ციტატა(gulo @ 4.01.2010, 16:00)

დაწერეთ ისედაც ვინ ვის აძლევთ (

) და რატომ

სერპიკოს მივეცი (

)
ინტერესის სფეროთა და აზროვნების არეალის შესაშური მრავალფეროვნების გამო, რაც გამოსჭვივის მისივე თემებიდან (სხვა გზავნილებზე რომ არ ვილაპარაკოთ) ხელოვნების მესიჯად აღქმით დაწყებული, სოციუმის პრობლემების საინტერესო ანალიზის და ორიგინალური პოლიტიკური მიმოხილვების გავლით გლამურისა და სენტიმენტის უმკაფიოესი ასახვით დამთავრებული.
და დამთავრებული კი?!.
ზედმიწევნით დეტალირებული სპონტანურობის გამო (მისი გზავნილები ერთგვარი ფილოსოფიური ექსპრომტებია), პირდაპირობის და უშუალობის გამო, აზრის სიმტკიცის გამო!
ემოციის გამო, რასაც ასხივებს.
ბევრ კრიტიკულ სიტუაციაში ავანგარდისტობის გამო!