დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: იესო ქრისტეს ცხოვრება.
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > მეცნიერება > რელიგია
გვერდი: 1, 2, 3, 4
tsnobismokvare
ციტატა(Magen_David @ 17.03.2010, 22:38) *
აბა სად არის ის თუ არა ჩვენში, ჩვენს ირგვლივ, ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში.

არის ადგილი სადაც ის არ არის?

Magen_David

ის რაც მატერიალურია, მას შეიძლება მოუძებნო გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობა. ხოლო ის რაც არაა მატერიალური, არამედ არის უხილავი, მას ვერ მოუძებნი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. წმინდა წერილი ღმერთზე ამბობს, რომ ის არის უხილავი. smile.gif
Magen_David
ციტატა(tsnobismokvare @ 17.03.2010, 21:40) *
Magen_David

ის რაც მატერიალურია, მას შეიძლება მოუძებნო გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობა. ხოლო ის რაც არაა მატერიალური, არამედ არის უხილავი, მას ვერ მოუძებნი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. წმინდა წერილი ღმერთზე ამბობს, რომ ის არის უხილავი. smile.gif


იხ. პასუხი მეზობელ თემაში smile.gif
tsnobismokvare
ციტატა(Magen_David @ 17.03.2010, 22:44) *
იხ. პასუხი მეზობელ თემაში smile.gif

ვიხილე და დავწერე იდეც. smile.gif
ultras
ცნობისმოყვარე შენ იცი ბესები რა არის? შენ მაგას ბესი გალაპარაკებს? ბესი ანუ ცოფი. კაცი როდესაც ცოფით ავადდება, რატომ ვერ შველის მას თანამედროვე მედიცინა? მასში ავი სული ბინადრდება. ხანდახან ისეთ საქციელს ჩაგადენინებს რომ შენს თავს ვერ აკონტროლებ. ჭკუას მოუხმე. განდევნე შენგან ბესი. miade.gif peter.gif


რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი.

მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა „ბენ“ (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტყვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა. შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.

მათეს სახარებაში გენეალოგია ებრაელი ერის მამამთავრის - აბრაამის სახელით იწყება, ხოლო ლუკას სახარებაში - პირველი კაციდან, ადამიდან. ორივე მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგია იოსებ მართლის სახელით მთავრდება.
ქრისტეს გენეალოგია მოუმზადებელი ადამიანისთვის მძიმე წასაკითხია; იგი მას ვრცელი, მოსაწყენი და სრულიად უსარგებლო ეჩვენება. მაგრამ შემთხვევით არაა, რომ სახარებაში გადმოცემულია სრული გენეალოგია; უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ქრისტიანობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

უკვე 2000 წელია, რაც მსოფლიოში არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე. მოდავეთა შორის უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად ისტორიული პიროვნებაა და არა „ქრისტიანულ მითოლოგიაში შეთხზული გმირი“. მოდავენი ასევე პატივს სცემენ მის მოძღვრებას. მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რაც სახარების სულს და უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს: რომ სწორედ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია! მათ არ ესმით, რატომ არიან ასე დარწმუნებულები ქრისტიანები იმაში, რომ ჯერ კიდევ ადამისთვის აღთქმული სამყაროს გამომხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტეა. ადამიანებისთვის, რომლებიც ბიბლიის ავტორიტეტს აღიარებენ, ამის დასტურია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი. ბიბლია, რომელიც იესო ნაზარეველის შობამდე ბევრად ადრე დაიწერა, შეიცავს წინასწარმეტყველებებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობას გამოიხსნის ქვეყნად მოვლენილი მესია - ქრისტე (ქართ. - ცხებული). წინასწარმეტყველებებში მკითხველი აღმოაჩენს „გენეალოგიურ“ მტკიცებულებასაც, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტი მესიის შეცნობაში. ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, შემდეგ კი ისრაელის მეფე დავითს, რომ მაცხოვარი სოფლისა - მესია სწორედ მათი შთამომავალი გახდება. ამიტომ ძველი იუდეველები თავისი მოდგმის გაგრძელებას ზედმიწევნითი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ბავშვის დაბადებას ისრაელელები ღვთის კურთხევად მიიჩნევენ. ყოველ ოჯახში აუცილებლად იწერებოდა გენეალოგია. განეალოგიური ცხრილები ინახებოდა ოჯახებშიც და ასევე იერუსალიმის ტაძარშიც. ნებისმიერმა ისრაელელმა კარგად იცოდა, თუ რომელ თორმეტ იუდეურ ტომთაგანს მიეკუთვნებოდნენ მისი წინაპრები. ამიტომ სახარებაში დაფიქმზე გენეალოგიის ზედმიწევნითი სიზუსტე ეჭვგარეშეა და თავადვეა იესო ქრისტეს მესიანობის ყველაზე ცხადი არგუმენტი.

როდესაც მოციქულების წინაშე დადგა საკითხი, გაჰყოლოდნენ თუ არა ქრისტეს, გამხდარიყვნენ თუ არა მისი მიმდევრები, - ამაზე პასუხს ისინი, როგორც ებრაელი ერის შვილები, - ბიბლიის წიგნებში ეძიებდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას: მართალია, რომ იესო პატარა ქალაქ ნაზარეთიდან მეფე დავითის შთამომავალია? ქრისტეს გენეალოგია ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. აღსანიშნავია, რომ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და მესიის წარმომავლობა აბრაამისა და დავითის ტომიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ყველა დანარჩენი ნიშანიც, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ მესია, - იესო ქრისტეს პიროვნებას ემთხვეოდა. ამიტომ მოციქულთათვის ცხადი გახდა, რომ მათ წინაშეა მხსნელი სოფლისა. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე არ იყო არც წარჩინებული, არც რელიგიური სკოლები ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ხელობით კი უბრალო დურგალი იყო, - მისი მაინც ირწმუნეს და მისი მიმდევრები გახდნენ.

ამრიგად, ქრისტიანთა პირველი თაობისათვის იესოს განეალოგია უეჭველ არგუმენტად იქცა. და ეს არგუმენტი თავის აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ადამიანები იმეცნებენ ქრისტეს გენეალოგიას, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რათა გადაწყვიტონ თავისთვის, მოვიდა თუ არა ნამდვილად ისრაელის მიწაზე 2000 წლის წინათ მესია და არა ვინმე ნიჭიერი მქადაგებელი და მორალისტი.

თუმცა, მაცხოვრის გენეალოგიას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებიც გააჩნია. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ძველი და ახალი აღქმის განუყოფელ კავშირს. ისინი აცხადებდნენ: „ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტი, სასტიკი და შურისმაძიებელი დემონია; ახალი აღთქმის ღმერთი კი - სიყვარულისა და ურთიერთშენდობის კეთილი ღმერთია.“ საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოველივე ამისადმი მოციქულ პავლეს, რომელიც არის ძველი აღთქმის ახლით შეცვლის ყველაზე თანმიმდევრული მქადაგებელი. მან ყოველივეს „დედაბერებრთა ზღაპარნი“ (1. ტიმ. 4, 7) უწოდა. ამგვარი მეზღაპრეებისთვის საუკეთესო პასუხი არის სწორედ მაცხოვრის გენეალოგია. იგი ნათლად წარმოაჩენს, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა.

და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წარმოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაში სახელების ჩამოთვლით წარმოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ. გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ქრისტეს შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენთაგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის!

1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ახალი ქართულით:

1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.

განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით:

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“.
„იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
„ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად.
„ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
„ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ.
„ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი.

3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;
3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“.
და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
„ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო.
„იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება.

7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.
7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან.

12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.


აუ შეკითხვები თუ შეგაწუხებს ძმაო მე ნუღარ შემაწუხებ. polemist.gif polemist.gif polemist.gif უბრალოდ დროს მაკარგვინებ. sacred.gif თამარ ეს პოსტიც წაშალე. თხოვნაა ოკ თამა? gau.gif ჩემთვის პირადად ქრისტე უპირველეს ყოვლისა ადამიანი იყო. რომელმაც სიმართლე იწამა, სიმართლის გულისთვის თავი გაწირა. ხალხმა კი მისი ცხოვრება იწამა. მე მწამს ღმერთის ანუ მე მწამს სიმართლის.

tsnobismokvare
ციტატა(ultras @ 17.03.2010, 22:46) *
ცნობისმოყვარე შენ იცი ბესები რა არის? შენ მაგას ბესი გალაპარაკებს? ბესი ანუ ცოფი. კაცი როდესაც ცოფით ავადდება, რატომ ვერ შველის მას თანამედროვე მედიცინა? მასში ავი სული ბინადრდება. ხანდახან ისეთ საქციელს ჩაგადენინებს რომ შენს თავს ვერ აკონტროლებ. ჭკუას მოუხმე. განდევნე შენგან ბესი. miade.gif peter.gif

აუ შეკითხვები თუ შეგაწუხებს ძმაო მე ნუღარ შემაწუხებ. polemist.gif polemist.gif polemist.gif უბრალოდ დროს მაკარგვინებ. sacred.gif

ultras

შენ პოსტებს ვინც წაიკითხავს და შენს მიერ გამოყენებულ სიცილაკებს შეხედავს, არ გაუჭირდება დასკვნის გაკეთება, ვინ ვერ აკონტროლებს თავს, მე თუ შენ.

მოიშორე აგრესია და დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია. smile.gif
Magen_David
ვა, ეს რა ბრაზიანი ძია ყოფილა biggrin.gif
ultras
tsnobismokvare მართალი ხარ! goga.gif sacred.gif sacred.gif
ultras
წმინდა პეტრე

სიმონ-პეტრე (ებრ. שמעון (Shimeon) - "მსმენელი". ბერძნ. Πέτρος (Petros) - "კლდე") — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ასევე ცნობილია, როგორც შიმონ კაიფა, ბარ-იონა. ხსენების დღე - 29 (12.07) ივნისი.



ცხოვრება



წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.


ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში


გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა:

«ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი -(იოან. 1:29)»


მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან - სიმონთან მივიდა და უთხრა: ჩვენ ვნახეთ მესია - ქრისტე და ისიც მიიყვანა იესოსთან. უფალმა შეხედა სიმონს და უთხრა:
ვიკიციტატა
«შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“ -(იოან. 1:42)»


იმ დღეს განიმსჭვალა სიმონი უფლის სიყვარულით თუმცა მოციქულად არჩევისთვის ჯერ დრო არ იყო მოსული. მას შემდეგ რაც იოანე ნათლისმცემელი მხილებისათვის დაატუსაღეს, იესო მივიდა ანდრიასა და პეტრესთან და უთხრა მათ:
ვიკიციტატა
«მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას -(მათ. 4:18-20)»


აქედან მოყოლებული წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან და სხვა ახლად მოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარასოდეს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული; ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლს ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულის, რომლებიც ნათლად მოწმობდნენ რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა. ერთხელ უფალი ფილიპეს კესარიიდან მოვიდა (ეს ქლაქი იორდანეს სათავეში მდებარეობდა და აშენებული იყო ჰეროდე მეფის ძის ფილიპეს მიერ კეისარ ტიბერიოსის პატივსაცემად), ჰკითხა თავის მოწაფეებს:
ვიკიციტატა
«რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას -(მათ. 16;13-18)»


ერთხელ როცა თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა გუნდს ესაუბრებოდა საკუთარ სისხლითა და ხორცით მასთან ზიარებაზე მრავალმა მოწაფის გონებამ ვერ დაიტია მისი სიტყვები და განშორდა მას. ხოლო იესო მიუბრუნდა თორმეტ მოციქულს და ჰკითხა:
ვიკიციტატა
«ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ -(იოან. 6;67-69)»


სწორედ პეტრე მოციქული იყო ის ვინც აბობოქრებულ ზღვაში მოარულ უფალთან ფეხით შეხვედრა მოინდომა და სთხოვა უფალს:
ვიკიციტატა
«უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ -(მათ. 14;28-33)»


უფლის სხვა ორ მოწაფესთან - იაკობთან და იოანესთან ერთად წმინდა პეტრე მოციქული ღირს იქმნა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როცა მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმინდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მიმართ ერთგულება და მაშინ როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი, პეტრე ეცა ერთერთ მათგანს და ყური მოკვეთა. მიუხედავად პეტერ მოციქულის ესოდენი სიყვარულისა ღმერთმა მაინც დაუშვა მის მიერ უფლის სამგზის უარყოფა.

«ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ -(მათ. 26;69-75)»


წმინდა პეტრე მოციქულთაგან პირველი იყო ვისაც ეჩვენა მკვდრეთით აღმსდგარი უფალი.
ვიკიციტატა
«და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ -(I კორ. 15;5)»


მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მიიღო რა წმინდა პეტრეს გულხურვალე სინანული მისივე სამჯერ უარყოფა სამჯერადი აღიარებით წარხოცა და მიჰმადლა სულიწმინდის მადლი.
ვიკიციტატა
«სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი -(იოან. 21;15-19)»




ქადაგება



მას შემდეგ რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. (საქ. მოც. 2:14-41; 3:1-26; 4:4), აღასრულა მრავალი კურნება (საქ. მოც. 3:1-8; 9:32-34), აღადგინა მკვდრები (საქ. მოც. 9:36-42) და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს (საქ. მოც. 5:15). ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. ღამით დატყვევებულ პეტრეს ანგელოზი ეახლა და უთხრა:
აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა -(საქ. მოც. 12:1-11)»


პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს და ისისც მანამდე სანამ ანგელოზი არ გამოეცხადა პეტრეს.
ვიკიციტატა
«და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად -(საქ. მოც. 10:11-16)»







პირველი მისიონერული მოგზაურობა




იერუსალიმიდან წმინდა პეტრე სტრატონიის ქალაქ კესარიაში მივიდა, სადაც თავის მხლებელ ხუცესტაგან ერთ-ერთი ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ქრისტიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალქ სიდონში მრავალი სნეული განკურნა და ეპისკოპოსიც დაადგინა, პეტრე მოციქული ქალაქ ბერიტში ჩავიდა და აქაც დაასხა ხელი ღირსეულ კაცს. შემდეგ ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, იქიდან კი იმავე მხარის ქალაქ ტრიპოლში ჩავიდა, სადაც ერთი გონიერი მორწმუნის - მარსონეს სახლში მკვიდრობდა, რომელსაც ასევე დაასხა ხელი და ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ხალხს. ტრიპოლიდან პეტრე მოციქული ორთოსიაში ჩავიდა, შემდეგ კი კუნძული არადოსი, ქალაქი ვალანეა, პონტო და ლაოდიკია მოვლო სახარების ქადაგებით, სადაც დაადგინა ეპისკოპოსად ღირსეული ადამიანი. ლაოდიკიიდან მზეის ქალაქ ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც სიმონ მოგვი ემალებოდა რომაელ მხედრებს, რომელთაც იმპერატორ კლავიდიუსისაგან მისი შეპყრობა და რომში ჩაყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. პეტრე მოციქულის ჩასვლისთანავე სიმონ მოგვი იუდეაში გაიქცა. აქ პეტრე მოციქულმა რამოდენიმე კაცს ეპისკოპოსად დაასხა ხელი: მარკიანეს - სიცილიის ქალაქ სირაკუზასთვის და პანკრატეს - ქალაქ ტავრომენიისათვის. ანტიოქიიდან წმინდა პეტრე მოციქული კაბადოკიის ქალაქ ტინიანში ჩავიდა, აქედან კი გალატიის ქალაქ ანკვირს ეწვია. ანკვირში მან დააფუძნა ეკლესია და დაადგინა ეპისკოპოსი და გაემართა პონტოს სინოპში, იქიდან კი ამავე მხარის შუაგულში მდებარე ქალაქ ამასიაში ქადდაგებდა ღვთის სიტყვას. შემდეგ მოიარა მცირეაზიის სხვა ქალაქებიც: განგრა, ჰონორიადა, ნიკომიდია და ბოლოს ქალაქ ნიკეაში გაჩერდა. აქ მან დააფუძნა ეკლესია და გაემართა იერუსალიმისაკენ. გზად გაიარა: პისიუსტი, კაბადოკია, მზეა, ანტიოქია და ბოლოს ჩავიდა იერუსალიმში სადაც შეხვდა წმინდა პავლეს.




მეორე მისიონერული მოგზაურობა




დღესასწაულების შემდეგ პეტრე კვლავ ბრუნდება ანტიოქიაში სადაც ევოდი დაადგინა ეპისკოპოსად. შემდეგ ფრიგიის ქალაქ სინადში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, აქედან კი ნიკომიდიაში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად წმინდა პროხორეს დაასხა ხელი. ჰელესპონტის ქალაქ ილონში ჩასულმა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად კორნილიოს ასისთავი დაადგინა და შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მას თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:
ვიკიციტატა
«აღდეგ , პეტრე და დასავლეთს წადი! იმის დროც დადგა რომ იგიც განათლდეს შენი ქადაგებით. მე კი შენთან ვიქნები და შეგეწევი!»





მესამე მისიონერული მოგზაურობა





იმ დროისათვის რომაელებს შეეპყროთ სიმონ მოგვი, რომელიც დასასჯელად რომში ჩაიყვანეს. რომში მან თავისი გრძნეულებით მრავალი ხალხი მოხიბლა და იმის მაგივრად რომ დაესაჯათ ღმერთადაც კი აღიარებდნენ მას. თავისი ხილვის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და რომისაკენ გაემართა. გაემართა ჯერ ანტიოქიაში სადა წმინდა პავლემოინახულა, სადაც ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ურბანს; ადრიატიის ქალაქ ლევკიის ეპისკოპოსად ეპაფროდიტეს; აპელიოსს, პოლიკარპე სმირნელის ძმას - სმირნის ეპისკოპოსად; ფიგელაოსს კი ეფესოს ეპისკოპოსად. მოგვიანებით ფიგელაოსი განდრკა სარწმუნოებისაგან და სიმონ მოგვს თანაეზიარა. ანტიოქიიდან პეტრე მოციქული მაკედონიაში ჩავიდა, სადაც ასევე დაასხა ხელი ოლიმპს - ფილიპელთა ეპისკოპოსად, იასონს - თესალონიკელ ეპისკოპოსად, სილა - კორინთელთა ეპისკოპოსად, იროდიონი - პატრიას ეპისკოპოსად. შემდგომ სიცილიისკენ ხომალდით გაეშურა და ქალაქ ტავრომენიაში ვინმე მაქსიმეს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, იქედან კი რომში ჩავიდა.







დაპირისპირება სიმონ მოგვთან






რომში ჩასულმა მოციქულმა დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება რომლის შემხედვარე სიმონ მოგვი შურით აივსო და მის წინააღმდეგ გამოემართა. არაერთხელ ეცადა სიმონ მოგვი პეტრე მოციქულის ჩამოშორებას, ხან სიტყვით, ხან ცრუ-სასწაულებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომში მცხოვრები ხალხი რომელიც დაბრმავებული იყო სიმონ მოგვის სასწაულთმოქმედებით გვერდს ვერ უვლიდა პეტრე მოციქულის პიროვნებას და მის სულიერ უპირატესობას. ერთხელაც როცა პეტრე მოციქული მიხვდა რომ შორიდან პაექრობით არაფერი გამოვიდოდა გადაწყვიტა სახლში ხლებლებოდა სიმონ მოგვს. სახლთან მას მრავალი ადამიანი დახვდა, რომლებმაც გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ გასცლოდა სიმონ მოგვის სახლს თორემ სახლის დარაჯი აუცილებლად მოკლავდა, თუკი მას ბოროტი განზრახვა ექნებოდა და მიუთითეს დიდ შავ ძაღლზე. პეტრე მოციქული მიუბრუნდა ძაღლს და უთხრა: წადი და გადაეცი სიმონს: პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული, და შენთან შემოსვლა სურსო! მართალც ძაღლი შევიდა სახლში და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით მოახსენა მოციქულის მისვლის შესახებ. ყველა განცვიფრდა მითუმეტეს მას შემდეგ როცა სიმონმა ძაღლი გამოუშვა და დააბარა შემოვიდეს პეტრეო. პეტრეს სახლში შესვლისთანავე სიმონმა მრავალი ჯადოქრული ფანტი გამოიყენა თუმცა პეტრე მოციქულმა ყველა მათგანს სძლია. მიუხედავად ამისა სიმონი მაინც განაგრძობდა მისნობას. ერთხელაც რომში ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს შვილი გარდაეცვალა, მრავალი მოდიოდა მის სანუგეშოდ. მათგან ზოგი პეტრესთან და ზოგი კი სიმონთან მისვლას ურჩევდა. ჭაბუკის დასაფლავების დროს უამრავი ხალხი შეიკრიბა რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ თუ ვისი მოძღვრება ეღიარებინათ. თავდაპირველად სიმონ მოგვი ადგა დათქვა თუ მე გავაცოცხლებ მიცვალებულს მაშინ პეტრე უნდა მოკლათო, რაზეც ხალხი დათანხმდა. სიმონმა თავისი გრძნეულებით მხოლოდ ის შესძლო რომ მიცვალებულმა თავი გააქნია, რაზე გახელებული ხალხი ეცა პეტრე მოციქულს მოსაკლავად. წმინდა პეტრემ თქვა მოიცადეთ, თუ ცოცხალია ადგეს და გაიაროსო. მიცვალებულმა არ გაიარა რაზეც ხალხმა სიმონი დაიჭირა და მოსაკლავად მოამზადა. მაშინ ადგა პეტრე მოციქული აღაპყრო მაღლა ხელები და თქვა: ჭაბუკო აღდეგ! შენ განკურნავს და მკვდრეთით აღგადგინებს უფალი ჩემი იესო ქრისტე! ჭაბუკი უმალ ადგა და ჩაუვარდა პეტრე მოციქულს ფეხებში. ამის შემდეგ ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალაქიდან გააძევა სიმონი. ასე გრძელდებოდა ვიდრე იმპერატორ კლავდიუსის მემკვიდრე - ნერონი არ ავიდა ტახტზე. ნერონმა რომელსაც დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს სიმონ მოგვზე დააბრუნა იგი ქალაქში. სიმონი არც ახლა ისვენებდა, მრავალი ფუჭი სასწაული მოახდინა რომლებიც წმინდა პეტრემ ამხილა და გამოაშკარავა და ბოლოს როდესაც სიმონი ვეღარაფერს გახდა გადაწყვიტა ისეთი სასწაული მოეხდინა რომ საბოლოოდ დაეპყრო ხალხის გულები. გამოაცხადა რომ ზეცად უნდა ამაღლებულიყო, ამისათვის სიმონი ავიდა ყველაზე მარალ შენობაზე, გაიკეთა დაფნის გვირგვინი და იქედან ეშმაკების ძალით დაიწყო ფრენა. ამის შემხედვარე მოციქულმა პეტრემ გულმხურვალეთ ილოცა და მაღლა აფრენილ სიმონს გამოაცალა ეშმაკებზე დასაყრდენი ძალა. სიმონ მოგვი ტყვიასავით გამოექანა და დაებერტყა მიწაზე, მას დიდხანს არ უცოცხლია მეორე დღეს ტანჯვით ამოხდა სული.

ამის შემდეგ პეტრე მოციქულმა დამოძღვრა და გააძლიერა მორწმუნეები რწმენაში და ესპანეთში გაეშურა ეპისკოპოსად კი ლინე აკურთხა. ესპანეთში იქაური იბერიის უძველეს ქალაქ ტარაკონში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად ეპაფროდიტე(არა 70 მოციქულთაგანი) დაადგინა. შემდეგ სირმიანში ქადაგებდა სადაც ეპისკოპოსად ეფენეტე დაადგინა. შემდეგ გასცურა აფრიკისკენ და ჩავიდა კართაგენში სადაც ეპისკოპოსად კრისკენტი აკურთხა. შემდეგ ეგვიპტეს მიაშურა და აკურთხა ეპისკოპოსად: შვიდკარიბჭოვან თებეში - რუფე, ალექსანდრიაში - მარკოზ მახარებელი და დაბრუნდა იერუსალიმში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით.











მეოთხე მისიონერული მოგზაურობა











იერუსალიმიდან პეტრემოციქული ეგვიპტისაკენ გაემართა, მოვლო აფრიკა და ისევ რომში ჩავიდა, საიდანაც მედიოლანში გადავიდა, შემდეგ ფოტიკინში. წმინდა პეტრემ იქადაგა ასევე ბრიტანეთშიც სადაც არაერთი წელი დაჰყო, აქაც დააარსა ეკლესია და მოღვაწეობდა ვიდრე არ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:
ვიკიციტატა
«პეტრე! მოახლოვდა ამა ქვეყნიდან შენი განსვლის დღეც! შენ რომს უნდა ჩახვიდე, სადაც ჯვარზე სიკვდილს დაითმენ და ღირსეულ საზღაურს მიიღებ უფალ იესო ქრისტესაგან!»


ნერონის ზეობის მეთორმეტე წელს იგი რომში ჩამოვიდა და ეპისკოპოსად კლიმენტი დაადგინა.











მოწამეობრივი აღსასრული










იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ორი, თავისი მშვენიერებით და გონიერებით. მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო რა ამის შესახებ დაიწყო დევნა ქრისტიენების, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა გარემოცვამ ურჩია რომ გასცლოდა რომს რათა არიდებოდა ნერონის მრისხანება რაზეც იგი მტკიცედ უარობდა თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით მაშინ როცა ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:
ვიკიციტატა
«- ვიდრე ხვალ, უფალო?

- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!

- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.»



ამ შეხვედრამ კარდინალურად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა წმინდა პეტრეს - ჯვარცმა, კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, ხოლო ყველა დანარჩენს კი მახვილით თავისმოკვეთა მიუსაჯა. ჯვარცმის მოახლოებისას პეტრე მოციქულმა ითხოვა მისი თავდაყირა ჯვარზე გაკვრა. დასასრულს პეტრე მოციქული ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებული ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ასე აღესრულა უფლის ეს დიდი მოციქული, წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს.














წმინდა პეტრეს ჯვარცმა და წმინდა პავლეს თავისკვეთა












წმინდა ნაწილები












პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა:

* ერთნი ამტკიცებენ რომ წმ. პეტრე დასაფლავებულია რომში. გადმოცემით პირველი ბაზილიკა კონსტანტინეს მიერ აიგო წმ. პეტრეს დასაფლავების ადგილას, მოგვიანებით იმ ადგილას ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც დაადასტურა ძველი სასაფლაოს არსებობა. 1952 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტი რომლის საფუძველზეც დადგიდა რომ I-II საუკუნეებში ამ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი განსაკუთრებით თაყვანისიცემებოდა. შემდგომი სამუშაოები ჩატარდა იტალიელი არქეოლოგის - მარგარიტა გუარდუჩის მიერ. 1964 წელს მან გამოუშვა წიგნი «წმინდა პეტრეს რელიქვია ვატიკანის ბაზილიკის ქვეშ» (იტალ. Reliquie Di Pietro Sotto La Confossione della Basílica Vaticana), რომელშიც ამ საფლავის პეტრე მოციქულთან კავშირის ალბათობას მაქსიმუმამდე ზრდიდა. 1968 წელს რომის პაპმა პავლე VI განაცხადა რომ მეცნიერთა გამოკვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ რომ პეტრე მოციქულის წმიდა ნაწილები ნაპოვნია.
* მეორე, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კი პირიქით ამტკიცებს რომ პეტრე მოციქული რომში არც ყოფილა და არც იქ არის დასაფლავებული.









სხვადასხვა









* ძველი ქრისტიანული ეკლესიები, რომის კათოლიკური ეკლესია, აღმოსავლური მართლმადიდებლობა და ანგლიკანური ეკლესია სიმონ პეტრეს წმინდანად მიიჩნევს და მის სახელს რომში ეკლესიის დაარსებას უკავშირებენ.
* რომაული მარტიროლოგიის თანახმად, 29 ივნისი პეტრე-პავლობის დღედ ითვლება, თუმცა მითითებული არ არის, რომ ისინი ამ დღეს გარდაიცვალნენ. პონტიფიჩიოს წელიწდეულის მიხედვით, პეტრე ახ. წ. 64 ან 67 წელს გარდაიცვალა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პეტრე ახ. წ. 64 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ტრადიციის მიხედვით, რომის ხელისუფლების მესვეურებმა პეტრე თავდაყირა აცვეს ჯვარს. ასევე, პეტრეს განსასვენებლად ითვლება ადგილი, სადაც შემდეგში წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. ხელოვნებაში პეტრე მოციქულს ხშირად გამოსახავენ ცათა სასუფევლის გასაღებებით ხელში, რაზე მითითებასაც ვხვდებით მათეს სახარებაში (16:19).











ultras





პავლე














პავლე, (ბერძნ. παΰλος, ებრ. სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან ლათ. Saulus; გ. 60 შემდეგ, ალბათ რომში), ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაბადებულა ქ. ტარსოსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიუღია იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკის გზაზე ქრისტეს „სასწაულებრივ ხილვას“ მოუქცევია, რის შემდეგ იგი ქრისტიანობის მქადაგებელი გამხდარა. ქრისტიანობის გასავრცელებლად სამგხის უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. მოწამებრივად აღსრულებულა (თავი მოუკვეთიათ) რომში იმპერატორ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.

პავლეს მიაკუთვნებენ 14 ეპისტოლეს ახალ აღთქმაში. პავლეს ავტორობის საკითხს და ეპისტოლეთა დაწერის დროს ლიტერატურაში სხვადასხვანაირად განიხილავენ; ზოგი უარყოფს პავლეს ავტორობას, მიიჩნევს მას მითურ პირად, ხოლო ეპისტოლეებს ახ. წ. II საუკუნით ათარიღებს, ზოგი კი მას რეალურ პირად თვლის. პავლეს ეპისტოლეებში შეიმჩნევა იუდაიზმისაგან სრული გათიშვის ტენდეცია (მას ლიტერატურაში პაულინიზმი ეწოდება). პავლე გვევლინება არა მარტო რელიგიურ იდეოლოგიად, არამედ ფხიზელ პრაქტიკოსადაც, რომელიც აარსებს ქრისტიანულ კერებს. მისთვის ძალაუფლება, სახელმწიფო და სოციალური წყობილება ღვთის განგებაა.

ამრიგად, პავლემ ხელი შეუწყო ქრისტიანობის ისტორიულ სვლას, საბოლოო გამარჯვებას და მის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამ მხრივ იგი დაშორდა ქრისტესა და მისი მოწაფეების მოძღვრებას, რომელიც მიმართული იყო ცხოვრების უსამართლოების წინააღმდეგ. ახალ აღთქმაში შემავალი პავლეს ეპისტოლეთა ყველა (ოთხი) ქართული რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი X-XIV საუკუნეების თორმეტი ხელნაწერის მიხედვით გამოცემულია ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიას მიერ („პავლენი, პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები“, თბ., 1974).



წმიდა მოციქული პავლე

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსოსში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.
სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ "ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ".
იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი "მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ". დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული, "დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაისა მდევნი მე?"... კითხვაზე: "შენ ვინ ხარ, უფალო?" ნათლით გამო მოისმა: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!" იესომ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში სეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულთა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა, რის შემდეგაც მას მხედველობა დაუბრუნდა.
ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსოსში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.
სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა მზეა, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: "ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაი მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტვნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულსა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან"...
ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პეტრე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა "და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად".
უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გაგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: "წარუპყრა ქედი თვისი წმიდამან პავლე მეხრმლეთა მათ სიხარულითა... და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეხრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაითა სძე გამოხდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლესა". ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.
პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც "ახალი აღთქმის" წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და "საქმე მოციქულთას" ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.
უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩეოდნენ ქრისტეს მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.






ultras

პეტრე-პავლობა









ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიჰხედა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ (მათე 4.19) (კონდაკი 2) - ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყვნენ მიმართულნი, გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).

ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, - ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან - გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: „უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32) (იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა „...მოიღო არდაგი და მოირტყა იგი... და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“ - განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“ (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“ (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).

უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში (საქმე 2.41; 4.4). საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღსდგებოდნენ (საქმე 9.40), მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ (საქმე 3.1-8; 9.32-34), დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ (საქმე 5.5-10).

ცნობილია წმ. პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს „უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფელისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა - იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე“ (2 პეტრე 1.14), ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. სთვლიდა რა უღირსად თავს მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც მის მასწავლებელს ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.

წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული „განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის“, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, - „ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა“ (საქმე 22.3-4). იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა (საქმე 7.58). 34წ. მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.

როდესაც იგი დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ქვე ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ“. სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რა თა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ (საქმე 26.13-16).

სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდასთა სავლე სახელით, ტარსელი (საქმე 9.11). ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე (იკოსი 2).

მოიღო რა პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი, იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა (კონდაკი 3, იკოსი 4, კონდაკი 5). კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსება რა წმ. პავლე სულითა წმიდითა დაუშლის მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს „გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა“. პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოგვი დაბრმავდა და „მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა“ (საქმე 13.8-11) (იკოსი 6). დაახლოებით 51წ. პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: „რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“ (საქმე 15.12). კრებამ გადაწყვეტილება მიიღო წარმართებისათვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო „კეთილსა იქმოდეთ“-ო (საქმე 15.29).

თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“ (2 კორინთელთა 11.24-25) (იკოსი 10). ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა (საქმე 16.22-26) (იკოსი 8).

ათენში ქრისტეს ახარებდა „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე 17.28). ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, „შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს“ (საქმე 21.11) (კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით - პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.










წმიდანი თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე
ტროპარი

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

ქრისტეს მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან წმინდა პეტრე და წმინდა პავლე. ისინი ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას აღემატნენ ანგელოსებს.

წმინდა მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ერქვა. `შენ ხარ სვიმონ, ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე~ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ. რამოდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქრისტემ გალილეის ტბის ნაპირთან ჩაიარა, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. `მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა~ უბრალო მეთევზეებისადმი მიმართულმა ამ სიტყვებმა გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე გაჰყვა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და სიცხისაგან განკურნა მისი სიდედრი.

პეტრეს უდიდესი რწმენა და ერთგულება ჰქონდა, რამაც გააბედვინა მას, ეთხოვა ქრისტესთვის: `უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა~. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დაიწყო ჩაძირვა. `უფალო, მიხსენ მე!~ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად გაუწოდა ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა.

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ~, პეტრემ განიხარა და წამოიძახა `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაB~. ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი.

როცა მოახლოვდა ჯვარცმის ჟამი, იესო ქრისტე დაეკითხა თავის მოწაფეებს: `რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე?~ პეტრემ დაასწრო ყველა მოციქულს და უპასუხა: `შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა~, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: `ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა~ (`იონა~ ქართულად მტრედს ნიშნავს, `ბარ~ კი `ძე~-ს, ხოლო ტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... `შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაB ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~.

საიდუმლო სერობის წინ მაცხოვარმა ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. პეტრე შეეწინააღმდეგა. მაშინ უფალმა უპასუხა: `უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა~. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, წამოიძახა: `უფალო არა მხოლოდ ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი~. ასე უყვარდა მას თავისი მოძღვარი, რომ განუშორებლად მასთან სურდა ყოფნა.

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. იხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდე, მასთან ერთად შევიდა ეზოში, იდგა იქ და ცეცხლთან თბებოდა. მაგრამ როცა მასაც დაადეს ხელი, როგორც ქრისტეს მოწაფეს, შეშინებულმა პეტრემ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი: `არა ვიცი კაცი ესე~; და როდესაც მესამედ უარჰყოფდა, დაინახა რომ უფალი უმზერდა მას. შეწუხებული და შერცხვენილი პეტრე განვიდა ეზოდან და მწარედ ატირდა. ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ პატიობს ადამიანს, თუ ის გულწრფელად შეინანებს. პეტრეს სინანული კი იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი მოწაფეთა შორის პირველად მას ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა იგი პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ამგვარად აღადგინა იესო ქრისტემ იგი მოციქულის ღირსებაში.

პეტრეს რჩევისაებრ, უფლის ამაღლების შემდეგ თორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (იუდა ისკარიოტელის მაგიერ). ამის შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. მისი ქადაგებები იმდენად ცოცხალი და გულშიჩამწვდომი იყო, რომ ათასობით ადამიანი ხდებოდა ქრისტეს მიმდევარი. პეტრე მოციქულის ქადაგებებს უამრავი სასწაული ახლდა: მკვდრები აღსდგებოდნენ, კოჭლნი და დავრდომილნი იკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ.

წმინდა პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე. მეორე ეპისტოლეში იგი წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულზე. მართლაც, იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ თავი ღირსად არ ჩათვალა, ისე აღსრულებულიყო, როგორც მისი მოძღვარი, ამიტომ ჯალათებს თხოვა, თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის. ასე აღესრულა წმინდა პეტრე მოციქული. მისი საფლავი მდებარეობს იტალიაში, ქალაქ რომში.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და მოციქულად შერაცხვამდე სავლე ერქვა. იგი კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და უბადლო განათლება მიიღო. სავლე მოშურნე იუდეველი იყო და ზედმიწევნით აღასრულებდა რჯულს. თავიდან იგი ქრისტეს თავისი ღმერთის მტრად თვლიდა და ამიტომ ქრისტიანებს დევნიდა. სავლე იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი დარაჯობდა. 34 წელს მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქალაქ დამასკოში გაემგზავრა, რომ იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ისეთი რამ შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.

დამასკოს რომ მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი ცხენებიდან ჩამოცვივდა, სავლეს კი ესმა ხმა, რომელიც ამბობდა: `საულ, საულ, რად მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაB დეზისა~. სავლე დაეკითხა: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ხმამ უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. არამედ ადექი, რადგან იმისათვის გეჩვენე შენ, რომ დაგადგინო მოწმედ და მქადაგებლად იმისა, რაც იხილე და რასაც მომავალში გაჩვენებ“.

სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, ანანია, ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს გამოცხადებით ემცნო: ადექი და მიდი იმ უბანში, რომელსაც ქვია მართალი, და მოძებნე იუდეველთა ტაძარში კაცი, სახელად სავლე, რომელიც არის წარმოშობით ტარსელი. ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული, სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე.

პავლემ, უფლის ბრძანებისაებრ, იწყო ქრისტიანობის ქადაგება იუდეველებსა და წარმართებში, რის გამოც მას გამუდმებით უწევდა ხანგრძლივი მგზავრობა, იგი ასევე წერდა და თავის სამწყსოს უგზავნიდა ეპისტოლეებს, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა.

დაახლოებით 51 წელს პავლე მონაწილეობდა იერუსალიმში გამართულ მოციქულთა კრებაში. მან შეკრებილთ ამცნო: `რამდენი ნიში და სასწაული ქმნა ღმერთმა წარმართთა შორის მოციქულთა მიერ~.

განუწყვეტელ ღვაწლში მყოფ პავლე მოციქულს მრავალი ჭირის დათმენა უწევდა: `ჰურიათაგან ხუთ ჯერ ორმცდაერთი ცემაÁ მოვიღე. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ქვით ჩამქოლეს, სამჯერ ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ~.

ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას წმინდა პავლე შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას. შუაღამემ რომ მოატანა, მიწა იძრა, კარნი გაიხსნა და ტყვექმნილს ბორკილები დასცვივდა. შეშინებულმა ციხის უფროსმა პავლეს შენდობა სთხოვა და გაათავისუფლა.

ამის შემდეგ პავლე მოციქული ათენში ჩავიდა და იქ ქადაგებდა ქრისტეს. ამ ქადაგებამ არეოპაგში მრავალი ქრისტიანი შესძინა ეკლესიას, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი.

როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, შეიკრა ხელნი და ფერხნი და თქვა: „ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისაც არის ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმში~. ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა პავლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში წმინდა პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით, მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა. ეს მოხდა 67 წელს. პავლე, პეტრე მოციქულის მსგავსად, დაკრძალულია რომში.

ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ, სხვა გადმოცემით, პავლეს პეტრეს ჯვარცმიდან ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს თავი. წმინდა მოციქულების ხსენება ერთ დღეს აღესრულება, 12 ივლისს (ახ. სტ.).

IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსატატინეპოლში აღმართა ტაძრები წმინდანთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.
POLEMIST
მეგობრებო უყურეთ ზეითგეისტს და კარგად დაუკვირდით! აქ ბევრი რამ არის ისეთი რაც იქნება თქვენთვის საყურადღებო მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას საერთო ჯამში მთელი რელიგიური მიმდინარეობის ასტროლოგიასთან კავშირს თუ ეზოთერიასთან და ა.შ.. ფაქტია ღმერთ,მა შექმნა სამყარო და ყველაფერი ერთმანეთტან მჭიდრო კავშირშია, ამ კავშირს კი იყენებენ ქრისტიანობოის წინააღმდეგ იმ გაგებით რომ არაფერიც არ არსებობსო.. კი არსებობს და არსებობს ისე მიახლოებით როგორც მეგან დავითმა ახსნა რამდენიმე კვირის თუ დღის უკან ენერგეტიკული კავშირების დახმარებით...ეგ მე ავხსენი რამდენიმე წლის უკან და ეხლა ვერ მოვიძიებ იმ პოსტს.. ისე რო საინტერესო მასალაა მათთვის ვისთვისაც სულიერი განათლება არაა დაბალ დონეზე, ვისაც არ გაგაჩნიათ სულიერი სინათლე მაშინ ჯობია არ უყუროთ, ეს იმოქმედებს ტქვეს ისედაც ფაქიც სულზე და ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ..

მაშ ასე ნახეთ ფილმი ! http://video.google.com/videoplay?docid=-1...878092649859333
POLEMIST
ციტატა
პეტრე-პავლობა









ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე,


უდაოდ დიდი დღესასწაულია მაგრამ მე აქ მიჩნდება კითხვები თავად სასულიერო პირებთან! პეტრე იყო თავმოციქული და მაცხოვრის მოწაფე მაგრამ სავლე-პავლე (ფარისეველი და მერე მოქცეული) არ ყოფილა არც თავმოციქული და არც მაცხოვარი არ უნახია თვალით..ეგ როგორ უნდა ახსნან?? ტყუიან თუ რას შვრებიან??
მეორე ის ო პეტრეს აღიარებენ აქ თავმოციქულად და მაცხოვრის მოწაფედ, ამავე დროს აღიარებენ რო ეჯკლესია პეტრეზე უნდა დაეშენებინა მაცხოვარს, მაგრამ სავლე-პავლეზე დაშენეს.. თანაც პეტრეს სახარებას არ სცნობენ და პირიქით მიმალული და გასაიდუმლოებულია.. აას როგორ ა ხსნან სასულიერო პირები???


პავლეზე გიწერია და პეტრეზე ერთი სიტყვაც არ დაგიძრავს, ე როგორ გავიგოთ??
ultras
ციტატა(POLEMIST @ 17.03.2010, 23:09) *
უდაოდ დიდი დღესასწაულია მაგრამ მე აქ მიჩნდება კითხვები თავად სასულიერო პირებთან! პეტრე იყო თავმოციქული და მაცხოვრის მოწაფე მაგრამ სავლე-პავლე (ფარისეველი და მერე მოქცეული) არ ყოფილა არც თავმოციქული და არც მაცხოვარი არ უნახია თვალით..ეგ როგორ უნდა ახსნან?? ტყუიან თუ რას შვრებიან??
მეორე ის ო პეტრეს აღიარებენ აქ თავმოციქულად და მაცხოვრის მოწაფედ, ამავე დროს აღიარებენ რო ეჯკლესია პეტრეზე უნდა დაეშენებინა მაცხოვარს, მაგრამ სავლე-პავლეზე დაშენეს.. თანაც პეტრეს სახარებას არ სცნობენ და პირიქით მიმალული და გასაიდუმლოებულია.. აას როგორ ა ხსნან სასულიერო პირები???


პავლეზე გიწერია და პეტრეზე ერთი სიტყვაც არ დაგიძრავს, ე როგორ გავიგოთ??



[size="4"][/size] პეტრეზე უფრო მეტი წერია ძამა. თუ გადახედავ პოსტებს.

„პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“
POLEMIST
ციტატა
size="4"][/size] პეტრეზე უფრო მეტი წერია ძამა. თუ გადახედავ პოსტებს.

პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“
ხო ზუუსტად ანაფორიანი ღიპიანი ვაჭრების, დევიზიც ეგაა, პეპელას თვალები და ფრთები... lool.gif უღმერთოები ეგენია ზუსტად.. წერია ხო ეგრე სატაურშიც გიწერია პეტრე-პაბვლობა და არა მარტო პავლობა ხო ესეა? ხო გიწერია მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი ისეთი...
შენ გამეცი მაშინ პასუხი, რატო არ არის მირებული ახალ აღტქმაში პეტრეს სახარება და რატო მიიღეს ფარისეველი პავლესი რომელიც არ ყოფილა მაცხოვრის მნოწაფე??? რატოა გასაიდუმლოებული პეტრეს სახარება?? რატო დაშენდა ეკლესია პავლეს დოგმებზე და არა პეტრეს სწავლებაზერ როცა მაცხოვარმა Yთქვა რომ ის დააშენებდ ეკლესიას პეტრეზე??? გააქვს პასუხი ამ კითხვებზე??? ზღაპ[რები არ მოყვე არ მიღება!
ultras
ultras წმინდა პეტრე სიმო�... გუშინ, 22:47



შენთვის თუმცა რა აზრი აქვს, მაინც არაფერს არ კითხულობ. ohmy.gif ohmy.gif ზოგი რისი მასტერია, ზოგი რისი .აი შენ კი დავის მასტერი ჩანხარ . jordano.gif jordano.gif jordano.gif jordano.gif
POLEMIST
ეჰ ულტრა ულტრა..ამაოდ ვცდილოიბ რაიმეს გაგებას.. შენც იმ ღიპიანი მღვდლებივით არ გაქვს პასუხი როგორც ჩანს.. smile.gif
ultras
იაკობ ზებედესი




იაკობ ზებედესი (ებრ. יעקב, ბერძნ. Ιάκωβος, ლათ. Iacobus), იაკობ უფროსი ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 30 (13.05) აპრილი.

ცხოვრება

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28).

ძმებს ღმერთმა მეტსახელად Boanerges - ”ძენი ქუხილისანი” შეაარქვა.




ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. იაკობ მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნები. ასე მისცურა წმიდა იაკობ მოციქულმა იბერიაში (ესპანეთი), სადაც მან იქადაგა. შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაუბრუნდა.



მოწამეობრივი აღსასრული


იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.
“ მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. ”

—(საქ. 12:1-2)

წმიდა იაკობთან მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში †44 წელს.




წმ. მოციქული იაკობ ზებედესი (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)







წმინდა ნაწილები




გადმოცემის თანახმად, მოციქულის წმინდა მიწაზე მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული ლუსკუმაში დასვენებული დააწვინეს ნავში და ჩაუშვეს ხმელთაშუა ზღვაში. ღვთის განგებით ამ ნავმა მიცურა ესპანეთის იბერიაში და გამორიყა მდინარე ულას(Ulla) ნაპირას . გადმოცემის თანახმად მოციქულის ნეშტი ასე იყო მდინარეზე გამორიყული 813 წლამდე, ვიდრე განდეგილმა ბერმა პელაიომ ზეციურ ვარსკვლავს გაყოლილმა ღვთის განგებით არ აღმოაჩინა იგი. 896-899 წლებში მეფე ალფონს III გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას აშენებულიყო მცირე ტაძარი. თვით ამ ადგილს დაერქვა სახელი - კომპოსტელა (ლათ. Campus Stellae, «ვარსკვალავით აღნიშნული ადგილი», შემდგომში ამ ადგილას აშენდა ქალაქი - სანტიაგო დე კომპოსტელა)



სანტიაგო დე კომპოსტელას კათედრალი



ლუსკუმა იაკობ მოციქულის წმინდა ნაწილებით












წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა










წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.










13 მაისი წმინდა მოციქულის იაკობ ზებედესის ხსენების დღეა







13 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, წმინა მოციქულის იაკობ ზებედესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო.

იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.--0--



ultras
ციტატა(POLEMIST @ 18.03.2010, 3:34) *
ეჰ ულტრა ულტრა..ამაოდ ვცდილოიბ რაიმეს გაგებას.. შენც იმ ღიპიანი მღვდლებივით არ გაქვს პასუხი როგორც ჩანს.. smile.gif



ღიპიანი მღვდელები! ჰმმმმ ... მართალი ხარ! wink.gif განდევნე ავი სულები შენში, ყველაფერს აჯობებდა.
ultras
გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ..





ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...

გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“

მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“

უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.

კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“

მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.

ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.

აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.

კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.

ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.

მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“

ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.

სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.

რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.

დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.

ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“

ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.

რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.

გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.

ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.

შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.

ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.

ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.

ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.

ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“

თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“

ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“

მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“

გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“

მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“

მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
ultras
იაკობ ალფესი



წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (ბერძნ. Ιάκωβος ο Μικρός, ლათ. Iacobus Minor — იაკობ უმცროსი) ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი იყო წმიდა მათე მოციქულის ძმა. ხსენება - 9 (22) ოქტომბერი.




ცხოვრება






იაკობ ალფეს იაკობ ზებედესაგან განსასხვავებლად მას შეარქვეს იაკობ მცირე. იაკობ მცირე იყო კლეოპასა(ალფე) და მარიას შვილი. ახალ აღთქმაში არაფერი არ მოგვეპოვება მისი მოღვაწეობის შესახებ.და ფიგურირებს მხოლოდ მოციქულთა ჩამონათვალში (მათ.10:3, 27:56; მარ.3:18, 15:40; ლუკ.6:15, 24:10; საქ. 1:13). ევანგელიეში მხოლოდ ისაა ნახსენები რომ მარია დედა იაკობისა იყო ღვთისმშობლის დეიდაშვილი.
“ ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალენელი. ”

—(იოან.19:25)
“ ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე. ”

—(მარ.15:40)
“ ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. ”

—(ლუკ.24:10)
“ რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. ”

—(მათ.27:56)






ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ჯერ იერუსალიმში ქადაგებდა, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა თავისი ნეტარი ცხოვრება.













წმიდა მოციქული იაკობ ალფესი
9 (22) ოქტომბერი


წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული)

Magen_David
ციტატა(POLEMIST @ 18.03.2010, 0:37) *
რატო არ არის მირებული ახალ აღტქმაში პეტრეს სახარება და რატო მიიღეს ფარისეველი პავლესი რომელიც არ ყოფილა მაცხოვრის მნოწაფე??? რატოა გასაიდუმლოებული პეტრეს სახარება?? რატო დაშენდა ეკლესია პავლეს დოგმებზე და არა პეტრეს სწავლებაზერ როცა მაცხოვარმა Yთქვა რომ ის დააშენებდ ეკლესიას პეტრეზე??? გააქვს პასუხი ამ კითხვებზე??? ზღაპ[რები არ მოყვე არ მიღება!

პოლე, გეშლება.. პავლეს სახარება არ არსებობს. არსებობს 'პავლეს ეპისტოლენი', ასევე არსებობს პეტრეს ეპისტოლენი - 'პირველი პეტრესი' და 'მეორე პეტრესი' -ის სახით.

სახარება კი ოთხია - მათეს, იოანეს, ლუკასა და მარკოზის.
tsnobismokvare
ციტატა(Magen_David @ 19.03.2010, 20:19) *
პოლე, გეშლება.. პავლეს სახარება არ არსებობს. არსებობს 'პავლეს ეპისტოლენი', ასევე არსებობს პეტრეს ეპისტოლენი - 'პირველი პეტრესი' და 'მეორე პეტრესი' -ის სახით.

სახარება კი ოთხია - მათეს, იოანეს, ლუკასა და მარკოზის.

Magen_David

გეშლება. საცარებები 4-ხზე მეტია. უბრალოდ მხოლოდ 4-ხია აღიარებული როგორც კანონიკური, ანუ ძირითადად, ქრისტიანული რელიგიები 4 სახარებას სცნობს, როგორც ღვთის შთაგონებით დაწერილად.
Magen_David
ზუსტად ქრისტიანული რელიგის მიხედვით კანონიკური ტექსტები მქონდა მხედველობაში და არა აპოკრიფი
POLEMIST
ციტატა
ზუსტად ქრისტიანული რელიგის მიხედვით კანონიკური ტექსტები მქონდა მხედველობაში და არა აპოკრიფი
აპოკრიფულობა ვინ დაადგინა პეტრეს სახერების?? ან სხვა სახარებები ვინ დაადგინა რო არაა აპოკრუფილი?? აპოკრიფული თუა პეტრეს სახარება რატო ,მალავენ და რატოა გასაიდუმლოებული?? გასაგებია არ აღიარებენ კანონიკურად მაგრამ რატო არ ირჩევა ეგ საჯაროდ?? რისა ეშინიათ ხაზზარ ანაფორიანებს??
tsnobismokvare
ციტატა(Magen_David @ 19.03.2010, 22:30) *
ზუსტად ქრისტიანული რელიგის მიხედვით კანონიკური ტექსტები მქონდა მხედველობაში და არა აპოკრიფი

Magen_David

ხოდა, უნდა დააკონკრეტო ხოლმე რა გაქვს გულში. მანამდე წერდი არ არსებობს 4-ის გარდაო, ეხლა ამბობ, ხო არსებობსო, მე უბრალოდ ეკლესიები რასაც სცნობენ ის ვიგულისხმეო. smile.gif ამირანი გულში მღეროდაო ისე გამოგივიდა. smile.gif

აგერ პოლემისტი ამბობს პეტრეს "სახარებაზე" და შეკითხვებს სვავს, იქნებ გასცეთ პასუხები რომელიმემ. თუ არ გაქვთ პასუხები, დაუწერეთ რომ არ გაქვთ, სირცხვილი კი არაა.
Magen_David
აქაც სარკაზმი... და მეტი არაფერი.

ციტატა(tsnobismokvare @ 20.03.2010, 12:39) *
Magen_David

ხოდა, უნდა დააკონკრეტო ხოლმე რა გაქვს გულში. მანამდე წერდი არ არსებობს 4-ის გარდაო, ეხლა ამბობ, ხო არსებობსო, მე უბრალოდ ეკლესიები რასაც სცნობენ ის ვიგულისხმეო. smile.gif ამირანი გულში მღეროდაო ისე გამოგივიდა. smile.gif


მე რომ დამეწერა 3 ან 5 სახარებააო კიდე მესმის მასეთი რეაქცია.. როდესაც ვწერ რომ არის 4 სახარება ეს მგონი უკვე უნდა ნიშნავდეს იმას რაც მე ვიგულისხმე და ჩაკირკიტება აღარაა საჭირო.

ციტატა
აგერ პოლემისტი ამბობს პეტრეს "სახარებაზე" და შეკითხვებს სვავს, იქნებ გასცეთ პასუხები რომელიმემ. თუ არ გაქვთ პასუხები, დაუწერეთ რომ არ გაქვთ, სირცხვილი კი არაა.


მოიცა და, შენ რომ გაისარჯო მაგისთვის არაა? rolleyes.gif
Magen_David
ციტატა(POLEMIST @ 20.03.2010, 4:49) *
აპოკრიფულობა ვინ დაადგინა პეტრეს სახერების?? ან სხვა სახარებები ვინ დაადგინა რო არაა აპოკრუფილი?? აპოკრიფული თუა პეტრეს სახარება რატო ,მალავენ და რატოა გასაიდუმლოებული?? გასაგებია არ აღიარებენ კანონიკურად მაგრამ რატო არ ირჩევა ეგ საჯაროდ?? რისა ეშინიათ ხაზზარ ანაფორიანებს??


მე როგორც ვიცი, არც ერთი სახარების ავტორი ცნობილი არაა... ანუ დანამდვილებით არავის შეუძლია დაადასტუროს რომ ესა თუ ის სახარება ეკუთვნის იმ ხალხს ვის სახელსაც ატარებს. ასე, რომ ფრიად საკამათო საკითხია რომელია ნაღდი და რომელია აპოკრიფი.
POLEMIST
ციტატა
მე როგორც ვიცი, არც ერთი სახარების ავტორი ცნობილი არაა... ანუ დანამდვილებით არავის შეუძლია დაადასტუროს რომ ესა თუ ის სახარება ეკუთვნის იმ ხალხს ვის სახელსაც ატარებს. ასე, რომ ფრიად საკამათო საკითხია რომელია ნაღდი და რომელია აპოკრიფი.
კაი მაშინ იმ ოთხი კანონიკური სახარების ავტორების ვინაობა როგორ დაადგინეს?? ან რითი ამტკიცებენ რო არის ზუსტადმათი ვის სახელსაც ატარებს ეს ოთხი სახარებვა???
მე როგორც ვიცი პეტრეს სახარება ორიგინალი დამტკიცებულია რო არის პეტრესი მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არის გასაიდუმლოებული! აი ეგ მიზეზი მინდა გახდეს საჯარო!!!
Magen_David
ციტატა(POLEMIST @ 22.03.2010, 22:52) *
კაი მაშინ იმ ოთხი კანონიკური სახარების ავტორების ვინაობა როგორ დაადგინეს?? ან რითი ამტკიცებენ რო არის ზუსტადმათი ვის სახელსაც ატარებს ეს ოთხი სახარებვა???
მე როგორც ვიცი პეტრეს სახარება ორიგინალი დამტკიცებულია რო არის პეტრესი მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არის გასაიდუმლოებული! აი ეგ მიზეზი მინდა გახდეს საჯარო!!!

პოლე, არც პეტრესი და არც იმ ოთხის დამწერის სახელია ცნობილი...
მაგალითად მარკოზის სახარება პირველი საუკუნის 70 წლის შემდეგაა საწერილი, იოანესი - 90 წლის შემდეგ.
ბევრი მკვლევარი ლუკას სახარების ავტორად საერთოდ არაებრაული წარმოშობის ადამიანს მიიჩნევს. ბევრ თანამედროვე მკვლევარს კი მიაცნია, რომ ლუკასა და მათეს სახარებები მარკოზის სახარებაზე დაყრდნობით იქნა დაწერილი, ანუ პირველწყარო ამ ორი სახარებისა მარკოზის სახარება იყო.

მოკლედ, დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობს რა. როგორც ვიცი, იესოს თვითმხილველის მიერ შექმნილი რაიმე სახის დოკუმენტი ჯერ ცნობილი არ არის.. თუკი რამეა შემორჩენილი მეორე და მესამე პირების მიერაა შექმნილი, მონაყოლსა და გადმოცემაზე მხოლოდ. შეიძლება ვცდები და თუ არგუმენტირებულად შემისწორებს ვინმე, მადლობელი ვიქნები smile.gif
POLEMIST
ციტატა
პოლე, არც პეტრესი და არც იმ ოთხის დამწერის სახელია ცნობილი...
მაგალითად მარკოზის სახარება პირველი საუკუნის 70 წლის შემდეგაა საწერილი, იოანესი - 90 წლის შემდეგ.
ბევრი მკვლევარი ლუკას სახარების ავტორად საერთოდ არაებრაული წარმოშობის ადამიანს მიიჩნევს. ბევრ თანამედროვე მკვლევარს კი მიაცნია, რომ ლუკასა და მათეს სახარებები მარკოზის სახარებაზე დაყრდნობით იქნა დაწერილი, ანუ პირველწყარო ამ ორი სახარებისა მარკოზის სახარება იყო.

მოკლედ, დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობს რა. როგორც ვიცი, იესოს თვითმხილველის მიერ შექმნილი რაიმე სახის დოკუმენტი ჯერ ცნობილი არ არის.. თუკი რამეა შემორჩენილი მეორე და მესამე პირების მიერაა შექმნილი, მონაყოლსა და გადმოცემაზე მხოლოდ. შეიძლება ვცდები და თუ არგუმენტირებულად შემისწორებს ვინმე, მადლობელი ვიქნები
როგორც ცნობილია ალექსანდრიაში (ეგვიპტე) 700 000 მდე ხელნაწერი იქნა დატაცებული-განადგურებული ზუსტად პირველწყარო რომელზეც ჩვენს ვსაუბრობთ.. ზუსტად მაგ ხელნაწერებზეა ლაპარაკი რომ არ განადგურებულა არამედ გაიტანეს ვატიკანში, ასევე იმ ხელნაწერების ასლები , კოპიები მოხვდა სხვადასხვა მიმარტულებით... მაგ ასლ;ებსვე ეკუთვნის ზუსრტად პეტრეს სახარებაც... სახარებები რაც არის დღეს ჩვენამდე მოღწეული და კანონიკურად აღიარებული არის ზუსტად იმ შვიდასიათასი ხელნაწერის რაღაც ნაწილი მაგრამ პირველივე საუკუნეებიდან გაყალბებული, გადაკეტებული!!
ძიების მიზანია იმ ძველი ხელნაწერების ანუ პირველწყაროების მოძიება და გაშიფვრა.. ამ ხელნაწერების არსებობა კი დადასტუყრებულია რომ აქვს ვატიკანს და აქვს ცხრაკლიტულში გადამალული, ზოგიც განადგურებული! განადგურებული ნაწილის ასლები კი არსებობს სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სახით!!!
tsnobismokvare
ციტატა(Magen_David @ 22.03.2010, 18:40) *
მე რომ დამეწერა 3 ან 5 სახარებააო კიდე მესმის მასეთი რეაქცია.. როდესაც ვწერ რომ არის 4 სახარება ეს მგონი უკვე უნდა ნიშნავდეს იმას რაც მე ვიგულისხმე და ჩაკირკიტება აღარაა საჭირო.

Magen_David

შენ რა იგულისხმე ეგ შენ იცი, მაგრამ შენი ნაწერიდან არ ჩანდა ის თუ რას გულისხმობდი, გაურკვეველი იყო. სწორედ ამიტომ დაგიწერე:

ციტატა
უნდა დააკონკრეტო ხოლმე რა გაქვს გულში. მანამდე წერდი არ არსებობს 4-ის გარდაო, ეხლა ამბობ, ხო არსებობსო, მე უბრალოდ ეკლესიები რასაც სცნობენ ის ვიგულისხმეო. smile.gif ამირანი გულში მღეროდაო ისე გამოგივიდა.

უფრო მეტიც, კონკრეტიზაცია ხშირად აუცილებელია და კირკიტი აქ არაფერ შუაშია. როცა აკონკრეტებ თუ რას გულისხმობ, მკითხველს ეხმარება ზუსტად გაიგოს თუ რაზე საუბრობ.


ციტატა
მოიცა და, შენ რომ გაისარჯო მაგისთვის არაა? rolleyes.gif

როგორ არა, მაგრამ თემის გაოფების აქტიური მონაწილე არ მინდა ვიყო. პოლეს მიერ წამოჭრილ ოფტოპიკს გაურკვეველი პოსტებით რომ გამოეხმაურე, მაგიტომ მოგწერე, თორემ სულაც არ მსურდა თემიდან გადახვეულ საკითხებში ჩავრთვოდი. თემა ეხება იესო ქრისტეს ცხოვრებას და არა აპოკრიფულ წიგნებს. smile.gif

ამიტომ, თუ გსურს, თავად გაეცი პოლეს შეკითხვებს პასუხები რახან გამოეხმაურე, თუ არა და ნუ დაწერ, შენი ნებაა.
POLEMIST
ციტატა
როგორ არა, მაგრამ თემის გაოფების აქტიური მონაწილე არ მინდა ვიყო. პოლეს მიერ წამოჭრილ ოფტოპიკს გაურკვეველი პოსტებით რომ გამოეხმაურე, მაგიტომ მოგწერე, თორემ სულაც არ მსურდა თემიდან გადახვეულ საკითხებში ჩავრთვოდი. თემა ეხება იესო ქრისტეს ცხოვრებას და არა აპოკრიფულ წიგნებს.

ამიტომ, თუ გსურს, თავად გაეცი პოლეს შეკითხვებს პასუხები რახან გამოეხმაურე, თუ არა და ნუ დაწერ, შენი ნებაა.
მკაცრ კონკრეტიზაციას ვერ მოვახდენთ თემებისას და როცა მაცხოვრის განვლილ გზაზეა საუბარი იქ აუცილებლად მისი ცხოვრების აღმწერლები და სახარებებიც ითქმება, ითქმება ის რომ მისი განვლილი გზა, ქადაგება და ა.შ რაღაც ნაწილში არის გაყალბებული და შეცვლილი რაც ცვლის მთლიანად სარწმუნოებას და ტავდაყირა აყენებს..

არც ეს იქნება ოფტოპიკი თუ გეტყვით რომ დღეს რასაც ახალ აღტქმას უწოდებენ არაა ეგ ის ახალი აღტქმა რაც ნაგულისხმევია მაცხოვრის სიტყვებში, მაგალითად დათო გვეუბნმებოდა და წრერია რომ მაცხოვარმა ტქვა რომ მოვიდა მოსეს რჯულის აღსასრულებლად, აქ მოსეს რჯული კი არა იგულისხმება ახალი აღტქმა ანუ წარმართული აღქმა (აღთქმა-წარმართული იგივე წარსულში მართალი), ეს წარმართული აღქტმა არის და იქ რაც წერია მცირედით თუ განსხვავდება თავად ქრისტიანული მიმდინარეობისგან!!! ამას მიაქციეთ ყურადღება!!1 ახალი აღთქმა რომელსაც დღეს ქვია კი რადიკალურად სხვაა ვიდრე მაცხოვრის გზა მისი ქადაგება და საერთოიდ ქრისტიანული მოძღვრება! ამასაც მიაქციეთ ყურადღება!
სწორედ იმ დაკარგულ 10 ივერიულ-ებრაულ მოდგმას რომელიც დღეს იწოდება ქართველად აქვთ ეს ძველი აღთქმა დღემდე შემონახული და მაგას წარმართული რელიგია ქვია, ანუი წარსულში მართალი, ეგვეა ძველი აღტქმაც და არა დღევანდელი!
ნაწინასწარმეტყველებია და მიაქციეთ ყურადღება რომ როცა გამოჩნდება ის "დაკარგული" 10 ივერიულ-ებრაული შტო აი მაშინ იქნება მეორედ მოსვლა!!! ესეიგი ეგ პროცესი დაწყებულია!!! ეს ყველაფერი არ დაგავიყდეთ მე გავახმოვანე, დღეს აქ დამცინიან, ხვალ სერიო0ზულად დაფიქრდებიან და თავის თავს მიაწერენ ამ "აღმოჩენას", მ,ე ეგ არ მადარდებს და არ მაღელვებს, მთავარია გამოჩნდეს და თავად იცის ბუნების ძალამ რაც როგორ მოხდება
!
tsnobismokvare
POLEMIST

იესო ქრისტეს ცხოვრება, ყველაზე კარგად, მწინდა წერილშია აღწერილი და წმინდა წერილს, მსოფლიოს ქრისტიანული რელიგიების უმრავლესობა სარწმუნო წერილებად აღიარებს. შენ კი, ისეთი საკითხი წამოჭერი რომ, შენს აზრს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის რომ მსოფლიო ცდება და მხოლოდ შენ იცი სიმართლე?

მგონი უპრიანი იქნებოდა ცალკე თემა გაგვეხსნა, სადაც შესაძლებლობა მოგეცემოდა, დაგემტკიცებინა ის, რასაც წმინდა წერილებზე წერ შენს პოსტში. რას იტყვი? გახსნი ახალ თემას თუ გავხსნა?
POLEMIST
ციტატა
POLEMIST

იესო ქრისტეს ცხოვრება, ყველაზე კარგად, მწინდა წერილშია აღწერილი და წმინდა წერილს, მსოფლიოს ქრისტიანული რელიგიების უმრავლესობა სარწმუნო წერილებად აღიარებს. შენ კი, ისეთი საკითხი წამოჭერი რომ, შენს აზრს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის რომ მსოფლიო ცდება და მხოლოდ შენ იცი სიმართლე?

მგონი უპრიანი იქნებოდა ცალკე თემა გაგვეხსნა, სადაც შესაძლებლობა მოგეცემოდა, დაგემტკიცებინა ის, რასაც წმინდა წერილებზე წერ შენს პოსტში. რას იტყვი? გახსნი ახალ თემას თუ გავხსნა?
ოფტოპიკია მარა გავაკეთებ კომენტარს! კი გახსენი თემა შენ და სიამოვნებით ვიდისკუსიებ!
იცი მე არ ვუარყოფ წმინდა წერილის არსებობას.. არც იმას ვუარყოფ რომ წმინდა წერილი არის სარწმუნო>>
განვმარტავ რომ ჩემი მსჯელობის მიმართულება არის იქითკენ რომ წმინდა წერილში შესაძლოა ერთი სიტყვაც კი იყოს გაყალვბებული შეცვლილი და აზრი , მიმართულება წერილის შინაარსი მთლიანად იცვლება და ეგ ხდება სპეკულირების საშვალება მავანთათვის რომლებიც ცდილობენ ქრისტიანობა გამოიყენონ თავის ფარად, ან გამოიყენონ ძალაუფლებისთვის და ა.შ!!
ალბათ მიმიხვდი რომ მე არ ვუარყოფ წმიუნდა წერილის არსებვობას და მის სინამდვილეში არსებობაშიც ეჭვი არ მეპარება, ჩემი ეჭვია მიმართული როგორც ზევით გიტხარი ტავად წმინდა წერილში აზრის შინაარსისს ცვლილებასთან თუნდაცვ ერთი სიტყვის ცვლილების მეშვეიბით!!
მსგავსი გაყალბებეი და ცვლიულებები მსოფლიო პრაქტიკაში არის მხოლოდ ორი ეროვნების მიერ ესენი არიან იუდეველები და სომხები!!1 ამ საუკუნეში დაემატნენ აფსუები და ოვსები! მსოფლიოში სხვა გამყლაბებლებს მე არ ვიცნობ!
ამისი უამრავი მასალაა და არამგონია მტკიცებულ;ებები დაგჭირდეს..

მოკლედ თავად სახელი წმინდა წერილი არსებობს ისევე როგორც არსებოპბს ერი ეროვნულება ეროვნული გენი ებრაელი... ამ შემტხვევაში ებრაელები ქვიათ მონგოლოიდურ-თურქმენოიდულ მოდგმა ხაზზარებს რომლებიც არიან რელიგიით იუდევლები (გაურკვეველია ჯერ კიდევ ) . სინამდვილეში კი ებრაელები ისინი არ არიან გენეტიკური და ეროვნული თვალსაზრისით, მათ მოახდინეს ტოტალური გაყალბება როცა დაირქვეს სახელი ებრაელი და თანაც მსოფლიოში დააკანონეს რომ ყველა ნებისმიერი ეროვნების ადამიანი რომელიც არის იუდეველი არის ყველა ებრაელიო, ეს არუის ერთ--ერთი მრავალტა შორის ტოტალური სიყალბის მაგალითი როცა ეროვნებას ურევენ მიზანმიმართულად რელიგიაში!
ცნობილია და ვიმეორებ რომ არსებობს წარმართული აღტქმა რომელიც გაჭრიული ვაშლივით გავს ახალ აღტქმას და მცირედით არის განსხვავებული და რომელზეც ამბობენ წინაპრები რომ არის ძველი აღტქმაო!! ისე რო ეს საკიტხი საკვლევია და აუცუილებლად იქნება გამოკვლეული!!!
tsnobismokvare
ციტატა(POLEMIST @ 23.03.2010, 5:58) *
ოფტოპიკია მარა გავაკეთებ კომენტარს! კი გახსენი თემა შენ და სიამოვნებით ვიდისკუსიებ!

POLEMIST

თემა რომ არ გაოფდეს, აგერ გავხსენი შესაბამისი თემა http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=9108 და რადგან ასე გსურს აპოკრიფულ წერილებსა და კანონიკურ წერილებზე დისკუსია, დაწერე, წარმოგვიდგინე შენი მოსაზრების მხარდამჭერი სარწმუნო მტკიცებულებები და სიამოვნებით წავიკითხავ(თ). smile.gif
ultras
ფილიპე მოციქული




ფილიპე მოციქული (ბერძნ. Φίλιππος, ლათ. Philippus) თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ხსენების დღე - 14 (27) ნოემბერი.





ცხოვრება





წარმოშობით ბეთსაიდის გალილეიდან იყო. მოწოდებული იყო უფლის მიერ პეტრე და ანდრიას შემდეგ მეორე დღეს. მოწოდების შემდეგ ფილიპემ მეყსეულად აცნობა თავის მეგობარ ნათანიელს
“ პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. ”

(იოან.1:45). ერთი წლის შემდეგ კი ერთერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ.3:14-18). მისი სახელი ფიგურირებს 5000 კაცის დაპურების დროსაც (იოან.6:7). ასევე როცა მას მიმართეს ელინებმა, რათა ენახათ იესო (იოან.12:23). საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ თქვა:
“ ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ”

(იოან.14:8).

მკვლევართა ერთი ვერსიით ფილიპეს ყავდა ცოლი და სამი ქალიშვილი.








ქადაგება





სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში შემდეგ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული მზეის იერაპოლში გადავიდა. შემდეგ ქადაგებით მოიარა მზეა, მცირე აზია, ლიდია, მიზია. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.






მოწამეობრივი აღსასრული





როცა მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან რომელიც მოციქულ ფილიპესთან ერთად აწამეს მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი გააგრძელა ღვთის სიტყვის ქადაგება და ლიკაონიაში აღსასრულა (ხს. 17 თებერვალს). შობის მარხვას ფილიპე მოციქულის სახელს უკავშირებენ.











წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი




წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც „ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“ (საქმე; 8,13).

უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.

წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი - ერმიონია (იხილეთ 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.





ხსენება წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (+I); კეთილმსახურისა მეფისა იუსტინიანესი (+565) და დედოფლისა თეოდორასი (+548); მღვდელმთავრისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360)



წმიდა მოციქული, ფილიპე, გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმინდა წერილში ღრმად იყო განსწავლული. მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა“ (ინ. 14,8).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმინდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმინდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.

ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული მზეის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმინდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. ფილიპე მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა მზეა, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმინდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის - გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები - ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა მიწა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.

წმინდანის დამ, მარიამნამ, მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11/24 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს. 17 თებერვალს).




aanuka
ციტატა(Magen_David @ 25.02.2010, 23:58) *
იუდა იესოს საყვარელი მოწაფე იყო, მისი სახარებაც ნაპოვნია და ისიც აპოკრიფად ითვლება. მაშინ ისიც უნდა შევიდეს ახალ აღთქმაში, რაც საერთოდ ატრიალებს და წაღმა-უკუღმა აყენებს 2000-წლიან სწავლებას იმაზე, რომ ვითომ იუდამ უღალატა იესოს და 30 ვერცხლად გაყიდა.



ეგ ებრაელების დაწერილი სახელდახელოდ იუდას სახარება დავით .... უფლის საყვარელი მოწაფე იუდა არ ყოფილა ახალ აღტქმაში მაგას ვერსად ნახავ უფასლ პეტრე უყვარდა გასნაკუტრებულად ...

Magen_David
ციტატა(aanuka @ 26.03.2010, 14:23) *
ეგ ებრაელების დაწერილი სახელდახელოდ იუდას სახარება დავით ....

და ლუკას გარდა, სხვა ყველანი ვინ იყვნენ? ებრაელები არ იყვნენ? ებრაელი არ იყო პეტრე? პავლე? მათე? მარკოზი? იოანე? და ა.შ.
ციტატა
უფლის საყვარელი მოწაფე იუდა არ ყოფილა ახალ აღტქმაში მაგას ვერსად ნახავ უფასლ პეტრე უყვარდა გასნაკუტრებულად ...


მე ხომ არ დამიწერია, რომ ყველაზე საყვარელი, ანუ უსაყვარლესი მოწაფე იყოო?
და შენ გინდა თქვა, რომ იუდა არ უყვარდა იესოს? biggrin.gif

ზოგი ვერსიით იოანე უყვარდაო გამოღცეულადო, ზოგი ამტკიცებს პეტრეო... მიდი და გაიგე...
aanuka
ციტატა(Magen_David @ 26.03.2010, 17:44) *
და ლუკას გარდა, სხვა ყველანი ვინ იყვნენ? ებრაელები არ იყვნენ? ებრაელი არ იყო პეტრე? პავლე? მათე? მარკოზი? იოანე? და ა.შ.


მე ხომ არ დამიწერია, რომ ყველაზე საყვარელი, ანუ უსაყვარლესი მოწაფე იყოო?
და შენ გინდა თქვა, რომ იუდა არ უყვარდა იესოს? biggrin.gif

ზოგი ვერსიით იოანე უყვარდაო გამოღცეულადო, ზოგი ამტკიცებს პეტრეო... მიდი და გაიგე...



არა დათ მე ვიგულისხმე ეხლა დაწერეს ეგ იუდეველებმა .... ახალი დაწერილი აქვთ როგორც პოლე ამბობს ამას...


კი იუდაც უკვარდა უფალს .... ის ხომ უფალი იყო და არის მას ყველა უყვარს

დიდება უფალს ....
Goddess
ტაკს... მე გუშინ ღამე მივათენე იუდას სახარებასა და მარია მაგდალინელის სახარებას... პოლეს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ასე ერთიანად ვერ გადავუსმევ ხაზს იმის ალბათOბას, რომ ეგ დოკუმენტები მართლაც რომ ჭეშმარიტია.
ბევრი რესურსები დავსერჩე. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები მუშაობდნენ მასზე და მრავალი ანალიზი და კვლევა ჩაუტარდა დოკუმენტს, რომ მისი აუთენტულობა დამტკიცებულიყო, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.

ის არგუმენტი კი, იუდო როგორ დაწერდაო სახარებას smile.gif იუდას არც დაუწერია, ისევე, როგორც ის ახალი აღთქმა, რომლებიც სახლში გიდევთ იმ ხალხის დაწერილი არ არის, ვისი პირითაც ხდება თხრობა.

სხვათაშორის, ისე, უბრალოდ წარმოდგენების "გასაფართოვებლად" მაინც წაიკითხეს მარიამისა და იუდას სახარება. ძალიან პატარაა და ძალიან საინტერესო.
tsnobismokvare
ციტატა(Goddess @ 27.03.2010, 14:16) *
ტაკს... მე გუშინ ღამე მივათენე იუდას სახარებასა და მარია მაგდალინელის სახარებას... პოლეს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ასე ერთიანად ვერ გადავუსმევ ხაზს იმის ალბათOბას, რომ ეგ დოკუმენტები მართლაც რომ ჭეშმარიტია.
ბევრი რესურსები დავსერჩე. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები მუშაობდნენ მასზე და მრავალი ანალიზი და კვლევა ჩაუტარდა დოკუმენტს, რომ მისი აუთენტულობა დამტკიცებულიყო, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.

ის არგუმენტი კი, იუდო როგორ დაწერდაო სახარებას smile.gif იუდას არც დაუწერია, ისევე, როგორც ის ახალი აღთქმა, რომლებიც სახლში გიდევთ იმ ხალხის დაწერილი არ არის, ვისი პირითაც ხდება თხრობა.

სხვათაშორის, ისე, უბრალოდ წარმოდგენების "გასაფართოვებლად" მაინც წაიკითხეს მარიამისა და იუდას სახარება. ძალიან პატარაა და ძალიან საინტერესო.

Goddess

კარგია რომ წაგიკითხავს. ახლა შეკითხვა მაქვს: ცნობ თუ არა მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებებს კანონიკურად, ანუ რომ ღვთის შთაგონებით დაწერილი სახარებებია?

შეგიძლია ამ შეკითხვაზე მიპასუხო შესაბამის თემაში: "რის საფუძველზე დგინდება ბიბლიის წიგნების კანონიკურობა? რატომ არ შედის აპოკრიფული წიგნები ბიბლიის კანონში" რომ აქ არ გავაოფოთ თემა.
ultras
ბართლომე მოციქული
ბართლომე მოციქული (ებრ. תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎, ბერძნ. Βαρθολομαίος, ლათ. Bartholomaeus) - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით კანას გალილეიდან იყო. ხსენების დღე - 11(24) ივნისი.



ცხოვრება

სახელი ბართლომე არამეულია (תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎) და წარმოადგენს - (отчество) bar talmai თალმაის ძე ანუ თალომეს ძე - პტოლიმეელი (პეტრე მოციქულიც ამ სახით არის ნახსენები სახარებაში უფლის მიერ - ”ბარ იონა” ანუ იონას ძეო). ბართლომე მოციქულზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მათ.10:3; მარ .3:18; ლუკ.6:14; საქ.1:13), ამიტომ ინფორმაციის დეფიციტი ივსება წარმოდგენებით და მოსაზრებებით. მაგალითად ეგზეგეტი ფარრარი ბართლომეს აიგივებს ნათანიელთან, რომელზეც უფალმა თქვა
“ იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს. ”

—(იოან.1:47)

* ზოგი მკვლევარი მიიჩნევს რომ, როგორც წესი ძველად ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ მეტსახელის მიმატება, მაგრამ ამ დროს თავად სახელი უცვლელი რჩებოდა. ხოლო სახელები: ბართლომე და ნათანიელი კი ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნება იყო.
* ასევე შესაძლებელია რომ წმ. ბართლომეს სახელი ყოფილიყო ”ნათანიელი ბარ თალმაი” ანუ ”ნათანიელი თალმაის ძე”.


ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება მზეასა და მცირე აზიაში. გზად ქადაგებისას წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი.

მოწამეობრივი აღსასრული

იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს) ხოლო ბართლომე მოციქული ინდოეთში შემდეგ კი სომხეთში გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შტააგონეს რომ მოციქული მოეკლა. და მართლაც, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვა ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა †71 წელს.




წმინდა ნაწილები

მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს აღმართულია სამრეკლო.[1] უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. ასე იმყოფებოდა ქალაქ ალბანში ვიდრე იმპერატორმა ანასტასიამ †508 წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.[2] †574 წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფე ხოზროემმა აიღო, ქრისტიანებმა სცადეს მოციქულის ნეშტის გადამალვა მაგრამ ვერ შესძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ზღვაში ჩაეშვათ (ზოგიერთი ცნობით დაწეულმა ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე კიდევ 4 სხვა წმინდანის სანაწილე: პაპიანე, ლუკიანე, გრიგორისა და აკაკის). ღვთის ნებით, სიწმიდე იტალიაში კუნძულ ლიპარასთან მიცურდა ხოლო სხვა დანარჩენი იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანე -სიცილიაში; ლუკიანე - მესინაში; გრიგორი - კალაბრიაში; აკაკი - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოსს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში კუნძული ლიპარა არაბებმა აიღეს. მორწმუნეებმა აქაც წმინდა ნაწილების გარიდება შესძლეს მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი კუნძულ ლიპარადან ქალაქ ბენევენტოში გადააბრძანეს, ხოლო მოგვიანებით X საუკუნეში წმიდანის ძვლების ნაწილი ქალაქ რომში იქნა გადასვენებული.

მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა ვინმე უცხო ადამიანისაგან შეიძინა, რომელმაც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე სავანეში წააბრძანა და დააბრძანა ტაძარში, რომელიც ბართლომე მოციქულის სახელზე ააშენა.


ჭურჭელი რომელშიც მოციქულის წმინდა ნაწილები ესვენა.






აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.

როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში - წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.


























წმიდა მოციქული ბართლომე (+71)

წმიდა მოციქული ბართლომე (ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმიდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (იოანე 1, 45-51; 21, 2). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებანი, რომელთა დროსაც იგი ულის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, „რომლისა თანა ზაკვაი არა არს“ (იოანე 1, 47).

სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება მზეასა და მცირე აზიაში. მართლაც, ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათა ადამიანები ცხოვრებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი მზეისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა ეს წმიდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიიდ ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ძალზე ბევრი ბევრი იყო კერპები, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ მოაკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთთაყვანისმცემლები.

წმიდა ფილიპე თავის დასთან - მარიამნასთან - ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმიდა იოანე ღვთისმეტყველივ შეეწეოდა. წმიდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში, ბართლომე, ფილიპე და მარიამნა და ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო; ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა და უკვე ორმოცი წელი იყო თვალისჩინი დაეკარგა. წმიდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ რაც წმიდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქ მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმიდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმიდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

ჰიეროპოლის ქალაქის თავის - ნიკანორის მეუღლე გველისაგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმიდა მოციქულები იმყოფებიან და ოდენ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებათ; ქმრის არყოფნის ჟამს ამ სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც - გველის ნაკბენისაგან და სულიერიც - ეშმაკისმიერი ცდუნებისაგან, რამეთუ მოციქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს - შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო, საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე ბრძანა შეეპყროთ მოციქულები, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ, და წმიდა მოციქულები - ბართლომე და ფილიპე, მარიამნასთან ერთად, გინებით, ცემით და შეურაცხყოფით ათრიეს ქალაქის ქუჩა-მოედნებზე და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. შემდეგ ქალაქის თავი მსაჯულის ადგილას დაჯდა, მოაყვანინა წმიდანები და მათს გასამართლებას შეუდგა. სამსჯავროზე მრავალი კერპთთაყვანისმცემელი ქურუმი მოვიდა, მათ შორის - მოციქულთაგან მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ. ყველა ისინი საჩივრით წარსდგნენ ქალაქის თავის წინაშე უფლის მოციქულთა წინააღმდეგ და გაიძახოდნენ:

- მოაკვდინე ეს მოგვნი, ქალაქის თავო!

- შური იძიე ჩვენი „ღმერთები“ უპატიო-ყოფისათვის!

- სასტიკად დასაჯე ესენი, დიდო მსაჯულო, რამეთუ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ, ჩვენი დიადი „ღმერთების“ საკურთხევლები დაცარიელდა!

- მოკალი ეს მტრები, ჰოი, მთავარო, რამეთუ ამათი მიზეზით ხალხმა დაივიწყა ჩვენი „ღმერთები“, აღარ შესწირავს მათ ჩვეულ მსხვერპლს და მთელი ქალაქიც უსჯულოებით აღვისო!

- სიკვდილი მაგათ, რადგან სწორედ მათ მოაკვდინეს ჩვენი ქალ-ღმერთი იქედნე!

ამას კერპთაყვანისმცემლები ერთხმად მოითხოვდნენ, და მაშინ ქალაქის თავმა ნიკანორმა ბრძანა შესამოსელთაგან განეძარცვათ წმიდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე, რადგან ჰგონებდა ჯადოს ძალა შესამოსელში აქვთ დამალულიო. მაგრამ როცა ვერაფერი აღმოუჩინეს, ახლა წმიდა მარიამნასაც მიუახლოვდნენ, რათა მისი ქალწულებრივი სხეულიც განეშიშვლებინათ, მაგრამ როგორც კი დააპირეს ხელით შეხებოდნენ მის შესამოსელს, ანაზდად მარიამნა საოცარი ნათლით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც უკეთური მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოებოდნენ. წმიდა მოციქულებს კი ქალაქისთავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა.

პირველად წმიდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა, იქედნეს საკერპე ბომონის კართა წინ, თან ამ დროს ქვებსაც ესროდნენ. მერმე მტარვალებმა წმიდა ბართლომეც ჯვარს აცვეს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს, ანაზდად, დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს - ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც - შიშის თავზარი დაეცათ, და ტირილით ევედრებოდნენ წმიდა მოციქულებს, შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო. ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა დაიწყეს. წმიდა ბართლომე არც თუ ისე მაღლა ეკიდა ჯვარზე და იგი მალე ჩამოხსნეს. მაგრამ ფილიპე ძალზე მაღლა იყო დაკიდებული და მის ჩამოხსნა ვერ შესძლეს სწრაფად; ეს იმიტომ მოხდა, რომ მაღალი ღმერთის განგებით, მისი წმიდა მოციქული ამ ვნებათა და ჯვარზე სიკვდილის გზით ამაქვეყნიდან ზეცად გადასხლებულიყო, რომლისკენაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მიმართული ყველა მისი ზრახვა, ქმედება და მისწრაფება. თავდაყრია ჯვარზე გამოკიდული წმიდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევებინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავის სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას უკანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქისა თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმიდა ნათელის მიღებისა.

როცა ბოლოს წმიდა ფილიპეც ჩამოხსნეს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული. მისი ღვიძლი და, მარიამნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ იქვე იდგა და თვალს ადევნებდა ფილიპეს ტანჯვასა და სიკვდილს, ახლა სიყვარულით ეხვეოდა და ეამბორებოდა მის სხეულს და სიხარულით აღივსებოდა იმის გამო, რომ ფილიპე ღირს-იქმნა ქრისტესთვის ვნებულიყო (მისი ხსნება აღესრულება 14 ნოებერს).

წმიდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახლადქმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა. ქრისტეს ამ ახალმა მორწმუნეებმა დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმიდა მოციქულ ფილიპეს სხეული. იმ ადგილას, სადაც მოციქულის წმიდა სისხლი დაიღვარა, სამ დღეში ვაზი ამოიზარდა! ეს სასწაული იმის ნიშნად აღსრულდა, რომ თავისი, ქრისტეს სახელისათვის დაღვრილი, სისხლისათვის წმიდა ფილიპე საუკუნო ნეტარებით დასტკება უფლისა თანა ცათა სასუფეველში.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმიდა ბართლომემ, ნეტარ ქალქულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლისში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში განამტკიცებდა ახლადდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორთავ თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა კილაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს); ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაჰყო, დაშვრებოდა იესო ქრისტეს ხარებით, მოვვლიდა მრავალ ქალაქს თუ სოფელს და ყველგან განკურნავდა სნეულთ მისი სახელით. აქ მრავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახლადმოქცეულთ გადასცა იგი. მათვე დაუტოვა ებრაულ ენაზე დაწერილი სახარებაც, რომელიც ასი წლის შემდეგ ქალაქ ალექსანდრიაში ჩაიტანა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა პანთენემ (იგი III საუკუნეში ცხოვრობდა და ალექსანდრიის სკოლის ერთ-ერთი უგამორჩეულესი მოძღვარი იყო, სადაც ეკლესიის ბევრმა წმიდა მამამ მიიღო ქრისტიანული განათლება).

ინდოეთიდან წმიდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მიდი გამოჩენისთავავე აქ კერპები, ანდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, კერპებში დამკვიდრებული დემონები, დადუმდნენ, უკანასკნელად კი ასე წამოიძახეს, ბართლომე გვტანჯავს და მალე განგვდევნისო. და მართლაც, წმიდა მოციქულის მიახლოებითაც კი ბოროტი სულები განიდევნებოდნენ არამხოლოდ კერპებიდან, არამედ მრავალი ადამიანისაგანაც. ამ სასწაულის გამო ბევრნი მიაქცეოდნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე.

იმ ქვეყნის მეფეს პოლიმიოსს ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა, რომლის ბაგითაც ეშმაკმა იწყო ღაღადება ბართლომეს ჩასვლისთანავე:

- ჰოი, ბართლომევ, აქედანაც განგვდევნი ჩვენ!

ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა დაუყოვნებლივ მოეძიათ ბართლომე და მასთან მიეყვანათ, და როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულ ასულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის გამო მადლიერებით აღვსილმა მეფემ ოქრო-ვერცხლით, მარგალიტითა და სხვა ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები გაუგზავნა წმიდა ბართლომეს. სულიერი სიგლახაკით აღვსილმა მოციქულმა კი ყოველივე ეს უკანვე დაუბრუნა მეფეს და თან შეუთვალა:

- მე ესევითარ ნივთებს კი არ შევიძენ, ადამიანთა სულებს მოვიპოვებ ღმერთისთვის! და თუ მოვიპოვებ მათ და ზეციურ სამყოფელში შევიყვან, უდიდესი სიმდიდრის მქონედ წარვსდგები უფლის წინაშე!

პოლიმიოს მეფეს გული მოულბო წმიდა ადამიანის ამ სიტყვებმა. მან ირწმუნა ქრისტეს და მთელ თავის სახლეულთან ერთად თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმიდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძღულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმიდა ნათელი.

ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმიდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი „ღმერთები“ ისპობოდნენ, კერპთმსახურება ჰქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავსაც ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას - ასტიაგეს მიეახლნენ, თავის მხარეზე გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმიდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი „ღმერთების“ წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმიდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაყირა ჯვარს აცვა იგი. წმიდა ბართლომე სიხარულით ევნებოდა ქრისტესათვის და ჯვარზე გამოკიდულიც კი ღვთის სიტყვას ახარებდა იქ შეკრებილ ხალხს:

მორწმუნეებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცებდა, ურწმუნოებს კი შეაგონებდა - შეიცანით უფალი იესო ქრისტე, ირწმუნეთ მისი და ეშმაკისმიერი წყვდიადისაგან ჭეშმარიტების ნათელისაკენ მოიქეცითო. ამ სიტყვების მოსმენა ძალზე აღიზიანებდა მტარვალ ასტიაგეს და მან უბრძანა მხედრებს ოთხში ამოეღოთ წმიდანი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინათ. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმიდა ბართლომე, და მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის, და როცა ეს აღასრულეს, ჯვარზე გაკრული დარჩა მისი ფეხით ზემიქცეული სხეული, თითქოსდა ისმი ნიშნად, რომ წმიდა მოციქულის მსვლელობა ცისკენ, ღმერთისკენ, უფლის სასუფევლისკენ იყო მიმართული.

ასე აღესრულა, ქრისტეშობიდან 71-ე წელს, უფლის ეს წმიდა მოციქული ბართლომე, და მრავალ ძვირხილულობათა, სნეულებათა და ღვაწლთა შემდგომ უფლისმიერ მშვიდობასა და სიხარულს მიემთხვია სამარადჟამოდ. მისი აღსრულების ჟამს იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვარიდან ჩამოხსნეს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმიდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში. ბართლომეს წმიდა ნაწილთაგან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა, რის გამოც ბევრი აქამდე ურწმუნო ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცეოდა და ქრისტეს ეკლესიას შეეძინებოდა.

საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ის ქვეყანა ქრისტიანთა მდევნელებმა დაიპყრეს, რომლებიც გონებადაბნელებულნი იყვნენ დემონური კერპთაყვანისმცემლობისაგან. და რადგან თვითონაც ხედავდნენ მოციქულის წმიდა ნაწილთაგან აღსრულებულ სასწაულებს და სხვებისგანაც მრავლად ისმენდნენ ამდაგვარ ამბებს, ამიტომ, რაკი არ სურდათ ამაში ღმერთის ყოვლადძლიერება დაენახათ, გადაწყვიტეს ამოეღოთ ლუსკუმა და სადღაც შორს გადაეკარგათ. მართლაც, კალის ლუსკუმა ძალზე შორს წაიღეს და შავ ზღვაში გადააგდეს, სადაც იგი არ ჩაძირულა, ხომალდივით იცურა და ბოლოს კუნძულ ლიპარას მიადგა იტალიასა და სიცილიას შორის. იქაურ ეპისკოპოსს, აგათონს სიზმრეულ ჩვენებაში განეცხადა ზეგარდამო, რომ მათს კუნძულს უფლის დიდი სათნომყოფელის წმიდა ნაწილები მოადგა ლუსკუმით. მეორე დღეს იგი მთელს სამღვდელოებასთან და მორწმუნე ერთად ერთად გავიდა ზღვის ნაპირას. აქ მათ უფლის მოციქულის წმიდა ნაწილები დაინახეს და დიდად გაოცდნენ იმის გამო, რომ კალის ლუსკუმა არ ჩაიძირა წყალში და ესოდენი მანძილი იცურა ზღვაში როგორც მსუბუქმა ხომალდმა. და ყველამ ერთხმად განადიდა შემოქმედი ღმერთი, რომელიც ესოდენ საკვირველ და სასწაულებრივ საქმეთ აღასრულებს ადამიანთა ხსნისათვის. მათ უდიდესი სიხაულით აიღეს წმიდა ნაწილებიანი ლუსკუმა და ფსალმუნთა გალობით გადაასვენეს თავიანთ ეკლესიაში.

სხვა ცნობით, იმპერატორ ანასტასის დროს, დაახლოებით 508 წელს, ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილები ქალაქ ალბანიდან ქალაქ დარიში (მესოპოტამია) გადაასვენეს მორწმუნეებმა, ხოლო როცა 574 წელს ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, რამდენიმე დარიელმა ქრისტიანმა ფარულად აიღო საფლავიდან ლუსკუმა და შავი ზღვის სანაპიროზე გადაასვენა, და რადგან აქაც მოულოდნელად მტერს გადააწყდნენ, ზღვაში შეაცურეს იგი; მრავალი დღის ცურვის შემდეგ კი იგი კუნძულ ლიპარასთან აღმოჩნდა.

შემდგომში ეს კუნძული მაჰმადიანმა არაბებმა დაიპყრეს, ამოიღეს მოციქულის წმიდა ნაწილები, დაანაწევრეს და სხვადასხვა ადგილას გადაყარეს, მაგრამ ისინი კვლავ ერთად შეკრებილნი აღმოჩნდნენ სასწაულებრივად; ერთ-ერთ იქაურ მონაზონს კი თვით წმიდა ბართლომე გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც წმიდა ნაწილები ესვენა. ამის შემდეგ IX საუკუნეში ბართლომეს წმიდა ნაწილები ნეაპოლიტანის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, იქიდან კი, ერთი საუკუნის შემდეგ - რომში. ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილების კუნძულ ლიპარაზე სასწაულებრივ გადასვენებას ეკლესია მოიხსენიებს 25 აგვისტოს.

აღსანიშნავია ერთი თქმულებაც წმიდა მოციქულ ბართლომეზე, მოთავსებული ღირსი მამის იოსებ საგალობელთმწერლის ცხოვრებაში (IX ს., ხსენება 4 აპრილს).

ერთხელ, თესალიაში ყოფნისას, ღირსმა იოსებმა თავისი ნაცნობი ღვთისმოშიში კაცისაგან ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილთაგანი მიიღო, თავის სავანეში მიიტანა კონსტანტინეპოლის მახლობლად, სადაც საგანგებოდ მისთვის ეკლესიაც ააგო წმიდა ბართლომე მოციქულის სახელობაზე და წმიდა ნაწილთაგანიც იქ გადაასვენა. იოსებს ძალზე უყვარდ აბართლომე მოციქული და ამის გამო ხშრიად ღირს-იქმნებოდა ხოლმე მისი ხილვისა სიზმრიესულ ჩვენებებში; ამიტომ სურდა სადიდებელი საგალობლებითაც დაემშვენებინა წმიდა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაული, მაგრამ ვერ ბედავდა ამ საქმის აღსრულებას, რადგან არ იყო დარწმუნებული, სათნო-ეყოფოდა თუ არა ეს თვით წმიდა მოციქულს. და იგი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალსაც და მის მოციქულსაც, გაემხილათ მისთვის თავიანთი ნება და ზეგარდამო სიბრძნეც მოემადლათ ღირსეული სადიდებელი საგალობლების შესაქმნელად. მარხვითა და ცრელმთაღვრით ილოცვიდა ღირსი იოსები ორმოცი დღის განმავლობაში, და როცა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაულიც მოახლოვდა, წანადღის მწუხრის ლოცვაზე მან ცხადად დაინახა, რომ საკურთხეველში თეთრი ანაფორით მოსილი წმიდა ბართლომე გამოჩნდა, გახსნა კრეტსაბმელი და ანიშნა იოსებს, მომიახლოვდიო. ხოლო როცა ღირსი იოსები მიუახლოვდა, წმიდა მოციქულმა საყდრიდან წმიდა სახარება აიღო, მკერდზე დაადო იოსებ საგალობელთმწერალს და უთხრა:

- ყოვლადძლიერი ღმერთის მარჯვენამც გაკურთხებს, რათა შენს ბაგეზე ზეციური სიბრძნის წყალნი გადმოიღვაროს! დაე, გული შენი სულიწმიდის ტაძრად შეიქნას და შენმა საგალობლებმა მთელი სამყარო დაატკბოს!

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წმიდა მოციქული ბართლომე უხილავი შეიქნა, ღირსმა იოსებმა კი საკუთარ თავში ღვთაებრივი სიბრძნის მადლი შეიგრძნო, და გამოუთქმელი სიხარულითა და მადლიერებით აღივსო უფლისადმი და მისი წმიდა მოციქულისადმი. იმ დროიდან მოყოლებული ღირსმა იოსებმა ღვთივსულიერი საეკლესიო ჰიმნებისა და კანონების შექმნა დაიწყო, რომლებითაც, წმიდა ბართლომეს დღესასწაულის გარდა, მრავალი წმიდანის მოსახსენიებელი დღე შეამკო, განსაკუთრებით მრავალი კანონის შექმნით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვრიველმოქმედს მიაგო ჯეროვანი პატივი. უხვად დაამშვენა მან ქრისტეს ეკლესია საგალობლებით, რის გამოც იწოდა კიდეც საგალობელთმწერლად. ყოველივე ამისათვის დიდება ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესო ქრისტეს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ultras
თომა მოციქული

წმიდა მოციქული თომა-ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.







ცხოვრება



სახელი "თომა" არამეულია . ბერძნულად გამოითქმის როგორც "დიდიმ". ორივე სახელი ნიშნავს "ტყუპისცალი ანუ მარჩბივი" (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით (იოან.14:4-5)ასევე (იოან.20:25-29).


ქადაგება



სულიწმის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში - პართა, წერენ ორიგენე, ევსევი, რუთინი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგორი ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს. წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა †48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.




მოწამეობრივი აღსასრული



წმინდა ნაწილები

თომა მოციქულის თავის ქალა ინახება საქართველოში - თბილისის სიონში.

წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა

წმინდა მოციქული თომა ინდოეთში აღესრულა. შემდგომში თომა მოციქულის წმიდა ნაწილები 385 წელს ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულლის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში წააბრძანეს, ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება.

















წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა




წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი სხნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ქვეყნამდე...

იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა:

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველას იწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთან მოუწოდა თომას და უთხრა:

- შემოდი ჩემს სასახლეში და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ - დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინი და განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

- შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მოუგო:

- მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში!

(ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაც მოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამ ახალდაქორწინებულთა სულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალი იმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნი იქნებიანო.)

ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხეს გულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები.

დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო.

მათ კი პასუხად მიუგეს:

- ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდა და მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ. მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო...

ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს:

- აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში...

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს:

- გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას!

და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა:

- თუ ააშენე ჩემი პალატნი?

წმიდა თომამ მიუგო:

- დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი!

მაშინ მეფემ უთხრა:

- აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე!

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

- შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკი კაცია და მოგვაკვდინებს!

წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა:

- ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა:

- შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები!

და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას.

და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს:

- ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას?

მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო:

- მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას!

- გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემომყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიად ჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

- მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

- დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ.

- მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

- ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება.

მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

- მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კი ესღა თქვა:

- საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

- ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზისქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენითუთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

- შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას:

- საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო.

წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის.

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში:

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდს ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:

- გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!

ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:

- ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?

და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:

- მამამ ჩემმა მომკლა მე!

მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:

- დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!

მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელად სინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო. სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას:

- მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტეს მოძღვრება!

სინდიკიამ მიუგო:

- თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათა არავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი!

მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს, რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა და ირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილ სინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებოდა, და ბოლოს უკვე მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე. ამ დროიდან მოყოლებული მიგდონია ყოვლგვარ ურთიერთობას გაურბოდა ურწმუნოებთან, როგორც უფლის მტრებთან, არც ესაუბრებოდა, არც წვეულებაზე მიდიოდა მათთან და, საერთოდ, უარს ამბობდა ყველანარი ამქვეყნიურ სიამეზე. მეტიც, მან გადაწყვიტა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტა ქმართან. ამ გარემოებამ ღრმად დაამწუხრა მისი ქმარი, და რაკი ვერ შესძლო ეიძულებინა მიგდონისათვის გადაწყვეტილების შეცვლა, თვით მეფესთან მივიდა და სთხოვა მუზდის, იქნებ შენმა ცოლმა - ტერტინიამ მოახერხოს მისი დაყოლიებაო (ტერტინია და მიგდონია ღვიძლი დები იყვნენ). მართლაც, დედოფალი მიგდონიასთან მივიდა და ჰკითხა, რა მიზეზია, რომ შენს ქმარს არ ემორჩილებიო.

- ის წარმართია, - მიუგო მიგდონიამ, - ღმერთის მტერი, მე კი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტეს მხევალი ვარ, და არ მსურს, რომ წავიბილწო ურწმუნო და არაწმინდა ადამიანთან თანა-ცხოვრებით! (წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს ქრისტიანი ცოლისა და წარმართი ქმრის (ანდა პირიქით) თანაცხოვრებას (იხ. 1 კორინთ. 7, 12-14), რადგან ქრისტიან მეუღლესთან ცხოვრებით ურწმუნო ადამიანი განიწმინდება და შეიძლება მოიქცეს კიდევ. მიგდონია კი თვითვეა მკაცრი საკუთარი თავისადმი და უფლებაც აქვს ამისა.)

ტერტიანემაც, ამის გაგონებაზე, ისურვა შეეტყო, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელაც მიგდონია ჭეშმარიტ ღმერთად ხმობდა. მაშინ მიგდონიამ თომას მთელი ქადაგების შინაარსი მოუთხრო და შეაგონებდა - შენც ირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთიო. ტერტიანემაც, რაკი სურდა, უფრო მეტი შეეტყო იესო ქრისტეზე და უმჯობესად დამოძღვრილიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სთხოვა მაგდონიას, მანახე თომა, რათა თვით მისგან მოვისმინო ყველაფერიო. მიგდონიას რჩევით, მან ფარულად გაგზავნა მსახურნი მოციქულთან და თავისთან მოუწოდა. დედოფალთან მოსულ წმიდა თომას ორივე დედაკაცი მხურვალედ ევედრა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაგვმოძღვრეო. მანაც ქრისტე უქადაგა დებს, რწმენის სინათლით განანათლა, ნათლობის ემბაზშიც განბანა და ღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა ღრმად აღიბეჭდეს გულში ყოველივე ეს, რაც წმიდა მოციქულისაგან მოისმინეს, და გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და მისთვის ემსახურათ სიწმიდითა და უმანკოებით, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან.

წმიდა თომა კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარი სნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელად აზანმა, ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან, რამეთუ თავის მოციქულთა მეშვეობით თვით უფალი იესო ქრისტე მოქმედებდა, განამრავლდებდა თავის ეკლესიას და ყველგან განავრცობდა თავისი სახელის დიდებას!

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ტერტინია მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარს ხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე გაკვირვებული იყო თავისი ცოლის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებით და ერთხელაც ასე უთხრა მეგობარსა და ქვისლს ქარიზეს:

- შენთვის მინდოდა ცოლი დამებრუნებინა და აი, ჩემიც დავკარგე! ესეც ისე მექცევა, როგორც მიგდონია - შენ!

ამის გამო მეფემ და ქარიზემ გულდაგულ გამოიკვლიეს მეუღლეთა ასეთი შეცვლის მიზეზი და შეიტყვეს, რომ, თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს და ჩააგონა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტათ საკუთარ ქმრებთან. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც - აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსაც და დიდმოხელესაც, უბრალო ხალხში კი ახალი რწმენის მიმდევართა რიცხვი ხომ უზომოდ დიდი ყოფილა. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდად განრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ. მალე კი მეფის სამსჯავროს წარუდგინეს.

ხელმწიფემ ჰკითხა:

- ვინა ხარ შენ - მონა თუ თავისუფალი კაცი?

თომამ მიუგო:

- მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება!

- ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! - უთხრა მეფემ. - ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენს მიწა-წყალზე მოსული ხალხის წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად... მაშ, თქვი, ვინ არის შენი ბატონი?

- ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! - უპასუხა წმიდა მოციქულმა. - ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან.

მეფე განრისხდა:

- შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე, აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემ განანებთ! რამეთუ თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობით ცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ!

მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო:

- არა ჯერ-არს ქრისტეს მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არა ჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ ურწმუნოთაგან.

ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს:

- აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს“ - მზეს, რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდე უვნებლად იცავდა სატანჯველთაგან!

მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენი უსაზღვროდ განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და ურწმუნოთაგანაც დიდი სიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“ მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც და დიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ ჩვენებაში და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

მეფე მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ვერ დაიყოლიეს მეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ, ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენ თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილს არჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრების უღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი და მისი განკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცა ის იყო, დააპირა კიდეც განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა და უთხრა:

- ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება? გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, და უფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე იქნება შენდამი.

ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახული შეესრულებინა. მართლაც, გაემართა მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამ ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა ნაწილები და მესოპოტამიაში გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს:

- უფალო იესო ქრისტე! გევედრები, გენკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით! და მაშჲნ მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად!

და როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და ყრმაც სრულიად განიკურნა. მეფე მუზდიმ ამის გამო ირწმუნა ქრისტეს და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად წმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები, რამეთუ კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის ლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს ინდოეთში განმტკიცდებოდა.

ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ ხელმწიფეს:

- ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოს!..

მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული მეფე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და დიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ ადგილას, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.
გუთანო
ultras
სვიმონ კანანელი

სვიმონ კანანელი — იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 10 (23) მაისი. გადმოცემის თანახმად ის იყო ერთერთი ძე იოსებ დამწინდველისა.
“ ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი? ”



კანანელი
სვიმონ მოციქულის მეტსახელი — კანანელი სახარებაში რამდენიმე ადგილას მოიპოვება:
“ ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. ”

—მათ. 10:2-4
“ ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. ”

—მარ. 3:18

მკვლევარები სვიმონ კანანელის სახელს აკავშირებენ სვიმონ მოშურნის სახელთან, რომელიც ასევე რამოდენიმეჯერ მოიხსენიება წმინდა სახარებაში:
“ მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე, და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ. ”

—ლუკ. 6:15
“ და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. ”

—საქ. 1:13

მკვლევართა აზრი ამ ორი მეტსახელის თაობაზე შემდეგია: ებრაული სიტყვა „კანანი“ ნიშნავს „შურს“, ხოლო ბერძნული სიტყვა „ზილოტ“ კი ითარგმნება როგორც ”მოშურნე”. თავად მეტსახელი ზილოტი, რომელიც ქართულ სახარებაში მოიხსენიება როგორც მოშურნე, ასოცირდება „ზილოტთა პარტიასთან“, რომელიც მაშინდელი ებრაული დაჯგუფება იყო, რომლის წევრებიც ნატრულობდნენ ძველებრაული ტრადიციების აღდგენას. ასევე შურით გასცქეროდნენ თავიანთი ქვეყნის ძველდროინდელ დამოუკიდებლობას. მკვლევართა აზრით სვიმონ კანანელი სწორედ ამ „მოშურნეთა“ პარტიის წევრი იყო.[1]

ზილოტთა რელიგიურ-პოლიტიკური პარტია ძირითადად მდებარეობდა გალილეაში და ეწინააღმდეგებოდა რომაელთა გავლენას ისრაელზე. ებრაული პარტიის ბერძნული სახელწოდება კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მახლობლად მცხოვრები ბერძნებიც ასევე განიცდიდნენ რომაელებისაგან შევიწროვებას და მათაც სურდათ რომაელებისაგან თავის დაღწევა. ასე რომ, ამ პარტიის ყველა წევრს, იქნებოდა ეს ბერძენი თუ ებრაელი, არქმევდნენ „ზილოტს“ ანუ მოშურნეებს.

მკვლევართა სხვა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ კანანელი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მოციქული იყო კანას გალილეიდან ანუ კანანელი.






ისტორია




პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის შუაში დაუმთავრდათ ღვინო, იესომ შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, რომ მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი, სასწაულის შემდგომ სუფრის თამადამ გასინჯა რა ღვინო, პატარა ისაყვედურა, რომ სანამ მეინახეები დათვრებიან, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა რა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რომლითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან. მოგვიანებით იმ ადგილას სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული წმიდა მოციქულთა სწორმა ელენამ ტაძარი ააგო.




ქადაგება




ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.


მოწამეობრივი აღსასრული

ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი[2]). გადმოცემის მიხედვით, †55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.




წმინდა ნაწილები


მორწმუნეებმა იპოვეს რა მოციქულის გვამი, დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსულმანებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით X საუკუნეში სვიმონ კანანელის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 1830 წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.




სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი


წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოხუმთან ახლოს, თანამედროვე ათონში ტერიტორიაზე - ივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.



ultras
მათე მახარებელი

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (ებრ. מתי, ბერძნ. Ματθαίος, ლათ. Matthaeus) ძე ალფესი, (თორმეტ მოციქულთაგანი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ხსენება - 16 (29) ნოემბერი.



ცხოვრება

მათე მოციქული ესაა სახარების პირველი წიგნის ავტორი. მოგეხსენებათ წმინდა ოთხთავი შედგება ოთხი წიგნი-სახარებისაგან. სწორედ პირველი ადგილი უკავია მათეს სახარებას. გადმოცემით ცნობილია რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ამზეულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, თუმცაღა პირვანდელი სახით არამეულად დაწერილი ჩვენამდე მოღწეული არ არის არამედ გვაქვს ბერძნული თარგმანი.



მოწოდება

სახარებიდან ცნობილია რომ მათე იყო მეზვერე ანუ გადასახადების - ბაჟის ამკრეფი იყო. მათე მოციქული მოიხსენიება სახარებაში:
“ და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. ”

ქადაგება

სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელი იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა მაკედონიაში, მზეაში, სპარსეთში, პართიაში , მიდიაში და ბოლოს ეთიოპიაში.



მოწამეობრივი აღსასრული


†60 წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსსად მისი მეგზური პლატონი დაადგინა. ერთხელაც ლოცვაში მყოფი მოციქული იხილავს უფალს ჭაბუკის სახით გადასცემს კვერთხს და ეტყვის: ”დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან, გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან გამოედინება წყარო. ამ წყაროს დამლევი და ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი გახდებიან თვინიერნი და მორჩილნიო”. მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისაკენ, რომელსაც გზად ეშმაკისაგან შეპყრობილი მმართველ ფულბიანეს ცოლშვილი შეხვდა. მოციქულმა გაანთავისუფლა იგი ეშმაკის ტყვეობისაგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ფილვიანეს კი არ სურდა რომ მისი ხალხი ქრისტიანი ყოფილიყო არამედ უნდოდა რომ ყოფილიყვნენ კერპთმსახურები. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ბრძანა მისი მოკვდინება. წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, დააყარეს თივა და სცადეს მისი დაწვა მაგარმ იგი კი არ დაიწვა არამედ უვნებლად გადარჩა. გაცოფებულმა ფუბლიანემ ბრძანა თივის დამატება, ზედ ზეთი გადაასხეს და ირგვლივ კი 12 კერპი დაუყენეს. აგიზგიზებულმა კოცონმა თორმეტივე კერპი დაადნო. შეშინებულმ აფუბლიანემ მოციქულს შენდობა სთხოვა. მიუხედავად ამისა მოციქულმა მაინ მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს. მართალია ფულბინემ შეინანა მაგრამ თავისი ეჭვები მაინც ღრღნიდა მას. მან ბრძანა რომ თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო მას არამარტო ცეცხლის არამედ წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. ამიტომ მოციქულის წმინდა სხეული ჩაასვენეს რკინის კიდობანში და ჩაუშვეს ზღვაში. იმ ღამესვე წმინდა მოციქული მათე ეცხადება მის მოწაფე პლატონს და ეუბნება რომ მისულიყო ზღვის ნაპირას და აეღო მისი ნაწილები. ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში სადაც ფულბიანე მოინათლა მათეს სახელით. შემდგომში ფულბიანემ აწ უკვე მათემ გააგრძელა მოციქულ მათეს დაწყებული საქმე ეთიოპიაში.







წმინდა ნაწილები


ცნობილია რომ მოციქულ მათეს წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ სალერნოში X საუკუნეში გადაასვენეს.








წმიდა მოციქული და მახარებელი მათე
მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე




წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

- „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ამზეულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), მზეა, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

- კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

- ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა - ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს - უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი - მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

- ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, - ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ - ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

- ჰოი, მაცთურო მტარვალო! - აუბნებოდა იგი მთავარს, - მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

- თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! - ეუბნებოდა იგი ხალხს. - და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ - დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს - მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

- თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

- ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც - ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც - ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

- ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან - მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.


















წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, რომელსაც ლებეოსსაც უწოდებენ (მკ,2,14;ლკ.5,27), ალფესის (ხს.26 მაისს) ძე, ნაზარეთში დაიბადა. იგი მეზვერე იყო - ებრაელთაგან რომის ხელისუფლებისათვის ბაჟს კრეფდა, რადგან იმ დროს უფლის რჩეული ერი რომის იმპერიას ჰყავდა დაპყრობილი. მეზვერეები, რომლებიც ვერცხლისმოყვარეობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, იუდეველებს ძალიან სძულდათ და გამყიდველებად, სამშობლოსა და სჯულის მოღალატეებად მიაჩნდათ. იუდეველთა ცნობიერებაში სიტყვა "მეზვერე" "ცოდვილს", "კერპმსახურს" უტოლდებოდა; გადასახადების ამკრეფთან საუბარიც კი, ცოდვად ითვლებოდა. იესო ქრისტემ კი, როცა მათე მეზვერე იხილა, მოუწოდა: "მომდევდი მე" (მთ.9,9), და ისიც გაჰყვა მაცხოვარს. ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა მათეს მიწვევა არ იუკადრისეს, შევიდნენ მის ჭერქვეშ და მეზვერის ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად იტრაპეზეს. ამან განარისხა ფარისევლები და მწიგნიორები, რადგან მათ არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ უფალი არ მოსულა "წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მთ. 9,13).
მათემ, რომელმაც შეიგრძნო საკუთარი ცოდვები, მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი სხვა მოციქულებთან ერთად ქრისტეს შეუდგა. წმიდანი უსმენდა თავისი ღვთაებრივი მოძღვრის დარიგებებს, ხედავდა მის ურიცხვ სასწაულს; თორმეტ მოციქულთა შორის ისიც დადიოდა საქადაგებლად, შორის "ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა"(მთ. 10,6) და მაცხოვრის ჯვარზე ვნების, სიკვდილის, ბრწყინვალე აღდგომის და ზეცად ამაღლების მოწმეც შეიქმნა.
მას, შემდეგ რაც სულთმოფენობის დღეს უფლის სხვა რჩეულ მოწაფეებთან ერთად მათე მოციქულიც სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭებით აღივსო, იგი რვა წლის მანძილზე ქადაგებდა პალესტინაში. ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად შორეულ ქვეყნებში გამგზავრების წინ მან იერუსალიმში დარჩენილი იუდეველების თხოვნით დაწერა სახარება, რომელშიც აღბეჭდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და მისი სწავლება.
ახალი აღთქმის წიგნებს შორის მათეს სახარება პირველ ადგილას დგას. როგორც ვარაუდობენ, წმიდა მოციქულმა იგი პალესტინაში დაწერა ქრისტეს შობიდან 42 წელს, თავის თანამედროვე ებრაულ ენაზე, საიდანაც შემდგომ ბერძნულად ითარგმნა.
მათე მოციქული ქადაგებდა ხალხში, რომელსაც მესიის შესახებ სრულიად გარკვეული რელიგიური წარმოდგენები გააჩნდა, ამიტომაც მის სახარებაში განსაკუთრებით იმაზე მახვილდება ყურადღება, რომ წინასწარმეტყველთაგან აღთქმული ჭეშმარიტი მესია სწორედ იესო ქრისტეა და სხვას არ უნდა მოველოდეთ.
მათე მახარებელმა ქადაგებით შემოიარა მზეა, მიდია, სპარსეთი, პართეთი და ბოლოს ეთიოპიაში მოწამეობრივად დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი. ამ ქვეყანაში ველური ზნე-ჩვეულებებისა და ადათის მქონე ტომები, კანიბალები ცხოვრობდნენ. წმიდა მოციქულმა თავისი ქადაგებით აქ რამდენიმე კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია, ქალაქ მირმენაში ტაძარი ააგო, ეკლესია დაარსა და მის ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი - პლატონი დაადგინა.
მათე მახარებელი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა ეთიოპიელები. ერთხელ, ლოცვის დროს, მას თავად მაცხოვარი წარმოუდგა ჭაბუკის სახით, კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, იგი ტაძრის წინ დაენერგა. "ამ კვერთხიდან ხე ამოიზრდება და ნაყოფებს გამოიღებს, მისი ძირიდან კი წყარო აღმოცენდება. წყალში განბანვისა და ნაყოფთა ხმევის შემდეგ ეთიოპიელები შეიცვლიან ველურ ზნეს და სახიერნი და მშვიდნი შეიქმნებიან", - თქვა მან.
როცა მათე კვერთხით ხელში მთიდან ქალაქში მიდიოდა, მას ამ ქვეყნის მმართველის, ფულბიანეს ეშმაკისეული ცოლი და ძე გადაეყარნენ. წმიდანმა ქრისტეს სახელით შერისხა და განდევნა მათში დაბუდებული ბოროტი სულები, რის შემდეგაც სიხარულითა და მადლიერებით აღვსილი განკურნებულები თან გაჰყვნენ წმიდანს. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა ნეტარი მოციქულის მოსვლა შეიტყო, დაუყონებლივ მთელი კრებულითურთ გამოეგება მას. მათემ მირმენაში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: ეკლესიასთან კვერთხი ჩაასო, რომელიც, მართლაც, განედლდა, დიდ ხედ იქცა, ტოტები ფართოდ გაშალა და უხვი ნაყოფიც გამოიღო, მისი ფესვებიდან კი წმიდა წყალი გადმოდინდა. მთელი ქალაქი შეიკრიბა მომხდარი სასწაულის სახილველად. ხალხი წყაროს წყალს სვამდა, ხის ტკბილ ნაყოფებს გემოს უსინჯავდა, მათე მახარებელი კი მათ შემაღლებული ადგილიდან ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი, რის შემდეგაც მოციქულმა ისინი სასწაულმოქმედ წყაროში მონათლა. ყველაზე ადრე ნათელ-იღეს მთავრის ცოლმა და შვილმა. ეს რომ ფულბიანემ გაიგო, მოციქულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი მხედრების თანხლებით მიუახლოვდა ტაძარს, სადაც მათე სხვა ქრისტიანებთან ერთად ლოცულობდა, უეცრად დაბრმავდა. წმიდა მოციქულის ლოცვით მთავარს თვალები აეხილა, მაგრამ განკურნებულმა სასწაული გულისხმაყო, მომხდარი წმიდა მოციქულის გრძნეულებას მიაწერა და შეიპყრო იგი. ფულბიანეს ბრძანებით უფლის რჩეული ჯერ პირქვე დააწვინეს, ხელ-ფეხით მიწაზე დაალურსმნეს, შემდეგ კი ფიჩხი, გოგირდი და კუპრი დააყარეს ზედ და ცეცხლი წაუკიდეს. როცა ალი მაღლა ავარდა, ყველამ იხილა, რომ მათეს ცეცხლი არაფერს ვნებდა. მაშინ ფულბიანემ კოცონში ფიჩხისა და კუპრის ჩამატება ბრძანა და მის ირგვლივ თორმეტი კერპი დადგა - ფიქრობდა, რომ მათი ძალით წმიდანი უეჭველად ფერფლად იქცეოდა, მაგრამ ეს იმედიც გაუცრუვდა: ალმა ცრუ ღმერთების ქანდაკებები გაალღო, იქვე მდგომი მრავალი ურჯულოც შერუჯა, შემდეგ კი დამდნარი კერპებისაგან ცეცხლის გველი გადმოხტა და მთავარს ჩასაყლაპად გამოუდგა. სასოწარკვეთილი ფულბიანე მათეს ევედრა, დაეხსნა სიკვდილისაგან. წმიდანმაც შერისხა ცეცხლი, ალი ჩააქრო და გველიც გაუჩინარდა. ფულბიანეს მოციქულისთვის სანაცვლო პატივის მიგება სურდა, მაგრამ მათემ ლოცვა დაასრულა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს(+60).
მთავარი ეჭვებისაგან მაინც ვერ განთავისუფლდა: მისი ბრძანებით, წმიდა მათეს ცხედარი რკინის ლუსკუმაში ჩადეს და ზღვაში ჩაუშვეს. ფულბიანეს აზრით, თუ მათეს ღმერთი მოციქულის ნეშტს წყალშიც ასევე უვნებლად დაიცავდა, როგორც ცეცხლში, მაშინ ჭეშმარიტად ის იქნებოდა ყოვლისშემძლე და შემოქმედი.
იმავე ღამეს ეპისკოპოს პლატონს მათე მოციქული ეჩვენა გამოცხადებით და უბრძანა, ღვთისმსახურთა დასთან ერთად ზღვის ნაპირთან გასულიყო და მისი ცხედარი გამოესვენებინა. მღვდელთმთავარს თან მთავარი ფულბიანეც გაჰყვა თავისი ამალით. მათ ნაპირზე გამორიყული ლუსკუმა პატივით გადააბრძანეს მოციქულის მიერ აგებულ ტაძარში. ფულბიანემ შენდობა სთხოვა მათე მახარებელს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა პლატონმა მონათლა იგი და ღვთის შთაგონებით მათე დაარქვა. მალე წმიდა ფულბიანე-მათემ დაუტევა ამქვეყნიური პატივი და მღვდლად ეკურთხა. პლატონ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მას მათე მოციქული გამოეცხადა და ეთიოპიის ეკლესიის წინამძღვრობა დაავალა. მათე-ფულბიანემ მღვდელთმთავრის ხარისხში ბევრი იღვაწა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, ღირსეულად განაგრძო თავისი ზეციური მფარველის საქმე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.





















ultras
იოანე ღვთისმეტყველი

იოანე ღვთისმეტყველი (ებრ. יוחנן‎ «იოჰანან», ბერძნ. Ιωάννης, ლათ. Ioannes) ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსი) და სამი ეპისტოლეს ავტორი. ხსენების დღე - 8 (21) მაისი.



ცხოვრება

იოანე ღვთისმეტყველი იყო გალილეველი მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას (მათ. 4:21). მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავს. კათოლიკურ და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმ. პეტრესთან ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალებისას (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.
წმ. იოანე ღვთისმეტყველი და წმ. პროხორი კუნძულ პატმოსზე. ხატი.






გადასახლება

რომის იმპერატორ ნერონის დროს დაიწყო ქრისტიანთა მასიური დევნა. საეკლესიო გადმოცემით წმ. იოანე რომაელებმა შეიპყრეს და რომში გადაიყვანეს, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საწამლავით ავსებული თასი დაალევინეს. წმ. მოციქული უვნებელი გადარჩა. შემდეგ ის ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ, სასწაულებრივად, ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. რომაელები იძულებული გახდნენ წმ. მოციქული კუნძულ პატმოსზე გადაესახლებინათ. პატმოსზე, წმ. იოანემ მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომში, წმ. მოციქულ პროხორესთან (სამოცდაათ მოციქულთაგანი) ერთად განმარტოვდა მთაზე. სამდღიანი მარხვის დასრულებისას მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. შეშინებულ პროხორეს წმ. იოანემ მოუწოდა ჩაეწერა სიტყვები რომლებსაც წარმოთქვამდა: ”მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი” (გამ.1:8). ეკლესიის გადმოცემით ”იოანეს გამოცხადება” (აპოკალიფსი) დაიწერა სწორედ კუნძულ პატმოსზე ახ.წ. 67. ქრისტიანთა შეხედულებით, ”იოანეს გამოცხადებაში” გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.



დაბრუნება

ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ წმ. იოანე გაანთავისუფლეს. მოციქული დაბრუნდა ეფესოში და განაგრძო ქრისტიანობის ქადაგება. წმ. იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა მწვალებლობათა (ერესის) შესახებ. დაახ. ახ.წ. 95 წმ. იოანემ დაწერა სახარება. შემდგომში მოციქულმა დაწერა სამი ეპისტოლე. წმ. იოანე ხალხს სიყვარულისკენ მოუწოდებდა და თავათ იყო ქრისტესმიერი სიყვარულის უპირველესი მაგალითი გარშემომყოფთათვის.



აღსასრული

წმ. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეეს უბრძანა მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს 8 (21) მაისს წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით ახ.წ. 110. დასაფლავებულია ეფესოში.




წმინდა ნაწილები

გადმოცემით, იოანე ღვთისმეტყველი იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მსგავსად ხორციელად ზეცად ამაღლდა. ამდენად, მისი წმინდა ნაწილები (მსგავსად სხვა წმიდანების) ეკლესიას არ გააჩნია.















წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი



წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.

რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.

მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.

მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).

მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში.




























წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი, გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, სასოებით ელოდა მესიის გამოცხადებას. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და მაღალი სულიერებისათვის "ძე ქუხილისა" უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, რომელიც მას ჩააბარა ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს (81-96) მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა.
უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.
რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ასვლის შემდეგ წმიდა იოანემ თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში. მორწმუნეთა თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს ეკუთვნის, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს, ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით.
მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. ერთი ცნობით, იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 110 წლის 26 სექტემბერს. არსებობს ასეთი გადმოცემაც: როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ურჩობა ვერ გაბედეს და თხოვნა შეუსრულეს. როცა ეს ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ წმიდა იოანეს სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
ყოველწლიურად, 8 მაისს იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომლითაც მორწმუნეები სასწაულებრივ იკურნებოდნენ. 8 მაისს წმიდა მოციქულის ხსენება სწორედ ამ სასწაულის მოსაგონებლადაა დაწესებული.
ultras
მატათა მოციქული


მატათა მოციქული (ბერძნ. Ματθίας, ლათ. Matthias) — ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული.








ცხოვრება

მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდა ნდაიბადა ბეთლემში; იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა საღმრთო სჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შეგროვება დაიწყო, მატათა მოციქულმაც სხვა მოციქულებისამებრ მიატოვა ამქვეყბიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. მაშინ მატათა მოციქული ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვში აღმოჩნდა.
“ და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. ”

—(ლუკ.10:1)

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. მოიწვიეს ორი სამოცდაადთაგანი მოციქული: ერთი უფლის ძმა იოსები და მეორე მატატა მოციქული.
“ და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა ”


სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. მატათა მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: იუდეაში. გადმოცემის თანახმად მან სახარება ასევე იქადაგა მაშინდელ პონტოსა და კოლხეთში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი. სხვა წყაროტა მიხედვით მან მაკედონიაში იქადაგა სადაც წარმართმა ბერძნებმა ბევრი განსაცდელი შეამთხვიეს.





მოწამეობრივი აღსასრული



წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ხოლო წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), რომელიც იქვე გარდაიცვალა და დაასაფლავეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. სწორედ ამიტომაა გამოსახული წმ. მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ დახატულ საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.



წმინდა ნაწილები

წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი რამოდენიმედ იყოფა:




წმიდა მოციქული მატათა
9 (22) აგვისტო





წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...

და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.

სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.

უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად“ (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს - 12 მოციქულთა დასში - უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანხამად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების“ (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი.

შემდგომში ქრისტეს ეს მოციქული კვლავ თავის წილხვედრ იუდეას დაუბრუნდა და ისრაელის ძეთაგან მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე; დღემუდამ უქადაგებდა მათ ღვთის სიტყვას და ნიშებითა და სასწაულებით განაძლიერებდა თავის ხარებას: ქრისტეს სახელის მოწოდებით უბრუნებდა უსინათლოებს - თვალისჩინს, ყრუთ - სმენას, მომაკვდავთ - სიცოცხლეს; აღადგენდა დავრდომილთ, განკურნავდა კოჭლებს, განწმენდდა კეთროვნებს და განასხამდა ბოროტ სულებს. წმიდა კაცად ხმობდა რა მოსეს და მოუწოდებდა რა ისრაელიანთ ღმერთის მიერ მოცემული სჯულის აღასრულებას, წმიდა მატათა, იმავდროულად, ყველას იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრავდა, რომლისთვისაც თვით მოსე აუწყებდა მათ ნიშებისა და წინა-სახეთა ჩვენებით და რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ მიუთხრობდნენ, რამეთუ იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად კაცთა ხსნისათვის მოვლინებული ძე ღმერთია, ხორციელქმნილი და განკაცებული ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ მარიამისაგანო. ამასთან, ყველა ამ წინასწარმეტყველებას მომავალ მესიაზე წმიდა მატათა უკვე აღსრულებულად განუმარტავდა იუდეველებს, რამეთუ ეს აღთქმული მესია - ცხებული მხსნელი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისო.

იმ დროს იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია იყო - ქრისტეს მოძულე მისი სახელის მგმობი; იგი სასტიკად სდევნიდა პირველ ქრისტიანებს იერუსალიმში; სწორედ მან უბრძანა იუდეველებს იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოეგდოთ წმიდა მოციქული იაკობი - ხორციელად უფლის ძმა, რომელიც ქრისტიანთა პირველი ეპისკოპოსი იყო იერუსალიმში. და აი, როცა წმიდა მატათა გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა ქრისტეს - ღვთის ძეს, ურწმუნოებითა და გაბოროტებით დაბრმავებულმა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და იერუსალიმს ჩაიყვანეს ზემოხსენებულ პირველმღვდელმთავართან. ამ უკანასკნელმა სინედრიონი მოიწვია და მის სამსჯავროს წარუდგინა წმიდა მოციქული, თან კი შემდეგი მზაკვრული სიტყვებით მიმართა ამ ბოროტ საკრებულოს:

- მთელმა სამყარომაც და ამ პატიოსანმა საკრებულომაც უწყის, თუ რა კიცხევა დაიტეხა ჩვენმა ერმა, და ეს ჩვენი მიზეზით კი არ მოხდა, არამედ ზოგიერთთა - ჩვენგანვე გამოსულთა გარდაქცეულებით, და ასევე რომაელ განმგებელთა გაუმაძღარნი ანგარებით, რომელთა გამო ჩვენი ერი დიდად იტანჯებოდა; ხსენებაც კი არ მინდა ახალ მწვალებლობათა ამ შემომღებთა, რომელღაც ესოდენ მრავალი ადამიანი შეაცდინეს; თქვენ იცით, მათგან რამდენი დახოცეს რომაელთა მეომრებმა; ასე დაიღუპნენ მაცთურნიც და ცთუნებულნიც, რომელთაც შეარცხვინეს ჩვენი ტომი: მწვალებლობათა ამგვარივე შემომღებნი იყვნენ იუდა გალილეველიც და თევდა მოგვიც. მათი დაღუპვით სრულიად აღმოიფხვრა მათი ხსენებაც. მაგრამ ამ მწვალებელთა შორის ყველაზე ძლიერ ერესიარქად იესო ნაზარეველი წარმოსდგა: იგი საკუთარ თავს ღმერთის ძედ და ღმერთად ხმობდა, მრავალთ განაკვირვებდა თავისი ჯადოქრული ნიშებითა და სასწაულებით, თავისკენ იზიდავდა იუდეველთა გულებს და ქადაგებდა საღმრთო სჯულის გაუქმებას. ამისთვის სამართლიანად იქნა განსჯილი ჩვენი სჯულის თანახმად, რაომელსაც ჰგმობდა. რა უნდა ვთქვათ ამის გამო? განა ჩვენ არ ვუწყით, რომ სჯული თვით ღმერთმა მისცა მოსეს? რომ არ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ პატრიარქები და წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იქნა ზე-აღტაცებული სამოთხედ? ვის არ სმენია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლებზე დასვენებული მკვდარი უმალ განცოცხლდა? და ახლაც, ჩვენს დროში რამდენი სასწაული აღუსრულებიათ ღვთის სათნომყოფელებს - მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაკადნიერებულა იმ საქმედ, რაზეც იესო გაკადნიერდა, - საკუთარი თავისთვის ღმერთის პატივის მინიჭებად და ახალი სჯულის შემოღებად! ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველები თავმდაბლობით აღვსილნი ლაპრაკობდნენ, ის კი (იესო) ამპარტავნებით ამბობდა თავის საკუთარ გამონაგონს და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ პირველმღვდელმთავართ და მმართველთ ყვედრებით კიცხავდა, ხოლო მწიგნობრებსა და ფარისევლებს პირმოთნეებს უწოდებდა! განა ამის მსგავსი რამ ჩაუდენია რომელიმე ჩვენს წინასწარმეტყველს?! და თავისი ამპარტავნების გამო იგიც შესაფერის აღსასრულს ეწია, როცა საკადრისი საზღაური მიიღო თავის საქმეთათვის. ოჰ, ნეტავ მისი ხსოვნაც მასთან ერთად დაღუპულიყო და განქარვებულიყო! და ნეტავ მისი სწავლაც მასთან ერთად მომკვდარიყო და აღარავის განეცოცხლებინა! განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ღვთის ტაძარი, წმიდა ქალაქი და ჩვენი მამების სჯული კვლავაც რომაელთა მონობაშია, და არავინ ჩანს არც თანამლმობი, და არც მხსნელი ამ მონობიდან. ჩვენ უსამართლოდ დაგვათრევენ რომაელთა სამსჯავროებზე, ჩვენ კი ვითმენთ! ჩვენ გვაცთუნებენ, ჩვენ კი მდუმარე თანხმობას ვაძლევთ! გვძარცვავენ და ყოველივეს გვართმევენ, ჩვენ კი ხმასაც არ ვიღებთ! და რაც ყველაზე მეტადაა სავალალო, - გალილეველნი რომაელთა ხელთ მიგვცემენ ჩვენ, როცა უსირცხვილოდ გვადანაშაულებენ ჩვენცა და ჩვენს ერს იესოს მოკვლაში, რომელიც თითქოს უდანაშაულო იყო!... ჯობს ეს მცირერიცხოვანი გალილეველნი წარწყმდენ, ვიდრე ის, რომ ეს წმიდა ადგილი და მთელი ერი წარიხოცოს რომაელთა ხელით. ორი ბოროტებისაგან ჯერ არს ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება - უფრო მოსათმენი და ასატანი. აი, ესეც, დღეს ჩვენს წინაშე რომ დგას, იესოს ერთ-ერთი მოწაფეა და სავსებით იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ, დაე, მანამდე თვითონვე განსაჯოს, - ჩვენ არ წავართმევთ მას დროს დაფიქრებისათვის, რამეთუ მისი დაღუპვა კი არა, გამოსწორება გვწადია, - და ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიოს: ან სჯულს მისდიოს და დაემრჩილოს, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მოგვცა, და ამგვარად შეინარჩუნოს სიცოცხლე, ანდა ქრისტიანად იწოდებოდეს კვლავაც და მოკვდეს ამისთვის!..

მღვდელმთავრის ამ სიტყვების პასუხად მატათამ ხელები ზეაღაპყრო და თქვა:

- ძმანო და კაცნო ისრაიტელნო! მე არ მსურს ბევრი ვილაპარაკო იმ ბრალდებაზე, რომელიც მე წამომიყენეთ, - ჩემთვის ქრისტიანად წოდება დანაშაული კი არა, დიდებაა! რამეთუ თვით უფალი გვეუბნება თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ უკანაკნელთა მათ დღეთა შინა „აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქვენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათვის გულისა თქვენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ, რამეთუ დაუტევეთ სახლი თქვენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქვენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, რომელი იკურთხოს ქვეყანასა ზედა“ (ესაია 65, 14-16).

ამაზე პირველმღვდელმთავარი ასე შეეპასუხა წმიდა მატათას:

- განა დანაშაული არ არის არაფრად აგდებდე წმიდა სჯულს, პატივს არ მიაგებდე შემოქმედ ღმერთს და ცარიელ, უსაგნო მონათხრობს ისმენდე ჯადოქრობაზე?!

- თუკი მომისმენთ, - მიუგო მატათამ. - მე აგიხსნით, რომ ჩვენს მიერ ქადაგებული მოძღვრება უსაგნო გამონაგონი და ჯადოქრობა კი არ არის, არამედ - თვით ჭეშმარიტებაა, ძველთაგანვე დამოწმებული-დადასტურებული საღმრთო სჯულით!

და როცა პირველმღვდელმთავარმა ამის ნება დართო, წმიდა მატათამ ბაგენი განახვნა და იესო ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმის წინა-სახეთა და წინასწარმეტყველებათა ახსნა-განმარტება დაიწყო: თუ როგორ მისცა ღმერთმა ჩვენს წინაპრებსა და მამამთავრებს - აბრაჰამს, ისააკსა და იაკობს აღთქმა მათი თესლისაგან აღედგინა ისეთი კაცი, რომლის მიერაც იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნიერებისა, რის შესახებაც წმიდა დავითიც ლაპარაკობს თავის ფსალმუნში, მეფე და წინასწარმეტყველი: „იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა - საყდარი მისი! მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და ყოველნი თესლები ჰნატრიდეს მას“ (ფსალმ. 71, 17); თუ როგორ წარმოადგენდა ქრისტეს ხორციელ-ქმნას ყოვლადწმიდა ქალწულისაგან მაყვალი შეუწველი, რომელიც მოსეს ეჩვენა (გამოსვლ. 3, 2); თუ როგორ წინასწარმეტყველებდა იესოს შობას ქალწულისაგან ესაია: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვას და უწოდონ სახელი მიერი ემანუილ, ანუ ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია 7, 14). იმაზედაც ეუბნებოდა წმიდა მატათა იუდეველებს, რომ მოსემაც სავსებით ცხადად წინასწარ მიუთხრა ისრაიტელთ ქრისტეს შესახებ, როცა ამბობდა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ“ (II სჯული 18, 15); რომ მანვე წინასწარ მიანიშნა მაცხოვრის ნებაყოფლობით ვნებაზე, როცა სპილენძის გველი გამოაკიდებინა ძელზე, რის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „...ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისსველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა“, და „...განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა“ (ესაია 53, 7, 12); რომ იონა წინასწარმეტყველიც, რომელიც სამი დღე იყო დანთქმული ვეშაპის სტომაქში და შემდეგ უვნებელი გამოვიდა მისგან, წინა-სახე იყო უფალ იესო ქრისტეს საფლავად სამდღიანი დებისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა.

ძველი აღთქმის წიგნებიდან ამ ვრცელმა ახსნა-განმარტებამ, რითაც საცნაური ხდებოდა, რომ მათში საუბარი იყო სწორედ იესო ქრისტეზე, დიდად განარისხა პირველმღვდელმთავარი ანანია, ისე, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და რისხვით შესძახა წმიდა მატათას:

- როგორ ბედავ სჯულის ხელყოფას?! განა არ უწყი საღმრთო წერილის სიტყვები, რომ „უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყველი, ანუ ჩვენების მხილველი, და აჩვენოს რაიმე სასწაული საცთურებისა თქვენ შორის და თქვს: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქვენ არა იცოდეთ, და თქვას: ვმსახურებდეთ მას, - ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყველისათა..., რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქვენ უფალი ღმერთი თქვენი... და წინასწარმეტყველი იგი, გინა ჩვენების მხილველი იგი სიკვდილით მოკუედინ!“-ო?!

წმიდა მატათამ მიუგო:

ის, ვის შესახებაც მე ვლაპარაკობ, მხოლოდ წინასწამეტყველი კი არ არის, არამედ ყოველთა წინასწარმეტყველთა უფალიცაა, რამეთუ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა, რაზეც ცხადად მეტყველებენ და მოწმობენ მის მიერ აღსრულებული დიდ-დიდი სასწაულები. ამიტომაც მწამს იგი და იმედი მაქვს შეურყეველი დავრჩები მისი ყოვლადწმიდა სახელის აღიარებაში!

- დრო რომ მოგცენ დაფიქრებისათვის და გონს მოსასვლელად, - ჰკითხა მღვდელმთავარმა ანანიამ. - თუ მოინანიებ შენს შეცოდებას?

- ნუ იყოფინ, რომ მე ჭეშმარიტებას განვუდგე! - მტკიცედ მიუგო წმიდა მოციქულმა. - რამეთუ ღვთის მადლით უკვე შემიძენია ჭეშმარიტება და არაფრისთვის არ დავთმობ მას! მე მთელი გულით მწამს და განცხადებულად ვაღიარებ, რომ თქვენს მიერ უარყოფილი და სიკდილად მიცემული იესო ნაზარეველი არის ძე ღმრთისა, ერთარსი და თანად საუკუნო მამისა, მე კი მონა ვარ მისი!..

მაშინ პირველმღვდელმთავარმა ყურნი დაიცო თითებით და კბილთაღრჭენით იწყო ყვირილი:

- ჰგმობს ესე! გმობს ღმერთს! დაე, მოისმინოს სჯული!

უმალვე გადაშალეს სჯულის წიგნი და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წაიკითხეს ის ადგილი, სადაც ნათქვამია:

„კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაი მოიღო მან; რომელმან სახელ-სდვას (დაგმოს) სახელსა უფლისასა, აგრეთცე სიკვდილით მოკუედინ, ქვითა განტვინენ იგი ყოველმან კრებულმან“ (ლევიტ. 24, 15-17)! დაე, ნუ დაინდობს მას თვალი თქვენი, და ამით წარხოცავთ ბოროტებას ისრაელის საქმეთაგან!

ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მღვდელმთავარმა ანანიამ წმიდა მოციქულ მატათას მიმართა და უთხრა:

- შენი სიტყვები შენს წინააღმდეგ მოწმოებენ! სისხლმა შენმა გიზღვიოს თავი შენი!

და ქვით განტვინვა - ჩაქოლვა მიუსაჯა წმიდა მატათას, რომელიც დაუყოვნებლივ წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. როცა ბელთლასკილად წოდებულ ადგილას მივიდნენ, რაც ებრაულად „ჩაქოლილთა სახლს“ ნიშნავს, წმიდა მატათამ ასე უთხრა იქ მყოფ იუდეველებს:

- ორგულნო და პირმოთნენო! სამართლიანად უთქვამს თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ წმიდა დავით წინასწარმეტყველს: მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენო.

ქრისტეს მოციქულის ამ სიტყვების შემდეგ, ორმა მოწმემ იუდეველთაგან, - როგორც ამას სჯული მოითხოვდა, - ხელები დასდვეს მას თავზე და მოწმობდნენ, რომ მატთამ დაგმო ღმერთი, სჯული და მოსე; მათვე ესროლეს წმიდა მოციქულს პირველი ქვები, ამასთან, მატათამ სთხოვა თავის მკვლელთ, ეს ორი პირველი ქვა ჩემს სხეულთან ერთად დაკრძალეთო, როგორც მოწმენი და დამადასტურებელნი ჩემი ვნებისა ქრისტესთვისო. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა - თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!...

აი, ასე მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება და კეთილი მოღვაწეობა უფლის ამ წმიდა მოციქულმა - მატათამ (ეს მოხდა დაახ. 63 წელს). ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა. თუმცა ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე, და მატათაც, შესაძლოა, ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.

წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.


ადგილი გონიოში (ბათუმთან
ახლოს), სადაც ზოგიერთი
გადმოცემით დაკრძალულია
წმიდა მოციქული მატათა














POLEMIST
ციტატა
და ლუკას გარდა, სხვა ყველანი ვინ იყვნენ? ებრაელები არ იყვნენ? ებრაელი არ იყო პეტრე? პავლე? მათე? მარკოზი? იოანე? და ა.შ.
არა არ ყოფილან ყველა ებრაელები და საერთოდ ეროვნება ებრაელი+იბერიელი ერთი და იგივეა ფაქტიურად.. ხაზზარებს ებრაელებს ნუ დაუძახებ!!!
არსად არ წერია რო მოციქულები ებრაელები იყვნენ...


ციტატა
ტაკს... მე გუშინ ღამე მივათენე იუდას სახარებასა და მარია მაგდალინელის სახარებას... პოლეს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ასე ერთიანად ვერ გადავუსმევ ხაზს იმის ალბათOბას, რომ ეგ დოკუმენტები მართლაც რომ ჭეშმარიტია.
ბევრი რესურსები დავსერჩე. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები მუშაობდნენ მასზე და მრავალი ანალიზი და კვლევა ჩაუტარდა დოკუმენტს, რომ მისი აუთენტულობა დამტკიცებულიყო, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.

ის არგუმენტი კი, იუდო როგორ დაწერდაო სახარებას იუდას არც დაუწერია, ისევე, როგორც ის ახალი აღთქმა, რომლებიც სახლში გიდევთ იმ ხალხის დაწერილი არ არის, ვისი პირითაც ხდება თხრობა.

სხვათაშორის, ისე, უბრალოდ წარმოდგენების "გასაფართოვებლად" მაინც წაიკითხეს მარიამისა და იუდას სახარება. ძალიან პატარაა და ძალიან საინტერესო.


თუკი ძალიან პატარაა და ძალიან სახალისო აბა მთელი ღამე რაღას უთენებდი??? biggrin.gif

იცი ერთ რამეს უნდა დააკვირდე რომ, მსოფლიო ისტორიის გაყალბება და ,მითუმეტეს რელიგიური საკითხების გაყალბებაც დიდი ავტორიტეტი "მკვლევარების ისტორიკოების " შედეგად ხდება რომ ხალხის მასებში ეჭვი არ დაიბადოს! რას ქვია ავტორიტეტი?? საბჭოთა საქართველოშიც ოიყვნენ ავტორიტეტი ისტორიკოს-მეცნიერები და ისე გააყალბეს ბევრი რამ რო თვალიუც არ დაუხამხამებიათ და საკმაოდ დიდი გასამრჯელოებიც მიიღეს.. მაგალითად სასომხეტში ყველა მეცნიერი და დიდი ავტორიტეტია ვინც აყალბებს საქართველოს ისტორიას, ქართულ ეკლესიებს აცხადებს სომხურად და ჯავახეთს სასომხეთის ისტორიულ ტერიტორიად თვლის და ამტკიცებს... ასევე მსოფლიოში, ევროპასა და ამერიკაში არიან სომეხი ავტორიტეტი მეცნიერ-ისტორიკოსები რომლებსაც მიღებული აქვთ მაღალი ხარისხები კვლევებში და დიდი ავტორიტეტებათაც ითვლებიან და ეგენი აყალბებენ მაგ ისტორიებს, რავუყოთ დავუჯეროთ?? ჩვენ ტვინი არ გავანძროიოთ და სიცრუე-სიყალბეზე დავუქნიოთ თავი მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაც ტიტული უბოძა ბოროტების გამო და ავტოპრიტეტი გახადა?? აბა კარგად დაფიქრდი ?? ავტორიტეტი კი არა შენ ჯობია სიყალბე ამხილო და კითხვებიც დასვა! (საკუთარ თავს)
მაცხოვრის ქადაგება თავად მაცხოვრის მოღვაწეობის დროს დაიწერა.. მის ყველა ნაბიჯს აღწერდნენ მოციქულები (ასე ვუწოდოთ ჟამთ აღმწერლები) და ეგ გადმოიცა მოციქულთა სახარებებში.. ვგულისხმობ მაცხოვრის 12 მოციქულს და არ ვგულისხმობ შემდეგ უკვე ,მაცხოვრის ჯვარცმის და ამაღლების შემდეგ 100 და ეტი წლების მერე დაწერილ სახარებებს... აი მაგ სახარებების უზუსტობაზე მაქვს მეც საუბარი როცა თავად მაცხოვრის ქადაგებისგან შორს არიან და სხვა მიმართულებით მიყავთ ქრისტიანობა!!! ამაშია საქმე რომ არ ემთხვევა მაცხოვრის ქადაგებას ზოგიერთი მოციქულის სახარება.... მე არ ვამბობ რომ თავად მოციქულებმა გააყალბეს და შეგნებულად შეიტანეს შესწორება, მას მეე მოხდა უკვე გაყალბება, რომელი სახარებაც იყო ადვილად გასაყალბებელი ის გააყალბეს , გადააკეთეს სიტყვების ცამატებით და აზრით სხვა მიმართუულება მისცეს... აი ამას ვგულისხმობ!
მიმართულება კი არის ის რომ დღევანდელი სასულიერო პირები (არა ყველა მაგრამ ძირითადი მნიშვნელოვანი ნაწილი) ცდილობენ გავლენამოახდინონ მრევლზე ძალაუფლების დამკვიდრებით და არა სულიერი მიმართულებით.. ანუ მრევლს არ ათვითცნობიერებენ ისე როგოპრც სულიერება ასწავლის, როგორც მაცხოვარმა იქადაგა.. დაიდგეს კარონები და შექმნეს მონარქიები, დაიწყეს ეკონომიკური სიმდიდრის მოხვეჭა და პირადი ცხოვრეების გაუმჯობესება.. სასულიერო სამსახური არაა ეგ , სულიერი მოძღვარი უნდა ფიქრო9ბდეს მხოლოდ თავისი მრევლის სულზე... ეხლა მეტყვით აბა ოჯახები არ უნდათო, კი უნდათ და ვისაც უნბდა ოჯახი და ამქვეყნიური ცხოვრება გაიპარსონ წვერები გაიხადონ ანაფორები და იცხოვრონ! გაანებონ სულიერების სპეკულაციით ფულის შოვას თავი და იცხოვრონ ისე როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს სასულიერო სისტემაში...
მაგოიტო გეუბნებით რო0მ დღვენადელი ეკლესია არუის იუდაიზმის ფილიალი ... იუდაიზმი 99,9% არის მატერიალური და ფიზიკური სიბრძნე და ქრისტიანობა არის კი 100% სულიერი რელიგია, სულიერი საკვები ადამიანის... ეხლა გადახედეთ ეჯკლესიას და შეადარეთ სინაგოგას, განსხვავებას ვერ ნახავთ!!!

მაგიყტოც მალავენ პეტრეს სახარებას რომ პეტრეს სახარება უკრძალავს მაგ ფუფუინებას და მსგავს ძალაუფლების დამკვიდრებას ეკლესიებს და სასულიერო პირებს.. პეტრეს სახარება რო გამოაჩინონ მაშინ უნდა დასთმონ ძალაუფლება, მარტო ვატიკანს გადახედეთ, იმპერიაა და სახელმწიფოა სახელმწიფოში და აგანი მაგას დასთმობენ??/ მე ეჭვი მეპარება!!!
მაგიტოც ის რაც არის ნაწინასწარმეტყველებოი რომ ეკლესიებს წალეკავენ ფარისევლები ეგ უკბვე ახდენილია კაი ხანია და მეორედ მოსვლის ჟამიც დამდგარია.. არის ნაწინასწარმეტყველები რომ როცა იქნება მხილებუილი ამა ქართუული ენით ეს ყველაფერი აი ეგ იქნება დასაწყისი ჟამისა მეორედ მოსვლისა!!!
WISDOM
როცა ქრისტე დედამიწაზე იყო ასეთი სიტყვები თქვა: "ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ."

მაინტერესებს როგორ გესმით ქრისტეს ეს სიტყვები, ანუ რას გულისხმობდა ქრისტე საქმეებში რომელსაც თავად აკეთებდა და რა მხრივ შეუძლია მის მიმდევარსაც აკეთოს ეს საქმე და თან მეტი ვიდრე თავად ქრისტე?

დიდად დავაფასებ თქვენს აზრს

rolleyes.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.