტომ ვერ წასულა, რომ დედამისის მიერ გარეცხილ შარვალს გაშრობა ვერ მოუსწრია;
ამ ფულით მეორე შარვალიც უყიდეო, უთქვამს ბავშვის დედისთვის.


***
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა, თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია, მათ შორის საქართველოდანაც… ჩვენი დელეგაცია 50 კაცზე იყო შედგენილი, და წავიდნენ კიდეც… 50-ში გალაკტიონი არ იყო, რომ კითხეს რატომო, გამოგვრჩაო…


***
გალაკტიონს ერთხელ პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის – დუქანს ისე ავუვლი გვერდს რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო… მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს, მოტრიალდა და უთქვამს – რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოოო …


***
როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა, ექიმმა უთხრა – ადგილები არ გვაქვსო. გალაკტიონი იქ 1 თვის წინათაც მკიურნალობდა, ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა – ის ხომ დაკეტილი გაქვთო. პასუხი კი ასეთი მიიღო – ის კი თავისუფალია მაგრამ ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო?… და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო… სამოწყალოდ დააწვინეს დერეფანში…

გუთანო


გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

გუთანო
უსიყვარულოდ
კითხულობს ვერიკო ანჯაფარიძე

http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=3397


გუთანო
ნინო მიქიაშვილი

იმ ადგილას, სადაც გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მომხდარიდან ზუსტად 51 წლის შემდეგ – 2010 წლის 17 მარტს ობელისკი გაიხსნა, რომელიც დიაბაზის ქვის არის. იმავე დღეს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის მემორიალურ სახლ–მუზემში გალაკტიონისა და ტერენტი გრანელის ნამუშევრების ექსპოზიცია გაიხსნა – კედელზე გალაკტიონის ფერწერული ნამუშევრების და ხელნაწერების ასლები იყო, ხოლო ჭერიდან ძალიან წვრილი ძუით ტერენტი გრანელის გრაფიკული ნამუშევრებისა და ხელნაწერების ასლები ეკიდა.
გამოფენის გახსნას ორ ათეულზე მეტი ადამიანი და სამი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვესწრებოდით. ისაუბრეს გალაკტიონზე, ტერენტი გრანელზე, ლადო ასათიანზე, მირზა გელოვანზე...
როგორც გალაკტონის სახლ–მუზეუმის დირექტორმა, ნატო გაბისონიამ გვითხრა, გალაკტიონის თვითმკვლელობის ადგილას ობელისკის აღმართვის იდეა მწერალსა და გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარს, ვახტანგ ჯავახაძეს ეკუთვნის.
ნატო გაბისონია: “თავის დროზე ეს სამკურნალო კომბინატის ეზოში მოხდა, სადაც რაღაც ნაგებობა იყო მიშენებული, რომელიც ბატონი ვახტანგის თხოვნით ქალაქის მერიამ მოანგრია და ზუსტად იმ ადგილას, სადაც გალაკტიონმა მეოთხე სართულზე ფანჯარა გამოაღო, გადმოხტა და ქვაფენილს დაენარცხა, ობელისკი აღიმართა. დიდი მადლობა ქალაქის მერიას, იმისთვის რომ ამით ქართველს ერს ის ადგილი შეუნახეს, თუნდაც იმისთვის, რომ ეს წმინდა და საბედისწერო ადგილი ყველამ იცოდეს“.
ვახტანგ ჯავახაძე: “ობელისკი დიაბაზის ქვისაა. ასეთი ფორმის ობელისკის აღმართვა – ერთი ქვა მეორეზე დადებული, ჩემი იდეა იყო. თამაზ ხუციშვილს ყაზბეგში წარმოება აქვს. მას მერიამ ობელისკისთვის მასალა, რომ შეუკვეთა, თამაზმა თავისი გემოვნებით აარჩია, ჩამოიტანა, მანახა, მომეწონა და დავდგით. ასე რომ არქიტექტორი არ შეგვიწუხებია, რადგან მე მგონი იმ კუთხეს პროპორციებიც შეესაბამება – იქ კარგად ზის“.
გალაკტიონის სახლ–მუზეუმში წარმოდგენილი ტერენტი გრანელისა და გალაკტიონის ნამუშევრების ასლები ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით გაკეთდა. ამავე მუზეუმმა გამოსცა გალაკტიონის 25–ტომეული, რომლის მნიშვნელობაზეც ვახტანგ ჯავახაძემ ასეთი რამ თქვა:
“იზა ორჯონიკიძემ მუზეუმში ფაქტიურად მეორე გამომცემლობა დააარსა. როგორც ერთი სოლიდური გამომცემლობა, ისე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმი. გალაკტიონის არქივი, რომ ვნახე, შემეშინდა, მოცულობით იმოდენაა. მისი გამოცემა შეძლო იზა ორჯონიკიძემ. მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, ნიკო სამადაშვილიც გამოსცეს. ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ქალბატონმა იზამ და რადგან ახალი გარდაცვლილია, მგონი ეს ყველას უნდა ახსოვდეს; კარგი იქნება ყველა დირექტორმა მას, რომ მიბაძოს“.
“ბედნიერები ვართ რომ გალაკტიონის წინაშე ვალი მოხდილი გვაქვს. გალაკტიონის არქივი სათანადოდაა დამუშავებული და რაც მთავარია, გასრულდა გალაკტიონის 25–ტომეული, რომელიც სრულად ასახავს იმ არქივს, რაც ჩვენთანაა და გალაკტიონის ცხოვრების უცნობ ნაწილსაც. დღეს დაინტერესებულ საზოგადოებას გალაკტიონზე 25–ტომეულის მეშვეობით გაცილებით მეტის გაგება, შეცნობა შეუძლია. რაც შეეხება ტერენტი გრანელს, ჩვენთან ტერენტი გრანელის საკმაოდ დიდი არქივია დაცული, რომელშიც სულ რამდენიმე საერთო რვეული და ერთი–ორი ბლოკნოტია.
დანარჩენი, ათასობით ფურცელია, ნაგლეჯებით... ახლა აქ თქვენ რასაც ხედავთ, ვერ წარმოიდგენთ ეს ნახატები რა ზომისაა, რა ფურცელზეა შესრულებული – რაღაც საოცარი და სასწაულია. ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა, იქნებ ამ არქივსაც ისე დავადგათ თავი და იმდენად შევისწავლოთ, რომ ზუსტად ისეთივე სახით გამოიცეს, როგორიც გალაკტიონისაა. ამას თუ ჩვენ გავაკეთებთ, უბედნიერესი ადამიანები ვიქნებით“, – გვითხრა ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენელმა, მარინე ყიფიანმა.
ლია სტურუა, პოეტი: “ეს გამოფენა საოცრად შეესაბამება ტერენტი გრანელს, სულ ზეცისკენ რომ მიდიოდა; ანგელოზი რომ არის მასთან და გალაკტიონთან რომ დემონია; გალაკტიონი თუ ჰაერის პირველ საფეხურზე იდგა, ტერენტი გრანელი ალბათ მესამე, მეოთხეზე; არა იმიტომ რომ უკეთესი იყო; უბრალოდ, შედარებით უფრო ცაში წასული გახლდათ;
ერთი ლექსი მინდა გაგახსენოთ, რომელიც შეიძლება დაბეჭდილიც არ არის; ტერენტი გრანელს ხომ ძალიან უჭირდა?! ზამთარში შალვა დადიანი შეხვდა. ტერენტის ზამთრისთვის ძალიან შეუფერებლად, ცუდად ეცვა და შალვა დადიანმა უთხრა: “კი მაგრამ, როგორ გაცვია ამ ზამთარში?! ჩაიცვი ყმაწვილო, ჩაიცვიო.“ ტერენტის ძალიან ეწყინა და ასეთი ლექსი დაწერა: “ბატონო შალვა, არა თუ კაცმა, ბავშვმაც კი იცის რა არის ჩაცმა; თქვენ სიღარიბე არ იცით ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა“.
გალაკტიონის სახლ–მუზეუმში ერთი ახალი სასიამოვნო ამბავი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომლის თამარ ბარბაქაძისგან შევიტყვეთ; იგი თსუ–ში ლექციებს კითხულობს. თსუ–ს მაგისტრანტებმა საიდანღაც შეიტყვეს, რომ გასულ წლებში ჯერ აკაკი ხინთიბიძე და შემდეგ თავად თამარ ბარბაქაძე კითხულობდნენ გალაკტიონის პოეტიკის კურსს, ლექსმცოდნეობის თვალსაზირისით. მაგისტრანტებმა გაუქმებული სალექციო კურსის აღდგენა მოითხოვეს და ახლა თამარ ბარბაქაძე თსუ–ში მაგსიტრანტებს გალაკტიონის პოეტიკაზე ლექციებს უკითხვას. ამბობს რომ ძალიან დიდი ინტერესია, რაც მაგისტრანტებს სრულად გაცნობიერებული აქვთ.
ის, თუ რატომ გააკეთეს გალაკტიონისა და ტერენტი გრანელის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა, ვახტანგ ჯავახაძემ ასე ახსნა – “ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ გამოფენები, გალაკტიონთან დამოკიდებულებაში. ვთქვათ, გალაკტიონი და აკაკი, გალაკტიონი და ილია. როდესაც ამ თემატიკის შედგენა დავაპირე, რატომღაც და მგონი სამართლიანად, გალაკტიონის გვერდით ტერენტი გრანელი დავაყენე.
საერთოდ, გალაკტიონ ტაბიძის ინტონაციითა გაჯერებული მთელი მეოცე საუკუნე; არ არის პოეტი, რომელსაც ასე თუ ისე, კარგი გაგებით გალაკტიონის გავლენა არ ჰქონდეს, მაგრამ, შემოქმედებითი პრინციპებით გალაკტიონთან ყველაზე ახლოს ტერენტი გრანელია, რომელიც გალაკტიონს თითქოს ცხოვრების წესითაც უახლოვდებოდა – ტერენტი გრანელი ფაქტიურად თბილისის ქუჩებში ცხოვრობდა, ხან ჰქონდა თავშესაფარი და ხან არა; გალაკტიონიც თავისი ცხოვრების ნაწილს თბილისის ქუჩებში ატარებდა და როგორც სამსახურში მიდიან ხოლმე ადამიანები, გალაკტიონი ადგებოდა, თავის ჩანთით და მიდიოდა თბილისის ქუჩებში; როცა არ ეწერებოდა, ასე ცხოვრობდა და ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ტერენტი გრანელი და გალაკტიონ ტაბიძე“.
ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონისა და ტერენტი გრანელის ურთიერთდამოკიდებულებიდან რამდენიმე საინტერესო მომენტი გაიხსენა:
“გალაკტიონი პოეტების მეფედ, რომ აირჩიეს, 13–მა პოეტმა მისცა ხმა. გასაგებია, არც ერთი ცნობილი და სახელოვანი მწერალი მას ხმას არ მისცემდა, რადგან გალაკტიონ ტაბიძეში აშკარა მეტოქე დაინახეს. მათ შორის ერთადერთი შედარებით სახელოვანი მწერალი, ვინც ხმა გალაკტიონ ტაბიძეს მისცა, ტერენტი გრანელი იყო.
“გალაკტიონს ორი პატარა მინიატურასავით აქვს ჩაწერილი – ეტყობა ტრამვაით მიდიოდა და ქუჩაში ტერენტი დაინახა: “იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე. ვინ არის ეს კაცი? – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი. იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი და ახლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
ვინ არის ეს კაცი, – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.“ ტერენტი გრანელს 8 ლექსი აქვს მიძღვნილი გალაკტიონისადმი. როგორც ჩანს, ტერენტი გრანელი თვითონ გრძნობდა დიდ ნათესაობას გალაკტიონთან და იმასაც გრძნობდა რომ გალაკტიონი მისგან განსახვავებული პიროვნება იყო – “ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია...“ ეს ლექსი მგონი რეალურად გამოხატავს ტერეტი გრანელისა და გალაკტიონის დამოკიდებულებას.
“კიდევ ასეთი საინტერესო მოგონებაა, სერგი ჭილაიასი. ალექსანდროვის ბაღში ვიყავით და ტერენტიმ მე და გალაკტიონს ლექსი წაგვიკითხაო. გალაკტიონმა უთხრა, ახლა მეორე წაიკითხეო. ტერენტიმ იუკადრისა, გაიქცა და აღარ გაჩერდაო. გრიგოლ ორეხელაშვილი ტერენტის სანახავად მივიდა და ტერენტიმ უთხრა: “გალაკტიონი იყო, კერძი მომიტანაო“ და პატარა ქვაბი აჩვენა, რაც ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია“.
მარჯანიშვილის თეატრის გვერდით მდებარე, გალაკტიონის სახლ–მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიციის დათვალიერება მსურველებს ორი კვირის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო ობელისკის, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. ლეჩკომბინატის ეზოშია, ნებისმიერ დროს.



გუთანო
გალაკტიონის სახლ-მუზეუმი

გალაკტიონის სახლ-მუზეუმი საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის ინიციატივითა და ქველმოქმედთა ხელშეწყობით დაარსდა. მუზეუმი პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს გაიხსნა.
ამ სახლში გალაკტიონი 1935 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე – 1959 წლამდე ცხოვრობდა. მუზეუმი სამ ოთახს აერთიანებს. ექსკურსი პოეტის სამუშაო ოთახიდან იღებს სათავეს. საწერი მაგიდა, კალამი, სამელნე – თითოეული ნივთი იმ გარემოს აღდგენის საშუალებას იძლევა, სადაც გალაკტიონის გენიალური პოეზია იბადებოდა.
განსაკუთრებული ადგილი მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციაში ფოტოებს უჭირავს. მდიდარი ფოტომასალა გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მემატიანედ იქცა. ბავშვობის ამსახველი ფოტოების სერია მომდევნო ოთახში გრძელდება და პოეტის დაკრძალვისადმი მიძღვნილ გვირგვინთან სრულდება.
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან. ყოველწლიურად, ღონისძიებების სახით აღინიშნება პოეტის დაბადებისა (17 ნოემბერი) და გარდაცვალების (17 მარტი) დღეები.
მუზეუმი ხშირად უწევს მასპინძლობას უცხოელ სტუმრებსაც. მათთვის ექსკურსი ინგლისურ და გერმანულ ენებზე წარიმართება.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე კვირისა და ორშაბათის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე
მისამართი: მარჯანიშვილის N4
ტელ: (+995 32) 94 01 34











გუთანო
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში


















ჭყვიშიდან მთაწმინდამდე

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“.
ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.
1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.
1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.
1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.
1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.
1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.
პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.
1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.
1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.
1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.
1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).
1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.
1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.
1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.
1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.
1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.
1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.
1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.
1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.
1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.
1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.
1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.
1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.
1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.
1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.
1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.
1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.
1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.
1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.




გუთანო
დათო ევგენიძე

ეფემერა

http://www.youtube.com/watch?v=nGwW0UUu7aE...layer_embedded#


გუთანო
ზეინაბ სარია

ალოგიკურობა-შეუსაბამობანი და კომიზმი გალაკტიონის ლირიკაში



გალაკტიონის ლირიკაში არის ერთი წყება ლექსებისა, რომელთა საერთო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს კომიზმი და ირონიული ტონალობა.
დამკვიდრდა საბჭოთა დროება. გაბატონდა პროლეტარული იდეოლოგია. ლიტერატურა გახდა სახელმწიფოებრივი პროპაგანდის იარაღი. ერთმანეთს დაუპირისპირდა ტირანია და მორჩილი მასა, რომლის თითოეული წევრისათვის, ხელოვანი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი, პიროვნული დამოუკიდებლობის გამოვლენის ყოველგვარ ცდას ავტომატურად მოჰქონდა სიკვდილი. პოეტს ერთი სურდა ეთქვა და ხელისუფლების დიქტატის შედეგად მეორეს ამბობდა. შემდეგ თვითონ არ მოსწონდა და უბის წიგნაკში ასეთ ჩანაწერს აკეთებდა:

ვითომ ესეც ლექსებია რაღა!
ხა-ხა-ხა-ხა, ხა-ხა-ხა-ხა, ხა-ხა!

თვითირონიის საკმაოდ შთამბეჭდავი და მკვეთრი მაგალითია.
გალაკტიონის შემოქმედების მესამე პერიოდს (1928-59 ) მოეძალა კომიზმი.
აქვე უნდა ითქვას, ფაქიზი იუმორის გრძნობა ადრეც საცნაურია. 1925 წელს დაწერილ ლექსში, რომელსაც ჰქვია „მატარებელში“, ფიქსირდება დახვეწილი იუმორი:

მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებათ,
ეხლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ!?

ეს მამაკაცური გახუმრება /უკეთ რომ ვთქვათ – ფიქრში გახუმრება/ არანაირად არღვევს დელიკატურობის საზღვრებს, მაგრამ იუმორში დევს ფიქრი, რომელიც აკრძალულ ხილს ეპოტინება /გაქანებული მატარებელი, იგულისხმება თანამგზავრი – მაცდუნებლად ლამაზი ქალი; კუპე სავსეა მამაკაცური ფორიაქით, მატარებელი კი გვირაბს უახლოვდება; წამიც და… ჩამობნელდება/ გვიანდელი გალაკტიონის ლექსში ჩნდება კომიზმი ამას ადასტურებს ლექსები: „სვინტრი“, „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა“, „თევზმა თევზს უთხრა“, „მგელი და ცხვარი“, „მისტერია წვიმაში“ და აშ.

პოეტმა ლექსი „სვინტრი“ ექსპრომტად დაწერა სახელმწიფო გამომცემლობის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც უამბეს, რომ ერთ-ერთმა მწერალმა განმარტა, თურმე, სვინტრი იმერეთში ბალახის სახეობა არისო:

არც დვალეთში, არც ქიზიყში, არც ჰერეთში,
არც დღეის დღეს, არც ხვალეთში, არც მერეში,
არც ბოხოხში, არც ცილინდრში, არც ბერეტში,
სვინტრი იგი ხარობს თურმე იმერეთში.
უნდა შუბლით ფიქრთა ნისლი გამერეკა,
მსურდა სწრაფად მსოფლიოსთვის დამერეკა,
რომ აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა ამერიკა
და რომ სვინტრი ბალახია იმერეთში.

გალაკტიონმა სრულიად არაფერზე მშვენიერი სალაღობო ლექსი გამოაცხო. დიდი პოეტის ხელში არაფერზეც იწერება მომხიბლავი ნაწარმოები. ესეც თავისებური გამოცდაა, საწერი არაფერია, შესძლებს თუ არა მხატვრული სიტყვის ოსტატი არაფერზე რაიმეს დაწერას?! დიახაც, მაგრამ არაფერზე მხოლოდ ლამაზი არაფერი იწერება.
ყურადღებას იპყრობს ლექსი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა.“ სათაური იმავე დროს რეფრენიც არის. დავაკვირდეთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? ასოციაციით გაგვახსენდება გალაკტიონისავე ტაეპები:

თუმცა ისრები ბევრმა დაშვილდა,
მსგავსნი ვერ გახდნენ ბარათაშვილთა.

ისრის დაშვილდვა – ეს ლექსის თქმის ოსტატობაა გალაკტიონთან, ისარი – ლექსია – შეიძლება კიდევ ერთი ასოციაცია ამოიზიდოს: „ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა…“
ახლა კი გასაგები ხდება, რომ შოვში მყოფ გალაკტიონს შემოქმედებითი განახლება უგრძვნია და მოუშვილდავს თავისი ისრები. გალაკტიონისებური ლაღი ღიმილი გასდევს ამ ლექსს, თითქოს ავტორის ეშმაკურად მოწკურულ თვალებსაც ვხედავთ.
ერთ ბედს ქვეშ მყოფი ადამიანების ამაო ფაფხურზეა დაწერილი:

თევზმა თევზს უთხრა:
რა გითხრა, იცი?!
დაიძარ ცოტა,
იქით მიიწი,
მან უპასუხა:
სად წავალ, აბა,
ვიხრაკებითო
ორივ ერთ ტაფას .

მკითხველის და ვითომ მკითხველის პრობლემა იმდენად სერიოზულია, რამდენადაც ხელოვანისა და ფსევდოხელოვანისა. კითხვის ოსტატობა თავის სირთულეს მოიცავს. ერთგული და კომპეტენტური მკითხველი ისე მცირეა, მოანატრებს ავტორს თავს. ბუნებრივია. დღესაც, ამდენი გამოკვლევისა და წერილის შემდეგ, ამდენი ლეგენდისა და მითქმა-მოთქმის მერე, გალაკტიონოლოგიის მეცნიერებად ჩამოყალიბების შემდეგ, ძნელია გალაკტიონის პოეზიის ნამდვილი წამკითხველის პოვნა, თორემ მაშინ, მისივე სიცოცხლეში, ხომ ორმაგად შეუძლებელი იქნებოდა?.. ამიტომაც გასაგებია ეს გულისტკივილით სავსე ღიმილი:

არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი…
ის ფურცლავს, ნიშნავს,
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ გამკითხველი…

ბევრი უფურცლავთ და უჩიჩქნიათ გალაკტიონის ლექსები, მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარულ ოპერებთან სიუჟეტური მსგავსება თუ შინაარსობრივი შეხვედრის წერტილებიც დაუფიქსირებიათ, მაგრამ განა ესაა მთავარი?.. გრძნობამ რა გრძნობა გამოიხმო ავტორის არსებაში, ემოციამ რა განწყობილება წარმოშვა, გადამკითხველს ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება.
გადავინაცვლოთ ლექსზე „ფიქრი შეითან ბაზარზე“ შეითან-ბაზარი ძველი სავაჭრო ადგილია თბილისში, მეტეხის ხიდის მარჯვნივ, მოედანზე. პოეტი მაღლით დაჰყურებს პაწაწინა საქმეებით გართულ თანამედროვეებს და ტუჩის კუთხეში მისდაუნებურად ესახება უბოროტო ღიმილი:

ამ ღრიალს, ამ ჭუჭყს
სუსტი ვით აიტანს?
რაც ბაზრებს შეფერის,
შეითან- მაითანს -
იმით აქ ვერავინ
ვერაფერს გაიტანს.
წავა ეს ყვირილიც,
მოსულა საიდანც,
გაჩნდება კულტურა,
ბაზრებს ქვეშ დაიტანს.

აი, რა წრეშეუწერელი სილაღით მოძრაობს გალაკტიონის კალამი ქაღალდზე და სერიოზულ დასკვნას კი გვთავაზობს: ეს ცხოვრება ბაზრის ხმაურისაგან ისევე შედგება, როგორც ტაეპის ნატიფი ვიბრაციისაგან. მეორე ვისაც ესმის, ცოდვაა ბაზრის ხმაურში, ყოფით პრობლემებში, წვრილმან საყველჭადო ინტრიგებში. შემოქმედი არ არის ბაზრის კაცი. საბაზრო ხმაურით არაფერი ამაღლებული არ იქმნება. მაღალი სულიერება ათასი ბაზრის ხმაურს დაამარცხებს, – ეს აზრი კალმის მსუბუქი მონასმებით, ირონიით არის აქ გამოხატული.
დიდების ამაოების თემაზეა დაწერილი შემდეგი ლექსი. ვისაც უნდა, იმას ჰქონდეს მსმენელებით გადაჭედილი პარტერი და დამაყრუებელი აპლოდისმენტები მილიარდი თაყვანისმცემლისა. პოეტს ადამიანური ცხოვრება, სულ უბრალო და სადა, ენატრება და სჭირდება ჰაერივით. იგი სიამოვნებით გაცვლის თეატრების მთელ ამ ხმაურს უდასასრულო გზაზე, ცოტაოდენ სიყვარულსა და ღერ პაპიროსზე:

თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

ანგარებით სავსე ვექილი, რომელსაც სიტყვის სალტო-მორტალე შეეძლო და ფულისთვის რას არ იკადრებდა, სიკვდილმა ბალდახინზე გაჭიმა /„იყო ვექილი ფრიად მართალი“ /ფულიანმა ვექილმა ვერ მოისყიდა სიკვდილი.
ასევე კალმის ლაღი მოსმით არის დაწერილი ლექსი „ფედია ჩუდეცკის“:

იყო ღრმა ფილოსოფოსი,
სახელად ერქვა სპინოზა.
ის ქადაგებდა: რათა სომთ
ამდენს არაყს და ღვინოსა.
ეს რომ სიკვდილმა გაიგო,
სთქვა: ცოტა მამითმინოსა!
გამაუქროლა სპინოზას-
და მტვრად აქცია სპინოზა.

სპინოზა არ ლოთობდა, მაგრამ სიკვდილს ლუკმად არ ეყო. ბარემ სვას ცოცხალმაო, ეს გვითხრა ხუმრობით პოეტმა.
გალაკტიონის ფონდში ყურადღებას იპყრობს შინდისფერი პატარა ბლოკნოტი /სლმ: 021375-75/, რომლის 38-ე გვერდზე არის ასეთი ლექსი:

დილით ადრე მივდიოდი,
უცნაური რამე ვნახე:
ვირი პორთმელს მიათრევდა,
ჩემივ თვალით დავინახე.
თხა ორფეხზე შემდგარიყო,
მოხსენებას აკეთებდა,
ინდოური ოქმსა სწერდა,
იხვის ჭუკი ამოწმებდა.

ჩანაწერი დათარიღებულია 1934 წლის 15 დეკემბრით. ფურცელს აქვს ასეთი მინაწერი: „დილით ადრე ვინმე გლეხი შეხვდა გალკის“. ესე იგი, გვანიშნებენ, რომ ლექსი ხალხურია. ეჭვი იბადება, რამდენად ბუნებრივია, გლეხს ასეთი რაკურსით ენახა ინტელექტუალური სფერო?!. საფიქრებელია, რომ ეს ლექსი გალაკტიონის ერთ-ერთი ექსპრომტი იყოს /ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია: ის შემთხვევით არ აღმოჩენილა პოეტის უბის ბლოკნოტში. ლექსი მშვენივრად გამოხატავს იმ შეუსაბამობას, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა. ყველა ეპოქისთვის ტიპური მოვლენაა. რომელ დროში ვერ იხილავთ თავად უსწავლელებს, სხვებს რომ ასწავლიან, ინდაურებსა და იხვის ჭუკებს, ხალხმრავალ კრებებს რომ მდივნობენ და თავმჯდომარეობენ?.. რაღაცა მანქანებით სკამებზე დაკოსებული ხალხი, თავისი თანამდებობისათვის შეუფერებელი ადამიანი გალაკტიონის გარემოცვაშიც მრავლად იყო. სხვაგვარად /მისია თუ ხალხური/ ეს ლექსი პოეტის ბლოკნოტში არ დაფიქსირდებოდა. განა სწორედ ისინი არ ასწავლიდნენ, რა ეწერა და როგორ; საყვედურობდნენ არასაკმაო საბჭოური განწყობილებების გამო და ასე შემდეგ. იქვე არის ასეთი სალაღობო ტაეპები:

ეს პაოლო რით გავიდა?
- მე რა ვიცი, რით გავიდა!
- რომელ კანონით გავიდა?
- კანონით თუ უკანონოდ
გავიდა, ჩემო ბატონო.
ახტა, დახტა და გადახტა,
სიმწარის ექსპრომტს გადახტა,
შევარდა მთელი თავითა
და, როგორც იქნა, გავიდა!

„ჰოჰო…“/ გვ. 28./

რა ყოფით მომენტთან დაკავშირებით შეიქმნა ეს სტროფები, უცნობია /საფიქრებელია, რომ ეს სიტყვები 1934 წელს, მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობის წინ დასცდა პოეტის ბაგეს, რაკი ვერ დაიოკა ძალზე გასაგები ადამიანური წყენა, რომ ყრილობის 30 დელეგატს შორის თვითონ არ იყო. და განა გაუკვირდება ვინმეს გალაკტიონის სავსებით სამართლიანი ადამიანური ბოღმა?,/ მაგრამ ფაქტია, გალაკტიონს არ ეხერხებოდა წინ წასაწევად ყელყელაობა და გაძრომ-გამოძრომა. იოლი შესაძლებელია, მან ასე კომიკურად აღიქვა რომელიღაც ცხოვრებისეული ფაქტი, როცა მასზე წინ სხვა დადგა, თვითონ ელოდა რაღაცას და სხვას ერგო ის /ადგილი, სიტყვა, ჯილდო თუ სხვა რამ/ განა ცოტა იყო ამგვარი ფაქტი მის ბიოგრაფიაში?..
ხოლო 27-ე გვერდზე წერია:

აბაშელი სად წავიდა?
-სულ უკან-უკან წავიდა,
-რისთვის სულ უკან წავიდა?
-სულ უკან მისთვის წავიდა,
რომ ვერ აზროვნებს თავითა.

ცხადია, ეპოქის უპირველეს პოეტს თავისი დამოკიდებულება ჰქონდა თანამოკალმეებისა და მათი შემოქმედების მიმართ. ეს ჩანაწერები შინაურული უშუალობით არის შესრულებული, გარეშე თვალს არ გულისხმობდა. მას ჰქონდა უფლება, უბოროტო, მაგრამ ირონიაგარეული ღიმილი გამოსახვოდა ზოგიერთ თანამედროვეთა მისამართით. როცა საჭირო იყო, განა საკუთარ თავს კი ინდობდა?
25-ე გვერდზე ვკითხულობთ:

-გრიშაშვილი სად წავიდა?
-ის ხარის ფუხში წავიდა.
-რომელ ხარის ფუხს წავიდა?
-ის ხარის ფუხში წავიდა
წარსულის სანახავითა -
არხივით და ნაგავითა,
რაც მოვა, ჩემო დავითა,
სულ ყველა თავის თავითა.

სხვაგან გრიშაშვილს, იმ გრიშაშვილს, რომლის გავლენასაც პოეტური გზის დასაწყისში თავად განიცდიდა, „პოვეტიც“ უწოდა /როდესაც მან გამოსცა „მომენტის შესაფერი“ – გალაკტიონის სიტყვებია – წიგნი „წითელი დროშა“./
იმავე ბლოკნოტში მეცამეტე გვერდზე წერია:

გადაქცეულნო
მხოლოდ სიმარდეთ,
ლექსს მოგცემთ მუზა?
აბა, მიმართეთ!

მუზას კი მეოცე საუკუნის პოეტთაგან სწორედ ამ სიტყვების ავტორი ჰყავდა გამორჩეული.
გალაკტიონი მარდ ხალხში ცხოვრობდა, არა მასზე ნიჭიერ, არამედ მოძრავ, საქმოსან ხალხში, რომელნიც საქმეთა ჩასაწყობად გარბი-გამორბოდნენ. უშთაგონებო ლექსებსა და უნიჭო კალმოსნებს გაჰკრა კბილი პოეტმა ამ სტროფით.
საბჭოთა ხელისუფლება აიძულებდა მწერლობას, გვერდში ამოსდგომოდა, დაეცვა სოციალისტური ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრინციპები, ხელი შეეწყო საბჭოთა წყობილების განმტკიცებისათვის. იმართებოდა გააფთრებული ბრძოლა ამ პოლიტიკური ხაზის დასაცავად. განზე დგომაში თუ ვინმეს დაადანაშაულებდნენ, მას კარგი არაფერი ელოდა. მწერალთა კავშირში მუშაობდა აგენტურა, რომელიც დასმენების ავანგარდში იყო:

სამგლეს და საძაღლეს-
მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი
ვერ მიეყუდები,
არის მოდებული
გაბოროტებული
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

სარკაზმს ბოღმა ერევა გალაკტიონის ტაეპებში:

ბერია ხვრელს შეძვრა,
მაგრამ მის კუდების
ქნევითა ჩვენ მწერლებს
სწამებენ ობობას-
ლომობას, ორბობას
ეს კატის კნუტები…
იძვრიან კუდებიც,
სულაქოთებული
ქანაობს კრებული-
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

ეს უკვე პოლიტიკური სარკაზმია, რის გამოც მადლობას არავინ ეტყოდა, ამიტომაც დარჩა უბის ბლოკნოტშივე ზემოთმოხმობილი ტაეპები ავტორის სიცოცხლეში.
1958 წელს დაიწერა ლექსი „ერთხელ მერიით“. პოეტს არ ახსოვს, სად – მერიაში /სოფელი ოზურგეთის რაიონში/ თუ ხიდისთავში /სოფელი ჩოხატაურის რაიონში/ ლიტერატურული შეხვედრის თუ საღამოს შემდეგ თაყვანისმცემელმა ლამაზმა ქალმა ხალათი შეუკრა ქინძისთავით:

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს უბრალო
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი
და რანაირად
ვიყავი ავად.

სილაღისა და სიმსუბუქის, დაუძაბავი უდარდელობის განცდას ბადებს ტავტოლოგიური „ერთხელ“. უბრალო ფაქტია, მაგრამ პოეტისთვის ის ადამიანური სითბო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სასიცოცხლო ენერგიით აუვსო მთელი არსება.

ვამბობდი, არის
მზიურთთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება.

ზოგჯერ ნამცეცი ყურადღება ადამიანში შინაგანი ძალების წარმოუდგენელ განახლებას იწვევს და საკუთარი თავის რწმენას შთაბერავს მას:

სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს-
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი.

ცხოვრების გაუსაძლისობას ირონიის მუშკეტით ებრძვის გალაკტიონი, სულით რაინდი და არისტოკრატი, საკუთარი რაფირინებული და აფორიაქებული სამყაროს მკვიდრი. ტლანქი სინამდვილე მას თავისთვის დამახასიათებელ თამაშის წესებს სთავაზობს, მაგრამ პოეტს როგორ შეეძლება მისი მიღება?! ამიტომაც ამბობს:

ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
შეიძლებოდა მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.
ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

პოეზიაში უპირველესსა და უმდიდრესს ადამიანურ ცხოვრებაში „მცირე ბედი“ ხვდა წილად, გესლი და სიბნელე. აი, რისთვის უხდის ავტორი მადლობას ფორტუნას. მწარე ირონიაა…
იმგვარი შეუსაბამობაა პოეტის შიგნითა რეალობასა და ცხოვრებისეულ სინამდვილეს შორის, რომ შეიძლება ჩაითვალოს, არც გაიხედება გარეთ. ამაღლებულ სულიერ სამყაროსა და კნინ სინამდვილეს შორის კოლიზია წარმოშობს კომიკურ ეფექტს:

სინამდვილეს არ ვემდური,
არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური
არასოდეს ითქმის!

საბჭოთა სინამდვილეში ირონიულ-კომიკურია პოეტის დამოკიდებულება მუზასთან. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მუზაც კი ძალადობის ობიექტია:

თან ძუნწი რითმებს მოიხვევს ძაგრად,
ერთის დათმობას კი არ ისურვებს,
მაგრამ როდესაც მიარტყამ მაგრად,
ორმოცდაათსაც არ დაიშურებს.

"ეს ძველი მუზა ცბიერ გველივით“
ამ ლექსის ერთ-ერთ ვარიანტში იყო ასეთი საინტერესო სტროფი:

შენ აქ წითელი ხალტურა გშვენის,
თუ წითელ-წითელ ღვინის შერევა?
მუზა: ამ ორი მეგობრის ძველის
პირად საქმეში ნურვინ ერევა!

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
მატყუარა სათაურით იპყრობს ყურადღებას ლექსი „სიკვდილი უმუშევრისა“. სინამდვილეში ლირიკული გმირი თავად ავტორია. აქ კომიკურ ეფექტს ქმნის ის, რომ ნაწარმოები იწყება გასაცოდავებელი ყოფით და მთავრდება უადგილო პათეტიკითა და მჭახე მაჭრით:

შენი ცხოვრება-
/რა სიმაღლე,/
რომელიც კვდება
ცივი, ბებერი,
მისთვის არ არის
ამქვეყნად სახლი,
არც კარებია
შესაღებელი.
………………………..
ამის მნახველი
ვით არ ვიქნებით
უკმაყოფილო
შექმნილი წესით?..
წავალთ დროშებით,
წავალთ წიგნებით,
წავალთ მქუხარე
ჩვენი კონგრესით!

კალმის ლაღი გაქროლებით მიმართავს გალაკტიონი ექიმს:

მე მიშველის, თუ მიშველის, თქვენი მასაჟი,
რომ ისევე მტკიცე ფეხით ვიდგე მასაში.

აქ სულ სხვა ღიმილი ეფინება ავტორს სახეზე, კეთილი, საყოფაცხოვრებო სიტუაციით გამოწვეული, სიყვარულით სავსე. მკვეთრად სხვაა ის კომიზმი, რომელიც შემდეგ ლექსში ცნაურდება. კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი მხატვრული ილეთი შემოქმედმა /ლირიკული გმირისაკენ მისამართის არევა სათაურის დახმარებით./ მან „ევროპის დიპლომატი“ დაარქვა ლექსს, სინამდვილეში კი ნაწარმოები მისი უგულწრფელესი აღსარებაა. სათქმელის ამგვარი გადამისამართება პოეტს გულახდილობის შანსს აძლევს:

რა მშვენიერი
ძაფებით ქარგავს!
ჩქეფს. მიდი-მოდის.
ხავსს არ იკიდებს.
ღამით საბანში
ეშმაკ თავს ჩარგავს
და ჩუმად, ჩუმად,
ჩუმად ხითხითებს:
ხა, ხა, ხა!- წრფელი
ვგონივარ ყველას…
არ მეცინება
და ვიცინი კი,
გამოცდილს, ბებერს
ვერ გრძნობენ მელას,
არ იციან, რომ
მე ვარ ცინიკი.

ეს ნაწარმოები მთელი „წითელი ნაკადის“ ლექსების პირუთვნელ კომენტარად და იდუმალ გასაღებად გამოგვადგება.
ირონია სარკაზმში გადადის, როდესაც გალაკტიონისგანაც კომიკური სინამდვილის ხოტბას ითხოვენ ხელისუფალნი და მათი მარიონეტი მწერლუკები, რომლებიც უპირველესად აღიარებულ პოეტსაც ასწავლიან, რაზე და როგორ წეროს.
ცნობილია, ღიმილი უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტავს ადამიანს.
ღიმილი – ეს ძალაა,
როცა იღიმება ადამიანი – ეს იმას ნიშნავს, რომ არის თვითდამცავი შინაგანი ძალა, არის დრამატულ ფაქტზე ამაღლების შესაძლებლობა, არის გამაწონასწორებელი შინაგანი სტიქიონი. გალაკტიონი ამ ძალას ფლობდა.

გუთანო
ზვიად კვარაცხელია

სიკვდილი და გალაკტიონი

შეღამებულია. სიკვდილი და გალაკტიონი გაცხარებული თამაშობენ პინგ-პონგს. გალაკტიონს წითელი რაკეტა უპყრია, სიკვდილს – შავი. სიკვდილი მოჭრილს ურტყამს, გალაკტიონი – პირდაპირია და მსუბუქი.
პინგ!
“დიდო პოეტო, გენიად წოდებულო სიცოცხლეში, ბატონო გალაკტიონ, გამარჯობა!”
პონგ!
“გამარჯობა და საიქიოსთვის ჯერ არ მცალია, ძვირფასო სიკვდილო, ათობით ლექსი და დიდი წიგნი მოუმთავრებელი მრჩება – გამომცემლობასა და რედაქციებში ათასობით მანეთი არ ამიღია ჰონორარი…”
პინგ!
“ჩემი კითხვები მარტივია, პოეტებს არ ვეძიებით, ისინი თვითონვე ხდებიან სიცოცხლემისჯილნი… ობლობაო, ტანჯვაო, მესამე გზაო… სიცოცხლე თუ გიყვართ, ბატონო გალაკტიონ?”
პონგ!
“სიცოცხლე? მე ის ისე მიყვარს, რომ შეიძლება, მის გამო თავიც კი მოვიკლა.” (წამით დებილობის აფექტშია სიკვდილი)
პინგ!
“და ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი, სიკვდილისათვის ჩაგეხედათ თვალებში?”
პონგ!
“მე მას ყოველდღე ვხედავ: ტიციანის სიკვდილი, პაოლოს სიკვდილი, ესენინის სიკვდილი, დედაჩემის სიკვდილი, ლექსის, რითმისა და სტრიქონის სიკვდილი, დაბოლოს…”
პინგ!
“საქართველოს სიკვდილი!”
პონგ!
“დიახ!”
პინგ! – ძლიერად:
“მაგრამ ყველაზე გულთამატირალი ქართველისათვის თქვენი სიკვდილი იქნება, პოეტო!”
პონგ! – წაფორხილებით:
“შესაძლოა… მე ზარ-ზეიმით დამიტირებენ…”
პინგ! – უფრო ძლიერად:
“და არიან?.. გულშემატკივრები?.. გყვანან?..”
პონგ!
“საქართველო გულშემატკივრების ქვეყანაა. აქ მკვდრის ხორცს დიდი ფასი ადევს.”
პერე!
გალაკტიონი ერთ ჭიქა ღვინოს გამოივლებს, როგორც გრიმსა და ბოჰემის დანაშრევს, გამოცოცხლდება და სათამაშო მაგიდას გადაბჯენილი ჩაჩუმქრავს სიკვდილის ჩამოწოდებულს.
და ვიდრე გირჩისთვალებიანი სიკვდილი გაცეცებული უცქერის მის ზებუნებრივ ხელისწინდვას, პოეტი სკამზე შემოდგება, გაიმართება, გადაიხედება, გაიზმორება და…
დავობლდით.

გუთანო
დოკუმენტური კადრები

http://www.youtube.com/watch?v=MDknod1_Z9g...player_embedded
გუთანო
იოსებ ნონეშვილი



გალაკტიონი

როგორც კვარცხლბეკზე, საქართველოს მთებზე შემდგარი,
თითქოს მომავალს გაჰყურებდი გულდაჯერებით.
იყავ ამბოხი, ბობოქარი, დაუდეგარი
და დაედევნე ტატოს მერანს ლურჯა ცხენებით.
მთაწმინდა სევდის ბილიკებით შემოგივლია,
ამ ბილიკებით უკვდავების გზებზე გახველი.
ჩვენს შორის მარტო, ვით აკაკის, ვაჟას, ილიას,
შენ ერთს გიცნობდა საქართველო მხოლოდ სახელით.
დიახ, მღეროდი დიდი გულით, დიდი ოცნებით.
სხვა რა გინდოდა, ლექსი იყო შენი დიდება.
შენ ერთი იყავ, შენ შეგეძლო ამდენ მგოსნებში
სიკვდილთან ასე შეხუმრებაც და შეჭიდებაც.
შენი სიმაღლე შურთ ჩინარებს, ლაღად აწვდილებს,
შენი ლექსები სურთ შორეულ ჩანგებს სიმებად.
შენი გვირგვინი რამდენ მგოსანს გავუნაწილეთ…
რა ვუყოთ, მართლაც დიდი არის, მართლაც მძიმეა.
ზოგ-ზოგ კრიტიკოსს დღეს თავისი ჰყავს ფალავანი
და მწერალს გვერდით კრიტიკოსი უდგას ფალავნად.
შენ არ გინდოდა ჩლუნგ კალამთა ეს გალავანი,
შენ შენი სიტყვის ვაჟკაცური ძალა გფარავდა.
მხრებზე გეყარა ვარსკვლავების უცხო კრებული,
გედგა სამშობლოს ათინათი მარად კეთილი.
ქართულ ედემში, ბიბლიურად ჩაფიქრებული,
წვერმოშვებული დადიოდი მამაღმერთივით.
სევდას, სიხარულს ვკითხულობდი მე შენს თვალებში…
და გეტყვი მართალს: მე შენს ლექსებს შეფარებული,
ჭაბუკობის ჟამს, სიყვარულით უანკარესით,
იმ შენს მერიზე მეც ვიყავი შეყვარებული.
ჩუქურთმისმჭრელო, ოქროპირო, კაცო ალალო,
გულის ფესვიდან ამომსკდარო სიტყვავ ნათელო,
არ ჩაუვლია შენს სიმღერას, შენს ლექსს ამაოდ,
ახლა შენს სახელს უკვდავ ნათელს ჰფენს საქართველო.

1960
გუთანო
გოგლა ლეონიძესთან

გუთანო

ინტერვიუ გალაკტიონის მძღოლთან


არჩილ მღებრიშვილი 5 წელი გალაკტიონ ტაბიძის პირად მძღოლად მუშაობდა. ცხადია, ბევრი აქვს მოსაგონარი...


ბატონო არჩილ, როგორ გახდით გალაკტიონის პირადი მძღოლი?

სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს ვატარებდი, მაგრამ ჩემი უფროსი მაშინ სხვა სამსახურში გადაიყვანეს - დააწინაურეს. იმ პერიოდში მეუღლე დამეღუპა, მახსოვს შინ ვიჯექი და ყოფილმა უფროსმა გამიწია რეკომენდაცია.
გალაკტიონს წყნეთში ქჰონდა სახლი, მეც წყნეთში ვცხოვრობდი და ეს ხელს მაძლევდა. „პობედა“ ჰყავდა გალაკტიონს - ავიდოდი ფეხით, ზემო წყნეთში ცხოვრობდა, ჩავისვამდი მანქანაში და ჩამომყავდა თბილისში. რა ვიცი, სადაც მეტყოდა იქ მიმყავდა. ერთი ეგ იყო, მანქანას შინ არ მატანდა, არც მიზეზს მეუბნებოდა - ასე უნდოდა და მორჩა.

რატომ?

ჯიბრიანი და თავისნათქვამა კაცი კი იყო,…არ მატანდა მანქანას და მორჩა! ისე, ბევრჯერ აუხირებია რამე, მაგრამ გადამითქმევინებია.

სმა უყვარდა გალაკტიონს, ეს ცნობილი ამბავია. ამაზე რას იტყვით?

უყვარდა სმა ცხონებულს, ეს მართლაც ყველამ კარგად იცის. მე ახალი დაწყებული მქონდა მასთან მუშაობა, იმ პერიოდში მართლა ბევრს და უაზროდ სვამდა. 3 ვარსკვლავიან კონიაკს იყიდდა, პირდაპირ ბოთლიდან სვამდა და მარტო კანფეტს აყოლებდა.
ერთხელ ირაკლი აბაშიძემ დამიბარა გალაკტიონის უჩუმრად, მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. შევედი კაბინეტში, დაჯექიო და დავჯექი. ბატონო არჩილ, გალაკტიონს ერთტომეული აქვს გამოსაცემი, გამომცემლობისთვის ჯერ არ ჩაუბარებია ლექსები, არადა, წლიურ გეგმაში ზის.
თან ჰონორარი წინასწარ აღებული აქვს, გალაკტიონს ლექსის წერა რომ არ ეშლება, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვერ მოუყარა თავი კრებულს, რომ გამომცემლობამდე მიეტანა, რამდენიც დავურეკე - ხვალე, ირაკლი ხვალ მივიტანო - მეუბნება.
არადა, ყველაფერი ამ ოხერი სასმელის ბრალია. ერთი თვე მაინც რომ არ დალიოს, ამ საქმეს მოაგვარებს. ჩემო არჩილ, იქნებ ისე მოახერხო, შეუშალე ხელი, არ დალიოს გალაკტიონმაო, - მთხოვა ირაკლი აბაშიძემ.
გალაკტიონს თუ დალევა უნდოდა, მე კი არა, დედამიწის ზურგზე ადამიანი არ იყო, დაეშალა მისთვის. თუმცა, რაკი ირაკლი აბაშიძემ მთხოვა, მაინც ვეცადე რაღაცას. დილით ავედი სახლში, რუსთაველის ქუჩაზე, ჩავისვი მანქანაში. წყნეთში იდგა ჯიხურები და იქ იყიდებოდა წვრილმანი რაღაცები, სასმელიც მათ შორის.
გამიჩერეო, მითხრა გალაკტიონმა. არ გავაჩერე, „გაზს“ დავაჭირე ფეხი და მთელი სიჩქარით დავეშვი თბილისისკენ. მერე, ვაკეში, ახლა 55-ე სკოლა რომაა, იმ მიდამოებში იდგა რამდენიმე ჯიხური - არჩილ გააჩერეო, ხმამაღლა მითხრა გალაკტიონმა. ისევ წავუყრუე და გავაგრძელე გზა. უცნაურად კი გადმომხედა გალაკტიონმა.
ბოლოს ფილარმონიასთან დამიყვირა - აქ გააჩერე, აი, ამ ჯიხურთანო, თან ხელით მანიშნა. არც იქ გავაჩერე, მანქანის საჭეს ეცა, - კაცო, ყრუ ხომ არ ხარ შენაო? კი, ვასილიჩ მარცხენა ყურში ცოტა ცუდათ მესმის მეთქი - ვუთხარი. გაბრაზდა, მერე, ვინ მოგცა შენ „პრავა“ მანქანას ვინ განდობს, თანაც გალაკტიონს, არ იცი, რომ შენ დაატარებ, რამე რომ დაემართოს გალაკტიონს, არ იცი შენ, ქართული პოეზია რამდენს დაკარგავსო? - საყვედურით მითხრა.
იმ დღეს მწერალთა კავშირში კი მივიყვანე ფხიზელი, იქ ჰქონდა სამუშაო ოთახი-კაბინეტი, ირაკლი აბაშიძე გახარებული იყო, მადლობა მითხრა და დააყოლა - იქნებ არც ხვალ დალიოს და წიგნის საქმე მიიყვანოს ბოლომდეო. მაგრამ რად გინდა? იმ საღამოს დუქანში ჩავედით ერთად, მე არ ვსვამდი თვითონ კი ერთი ბოთლი კონიაკი გამოცალა.

ფხიზელი გალაკტიონი არ გახსოვთ?

კი, როგორ არ მახსოვს კაცო, სწორედ იმ საღამოს დუქანში მითხრა - ვიცი მანქანას რატომ არ მიჩერებდი „ბუტკებთან“ შენ ან ირაკლი აბაშიძემ გთხოვა ან გოგლა ლეონიძემ, არ გაუჩერო და არ დალიოს გალაკტიონმაო. რომელმა გთხოვა არ დამიმალო, თუ ორივემ ერთად მოილაპარაკესო? არ დამიმალავს, ვუთხარი, ირაკლი აბაშიძემ მთხოვა_მეთქი და თან დავაყოლე – ვასილიჩ, მოდით რამდენიმე დღე ნუ დალევთ, ის წიგნი დაამთავრეთ-მეთქი.
ეჰ, ჩემო არჩილ, მე კი არ მეხალისება რომ ვსვამ, ცხოვრებამ მიქნა რომ ფხიზელს აღარ შემიძლია ყოფნაო. იმ წიგნს რაც შეეხება, ის დაწერილი მაქვს, ერთი კი არა, სამი ტომი გამოვა, ერთი ეგ არის, ლექსები ხან რაზე დავწერე ხან-რაზე, ახლა უნდა მოვაგროვო, გადავიტანო ქაღალდზე და მბეჭდავს მივუტანო გამომცემლობაში, ბოლოს კი, „გაკორექტურებულ“ წიგნს წავიკითხავ და მორჩაო. მართლაც, ხან სიგარეტის კოლოფზე დაწერდა ლექსს, ხან - დეპეშის ფურცელზე, ხან კონიაკის ეტიკეტს უკან მიაწერდა, ერთხელ ბაზარში, რაღაც იყიდა, ბაზრის ქაღალდი, ის სქელი ქაღალდი მოახია და იმაზე წერდა, მერე უბეში ჩაიდო.
ასე, ხან რაზე და ხან რაზე ნაწერი ლექსები სახლში ეყარა უწესრიგოდ, საკუთარი თვალით მინახავს, შპალერის ნაგლეჯებიც შემიმჩნევია და მუყაოს ყუთების ნაგლეჯებიც.

გამოსცა ბოლო-ბოლო ის წიგნი?

კი გამოსცა, ოღონდ არ გამოფხიზლებულა. ერთხელ დაიფიცა გალაკტიონმა, დღეიდან აღარ დავლევო. გამიხარდა. მართლაც მთელი დღე საქმეებზე დარბოდა, ხან სად მივიყვანე და ხან სად. საღამოს დაღლილი ჩამიჯდა მანქანაში, - სახლში წავედითო. მიხაროდა მთვრალი ცოტა არ იყოს, შარიანი კაცი იყო და მეც დავისვენებ, რომ არ დალევს-მეთქი. წყნეთში ავედით, დუქანთან გამაჩერებინა. ვასილიჩ, აქ რა გინდა-მეთქი, შევიცხადე მართლა, აკი არ უნდა დავლევ დღეიდანო - ვკითხე. ხმა არ გაუცია, თავის თავს ელაპარაკებოდა – წამო, წამო გალაკტიონ თითო ჭიქა მაღარიჩი დავლიოთ იმის აღსანიშნავად, რომ დღეს გალაკტიონს წვეთი არ დაულევიაო.
აი, ასეთია ეს ცნობილი ისტორია, რომელსაც ხან როგორ ჰყვებიან და ხან როგორ. ჩემს თვალწინ მოხდა. ჩავიდა დუქანში და ერთი ბოთლი კონიაკი დალია იმის სამაღარიჩოდ, რომ საღამომდე ფხიზელი იყო, უცნაური კაცი იყო ძალიან.

ამდენს რატომ ვსვამო, არ უთქვამს თქვენთვის?

კი მომიყვა ოლია ოკუჯავას სიყვარულის ცნობილი ისტორია და მათი დაპატიმრების ამბავი. 3 თვის მოყვანილი მყავდა ოლია ცოლად, რომ უშიშროებამ ღამით წაგვიყვანა ორივე, ვაგონებში ჩაგვყარეს და ციმბირის გზას გაგვიყოლესო. ახლაც არ ვიცი სად გავჩერდით, მაგრამ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვიყავითო. ვიღაც ქალი მიდი-მოდიოდა ვაგონების წინ, სასწრაფოდ დავწერე წერილი და იმ ქალს დავუძახე. ვთხოვე ეს წერილი ჩაედო კონვერტში და გაეგზავნა. მისამართიც დავუწერე ცალკე ფურცელზე. ქალი გაშრა რაღაც წაიკითხა, რომ სტალინს ვწერდი, ვეხვეწე, აუცილებლად გაგზავნე, გემუდარები, ჩვენი გადარჩენის ეგ ბოლო იმედია-მეთქი. კიდევ კარგი კალამი და ბლოკნოტი თან მქონდა „ჩეკისტებმა“ დამიტოვეს – პოეტია, რამეს დაჯღაპნისო. მგონი, 3 დღე, შეიძლება მეტიც იმ ვაგონებში ვეყარეთ. წარმოიდგინე, ჩემო არჩილ, ერთ საღამოს მოვიდა ვიღაც ფორმიანი და ყველა ვაგონი ჩამოიარა – გალაკტიონ ტაბიძე რომელიაო. მე ვარ-მეთქი, ვუთხარი და ვაგონის კარი გამიღო - მოწიწებით მეპყრობოდა, მანქანით წამიყვანეს, აბანოში გამაქანეს და ახალთ-ახალი სამოსი მომცეს. მოკლედ, მატარებლით მოსკოვში ჩამიყვანეს, კრემლში, სტალინთან. ჩემს წერილს მიეღწია სტალინამდე. შევხვდი სტალინს, გაუგებრობა მოხდა, ჩემო გალაკტიონ თორემ შენისთანა უწყინარ ადამიანს და შენისთანა პოეტს, ნორმალური ადამიანი როგორ დაიჭერსო?! ოლია მოვიკითხე. სტალინი დადუმდა, შუბლი შეიჭმუხნა, ახლოს მოვიდა და მითხრა - შენი მეუღლე აღარ არის ცოცხალი, სამწუხაროა და ვიზიარებ შენს ტკივილს, რა ვქნა ღმერთი არ ვარ რომ ცოლი გაგიცოცხლო, შენ კი უბატონოდ ხმას ვეღარავინ გაგცემსო. თან პირადი ტელეფონი მომცა ამ ყაჩაღებმა და გარეწრებმა თუ შეგაწუხეს პირადად დამირეკე და ტყავს გავაძრობო. მერე, თავის მდივანს, პოსკრებიშევს ჩემი გვარ-სახელი ჩააწერინა და გააფრთხილა - თუ დაგირეკა ამ კაცმა, რაც უნდა გთხოვოს, შეუსრულე და თუ შენ ვერ გადაწყვეტ საკითხს, სადაც არ უნდა ვიყო, მომძებნე და შემატყობინე, რომ გალაკტიონ ტაბიძე გეძებსო. სწორედ იმის მერე დავიწყე სმა, ოლიას სიკვდილის მერე და აბა, რა მექნა, ამხელა დარტყმას ვერ გავუძელი - ამით დაასრულა გალაკტიონმა.

კიდევ რას გიყვებოდათ გალაკტიონი?

შვილი რომ არ ჰყავდა ძალიან ნერვიულობდა, რა დავაშავე ღმერთმა ერთი ბავშვი გაიმეტოს ჩემთვისო, - ხშირად დაუჩივლია. ძალიან უყვარდა პატარები. მეორე ცოლად რუსის ქალი ჰყოლია, მაგრამ გაექცა, ვერ გაუძლო გალკტიონის ამდენ სმას, ამას თვითონაც აღიარებდა. მესამე ცოლს ნინა ერქვა, ძალიან კარგი ქალი იყო, შვილი არ უჩნდებოდათ და ამაზე ნერვიულობდა გალაკტიონი.
ერთხელ მითხრა, წყნეთში ტყეში წავიდეთ, ლექსი უნდა დავწეროო, წავიყვანე, მაგრამ ტყის სიღრმეში ვეღარ შევედი, არ იყო სამანქანო გზა. ამიხირდა, გინდა თუ არა შედი სიღრმეში, გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, გალაკტიონს შენ მუზას უფრთხობო? ვასილიჩ მანქანა ვერ მიდის, მე რა ვქნა ჩემი რა ბრალია- მეთქი? გაბრაზდა ძალიან. ვერ მოზომა და სახეში ხელი გამარტყა. რა მექნა? შეურაცხყოფილი კი ვიყავი. მაგრამ იმდენი კი მესმოდა გალაკტიონისთვის ხელის შებრუნება უსინდისობა იყო, სხვას ამას შევარჩენდი? გავხევდი კაცი, უცებ გამოფხიზლდა გალაკტიონი, გადახტა მანქანიდან, ნახა რომ მართლა ხევი იყო და სიღრმეში ვერ შევიდოდით, მეც გადმოსული ვიყავი. ამოვიდა ხევიდან გადამეხვია და ბოდიში, არჩილ, მაპატიეო. მიხვდა, რომ შეეშალა და მითხრა წავკისში წავიდეთო.
გზაში ათასი ბოდიში მითხრა კიდევ. უკვე უხერხულად ვიყავი, ვასილიჩ, არა მწყენია, გადამიარა უკვე-მეთქი, ვეუბნებოდი. წავკისში „შალიკოს დუქანს“ ეძახდნენ, იქ ჩავედით, მოატანინა კარგი ღვინო, მწვადი, ცივად მოხარშული დედალი და რა ვიცი რაც საუკეთესო ჰქონდათ. რა ამბავია, ვასილიჩ, რას დღესასწაულობთ-მეთქი? - ვკითხე. რა დღესასწაული კაცო, ეს ჩვენი შერიგების პურმარილია, აბა, შენ რა გგონია გალაკტიონმა შენი ფასი არ იცის ან იმას ვერ ხვდება რა მიჰქარაო? მართლა ბავშვივით გულის პატრონი იყო. თვითონ ითამადა რამდენჯერმე მომიბოდიშა კიდევ და მერე იცოცხლეთ კარგად მოვულხინეთ.
გვარიანად შეთვრა და მკითხა უცებ: არჩილ არ დამიმალო, ჩემზე კარგი პოეტი ვინ არის საქართველოში, გულწრფელად მითხარიო. მართლა გულწრფელი ვიყავი გულზე ხელი დავიდე და ისე ვიპასუხე, შენზე დიდი პოეტი არ არის საქართველოში-მეთქი. ბავშვივით გაუხარდა, დაგამეხვია და გადამკოცნა. მერე წვერზე ხელი ჩამოისვა რამდენჯერმე და თქვა: გალაკტიონი არის პოეტი, მეფე, მეფე-პოეტიო, მივხვდი მე უკვე აღარ მელაპარაკებოდა, უკვე იქ იყო, თავისთან მუზების და პოეზიის სამყაროში.
მერე გამოფხიზლდა და დაიწყო გინება - მწერალთა კავშირს აგინებდა, ცეკას-ს, ტეკას-ს მთელ მთავრობას, ჩემი შურთ, ბოღმით სკდებიან, ჩემნაირი პოეტი რომ არცერთი არ არის, ორი-სამი კაცია იმ მწერალთა კავშირში ნამდვილი მწერალი და პოეტი, დანარჩენები შტერები არიანო. კარგა ხანს იგინა გული მოიოხა.

ვის აგინებდა?

რა ვიცი, ყველას ერთად, გვარები არ ჩამოუთვლია. გოგლა ლეონიძე უყვარდა ძალიან, ამ კაცს ერთხელ არ უთვამს, გალაკტიონი ლოთიაო, იძახდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი უნახივარ და საყვედური არ დასცდენია, ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც, თუ სმას არ დაანებებს თავს, გავრიცხოთო, გოგლა ამდგარა და უთქვავს - კარგით დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცას უთქვამს, მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო? გოგლას გასცინებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ, გალაკტიონი კი, გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ჯერაც ვერ დაუწერიათო. ირაკლი აბაშიძე ამდგარა, თემა დახურულია, ვერდიქტი გამოტანილია, გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო. გოგლას გაუგრძელებია რომც გარიცხოთ რა უნდა წაართვათ გალაკტიონს, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის ხოლმე. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს და გალაკტიონი გალაკტიონად დარჩება, ჩვენ ვიკითხოთ მერე, მაგის ხელნაწერები კი ხელიდან ხელში გადავა ხალხში. არადა, დავუშვათ, გავრიცხეთ, უკეთესი ვინ უნდა მივიღოთ, იქნებ მითხრას ვინმემო, ამით დაუმთავრებია გოგლას.
მართლა ძალიან უყვარდა გოგლა გალაკტიონს. კახეთში თუ თბილისში, არ მახსოვს პურმარილი გაეკეთებინოს და გალაკტიონი არ დაეპატიჟოს. გალაკტიონიც პატივს თავისებურად სცემდა - სხვისი პურმარილი სულ ფეხებზე ეკიდა, დათვრებოდა დილიდან, მთვრალი მიდიოდა და აურევდა კიდეც.
გოგლა რომ დაპატიჟებდა იმ დღეს არ სვამდა, იძახდა ჩემ გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდე, სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა რომ ნასვამი მივიდეო.

ხელფასს რამდენს გაძლევდათ გალაკტიონი?

100 მანეთს მიხდიდა თვეში, მაგრამ ხშირად მიგვიანებდა. სიმართლე უნდა ვთქვა ცოტა ძუნწი კი იყო და არა მარტო ჩემთან. ბოლო პერიოდში ხელფასს ვერ მაძლევდა 1000 მანეთი ვალი ემართა ჩემი, ვუთხარი, ვასილიჩ მოდი, ეგ შენი „პობედა“ მე მომყიდე 1000 მანეთი დამიქვითე დანარჩენს გადაგიხდი და ჩემი მანქანით გემსახურები-მეთქი.
ნინაც ეუბნებოდა გალაკტიონ მიეცი მანქანა, კაცი 5 წელია ერთგულად გემსახურება, თანაც ფულს გიმატებსო. არაო, აიხირა გალაკტიონმა უნდა გავყიდო მანქანა აღარც მანქანა მინდა და აღარც მძღოლიო.
მართლაც, წავიყვანეთ მანქანა გასაყიდად, ვერ გავყიდეთ, უკან წამოვიყვანეთ, ბოლოს მაინც მე დამიტოვა ის მანქანა. ფული აღარ ჰქონდათ რომ ყოველთვიურად მძღოლისთვის ეხადა, ამიტომ აღარ ვემსახურებოდი. ისე რამდენჯერმე დავჭირდი და ხან სად წავიყვანე, ხან-სად.
სამსახურიც თვითონ მიშოვნა - მაშინდელ კულტურის მინისტრთან, ოთარ თაქთაქიშვილთან გამიწია რეკომენდაცია და მისი მძღოლი გავხდი. სახლის მშენებლობაში შემეწია გალაკტიონი რამდენჯერმე სამშენებლო მასალა გამომატანინა თავის ფასში, მაშინ, ქრთამს თუ არ გადაიხდიდი, სახელმწიფო ფასში და ხარისხიან მასალას ვერ იშოვიდი.


გუთანო
მთაწმინდის მთვარე

კითხულობს გალაკტიონი

http://www.youtube.com/watch?v=JH2ytHO8vAI...player_embedded
გუთანო
ეროსი მანჯგალაძე



ლურჯა ცხენების ნაწყვეტი

http://www.youtube.com/watch?v=ZudKzwHDRek...player_embedded
გუთანო
ოთარ შალამბერიძე

სიცოცხლე… მშვენიერია!

იდგა 1957 წლის ზაფხული. აღარ მახსოვს, ივნისი იყო თუ ივლისი. სიხარულით აფორიაქებული ვერის დაღმართზე მივიჩქაროდი. საქაღალდეში მეწყო ”ლირიკული აპრილის” – ჩემი პირველი წიგნის საავტორო ეგზემპლარები (შვიდი ცალი, როგორც მაშინ იყო დადგენილი).
ვერის ხიდს რომ მივუახლოვდი, უცებ მონუსხულივით შევჩერდი. ხიდის თავთან ზორბა ტანის კაცი იდგა, ეხურა საზაფხულო თეთრი შლაპა, ეცვა ასეთივე თეთრი, ფართოჯიბეებიანი ხალათი და განიერი შარვალი. იდაყვებით მოაჯირს დაყრდნობოდა, მარჯვენა ხელის თითები გაბანჯგვლულ წვერში ჩაეყო, იბურჯგნიდა… და მტკვარს გასცქეროდა.
რაღა ცნობა უნდოდა დიდ გალაკტიონს?!
არ ვიცი უფრო რამ შემაგულიანა: პირველი წიგნის საავტორო ეგზემპლარმა თუ საქართველოს პირველი პოეტის დიდებულმა უბრალოებამ, გენიოსებს რომ სჩვევიათ ხოლმე. გაგონილი მქონდა, გალაკტიონს უყვარს უცნობ პირებთან გასაუბრება, გაშინაურებაც კიო.
ასე იყო თუ ისე, გავკადნიერდი და მისვლისთანავე გაზეპირებულივით ვთქვი:
- მაპატიეთ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან მინდა მოგესალმოთ და პირადად გაგიცნოთ ჩვენი დროის… არა, ჩვენი კი არა, ყველა დროის უპირველესი მგოსანი.
მთელი სხეულით შემობრუნდა. დამინახა თუ არა, სახე გაებადრა, თითქოს ნაცნობი ვიყავი. ჯერ თავი დამიკრა, მერე ხელი ჩამომართვა:
- კეთილი, ყმაწვილო, კეთილი… ოღონდ შევთანმხდეთ, – (ამ დროს ის ხელი უკვე ჩემს მხარზე ედო) – რომ რუსთაველის შემდეგ ყველა დროის პირველი პოეტი აკაკია, არა?
- ვიგრძენი, სახე როგორ ამელეწა. მაინც მოვახერხე, მეპასუხა,
მე ცოცხალი პოეტები ვიგულისხმე-მეთქი.
- რა გვარი ხარ, ძამიკო?
ასე თქვა – “ძამიკოო“!
- ოთარ შალამბერიძე ვარ, – ვუპასუხე და ეგზემპლარებიანი საქაღალდე ხელიდან ხელში გადავანაცვლე. წამით გავიფიქრე, ჩემი პირველი წიგნი ხომ არ ვაჩუქო-მეთქი, მაგრამ ფიქრი აბეზარი კრაზანასავით ჩამოვიშორე… არც ისეთი კადნიერი გახლდით. ამ დროს თავისთვის ჩურჩულებდა:
- დიდებულია!… მშვენიერია!..
ვერ მივხვდი, რა იყო დიდებული და რა მშვენიერი. ის კი განაგრძობდა:
- ცოცხალი პოეტები… – ისევ მომიბრუნდა: – განა შოთა, გურამიშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა ცოცხლები არ არიან?… განა მათ სიკვდილი მოერევათ?… ცოცხალი… სიცოცხლე… კარგია!… მშვენიერია“…
- დიახ, ბატონო გალაკტიონ – ჩავურთე მე – ვინ გაიგონა, “რუსთაველი და მშვიდი?… დამშვიდება და ვაჟა ?“… “წიწამურში რომ მოკლეს ილია“…
არ ვიცი, რას შეეძლო ჩემი გაჩერება. ამასობაში ხიდი გადავიარეთ და გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოსთან“ შევჩერდით.
- ძამიკო, მე აქ დაგემშვიდობებით, – თქვა და ისევ ჩამომართვა ხელი.
- გმადლობთ, ბატონო გალაკტიონ, თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი ღვთის წყალობა იყო.
- ოჰ, ოჰ, ოჰ, ცოცხალი პოეტები…. სიცოცხლე…. მშვენიერია!…. მშვენიერი!…. აბა, მშვიდობით, ძამიკო!….
ორივე ხელი აღმართა, უმალვე ჩამოუშვა და ქუჩის მოპირისპირე მხარეს გადავიდა.
გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი და ქვეყანას საზარელი ამბავი მოედო, გალაკტიონმა თავი მოიკლა.

გუთანო
ნოდარ ტაბიძე




გალაკტიონი – მკითხველი

გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ეპიზოდი, სხვათაშორის ნათქვამი ფრაზაც თუ დაუმთავრებელი სტროფიც საგრძნობ ინტერესს ბადებს. ზოგჯერ შეიძლება ჭირდეს იმის გარკვევა, შემოქმედებითი პროცესის რომელი ეტაპის ანასხლეტია იგი ან ასოციაციით საით წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია – წვეთით ოკეანის სპეციფიკის შეცნობა ნამდვილად ხერხდება.
ამიტომაც საგანგებო ჩაღრმავებას მოითხოვს გალაკტიონის მარგინალიები.
ერთ კერძო ბარათში გალაკტიონი აღნიშნავდა: კარგად მაშინ ვწერ, როცა კარგად ვკითხულობო.
ბოლო სინტაგმა საკმაოდ ტევადია. “კარგად კითხვა გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, წიგნის შერჩევას. თხზულება ყურადღებას უნდა იპყრობდეს არა მხოლოდ იდეურ-შინაარსობრივად, არამედ კონცეფციის განფენითა და ხარისხით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ზოგჯერ შერჩევის საკითხი არ ისმის. მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა ვალდებული ხარ გაეცნო ამა თუ იმ წიგნს.
შერჩევა პირველი ეტაპია, თანაც მნიშვნელოვანი. (არ გვავიწყდება, რომ გამოუყენებელი წიგნი მიწაში დაფლულ განძს ემსგავსება).
უფრო არსებითი შემდეგ იწყება – აღქმა-გააზრება.
როგორი მკითხველი იყო გალაკტიონი? იგი დაჯილდოებული გახლდათ ანალიტიკურად ჭვრეტის საშური უნარით, ქვეტექსტთა გაშიფრვის გამაოგნებელი ალღოთი, ზღაპრული მახსოვრობითა და განზოგადების უჩვეულო მასშტაბურობით. მას შეეძლო ერთ ნაწარმოებზე დაყრდნობით მთელი წიგნის ზუსტი კვალიფიკაცია.
ჩვენს ხელთაა ივანე ჯავახიშვილის “ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა” წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა”. მეორე-მესამე შესწორებული გამოცემა 1995 წლისა.
სატიტულო გვერდზე გალაკტიონის ფაქსიმილეა. კარგად მახსოვს, როგორ გადმომცა პირველი კურსის სტუდენტს და ბრძანებაშერეული ტონით მითხრა: – აბა შენ იცი, როგორ შეისწავლი; დიდებული გამოკვლევაა.
წიგნი სავსეა ხაზგასმებითა და მინიშნებებით. ამდენად, შესაძლებლობა გვეძლევა, თვალი გავადევნოთ გალაკტიონის მიერ ტექსტის აღქმის ძირითად ეტაპებს.
ყდაზე ეპიგრაფად გამოტანილია არსენი ამარტოლის სიტყვები: “დიდ არს ძალი სიყვარულისაი, რომელი მორჩილ ჰყოფს გონებასა, შეკადრებად შეუკადრებელადაც”.
ხაზგასმები გვიდასტურებს, რომ ეს დებულება გალაკტიონს უტყუარად მიაჩნია. პოეტი იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ წიგნი უკვდავყოფაა ავტორისა; იგი არის დაუნჯება სიბრძნისა და სილამაზისა. ამიტომაც მოითხოვს მისადმი ფაქიზ დამოკიდებულებას.
გალაკტიონის მარგინალიები მრავალმხრივ საგულისხმოა. ყველა მხარესა და დეტალზე ვერ და არც შევჩერდებით. ყურადღებას ვამახვილებთ ძირითად ტენდენციებზე. ისიც კარგად გვესმის, რომ თეზისი თუ ორი-სამი მაგალითით საბუთდება, ციტატების დახვავებისგან თავშეკავება გვმართებს. ამჯერად ჩვენი ამოცანა ფაქტების სკრუპულოზური ჩამოთვლა კი არ არის, არამედ უმთავრესის შეცნობით გამჭოლი დასკვნების გამოტანა, არსის ახსნაა.
ირკვევა, რომ ლიტერატურის გაცნობისას გალაკტიონს ამოძრავებს არა მხოლოდ რეალობის გათავისება, ცოდნის შეძენა-გაღრმავების სურვილი, არამედ წაკითხულიდან გამომდინარე უახლესი პრაქტიკული საქმიანობის გზათა გამოკვეთა, ქმედების მონახაზის მოწოდება.
ივ.ჯავახიშვილის წიგნის პირველი თავი ასეა დასათაურებული: “მარტვილობანი და წმიდათა ცხოვრებანი”. ტექსტთა ანალიზის საფუძველზე გამოტანილია უმნიშვნელოვანესი დასკვნები; ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ ადრინდელი “მარტვილობანის” “ღვარძლისაგან განწმენდა წესად იქცა. ვითარება მრავალმხრივ არის წარმოჩენილი და მიზეზ-შედეგობრივი პროცესის ახსნაც ლოგიკურია.
ეს პრობლემა მთლიანად თანგავს გალაკტიონს და პარალელთა გავლების სურვილი ბუნებრივად ჩნდება.
ხსენებული თავის ბოლოს პოეტს წითელი ფანქრით მიუწერია:

“1. არსებობს თუ არა მასალები XX საუკუნის ლიტერატურის შესასწავლად?
2. გამოცემულნი არიან თუ არა ისინი ჯეროვნად?
3. შესწავლილი არის?
4. გვიწევენ თუ არა ისინი თავდაპირველი დედნების მაგივრობას?
5. აგვინაზღაურებენ თუ არა იმ დანაკლისს, რომელიც მოუვიდა XX საუკუნის ლიტ.ისტორიას ცენზურის წყალობით ან “რედაქტორების” შიშიანობით?
6. როგორ შეიძლება დაკარგული ადგილების აღდგენა?
7. გადაკეთებული და “გარდაკაზმული” მასალების შესახებ.
8. მნიშვნელობა აქვს იმდროინდელ რწმენას და აზროვნებას?
9. შესაძლებელია თუ არა ყოველივე ამის შეუსწავლელად ჯეროვანი სამეცნიერო კვლევა?” (გვ. 44).

შეიძლება იდავო იმის თაობაზე, ნიშნავს თუ არა კითხვის დასმა ნაწილობრივ პასუხს მაინც. მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ მათი წამოჭრა ინდივიდის ინტერესების სფეროს აშკარა გამჟღავნებაა.
რა აწუხებს პოეტს? მან კარგად იცის, თუ როგორი სიმკაცრით მოქმედებდა ცენზურა XX საუკუნის დასაწყისში. არაერთი ნაწარმოები დაუყადაღებიათ, არაერთი დაუმახინჯებიათ. ლიტერატურის სრულყოფილი ისტორიის დაწერა კი შეუძლებელია მათი გათვალისწინების გარეშე.
ზემოთ ფიქმზე კითხვები ნამდვილად წარმოაჩენენ გალაკტიონს სამამულო მწერლობის ჭირისუფლად.
ივ.ჯავახიშვილი შენიშნავს: “წამება წ~სა შუშანიკისი” შენახულია უფრო ძველს ხელთნაწერში, რომელიც X ს.ეკუთვნის (…) 1917 წ. ს.გორგაძემ უკვე გამოსცა ეს ძეგლი ყველა ხელნაწერების მიხედვით. კარგი გამოცემაა” (გვ.38).
ამ სიტყვების ქვემოთ გალაკტიონს წითელი ხაზები გაუვლია, გვერდით არშიაზე კი მიუწერია: “ამის შესახებ მსურს დავწერო მოგონება”.
ეს ფრაზა საინტერესო ასოციაციების აღმძვრელია. ჩემთვის ცნობილია, რომ გალაკტიონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სერგი გორგაძესთან. სხვათა შორის, ხშირად ახსენებდა მის წიგნს “ქართული ლექსი”. უფრო მეტიც, იგონებდა სერგის ერთ ნაშრომს, ათიან წლებში გამოცემულს (სათაური არ მახსენდება), რომელსაც თურმე გატაცებით კითხულობდნენ ახალგაზრდა პოეტები.
რის შესახებ სურს გალაკტიონს მოგონების დაწერა? იქნებ “შუშანიკის წამების” გამოცემაზეც კი საუბრობდნენ; იქნებ ს.გორგაძე ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ეთათბირებოდა კიდეც გალაკტიონს. (გალაკტიონი საეკლესიო მწერლობის საფუძვლიანი მცოდნე გახლდათ), იქნებ…
სამწუხაროა, რომ ეს მოგონება არ არსებობს, მაგრამ თვით ფაქტი, რომ გალაკტიონს სურდა დაეწერა იგი, მრავლისმთქმელია; პოეტის ფართო ინტერესებზე მეტყველებს და წარსულისადმი მხურვალე დამოკიდებულებას ამჟღავნებს.
გალაკტიონი მოხიბლულია ივ.ჯავახიშვილის არა მხოლოდ მეცნიერული და საზოგადოებრივი საქმიანობით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. თითქმის აღმერთებდა. მგოსანი დაინტერესებული იყო ბატონი ივანეს ცხოვრების წესითაც.
კარგად მახსოვს, გალაკტიონმა სამუშაო ოთახი გადააქოთა, სასურველ წიგნს კი მაინც ვერ მიაკვლია. საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და გაბრაზებულმა გამოცრა: – აქ რამეს იპოვნის კაცი? მერე მიყრილ-მოყრილ ხელნაწერებს, სურათებს, წიგნებს ამრეზით გადახედა და ბრძანა: – მშურს ივანე ჯავახიშვილისა. ყოველ თემასთან დაკავშირებით გამოცალკევებული მაგიდა ჰქონდა. “ქართველი ერის ისტორიის” მასალები ერთ მაგიდაზე იყო გაშლილი, პალეოგრაფიის – მეორეზე, გეოგრაფიის – მესამეზე და ა.შ.
არ ვიცი, მართლაც ასე მუშაობდა თუ არა ივ.ჯავახიშვილი, მაგრამ ერთი ცხადია, გალაკტიონს ხიბლავდა დიდი მეცნიერის ევროპული მოწესრიგებულობა.
და აი, მიუხედავად იმისა, რომ ქედს იხრიდა ივ.ჯავახიშვილის წინაშე, მაინც გაექცა კალამი.
ივ.ჯავახიშვილი წერს: “წ’ა შუშანიკის წამებაც პირველად მ.საბინინმა გამოსცა “საქართველოს სამოთხე”-ში, მეორედ ს.გორგაძემ” (გვ.54).
გალაკტიონს არ მოსწონს ფიქმზე ფრაზა და ასე ასწორებს: “წ’ა შუშანიკის წამება პირველად მ.საბინინმა დაბეჭდა “საქართველოს სამოთხე”-ში. პირველად ცალკე გამოსცა ს.გორგაძემ” (გვ.54).
ტექსტი უფრო ზუსტი და გამართულია. ცხადია, ივ.ჯავახიშვილიც იმას გულისხმობს, რასაც გალაკტიონი გახაზავს, მაგრამ მცირეოდენი სტილური უზუსტობა მაინც შეინიშნება. ფრაზა “გამოსცა “საქართველოს სამოთხე”-ში ნამდვილად დასახვეწია.
მეორე მაგალითი. ივ.ჯავახიშვილი მიუთითებს: “თარგმანი სწორე და რამდენადაც შეიძლება დედანზე ახლო უნდა ყოფილიყო” (გვ. 154).
გალაკტიონს არ მოსწონს გამოთქმის ფორმა “სწორე”, გადახაზავს და მიაწერს: “არწივო, შენა?”. გაკვირვება გასაგებია.
მგოსანი ივ.ჯავახიშვილს ქართული ლიტერატურის, სიტყვიერების, წერის დიდოსტატად მიიჩნევს და ამიტომ უწოდებს “არწივს”.
კაცმა რომ თქვას, ზედმეტად ხომ არ მკაცრობს გალაკტიონი? არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძველ ქართულში და თვით XIX საუკუნის მწერლობაში “სწორე… დაკანონებული იყო.
გალაკტიონი ამოდის უახლესი ქართულის მოთხოვნებიდან.
ზოგიერთი მინაწერი უფრო ლაკონურია და ფაქტობრივად ტექსტის ხასიათს, არსს გახაზავს. მაგალითად, მეცნიერი-ისტორიკოსი მსჯელობს ქრისტიანული მოძღვრების დოგმატიკურობაზე, რაც გულისხმობს ძველი საბუთების, რომლებიც დამყარებულ საეკლესიო იერარქიულ წეს-წყობილებას არ ეთანხმება, ან ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდეც, გადაკეთებაზე. მსჯელობა საკმაოდ ვრცელია, მთელი 20 სტრიქონი. გალაკტიონს გვერდით ჩამოუსვამს ხაზი და მიუწერია: “გადამუშავება თხზულებისა” (გვ.36).
მსგავსი მინაწერები აზრის, იდეის გამოკვეთას და, აქედან გამომდინარე, ტექსტის უკეთ აღქმას ემსახურება.
მეორეგან არშიაზე წითელი ფანქრით მიწერილია: “ზედაზნელი”. ამ გვარის გამოტანა განაპირობა ტექსტში ზედაზნელის მოღვაწეობის აქცენტირებამ.
ორმოცდამეცამეტე გვერდზე ვკითხულობთ: “სამაგიეროდ სომხური წამების შინაარსი გადიდებული და გავრცელებულია შუშანიკის ლოცვა-ვედრებათა აღნუსხვით. მაგ. თუ იაკობ ხუცესის ქართულს ტექსტში ლოცვა მთლად ოთხ სტრიქონად არის გამოთქმული (გვ.მე.8-12), სომხურში იმდენად ვრცელია, რომ სრული ოთხი გვერდი უჭირავს (გვ. 13-15). იქაც-კი სადაც იაკობ ხუცესს ლოცვაზე ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი (შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსეი… და მწარითა ცრემლითა ტიროდა” (3. 13-16), სომხურს ვრცელს ც’ა-შინათქვამია, შუშანიკი მთელ ღამეს გაუჩერებლი ტირილით ლოცულობდაო (გვ.15)”.
გალაკტიონს ეს მსჯელობა ფრიად მნიშვნელოვნად მიაჩნია და ამიტომაც ჩამოუსვამს არშიაზე ხაზი. აქ ხომ ქართული და სომხური ტექსტების შეპირისპირება და რამდენადმე იაკობ ხუცესის პოზიცია არის გამჟღავნებული.
“ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში” ყველაზე ხშირად სტრიქონებია ხაზგასმული მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. ეს მიგვანიშნებს ტექსტის სიღრმისეულ ათვისებასა და მახვილის სწორად დასმაზე.
სხვა მხარეებიც არის გასათვალისწინებელი. ამით ცალკეული ადგილების ფართო განზოგადება და მოქმედების მაგისტრალური ხაზის გამოკვეთა ხდება.
აი, რას ვკითხულობთ 153 გვერდზე: “უმეტეს შემთხვევაში მთარგმნელებისათვის სულ ერთია ხოლმე საითგან სთარგმნიან თხზულებას. ეფრემ მცირემ კი კარგად იცოდა, რომ მთარგმნელი ყოველთვის უნდა ეცადოს თხზულება დედნისგან გადმოსთარგმნოს, სწორედ იმ ენითგან, რა ენითაც იგი თვით ავტორს დაუწერია”.
გალაკტიონი იზიარებს ივ.ჯავახიშვილის მოსაზრებას. მთარგმნელი დედანს უნდა ეყრდნობოდეს, რათა არ დაიკარგოს ნიუანსები და კარგად ვიგრძნოთ ტექსტის სიძლიერე-სურნელება.
ამ შემთხვევაში არა მხოლოდ წარსულის შეფასება ხდება, არამედ სამოქმედო გეგმაც ნათლად იკვეთება. ხსენებული პრობლემა მხოლოდ ეფრემ მცირეს დროს როდი იყო აქტუალური. იგი XX საუკუნეშიაც “მფეთქავ ძარღვს” წარმოადგენდა.
წიგნის მეცამეტე თავი ასე იწყება: “გიორგი მთაწმინდელს ქართულ მწერლობაში მარტო შესანიშნავი მთარგმნელის სახელი აქვს მოხვეჭილი, მაგრამ მას არა ნაკლები ღვაწლი მიუძღვის ისტორიის წინაშეც, იგი იმავ დროს გამოჩენილი ისტორიკოსი იყო” (გვ.135).
გალაკტიონს გაუხაზავს სიტყვები “მთარგმნელის სახლი აქვს” და “ისტორიკოსიც”. ასეთი დაპირისპირებას გულისხმობს, მივიწყებული და დაჩრდილული მხარის წინ წამოწევას, სამართლიანობის აღდგენას. მგოსანი იზიარებს სახელოვანი ისტორიკოსის მოსაზრებას.
ეს ფაქტიც მეტყველებს გალაკტიონის, როგორც მკითხველის, სიფხიზლეს და დაკვირვებულობაზე, მის მიერ ნაწარმოების არსის მართებულ გაგებაზე.
ამრიგად, გალაკტიონის დამოკიდებულება წიგნისადმი ნაირგვარად მჟღავნდება.
ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს კომენტირებასთან, მეორე შემთხვევაში კი გახაზვასთან. თავის მხრივ მინაწერები ორ ჯგუფად იყოფა:
ა) შედარებით ვრცელი განსჯითი დახასიათება-კვალიფიკაცია, რომლებიც არცთუ იშვიათად პრობლემათა დასმას ეწყვილება.
ბ) მოკლე და სხარტი შემფასებლური ფრაზები.
ხაზგასმებიც ორგვარია. წითელი და შავი ფანქრის გამოყენება შეგნებულად ხდება, დებულება დიფერენციაციის მიზნით.
ერთი სიტყვით, გალაკტიონი წარმოჩინდება ფხიზელ და მოაზროვნე შემოქმედ მკითხველად. ის ესწრაფვის ღრმად ჩაწვდეს ავტორის ჩანაფიქრს, მრავალმხრივ გაითავისოს წაკითხული და, რაც მთავარია, ათვისებულის პრაქტიკულად გამოყენების გზებიც დასახოს.

“ლიტერატურული საქართველო “, N 11, 16-22 მარტი, 2007 წელი

გუთანო
ვახტანგ ჯავახაძე



ფრაგმენტი წიგნიდან უცნობი

დილით ნოდარმა თითქმის ძალით მიიყვანა საავადმყოფოში. ნოდარს დავალებები მისცა და გამოისტუმრა.
- ბიძას არავითარი ტრაგიკული განწყობილება არ გამოუმჟღავნებია.
საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, რეჟიმსა და ოთახების განლაგებას კარგად იცნობდა: სამწუხაროდ, ბოლო დროს ამათი ხშირი სტუმარი გახლდათ. წინა წელიწადს ოთხჯერ იწვა, ოთხჯერვე ამავე განყოფილებაში, ნერვულ განყოფილებაში. იმ წელსაც პირველი სამი თვის უმეტესი დღეები მეოთხე სართულზე გაატარა. ხუთ მარტს გაწერეს და თერთმეტი დღის შემდეგ იძულებული გახდა, მობრუნებულიყო.
ექიმებისათვის ის მაინც იყო პაციენტი გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, დაბადებული 1891 წლის 5 ნოემბერს, მცხოვრები ქალაქ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა ¹4, ჰიპერტონიისა და არტერიოსკლეროზის დიაგნოზით, რომელსაც 1959 წლის 17 მარტს მაჯა ჰქონდა რითმული – 84, გულის ტონები მიყრუებული, სისხლის წნევა 180/80, უჩიოდა გულის არეში ტკივილებს და საერთო სისუსტეს, შეკითხვაზე იძლეოდა სწორ პასუხს, როგორც ავადმყოფი, იყო წესიერი და დამჯერე, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
პირველ საათზე დააწვინეს (უფრო ზუსტად – პირველს ათი წუთი აკლდა).
ტრაგედია ექვსზე მოხდა (უფრო ზუსტად – ექვსს ათი აკლდა).
ხუთი საათი საკმაო დროა.
შეგვიძლია მიახლოებითი თანამიმდევრობით აღვადგინოთ, როგორ გაატარა ეს უკანასკნელი დათვლილი საათები და წუთები.
მეოთხე სართულის მეშვიდე პალატაში ორი მოქალაქე დახვდა, ორივე თბილისელი.
ორის ნახევარზე განყოფილების გამგესთან წავიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში. განყოფილების გამგემ და მკურნალმა ექიმმა გასინჯეს.
- ისეთი მძიმე მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ გვეფიქრა ასეთ მძიმე შედეგზე, – აღნიშნავს პირველი.
- არავითარი საეჭვო მდგომარეობა არ იყო მოსალოდნელი, – ადასტურებს მეორე.
სამის ნახევარზე მედიცინის დამ შენიშნა ვესტიბიულში: პაპიროსს ეწეოდა და ბოლთას სცემდა. მიესალმა. ძალიან თავაზიანად უპასუხა, ჰკითხა კიდეც – როგორ ბრძანდებითო (“დღეს უნდა გადავვარდე”).
წყნარი საათი დაიწყო: ექიმები წაბრძანდნენ, პაციენტები ისვენებდნენ.
ისევ ოთხმოცდამეთორმეტე ოთახთან იდგა, მორიგე ექიმმა რომ მოაკითხა. მეოთხე საათი იწყებოდა. მოიკითხეს ერთმანეთი. შეკითხვაზე – ახალი ხომ არაფერია, უპასუხა: წიგნი გამოდისო ჩემი – ჩვენს რჩეულს გულისხმობდა. მორიგე ექიმმა ისევ ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში შეიყვანა და ერთხელ კიდევ გასინჯა. ერთად გამოვიდნენ. საღამოს კიდევ გინახულებო, – შეჰპირდა მორიგე ექიმი და მესამე სართულზე ჩაბრუნდა:
- სულ ღიმილით მელაპარაკებოდა, თავაზიანად… არავითარი განსაკუთრებული მე მისთვის არ შემინიშნავს.
ექთანიც ფოიეში შეხვდა და მოიკითხა.
- არავითარი აღელვება არ ეტყობოდაო, – განაცხადა მეორე დღეს.
ხუთი საათისათვის დირექტორის მოადგილემ გამოიარა და ჰკითხა, როგორ მოეწყო. უპასუხა, რომ ძალიან კმაყოფილია ყველასი და რამდენიმეჯერ აკოცა (“ჯერ ადრეა, გალაკტიონ!”).
სხვათაშორის, რამდენიმე საათით ადრე კონსტანტინე გამსახურდია შენიშნა საავადმყოფოს ფოიეში და იმასაც საკოცნელად მიაშურა…
გრიგოლ რობაქიძესაც შეუმჩნევია ძალიან ადრე:
- საინტერესო იყო მეტად შეხვედრა მასთან… შემოგეფრქვეოდა ხალისით, გადამეტებული ხალისით – “მეტი” აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის დაფარვისა…
ექვსის ნახევარზე ქირურგიული განყოფილების გამგე შეხვდა კვლავ ოთხმოცდამეთორმეტე ოთახის კარებთან. პირველი თვითონ მიესალმა და დიდი პატივისცემით მოიკითხა. როცა ამ უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ ჰკითხა – როგორ ბრძანდებითო, – დაბეჯითებით უპასუხა: ძალიან კარგადო (“დღეს უნდა გადავვარდე”).
ცოტახნის შემდეგ სკამი აიღო და აივანზე გასვლა დააპირა (პირველი ცდა!). მედიცინის დამ, რომელსაც სამისნახევარზე ესაუბრა, ურჩია, აივანი სველია და გასვლა არ ღირს, თუ გნებავთ, კარებს გავაღებ და აქვე დაბრძანდითო. გაუღიმა, დაეთანხმა, აივანი ნამდვილად სველია და გასვლა მართლაც არ ღირსო. მექანიკურად, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა თანამოსაუბრის ნათქვამი, რადგან სხვა საწუხარი აწუხებდა სხვა საფიქრალს ფიქრობდა. სკამი დადგა (“ჯერ ადრეა, გალაკტიონ”) და კორიდორში გაისეირნა.
- არც სამისნახევარზე და არც ექვსისნახევარზე მის განწყობაში არაჩვეულებრივი არაფერი შემინიშნავსო, – გულწრფელად აღიარებს მედიცინის და.
დაახლოებით ამ დროს მოვიდა მასთან აგრეთვე მესამე სართულიდან ერთი ნაცნობი და ლექსების წასაკითხად მიიწვია. დათანხმდა: პროცედურიდან რომ დაბრუნდები, გამომიარეო. დერეფნის კარებამდე მიაცილა (“დღეს უნდა გადავვარდე”) და ჰკითხა: რას კითხულობო. როგორც ჩანს, ეს იყო მისი უკანასკნელი შეკითხვა და საუბარი.
მერე ერთხანს ბოლთას სცემდა და პაპიროსს ეწეოდა. ხალათის ჯიბეში თავის განუყრელ უბის წიგნაკთან და ფანქრის ნამლევთან ერთად, ერთი კოლოფი “რეკორდი” და სამი კოლოფი ასანთი ედო. კოლოფში ექვსი ღერი პაპიროსი ეწყო. სამის მოწევა მოასწრო, ნამწვავები იმავე კოლოფში ჩააბრუნა…
“ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტახნის შემდეგ…”
კვლავ ბოლთას სცემდა და უკვე ისე მძიმედ ხვნეშოდა, რომ მახლობელ პალატაში ერთი ახალგაზრდის ყურადღება მიიპყრო. ეს უკანასკნელი წიგნს კითხულობდა. იცნო, ვინც სწუხდა კარებს იქით, მაგრამ ყოყმანობდა, გამბედაობა თუ სითამამე არ ეყო, გასულიყო და გასუბრებოდა (დღესაც ნანობს!).
წყნარი საათი იწურებოდა…
იწურებოდა მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, წამები…
“დღეს უნდა გადავვარდე,
თორემ ცუდ ხასიათზე ვარ…”
იქნებ უბრალო შეკითხვას თუ შეხმიანებას გამოეფხიზლებინა?!
მაგრამ არა: ექვსი საათისათვის შეეხმიანა სანიტარი, რომელმაც პირველ საათზე ამოაცილა და ახლა ვესტიბიულს ასუფთავებდა. სთხოვა, წასულიყო და პალატაში დაწოლილიყო, დაესვენა, რადგან, როგორც ჩანს, შეამჩნია განუწყვეტლივ დერეფანსა და ვესტიბიულში რომ ტრიალებდა და წრიალებდა. იდგა და შეჰყურებდა სანიტარს, მაგრამ უკვე აღარ უპასუხა თუ აღარაფერი ესმოდა…
“დღეს უნდა გადავვარდე,
თორემ ცუდ ხასიათზე ვარ.
დღეს. დღეს.
უსათუოდ…”
სანიტარი სააბაზანოში შევიდა, ცოცხი დადო და, როცა შემობრუნდა, ვესტიბიულში აღარ დახვდა…
ამ დროს დაპირებულმა ნაცნობმაც მოაკითხა მესამე სართულიდან და რაკი პალატის ნომერი არ იცოდა, კორიდორში დაელოდა. მაგრამ (“სად არ გამოტყვრება ეს წყეული მაგრამ”) უკვე გვიან იყო: ერთი ნაბიჯით გაესწრო…
“ეხლა შემიძლია!”
მესამედ და უკანასკნელად შევიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში, უაივნო თავისუფალ ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში, მიხურა კარი, გაიხადა ავადმყოფის ხალათი, დადო ტახტზე, აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა, ავიდა ჯერ სკამზე, მერე – ფანჯრის რაფაზე და…
- მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლოვან თვალებს გარდა!
დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს:
- სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება (მიხეილ ქვლივიძე).
- გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები (მურმან ლებანიძე).
- პოეტისათვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსია (გიორგი შატბერაშვილი).
ასე რომ, ეს არ იყო მარტო ლამაზი ლეგენდა.
ლეგენდა სიცოცხლეშიც ბევრი შეუქმნეს.
ყველა არ იყო რეალური, მაგრამ უხდებოდა.
ლეგენდებს მთავარი ლეგენდა აკლდა…
დაკრძალვის დღემ დაადასტურა ეს ჰიპოთეზა.
ეს იყო არა მარტო პოეზიის დღე-სასწაული…
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის!
თუმცა არც სიკვდილში ჰქონია “ვარდისფერი გზა”: როდესაც კრძალავდნენ, გაჭრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა.
ერთხელ კიდევ შეგვახსენა: თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო…
ამ დროს მაგიდაზე დასაბეჭდად ხელმოწერილი ანაბეჭდები მეწყო.
იმ საბედისწერო დღესაც, რამდენიმე საათით ადრე, ნოდარს დაავალა, ჩვენთან შემოევლო და წიგნის ამბავი ეკითხა…
წიგნი ერთი თვის შემდეგ დაიბეჭდა…
ვერ მოესწრო.
ვერ მოესწრო თავისი გაორებული ცხოვრების უკანასკნელ სიხარულს.


გუთანო
პავლე ფირფილაშვილი

როდესაც ხელი გამოწვდილი რჩება ჰაერში


* * *

1945 წლის შემოდგომაა.
ვერის ხიდზე გალაკტიონი დავინახე. მოაჯირზე უშიშრად მჯდარ მამაკაცს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ახლოს მისულმა სპარტაკ ბაღაშვილი შევიცანი.
გამვლელთაგან ზოგი ცნობისმოყვარეობას ვერ ფარავდა და ჩემსავით ჩერდებოდა, ზოგიც ფეხშენელებით მიდიოდა და თან თვალი მათკენ რჩებოდა.
სპარტაკი მოაჯირიდან უცებ ჩამოხტა, გალაკტიონს თავი მდაბლად დაუკრა და მკერდზე ემთხვია.
“ძამიკო, წავიდეთ!” – გავიგონე პოეტის სიტყვები.
ხიდის მარცხენა ყურესთან ხელკავით მისულები შეჩერნდნენ.
იქ ერთი ცალფეხა რუსი სამხედრო იჯდა, გადმობრუნებულ ქუდში მოწყალებას აგროვებდა.
გალაკტიონი დაიხარა, ქუდი აიღო, ხურდა ხელში მოაგროვა და მათხოვარს რუსულად უთხრა:
- მომეცი ეს ფული, თუ შეიძლება!
- წაიღე, მშვიდობით მოიხმარე!
- არც დაფიქრებულა რუსი.
პოეტმა ხურდა მართლაც ჯიბეში ჩაიყარა. სამაგიეროდ, საფულიდან წითელი სამთუმნიანი ამოიღო და ქუდში ჩაუგდო.


* * *

ომის შემდეგ, ორმოცდაექვს-შვიდ წლებში მთელ საქართველოს მოედო “ლუგელას“ წყლის “სასწაულმოქმედების“ ამბავი.
იმხანად ვერის ბაზრის თაღოვანი შესასვლელის ხელმარცხნივ, კუთხეში ერთი საჩაიე იყო, მარჯვნივ – “ლუგელას“ და მჟავეულობას ყიდდნენ. ერთხელ ამ საჩაიეში ამხანაგებთან ერთად შევედი. ხალხით სავსე დარბაზში ერთ მაგიდასთან მარტო იჯდა გალაკტიონი, მაწონს შეექცეოდა და თან “ლუგელას“ სასწაულებზე მოუბარ ხალხს უსმენდა.
ცხადია, ვერ გავუბედეთ შეწუხება და სხვა მაგიდასთან ადგილის გათავისუფლებას ველოდებოდით. თავად შეგვნიშნა და შემოგვთავაზა, მასთან დავმსხდარიყავით. ალბათ ჩვენი “აღჭურვილობით მიხვდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ვიყავით და გვკითხა:
- ძამიკოებო, რომელი კურსის მედიკოსები ხართ?
მივუგეთ, რომ მისი ძმისწული – ვასილ ტაბიძის კურსზე ვსწავლობდით.
- ესე იგი მესამე კურსზე, არა? თქვენ გეცოდინებათ “ლუგელას“ წყლის შესახებ. ნუთუ, რასაც ხალხი ამბობს, მართალია!
ჩემი მეგობარი პ. რობაქიძე ყველაზე თამამი აღმოჩნდა და უცებ ჩამოარაკრაკა:
- „ლუგელას“ წყალი არის ბუნებრივი კალციუმ-ქლორატი. მხოლოდ ეგაა, ზოგიერთი ელემენტი მასში უფრო ჭარბადაა წარმოდგენილი და ამის გამო უფრო მწარეა. რაც შეეხება მის სამკურნალო დანიშნულებას, ისეთივეა, როგორც კალციუმ-ქლორატისა… კერძოდ, იგი შეიძლება გამოვიყენოთ ტუბერკულოზის, ბრონქიალური ჯირკვლების გადიდების, უმადობის დროს. ასევე სისხლის დენის შესაჩერებლად…
- ტუბერკულოზი, ბრონქიალური ჯირკვლების გადიდება, სისხლის დენა, უმადობა, – გაიმეორა გალაკტიონმა, – ესე იგი, გამოდის, რომ „აბესალომ და ეთერის“ ლეგენდა სწორ ცნებას შეიცავს. აბესალომი უმადობით და შეიძლება ტუბერკულოზითაც იყო დაავადებული და მურმანი ამიტომ გააგზავნა ცხაწყაროს – „ჩხოროჭყუს“ უკვდავების წყალზე. მაშასადამე, სხვა რამ ბოროტი განზრახვა არა ჰქონია. ასე არ გამოდის, ძამიკო?
ჩემი მეგობარი უფრო გათამამდა:
- დიახ, ბატონო გალაკტიონ! ამ საჩაიეს წყალობით ხშირად გხედავთ ბაზარში, თავისუფლად მოსიარულეს, დადიხართ და ათვალიერებთ…
- ძამიკო! ბაზარი ჯერ ერთი, ქვეყნის ბარომეტრია, – გაეღიმა პოეტს, – პირველად აქ გაიგებ, როგორი ჭინახულია ქვეყანაში, რა უჭირს და რა ულხინსმშრომელ ადამიანს, მეორეც – ბაზარში მარტო სურსათი კი არა, სიტყვაც მოაქვთ, ესა თუ ის გამოთქმა, ანდაზა, ლექსი, ნაკვესი… მე აქ უბის წიგნაკითა და ფანქრით შეიარაღებული დავდივარ, რომ ჩვენი ხალხის დიდი სიბრძნე, რომელიც ამა თუ იმ გამოთქმაშია დაუნჯებული, ჩავიწერო და დაკარგვას გადავარჩინო. მინდა, რაც შეიძლება ბევრი წავიღო ჩემი „სამზარეულოსათვის“.


* * *

ჩემი სტუდენტობისას ვაკეში კოლმეურნეობის მურნეობიდან ხუთი ნომერი ტრამვაი დადიოდა. ერთხელ სტუდქალაქის გაჩერებაზე ვიდექი. ტრამვაი გაჩერდა. რონოდაში ასვლამდე ჯერ ბავშვიან ქალს მივეცი გზა. ასვლაშიც მივეხმარე. ყველა სკამი დაკავებული იყო. წყვილადგილიან სკამზე მარტო იჯდა გალაკტიონი. პოეტი შემჭიდროვდა და ბავშვიანს დაჯდომა შესთავაზა. ქალს მადლობაც არ უთქვამს, ისე მოკალათდა მის გვერდით.
ბავშვმა გალაკტიონისაკენ გაიწია. პოეტმაც მოფერება დაიწყო. მგზავრები გაირინდნენ. ყველა თვალს ადევნებდა. შემდეგ გაჩერებაზე მეზობლად ერთადგილიანი სკამები გათავისუფლდა. ქალმა იმ წუთასვე უბოდიშოდ მოაშორა გალაკტიონს ბავშვი და სხვაგან გადაჯდა. პატარას პოეტისაკენ გაშვერილი ხელები ჰაერში დარჩა.
გალაკტიონი უხმოდ შებრუნდა ფანჯრისკენ, ხალხს სახე აარიდა.
მეოთხე გაჩერებაზე ქალი ჩამოვიდა, მეც ჩამოვყევი. კალანდაძის ქუჩაზე შემნიშნა, შეჩერდა და ადევნების მიზეზი მკითხა.
- რატომ არ მიეცით გალაკტიონს საშუალება, რომ თქვენს ბავშვს წესიერად მოფერებოდა. იქნებ სურდა, ხელში აყვანა? – ვუთხარი გულდაწყვეტით.
- როგორ, ის, წვერიანი კაცი, ღვინო – არყის და თამბაქოს სუნი რომ ასდიოდა, გალაკტიონი იყო? – გაიკვირვა ქალმა.
მე დავუდასტურე.
- დიდუ! ჩემი სიკვდიდლი! – ამოოხვრით შეიცხადა მან, – რატომ მიწა არ გამისკდა და შიგ არ ჩავვარდი, ტრამვაიდან რომ ჩამოვდიოდი! როგორ უნდა თქვას ჩემმა ბავშვმა, რომ პატარაობისას ტრამვაიში მისი მოფერება სურდა გალაკტიონს, მაგრამ ბედოვლათმა დედამისმა საშუალება არ მისცა და განაწყენებული დატოვა… ღმერთო, ეს როგორ დამემართა!…
მას შემდეგ ქალი აღარსად შემხვედრია.


* * *

1947 წლის შემოდგომაზე მე და ჩემმა მეგობრებმა – პ. რობაქიძემ და ალ. ანასაშვილმა აფიშებიდან შევიტყვეთ, რომ რკინიგზელთა სახლში გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გამართულიყო.
ადგილის დასაკავებლად ცოტა ადრე მივედით, მაგრამ ადმინისტრატორის მეტი არავინ დაგვხვედრია.
ცოტა ხანში ორი-სამიოდე კაციც მოგვემატა. პრეზიდიუმში გალაკტიონს რამდენიმე კაცი ახლდა, მაგრამ აუდიტორიას მეტი აღარავინ შემომატებია. გავიდა ნახევარ საათზე მეტი, არაფერი შეცვლილა… ერთი სიტყვით, მოცდას აზრი აღარ ჰქონდა.
საღამო ჩაიშალა…
ჩვენ უნებური მოწმენი გავხდივ, თუ როგორ ქვითინებდა მეფე-პოეტი.


* * *

1950 წლის მაისში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს ქალაქის მეორე საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში პრაქტიკული მეცადინეობები დაგვეწყო. ანბანთრიგზე გამართულ სიაში ბოლოს ვეწერე და როდესაც ასისტენტმა ყოველ სტუდენტს ავადმყოფი მიამაგრა ისტორიის შესადგენად, მე “უავადმყოფიდ დავრჩი“, მაგრამ ბედმა თურმე სწორედ მე გამიღიმა – ასისტენტმა პროფესორ დავით იოსელიანის კაბინეტში შემიყვანა ჩემი ამბის გასარკვევლად.
- პოეზია, მწერლობა თუ გიყვარს? – მკითხა ბატონმა დავითმა.
- დიახ! – ვუპასუხე მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა.
- გალაკტიონის პოეზიას თუ იცნობ, მისი რომელი ლექსი გახსოვს?
- რამდენიმე ქმნილება დავუსახელე.
- აბა, თუ გახსოვს, “მესაფლავე“ წამიკითხე!
ლექსის კითხვა რომ დავასრულე, “თანახმა ვარ, ვენდოთ ამ ყმაწვილსო“, – თქვა პროფესორმა და განაგრძო:
- უკვე სამი დღეა, ჩვენთან, ცალკე პალატაში წევს გალაკტიონი. იგი აქაც მუშაობს, ამიტომ დიდად ნუ შევაწუხებთ; შეურჩიე ისეთი დრო, როცა თავისუფალი იქნება; ეცადე ისე შეადგინო მისი ავადმყოფობის ისტორია, წვრილმანიც არ გამოგრჩეს!
- მერე გალაკტიონის მკურნალ ექიმს – მიშა მესხს სთხოვა, ჩემთვის ახლადგაკეთებული ანალიზებით სარგებლობის ნება დაერთო.
პალატაში შევედით.
იწვა გალაკტიონი, მარცხენა ქვედა კიდურზე თაბაშირის ნახვევი ედო, გაზეთს კითხულობდა. ჩვენი დანახვისთანავე გაზეთი გადადო.
- ბატონო გალაკტიონ, ეს სტუდენტი თქვენი პოეზიის დიდი თაყვანისმცემელია, მომავალი ექიმი და თუ ნებას დაგვრთავთ, თქვენი ავადმყოფობის ისტორიას შეადგენს.
- კი, ბატონო! – გაეღიმა პოეტს.
პროფესორმა და ასისტენტმა დაგვტოვეს. მე, ექიმის მეთვალყურეობით, რამდენადაც შემეძლო, ავადმყოფი გულმოდგინედ გავსინჯე და ისტორიის წერას შევუდექი:
“ავადმყოფი ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე, 59 წლის.
დიაგნოზი: მარცხენა წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა სახსარში და კანქვეშ დიდი სისხლჩაქცევებით… რადგან კიდური ძლიერ დასივებული და ჩალურჯებულია, გაუკეთდა განმეორებითი თაბაშირის – “ვოლკოვიჩის“ ნახვევი და ერჩია წოლითი რეჟიმი. კიდურს მიეცა მაღლივი მდგომარეობა … “
ჩემი ნაწერი ექიმისას შევადარეთ. რაიმე არსებითი განსხვავება ავადმყოფობის ისტორიაში არ იყო. ჩემს “ისტორიასაც“ იგივე ნომერი – 898 დავუსვი.
წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა!
ეს ისტორია დღემდე რელიკვიად ინახება ჩემს არქივში.


* * *

ავადმყოფ გალაკტიონს მეორედ ხუთი წლის შემდეგ შევხვდი. უკვე ექიმი ვიყავი, რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყიფოში ვმუშაობდი. ოქტომბრის თვეში თრეაპიის განყოფილებაში დაწვა სამკურნალოდ. როცა ცოტა მომჯობინდა, ახალგაზრდა ექიმთა ჯგუფის ინიციატივით საავადმყოფოს კლუბში სამახსოვრო საღამო გავუმართეთ. დარბაზი ხალხსს ვერ იტევდა. ფანჯრები გააღეს, რათა ავადმყოფთა ნაწილს გარედან მაინც მოესმინა გამომსვლელთათვის. გალაკტიონი უსაზღვროდ ბედნიერი ჩანდა.
საღამოს დასრულების შემდეგ პოეტს თაყვანისმცემლები გარსს შემოეხვივნენ. გულითადი საუბრისას მან იქვე მდგარ მთავარ ექიმს გ. ქობულიას და პარტიბუროს მდივანს განცხადება გადასცა.
ადმინისტრაციას სთხოვა, აღეძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა მტკვრის მარცხენა სანაპიროსთვის გალაკტიონის სახელი ეწოდებინათ. მოტივად იმას ასახელებდა, რომ ამ სანაპიროზე, ვერის ხიდთან, თავისი საცხოვრებელი სახლის პირდაპირ მდებარეობდა მისი ტომეულების “სამშობიარო სახლიც“ (ასე მოიხსენებდა გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს“).
რასაკვირველია ადმინისტრაცია იმ ტკბილ საღამოს დაჰპირდა საკითხის მოგვარებას. მაგრამ იმხანად მას ასრულება არ ეწერა. პიროვნების კულტის პერიოდში ამ საძნელო საქმეს ვინ მოჰკიდებდა ხელს!


* * *

როცა გალაკტიონის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი შევიტყვე, იმდროინდელ სამკურნალო კომბინატს მივაშურე. მინდოდა იქ მომუშავე ექიმებისგან გამეგო მიზეზი, მაგრამ ისინი საეჭვოდ ორჭოფობდნენ. იგრძნობოდა, რომ რაღაც იმალებოდა, სიმართლის თქმას ერიდებოდნენ. პროფესიულმა მოუსვენრობამ მძლია. ასე თუ ისე, ვიცოდი საავადმყოფოში გალაკტიონის ქცევის წესი. ვესაუბრე იმ დღით მომუშავე სანიტრებსა და დამლაგებლებს. ნაწილი აღშფოთებული იყო, არც მალავდა სიმართლეს. განაწყენებულნი იყვნენ “ინტელიგენტებზე“, რომელთაც, მათი თქმით, ამგვარ ვითარებაში არ დაზოგეს გალაკტიონი, მისი ნაზი ბუნება და თვითმკვლელობისკენ უბიძგეს.
ყველა მათგანის ნაამბობი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს: საავადმყოფოს მესამე სართულზე გარდაცვლილი შალვა დადიანის ცხედრის მოსანახულებლად პირველ რიგში “უფროსობა“ დაიძრა. გალაკტიონი, რომელიც იმ დღეს მოათავსეს სამკურნალოდ მეორე სართულზე, მესამე სართულის ასასვლელ კიბესთან დამდგარა და მოწინავე მწერალთა ერთ ჯგუფს სამძიმრის სათქმელად წინ მიგებებია. რამდენიმე მათგანისთვის ხელი გაუწვდია ჩამოსართმევად, მაგრამ არცერთს არ ჩამოურთმევია, გვერდი აუქცევიათ და მესამე სართულზე ასულან… გალაკტიონს გაშვერილი ხელი ჰაერში დარჩენია, აცრემლებულა. რამდენიმე წუთში ისიც მესამე სართულზე ასულა და თვალს მოფარებია, “გაუჩინარებულა“… მერე მოხდა ის, რამაც შესძრა სრულიად საქართველო….

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.