დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4
გუთანო
ბელა წიფურია

"ლურჯა ცხენების" გააზრებისთვის

პოეტური ნაწარმოების გაცნობიერების პრობლემა ზოგადად გულისხმობს ავტორის მსოფლმხედველობის კონკრეტული პრინციპების გაცნობიერებასაც. თუკი ვრცელი მოცულობის პროზაულ ტექსტში მწერალს აქვს საშუალება დადინჯებით, განვრცობილად წარმოუდგინოს მკითხველს საკუთარ მსოფლმხედველობრივ პოზიციასთან შეფარდებული სათქმელი, პოეტური ტექსტის ავტორი ერთგვარად დაუცველიც კი არის მკითხველის წინაშე, რადგან თუ ჩვენ წინასწარვე გარკვეული წარმოდგენა არ გვექნება პოეტის შეხედულებების შესახებ, ლექსის სათქმელი შეიძლება სრულიად გაუხსნელიც დაარჩეს. მეორე მხრივ, პოეტურ რიტმში მოქცეული მხატვრული სახე-სიმბოლოების ზემოქმედების ძალა იმდენად დიდია, რომ გარკვეულწილაად მომზადებულ მკითხველსს ისინი თავად მიუძღვიან ავტორის პიროვნული წარმოდგენებისა და მისი შინაგანი პრობლემების შეცნობისაკენ.
გალაკტიონ ტაბიძის ლექსების გაცნობიერებაც, რასაკვირველია, ერთგვარ მზადყოფნას მოითხოვს მკითხველისაგან. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს იმ მსოფლმხედველობრივ არეალით, იმ ძირითადი მიმართულების დაინტერესებას, რომლის ფარგლებშიც ვითარდება პოეტის შემოქმედება.
გალაკტიონის შედევრების უმრავლესობა სიმბოლიზმის სულიერი და აზრობრივი პრობლემისაკენ არის მიმართული. ეს პრობლემები სათავეს იღებს ადამიანის სარწმუნოებრივ გაორებაში. ერთი მხრივ, იგი შეიგრძნობს, რომ მეოცე საუკუნის დამდეგს ქრისტიანული სამყარო კარგავს ღვთის რწმენას, კარგავსს კავშირს ღვთიურ საწყისთან და ამ დანაკაარგს ყველაზე უწინ სწორედ, სიმბოლისტი პოეტები აცნობიერებენ. მეორე მხრივ, პოეტის შინაგანი არსება კვლავაც მიისწრაფვის სარწმუნოების წიაღისაკენ და სწორედ პოეტური აღმაფრენის წუთებში შეიძლება მოეფინოს ჭეშმარიტი რწმენის შუქი. ამგვარი სარწმუნოებრივი გაორება განაპირობებს პოეტის შინაგან დიაჰარმონიას, სულიერი, ხორციელი და გონისმიერი საწყისის დაპირისპირებას. მას უჩნდება წინააღმდეგობაა საკუთარ თავთან, მოყვასთან, საზოგაოებასთან, გარესამყაროსთან. პოეტს აღარ იზიდავს ხილული, მატერიალური სამყარო და ცდილობს უხილავი, ზემატერიალური, მიღმიერი სამყაროს შეცნობას. მაგრამ, რადგან მას დაკარგული აქვს ზემატერიალური სამყაროს წვდომის სარწმუნოებრივი გზა, იგი ცდილობს, პოეტური შემოქმედების, პოეტური სახე-სიმბოლოების მეშვეობით გაარღვიოს ნივთიერი, მატერიალური სამყაროს საზღვრები. როგორ შეიძლება წარმოუდგეს პოეტს მიღმიერი სამყარო, თუკი მან დაკარგა უფლის რწმენა, თუკი მის მსოფლაღქმაში ამ სამყაროს აღარ განაგებს ღმერთი?
ვფიქრობთ, ყველაზე შემზარავი სახით ღვთის გარეშე დარჩენილი მიღმიერი სამყაროს სურათი გალაკტიონმა დაგვიხატა ლექსში ,,ლურჯა ცხენები“. აღსანიშნავია, რომ ეს ლექსი რიგით მეორეა გალაკტიონის გენიალურ კრებულში ,,არტისტული ყვავილები”. როგორც ჩანს, პოეტმა შემთხვევით არ მიუჩინა ,,ლურჯა ცხენებს“ ამგვარი ადგილი. ამ კრებულის კითხვისას ჩვენ არც უნდა გვტოვებდეს ის განცდა, რომ ,,თოვლი“, ,,სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, ,,მერი“, ,,მთაწმინდის მთვარე“, სწორედ იმ პოეტმა დაწერა, ვისთვისაც უცხო არ არის სულიერი დაცემა, სასოწარკვეთა; ვინც სასოწარკვეთის წუთებში იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად მიუსაფარი იქნება მისი სული მიღმიერ ,,სამუდამო მხარეში“, თუკი არ აღდგება ის რწმენა, რომ ამ მხარეს უნდა განაგებდეს ღმერთი. მაგრამ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს პოეტისათვის, ,,ლურჯა ცხენების“ პირველივე სტრიქონში ღმერთის ქრისტიანული სიმბოლო, მზე, ჩამავალი სახით არის დანახული. საზოგადოდ, ჩამავალი მზის, დაისის, მიმწუხრი სახე-სიმბოლოები სიმბოლისტურ პოეზიაში აღნიშნავს სულიერ დაცემას, რწმენის დაკარგვას, დეკადანსს. თუკი ჩამავალი მზე ტოვებს სამუდამო მხარეს, ეს შეიძლება მიგვითითებდეს, რომ პოეტისათვის ღვთის გარეშე რჩება არა მხოლოდ ,,ცოდვის სადგური“ – წუთისოფელი, არამედ მიღმური, ანუ ტრანსცედენტური სამყარო. მართალია, ეს მხარე კვლავაც მარადიულია, სამუდამოა, მაგრამ აქ არაფერი დარჩენილა ,,ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“.
ნიშანდობლივია, რომ ,, ლურჯა ცხენების“ სახე-სიმბოლოები სრულიად ცხადად უპირისპირდება იმ სიმბოლოებს, რომელთა მეშვეობითაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ზეციური სამყარო ისახება . თუკი უფლის სასუფველში მარადიული ნათელი და სითბო დგას, თუკი ის მოუცავს მარადიულ სიხაარულსა დაა ნეტარებას, ,,განისმის ციურ დასთა გალობის ზარი“, გალაკტიონისეულ სამუდამო მხარეში სიცივეა დაა სიმწუხარე, მდუმარება და მიუსაფრობა; აქ ,,არც სულს უხარია“ რადგან ქრისტიანული საარწმუნოების თანახმად სასუფეველში დამკვიდრებული ადამიანის სულს საუკუნო სიხარულს ანიჭებდა უფალთან სიახლოვის განცდა; რაღა შეიძლება ახარებდეს მიუსაფარ სულს უღვთოდ დარჩენილი სამუდამო მხარის ცივ სამარეში? როგორც ჩანს, გალაქტიონისათვის მიუსაფარობა, შენაპირის დაკარგვა სწორედ საუკუნო სასუფევლის დაკარგვის განცდას უკავშირდება. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ნაპირი და თავშესაფარი სასუფევლის სიმბოლოებია. სწორედ სასუფევლის ნაპირს შეაფარებს თავს წუთისოფლის ქარიშხლიან ზღვაზე მოხეტიალე ნავი – ადამიანის სული გალაკტიონისთვის კი სულის მიუსაფრობა და უსიხარულობა სწორედ ღვთის რწმენის დაკარგვას, აქედან გამომდინარე კი, სასუფეველში დამკვიდრების იმედის დაკარგვაას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სიმბოლისტურ პოეზიაში გამუდმებით გვხვდება ადამიანის ჩივილი იმის გამო, რომ იგი კარგავს ღვთის რწმენას და ამის გამო კარგავს სულის უკვდავების, სულის ცხონების შესაძლებლობასაც; კარგავს სიკვდილის შემდგომ ნეტარების იმედს და სიცოცხლის საზრისსაც. გალაკტიონის ,,სიზმარიან ჩვენებაშიც“ განჭვრეტილია, თუ როგორი ,,განსასვენებელი“ ელის უღვთოდ დარჩენილი ადამიანის სულს: ,,შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით“ აღსავსე სამყარო უპირისპირდება სულთა სასუფეველს. აქ კვლავ მეფობს მატერია, ნივთიერება, მაგრამ ის მეფობს უსახური ფორმით. თუკი მატერიალური მოვლენების მშვენიერება ღვთიურ სიმეტრიას და ჰარმონიას ეფუძვნებოდა, მატერიის უსახურობა, კვლავ და კვლავ, ამ ჰარმონიის დააკარგვაზე მიგვითითებს. ,,ლურჯა ცხენების“ მიღმიერი სამყარო ატარებს მატერიალური სამყაროს კიდევ ერთ ნიშაანს:
აქ არ დაკარგულა დროის მდინარება: ,,აქ უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან“, აქ ,,იჩქარიან წამები“, ამდენად, ეს სამყარო არ ფლობს მარადიულობას, იგი კვლავ ექვემდებარება დროის წარმავლობას. ბუნებრივია, აქ მარადიული სტატიურობა არ მეფობს, სწორედ იმდენად, რამდენადაც არ სუფევს უფალი,აღსანიშნავია ისიც, რომ მიღმიერი სამყარო მოუცავს ,,ლურჯა ცხენების“ გრგვინვა-გრიალს, რომლებიც დროისა და ბედის სიმბოლურ წრებრუნვაში, სიმბოლურ ,,ბედის ტრიალში“ არიან ჩაბმულნი. ამგვარ წრებრუნვასაც სიმბოლური დატვირთვა ენიჭება და ეს სიმბოლო ქრისტინულ სახისმეტყველებასთან არის დაკავშირებული.
ქრისტიანული მსოფლმხედველობის თანახმად, მიწიერ სამყაროს, მიწიერ ისტორიას აქვს მოძრაობის სწორხაზოვანი, ზეაღმსწრაფი მიმართულება, რაც გულისხმობს მოძრაობის მიწიდან ზეცისაკენ, წარმავლობიდან მარადიულობისაკენ, მატერიიდან ღვთისაკენ. მაგრამ თუ ეს საამყარო აღარ ემორჩილება უფლის ნებას და ექვემდებარება ბოროტ ძალას, იცვლება მოძრაობის მიმართულებაც; ნაცვლად უფლისკენ სწრაფვისა, იწყება წრებრუნვა, ტრიალი ყოვლგვარი აღმავლობის გარეშე. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ წრეზე ადამიანი ბოროტ ძალას დაჰყავს. ,,ლურჯა ცხენების“ სამყაროშიც არ შეჩერებულა მატერიისათვის დმახასიათებელი განუწყვეტელი პროცესი მოძრაობისა, მაგრამ ეს პროცესი შედარებულია ცეცხლის უმიზნო ხეტიალთან , ბედის ტრიალთან, მიღმიერი სამყარო განწყვეტლივ მოძრაობს, მაგრამ მას დაუკარგავს უფლის სახება, უფლისაკენ მისწრაფფების ძალა, სწორედ ამიტომ ცხადდება ეს მოძრაობა უმიზნოდ. მიუხედავად ამისა, ეს უმიზნო ტრიალი ადრე თუ გვიან ჩაითრევს ყველა იმ ადამიანს, ვინც მიწიერ ცხოვრებაშივე დაკარგა ღვთის რწმენა და ამ გზით დაკაარგა სასუფეველში დამკვიდრების იმედიც. მისთვის რეალურია მხოლოდ სამარის განსასვენებელი და არა დამკვიდრება ,,საუკუნოს განსასვენსა ალაგსა“ (გრ. ორბელიანი). ამასთანავე, გალაკტიონთან აქცენტირებულია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა უღვთოდ დარჩენილი კაცობრიობისათვის; ,,ყველნი აქ არიან“, ყველა თანაბრად იზიარებს რწმენის მოკვდინების ცოდვას და ყველას თანაბრად ელის სამუდამო სამარე. თუკი ღვთის რწმენის დაკარგვით ადამიანი კარგავს სულიერებასაც , მისგან რჩება მხოლოდ ხორციელი საწყისი, რომლის ერთადერთი ალაგი ის ცივი სამარეა, რომელის აღქმაც ამდენად დრამატულია გალაკტიონის პოეზიაში. სწორედ ამგვარად განჭვრეტს პოეტი სიკვდილის სულიერ მიუსაფრობისა და სასოწარკვეთის წუთებში. სარწმუნოებრივი აღქმის თანახმად ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურობას, თავის სახეს და, ,,ლურჯა ცხენების“ სამუდამო მხარეში აღარ იხსენიება სახელი და ვერვინ ცნობს მის სახეს, რადგან აქ აღარ ფიგურირებს სული , აღარ ფიგურირებს ინდივიდუალობა. ადამიანი აღრეულია მატერიის ამორფულობაში. ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად სწორედ ღმერთიო ცნობდა ადამიანს მისი სახელის მიხედვით, იმ სახელის მიხედვით, რომლითაც ის ნათლობისას ჩაიწერება უფლის სამწყსოში ზეციურ, ,,,ცხოველ წიგნში“. სწორედ ამ სახელთან იყო დააკავშირებული მის მიერ ამ ქვეყნად ჩადენილი ცოდვაცა და მადლიც, ამ სახელით წარდგებოდა იგი საუკუნო სამსჯავროზე. ,,ლურჯა ცხენებში კი გალაკტიონი ცხადად მიგვითითებს, რომ თუ ადამიანში განქარდება ღვლის რწმენა , განქარდება მისი სულიც, მისი ინდივიდუალურობაც, მისი სახელიც. მას ვეღარავინ ანუგეშებს და ,,საოცრების უბეში“, შეუცნობად ტრანსცედენტურ სამყარიში ნაცვლად ღვთისა მას გამოუცნობი ქიმერები ელიან. თუ სარწმუნოებრივ მსოფლმხედველობაში მართალთა სულები უფლის სიახლოვეს დაემკვიდრებოდნენ და უფალს შეიცნობდნენ, ,,ლურჯა ცხენებში“ ადამიანები სიკვდილის შემდეგაც ვერ შეიცნობს სააიდუმლოს, იგი კვლავ ხვდება ბნელ, საოცარ, გამოუცნობ სამყაროში და იქ აღარავინ ელის ისეთი, ვინც მის ძახილს შეისმენდა და დაიჯერებდა. ამ შემთხვევაშიც გალაკტიონი უპირისსპირდება სარწმუნოებრივ პრინციპს, რადგან მორწმუნეს სწამს ისიც, რომ მის წრფელ ვედრებას, მის ძახილს გაიგებს და შეისმენს ღმერთი.
ამდენად, ,,ლურჯა ცხენების“ ამ სტროფში გალაკტიონი კვლავაც წარმოგვიჩენს, თუ რამდენად მიუსაფარია რწმენადაკარგული ადამიანი , რამდენად ეულია ის, ვინც მიღმიერ სამყაროში გარდაცვალებისას კვლავ იხსენებს, კვლავ მოუხმობს ღმერთს, მაგრამ მას აღარავინ იხსნის, რადგაან ამ ქვეყანადვე დაკარგა რწმენა, გაკარგა ღმერთი. მაგრამ გლაკტიონის სტრიქონები: ,,რომელი ცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?“ შეიძლება საპირისპირო მნიშვნელობითაც წავიკითხოთ იმ შემთხვევაში, თუ მიმართებას ადამიანისა ღვთისადმი შევცვლით მიმართებით ღვთისა ადამიანისადმი.
საზოგადოდ, ეს მიმართულებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაშიც ენაცვლება ერთიმეორეს, რადგან ღვთის და კაცის ურთიერთკავშირი არ არის ცალსახა. უფფლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანთან კავშირი, როგორც ადამიანისათვის-უფლისკენ მისწრაფება. ამ შემთხვევაში გალაკტიონის სტრიქონებში შეიძლება ამოვიკითხოთ ისიც, რომ რწმენის დაკარგვასთან ერთად დაიკარგა თავად ადამიანიც, დაიკარგა ის, ვისაც უნდა შეეცნო უფლის სახიერება, მისი საახე, ის, ვისაც უნდა შეეცნო უფლის სახელი. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ხომ იგივეობრივია ღვთის არსება და მისი სახელი. უფლის სახელის შეცნობით ადამიანს საშუალება ეძლევა თავად უფლის შეცნობის შესაძლებლობა, მაგრამ თუ აღარ იარსებებს მორწმუნე ადამიანი, ვეღარავინ იტყვის ღვთის სახელს, ვეღარავინ გაიგებს მის ძახილს, ვეღარავინ დაიჯერებს, რომ ღმერთს გამუდმებით შესტკივა გული თითოეულ ადამიანზე, თითოეულ გზააბნეულ ცხოვარზე და გამუდმებით მოუხმოს მას თავისკენ. გალაკტიონი გვაგრძნობინებს, რომ მის აღქმაში ადამიანის გარეშე დარჩენილი ღმერთი ისეთივე ეულია, როგორც ღვთის გარეშე დარჩენილი ადამიანი. ამასთანავე, პოეტი მიგვითითებს იმასაც, რომ რწმენის დაკარგვის საბედისწერო პროცესი, რომელიც გამოხატა ფრიდრიხ ნიშეს სიტყვებით ,,ღმერთი მოკვდა“, განხორციელდა სწორედ ადამიანის შინაგან არსებაში, სწორედ მის სულსა და ცნობიერებაში. ღმერთი მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა ადამიანისათვის, თორემ თავისთავადაც ის კვლავაც უკვდავია, კვლავაც მარადიული, მისი ,,შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა“, იგი კვლავაც თვალშეუდგამ ნათელად დარჩა, რომელსაც ვერ ფარავს თვით უღმერთობის ”ნისლის ნამქერი“. მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ადამიანთა გაწმენდილი სულები უნდა დამკვიდრებულიყვნენ, ახლა მხოლოდ ,,მშრალი რიცხვებია“ დარჩენილი მატერიალური რაოდენობრიობა ვერ გარდაისახება სულიერ თვისობრიობად, რადგან სულიერი გარდასახვა მხოლოდ ღვთის რწმენით იყო შესაძლეებელი. ახლა აქ მხოლოდ ,,უდაბნო მღელვაარებს“ (ნ. ბარათაშვილი), შუქთა კამარა ,,მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება.
რამდენადაც გვახსოვს, ქრისტიანულ სახისმეტყველებაში უდაბნო უფლისაგან განდგომილი სამყაროს სიმბოლოა. უდაბნოს ქალაქად ქცევა, მისი მოწესრიგება მხოლოდ ღვთისადმი ლოცვით, ეკლესიის აგეებით, ზეციური კანონზომიერების დაქვემდებარებებით არის შესაძლებელი. ლურჯა ცხენებში“ კი მიღმიერი სამყარო მღელვარე, ქაოსურ უდაბნოდ ესახება პოეტს, რადგან აქ არ მეფობს კანონზომიერება, რადგან აქ მხოლოდ წყევლა და შეჩვეენება ისმის ნაცვლად ლოცვისა. ,,ლურჯა ცხენებში“ გალაკტიონ ტაბიძე ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რატომ ისახება მის ,,სიზმრიაან ჩვენებებში“ სწორედ ამგვარი, ,,სამუდამო მხარე“. პოეტი გვაგრძნობინებს, რომ ეს მოხდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მის არსებააში გაქრა ,,სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში“, რამდენადაც თვით მის არსებაშიც გაიდგა ფესვი ღვთისადმი ურწმუნობამ, დაპირისპირებამ. საზოგადოდ, სიმბოლისტურ პოეზიაში აღიარებულია, რომ სწორედ პოეტი არის პიროვნება, რომელიც სულიერ ასფექტში იტვირთებს კაცობრიობის ცოდვებს, ურწმუნოების ცოდვაცარ გულისხმობს ოდენ ერთი ადამიანის ერთი პოეტის სულიერ დაცემას. ეს პოეტი სულიერად დაცემულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ყველაზე მძაფრად განიცდის კაცობრიობის საყოველთაო სულიერ მდგომარეობას. თუ ის იცხოვრებდა სულიერი განწმენდის და აღზევების დროში, მისი ლექსებიც აღმაფრენის, ზოგადი ჰარმონიის გამომხაატველნი იქნებოდნენ,მაგრამ მოდერნიზმის ეპოქაში, კაცობრიობის სულიერი დეკადანსის ხანაში, მის პოეტურ შთაგონებას, მის ,,ღამის ზმანებას“ სსწორედ ამგვარი ხილვა, სწორედ ამგვარი ,,სიზმარიანი ჩვენება“ ეწვევა.
,,ლურჯა ცხენებში“ გალაკტიონის მიერ წარმოსახული სურათი არ მიგვითითებს პოეტის შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიაზე, რამდენადაც ეს პოეტი ცხოვრობს საყოველთაო დისჰარმონიის, საყოველთაო უთანხმოების ხანაში. ამ ლექსში დახატული ტრანსცედენტური სამყარო საზარელია თავისი მიუსაფრობით, თავისი სიცივითა და სიმწუხარით. რამდენად მისაღებია ქრისტიანული სარწმუნოების თვალსაზრისით ამგვარი ხილვების გაცხადება? რანდენად ენიჭება ადამიანს უფლება, სხვებისთვისაც აღსაქმელი გახადოს საკუთარი სასოწარკვეთილი სულის მგომარეობა, სხვებსაც წარმოუჩინოს ის სურათი, რომელიც მის სუბიექტურ შინაგან პოზიციას ასახავს? ხომ არ ახვევს თავს საკუთარ სულიერ პრობლემებს იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯერ უცხოა ამგვარი კრიზისის განცდა? განა ანალოგიური ბრალდება არ გაისმა გრიგოლ ორბელიანის ლექსში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს: ,,ღმერთი არ არის“… (შენთვის ნუ არის!) შენ არ გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?” ხომ არ ჩანერგავს გალაკტიონის ეს ლექსი ,,უმანკოთ გულში“ უსასოებას, ურწმუნოებას? მაგრამ თუკი ,,ლურჯა ცხენების“ სათქმელს აღიქვამთ სარწმუნოებრივი პრობლემების კონტექსტში, ჩვენთვის ცხადი გახდება ისიც, რომ ეს ლექსი მოიცავს არა იმდენად საფრთხეს, არამედ გაფრთხილებას, თუ რამდეაად მძიმე შეიძლება იყოს პიროვნებისთვის ღვთის რწმენის დაკარგვა, თუ რამდენად უსასოდ აღიქვამს ამგვარი პიროვნება არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, სააქაო ცხოვრებას, არამედ მიღმიერ საამყაროსაც, ,,სამუდამო მხარესაც“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაში არსებობდა ცოდვილთა ტანჯვის, მათი – ,,საუკუნო პატიჟის“ გამოსახვის ტრადიცია, მაშინ გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენებიც“ შეიძლება გავიაზროთ, როგორც ამ ტრადიციის გააგრძელება. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანული ეკლესიის წმინდა მამებიც კი არ უფრთხოდნენ საკუთარი ტკივილების წარმოჩენას, რათა ამ ფორმით წარმოეჩინათ ისიც, თუ რაოდენ სანატრელი, რაოდენ სანეტარო შეიძლება იყოს ის შვება, რომელსაც უფალი მომადლებს სარწმუნოების წიაღში სმონანიებით დაბრუნებულ სულს. გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაშიც მრავლად შევხვდებით ისეთ ქმნილებებს, სადაც ნათლად სჩანს პოეტის სწრაფვა ამგვარი მონანიებისაკენ. სწორედ ამ ლექსებთან მთლიანობაში უნდა განვიხილოთ ,,ლურჯა ცხენებიც“ რადგან გალაკტიონის ლირიკა , სიმბოლისტური პოეზიის კანონზომიერების შესაბამისად, მოიცავს როგორც დიდი სულიერი დაცემის, ისე დიდი სულიერი აღმაფრენის გამომხატველ თხზულებებსაც.

mantineli
ციტატა(გუთანო @ 6.04.2010, 16:06) *

მადლობთ გუთანო. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე. smile.gif
გუთანო

გალაკტიონის ჩანახატ-ჩანაწერები

shamili
ჩემს ახლობელს აქვს ოჯახში გალაკტიონის მიერ შესრულებული ნახატი
juzi
ძალიან გამახარა ლიბ.გეზე მაგ ჩანახატების და ხელნაწერების გამოჩენამ smile.gif)
გუთანო
გუთანო
გალაკტიონი საკუთარი ლექსების შესახებ

1
“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.

2
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში - არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?... (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი - ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” - ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.

3
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!

1950-1958წ.
zura_SX
იყო, არის და იქნება სანამ კაცობრიაობა იარსებებს
zura_SX
გუთანო
გალაკტიონი :

ქართული ლექსის შესახებ

გამოსარკვევია: “კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას ”. თუ მართლა ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, უნდა შვისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის გამოცდილება ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.

მწერლობისა და სიტყვისათვის

მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვწერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ღირსი მგონია. მე არ მჭირდება ფულები. და არას დროს არაფერს არ დავწერ ფულებისათვის. მე არ ვფიქრობ წერისათვის.მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებები და გავავრცელო რა არასწორი (ყალბი), დაჭიმული და მერყევი აზრები, ვჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლე და გარკვეულობა: მე არ ვწერ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი დავწერო. ხდება ხანდახან, ესე შეემთხვევა ხანდახან ბევრს საუკეთესო ჩვენს მწერლებს; ასე მაგალითად... როგორც კი შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია... ბოლოს და ბოლოს მე შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაიწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელი სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ, საუკეთესო, მშვენიერი წიგნები, ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე,როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისთვის...

ხელოვანის ტრაგედია

ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: “დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადაუხვევ გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ... რა დიდი ამბავია თავისთავის წინააგმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ... განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არშევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ...” მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით დასასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ მარტოა. და აქ იწყება მიდი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფმება მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, მშვენიერზე მშვენიერი გზა. მაგრამ ... რა ახლოა და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ! საბოლოოდ გადაბრუნდა!

2 ნოემბერი, 1948 წელი

საუკუნის დასაწყისის პოეზია

ეს პოეტის “მე”-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს. ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის ჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ “პოეზია იწყება მისით და თავდება მისით”? როდესაც მასა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, რა და რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის, ზოგადად რომ ვსთქვათ, ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურული ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე - ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისი საქართველოს მწერლების ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ. თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაწყება მშენებლობა ახალი პოეზიისა. ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდსილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ის განგებ იყო გამოგზავნილი ჩვენს გასაღიზიანებლად, სიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).

1950 წ.
nino darbaiseli
###

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.
და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?
ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება,
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!
ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ,
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.
მე ამ ქინძისთავს
დავცქერი ეხლა,
და ვერ მაშინებს
ვერარა შეხლა,
მისით თუნდ ყველა
ქვეყნებს დავიარ!
გულთან უბრალო
ქინძისთავია
.მასთან სიკვდილსაც
მივიჩნევ არად,
ის ჩემთანაა
მარად და მარად.
სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს -
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი. (1958)

ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ზეინაბ სარიას წერილი, სათაურით ,,შეუსაბამობანი და კომიზმი გალაკტიონის ლირიკაში''.( http://lit.400.ge/Online/1/alogikuroba.html )
მკვლევარი საკითხზე მსჯელობისას სხვა ლექსებთან ერთად ამ ლექსსაც ეხება. სამართლიანობა მოითხოვს , აღინიშნოს, რომ ავტორი მას ''შეუსაბამობისა და კომიზმის'' ნიმუშად პირდაპირ არ ასახელებს და მხოლოდ ქვემოციტირებულით იფარგლება:

,,1958 წელს დაიწერა ლექსი „ერთხელ მერიით“. პოეტს არ ახსოვს, სად – მერიაში /სოფელი ოზურგეთის რაიონში/ თუ ხიდისთავში /სოფელი ჩოხატაურის რაიონში/ ლიტერატურული შეხვედრის თუ საღამოს შემდეგ თაყვანისმცემელმა ლამაზმა ქალმა ხალათი შეუკრა ქინძისთავით:

„ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს უბრალო
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი
და რანაირად
ვიყავი ავად.“

სილაღისა და სიმსუბუქის, დაუძაბავი უდარდელობის განცდას ბადებს ტავტოლოგიური „ერთხელ“. უბრალო ფაქტია, მაგრამ პოეტისთვის ის ადამიანური სითბო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სასიცოცხლო ენერგიით აუვსო მთელი არსება.

„ვამბობდი, არის
მზიურთთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება“.

ზოგჯერ ნამცეცი ყურადღება ადამიანში შინაგანი ძალების წარმოუდგენელ განახლებას იწვევს და საკუთარი თავის რწმენას შთაბერავს მას:

„სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს-
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი.“

ამჯერად ნუ დავიწყებთ იმის განსჯას, რამდენად სანდოა მისი ინფორმაცია ან რამდენად მართებული - ინტერპრეტაცია. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ იგივე ლექსის აქტუალიზაცია ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში, მისი მოთავსება მართებულ კონტექსტში კარგა ხნით ადრე განხორციელდა. გთავაზობთ ამ სტატიას:

თეიმურაზ დოიაშვილი

კონტექსტის პოეტიკა

გალაკტიონ ტაბიძის მეორე პოეტური რეფორმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ესთეტიკურად ნეიტრალური სიტყვის განპოეტურობის უნივერსალური პრინციპის – კონტექსტის პოეტიკის - მიგნებასა და დაუფლებას. კონტექსტის პოეტიკის ფუნქციონირებისას სიტყვას არც გარედან მოაქვს „მზა“ პოეტურობა და არც ტროპულ გარდაქმნას განიცდის. კონტექსტის მეშვეობით ყოფითი სიტყვა პოტენციურად იძენს პოეტური სიტყვის არსებით თვისებებს: მრავალმნიშვნელოვნებას, ასოციაციურობას, კონკრეტიზაციისა და სიმბოლიზაციის უნარს. იგი ინარჩუნებს საგნობრიობას, მაგრამ, სიტუაციის შესაბამისად, აქვს მნიშვნელობის დავიწროების ან გაფართოება-განზოგადების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამის შედეგად იხსნება დაპირისპირება და წინააღმდეგობა პოეტურ და ყოფით-სასაუბრო სიტყვას შორის, სიტყვის საგნობრიობასა და მრავალმნიშვნელოვნებას, საგნის კონკრეტულ გამოსახვასა და იდეის გამოსახვას შორის.
თუ გავითვალისწინებთ გალაკტიონის მეორე პოეტური რეფორმის არსებით ნიშანს – პრინციპულ ორიენტაციას სასაუბრო ენასა და სადა, ბუნებრივ სტილზე, სრულიად გასაგები გახდება კონტექსტის პოეტიკის მნიშვნელობა.
გ. ტაბიძის ბოლო პერიოდის ლირიკისათვის ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი ლექსია „ერთხელ მერიით თუ ხიდისთავით“ (1958), სადაც კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობანი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
ლექსს მარტივი, ყოფითი ფაბულა აქვს: გზად მიმავალ პოეტს ყინვიან ამინდში უცნობმა ქალმა ქინძისთავით შეუკრა ხალათი. ასევე უბრალოა და ყოფითი ის საგანი, რომელსაც ტექსტში ცენტრალური ადგილი უკავია: ქინძისთავი. უფრო მეტიც, სიტყვა „ქინძისთავი“ თავისი შინაარსით კიდევ უფრო პროზაული წარმოდგენისაკენ გვეზიდება: „ქინძის თავი“. ეს ყოფითი, სტილურად ნეიტრალური, უბრალო სიტყვა პოეტურ ტექსტში საოცრად იფართოვებს შინაარსს, განზოგადდება, მაგრამ ამასთანავე არ კარგავს თავის კონკრეტულ, საგნობრივ მნიშვნელობას. ლექსის ექსპოზიციაში „ქინძისთავი“ მხოლოდ კონკრეტული ყოფითი საგანია, პოეტის მოგონების ერთი არაფრითგამორჩეული დეტალი:

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.

დამოწმებული მონაკვეთის ბოლო ორი სტრიქონი პირველი მინიშნებაა იმაზე, რომ ის, რაც ზემოთ ითქვა, პოეტისათვის ფაქტის უბრალო კონსტატაციაზე მეტს ნიშნავს. „ყინვა“ და „ქარი“, როგორც პოეტური ტრადიციის მქონე სიტყვები, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, გადატანით მნიშვნელობასაც ატარებენ, ამიტომ ჩნდება მოლოდინი ერთგანზომილებიანი თხრობიდან გასვლისა. მართლაც, პოეტი განაგრძობს:

და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?

აქ პირველად ჩნდება „ქინძისთავის“ შინაარსის გაფართოების შეგრძნება სიტუაციის ჰიპერბოლიზაციის გამო: უბრალო საგნის ფიზიკური შესაძლებლობანი და ლირიკული სუბიექტის ავადობის ხარისხი ერთმანეთს არ ეთანაბრება. ამიტომ იბადება აზრი, რომ ტექსტში არც ფიზიკურ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და არც ქინძისთავია უბრალო ყოფითი საგანი. ლექსის მომდევნო სტრიქონებში ეს აზრი დადასტურებას პოულობს:

ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება.
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!

ამ სტრიქონებს თან მოაქვს ადამიანური თანალმობის მოტივი და აშკარავდება, რომ პოეტის ავადმყოფობა სულიერი შეჭირვებაა, ხოლო „ქინძისთავი“ სიმბოლოა ადამიანისათვის გაწეული უანგარო სამსახურისა. „ქინძისთავის“ აზრობრივი შინაარსი ლექსში სულ უფრო და უფრო ფართოვდება:

ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.

კონტრასტი „ტყვია, ხანჯალი – ქინძისთავი“ სიტყვა „ქინძისთავს“ „ფარის“, „მფარველის“ სემანტიკას უკავშირებს.
პოეტს სიტყვა „ქინძისთავი“ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში შეაქვს; საგანი ხდება იმედის, რწმენის სიმბოლო. სიტყვა „ქინძისთავის“ შინაარსი იმდენად ფართოვდება, რომ პოეტი თითქოს საგანგებოდ გვაფრთხილებს: „გულთან უბრალო ქინძისთავია!“
გალაკტიონი პირდაპირ, შეუფარავად მიუთითებს არატროპული სიტყვის ორპლანიანობაზე:

სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს –
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.

კონტრასტი „სხვისთვის არარა – ჩემთვის მზე“ თითქოს მინიშნებაა იმ საოცარ ცვლილებაზე, რაც უბრალო საგანმა განიცადა პოეტის სულში. „ქინძისთავი“ ყოფით პლანში მართლაც „არარაა“, მაგრამ, პოეტური კონტექსტით გარდაქმნილი და განზოგადებული, პოეტისათვის მზეს, მნათობს ედარება.
ფინალის წინ ქინძისთავის განზოგადების ხარისხი იმდენად ძლიერია, რომ პოეტს სრულიად თამამად გავყავართ სიტყვის პროზაულზე პროზაული შინაფორმისაკენ:

დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?

ლექსის ექსპოზიციის თხრობითი ინტონაცია ფინალში ჰიმნის ჟღერადობას იძენს:

ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ვარ მადლობელი!

ეს ინტონაციური ზეაღსვლა ზუსტად აირეკლავს იმ თვისებრივ ცვლილებას, რამაც მარტივი ყოფითი შემთხვევა ადამიანური თანალმობის თემამდე განაზოგადა, უბრალო საგანი უფართოესი შინაარსის სიმბოლოდ აქცია.
სიტყვა „ქინძისთავი“ მთელი ლექსის მანძილზე არ კარგავს თავის პირდაპირ, საგნობრივ მნიშვნელობას, თუმცა კონტექსტის ზემოქმედებით მისი შინაარსი სხვადასხვა მოცულობით ფართოვდება და განზოგადდება. ყოფითი სიტყვა იძენს პოეტური სიტყვის ისეთ თვისებებს, როგორიცაა მრავალმნიშვნელოვნება, სიმბოლურობა, ასოციაციურობა. „ქინძისთავი“ კონკრეტულ საგნადაც რჩება და ზოგად იდეასაც გამოხატავს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს ლექსი, რადგან გალაკტიონი აქ თითქოს საგანგებოდ ახდენს კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობათა დემონსტრირებას. ყოფითი ამბისა და საგნის განზოგადებისა და სიმბოლიზაციის ის ხარისხი, რასაც გ. ტაბიძე აღწევს ამ ლექსში, და სხვა ნაწარმოებებშიც, უახლეს ქართულ პოეზიაში თვისებრივი სიახლე იყო, თუმცა მას გენეტიკური კავშირი ჰქონდა რეალისტური პოეზიის ტრადიციებთან და, გარკვეული აზრით, მის რესტავრირებას წარმოადგენდა ახალ ისტორიულ სიტუაციაში.
ჩვენს თვალთა წინაშე წარმოიმართება უფაქიზესი სულის პიროვნება, ადამიანურ სითბოს და ზრუნვას დანატრებული მარტოსული, რომლისთვისაც უბრალო თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტი კოსმიურ მასშტაბებს იძენს და მოყვასისადმი თანალმობის ნამდვილ ჰიმნად გარდაიქმნება.

ჟ. „კრიტერიუმი“, 2001 წელი, #3
nino darbaiseli
გამოვიდა ჟურნალი ,,ქართული მწერლობა'' (2010,5) ,რომლის შეძენაც შეგიძლიათ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში .
( თბილისის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და სტენდებზე - არ ჰქონიათ)
მასში დაბეჭდილია ეს სტატია, გაფორმებული გალაკტიონისავე გრაფიკული ჩანახატებით :

,,მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებულ სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია V’’.
კრებულიდან, ანონსის სახით, გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ნაშრომისა ,,სამი ლექსი ,,არტისტული ყვავილებიდან”

ნინო დარბაისელი

`მივარდნილი აივანის~ შესახებ

ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი.

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა , კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე:
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

,,რა უბედური ქარია! ''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)

ოქტავებით ვწერ პოემას,
(ესეც საქმეა თუ არა? )
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
ტფილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო ტფილისმა
ჩინებულება ჩინელი.

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)

ეს ლექსი, ერთი შეხედვით, ამოვარდნილადაც შეიძლება მოგვეჩვენოს იმ ორგანული მთლიანობიდან, ,,არტისტული ყვავილები'' ქმნილებათა კონტრაპუნქტული მიმართებებით რომ იქმნება, მით უმეტეს, რომ კრებულში მას წინ უძღვის ,,არ-დაბრუნება'' და მოსდევს ,,აკაკის ლანდი''. ამ კონკრეტულ ლოკალში იგი თავისებურ ინტერმედიადაც კი გამოიყურება.
რატომ შეიტანა პოეტმა კრებულში ეს ლექსი, მაშინ, როდესაც იმავე წლებში შექმნილი, კონტექსტუალურად ახლო მდგომი არაერთი ნაწარმოები გარეთ დატოვა?
რეგისტრულობის მხრივ, ,,მივარდნილი აივანი~ ,,არტისტული ყვავილების'' ყველაზე ქვედა საფეხურია და ვერსიფიკაციული თვალსაზრისითაც ლამის ყველაზე ტრივიალური ფორმა აქვს: რვამარცვლედი(5/3) კატრენები, მომდინარე ხალხური ლექსისა თუ მისი ლიტერატურული ანალოგიდან, ჯვარედინი დაქტილური რითმებით.

***
გ.ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის კომენტარში ვეცნობით ჩანაწერს პოეტის არქივიდან, სათაურით ,,მივარდნილი აივანი'':
,,ლექსი დაწერილია 1918 წელს, თათარი შემოესია ბათომს. ლექსი სატირაა იმდროინდელი ვითარებისა''. შემდგომ პოეტი განმარტავს ტექსტის ცალკეულ მომენტებს, რომელთა შესახებ ანალიზისა და ინტერპრეტაციისას, შესაბამის ადგილებზე ვისაუბრებთ, მანამდე კი დავიწყოთ სტროფიკით.
ლექსში ცხრა კატრენია. აქედან შუა ანუ მეხუთე და ბოლო - ფორმით იდენტურია, მაგრამ ფუნქციურად - განსხვავებული:

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ, ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია,
(ვამაყობ საქართველოთი!)

მეხუთე სტროფი ლექსს ორ ნაწილად ჰყოფს. პირველ ნაწილში რჩება ეზოს წარსულის გახსენება, მის ბინადართა აღწერა, თავადი ვაშლოვანელის სტუმრობა, მასთან მუსაიფი ქალაქის ახალ ამბებზე, რომლის შინაარსიც ჯერ (ჩვენ - მკითხველებმა) არ ვიცით, სმა და დამშვიდობება.
მეორე ნაწილი - სტუმრის წასვლის შემდეგ მარტო დარჩენილი პოეტი-მასპინძლის მარეზიუმირებელი ფიქრი-მონოლოგია. და მის ბოლოში განმეორებული სტროფი თუ ადრე ცოცხალ, უშუალო დიალოგს გადმოსცემდა, ახლა სიტყვებში - ,,(ვამაყობ საქართველოთი!)'', ჩვენი ,,ბედნიერი ერისადმი'' (ი.ჭავჭავაძე) სარკაზმის ზღვრამდე მისულ ირონიას პოეტის გულდაწყვეტილი ინტონაციაც ერთვის.
გალაკტიონის პოეზიის ინტერტექსტუალობასა და სტილთა კონტრაპუნქტის შესახებ მსჯელობისას ი. კენჭოშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო სტროფი ,,მთლიანად ცხოვრების ტექსტიდან აღებული ციტატებისგან შედგება''. (სტრიქონი ,,წამოველ, ვიცი მელოდი”, ჩემი ფიქრით, ფოლკლორულ ტექსტსაც – ,,აქედანა და შენამდინ” – უნდა უკავშირდებოდეს, კერძოდ სტრიქონებს - ,,ასე გამხადა სურვილმა, წამოველ, ვეღარ ვიარე” ).
მივყვეთ ტექსტს და შევეცადოთ გარკვევას, თუ რა ინტერტექსტუალურ მიმართებაშია იგი ცხოვრების ტექსტთან, ასევე, რა ლიტერატურული რემინისცენციებისა და ალუზიების გამოყენებით არის კონსტრუირებული იგი.
ლექსის პირველივე გროტესკული სახე _ ეზოში მოსიარულე ამპარტავანი მამალი და მისი თათრობა შეგვეძლო მხოლოდ პოლიგამიურობაზე, როგორც მუსლიმანური, `ურჯულო~ სამყაროს წესზე მინიშნებადაც ჩაგვეთვალა და შესაბამისად, კაკბის გამოჩენა ეროტიკის ალეგორიად გაგვეაზრებინა, თავად გალაკტიონის ჩანაწერი რომ არ გვზღუდავდეს, ,,ბათომს თათარი შემოესიაო''.
ამპარტავნობა _ დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა _ ,,შემოდგომის აზნაურთა'' საერთო-სახასიათო ნიშანია, მაგრამ სოფლის მოუვლელ ეზოში ამპარტავნულად მოსეირნე მამალს _ პაროდიულ სურათს დაკნინებული საქართველოსი სხვა ლიტერატურული პირველწყაროც ეძებნება. თუ ამპარტავნობას მამლების ბრძოლის მიზეზად ან გამარჯვების ნაყოფად წარმოვიდგენთ, გამოვლინდება ტრანსფორმირებული ალუზია გურამიშვილის თავისთავად პაროდიული სიტყვებისა: ,,ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს''. ამ პოეტისავე სიტყვებით, ამპარტავნობა ქართლის ჭირის თანამდევია. (,,შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,/ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხვა პირისა"). მოყოლებული გურამიშვილიდან, მამალი, მამლების ბრძოლა _ ქართული პოლიტიკური დისკურსის პატრიოტული ,,ფრეიმების'' ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია (გავიხსენოთ: ათი წლის შემდგომ, 1918 წლის მოვლენების ამსახავ პოემაში ტიციან ტაბიძე თავს _ ,,ფრონტებზე'' სწორედ გურამიშვილის ამ სიტყვების: `ვით მამალი სხვის მამალსა...~ ციტირებით დაიწყებს და ამ კონცეპტს შემდგომაც არაერთგზის დაუბრუნდება),
აივანი, რომელსაც ადრე ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე შვენოდა, ახლა ,,მი-ვარდნილია''. გარდა პირდაპირი გაგებისა, ამ თამაშურ პრინციპზე აგებულ ტექსტში მი/მო ზმნისწინებით ,,თამაში'' მო-ვარდნილის (მომწყდარის, მოძრობილის) გაგებასაც გამოავლენს.
მანდილი _ ქალის კდემამოსილების ქართული კლიშე-სიმბოლო და სა-კაბე _ (მომავალი დროის გაგება - მინიშნება კაბადქცევის პოზიტიურ პერსპქტივაზე), ახლა ძველი დასტურ-ლამალივით, მხოლოდ ხსოვნას შემორჩენია (,,მახსოვს'').
კნეინა _ ამ კონტექსტში, გარდა ევფონიური კავშირისა სიტყვა ,,კაკაბთან'', კნინობის, და-კნინების გაგებასაც შეიცავს. მხრებზე გაროზმოსხმული (გაროზი - ნაქსოვი მოსა-სხამი), მაღალტანიანი ,,კნეინა კაკაბი'', აწ სიმინდის ანაქურჩალით პირდაცობილი კოკა რომ შემოუდგამს მხარზე, ერთი მხრით, პაროდირებული ალუზიაა ხალხური სიმღერისა ,,თებრონე მიდის წყალზედა, კოკა შეუდგამს მხარზედა'', მეორე მხრით კი ვაჟას ლექსისა ,,სამეფოს სიმღერა'':

ქალო, გნახე ფეხშიშველი,
გამაჰგოგდი ეზოშია,
გენაცვალე, კაკაბს ჰგავდი,
მოსეირნეს ფერდოშია.

საქართველო (,,ვამაყობ საქართველოთი'') - ეპიფორის, გამეორების ბოლო, ლექსის მთავარი სიტყვაა და მისი სტატუსის გამოსაკვეთად გამომსახველობით საშუალებათა მთელი კომპლექსი გამოიყენება. პატრიოტული მოტივი ტექსტში კარნავალური წესით შემოდის: ოდესღაც ,,ძველი დასტურ-ლამალის'' წეს-გარიგებებით მართვადი ეზო-მიდამო _ ძველი საქართველოს სახე _ ახლა დაკნინებულა და სასეირო სანახაობის არედ ქცეულა. კნეინა თუ წყალს ეზიდება, ,,ჭმუნვით მოცული თავადი ვაშლოვანელი'' (მაღალი სტილის პაროდია) ოხრავს იმაზე, რომ ,,გახმა ბოსტანში მწვანილი!''
პოეტს შემოქმედებითი მოცალეობის ჟამი უდგას და პოემას წერს ოქტავებით, თან თავს იჯერებს: ,,(ესეც საქმეა თუ არა?)'', მაგრამ ეს უფრო თავისმართლებაა ვიღაცის წინაშე. ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომელიც ტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ღიად ექსპლიცირებული არ არის?
ვფიქრობ, აქ ი.ჭავჭავაძე ადვილი ამოსაცნობი იქნება, თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს ამ ლექსთან ინტერტექსტუალურად დაკავშირებული ტექსტიდან _ თათქარიძიანთ კარ-მიდამოს აღწერიდან:
,,...ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!.." ეს კი ქალის სა¬ქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, — და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონება-გასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო'' (,,კაცია- ადამიანი?!'' ) .

დავუბრუნდეთ კვლავ ტექსტის თანმიმდევრობას.
,,ტფილისში მეფობს თათარხან'', თან რაღაც დუელებია... რაკი ლექსი თათრის ხსენებით იწყება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ტექსტში მისი გამოჩენის მოტივი ორ სიტყვას შორის ბგერწერული და სემანტიკური კავშირია, ან რომ აქ საუბარია რაღაც ისტორიულ რეალიაზე, რომლის შესახებ ინფორმაციას თანამედროვე მკითხველამდე არ მოუღწევია. ამის კვალი არ მოიძევება არც ისტორიულ წყაროებში, არც ტიციან ტაბიძის პოემაში ,,თვრამეტი წელი'', რომლის მიხედვით, კატაკლიზმებით სავსე 1918 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სურათი ასეთია: თბილისი დაშნაკების, სოციალ-დემოკრატების _ მენშევიკ-ბოლშევიკთა მწვავე ბრძოლების ასპარეზად ქცეულა. თითქოს გალაკტიონის ამ ლექსს ეპასუხებოდეს, ტიციან ტაბიძე პოემაში თბილისის შესახებ ამბობს:

ამ დროს არ იყო
ლეკი და დიდო,
თურქებსაც ორივე
ფეხი ჰქონდათ
ძირში მოტეხილი.
და დაღლილ მამლებს
ძაღლი კი არა,
თვითონ დიდი
ბრიტანეთის ლომი
ტორით ტორავდა.

იქნებ სარითმო წყვილი: ხანდახან/თათარხან დაგვეხმაროს ცხოვრების ტექსტის ამ ბუნდოვანი რეალიის ინტერპრეტირებაში.
იონა მეუნარგია ნარკვევში ,,მამია გურიელი'' ასეთ, ცოტა არ იყოს, ფრივოლურად შეფერილ ეპიზოდს იგონებს:
`ერთ დარბაისელ საზოგადოებაში ერთი მშვენიერი ახა¬ლ¬გაზრდა ქალი, დიდი გვარიშვილი, დიდხანს ლაპარაკობდა თავ. თათარხან დადეშქელიანზე. იქ მყოფმა მამიამ დიდხანს უგდო ყური იმას, და, რომ არ გაათავა ბანოვანმა ლაპარაკი, წაიდუდღუნა თავისთვის, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ:

სულ თათარხან,
სულ თათარხან,
ჩვენც - ხანდახან,
ჩვენც - ხანდახან.''

ასეთი მოსწრებული სიტყვები ჩვეულებისამებრ, ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდებოდა და დიდხანსაც ახსოვდა ყველას. ესეც არ იყოს, ცნობილია გალაკტიონის განსაკუთრებული სიყვარული მამია გურიელისადმი.
თათარხან დადეშქელიანი ტარიელის როლში
თათარხან (ნიკოლოზ) დადეშქელიანი _ ქალების გულთამპყრობელი, რომელიც ქუთაისში ცოცხალ სურათებად დადგმულ ,,ვეფხისტყაოსანში'' ტარიელს განასახიერებდა (1882), 1918-ში ცოცხალი აღარ იყო. თათარხანი _ სვანეთის მთავრების დადეშქელიანების საგვარეულო სახელია. გასული საუკუნის ათიან წლებს უკავშირდება ციოყ (ალექსანდრე) დადეშქელიანის ოჯახის იმ დროისათვის მეტად გახმაურებული ჰამლეტური ტრაგედია. ციოყის ვაჟს თათარხანი (ნიკოლოზი) ერქვა. ეს უმცროსი თათარხანი ორბელიანებთან არის დანათესავებული, ვაშლოვანი კი - ორბელიანთა სამოსახლოა... მაგრამ ნუღარ გავცდებით ჩვენი წერილის ძირითად მიზანდასახულებას. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ დუელის ხსენება თათარხანთან ერთ კონტექსტში _ ორი თათარხან დადეშქელიანის კონტამინაციაა პოეტურ წარმოსახვაში. ახალ დროებაში მწვანილის გახმობაზე აგრერიგად მჭმუნვარე თავადი ვაშლოვანელი კი თათარხანის ამბის მომტანი რეალური პიროვნება ვერ იქნება. იგი პოეტური ფიქციაა, ქართულ ეროვნულ მეხსიერებაში დამკვიდრებული გმირის - თამარ ვაშლოვანელის დაკნინებული შთამომავალი.
ახსნა მომდევნო სტროფის სიტყვებისა: ,,სასახლე გახდა თილისმა'' თვით გალაკტიონის ხელნაწერშია მოცემული: თილისმა მიმზიდველობას ნიშნავს. თუ აქ ტიციან ტაბიძის პოემიდან გავიხსენებთ, მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ყველა ჯურის პოლიტიკოსებს შორის რა დიდი შეხლა-შემოხლები იმართებოდა, სასახლის `თილისმობა~ _ მიმზიდველობა უფრო გასაგები შეიქნება.
,,ჩინებულება ჩინელის'' ასევე თავად გალაკტიონს აქვს ახსნილი: ჩინელი _ ზოგადი სახელია ყველა უცხოელისა, იმ წლებში თბილისს რომ მოაწყდა. ,,ჩინებულება'' კი, პოეტის თქმით, ღირსებას ნიშნავს. თავის ჩანაწერში იგი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს, თუ რა უღირსად, ადგილობრივთა დამამცირებლადა და შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ უცხოელები, კერძოდ ინგლისელები თბილისში. გალაკტიონისეულ პოეტურ ეტიმოლოგიაზე დაფუძნებული ეს სინტაგმა აქ კვლავ ,,გადაყირავებულად'', პაროდირების მიზნით არის გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის არაერთ მხარეს შევეხეთ, ჩვენ, პრაქტიკულად, მაინც არ გაგვიცია პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე.
დავუკვირდეთ ლექსის მეორე ნაწილის - პოეტის მონოლოგის ლექსიკას. მასში დაფიქმზეა ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ,,არტისტული ყვავილების'' ძირითად სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ კონცეპტებს აღნიშნავს: უდაბნოება, ზარი, სასახლე, ამას დავუმატოთ განმეორებადი სტროფიდან ქარი და ამ ყოველივესთან დაკავშირებული რომანტიკულ-სიმბოლისტური კონოტაციები: გზა-ლოდინი/მოსვლა, საშინელი/საშინელება და, ასევე, სათაურისეული ,,მივარდნილი'' (,,სუროში საშინლად მივარდნილ კედლებით/ ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს''- ,,დომინო'') და, ვფიქრობ, ცხადი შეიქნება, რომ ეს ლექსი არა მხოლოდ პოეტური ლექსიკის დონეზეა დაკავშირებული დანარჩენებთან, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ ცდას სწორედ ,,,,სატირულ'' კონტექსტში მოქცევა-გააზრებისა. გავიხსენოთ, როლან ბარტის ცნობილი სიტყვები: ,,პაროდირება - ეს არის უკანასკნელი გამოცდა ტექსტის გამძლეობისა''.
შემოთავაზებული ინტერპრეტაცია არასრული იქნება, თუ კიდევ ორიოდე სიტყვით არ შევეხები ლექსის სათაურს - ,,მივარდნილი აივანი''.
აივანი, როგორც სახლის, შენობის _ კულტურის ნაწილი, ერთდროულად მისი ნიშანიცაა და ბუნებასთან, ასევე კულტურულ გარესივრცესთან ღია კომუნიკაციისაც. მაგრამ სიტყვა ,,მივარდნილი'', სალექსიკონო განმარტებით შორეულს, განაპირას, მიყრუებულს, ძნელად მისასვლელს რომ ნიშნავს, ჩვეულებრივ, გულისხმობს არა მხოლოდ იმ ლოკალს, სადაც ამ თვისების მქონე ობიექტია საგულვებელი, არამედ რაღაც სხვა ლოკალს/ლოკალებსაც, საიდანაც იგი ამაგვარად აღიქმება და, შესაბამისად, დისტანციასაც ამ ლოკალებს შორის.
ეს გარკვეულ საფუძველს იძლევა, რომ სათაური ,,მივარდნილი აივანი'' და მთელი ლექსიც გავიაზროთ, როგორც _ სასაზღვრო, გარდამავალი, შუალედური პირობითი ბარიერი, ლოკუსი ,,არტისტული ყვავილების'' უსაზღვრო იმაგინაციურ სივრცესა და პოეტის ყოფით-რეალურ სივრცეს _ ცხოვრებას, როგორც ტექსტს შორის, სადაც ორივე სივრცის არსებობის წესები ცენტრებიდან პერიფერიამდე ვრცელდება და ერთდროულად თანაარსებობს შეუსაბამობათა შესაბამების, _ ზ. ფროიდის მიხედვით, _ ყოველგვარი იუმორის არსობრივი საფუძვლის პირობებში.
ამ ლექსში, რომლის სატირულ-პაროდიული ინტენცია ერთდროულად მიემართება ორ ტექსტს: ,,არტისტულ ყვავილებსა'' და ცხოვრებას, უკვე რეალიზებულია პოტენცია ნიშანთა მთელი წყებისა, რომელიც ათწლეულების შემდეგ გალაკტიონის ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში და შემდგომ - მის ეპიგონთა შემოქმედებაშიც წარმმართველი გახდება: სახეთა მკაფიო რეალისტურობა და კონკრეტულობა, კარნავალური ელფერი, სიტუაციისა და სახეთა გროტესკულობა, იუმორისტული ეპითეტები, ზეპირმეტყველებითი დიალოგური პასაჟები, ინტონაცია, როგორც პაროდირების ხერხი; პლანების მოულოდნელი შენაცვლება, ტრადიციული (აქ _ დაბალი შაირის) ფორმის პაროდირება და მახვილგონივრული რითმა, როგორც პაროდია რითმისა.

გუთანო
ნინო!
როგორ გამიხარდა შენი აქ ხილვა smile.gif
დიდი მადლობა
გუთანო
დაიბადა გალაკტიონისადმი მიძღვნილი ახალი ბლოგი, რომელიც ძირითადად სამეცნიერო ხასიათის იქნება. ბლოგი ამჟამად დახვეწის პროცესშია smile.gif

გალაკტიონოლოგია

juzi

(აფხაზეთის წვიმა მიყვარს...)

აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

1956

mwerali
ძალიან მიყვარს გალაკტიონი...
გუთანო
მურმან ლებანიძე

* * *
კაცი სხვის რითმებს წვრთნის,
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

წერს: "რა ხდებაო ეს?!"
წუხს: "ჯოგის ხელში ცვდება -
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!"

წერს: "რითმაც უთაქია,
რიტმებსაც ჩემსას ავლენს,
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!

მართალი გახლავს ზოგი,
ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ - პავლია აგებს!

ქურდობს დღისით და მზისით,
ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,
ქარგავს რითმებით სხვისით,
სხვისი რიტმებით ჩარხავს..."

და იქვე დასძენს: "სხვაა,
და არც არავის არ ჰგავს,
გალაკტიონი - ზღვაა,
ამით არაფერს კარგავს..."

კაცი სხვის რითმებს წვრთნის,
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

juzi
ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.

რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება გამრღვევი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.

ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!

აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი,
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.

კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას

თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.

ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.

ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.

როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის.
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.

თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.

დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა. -

დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

1916

nino darbaiseli

გალაკტიონოლოგია V

გამოვიდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებული მორიგი სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ‘’გალაკტიონოლოგია V’’, ცენტრის ხელმძღვანელის თეიმურაზ დოიაშვილის რედაქტორობით.
კრებული აერთიანებს უახლეს გამოკვლევებსა და წერილებს. მკითხველი გაეცნობა პოეტის უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ლექსებსა და ჩანაწერებს უბის წიგნაკებიდან, როსტომ ჩხეიძის ვრცელ ნაშრომს ‘’თვალღია საფლავები’’. ‘’არტისტული ყვავილების’’ პრობლემატიკას ეძღვნება აკაკი ბაქრაძის, ლევან ბრეგაძის, ნინო დარბაისელისა და თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევები. რუბრიკაში ‘,,კონტექსტი’’ ირაკლი კენჭოშვილი და კოსტანტინე ბრეგაძე აშუქებენ რომანტიზმის ტრადიციასთან პოეტის მიმართებას. გალაკტიონოლოგიის ისტორია წარმოდგენილია რეპუბლიკაციით აკაკი გაწერელიას წერილისა ‘’გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა’’ (1938) .ლექსს ‘’უკანასკნელი მატარებელი’’ ეძღვნება დავით წერედიანის ესსე და გიზო ზარნაძის მოგონება. რუბრიკაში ‘’კრიტიკული დისკურსი’’ თეიმურაზ დოიაშვილი განიხილავს ინესა მერაბიშვილის წიგნს ‘’გალაკტიონის ენიგმები’’. ტოტალიტარისტული რეჟიმისადმი გალაკტიონის მიმართებას იკვლევენ თამაზ ვასაძე და ბელა წიფურია. რუბრიკაში ‘’Essay’’ მკითხველი გაეცნობა ვახტანგ ჯავახაძის, ივანე ამირხანაშვილისა და პარმენ მარგველაშვილის სტატიებს. გალაკტიონის ლირიკაში ბავშვის მხატვრული კონცეპტი გაშუქებულია ემზარ კვიტაიშვილის წერილში. როლანდ ბერიძის ლექსმცოდნეობით გამოკვლევა წარმოაჩენს დასავლური მყარი სალექსო ფორმების პოეტისეულ ტრანსფორმაციას. იაპონელი მკვლევარი ჰიროტაკე მაედა თავის წერილში გვაცნობს იაპონურ ენაზე გალაკტიონის ლირიკის პირველ, მისეულ თარგმანსაც. გალაკტიონის პოეტურ ენაში სიმბოლისტურ სიტყვათწარმოებას ეხება ნათია სიხარულიძის გამოკვლევა.ერთი ლექსის ტექსტოლოგიური ისტორიაა ჯული გაბოძის წერილში. რუბრიკაში ‘’წიგნები გალაკტიონზე’’ ლევან ბრეგაძე, თედო იაშვილი და ნათია სიხარულიძე განიხილავენ აკაკი ხინთიბიძის, ნოდარ ტაბიძისა და ზეინაბ სარიას წიგნებს. ,,გამოხმაურებანი, თვალსაზრისი და ინფორმაცია’’ - შეიცავს გურამ ბარნოვის, ვახტანგ როდონაიასა და მამუკა შელეგიას სტატიებს. გალაკტიონის ცხოვრების ეპიზოდს მკითხველი გაეცნობა ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობაში. პოეტის თავგადასავალს აცოცხლებს ლიდია მეგრელიძის მოგონებები, ნანა კობალაძის ვრცელი კომენტარებით.
წიგნის დასასრულს, ტრადიციისამებრ, რუბრიკებში ‘’დღეები ბრუნავს’’ და ’’მოგონებათა თოვის’’ წარმოდგენილია ვრცელი თუ მცირე მოგონებანი, რომლის ავტორებიც არიან: ლადო ასათიანი, ლადო გუდიაშვილი, ნიკო კეცხოველი, კორნელი სანაძე, თამაზ ჩხენკელი, შერმადინ ონიანი, გულბათ ტორაძე, ნანა დიმიტრიადი და სხვანი.
გუთანო
ციტატა(nino darbaiseli @ 19.07.2010, 1:00) *

nonoko.gif
ონლაინში არ გაიყიდება? ამაზონზე ან სხვაგან smile.gif
nino darbaiseli
ანონსი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი'' განაგრძობს გამოცემას სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულთა სერიისა ''გალაკტიონოლოგია'', რომლის ახალ, მეხუთე წიგნსაც დღე-დღეზე მიიღებს მკითხველი.
წინასწარ გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ვრცელი ნაშრომისა ''სამი ლექსი არტისტული ყვავილებიდან'', რომელიც მკვლევარმა და პოეტმა წაიკითხა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში გამართულ თავყრილობაზე 17 მარტს - გალაკტიონის აღსასრულის დღეს - რაც ტრადიციულად აღინიშნება.
მოხსენება მსმენელმა დიდად მოიწონა არა მხოლოდ ღრმა პროფესიული ანალიზის გამო, არამედ სტილის დახვეწილობითაც, რამაც გამოიწვია ის, რომ მეცნიერული კვლევა თვითონ გადაიქცა ესთეტიკურ პროცესად, ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს პოეტებზე, მითუმეტეს გალაკტიონის რანგის შემოქმედზე.

ჟურნალი ''ჩვენი მწერლობა''
. (2010 9 ივლისი)

ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ'' *

ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლБეს და სხვების შესახებ.

ასეთი სახით არის წარმოდგენილი ლექსი ,,არტისტული ყვავილებში'', გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულში კი სხვაგვარად არის შეტანილი:

ვუალისა და ვიოლიეს შესახებ

ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს
პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.
გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლეს და სხვების შესახებ.

თორმეტტომეულში ლექსს ახლავს კომენტარი, რომლის მიხედვითაც: ,,ვენერა - რომაულ მითოლოგიაში გაზაფხულისა და მოსავლიანობის ქალღმერთია, რომელიც ბერძნული გავლენით გაიგივებული იქნა აფროდიტესთან, სილამაზისა და სიყვარულის ღვთაებასთან.
ფრაგონარი ონორე ( 1732- 1806) - ფრანგი მხატვარი.
პალაცო - კერძო სასახლეები იტალიის ქალაქებში,[...] ლექსებში ნახსენები პიტი და პერუჯი ვენეტა - ორივე ფლორენციაშია'. ''
ეს კომენტარი არაზუსტ ცნობას გვაწვდის ლექსში დასახელებული პალაცოების რაოდენობასა და სახელების შესახებ. სინამდვილეში ლექსში მოიხსენიება არა ორი ფლორენციული პალაცო, არამედ ერთი - `პალაცო პიტი'', ხოლო პერუჯი (პერუჯო) და ვენეტა (ვენეცია) იტალიური ტოპონიმებია.
კომენტარის არასრულყოფილების მიზეზი ტექსტში შეტანილი ორთოგრაფიული და პუნქტუაციური სწორებებია, რომელიც ამ ისედაც სიმბოლისტურად ვუალირებულ -ტექსტს არათუ ბუნდოვანებას უმატებს, არამედ გაუგებარს ხდის.
რაკი ამ ლექსის ევფონიური პლანი გამოწვლილვით არის გაშუქებული ( თ.დოიაშვილი) და დადგენილია მისი ფართო ესთეტიკური კონტექსტიც ( ი.კენჭოშვილი), ვფიქრობ, უკვე არსებობს საშუალება შედარებით თავისუფალი ინტერპრეტაციისა, რომლის დროსაც დაგვჭირდება გავარკვიოთ, რას გულისხმობს ავტორი ლექსის სათაურში, რას უნდა ნიშნავდეს `ეგონა ფრაგონარს'', ,,ხმები მასსენეთა'' და რა ,,უცნობ ლამპარზეა'' საუბარი აქ. შეიძლება თუ არა, სიტყვაში `ვიოლიე'' ნაგულისხმევი იყოს რაიმე სემანტიკა, ვინ არის ,,შენ'' , ან ლექსის ფინალში ნახსენები ,,სხვები'' და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ლექსის ტოპოსი.
ამთავითვე აღვნიშნავ, რომ მსჯელობისას დავეყრდნობი არა თორმეტტომეულის, არამედ ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტს, როგორც უფრო სანდოს.
დავიწყოთ სათაურის პოეტიკით.
ტიპობრივ შემთხვევაში სათაური პირველი სიგნალია იმის შესახებ, თუ რას ეხება ლექსი. გალაკტიონი კი, რომელიც, ჩვეულებრივ, სათაურის სემანტიკის გარდა, ჟღერადობასაც დიდ ყურადღებას აქცევს, სათაურის ბოლოში აფიქსირებს სიტყვას ''შესახებ'' , რომელიც არათანამჟღერი (შსხბ) თანხმოვნებით მკვეთრად უპირისპირდება, ახშობს ნატიფი სონორული პარონიმების მელოდიკას. ეს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ სიტყვას რაღაც საგანგებო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამ ფიქრს საფუძველს ჰმატებს ლექსის ფინალი, სადაც ჩვენთვის საინტერესო სიტყვა აბსოლუტურ ბოლოში, რიტმულ-ინტონაციურად და კომპოზიციურად უაღრესად მკვეთრ ადგილასაა მოთავსებული: ,,რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის, ვიოლიეს და სხვების შესახებ.'' ეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, გრამატიკულადაც უცნაური კონსტრუქციაა, რადგან ლამპარი შეიძლება აინთოს რაღაცის ან ვიღაცის გამო, ვიღაცის მიერ, ვიღაცისთვის და არა შესახებ.
მაგრამ არსებობს ანტიკურობიდან მომდინარე ფრთიანი გამოთქმა ,,ცოდნის ლამპარი''. ამ ფრთიან გამოთქმაში შემავალ სიტყვათა სუბსტიტუციის მეშვეობით ჩამნაცვლებელი ინარჩუნებს მთელი მყარი სინტაგმის ერთიან სემანტიკას და, ამასთანავე, ჩანაცვლებულისაგან მიიკუთვნებს გრამატიკულ ნიშანს, თვისებას, რომელიც მას ჩვეულებრივ არ ახასიათებს:
ცოდნა _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ,
ლამპარი _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ.
ლამპარი, ლექსის მიხედვით, ,,უცნობია''. -ცნობობა კი შეიცავს ნეგატიური ნიშნით გამოხატულ პოტენციას შე-ცნობისა. ეს პოტენცია გამოვლენილია ზმნის ,,აინთოს'' მეორე კავშირებითის ფორმითაც, რაც მომავლის გაგებას იძლევა. ,,ისევ აინთოს'' ცხადყოფს, რომ ლექსში გამოსახული სიტუაცია - არაერთჯერადია, ყოფილა წარსულშიც, ანუ უცნობ ლამპარს - ცოდნას ადრეც გაუნათ()ებია პოეტის არე. თანაც ეს უცნობი ცოდნა არა ერთი რომელიმე საგნის (ვუალის), არამედ კიდევ ვიღაცის თუ რაღაცისა და სხვების შესახებაც არის. ვცადოთ გარკვევა, მაინც რა ცოდნაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი.

***
,,ვენერა სარკესთან'' _ ეს სახვით ხელოვნებაში მეთხუ¬თმეტე საუკუნის დასასრულისა და მეთექვსმეტეს დასაწყისის ვენეციური მხატვრობიდან მომდინარე ტიპობრივი თემაა და ველასკესის, რუბენსისა და რაფაელის გარდა, სხვა მრავალ ცნობილ თუ უცნობ მხატვარს აქვს დამუშავებული. ფრაგონარს, ისევე როგორც ბოტიჩელის, შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, რომელშიც იყენებს სარკის იკონიკურ პოეტიკას, აქვს ნამუშევრებიც, დაკავშირებული ვენერასთან, მაგრამ არა ვენერა, რომელსაც სარკეში ახედებს კუპიდონი. მიუხედავად ამისა, ამ თემასთან მისი სახელის დაკავშირება მაინც შესაძლებელია, თუ მხატვრის ბიოგრაფიის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს გავითვალისწინებთ. მაგრამ ამაზე - ქვემოთ.
სახვითი ხელოვნების ამ თემის დასახელებას მოსდევს ანჟამბამანური წინადადება:

.......................ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.

ამდენად, წყვეტა, რომელიც ვენერასა და ფრაგონარს შორის ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტში წერტილით არის დაფიქმზე და რომელიც თორმეტტომეულში წერტილის მოხსნის გამო გაუქმებულია, აუცილებელია ამ ტექსტის სივრცეში ორიენტირებისთვის. ,,ეგონა'' ზმნა, რომელთანაც ფრაგონარი მჭიდრო ევფონიურ კავშირშია, მოგონების/გახსენების მნიშვნელობით უნდა იყოს გამოყენებული: მოაგონდა, აგონდებოდა. მოტივაცია ამ ფრანგი მხატვარის მიერ იტალიური პალაცოს მოგონებისა კი მის შემოქმედებით ბიოგრაფიას უნდა უკავშირდებოდეს: თითქმის თორმეტი წელი (1752-1765) იგი ცხოვრობდა და მოგზაურობდა იტალიაში. იტალიურმა მხატვრობამ და ზოგადად ხელოვნებამ მის ხელწერას სასიკეთოდ გამორჩეული კვალი დაამჩნია და საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ დიდი ხელოვანის სახელი და სიმდიდრეც შესძინა. მაგრამ თანდათან მოძლიერებულმა ფრანგულმა კლასიცისტურმა სკოლამ აქტუალობა დააკარგვინა, მოდიდან გაიყვანა როკოკოს სტილი და, შესაბამისად, ფრაგონარის ფერწერაც.

ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

ეს ნაწილი სიტყვით ,,საგონარი'' რითმულად, მაგრამ არა შინაარსობრივად უკავშირდება ფრაგონარს, რადგან ფრაგონარი ,,მასსენეთა ხმებს'' ვერ მოისმენდა ცხადი მიზეზის გამო: ამ ორ ხელოვანს მთელი საუკუნე აშორებთ (ფრაგონარი დაიბადა 1732 წელს, ხოლო მასსენე _ 1842 წელს).
,,მშვენიერი საგონარი'' ერთდროულად ორმხრივი გაგების საშუალებას იძლევა: მშვენიერი საგონებელი - დარდი (ოქსიუმორონი) და მშვენიერი გა-საგონებელი, მოსასმენი (ანუ ,,ხმები მასსენეთა''). უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასში ერწყმის ორივე გაგება.
სიტყვა ,,მასსენეთა'' რომ მასნეს გულისხმობს, ცხადია, მაგრამ რატომ არის ეს საკუთარი სახელი მრავლობით რიცხვში? მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერითმოს სიტყვას ,,ვენეტა''?
მასნე, მასსნე, მასენე, მასსენე, მასსენეტი _ ფრანგი კომპოზიტორი, რომლის სახელიც ამდენი ვარიაციით დამკვიდრდა რუსულ და მოგვიანებით ქართულ კულტურულ სივრცეში, გალაკტიონისათვის განსაკუთრებით ახლობელია და ამას პოეტის ბიოგრაფიული რეალიები და საარქივო მასალებიც ნათელყოფს. გალაკტიონის არქივში დაცულია არა მარტო მისი მუსიკის ხელნაწერი ნოტები, არამედ სტამბურად გამოცემული ნაწარმოები, რომლის სიტყვებად პოეტს მერისადმი მიძღვნილი ლექსი ,,ო, დღეს შემოდგომაა'' გადაუმუშავებია, მოურგია მელოდიისთვის.
ცნობილია მეორე ფაქტიც: ოციან წლებში გალაკტიონი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა და იქ გამართულ პოეზიის საღამოებზე თავის ,,მერის'' მასნეს ,,ელეგიის'' ფონზე კითხულობდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი მომენტი: ,,არტისტული ყვავილებისა'' და ზოგადად, გალაკტიონის სიმბოლისტური პერიოდის მხატვრულ-კონცეპტუალური არე, გარდა სხვა მუსიკალური წყაროებისა, მოიცავს მასნეს მიერ მუსიკის ენაზე ,,თარგმნილ'' არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს: ოპერა ,,ვერთერს''( 1892), ,,მინიონს'' (1884) _ გოეთეს მიხედვით, ოპერას ,,მანონის პორტრეტი''(1894) _ აბატი პრევოს ,,მანონ ლესკოს'' მიხედვით, ხოლო მისი ოპერის ,, ღვთისმშობლის ჯამბაზი'' ლიბრეტოსთან, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ალუზიურ კავშირში უნდა იყოს ლექსი ,,შემოდგომა ,,უმანკო ჩასახების მამათა სავანეში''. მასნეს ასევე არაერთი სიმღერა აქვს შექმნილი თ.გოტიეს ლექსებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მასნე საფრანგეთში მოდიდან გადადის, მაგრამ სწორედ ამ დროიდან ძალზე პოპულარული ხდება რუსეთში, ალბათ იმის წყალობითაც, რომ მის ნაწარმოებებს ასრულებს შალიაპინი _ სპეციალურად შალიაპინისთვის მან დაწერა ოპერა ,,დონ კიხოტი''. გარდა ცოცხალი შესრულებისა, მასნეს ნაწარმოებები მსმენელებამდე უკვე გრამფირფიტებითაც აღწევს, 1901 წლიდან კი, რუსეთში კომპანია ,,გრამოფონის'' დაარსების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება იმპერიის პერიფერიებისთვისაც.
ადამიანის საკუთარი სახელის მრავლობით რიცხვში გამოყენება ცნობილი რიტორიკული ტროპია და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ერთი სახელით აღინიშნება რაიმე ტიპობრივი ნიშნითა თუ ნიშნებით მასთან დაკავშირებულ ადამიანთა სიმრავლე, მაგალითად, ასეთ გამოთქმაში ,,მომრავლდნენ ვერთერები'' ანუ ახალგაზრდები, სიყვარულის გულისთვის თავს რომ იკლავენ. მაგრამ მასსენენი, მასნეები, ,,მასსენეთა'' _ მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც სიმბოლისტური იმაგინაციის დონეზე. ვფიქრობ, სწორ კვალზე სრულიად სხვა ესთეტიკური კონტექსტიდან მოხმობილი, ვახტანგ ჯავახაძის პატარა ლექსი დაგვაყენებს:

წვიმს. მუზეუმში მანეთად
შევდივარ ფიროსმანებთან.

ცხადია, ფიროსმანები აქ ერთი მხატვრის სხვადასხვა ნაწარმოებების კრებითი აღმნიშვნელის ფუნქციითაა გამოყენებული. ავტორის სახელის წიგნზე გადატანის მეტონიმიური ხერხი უცხო არ არის გალაკტიონისათვის, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.

ეს მაფიქრებინებს, რომ მასსენეთა/მასსენენი ამ კომპოზიტორის ნაწარმოებთა სიმრავლეს უნდა აღნიშნავდეს და შეიძლებოდა წარმოგვედგინა, რომ ლექსის ტოპოსი რომელიღაც საკონცერტო დარბაზია, სადაც მასნეს ნაწარმოებები სრულდება, ეს რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ,,ლამპარი-ცოდნის'' ჩემ მიერვე შემოთავაზებულ გაგებას.
საგონარისადმი ფერების მინდობის მომენტს ხსნის სინესთეზიური აღქმის სპეციფიკა (თ.დოიაშვილი ).
,,გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი! / ოცნება!'' - ეს ანჟამბემანური გრადაციული ფრაზა სინესთეზიური პროცესის დასასრულის მაცნეა. ლექსის ლირიკული სუბიექტი უბრუნდება ,,რეალობას'' და აქ ,,ზღაპარი, ოცნება!'' - ზმანებათა, წარმოსახვათა სინონიმებია.
ლექსის ფინალში ჩნდება ახალი ინსტანცია - ,,შენ''. ეს ,,შენ'' - თავად ლირიკული სუბიექტის მეორე ',,მეა'', ის, ვისაც პოეტი ადრე მიმართავდა: ,,ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი'' და ვისაც მოგვიანებით ეტყვის: ,,შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს''. მაგრამ ლექსში გარდა ვუალისა, რომელიც ერთი მთავარი სიმბოლისტური სახე-კონცეპტია, გაუგებარი რჩება, რას გულისხმობს `ვიოლიე და სხვები''. ნუთუ ეს ფრანგულად მჟღერი ვიოლიე, რომელიც ვუალს ეხმიანება და იისა და სიმებიანი საკრავის ბგერობრივ ასოციაციებსაც აღძრავს,,მხოლოდ ტკბილ ხმათათავის'' გაჩენილი ასემანტური სიტყვაა?
ვ-ლ ჟღერადი თანხმოვნებისა და ხმოვანთა კომბინაციის შემცველი სიტყვა ვიოლიე, რომელიც ბგერწერულ მსგავსებას, ვუალის გარდა, კიდევ რამდენიმე სიტყვასთან ამჟღავნებს, ფრანგული ენის ლექსიკონებში არ დასტურდება, მაგრამ დასტურდება ფრანგული ენის ლექსიკურ ფონდში. რაკი ეს პატარა ტექსტი ასეთ უშუალო სიახლოვეს ავლენს ფრანგულ-იტალიური კულტურის კონტექსტთან, მაგრამ სიტყვა `ვიოლიე'' არ აღნიშნავს არც ერთ მოვლენას, საგანს ან სახე-კონცეპტს, ხომ არ არის სავარაუდებელი, რომ იგი საკუთარი სახელია ამავე კონტექსტთან დაკავშირებული ვინმე პიროვნებისა?
,,ნოტრ დამი'' - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც ვ. ბრიუსოვმა 1904 წელს ლექსი ,,პარიზი'' უძღვნა და რომელიც ქართულ მოდერნისტულ პოეზიაშიც ძალზე აქტუალური იყო, 1850 წელს აღადგინა ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა, მხატვარმა, მწერალმა, ხელოვნების თეორეტიკოსმა ვიოლე ლე დიუკმა ( 1814-1878).

ვიოლე ლე დიუკი

,,ნოტრ დამის'' (1163-1345) - ამ ადრეული და მაღალი გოტიკის ძეგლის _ ახალი ქიმერები სწორედ ვიოლეს ნახატების მიხედვით არის შექმნილი. მისი სახელი ძალზე ცნობილი იყო რუსულ კულტურულ წრეებში იმის გამოც, რომ 1879 წელს რუსეთში გამოიცა მისი წიგნი ,,რუსული ხელოვნება: მისი წყაროები, შემადგენელი ელემენტები, მაღალი განვითარება და მომავალი''. ამ წიგნმა ინტერესთან ერთად საპროტესტო გამოხმაურებებიც გამოიწვია, რადგან ავტორი რუსულ არქიტექტურას ბიზანტიურთან კი არა, ინდურ ძირებთან აკავშირებდა.

ნოტრ-დამის ქიმერა

ვიოლე, რომელსაც, ცხადია, კარგად იცნობდნენ ფრანგი პარნასელები, ნეოგოთიკის თეორეტიკოსი იყო. ევროპაში ილუსტრირებული ენციკლოპედიების გამოცემის ისტორია იწყება სწორედ მისი წიგნით: ,,შუა საუკუნეების ყოფა და გართობანი'' (Виолле-ле-Дюк Эжен Эмануэль, 1997), რომელშიც შესულია მრავალმხრივი ცნობები არა მხოლოდ არქიტექტურასა და ფერწერაზე, არამედ სამოსზეც, მათ შორის, ვუალზე. ვიოლეს შრომებს ეყრდნობა და იმოწმებს ლამის ყველა მომდევნო მკვლევარი ევროპულ კულტურაზე მსჯელობისას, გალაკტიონისათვის კი ევროპული კულტურა ცხოველი ინტერესის საგანი იყო.

ვიოლე ლე დიუკის წიგნი არქიტექტურის შესახებ

შემოთავაზებული ჰიპოთეზის ლოგიკით, ვიოლესთან ერთად დასახელებული ,,და სხვები'' ის ავტორები თუ პირები არიან, მოხსენიებულნი რომ იყვნენ წიგნებში, რომლის წყალობითაც გალაკტიონი ევროპულ კულტურას ეცნობოდა და ეზიარებოდა.
ეს მაფიქრებინებს, რომ ლექსის იმაგინაციური ტოპოსი ოთახია _ სივრცე, სადაც პოეტი უსმენს გრამფირფიტებს მასნეს მუსიკის ჩანაწერებით - (,,მასნეებს'') და ამ ფონზე, პარალელურად ფურცლავს, კითხულობს ან იხსენებს ილუსტრირებულ გამოცემებს ფრანგული და ევროპული კულტურის შესახებ. ლექსის პირველი სტრიქონში წერტილით დაფიქმზე დისკრეტულობაც - ,,ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს''_ ამით აიხსნება, თუმცა ეს ყოველივე ვუალირებულია სიმბოლისტური ესთეტიკის შესაბამისად.
ამ ჰიპოთეზის ველში შეყოვნებული მკითხველი ალბათ კიდევ ერთხელ, ,,ახალი თვალით'' გადაიკითხავს ლექსს, ვიდრე კვლავ მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას დაუბრუნდებოდეს.

________

*- საჟურნალო ვერსიას არ ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია და ციტირებათა მითითებანი. რომლის გაცნობაც მკითხველს შეუძლია კრებულ ’’გალაკტიონოლოგია-V''- ში.
გუთანო
არ არის გამორიცხული, რომ ვიოლე-ლე-დიუკს გულისხმობს.
თუმცა რატომ მხოლოდ გვარის ნახევარი?
და რაც მთავარია, რატომ ვიოლე? (როგორც ეს ერთ ვარიანტშია, და რაც ორად-ორ განსხვავებათაგან ერთ-ერთია ამ ორ ვერსიას შორის. მეორეა "პიტი")
არქიტაქტორის გვარს "ი" ან დარბილება არ სჭირდება.

იქნებ, "ვიოლე"-ც სიმბოლოა, როგორც ვუალი? smile.gif
დასავლურ სიმბოლიკაში, იისფერი (რაც არის ვიოლე) ასოცირდება კეთილშობილებასთან.
რელიგიაში, კათოლიკე სასულიერო პირები შობისწინა მარხვის პერიოდში იმოსებიან იისფერ ლიტურგიულ სამოსში, რაც ამ შემთხვევაში სინანულის სიმბოლოა.

nino darbaiseli
გუთანო ძვირფასო!

ამას შესაძლოა, ასეთი ახსნა მოეძებნოს:
რუსულში, ქართულისაგან განსხვავებით, ორნაირი ხმოვანი ,,ე'' აქვთ. ერთი მათგანი . ,, ე-აბატორნოე'' - მოკლეა, ნაკლებად კეთილხმოვანი, ( რუსული სიბოლისტური ესთეტიკის მიხედვით მაინც ), მეორე ,, ე''- რბილია და მიახლოებით ''იე'' -სავით გამოითქმის, ფონეტიკურად წინ ხმოვანი ''ი''-ს ნაწილი ისმის, ჩვერნებურად ''იოტა''. ვიოლე -ლე -დიუკის სახელში , რუსულ დაწერილობაში, ეს უკანასკნელია გამოყენებული.
გალაკტიონმა კი ეს მომენტი მხატვრულად ''გაააქტიურა'', ევფონიისათვის გამოიყენა.

რაც შეეხება დანარჩენი საკუთარი სახელების არაქართულ დაწერილობას, (''ტტ'') ეს, ალბათ, მათი აქცენტირების დამატებით ხერხად უნდა მივიჩნიოთ.
გუთანო
ციტატა(nino darbaiseli @ 23.07.2010, 20:53) *

გმადლობ, ძვირფასო ნინო. პირველი რაც ვიფიქრე, სწორედ "რუსულიზაცია" იყო, მაგრამ უცნაურია, რატომ იყენებს გალაკტიონი რუსულ ევფონიას ქართულ ტექსტში, ფრანგული წარმოშობის ტერმინისთვის?
თუმცა ამას არავათირაი მნიშვნელობა აქვს. ეს არაფერს აკლებს შენს ვერსიას ვიოლე-ლე-დიუკზე smile.gif
nino darbaiseli
ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ,,უცნაური სასახლე''

რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური `უცნაური სასახლე~ - `არტისტულ ყვავილებში~,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც `სასახლე~ ერთი უმთავარი ტოპოსია?
სიტყვა უცნაური პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად.
`არტისტულ ყვავილებში~ კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება.
პირველივე, რაც სიტყვა `უცნაურის~ საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს `ვეფხისტყაოსანია~, კერძოდ, `,,ლოცვა ავთანდილისა~: `უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო~.
`უ-ცნაურობა~ – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს.
სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერების¬მიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების `თარგმნაა~ _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე.
რაკი სათაურში `უცნაური სასახლე~ ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა.
საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. მახარაშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, `უცნაური სასახლე~ მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. `აღმოსავლური სასახლე~, 2. `გოტიკური სასახლე~, 3. სასახლე - ვერსალი და 4. `მედიტერანული~ სასახლე (მახარაშვილი 2004: 43), ,,უცნაური სასახლე" ვერ ,,მოერგო" სწორედ თავისი უცნაურობის გამო.
ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს `უცნაური სასახლის~ რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნი¬ლება. მკვლევარის აზრით, `უცნაური სასახლე~ `მარტო ტკბილ ხმათათვის~ შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება .
თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას `რითმათა სასახლეს~ უწოდებს.
ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი `არტისტულ ყვავილებში~:

ამნაირი დარებით,
კიდითკიდე დარებით
ფერის ფერთან დარებით -
შენობების შენება.

ცამაც ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა...
მტანჯავს მე უშენობა!

მან კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა,
ხან ქარივით ამალა,
გაქროლება ანაზდა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული
და ბაღები განაზდა.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

დასთა უცხო დასობა _
თვალთა ქროლვით დასობა
ხანჯლის გულში დასობა...
გულში, გულში ტარება.

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

შადრევნებმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა,
მარმარილომ და თასმა
სამუდამოდ დარეკა.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით : ჰარიქა!

ცვივა ლურჯი ფარული
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა.

ცამან ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა:
მომკლავს მე უშენობა!

მოყოლებული ე.წ. `ზარნიშიანი წიგნიდან~(1927), სხვადა¬სხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!

გალაკტიონის ნახატი

ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ `არტისტული~ `უცნაური სასახლე~ თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ `მხოლოდ ტკბილ ხმათათვის~ არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი `არტისტულ~ _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება.
ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა.
თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია:
სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს.
ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი `მაგრამ~.
`არტისტული ყვავილების~ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა:
`გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი~ (ტაბიძე 1975: 41).
გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.).
წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს `ანგარიშის არგაწევა ფორმასთან~ - გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია (დოიაშვილი 2003: 41-42).

მცირე ტრიანონი

რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა

ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ `რიცხვების მაგია~ განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც (კენჭოშვილი 1991:235).
თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის `რითმათა სასახლის~ წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი.
რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის `უცნაური სასახლის~ ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება?
ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3.
რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი - ოთხსტრიქონედია, აქედან სამი - მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:

3 + 4=7
3 X 4=12

ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს.
უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 - რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.

გოთიკა. პარიზის ,, ნოტრ დამი''

ლექსის ცალკეულ მომენტთა
ინტერპრეტირების ცდა

სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული

ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კა¬ვშირში. `ფართან ლანდი ფარული~ კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს.
თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

ომონიმი `ნაწამები~ აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა.
შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა `ამინდის~ სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა `ადენას~ პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე - პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე `ამიდს~ რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით, ჰარიქა!

აქ ომონიმიდან `ზარებით~ ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

შირაზის სასახლის ნანგრევები

ტრიანონისა და შირაზის - ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა `ალერსადაა~, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქმზე. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი `სიტყვით შექცევა~ ანუ თავშესაქცევი საუბარია (ორბელიანი 1991: 46). ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ.
სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქმზეა `მძიმე~ სიტყვა `აჩონჩხილი~ ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება `ხანჯლის~ სახით - ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა `აჩონჩხილო შენობა~ ალბათ, ე.წ `საშინელის ესთეტიკის~ პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში `აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა~, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები `მომკლავს მე უშენობა~ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა).
`არტისტულ ყვავილებში~ შესული ლექსი `უცნაური სასახლე~ შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, ,,ტრიანონი - შირაზის" შერწყმისაკენ. როგორც ეს ,,არტისტული ყვავილების~ გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ `დასავლურ-აღმოსავლურ დივანში~ განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი - აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი `უცნაური სასახლისათვის~ გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: `მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო~, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი `ნიკორწმინდა~ აღმართა.

ნიკორწმინდა

გამოყენებული ლიტერატურა

ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007.
დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981.
დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984.
დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004.
კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999.
ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919.
ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966.
ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975.
ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991.
მახარაშვილი 2004: მახარაშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004.
ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.

სამეცნიერო ლიტერატურული კრებულიდან
,, გალაკტიონოლოგიაV'', თბ.,, 2010

(საჟურნალო ვერსია)
juzi

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... აჰა, ვიტანჯები!
ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
“მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!”
Fernando
მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს...

დაე მძინავდეს...

ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,

როდესაც ნანა მესმის ძიძების.

ბევრს ეშინოდეს,

ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების,

ვით გათენდების!

მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს...
juzi
...
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი -
მზეზე ბრწყინავს.
მებადური მოსდევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვში ბადებს
თევზთ ფართხალი.
გაქანება და დაცემა
ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
და კისკისი.
ნაპირებზე თეთრი ნავი,
ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი,
გულს იქარვებს.
იღრუბლება ეფირები
ნისლით მთებზე.
“მგონი, ავდარს ეპირება!” -
სწუხს მეთევზე.
ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
ჰგვანან მინას;
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
juzi
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით,
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი.
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!
გუთანო
ვარსკვლავია

ახლა გამახსენდა, როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე
ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის, რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!
ნეტა, როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში,
შენ ცას რომ ანათებ და შენ ვერავინ გხედავს
და შენ ვერ უგრძვნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა, მაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ძლიერ , მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში...
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!

juzi
ერთხელ…
წვიმა და ქარი ერთხელ ღამით, შემოდგომისას
მძვინვარ ქარიშხლად გადაიქცა და იწყო ქროლა,
დაიგუგუნა შუაღამის შავმა გრიგალმა,
მიაწყდა ხეებს, ააკვნესა და აათრთოლა.
კარი, ფანჯრები, სარკეები მთლად აძაგძაგდნენ,
სანთელთა შუქმა ქარიშხალთან დაიწყო შებმა,
მიირხ-მოირხა მოელვარე დიდი კანდელი
და რეკვა იწყო მისმა მწვანე მინის მძივებმა.
მე ვკანკალებდი. უცნაურ ძალს ტყვედ ჰყავდა მაშინ
ქარის აკორდად გარდაქმნილი ჩემი არსება.
როგორ მწყუროდა ქარიშხალთან ერთად გაფრენა,
ბრძოლა, სიცოცხლე, სიყვარული, სიამე, შვება!
juzi

გზები გაუვალი
და გზები გავლილი
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა_
ერთი ნიშანი აქვს
დაუსრულებლობა.
juzi

მომეჩვენა თუ არ უხდება ასე წაკითხვა mellow.gif
გუთანო
ციტატა(juzi @ 26.12.2010, 9:53) *

მომეჩვენა თუ არ უხდება ასე წაკითხვა mellow.gif

არ უხდება.
მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს გალაკტიონისადმი, და შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ არავის მიერ წასაკითხად არ მემეტება მისი პოეზია.
მხოლოდ მის მიერ წაკითხული მომწონს.
მღერის smile.gif
juzi
ციტატა(გუთანო @ 26.12.2010, 20:53) *
არ უხდება.
მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს გალაკტიონისადმი, და შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ არავის მიერ წასაკითხად არ მემეტება მისი პოეზია.
მხოლოდ მის მიერ წაკითხული მომწონს.
მღერის smile.gif

ჰო, მეც (:
juzi

ის იყო შვიდი წლის ბავშვი.
მაისი, მინდორი, ჩიტი,
სიმღერა ოქროსფერ ნავში,
ზეცათა ლაჟვარდი-ჩითი.
ო, შვიდი... ო, შვიდი წელი
ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით...
მოცარტი, შენიე, შელი -
მოზვავდნენ ახალი ზვავით.
გავიდა კვლავ წელი შვიდი,
იმ ნავებს თან გაჰყვა რული,
მშფოთვარედ გადიქცა მშვიდი,
გემების გამოჩნდა სული.
დაიმსხვრა გემების წყებაც,
ზღვა ქუხდა ბურუსში შავში.
ტალღებმა გააბეს ყეფა,
ტალღებმა წაიღეს ბავშვი.
ბრძოლისგან დაღლილი სახე
და ტყვია ჩამჯდარი თავში,
მე თვითონ დაჭრილი ვნახე,
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი.
გუთანო
უარი ეთქვას!

გალაკტიონ ტაბიძის განცხადება საქართველოს განათლების კომისარს:

"რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ,აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი”

ელა გოჩიაშვილი

განკარგულება: "უ ა რ ი ე თ ქ ვ ა ს!"

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ”ეთქვას უარი!”
შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.
თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ”პოეტო, ანტრე!”
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.
კლავიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-
თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.
უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:
მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -
შენი პური და შესამოსელი!
იარე ახლა ფეხშიშველამ... ”გზა არის ცხელი”...
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - ”ეთქვას უარი!”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.
თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელობით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...

გუთანო
გალაკტიონს იგონებენ

ნოდარ ტაბიძე ვახტანგ ჯავახაძე მურმან ლებანიძე თამაზ ჩხენკელი

გუთანო
რატომ ხატავდა გალაკტიონი თაგვებს და სად არის დაცული პოეტის ნახატები

მარჯანიშვილის ქუჩის 4 ნომერში, სადაც 1935 წლიდან დიდი ქართველი მწერალი გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მუზეუმია. გარდა გალაკტიონისეული ნივთებისა და ხელნაწერებისა, აქ მის ნახატებსაც შეხვდებით. მუზეუმის დირექტორი, თბილი და გულითადი ადამიანი ნატო გაბისონია თანამშრომლებთან ერთად ცდილობს უკვდავყოს ამ დიდი ქართველის სახელი, ხშირად ბიზნესმენებსაც აწუხებს დახმარებისთვის, მაგრამ მათგან გულგრილი დამოკიდებულების გარდა ვერაფერს იღებს. საბედნიეროდ, გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი ინიციატივით გაუწოდა დახმარების ხელი მუზეუმს. ეს და სხვა ამბები ქალბატონმა ნატომ მწერალთან, გალაკტიონის მკვლევარ და მუზეუმის თანამშრომელ ვახტანგ ჯავახაძესთან ერთად გვიამბო:

- ამ ბინაში გალაკტიონი 1935 წლიდან ცხოვრობდა, ეს გახლდათ იმდროინდელი მწერალთა სახლი. აქ გალაკტიონმა 22 წელი გაატარა, მას კარგი ბინა არასდროს ჰქონდა, ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან სხვასთან იყო შეფარებული. სამწუხაროდ, ეს ბინა გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა, მაგრამ მოგვიანებით აქ მცხოვრებ პირს სახელმწიფომ სხვაგან უყიდა ბინა და აქ გაიხსნა გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია გალაკტიონის ნივთები და სურათები. მუზეუმის დირექტორის, ქალბატონი ნატოს ინიციატივით გაკეთდა ფოტოგამოფენა. საბედნიეროდ, გალაკტიონს უყვარდა ფოტოების გადაღება, რის შედეგადაც დიდი არქივი შემოგვრჩა, აქედან დიდი ნაწილი შერჩეულია საგამოფენოდ და თანმიმდევრულად და ქრონოლოგიურადაა გამოფენილი ამ სამ ოთახში. დამთვალიერებელი ოთახიდან ოთახში გალაკტიონის ცხოვრების გზას გაივლის, ტაბიძეების გენეალოგიიდან დაწყებული, პოეტის თვითმკვლელობით დამთავრებული.

ნატო გაბისონია:
- სამი წელია, ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ჩვენს თანამშრომლებთან, ბატონ ვახტანგ ჯავახაძესთან, გალაკტიონის ძმისშვილ ნოდარ ტაბიძესთან ერთად ვცდილობ უკვდავყოთ გალაკტიონის სახელი. ჩვენს მუზეუმს მერია მხარში უდგას, თუმცა აქ ბევრი რამაა საჭირო და ამის გამო გადავწყვიტე, ქართველი ბიზნესმენებისთვის მიმემართა. გავაკეთე მონახაზი, რა გვჭირდებოდა, დავწერე ამაღელვებელი წერილი, რომლის წაკითხვის შემდეგ ჩვენი პოეტები მეუბნებოდნენ, მამუკა ხაზარაძე წერილის გაცნობისთანავე გვერდში დაგიდგებაო და სწორედ მას მივმართე დახმარებისთვის. ათი თვე ველოდე პასუხს, მაგრამ კვირაში ერთხელ ჩემი ზარის შემდეგ ასეთ პასუხს ვიღებდი - დაკავებული ვართ და არ გვცალია.

მე ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძეს გალაკტიონი ძალიან უყვარს და მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება მისი აპარატის დაუდევრობის შედეგია. ამ ფაქტის შემდეგ მივმართე ბიძინა ივანიშვილს, მივედი და წერილი მივიტანე, მაგრამ უკან გამომგზავნეს, წერილს ხელზე არ ჩავიბარებთ, წაბრძანდით და ფოსტით გამოგვიგზავნეთო. არ დავიხიე უკან, წავედი ფოსტაში და შეკვეთილი წერილი გავუგზავნე, რამდენიმე ხნის შემდეგ დავრეკე მათთან და ვიღაც ყმაწვილმა მიპასუხა, თქვენ უარი გეთქვათ, არ არის საამისო თანხები, კარგად ბრძანდებოდეთო. თქვენ წარმოიდგინეთ, წერილობითი პასუხის დაბრუნებაც არ იკადრეს. რაღას ვიზამდით, ვაგრძელებდით ჩვენს საქმიანობას ყოველგვარი დახმარების გარეშე, მაგრამ მოხდა სასწაული, რის შესახებაც დაწვრილებით მინდა გიამბოთ.

ნოემბერში გვქონდა გალაკტიონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ამ დროს გვეწვია ბატონი ზაურ ტყეშელაშვილი, თუმცა მე არ ვიცოდი, ეს პიროვნება ვინ იყო. მან გვთხოვა, ჩოხოსნებს დღეს მოსვლა გვინდა, რადგან ძალიან გვიყვარს გალაკტიონიო, სიმართლე გითხრათ, იმ დღეს ძალიან დაღლილი ვიყავი, უამრავი სტუმარი გვყავდა, მათ შორის ქალაქის მერიაც და ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ეს ადამიანი სხვა დროს მოვიდეს-მეთქი, მაგრამ მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩოხოსნები გვეწვივნენ, მათ შორის ომარ მხეიძეც იყო. მისალმებისა და საუბრის შემდეგ ბატონმა ზაურმა მითხრა, მინდა დავეხმარო გალაკტიონის მუზეუმსო და ფულს ხელში მაწვდიდა. მე ვუთხარი, ბატონო ზაურ, ასე ფულს ვერ გამოგართმევთ, თუ ქველმოქმედება გნებავთ, ეს თანხა მუზეუმის ანგარიშზე ჩარიცხეთ-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კი ის მართლაც გვეწვია საბანკო ქვითრით ხელში, მან მუზეუმს ათასი ლარი ჩაურიცხა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ქართველი, რომელმაც გადაწყვიტა გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმს დახმარებოდა. ეს ისეთი ამაღელვებელი სანახაობა იყო, რომ ყველანი შეძრულები ვიყავით. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ვიძენთ ისეთ ეპოქალურ ნივთს, როგორიც ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძეს - იმდროინდელი წიგნების თარო, ტელეფონის მაგიდა სწორედ ზაურ ტყეშელაშვილის დახმარებით შევიძინეთ ანტიკვარულ მაღაზიაში. ამ უკეთილშობილეს საქციელს ბატონი ზაურის მხრიდან მოჰყვა ის, რომ მან წაგვიყვანა თავის სახლში, დაგვათვალიერებინა ის საოცრება, რაც თქვენს ჟურნალში გასულ წელს კარგად იყო აღწერილი, გაგვიმასპინძლდა ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით და გვიან საღამომდე მის სახლში გალაკტიონის ლექსები ისმოდა.

თავდაპირველად იმ ოთახს ვეწვიეთ, რომელიც გალაკტიონის სიცოცხლეში მისი კაბინეტი იყო. აქ მის საწერ მაგიდასთან, წიგნებით სავსე კარადასა და ტაბიძეების გენეალოგიასთან ერთად მის ხელნაწერებსაც შეხვდებით, რომელიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, კედლები კი სავსეა ფოტოებით.

ვახტანგ ჯავახაძე:
- აქ შეხვდებით როგორც მარტო გალაკტიონის ფოტოებს, ასევე მწერლებსა და მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ, მას ქართველ მწერლებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, ის უბრალო ხალხთან უფრო გახლდათ დაახლოებული, თავისი ხასიათისა და მარტოსულობის გამო, ამიტომ აქ წარმოდგენილია ფოტოები, რომლებიც გადაღებულია მეუღლე ოლღა ოკუჯავასთან ერთად თუ ცალკეც იმ ადგილებში, სადაც მან თავისი ცხოვრება გაატარა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფოტო, სადაც გალაკტიონი აკაკი წერეთელთან, დავით კლდიაშვილსა და სხვა მწერლებთან ერთადაა აღბეჭდილი ქუთაისში 1912 წელს. მე გალაკტიონს პირადად ვიცნობდი, ამ ოთახში მასთან სტუმრადაც ვყოფილვარ, ის ყოველთვის საინტერესო პიროვნება იყო. სტუდენტობისას ყოფილა შემთხვევა, დამინახავს ეს დიდი ქართველი და ავდევნებივარ, მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა.

1956 წელს, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მუშაობა დავიწყე გამომცემლობაში, რომელსაც “სახელგამი” ერქვა, მერე კი “საბჭოთა საქართველო” დაარქვეს. მუშაობის დაწყებიდან ერთ წელიწადში, 1957 წელს გალაკტიონმა მოიტანა თავისი ცხრა ტომი მასალა, რაც უკვე გამოცემული ჰქონდა და უნდოდა, ეს ტომები გაეერთიანებინა და ერთ დიდ წიგნად გამოეცა 1958 წელს. ამ თარიღს უკავშირდებოდა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი და იმ იუბილესთვის აპირებდა წიგნის გამოცემას, თუმცა მას ამ ვეებერთელა წიგნის გამოცემაზე უარი უთხრეს და შესთავაზეს ერთი “რჩეული” წიგნის გამოცემა, რომლის შედგენა და რედაქტირება მე დამევალა. სამწუხაროდ, “რჩეულის” გამოცემას პოეტი თავად ვერ მოესწრო. იუბილე დეკემბერში გაიმართა, რომელზეც გალაკტიონმა თავად დამპატიჟა და ვესწრებოდი კიდეც, მაგრამ შემდეგი წლის მარტში ამ ადამიანმა თავი მოიკლა, მისი “რჩეული” კი მაისში გამოვიდა.

კაბინეტიდან მეორე საექსპოზიციო ოთახში გადავინაცვლეთ, სადაც გალაკტიონის ბოლო ბლოკნოტი, სიგარეტი, მუნდშტუკი, პირადობის მოწმობა და სხვა პირადი ნივთები ვნახეთ.

- საერთოდ, გალაკტიონს ბევრი ბლოკნოტი ჰქონდა, მის მუზეუმში ბლოკნოტების ვეებერთელა არქივია, მაგრამ ეს გახლავთ ის ბლოკნოტი, რომელიც თვითმკვლელობის დროს ჯიბეში ედო. აქვეა მისი პირადობის მოწმობა და სხვა დოკუმენტები, ასევე ასანთი, სიგარეტი და მუნდშტუკი.

აქვეა გალაკტიონის დაკრძალვის ამსახველი კადრები, მისი ნიღაბი და სამხატვრო აკადემიის მიერ მისთვის მიძღვნილი გვირგვინი.

- როგორც გითხარით, აქ მისი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს შორის გალაკტიონის ბოლო გზაზე გაცილებაცაა აღბეჭდილი, ეს კუთხე ამ თემას ეძღვნება. მუზეუმის ხელმძღვანელობა ამ ადგილს ყოველთვის ყვავილებით ამკობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი კი ბოლოს ვნახეთ. ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ გალაკტიონი გარდა წერისა, ხატავდა კიდეც და მისი ნახატების ხილვა სწორედ აქ, მის მუზეუმშია შესაძლებელი. ამ საექსპოზიციო ოთახში ოთხი სტენდია წარმოდგენილი გალაკტიონის ნახატებით, აქვეა მისი ხელით დაწერილი “მე და ღამე” და “ლურჯა ცხენები” და კიდევ ბევრი სხვა ლექსი მისივე ავტოგრაფით.

- გალაკტიონს 1260 ნახატი აქვს, თუმცა ამის შესახებ არავისთვის არ იყო ცნობილი. აქ წარმოდგენილია მისი 44 ნახატი, მათ შორის ოთხი ავტოპორტრეტი, უყვარდა ამ ტიპის ნახატების შექმნა, აკეთებდა კარიკატურებს, აქვს გრიშაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის კარიკატურები, ასევე დახატული ჰყავს თავისი ბიძაშვილი ტიციან ტაბიძე. სხვათა შორის, თაგვებს ხატავდა ხშირად, ერთ-ერთ ნახატზე, სადაც სამი თაგვი, წიგნი და სასმელია დახატული, მინაწერიც აქვს: “მხურვალე სალამი, ჩემო ოლია, შენ მშვენივრად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემ გვერდით ცხოვრობენ კრილოვის ქუჩაზე”. გალაკტიონი სწორედ ზემოთ ხსენებულ ქუჩაზე ცხოვრობდა მანამ, სანამ ამ ბინაში გადმოვიდოდა. ამავე ოთახის მეორე მხარე დავუთმეთ ისეთ ლექსებს, რომლებიც უკავშირდება ხელოვნებას, მხატვრობას, არქიტექტურას.

ბოლოს, კარისკენ მიმავალთ, ქალბატონმა ნატომ გალაკტიონის ძეგლის მცირე ზომის ასლი გვაჩვენა, რომელიც ვაკეში დგას.

ნატო გაბისონია:
- დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ზაურ ტყეშელაშვილს ასეთი კეთილი საქმისთვის, ვინაიდან ზაურის შესახებ თქვენს ჟურნალში დაიბეჭდა, ვიფიქრე, უფრო უპრიანი იქნებოდა, ისევ თქვენთან განმეთავსებინა ეს სამადლობელი. დიდი მადლობა მას და იმ ადამიანებს, ვინც მასთან ერთად სითბო და გულითადი დამოკიდებულება გამოიჩინა ჩვენ მიმართ.

ციცი ომანიძე

გუთანო
"ცამეტი წლის ხარ" და "გაგონდება თუ არა..." ფანგულად:

Tu n’as que treize ans

Tu n’as que treize ans mais mon coeur vieux
Reste, avec ces rêves, ton otage d’amour -
Chargez de treize balles ce fusil d’aïeux
Pour que treize fois je me donne la mort!

Et les autres treize ans s’écouleront encore
Où l’on approchera le chemin - vingt-six,
La faux fauchera les iris – ton corps,
Le temps et mon vers pleureront ainsi.

Hélas, la jeunesse disparaît si vite,
Jeunesse – furieuse envie d’un lion!
Et lorsque le soleil d’automne précipite
La fin, tout est tendre, tout est si mignon.

* * *

Est-ce que tu te souviens
Des jours Karalétiens
De l’arc bleu montagneux -
Des paradis des cieux?

As-tu toujours, ailleurs,
Les yeux joyeux?
Ou les temps sombres, anxieux
Les ont rendus d’acier?

Nous nous aimions si fort...
Hélas, un mal nous a pris,
Alors, désormais, j’ignore
Où tu es, sous quel abri.
გუთანო

* * *

ქვეყანა გიცდის, როგორც მე გიცდი,
შეხედე, დიდი ქაოსებია,
გაოცებია ცას ამეტისტი,
მკლავები ბრძოლით დაოსებია.

ჩქარია სისხლში ხელის ფათური,
წყდებიან: ღვარი, ზარი, კომეტა
და ქარის დაქრის ტრიუმფატორი
დაუცხრომელი მესადგომეთა.

მოვიდა ვიღაც ჩუმი და ზანტი,
გადაულოცა გზას ამინდები,
სადღაც, წყვდიადში გაჰკრა ასანთი
და ააფეთქა დინამიტები.

ავარდა ალი, მთები იწვიან,
ალმა შფოთიან ზღვას მიუწია,
ქვეყანა მეტად შორს გაიწვია:
ზღვა, აღელვება, რევოლუცია!

სადღაც ხელები წყდება კალიფსოს
და კვნესა ისმის: ქრისტე, მიხედე!
და დაჰქრის ცეცხლი აპოკალიფსის:
გაანადგურე ეს ჯოჯოხეთი!
gubaz_merve
ხალხი მიდის ,ხალხი მოდის ,მთვარე ჩადის მზე ამოდის. გალაქტიონ ლექსი მაინც არ გამოდის - შეშჩივლა დამწყებმა მწერალმა გალაქტიონს, რომელმაც ურჩია ეწერა ის რფასაც ხედავდა smile.gif
Fernando
"მე და ღამე" ინგლისურად
Night and I

With pen in hand I sit alone while night is burning,
melting, pale.
The breeze that comes in from the window tells me the
valleys' fairy tale.
The earth tries to remove the veil the moon has thrown
over her face.
The wind beneath my window sways with lilacs in a
loose embrace.
Blue columns rise, then lean against the softness of
a dove-hued sky
As full of passion as I would these lines with rhymes
to glorify.
Enchantment silently transforms the world with stealthy
magic light
As full of passionate emotions as my heart this
very night.
Within my heart I long have borne a secret hidden from
all eyes
Lest it be soiled by breath or touch deep in my heart
secure it lies.
None knows what sorrow-burdened load that one heart can
in silence bear;
None knows the anguish that is mine, concealed within
my heart fore'er.
No warm embraces of smooth arms, no wonders of
love-laden breasts
Can ever lure away the secret that in my heart securely
rests.
No sleep, however heavy-eyed, no bowl with everflowing
wine
Can reach the secret guarded in the darkness of this
heart of mine.
In sleepless hours when night shines on my window in
a clear white light
I open wide my heart and show my secret to the clear
white night.
Night knows the anguish I endured, the happiness that
passed me by.
In all the world we are but two —
night and I, night and I!
გუთანო
მე donald rayfield-ის თარგმანი მაქვს. ნეტა, ქართული იცოდა ასე კარგად თუ ბწკარედი მისცეს.
გუთანო
გალაკტიონის იუბილე 121

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=9588

Tamar Aieli
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხა და ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ -
საქართვალოში…
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი

შოთა ნიშნიანიძე – ,,ლეგენდა” (გალაკტიონს)
masai11
ციტატა(Tamar Aieli @ 17.11.2012, 20:29) *

ყოჩაღ თამრი, შენს გარდა არავის გაახსენდა გალაკტიონის დაბადების დღე smile.gif

ჰოდა ... აი გალაკტიონის ქვეყანაში რომ კაცი საჯაროდ იმის იტყვის - მიშა რომ დაიბადა ღმერთმა მას შუბლზე აკოცაო - რა დონის ნაძირალა უნდა იყოს, ფაქტირად სახე ნაციონალური მოძრაობის d.gif
Fernando
გემით „დალანდი“ მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა,
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი თუ მომაგონდა?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.