დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: წარმართები
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > მეცნიერება > რელიგია
gubaz_merve
მე მგონი ქრისტიანობამდე ქართველები წარმართები იყვნენ და თეთრ გიორგის მიაგებდნენ პატივს ეს მანამ სანამ წმინდა გიორგი გაჩნდებოდა ქრისტიანულ სამყაროში და საგმირო საქმეებს ჩაიდენდა . თავისი არსებით თეთრი გიორგი მებრძოლია რომელიც სხვადასხვა დროს გამოჩენილა საქართველოში , შესაძლებელია თუ არა მისი სული იყოს მახვილი მოკვდავის ხელში ,მოკვდავის რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება?წარმართები ადამიანებს მსხვერპლად წირავდნენ,ხომ არ წირავდნენ დამნაშავეებს მათ ვისაც ადამიანობას გადააბიჯეს და სიკვდილი დაიმსახურეს?საერთოდ სიკვდილით დასჯა გამართლებულად მიმაჩნია თუ ადამიანს ბრალი უმტკიცდება მძიმე დანაშაულში.
რას მოიცავს წარმართობა და არი თუ არა კავშირში ძველ აღთქმასთან?
GIORGI LELUASHVILI
საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებამდე, სწორედაც რომ წარმართობა იყო.
ადამიანები თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს და ბავშვებსაც სწირავდენენ ცრუ ღმერთებს–კერპებს (დამეთანხმები, რომ ბავშვს არ შეუძლია ისეთი ცოდვის ჩადენა, რომ სიკვდილს იმსახურებდეს).

თეთრ გიორგიზე კი, სხვაგანაც დაგიწერე, არ გახსოვს?

ციტატა
რას მოიცავს წარმართობა და არი თუ არა კავშირში ძველ აღთქმასთან?

ძველ აღთქმასთან კავშირში რას გულისხმობ?
gubaz_merve
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ 7.01.2012, 22:49) *
საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებამდე, სწორედაც რომ წარმართობა იყო.
ადამიანები თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს და ბავშვებსაც სწირავდენენ ცრუ ღმერთებს–კერპებს (დამეთანხმები, რომ ბავშვს არ შეუძლია ისეთი ცოდვის ჩადენა, რომ სიკვდილს იმსახურებდეს).

თეთრ გიორგიზე კი, სხვაგანაც დაგიწერე, არ გახსოვს?


ძველ აღთქმასთან კავშირში რას გულისხმობ?

ბავშვებს სწირავდნენ, რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს ერთი ფაქტის დასახელება შეგიძლია?თეთრ გიორგიზე შემახსენე ,როგორ ახსენი?
ძველი აღთქმა რომელ ქვეყნებში იყო გავრცელებული?ბავშვების შეწირვა მე მგონი ძველ აღთქმაშია აღწერილი ,წარმართები ციური სხეულები ეს ის ეპოქაა ამირანი რო კავკასიონზეა მიჯაჭვული? სადაა ახლა ზაზა? smile.gifნათელს მოფენდა ვრცლად ამ ამბავს smile.gif
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ბავშვებს სწირავდნენ, რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს ერთი ფაქტის დასახელება შეგიძლია?

ისტორიული ფაქტები, დოკუმენტები.
თუნდაც "წმინდა ნინოს ცხოვრება".
ციტატა
თეთრ გიორგიზე შემახსენე ,როგორ ახსენი?

საუკუნეების მანძილზე მრავალი განსხვავებული ქართული ხატი დაწერილა წმინდა გიორგის გამოსახულებით. ასევე მრავალნაირია წმინდა გიორგის სახელწოდებაც. მაგალითად, საქართველოში წმინდა გიორგი ცნობილია სახელით „თეთრი გიორგი“, კახეთში მას უწოდებენ - „პიროფლიან გიორგის“ ან „დაღლილ გიორგის“ - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მუდამ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანს.
წმინდა გიორგი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ერისა. რომ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი ერისა და ქვეყნის წარსულს, დავინახავთ, რაოდენ დიდი იყო ჩვენში წმინდა გიორგის თაყვანისცემა. მისი ხსენება, ეკლესიის მიერ დაწესებული თარიღების გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე აღინიშნებოდა რომელიმე სოფელში, ან დაბაში, ან ქალაქში, როგორც მისი მოსახელე ამა თუ იმ ტაძრის დღესასწაული. ამგვარად საქართველოში ყოველდღე იყო ხსენება წმინდა გიორგისა! ეს ფაქტი მეტყველებს ჩვენი ერისთვის წმინდა გიორგის სახელის უდიდეს მნიშვნელობაზე. ამასთან, მეტად საინტერესოა, ჩვენში დამკვიდრებული წმინდა გიორგის აღმნიშვნელი მრავალი სახელი თუ ეპითეტი: ძლევაშემოსილი, თეთრი გიორგი, კახეთში გავრცელებული იყო ასევე - პიროფლიანი გიორგი. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ წმინდა გიორგი დაუღალავი შემწე და მფარველი იყო მუდამ ყველასი.

ასე რომ, "თეთრი გიორგი" წმინდა გიორგის აღმნიშვნელი ერთ–ერთი ეპითეტია და არა სხვა ვინმე გიორგი.
ციტატა
ძველი აღთქმა რომელ ქვეყნებში იყო გავრცელებული?
პირველ რიგში ისაელში, ეგვიპტეში, სირიაში, მცირე აზიაში.
მაგრამ იუდევლებს სჯეროდათ ყველაზე მეტად მისი.
ეს ხალხი ძალიან მორწმუნე და ვთისმოშიშია, ცნობისთვის.
ციტატა
?ბავშვების შეწირვა მე მგონი ძველ აღთქმაშია აღწერილი

კი, ძველ აღთქმაშიცაა.
იქაც ნათქვამია, რომ წარმართულ კერპებს სწირავდნენ ყრმებს.
gubaz_merve
რომელ ისტორიულ წყაროში წერია რომ ბავშვებს სწირავდნენ ან წმინდა ნინოს ცხოვრება რა ინფორმაციის მატარებელია გულწრფელად მაინტერესებს იყვნენ თუ არა ქართველები ველურები ქრისტიანობამდე, დაღლილი გიორგი smile.gif მაგარია biggrin.gif
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რომელ ისტორიულ წყაროში წერია რომ ბავშვებს სწირავდნენ

წმინდანთა ცხოვრება სავსეა ამგვარი ფაქტებით.
რავიცი, თუ დაიჯერებ, ასე წერია.
ციტატა
ან წმინდა ნინოს ცხოვრება რა ინფორმაციის მატარებელია

წმინდა ნინოს ცხოვრებაში როცა არმაზის კერპზეა საუბარი, წერია, რომ მას ჩვილ ყრმებს სწირავდნენ.
ციტატა
იყვნენ თუ არა ქართველები ველურები ქრისტიანობამდე

ველურები ნამდვილად არ იყვნენ, ბოლოსდაბოლოს დამწერლობა გვქონდა.
წარმათები იყვნენ, წარმართები.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.