დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ეროვნულ დემოკრატიული პარტია
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
გვერდი: 1, 2, 3
shamili
გამოთქვით თქვენი აზრი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაზე, მათ იდეოლოგიაზე, საგარეო პოლიტიკურ ხედვასა და დღევანდელ პოზიციაზე, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ჩემი აზრით 80 - 90 - იანი წლების ედეპეს ლიდერმა გია ჭანტურიამ თავის დროზე უდიდესი და საბედისწერო შეცდომა დაუშვა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით და ამ შეცდომას შეეწირა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ჩემთვის მაინც მეოცე საუკუნის ერთ ერთი უდიდესი ქართველია. გია ჭანტურიამ საკუთარი სისხლით გამოისყიდა თავისი დანაშაული. გია შეეწირა საკუთარი დანაშაულის გამოსწორების მცდელობას. გია ჭანტურია იყო რთადერთი რეალური კანდიდატი, ვის გარშემოც შეძლებდნენ ეროვნული ძალები გაერთიანებას და შევარდნაძის პრორუსული, მოღალატეობრივი რეჟიმის დამხობას არჩევნებით თუ სახელმწიფო გადატრიალებით. ამავდროულად გია ჭანტურია თავისი ეროვნული, პრინციპული და რადიკალური ანტირუსული მუხტითა და მკვეთრი დასავლური საგარეო ხედვით წარმოადგენდა უდიდეს საფრთხეს ჩეჩნეთთან ომში ჩათრეული და დასუსტებული კრემლისთვის. ამიტომაც მოხდა მისი ლიკვიდაციის დაგეგმვა კრემლში და ამიტომ მოხდა მისი მოშორება. გია ჭანტურია ჩემთვის საქართველოს დაცხრილულ მომავალთან და ერის დაცხრილულ იმედთან ასოცირდება.

დღევანდელი ედეპე ჩემი აზრით დღესდღეობით აქტიურ პოლიტიკურ პარტიათა შორის ერთადერთია ( ვაკონკრეტებ დღესდღეობით აქტიურ პარტიათა შორის ), რომელსაც ჩამოყალიბებული იდეოლოგია ( ქრისტიანული დემოკრატია ) და ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვა გააჩნია და ეს ხედვა არის მკვეთრი დასავლური, ანტისაოკუპაციო, ანტირუსული ( ანტისაოკუპაციო გაგებით ) პოლიტიკური კურსი.
bastera
ციტატა(shamili @ 6.06.2010, 15:57) *

მაქ ძაიან ბევრი ბნელი წერტილია, საჭიროა ღიად ითქვას, რატომ მიიღო მონაწილეობა ამ პარტიამ ანტიქართულ სქმეში, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს და იმ პერიოდშინ ეჭვის სახით არსებობდა, მერე უნდა გაირკვეს იყო უ არა ეს გიას "შემოქმედება", კიდე რატომ და ვინ მოკლა და ა.შ. როგორ აღმოჩნდა ირინა (ვინცაა ყველამ დაინახა) ამ სასტავში? მოკლედ იმდენი სიბნელეა, რომ საეჭვოა ამ ამბავში გია სუფთა ყოფილიყო, ეს ჩემი აზრია, არა და იმ პერიოდში ამ პარტიაზე დიდ იმედებს ამყარებდა ჩემი თაობა....
Fernando
შამილი, თუ არ ვცდები, ედეპეს დღევანდელ მოღვაწეობაზე აკეთებს აქცენტს. დღევანდელი ედეპე კი ძლიერ განსხვავდება ირინასდროინდელისგან.
გარკვეული იმედები მართლაც იყო დაკავშირებული ამ პარტიასთან.
მაგრამ მე ვერ ვიხსენებ პერიოდს, როცა ამ ქალს რაღაცნაირი უკუღმართული პოზიცია არ ეკავა. მთელი მისი მოღვაწეობა უამრავ ეჭვს ბადებს მეტი რომ არ ვთქვათ.
shamili
ციტატა(Fernando @ 6.06.2010, 18:30) *
შამილი, თუ არ ვცდები, ედეპეს დღევანდელ მოღვაწეობაზე აკეთებს აქცენტს. დღევანდელი ედეპე კი ძლიერ განსხვავდება ირინასდროინდელისგან.
გარკვეული იმედები მართლაც იყო დაკავშირებული ამ პარტიასთან.
მაგრამ მე ვერ ვიხსენებ პერიოდს, როცა ამ ქალს რაღაცნაირი უკუღმართული პოზიცია არ ეკავა. მთელი მისი მოღვაწეობა უამრავ ეჭვს ბადებს მეტი რომ არ ვთქვათ.

ჭანტურიას სიკვდილის შემდგომი ედეპე ანუ 1995 - 2004 წლების ედეპე ანუ თქვენი თქმით ირინასდროინდელი ედეპე იყო ედეპეს ბნელი ისტორია. სარიშვილი იყო ედეპეში ჩანერგილი სუკის აგენტი. ჯაბა იოსელიანის მემუარებში არის ასეთი მომენტი, როდესაც ხოინში შეიარაღებული ''ედეპეშნიკებით'' ზვიადისტების წინააღმდეგ დაბანაკებული გია ჭანტურია შეიტყობს თბილისში მიღებული გადაწყვეტილებას ესენგეში შესვლის შესახებ პროტესტის ნიშნად თავისი ხალხით ტოვებს ხონში გამაგრებულ პოზიციებს. მას ეხვეწებიან ჯაბა იოსელიანი და სხვები რომ დაუბრუნდეს საკუთარი ხალხით პოზიციებს და რომ ეს იქნება საერთო ინტერესების ღალატი და გამოიწვევს ზვიადისტების შემოსვლას ტბილისში, რაზეც გია პასუხობს რომ ქვეყნის ესენგეში შეთრევა არის სახელმწიფო ღალატი და ამბობს ისტორიულ ფრაზას - ''თბილისში რუსის ჯარის შემოსვლას მე მირჩევნია თბილისში ისევ ზვიადი და ზვიადისტები შემოვიდნენ'' და თავისი ხალხით ტოვებს ხონში გამაგრებულ პოზიციებს და ამავდროულად ტოვებს სახელმწიფო საბჭოს. ამის შემდეგ ჯაბას აღწერილი აქვს როგორ უშედეგოდ ცდილობდა სარიშვილი დაებრუნებინა ჭანტურია თავისი ხალხით პოზიციებზე და დაებრუნებინა სახელმწიფო საბჭოში. ჯაბას ასევე აღწერილი აქვს როგორ ებოდისება ჯაბას და ედუარდს სარიშვილი და როგორ ეუბნება მათ - ''რა ვქნა ბატონო ჯაბა, ვერაფრით ვერ გადავარწმუნე''. ანუ სარიშვილი პირდაპირ იღებდა ჯაბასგან და შევარდნაძისგან მითითებებს ჭანტურიას აზრის შესაცვლელად და მის დასარწმუნებლად რომ საჭირო იყო შევარდნაძის გვერდში დგომა. თუმცა სარიშვილს მაგდენი გავლენა არ ჰქონდა ჭანტურიაზე ( გია ჭანტურიაზე გავლენას სარიშვილი კი არა ზვიადი და მერაბიც კი ვერ ახდენდნენ ) და შესაბამისად გიასთან ერთად მისი სიკვდილიც გადაწყდა და იგი შემთხვევით გადარჩა.

გია ჭანტურიას დროინდელ ედეპეს ნუ უწოდებთ სარიშვილის დროინდელ ედეპეს.

სარიშვილის დროინდელი ედეპე იყო 1995 - 2004 წლების ედეპე, და ეგ პერიოდი ედეპეს ისტორიის მანძილზე იყო ყველაზე ბნელი პერიოდი.
სარიშვილი ედეპედან რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის და გია ჭანტურიას მკვლელებთან კავშირის ბრალდებით გარიცხეს ედეპედან 2004 წელს.

დღევანდელ ედეპეს საბედნიეროდ სარიშვილთან აღარანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან.

ეს თემა ეხება როგორც გიასდროინდელ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, ასევე იმას თუ როგორ აფასებთ დღევანდელ ედეპეს მოღვაწეობას.

მე არ ვარ არც ედეპეს და საერთოდ არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ ვთვლი რომ მთელმა პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოება, ყველა ვისაც უნდა რომ ქვეყანამ ანტისაოკუპაციო და დასავლური საგარეო კური შეინარჩუნოს, ყველანაირად უნდა ეცადოს ედეპეს აღზევებას.
POLEMIST
ედეპეს მოღვაწეობაზე მე ბევრი არაფერი ვიცი.. გაგონიული და მოსმენილით თუ გავაკეტებ ანალიზს კარგი დასკვნა არ გაკეთდება..არც ისაა შემთხვევითი ედეპე დრეს ანტიქარეთულ ნაცმოძრაობასთან შეტენილი სახე რო მიიღო.. შთაბეჭდილ;ება მრჩება ეგ პარტია საქართველოს ინტერესებისთვის კი არა საკუთარი ინტერესებიოსთვს ბრძოლაშია ჩაბმული.. ედეპე სარიშვილისდროინდელ პოლიტიკოსებს აერთიანებს დრესაც და თუ მათ ფერი იცვალეს ეგ არ უნდა ნიშნავსდეს მათ კაი ბიჭობას.. მოკლედ ცუდიც და კარგი მხარეც აქვს როგორც ცანს მაგრამ ცუდის დონე აჭარბებს და რავიცი დასკვნა ტქვენ გააკეტეთ..
shamili
ციტატა(POLEMIST @ 6.06.2010, 20:04) *

ამ პოსტზე პასუხად გარკვეულ მონაკვეთებზე ხაზგასმით გავიმეორებ წინა პოსტს.

ჭანტურიას სიკვდილის შემდგომი ედეპე ანუ 1995 - 2004 წლების ედეპე ანუ თქვენი თქმით ირინასდროინდელი ედეპე იყო ედეპეს ბნელი ისტორია. სარიშვილი იყო ედეპეში ჩანერგილი სუკის აგენტი. ჯაბა იოსელიანის მემუარებში არის ასეთი მომენტი, როდესაც ხოინში შეიარაღებული ''ედეპეშნიკებით'' ზვიადისტების წინააღმდეგ დაბანაკებული გია ჭანტურია შეიტყობს თბილისში მიღებული გადაწყვეტილებას ესენგეში შესვლის შესახებ პროტესტის ნიშნად თავისი ხალხით ტოვებს ხონში გამაგრებულ პოზიციებს. მას ეხვეწებიან ჯაბა იოსელიანი და სხვები რომ დაუბრუნდეს საკუთარი ხალხით პოზიციებს და რომ ეს იქნება საერთო ინტერესების ღალატი და გამოიწვევს ზვიადისტების შემოსვლას თბილისში, რაზეც გია პასუხობს რომ ქვეყნის ესენგეში შეთრევა არის სახელმწიფო ღალატი და ამბობს ისტორიულ ფრაზას - ''თბილისში რუსის ჯარის შემოსვლას მე მირჩევნია თბილისში ისევ ზვიადი და ზვიადისტები შემოვიდნენ'' და თავისი ხალხით ტოვებს ხონში გამაგრებულ პოზიციებს და ამავდროულად ტოვებს სახელმწიფო საბჭოს. ამის შემდეგ ჯაბას აღწერილი აქვს როგორ უშედეგოდ ცდილობდა სარიშვილი დაებრუნებინა ჭანტურია თავისი ხალხით პოზიციებზე და დაებრუნებინა სახელმწიფო საბჭოში. ჯაბას ასევე აღწერილი აქვს როგორ ებოდიშება ჯაბას და ედუარდს სარიშვილი და როგორ ეუბნება მათ - ''რა ვქნა ბატონო ჯაბა, ვერაფრით ვერ გადავარწმუნე''. ანუ სარიშვილი პირდაპირ იღებდა ჯაბასგან და შევარდნაძისგან მითითებებს ჭანტურიას აზრის შესაცვლელად და მის დასარწმუნებლად რომ საჭირო იყო შევარდნაძის გვერდში დგომა. თუმცა სარიშვილს მაგდენი გავლენა არ ჰქონდა ჭანტურიაზე ( გია ჭანტურიაზე გავლენას სარიშვილი კი არა ზვიადი და მერაბიც კი ვერ ახდენდნენ ) და შესაბამისად გიასთან ერთად მისი სიკვდილიც გადაწყდა და იგი შემთხვევით გადარჩა.

გია ჭანტურიას დროინდელ ედეპეს ნუ უწოდებთ სარიშვილის დროინდელ ედეპეს !

სარიშვილის დროინდელი ედეპე იყო 1995 - 2004 წლების ედეპე, და ეგ პერიოდი ედეპეს ისტორიის მანძილზე იყო ყველაზე ბნელი პერიოდი.
სარიშვილი ედეპედან რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის და გია ჭანტურიას მკვლელებთან კავშირის ბრალდებით გარიცხეს ედეპედან 2004 წელს.

დღევანდელ ედეპეს საბედნიეროდ სარიშვილთან აღარანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან.

ეს თემა ეხება როგორც გიასდროინდელ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, ასევე იმას თუ როგორ აფასებთ დღევანდელ ედეპეს მოღვაწეობას.

მე არ ვარ არც ედეპეს და საერთოდ არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ ვთვლი რომ მთელმა პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოება, ყველა ვისაც უნდა რომ ქვეყანამ ანტისაოკუპაციო და დასავლური საგარეო კური შეინარჩუნოს, ყველანაირად უნდა ეცადოს ედეპეს აღზევებას.
prima
პარტიების სახელწოდებებზე მაგრად ვკაიფობ dry.gif არაგუკწრფელობა უკვე სახელწოდებებშივე იგრძნობახოლმე.
თუ ლიბერალიზმი და დემოკრატია ერთმანეთის სინონიმები არიან, მაშინ სახელწოდება ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტია" გარკვეულწილად პარადოქსალურია...
POLEMIST
ციტატა
გია ჭანტურიას დროინდელ ედეპეს ნუ უწოდებთ სარიშვილის დროინდელ ედეპეს !
რატო ვითომ?? ზუსტად სარიშვილის დიდი ზალისხმევა ყოველთვის ემჩნეოდა მაგ პარტიას.. არ ვიცი მართალია თუ არა ეს ტქვენ ან დაადასტურეთ ან უარყვეთ, მახსოვს ჭანტურია ირინა პირუმოვა სარიშვილი იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ევროპაში სადაც მათ ცაიტანბეს მასალები ყალბი თუ როგორ აგრესიულად ექცეოდნენ ქართველ;ები ოვსებს და პირდაპირ ნაცისტური იარლიტყი მიაკერეს ეროვნულ ზალებს მაშინდელ მრგვალ მ,აგიოდის პოლიტიკურ ორგანიზაციებს.. ასევე მათგან გავიდა მტელს მსოფლიოში ფრაზა "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის" თითქოს ეს ეთქვას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას...
ეხლა აბა კარგად დაფიქრდით? მასეც რო ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერებს ეგ უნდა ამოსვლოდათ პირიდან??? მე მგონია რო მაგას სიკვდილი ერჩივნათ სუყველას... მოკლედ კიდევ უამრავი მაგალიოტებია რასაც არც მე მოვცყვები და არამგონაი საჭირო იყოს...
მე მაგას არ ვაპატიებდი არავის!!! აი ზევიუსბერის ინსტიტუტის არსებობის შემტხვევაში მსგავსი ადამიანები დაისჯებოდნენ ხევისბერის კანონით უმკაცრესად.. აბა რალატი რაღააა თუ ეგ არა??/ მანდედანვე ჩანს რომ ეგ ხალხი ღალატთან ერთად ყოველთვის ფიქრობდა საკუტარ კეთილდრეობაზე და არა ერის და ქვეყნის ინტერესებზე.. ასევეა დღესაც, ნაცმოძრაობის ანტიქართულ გაერთიანებაშიც მიიღეს ვინაიდან მათ ქონდათ ცატესილი ბოროტი მარცვალი რომელმაც იხარა და მოეწონა ნაცმაცუნა კაცუინებს , ამიტომაც კიდევ დაუფასეს ღვაწლი ედუიარდის შემდეგ.. ედეპეს ღვაწლზე ცოტა ზევით მიწერია..
თუ არ ვცდები ჩახვაძე ყავთ პარლამენტში ხო?? ეგ კაცი ხო იყო ირინას მარჯვენა ხელი?/ ხოდა დასკვნა ისევ ტქვენ გააკეტეთ>>.smile.gif
Opizar
ბაში-აჩუკი მოდის, ბაში-აჩუკი!!!

კერგით რა! lool.gif
gubaz_merve
ედეპე კონსტრუქციული პარტიაა მას მერე რაც სარიშვილი გააძევეს მარა მანამდე მის ქმედებებს არავინ აპროტესტებდა ღიად,ეტყობა ვერტიკალში გადაადგილების ფიქრით ირთობდნენ თავს,რაც იყო იყო ეხლა სწორი კურსი აქვთ და კაცურად ფიქრობენ.
Serpico
ციტატა(shamili @ 6.06.2010, 19:01) *
[b]
გია პასუხობს რომ ქვეყნის ესენგეში შეთრევა არის სახელმწიფო ღალატი და ამბობს ისტორიულ ფრაზას - ''თბილისში რუსის ჯარის შემოსვლას მე მირჩევნია თბილისში ისევ ზვიადი და ზვიადისტები შემოვიდნენ''

რა არის ამ ფრაზაში ისტორიული???
Serpico
ედეპე იყო ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული პარტია იყო გია ჭანტურიას დროს.
Serpico
ამ პარტიაში აღარ არიან ის ხალხი ვინც ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაში და 90-ანი წლების ქაოსისთვის სიტუაციის შემზადებაში ღებულობდნენ მონაწილეობას/? მოინანიეს?
Serpico
დღეს ედეპეს და ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი მოსარებები აქვთ უმეტეს საკითხთან მიმართებაში. და რატომ არ ერთაინდება ეს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ ხვდები.
AMANDA!
პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი და გამოდიოდა ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ. ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 1990 წლის შემოდგომაზე.

1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. პოპულარობის პიკი ჰქონდა 1993-1995 წლებში. 1994 წელს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა".
ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე.

არ ვენდობი ამ პარტიას!
რადგან 90 წლებში ყველა ვითომ ეროვნული,
21 საუკუნეში ყველა პრორუსული გახდა !
ერთ ერთი ლიდერი რომელიც მონაწილეობას იღებდა გამსახურდიას ჩამოგცებაში გახდა პარლამენტის სპიკერი! ერთ დღეს დავუსვი კითხვა:
დღEს რომ საქართველოს დასწირდეს დათმობ ადგილöს და გადადგები? 5 წუთი პასუხს არ მცემდა smile.gif მერე მითცხრა არაოოოოოოოო'აი მაშინ კი გადავუარე mad.gif
რა გინდოდათ პრეზიდენტისთან ყვევებივით რომ ეცით mad.gif
ეხლა ერთი წლის წინ მიმტკიცებდა:
რუსეთია ჩვენი შველაო blink.gif
გავიშვი ძალიან შორს lool.gif
AMANDA!
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 8:42) *
დღეს ედეპეს და ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი მოსარებები აქვთ უმეტეს საკითხთან მიმართებაში. და რატომ არ ერთაინდება ეს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ ხვდები.

რათ უნდა ნაციონალებს biggrin.gif
ვიღაც,
ვიღაც ჩასვრილი პარტიები?
Fernando
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 11:42) *
დღეს ედეპეს და ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი მოსარებები აქვთ უმეტეს საკითხთან მიმართებაში. და რატომ არ ერთაინდება ეს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ ხვდები.

ჩემი აზრით მხოლოდ იმიტომ, რომ გააგრძელონ საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არსებობის გარკვეული ტრადიცია და ისტორია.
მაგრამ რა შანსი უნდა ჰქონდეს პარტიას, რომელიც თითქმის ყველაფერში იმეორებს მმართველი პარტიის აზრს?
რატომ უნდა მისცეს ხმა მას ამომრჩეველმა? ხელისუფლების მომხრეები ისევ ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ ხმას, მოწინააღმდეგეები კი - ოპოზიციურ პარტიებს.
shamili
ციტატა(AMANDA! @ 7.06.2010, 11:49) *
პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი და გამოდიოდა ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ. ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 1990 წლის შემოდგომაზე.

1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. პოპულარობის პიკი ჰქონდა 1993-1995 წლებში. 1994 წელს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა".
ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე.

არ ვენდობი ამ პარტიას!
რადგან 90 წლებში ყველა ვითომ ეროვნული,
21 საუკუნეში ყველა პრორუსული გახდა !
ერთ ერთი ლიდერი რომელიც მონაწილეობას იღებდა გამსახურდიას ჩამოგცებაში გახდა პარლამენტის სპიკერი! ერთ დღეს დავუსვი კითხვა:
დღEს რომ საქართველოს დასწირდეს დათმობ ადგილöს და გადადგები? 5 წუთი პასუხს არ მცემდა smile.gif მერე მითცხრა არაოოოოოოოო'აი მაშინ კი გადავუარე mad.gif
რა გინდოდათ პრეზიდენტისთან ყვევებივით რომ ეცით mad.gif
ეხლა ერთი წლის წინ მიმტკიცებდა:
რუსეთია ჩვენი შველაო blink.gif
გავიშვი ძალიან შორს lool.gif

ამანდა ვინ იყო პრორუსი, გია ჭანტურია იყო პრორუსი და სააკაშვილი და ესენგეში შესვლაზე ხმისმიმცემი ჟვანია და ბარამიძე პროდასავლურები ????? კარგით რა მართლა და მართლა. ისიც ხომ იცით რომ გია რომ ცოცხალი ყოფილიყო სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის ტრიო ხელისუფლებაში მოსვლაზე ვერც იოცნებებდა, უბრალოდ ვერც სააკაშვილი და მით უმეტეს ვერც ჟვანია გია ჭანტურიასთან ვერც ქარიზმით, ვერც განათლებით, ვერც ორატორობით და ბოლო ბოლო ვერც თავზეხელარებულობითა და რადიკალიზმით ვერ შეედრებოდნენ.

სარიშვილს ედეპეში ნუღარ მოიხსენიებთ, სარიშვილი 2004 წელს გიას მკვლელებთან და კრემლის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო გარიცხეს ედეპედან.

არ მგონია ისიც არ იცოდეთ რომ დღევანდელი ედეპე ბევრად მეტი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული და პროდასავლური კურსით გამოირჩევა, ვიდრე სახელშეცვლილი მოქალაქეთა კავშირი ანუ ნაციონალური მოძრაობა, რომლის წამყვან ლიდერებს ორი, სამი ლიდერის გამოკლებით ქვეყნის ესენგეში შეთრევაზე აქვს ხმა მიცემული.

ნოღაიდელი, ბურჯანაძე, მამრაძე ( ეხლა არ თქვათ ეგენი ოპოზიციაში არიანო, ეგენი ისეთივე ოპოზიციაა, როგორც ნაციონალები მოქკავშირის ), ჟვანია, ბარამიძე ყოფილან პროდასავლურები და გია ჭანტურია პრორუსი იყოო ამბობთ, კაცი რომელიც მართლა რუსეთის ინტერესებთან ბრძოლას შეეწირა და მისი სიკვდილის შემდეგ წამოსწიეს პოლიტიკაში ეს რუსეთუმე არსებები წინა პლანზე.

ან დღევანდელ ედეპეში ვინ არის პრორუსი, გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ქარდავა, გოგა გოგნიაშვილი, თენგო შარმნანაშვილი თუ რომელი ???

ყველამ ხომ იცის ამ ადამიანების და საერთოდ ედეპეს პოზიცია რუსეთთან და საქართართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ისე ამ სტატიას დაუკვირდით და იქნებ გვიპასუხოთ რა მიზეზით არ ასრულებს ედეპეს ამ მოთხოვნას ''პროდასავლური'' და ''ანტირუსული'' პრეზიდენტი სააკაშვილი :

ედპ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გატანას მოითხოვს

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის გატანას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, სუამ–ის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების კონტექსტში საქართველოს საკითხის განხილვა პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.
პარტიის წევრები თვლიან, რომ საქართველოს საკითხი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის სტატუსით უნდა განიხილონ. "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოითხოვოს გაერო–სგან ასამბლეის დღის წესრიგში ახალ პუნქტად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის დამატება და შესაბამისი რეზოლუციის მიღება.
gubaz_merve
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 10:40) *
ამ პარტიაში აღარ არიან ის ხალხი ვინც ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაში და 90-ანი წლების ქაოსისთვის სიტუაციის შემზადებაში ღებულობდნენ მონაწილეობას/? მოინანიეს?

კარგი კითხვაა,იღებდა თუ არა ედეპეს პარტიის წევრები შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას?
bastera
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 14:38) *
ამანდა ვინ იყო პრორუსი, გია ჭანტურია იყო პრორუსი და სააკაშვილი და ესენგეში შესვლაზე ხმისმიმცემი ჟვანია და ბარამიძე პროდასავლურები ????? კარგით რა მართლა და მართლა. ისიც ხომ იცით რომ გია რომ ცოცხალი ყოფილიყო სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის ტრიო ხელისუფლებაში მოსვლაზე ვერც იოცნებებდა, უბრალოდ ვერც სააკაშვილი და მით უმეტეს ვერც ჟვანია გია ჭანტურიასთან ვერც ქარიზმით, ვერც განათლებით, ვერც ორატორობით და ბოლო ბოლო ვერც თავზეხელარებულობითა და რადიკალიზმით ვერ შეედრებოდნენ.

სარიშვილს ედეპეში ნუღარ მოიხსენიებთ, სარიშვილი 2004 წელს გიას მკვლელებთან და კრემლის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო გარიცხეს ედეპედან.

არ მგონია ისიც არ იცოდეთ რომ დღევანდელი ედეპე ბევრად მეტი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული და პროდასავლური კურსით გამოირჩევა, ვიდრე სახელშეცვლილი მოქალაქეთა კავშირი ანუ ნაციონალური მოძრაობა, რომლის წამყვან ლიდერებს ორი, სამი ლიდერის გამოკლებით ქვეყნის ესენგეში შეთრევაზე აქვს ხმა მიცემული.

ნოღაიდელი, ბურჯანაძე, მამრაძე ( ეხლა არ თქვათ ეგენი ოპოზიციაში არიანო, ეგენი ისეთივე ოპოზიციაა, როგორც ნაციონალები მოქკავშირის ), ჟვანია, ბარამიძე ყოფილან პროდასავლურები და გია ჭანტურია პრორუსი იყოო ამბობთ, კაცი რომელიც მართლა რუსეთის ინტერესებთან ბრძოლას შეეწირა და მისი სიკვდილის შემდეგ წამოსწიეს პოლიტიკაში ეს რუსეთუმე არსებები წინა პლანზე.

ან დღევანდელ ედეპეში ვინ არის პრორუსი, გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ქარდავა, გოგა გოგნიაშვილი, თენგო შარმნანაშვილი თუ რომელი ???

ყველამ ხომ იცის ამ ადამიანების და საერთოდ ედეპეს პოზიცია რუსეთთან და საქართართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ისე ამ სტატიას დაუკვირდით და იქნებ გვიპასუხოთ რა მიზეზით არ ასრულებს ედეპეს ამ მოთხოვნას ''პროდასავლური'' და ''ანტირუსული'' პრეზიდენტი სააკაშვილი :

ედპ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გატანას მოითხოვს

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის გატანას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, სუამ–ის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების კონტექსტში საქართველოს საკითხის განხილვა პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.
პარტიის წევრები თვლიან, რომ საქართველოს საკითხი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის სტატუსით უნდა განიხილონ. "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოითხოვოს გაერო–სგან ასამბლეის დღის წესრიგში ახალ პუნქტად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის დამატება და შესაბამისი რეზოლუციის მიღება.

ირაკლი, საქმე ის კი არ არის ვინ სად მოაწერა ხელი, ან ვინ უფრო თავზეხელაღებულია, არამედ იმაში, ვინ და როდის შეუწყო ხელი მტრის ძრახვებს გააზრებულად, ესენგეში შესვლა იმ მომენტში შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან იყო განპირობებული და ხელის მოწერასაც შეიძლება გამართლება ვუნახოთ, მაგრამ, როცა ახლად გამოჩეკილი დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებ მონაწილეობას, ეს უკვე სხვა რამეა. ჩემი აზრით ედეპემ უარყოფითი კვალი დატოვა 90-იანი წლების მოვლენებში, მაშინდელი ეროვნული კონგრესი რატომღაც ჩემთვის დღევანდელ ეროვნულ საბჭოსთან ასოცირდება, ასე ფიქრობს ბევრი და ეს ეჭვები კიდე არავის გაუფანტავს....
Serpico
ციტატა(gubaz_merve @ 7.06.2010, 14:38) *
კარგი კითხვაა,იღებდა თუ არა ედეპეს პარტიის წევრები შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას?

როგორც ჯაბა იოსელიანი წერს თავის მემუარებში გია ჭანტურია უშუალო მონაწილეობას არ იღებდა შეიარაღებულ გადატრიალებაში, გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი მთავრობის აღების პერიოდში დატოვეს თავიანთი სახლები და საცხოვრებლად გადმოვიდნენ იმ შენობაში სადაც გამაგრებული იყო მხედრიონი, იქ სადაც მუშავდებოდა გამსახურდიას ხელსიუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმა.
Serpico
ციტატა(bastera @ 7.06.2010, 15:36) *
ირაკლი, საქმე ის კი არ არის ვინ სად მოაწერა ხელი, ან ვინ უფრო თავზეხელაღებულია, არამედ იმაში, ვინ და როდის შეუწყო ხელი მტრის ძრახვებს გააზრებულად, ესენგეში შესვლა იმ მომენტში შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან იყო განპირობებული და ხელის მოწერასაც შეიძლება გამართლება ვუნახოთ, მაგრამ, როცა ახლად გამოჩეკილი დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებ მონაწილეობას, ეს უკვე სხვა რამეა. ჩემი აზრით ედეპემ უარყოფითი კვალი დატოვა 90-იანი წლების მოვლენებში, მაშინდელი ეროვნული კონგრესი რატომღაც ჩემთვის დღევანდელ ეროვნულ საბჭოსთან ასოცირდება, ასე ფიქრობს ბევრი და ეს ეჭვები კიდე არავის გაუფანტავს....

+1
შენიშვნა: დღევანდელი ეროვნული საბჭო ასოცირდება მაშინდელ კონგრესთან
shamili
ციტატა(bastera @ 7.06.2010, 15:36) *
ირაკლი, საქმე ის კი არ არის ვინ სად მოაწერა ხელი, ან ვინ უფრო თავზეხელაღებულია, არამედ იმაში, ვინ და როდის შეუწყო ხელი მტრის ძრახვებს გააზრებულად, ესენგეში შესვლა იმ მომენტში შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან იყო განპირობებული და ხელის მოწერასაც შეიძლება გამართლება ვუნახოთ, მაგრამ, როცა ახლად გამოჩეკილი დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებ მონაწილეობას, ეს უკვე სხვა რამეა. ჩემი აზრით ედეპემ უარყოფითი კვალი დატოვა 90-იანი წლების მოვლენებში, მაშინდელი ეროვნული კონგრესი რატომღაც ჩემთვის დღევანდელ ეროვნულ საბჭოსთან ასოცირდება, ასე ფიქრობს ბევრი და ეს ეჭვები კიდე არავის გაუფანტავს....

მაშინდელმა ეროვნულმა კონგრესმა შესაძლოა თავისდაუნებურად და გამოუცდელობის გამო შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულა, მაგრამ დღევანდელ ეროვნული საბჭოსგან განსხვავებით მაშინდელი ეროვნული კონგრესი ანტირუსული პოზიციების იყო ამას ვერავინ უარყოფს, გაიხსენეთ მათი ძირითადი ლიდერები ( ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ვაჟა მთავრიშვილი, გურამ გოგბაიძე და სხვები ). ეროვნული კონგრესი იყო რუსეთის მიმართ შეუგუებელი ლიდერებისგან დაკომპლექტებული ორგანო, შესაძლოა ვიღაც ყოფილიყო აგენტი და პრორუსი, მაგრამ მე ლიდერებს ვგულისხმობ, ლიდერები იყვნენ რუსეთის მიმართ რადიკალურად შეუგუებლები ( ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ვაჟა მთავრიშვილი, გურამ გოგბაიძე და სხვები ).
Serpico
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 15:45) *

თუმცა გამსახურდიას ხელისუფლებას ერთ-ერთი ძირიტადი დარტყმა კონგრესმა მიაყენა. ფაქტია, რომ კონგრესმა უნებურდ რუსული თამაში ითამაშა. გამოუცდელობა არ არის პასუხისმებლობის თავიდან არიდების საფუძველი, თუ არ იცი და გამოიცდელი ხარ დამჯდარიყავი სახლში ჩემსავით და გეყურებინა მოვლენების განვიტარებისთვის და თუ იღებ პასუხისმგებლობა აიღე შედეგზეც. შედეგად კი ხელსუფლება იქნა ძალადობრივი გზით დამხობილი და რუსეთს უფრო მაგრა შეგვტენეს. ჰოდა იმ ჟვანია, ბარამიძე და სხვებზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა იმას ეკისრება ვინაც ხელისუფლება დაახმო. ან მის დამხობას იდეოლოგიური საფუძველი მოუმზდა. ეროვნლი კონგრეისი შეურიგებელ და აგრესიულ პოზიციას არც მაშინ და მითუმეტეს არც დღევანდელი გადასახედიდან არავითარ გამართლება არ აქვს. ეს შეცდომა გამოუსწორებელია რადგან ამ პროცესში ადამიანები დაიღუპენ (მათ სორის ქვეყნის პირველი პირი). ეს არ უნდა იქნეს მიყრუებული და მიფუჩეცებული.

ჩემი აზრით ვინს 1991 ეს შეცდომა დაუშვა ის არ არის ნდობის ღირსი და მათ არ აქვთ უფლება გამოვიდნენ და აგიტაცია დაიწყონ, მათ აგიტაციას ერთხელ მოჰყვა, სისხლი, ნგრევა და უბედურება. დაჯდნენ სახლებში საქართველო მათ გარეშეც განვიტარდება, დაკმაყოფილდნენ რიგით მოქალაქეობას,თუ ქვეყნას დასჭირდა დაგიძახებენ.
shamili
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 15:55) *

დასხდნენ სახლში და უყურონ როგორ ცდილობენ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის სახით ქვეყნის ნაწილ ნაწილ მიყიდვას რუსეთისთვის უსუფაშვილ, ნოღაიდელ, ალასანიები ? არ გამოვა ეგ ამბავი. ეროვნული მოძრაობა აუცილებლად განახლდება, იმისდა მიუხედავად ვინ ვისთან მტრობდა ადრე და დაპირისპირებული ბანაკები ერთად დადგებიან. ეროვნული მოძრაობა აუცილებლად განახლდება და წალეკავს ანტიეროვნულ ძალებს
Serpico
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 15:58) *

ის დრო წავიდა. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. რაც გვინახავს ვერღარ ვნახავთ.
დამთავრდა რაღა დროის ეროვნული ძალებია. ახალ საქართველოში სხვა გამოწვევეია, ეს ხალხი კი დარჩენილი 80-იან წლებში. კი მესმის რომ ერთ დროს უანგაროთ იბძოდნენ ქვეყნის გათავისუფლებისთვის, მერე უანგაროდ დასცხენ ერთანეთს,ჯერ სცემენ და მერე სისხლის დაღვარეს, ეს სულ უანგაროდ, რადგან დარწმუნებული ვარ უმეტესობა ამ ეროვნული მოზრაობიდან სუფთა სინდისის, იდეებით შეპყრობილი და იდეების ერთგული ადამიანია.

ახლა სხვა იდეებია პოპულარული მსოფლიოშიც და საქართველოშიც, ახლა სხვა ქარი ქრის, სწორედ ახლა არ გვჭირდება წარშUლში დაბრუნება, საქართველომ უნდა იაროს წინ, ევროპისკენ. რა გვინდა 90-იანებში. არ გვეყო რაც ვიყავით? ისედაც გაგვიჭიანურდა, არ გვინდა ურა პატრიოტიზმში დაბრუნება, არ დვინდა ჯოს-ჯოს-ჯოს ძახება ქუჩაში, შავი ლენტები შუბლებზე და წვერებ მოზრდილი სერიოზული სახეები.

გვინდა სილაღე, შრომა, რწმენა მომავლის და თავისუფლება.

shamili
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 16:07) *

ილაღეთ ილაღეთ დაშლილი და დაპყრობილი ქვეყნის შვილებოო !!! არ გაქვთ სამხიარულოდ და სალაღობოდ საქმე თუ რა ???!!! ეხლა კიდევ ახალ ტერიტორიას რომ ჩააბარებს სააკაშვილი ( როგორც დალის ხეობა და ქსნის ხეობა ჩააბარა ტყვიის გასროლის გარეშე ) ან კრემლში გამზადებული მისი შემცვლელი მერე უფრო გალაღდებით, რად გინდათ თქვენ ეროვნული, ანტირუსული ძალები და რად გინდათ თქვენ ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა და ამერიკის სამხედრო ბაზები საქართველოში, რად გინდათ ეროვნულ მხედრული სულისკვეთება, დისკოტეკებით და ბონიემის კონცერტებით დაიბრუნებთ ტერიტორიებს, დისკოტეკებით და ბონიემის კონცერტებით აღკვეთავთ რუსულ ოკუპაციას და შეაჩერებთ რუსულ აგრესიას და მცოცავ ანექსიას თქვენი ამბავი რომ ვიცი. ეგ არის თქვენი თვალით დანახული პროდასავლური პოლიტიკა ?

მიდით მიდით ეცადეთ გააღვივოთ წარსულში ეროვნულ ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირება და ეცადეთ როგორმე არ მოხდეს ეროვნული ძალების გაერთიანება, იქნებ როგორმე ხელი შეუწყოთ რომ ოცი წლის წინ გახლეჩილმა ეროვნულმა, ანტიურუსულმა ძალებმა ვერ მოახერხონ პირადი მტრობისა თუ წყენის დავიწყება და გვერდზე გადადება და გაერთიანება. გინდათ ეხლა თქვენ ეროვნული, ანტირუსული ძალების გაერთიანება ? მერე დაიწყებენ ტვინის ბურღვას ეს დეოკუპაციაო, ეს რუსულ ოკუპაციასთან სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაო, ეს ამერიკის ბაზები საქართველოში და ჰიპერმილიტარიზაციაო და მერე ასეთ დაძაბულ გარემოში როგორღა უნდა ილაღოთ და იმხიარულოთ. ამიტომ რაც შეიძლება შეუწყვეთ ხელი ლაღი და უდარდელი პოლიტიკანების მომძლავრებას საქართველოში, თქვენ ხომ სილაღე და უდრტვინველი ცხოვრება გინდათ.
Serpico
რაღა დროს ბონიემია ))
80-იანები დამთვარდა 20 ცლის წინ.

მოკლედ ძალიან მოძველებული იდეებია.
Serpico
სილაღე არაა უდარდელლობა, ლაღი როცაა საზოგადოება ისეთი სიირრები არ არიან პოლიტკაში პოპულარულები, როგორებიც აქამდე იყო.

რაღა დროის გულზე ხელის ბაგუნია, ხვნა თესვა ვისწავლოთ, სოფელს მოვიაროთ, რაც შეგვრჩა ის მიწები დავხნათ დავამუშაოვოთ, მოვრცყათ, გავანოყიეროთ და ყოველ სემოდგომა გაზაფხულზე ამდენი სირობები აღარ იქნება.

bastera
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 16:33) *

ხომ ვერ გამახსენებდი სად იყვნენ ეგ ეროვნული ძალები (ალბათ აქ ბრჭყალები უნდა) ედიკას ჩამოსვლის შემდეგ, ცოტა დრო ხომ არ გასულა, ახლა რა მოხდა ასეთი? ეჰ, კითხვები, კითხვები.....
shamili
ციტატა(Serpico @ 7.06.2010, 17:12) *
სილაღე არაა უდარდელლობა, ლაღი როცაა საზოგადოება ისეთი სიირრები არ არიან პოლიტკაში პოპულარულები, როგორებიც აქამდე იყო.

რაღა დროის გულზე ხელის ბაგუნია, ხვნა თესვა ვისწავლოთ, სოფელს მოვიაროთ, რაც შეგვრჩა ის მიწები დავხნათ დავამუშაოვოთ, მოვრცყათ, გავანოყიეროთ და ყოველ სემოდგომა გაზაფხულზე ამდენი სირობები აღარ იქნება.

სხვისი არ ვიცი რა, მაგრამ მე პირადად ვარ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის წევრი ( ირაკლი წერეთელი, იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი, გურამ გოგბაიძე ) და სულ არ მაინტერესებს შეურიგდება თუ არა ხელისუფლება და მისი მომხრეები რუსულ ოკუპაციას. მე ერთი რაღაც ვიცი რომ მე და ჩვენი მოძრაობა არ შევურიგდებით და რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს ამერიკის სამხედრო ბაზები და მშვიდობიანად თუ არ გავა რუსის ჯარი საქართველოდან ქვა ქვაზე აღარ უნდა დარჩეს რუსეთის იმპერიისგან, რუსი სალდაფონების სისხლის შენაკადები უნდა შეუერთდეს ფსუოს, ბზიფის და ენგურის ხეობებს, ფრონეს და ლიახვის ხეობებს.
bastera
ვინმემ ხომ არ იცის სად იჯდა ჭანტურია? უშიშროების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხომ არა? და რომელში? ზვიადიმ რო დაიჭირა იმას არ ვგულისხმობ? მანამდე თუ იჯდა?
shamili
ციტატა(bastera @ 7.06.2010, 17:45) *
ვინმემ ხომ არ იცის სად იჯდა ჭანტურია? უშიშროების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხომ არა? და რომელში? ზვიადიმ რო დაიჭირა იმას არ ვგულისხმობ? მანამდე თუ იჯდა?

ოთხი წელი 1983 - 1987 წლებში რუსეთში სუკის იზოლატორში იჯდნენ ჭანტურიაც და წერეთელიც, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მუხლით გასამართლებულნი
shamili
მეთოფეებს სძინავთ.
ძინავს ყველას, თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არის ბუნების ჩვეული და დიდებული პოზა, წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს.
მდინარე ტბასავით დამდგარი.
ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ.
თერგი აღარ რბის, აღარ ღრიალებს.
და არც კლდენი ეუბნებიან ბანს...
მთის გამოფიტული ფერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი.
დახეთქილი, დამზრალი მიწა.
მძიმე, მოწამლული ჰაერი.
დღე-ღამესავით შავი.
დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი.
წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები.
ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ-გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი, წყლით დაფარული ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი...
ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი...

გიორგი ჭანტურია
1985 წლის 4 აპრილი
"სუკ"-ის იზოლატორი, საკანი #21.

"ნაციონალიზმი ხორციელი იდეალიზმია,რწმენა იმისა,რომ შენი სიკვდილის შემდეგ, შენი ერი, შენი სახელმწიფო რჩება. ამ შეგნებიდან იზრდება უფრო დიდი გაგება ხორციელი იდეალიზმისა, უფრო ფართო ცნება-მსოფლიო მოქალაქეობა, რომლისკენ გზაც მხოლოდ ჭეშმარიტ ნაციონალიზმზე გადის.
აქაც სულიერ ეტაპებთან გვაქვს საქმე:
1.ეროვნულობა, რწმენა ერის მარადიულობისა;
2.მსოფლიო მოქალაქეობა, რწმენა კაცობრიობისა და მისი მომავალისა;
3.რელიგიურობა - რწმენა სულის უკვდავებისა და სულის მიახლებისა ყოველივეს თანამიზეზ და თანასაწყის იესო ქრისტესთან"

გია ჭანტურია

"საქართველო ჩემთვის ის მისტიური სულია, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ, რომ მე ვარ ქართველი. ჩემთვის საქართველო, უპირველეს ყოვლისა, მომავალია, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ყოველი ერის ცხოვრება, თვით გადაშენებულისაც კი, იყო რაღაცისათვის მზადება. ჩვენც ვემზადებით. მე მწამს, რომ ეს რაღაც სიკეთეა. მე მწამს იმის, რაც ათონის მთაზე ღვთისმშობელმა აღუთქვა ქართველ ბერებს - საქართველო გაბრწყინდებაო. მე საქართველოს სულიერი, პოლიტიკური, კულტურული გაბრწყინების მოლოდინში ვარ, მაგრამ ეს არ არის ფატალისტური მოლოდინი. ამისათვის მზადება და წინ სიარულია საჭირო. ასე, რომ ჩემთვის საქართველო წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა; და კიდევ, მე მიყვარს დოჩანაშვილი და ხშირად მოვიხმობ ხოლმე, ახლაც მას დავესესხები: "საქართველო მარტივი რამაა, ახსენებ და უნდა დაგბურძგლოს". ეს პოლიტიკას სცილდება, უფრო ინტიმური რამაა; დაახლოებით იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც გაგვაჩნია დედასთან, შვილთან... ეს სიყვარულია".

გიორგი ჭანტურია

31.07.2008 16:56
AMANDA!
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 9:38) *
ამანდა ვინ იყო პრორუსი, გია ჭანტურია იყო პრორუსი და სააკაშვილი და ესენგეში შესვლაზე ხმისმიმცემი ჟვანია და ბარამიძე პროდასავლურები ????? კარგით რა მართლა და მართლა. ისიც ხომ იცით რომ გია რომ ცოცხალი ყოფილიყო სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის ტრიო ხელისუფლებაში მოსვლაზე ვერც იოცნებებდა, უბრალოდ ვერც სააკაშვილი და მით უმეტეს ვერც ჟვანია გია ჭანტურიასთან ვერც ქარიზმით, ვერც განათლებით, ვერც ორატორობით და ბოლო ბოლო ვერც თავზეხელარებულობითა და რადიკალიზმით ვერ შეედრებოდნენ.

სარიშვილს ედეპეში ნუღარ მოიხსენიებთ, სარიშვილი 2004 წელს გიას მკვლელებთან და კრემლის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო გარიცხეს ედეპედან.

არ მგონია ისიც არ იცოდეთ რომ დღევანდელი ედეპე ბევრად მეტი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული და პროდასავლური კურსით გამოირჩევა, ვიდრე სახელშეცვლილი მოქალაქეთა კავშირი ანუ ნაციონალური მოძრაობა, რომლის წამყვან ლიდერებს ორი, სამი ლიდერის გამოკლებით ქვეყნის ესენგეში შეთრევაზე აქვს ხმა მიცემული.

ნოღაიდელი, ბურჯანაძე, მამრაძე ( ეხლა არ თქვათ ეგენი ოპოზიციაში არიანო, ეგენი ისეთივე ოპოზიციაა, როგორც ნაციონალები მოქკავშირის ), ჟვანია, ბარამიძე ყოფილან პროდასავლურები და გია ჭანტურია პრორუსი იყოო ამბობთ, კაცი რომელიც მართლა რუსეთის ინტერესებთან ბრძოლას შეეწირა და მისი სიკვდილის შემდეგ წამოსწიეს პოლიტიკაში ეს რუსეთუმე არსებები წინა პლანზე.

ან დღევანდელ ედეპეში ვინ არის პრორუსი, გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ქარდავა, გოგა გოგნიაშვილი, თენგო შარმნანაშვილი თუ რომელი ???

ყველამ ხომ იცის ამ ადამიანების და საერთოდ ედეპეს პოზიცია რუსეთთან და საქართართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ისე ამ სტატიას დაუკვირდით და იქნებ გვიპასუხოთ რა მიზეზით არ ასრულებს ედეპეს ამ მოთხოვნას ''პროდასავლური'' და ''ანტირუსული'' პრეზიდენტი სააკაშვილი :

ედპ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გატანას მოითხოვს

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის გატანას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, სუამ–ის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების კონტექსტში საქართველოს საკითხის განხილვა პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.
პარტიის წევრები თვლიან, რომ საქართველოს საკითხი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის სტატუსით უნდა განიხილონ. "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოითხოვოს გაერო–სგან ასამბლეის დღის წესრიგში ახალ პუნქტად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის დამატება და შესაბამისი რეზოლუციის მიღება.

ყურადღებით წაიკითხე ჩემი პოსტინგი!
გია ჭანრუტია რომ არ იყო იმიტომაც მოკლეს, ირინელა კი ვითომ დაჭრეს mad.gif
გია რომ ცოცხალი ყოფილიყო უფრო ადრე დავკარგავდით აფხაზეთშ და სამაჩაბლოს! სხვათაშორის ჭანტურიას მერან კოსტავა აფრთხილებდა ირინა სარიშვილის ჯკგ მიერ ჩანერგვაზე და არ დაიჯერა!
ეს უკვე აბრურდს ამბობ biggrin.gif
გიას ნამდვილად არ ქონდა ის განათლება რაც სააკაშვილს აქვს.
შენ თუ სსრკ ს ციხის განათლებას უწოდებ დიდ განათლებას,
ეს სულ სხვაა .
20 წლიდან ციხეში იჯდა!
"
დისიდენტური საქმიანობისათვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს.
1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა.
1983 წელს კვლავ დააპატიმრეს
ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისათვის.
გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა თავისი უკომპრომისო შეხედულებების გამო 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო."

"გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ქარდავა, გოგა გოგნიაშვილი, თენგო შარმნანაშვილი თუ რომელი ???"
ერთ ერთი მათგანი შევარდნაძეს ჩოქებზე დაუდგა რომ არ წასულიყო ის!

ძვირფასო ედეპეშნიკეწბ ძალიან კარგად ვიცნობ! სახალხოს ვასპონსერებდი ვაკეთღი იმ დღემდე სანამ პატიაშვილი არ მოიYვანეს შეკრებებზე.
რა გიყო? არ მჯერა ამ პარტიის.
ერთ ერთის ოჯახის დასაფლავებაზეც ვარ ნამყოფი, რომელსაც მთელი ოჯახი ამოუწყდა. იცი ალბათ ვისზე ვსაუბრობ.
მჯეროდა მაგრამ მივხვდი რომ ვცდებოდი!

შენ გაინტერესებდა ჩვენი აზრი?
რა გიყო, ჩემი აზრი ასეთია და არ შეიცვლება.
გია ჭანტურია იყო ძალიან აგრესიული და ჟიუტი ადამიანი!
მას ოჯახი რომ არ მიეტოვებინდა და ამ ქურთის ქალს ირინელას არ გადაყროდა mad.gif
შეიძლება დღეს ცოცხალიყ ყოფილიყო.
სხბათაშორის მისი სიკვდილი ვინც დაგეგმა,
ჯერ იმას მიხედოთ ჯობია!

1994 წ. 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი.
ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, თუმცა მისი პოლიტიკური ხასიათი ეჭვს არ იწვევდა
. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ თავდასხმა ბრალდებოდა კვირაიას ან გიორგაძეს.
ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ ედპ-ის ლიდერი მისი ქვრივი გახდა,
მაგრამ პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. mad.gif
გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.
AMANDA!
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 13:49) *
ოთხი წელი 1983 - 1987 წლებში რუსეთში სუკის იზოლატორში იჯდნენ ჭანტურიაც და წერეთელიც, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მუხლით გასამართლებულნი

ვიცით მერე რა?
ბევრი მჯდარა!
ჭანტურიამ sad.gif
სარიშვილსში გაცხვალა სამშობლოს ინტერესები!
წერეთელი კი, პოლიტიკოსად ვერ შედგა!
ედპ ში ყველაზე ნორმალური იყო- ვანიჩკა ხუხუნეიშვილი!
ღმერთმა აცხონოს მისი სული!

1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ
ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო blink.gif
თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა.
1994 წ. ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია,
უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე და
თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და
მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი.

პირველ რიგში საკუთარი ცოლი უნდა გაეკრიტიკებინა და გამოეძია, რა თანამშრომლობა ჰქონდა იგორ გიორგაძესთან mad.gif
AMANDA!
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 9:38) *
სარიშვილს ედეპეში ნუღარ მოიხსენიებთ, სარიშვილი 2004 წელს გიას მკვლელებთან და კრემლის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო გარიცხეს ედეპედან.

[/b][/size]

კარგად გადახედე ედპ დოკუმენტებს, სარიშვილმა ბევრად გვიან მიატოვა პარტია,
რატომ?
ჩემზე კარგად უნდა იცოდე!
ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ სარიშვილი თავად ხდება პარტიის ლიდერი. ამ პერიოდში ის ასევე პარლამენტის წევრი იყო.
1993 წელს წელს მას რამდენიმე თვე საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტი ეჭირა.
1995 წელს ის ხელახლა აირჩიეს პარლამენტში, თუმცა მისმა პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა 1999 წელს.
სარიშვილი თავად იყო ბარიერის 5-დან 7%-მდე აწერვის ინიციატორი.

2003 წლის არჩევნებში სარიშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოკავშირე გახდა. biggrin.gif mad.gif

"ვარდების რევოლუციის შემდეგ თანაპარტიელებმა მას პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვეს." ეს 1994 წელს უნდა გაეკეთებინათ და არა მაშინ როდესაც მიხვდნენ, რომ სარიშვილით ედპ ს პანაშვიდზე მოხვდებოდნენ.
რატომ?
ამასაც ალბათ მიხდები!

პ.ს, არასოდეს დამავიწყდება ედპ წევრები ლეჟანკებზე გაშხლართული რუსთაველის პროსპექტზე mad.gif
გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს.
bastera
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 18:49) *
ოთხი წელი 1983 - 1987 წლებში რუსეთში სუკის იზოლატორში იჯდნენ ჭანტურიაც და წერეთელიც, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მუხლით გასამართლებულნი

კარგი, იქ როგორ ფიქრობ მასზე არ იმუშავებდნენ? რას აკეთებინებდნენ იქ, რით იყო დაკავებული?
gubaz_merve
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 16:29) *
სხვისი არ ვიცი რა, მაგრამ მე პირადად ვარ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის წევრი ( ირაკლი წერეთელი, იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი, გურამ გოგბაიძე ) და სულ არ მაინტერესებს შეურიგდება თუ არა ხელისუფლება და მისი მომხრეები რუსულ ოკუპაციას. მე ერთი რაღაც ვიცი რომ მე და ჩვენი მოძრაობა არ შევურიგდებით და რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს ამერიკის სამხედრო ბაზები და მშვიდობიანად თუ არ გავა რუსის ჯარი საქართველოდან ქვა ქვაზე აღარ უნდა დარჩეს რუსეთის იმპერიისგან, რუსი სალდაფონების სისხლის შენაკადები უნდა შეუერთდეს ფსუოს, ბზიფის და ენგურის ხეობებს, ფრონეს და ლიახვის ხეობებს.

შამილ არ ღირს ასეთი ფრაზებით საუბარი მაშინ როცა რუსეთის უშიშროება მოახლოებულ ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხეებზე აქცენტირებს.
shamili
ციტატა(bastera @ 7.06.2010, 20:57) *
რას აკეთებინებდნენ იქ, რით იყო დაკავებული?

მე როგორც ვიცი ლიტერატურული მოღვაწეობით. გია ჭანტურია წერდა უძლიერეს ნოველებსა და მოთხრობებს
POLEMIST
ციტატა
დასხდნენ სახლში და უყურონ როგორ ცდილობენ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის სახით ქვეყნის ნაწილ ნაწილ მიყიდვას რუსეთისთვის უსუფაშვილ, ნოღაიდელ, ალასანიები ? არ გამოვა ეგ ამბავი. ეროვნული მოძრაობა აუცილებლად განახლდება, იმისდა მიუხედავად ვინ ვისთან მტრობდა ადრე და დაპირისპირებული ბანაკები ერთად დადგებიან. ეროვნული მოძრაობა აუცილებლად განახლდება და წალეკავს ანტიეროვნულ ძალებს
ზუსტად მაგ გაერთიანებაზეა რო ვლაპარაკობ უკვე რამდენიმე წელია, უფრო სწორად 2003 წლიდან აქტიურად სხვატაშორის .. კი დაიწყეს გაერთიანებაც ვითომ ფსევდო ოპოზიციამ და ეგაც იმიტო ქნეს რომ ნაღდი ზალები ჩაეთრიათ თავიანთ ჭEაობში.. მაგ ოპოზიციასთან გაერთიანება დიდი სისულელე იქნება და დიდი შეცდომა.. ვინც ერთი იდეოლოგიის, მერაბ კოსტავას იდეოლოგიის მიმდევარიოა ის ხალხი უნდა გაერთიანდეს და მათ უნდა დაიწყონ უვადო საპროტესტო გამოსვლები ანტიქართული ხელისუფლების და წყობის წინააღმდეგ.. ოფისებიდან ვერავინ ვერაფერს გააკეტებს... აუცილებელია ქუჩაში გამოსვლა და დგომა იქ ბოლომდე და ერის კონსოლიდაცია.. ხალხი აუცილებლად მოვა და დადგება იქ სადაც მათი ბედი წყდება... ამ ფსევდო ოპოზიციის გამოსვლებმა ხალხს იმედი გაუცრუვა, ამიტომ მოქმედებაა საჭირო, მუხტი თუ არ შეიქმნა ლიდერებისგან ხალხი არასოდეს არ შექკნის არანაირ მუხტს და იქნება ჩართული თვითლი9კვიდაციაზე.. მოქმედება ბატონო მოქმედება... დარწმუნებული ვარ 1000% ხალხი გამოვა უამრავი მაგრამ მერე თავად ლიდერებზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებენ ისევე ერის სასარგებლოთ მათ მუხტს //...
Magen_David
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 22:36) *
მე როგორც ვიცი ლიტერატურული მოღვაწეობით. გია ჭანტურია წერდა უძლიერეს ნოველებსა და მოთხრობებს

'მოსე', 'ახალი იერემიას გოდება' - ძლიერი ნაწარმოებებია
AMANDA!
ციტატა(shamili @ 7.06.2010, 14:29) *
სხვისი არ ვიცი რა, მაგრამ მე პირადად ვარ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის წევრი

კარგია! გულში მთელი საქართველო მაგ იდეის მატარებელია!
shamili
ახალი იერემიას გოდება

ვტირით და ვტირით დედანი,
ურჯულომ შეგვაშინაო,
კარზე მოგვდიან ძალითა,
მასპინძლად დიან შინაო.
ნეტავ ჩვენს მეთოფეებსა,
ძალით ვინმ დააძინაო,
პირიც წყლით გაალბობინა
თოფებიც დაუგრილაო !?

მეთოფეებს სძინავთ
სძინავს ყველას. თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არ არის ბუნების ჩვეულებრივი და დიდებული პოზა. წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისაგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს. მდინნარე ტბასავით დამდგარა.
ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ.
თერგი აღარ რბის აღარ ღრიალებს,
და არც კლდენი ეუბნებიან ბანს...
მთის გამოფიტული წვერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი.
დახეთქილი, დამზრალი მიწა.
მძიმე, მოწამლული ჰაერი.
დღე-ღამესავით შავი.
დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი.
წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები.
ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანნი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი,ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი.
ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი... ცარიელი აკვანი, ჩამქრალი კერა, დამსკდარი კედლები და ჩამტვრეული შუშები.
ოჰ, ღმერთო! აღა-მაჰმად-ხანი ხომ ადრე იყო აქ, დღეს კი რა მოხდა? მეთოფეებს სძინავთ, სძინავს თვით ბუნებასაც. თვალი სულ მცირე მოძრაობასაც კი ვერ ამჩნევს გარშემო. ადამიანის შვილი თითქოს გაწყვეტილა, მკვდარი კაციც კი არ მოიპოვება ამ უძრავ მიდამოში.
დიდი უდაბნო... სავსე ლოდებით.
ერთს აწერია: “მე გორგიჯანოვმა გამცა”.
ვუახლოვდები მეორეს.” ვარსქენ პიტიახშმა უარმყო მეცა და შემოქმედიც”
ვერაფერი გამიგია! ჩემი ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებს:
წინ!
იქვე, გვერდით, შედარებით მომცრო ლოდია. წელში ვიხრები, რომ გავარჩიო.”გამცა ყორღანაშვილმა”_ ძლივს ამოვიკითხე.
ლოდის ძირში პატარა ია ამოსულა. ესეც ასე,_გავიხარე მე, პირველი სულიერი, ე.ი. ყველაფერი არ დაკლარგულა, ყველაფერი არ დაღუპულა.
_რჩინი! რჩინო!_მიმეორებს ია და ცდილობა დამენახოს, ვაი, თუ ვერ შემნიშნაო_იმის შიშშია. მეზობელ ქვის ძირში კი რომელსაც “ მონღოლთ ჩააბარეს ჩემი თავიო”, აწერია. წითელი ყაყაჩო ამოსულა /სიმღერა გამახსენდა ქართული:”ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა იაო”/
ცოტნე, ცოტნე!... ვაგრძობინე, გხედავ თქო, ისიც დამშვიდდა.
მადლობა ღმერთო, იმედისათვის! და ამ უცნაური სასაფლაოს მოხილვას ვაგრძელებ.
“გამცეს”... აწერია ერთ ქვას დიდი ასოებით.
ოდნავ ქვემოთ, მომცრო ზომის ციფრების ამოკითხვაც შევძელი, “1832”
გასაგებია!
თანდათან ყველაფერს ვხვდები.
ბევრი ქვა, ბევრი ლოდი.
ეს ხომ საქართველოს მთელი ისტორიაა.
ჰერ_ლაშეზისა და არლინგტონის სასაფლაოები კომედიურ თეატრებად გამოიყურებიან ჩვენი ერის ამ საძმო საფლავთან შედარებით.
გზას ვაგრძელებ.
ერთ_ერთ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვკითხულობ
“ჭეშმარიტებას ვუღალატე...ვინანიებ!”
ნეტავ, რა იყო მისთვის ჭეშმარიტება?
იქნებ განსაცდელს ვერ გაუძლო! _ გავიფიქრე მე, განსაცდელი ადამიანში შლის ყველაფერს ზედაპირულს და ნატანჯი კაცის სულშიც მხოლოდ ის რჩება , რასაც ღრმად აქვს მასში ფესვები გამჯდარი.
ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს შევცდი და მაპატიეო ეტყვის
მხოლოდ კაცი რკინის გულით, ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო.
საკუთარი პრინციპების ღალატს არასვისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი.
გავდივარ უდაბნოს ბოლოს და უკანასკნელ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვეძებ, იქვე საფლავია ამოთხრილი, უცხედრო საფლავი?! მივიხედ-მოვიხედე, ოდნავ მოშორებით თეთრი მარმარილოს ქვას წავაწყდი. წარწერა ახალი უნდა იყოს. “პოლიტიკოსთა უგუნურების მსხვერპლი”. მარმარილოს “ცხელი” სისხლის ფართო ლაქები აჩნია. იქვე ოთხციფრიანი თარიღია. ყველა კუთხოვანია. ბოლო ციფრის გარჩევა გამიჭირდა. მისი ზედა და ქვედა ნაწილი ჩამომტვრეულია. ბოლო ციფრი უნდა იყოს 4 ან 9 /ე.ი. 1994 ან 1999/
ნეტავი, ვინ კიდევ?
იქნებ... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. უკან ვბრუნდები. თავს უკანასკნელად ვატრიალებ უდაბნოსაკენ და მხოლოდ ახლა-ღა ვანჩნევ პატარა, მრგვალ ქვას. ხელში ვიღებ, თბილია, თითქოს ფეთქავს კიდეც, ლათინურად აწერია ”შთABO”
ცრემლმორეული ვტოვებ უდაბნოს და ჩემთვის ვამბობ:
გმადლობ, უფალო იმედისათვის!
მეთოფეთ კვლავ სძინავთ.
ციხის ქონგურზე ქართული დროშის ნაცვლად მტრის დროშა ფრიალებს.
ქარი ქრის. ბუნება იზმორება. გაღვიძება სურს, მაგრამ უჭირს.
ერთ_ერთ მეთოფეს ვაღვიძებ. თვალებს ზარმაცად ახელს, ტუჩებზე თითს იდებს და “სსუ”, მანიშნებს.
_ გაიღვიძე! _ არ ვეშვები მე.
_ მეშინია! _ მპასუხობს.
_ რისი, ან ვისი? – მიკვირს.
_ მომკლავენ, სანამ მძინავს, არ ვარ საშიში.
_ რა დროს შიშია, ნუთუ დაგტოვა რწმენამ?
_ ეეჰ, რის რწმენა, რა რწმენა! _ უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
_ ღვთის შემოქმედის რწმენამ! _ ვუპასუხე მე.
ისეთი თვალებით შემომხედა ჭკუანაკლულს რომ შეხედავენ თანაგრძნობით და სიბრალულით. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხვრინვა ამოუშვა.
ახლა ციხისთავს ვაღვიძებ.
იგივე ისტორია, როგორც იქნა გაახილა თვალები.
_ მე ციხისთავი ვარ მკვდარივით უნდა მეძინოს. თუ გავიღვიძე პირველს მომკლავენ. თქვა და ძილს ანახლებს. ცოცხალი, მღვიძარე კაცი გამოჩნდა. ერთი ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და “მეგობარი” ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე, მოახლოებულმა ტყვიებივით მესროლა სიტყვები:
_ არა კაცი არ გამოჩნდა ხომ ხედავ თქვენს შორის.
ასეთია შიშის ძალა! ეშმაკის ნაშიერს ბრწყინვალედ შეესწავლა ქართული.
სისხლი მომაწვა ყელში.
_ ეჰეი, ურჯულო! _ დვჭექე მე, შენც ისე გიპასუხებ, როგორც შენნაირს უპასუხა ჩემმა დიდმა წინაპარმა.
“ ღმერთმა მოგვცნა ხელთა თქვენთა არა სიყვარულისა თქვენისათვის, არცა საქმეთა თქვენთათვის კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩვენ მცნებანი მისნი”
მტერი დამცინავ ღიმილს არ მაშორებს სახიდან, მათრახის წვერით კეფას იფხანს და მეუბნება:
_ მე არ მოგკლავ შენ, თვითონ შენნი დაგკორტნიან, საზარელი სიკვდილი გელის! რომელი დავითი შენ მყავხარ ღლაპო, ხომ ხედავ, რა დიდი ვართ, თქვენ კი აი, ამოდენა და მიჩვენა მათრახის ის წვერი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ კეფას იფხანდა.
_ დამკორტნიან.
_ დამკორტნიან ჩემნი _ ვიმეორებ გულში, რაღაც მენიშნა კიდეც.
მგონი ერთადერთი სიმართლე იყო რაც მან თქვა
ბრაზმორეულმა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ეს სიტყვები მივახალე პირში:
_ თქვენ დიდი კი არა ბევრი ხართ, დიდი ჩვენა ვართ! ხელი ჩავიქნიე და სწრაფად გამოვბრუნდი. თუმცა გზად მისი სიტყვები ამეკვიატა: დამკორტნიან, ჩემნი დამკორტნიან.
_ რა ღრმად ჩაფლულან “ჩემნი” ცოდვებში, სულმთლად გახრწნილან, “დიდ” მეძავს საწმერთულგახდილ კახპად უქცევია ჩემი ქვეყანა. თუმცა მსგავსი მაგალითის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით.
_ ფარისეველთა საუფლო.
დიდი პაპის დატოვებული მამულის გამნიავებლ_განყიდველნი, უხერხემლო მამულიშვილნი!
ენაგძელნი და საქმე მოკლენი.
ორი წიგნის წამკითხველს თავი დავით აღმაშენებელი და რუსთველი რომ ჰგონია.
როდესაც ერი ღმერთს სულს აძლევდა ღმერთი მას ძალას ანიჭებდა:
“ თქვენ მომცენით გულნი თქვენნი და მე მოგეც ძალა ჩემიო”
ვიმარჯვებდით კიდეც.
ჭირშიც კი მტკიცედ მდგართ, უფალი ყოველთვის გვიცავდა. საამაყოც ბევრი გვქონდა მიტომაც.
წმინდა კეთილმსახური დავით აღმაშენებელი ორმოცდათექვსმეტი ათასი კაცით ოთხასიათას ურჯულოს რომ შეება, მაშინაც დიდნი და ღვთისათვის საყვარელნი ვიყავით. დიდგორს რომ დავმარცხებულიყავით კიდევაც, მაინც გამარჯვებული ვიქნებოდით, რამეთუ დავითს უკანდასახევი გზა თვითვე ჩაეხერგა... ეს კი უკვე გამარჯვებამდელი გამარჯვება იყო.
განა საამაყო არ არის, როცა ასიათასმა თბილისელმა ქრისტეზე უარის თქმას სიკვდილი ამჯობინა.
მათი სისხლით წითლად შეიღებაო მტკვარი _ გვამცნობს მემატიანე. ქეთევანს რომ ურჯულონი ძუძუებს შანთით უწვავდნენ, მტერიც კი გააოგნა მისმა სიმშვიდემ, ფერფლად ქცევამდე ღვთის სადიდებელ სიტყვებს იმეორებდა დედოფალი.
მაშინაც საამაყო გვქონდა.
თამარის დროს, პირველად ჩვენს სახელმწიფოში რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მაშინაც საამაყო გქონდა. უპატიოსნესი და აღმატებით უზესთაესი დედაღვთისა თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ხარობდა სახიერებისა ჩვენისა გამო და გვმფარველობდა კიდეც.
ეს ყველაფერი იყო.
დღეს კი რანი ვართ? რად ვიქეცით, რით ვიწონებთ თავს! ფერისცვალება გასაოცარი:
სიკეთეს ბოროტება დავარქვით, ბოროტება კი სიკეთეთ მოვნათლეთ. ქვეყნისა და ერის ღალატი მამულიშვილობადაა მიჩნეული. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. მთავარია დააგროვოს, შეიძინოს, მოიხვეჭოს. ეს ის ყველაფერია რასაც იქ ვერ წაიღებ.
ის კი რაც მართლა იმ ქვეყნად წაჰყვება, რაც მარადიული სიცოცხლისათვის გამოადგება,
_ არ ახსოვთ!
_ არ უნდათ!
_ არ სჯერათ!
ასეთებს მაცხოვარი სამსჯავროზე ატყვით: მე არ გიცნობთ თქვენ, განვედით ჩემგან!
ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: დასტოვებელი და იქ წასატანი. თუ ერი ვართ _ უნდა ვიეროთ. თუ, ბრბო, მაშინ სწორი ყოფილა ჩვენი მარადიული მტერი, რომელიც ყოველ გაფაჩუნებაზემწარე შოლტს გადაგვკრავს ზურგზე და ტკივილისაგან გულწასულთ წყალსაც არ გვაპკურებს გამოსაცოცხლებლად. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც დიდი საქართველოს /”ოდესღაც დიდი ყოფილა საქარტველო” – მ. ლებანიძე / დიდი მეზობელი დაეპატრონება.
მე არ მინდა ბრბოს წარმომადგენელი ვიყო. მე ჩემი ერის კაცობა მსურს, მისთვის სამსახური, მისთვის სიკვდილი!
ცალ ხელში ჯვარი, ცალში კი ხმალი.
_ ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერადყოფილს.
_ ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას!
_ დავტირი მარად მძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახუყლ ნაყოფს!
_ დავტირი ხუცესს, მტრის შიშით, მალვით რომ იძლევა ლოცვა _ კურთხევას!
_ დავტირი ტაძარს, გამოკეტილს და გაუქმებულს, დარჩენილს უმღვდლოდ!
_ დავტირი ქალწულს, რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს!
_ დავტირი ენას, გაუქმებამდე მისულს! _ დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე!
_ დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე!
_ დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს!
_ დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის!
_ დავტირი პირუტყვად ქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს!
_ და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!”

ბოლოთქმის მაგიერ
ახალი იერემია ჩაექოლათ ერის გაღვიძებული სინდისისათვის, დიდი შენობის კედელთან ეგდო მისი საზარლად დამახინჯებული და დასახიჩრებული გვამი.
ამოდენა ქალაქში კაცი არ აღმოჩნდა მისი მშველელი. მაყურებელი კი რამდენიც გნებავთ _ ბევრზე ბევრი.
უფრო მეტიც: არაფერი წამოგცდეთო, ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიცვალებულს თვალები ღიად დარჩენოდა. მაყურებელთაგან ერთმა მადლიანმა ჩამოუსვა სახეზე ხელი და ჯერ ისევ თბილი თვალები ადვილად დაემორჩილა უცხო კაცის თითებს. ოდნავ დამცინავი ღიმილი კვლავინდებურად იხატებოდა მის გასისხლიანებულ სახეზე.
ეს საზარელი კაც_კვლა იმ ერთადერთი მღვიძარე კაცის ნამოქმედარი იყო. აკი დაემუქრა კიდეც.
“შენიანები მოგკლავენო შენ”. სწორედ მან გააღვიძა მძინარე მეთოფეები, ახალი იერემიასი და მისი მცირე მიმდევართა ამოჟლეტა უბრძანა.
მსტოვრებს მოეტანათ ამბავი: მცხეთას ახალი იერემიას მოწაფენი გამოღვიძებულან და სვეტიცხოვლის ტაძართან იყრიანო თავს.
სავლე სასწრაფოდ შემოახტა ულაყს და აბა ბიჭებო, მცხეთისაკენო -_ უბრძანა მეთოფეთა. იგი ჰარში ხმლის ენერგიული ქნევით წინ მიუძღოდა ძმათა სისხლმოწყურებულთ და სიუს ტომის ინდიელივით დასჭყივლებენ ხანი_ხან.
ოფლში შეცურებულნი ცხენკაცნი ფლოქვების ხმას თავიანთ გულისცემას აყოლებდნენ, ნაძალადევი ღიმილი და უფრო მეტი სასოწარკვეთა აღბეჭდოდა თითოეულ მათგანს სახეზე.
_ და ჩამოწვა ბნელი მზე, კარგა ხანია ჩაიძირა, სიბნელემ მოიცვა სამყარო.
მხედრები შედგნენ, ჩიტების ჭიკ_ჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა უფრო შეძრა მხედარნი.... და გაისმა ხმა ზეციდან:
“ რაისთვის მდევნი, სავლე მე?”
რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო?

გიორგი ჭანტურია.

1985 წლის 4 აპრილი.

“სუკის” იზოლატორი, საკანი # 21.
shamili
ციტატა(AMANDA! @ 7.06.2010, 19:04) *
ყურადღებით წაიკითხე ჩემი პოსტინგი!
გია ჭანრუტია რომ არ იყო იმიტომაც მოკლეს, ირინელა კი ვითომ დაჭრეს mad.gif
გია რომ ცოცხალი ყოფილიყო უფრო ადრე დავკარგავდით აფხაზეთშ და სამაჩაბლოს! სხვათაშორის ჭანტურიას მერან კოსტავა აფრთხილებდა ირინა სარიშვილის ჯკგ მიერ ჩანერგვაზე და არ დაიჯერა!
ეს უკვე აბრურდს ამბობ biggrin.gif
გიას ნამდვილად არ ქონდა ის განათლება რაც სააკაშვილს აქვს.
შენ თუ სსრკ ს ციხის განათლებას უწოდებ დიდ განათლებას,
ეს სულ სხვაა .
20 წლიდან ციხეში იჯდა!

სხბათაშორის მისი სიკვდილი ვინც დაგეგმა,
ჯერ იმას მიხედოთ ჯობია!

მაინც რატომ დავკარგავდით უფრო ადრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ? ისტორიას არ უყვარს ''ეს რომ ასე ყოფილიყო'', მაგრამ რახან ამბობთ გიპასუხებთ, გია რომ პრეზიდენტი გამხდარიყო დაუყოვნებლივ გამოიყვანდა ქვეყანას ესენგედან და გაუუქმებდა სამშვიდობო მანდატს რუსებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს მიანიჭებდა, რუსეთს ოკუპანტი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებდა ( ანუ გააკეთებდა ყველაფერ იმას რაც სააკაშვილს აგვისტოს ომამდე ვერაფრით გავაკეთებინეთ ) და დაიწყებდა უკიდურესად შეურიგებელ ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს რომ ასე იქნებოდა ამასი მგონი ეჭვი არავის ეპარება. და კიდევ ერთი გარემოება - 95 - 96 წლების რუსეთი იყო ჩეჩნეთის წარუმატებელ ომში ჩართული და დასუსტებული რუსეთი და ამ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა საქართველოში ისეთი რადიკალური ანტირუსული და დასავლური კურსის პრეზიდენტი ლიდერი როგორიც გია იქნებოდა და ისედაც ჩეჩნეთის წარუმატებელ ომში ჩართული და დასუსტებული რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობდა მსოფლიოს აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიად და რუსეთი ოკუპანტად ეცნო და რომ იცოდნენ ამ ყველაფერს გია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აუცილებლად გააკეთებდა, ამიტომაც დაიგეგმა კრემლსი მისი ლიკვიდაცია და ამიტომაც აღასრულეს კრემლის და შევარდნაძის ქართველმა განეცებმა.
გიას სიკვდილის შემდეგ გაუკაფა კრემლმა გზა ჟვანია, , ბარამიძის, ბურჯანაძე, ნოღაიდელის კლანს ( ჟვანიას და ბარამიძის მიერ ესენგეში შესვლაზე ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ ) და კრემლმავე ჩაანაცვლა შევარდნაძე მათით. მე არ ვამბობ სააკაშვილზე, მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ უამრავი პრეტენზია გამაჩნია, არ გამოვრიცხავ იმ ვარაუდს, რომ მან გამოიყენა ეს კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში მოსასვლელად ( ჟვანია, , ბარამიძის, ბურჯანაძე, ნოღაიდელის კლანი ) და შემდეგ სხვადასხვა გზებით მოტეხა ხელისუფლებიდან, თუმცა მის მიმართაც უამრავი პრეტენზია გამაჩნია.

რაც შეეხება მის ნიჭს მხოლოდ ამით გიპასუხებთ - წაიკითხეთ მისი ახალი იერემიას გოდება, მოსე, ოჩოპინტრე და სხვა ნაწარმოებები ...

როდესაც პარლამენტში დასრულდება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება ( და იმედია ბოლო ბოლო ფარდა აეხდება პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის მკვლელობას ), აუცილებლად უნდა შეიქმნას პარლამენტში გია ჭანტურიას მკვლელობის საგამოძიებო კომისია !

მერაბ კოსტავას მკვლელობაზე რას იტყოდი?? ეგ არ უნდა იქნას გამოძიებული???
prima
ჟვანია-სანაიას მკვლელობები გამოძიებულია?
POLEMIST
ციტატა
ჟვანია-სანაიას მკვლელობები გამოძიებულია?
არა და ყველა ერთი ხელწერაა.....
bastera
ციტატა(shamili @ 9.06.2010, 23:14) *

ზღაპარია ეგ ყველაფერი, საკუთარ თავს და ოჯახს ვერ მიხედა და ქვეყანას დაიხსნიდა? ნიჭიერებაზე არავინ დაობს, იქნებ ჯობდა კიდეც ნოველები ეწერა, მე რაც ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, ასეთი აზრი არსებობს, სუკის ჯურღმულებიდან სუფთად გამოსვლა მხოლოდ კოსტავამ შეძლო, ასე რომ დანარჩენი თავად გააკეთეთ ლოგიკური დასკვნა თუ რატო მოხდა ყველაფერი....
Fernando
ციტატა(prima @ 10.06.2010, 2:06) *
ჟვანია-სანაიას მკვლელობები გამოძიებულია?

ვინმე დაინტერესებულია სიმართლის დადგენით?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.